გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თაკო შუკაკიძე - ეკრანი

ეკრანი


მიწა, სადაც თეთრ ქაღალდში გახვეულ გვამებს ტოვებენ, სითეთრე ქრება თირიან ნიადაგში. სითეთრე მოძრაობს, გამოდის მაგისტრალზე და ბრუნდება ქალაქში. ეკრანი რეალობას გადმოსცემს, როგორც ერთადეთ სინამდვილეს. მაგრამ ფიქრობს ის, რა ხდება მერე, რა ხდება ამ კამერიდან ორი მილიმეტის დაშორებით, რა ემართება თეთრ ქაღალდს, რომელიც დამარხეს. სად, სადაა ეს ადგილი ზუსტად. ქალაქის რომელ ნაწილშია, მდინარის რომელ მხარეს, რა დრო დამჭირდება მისასვლელად. ფანჯარა, რომელიც ღიაა მის ფიქრებს აყურადებს და გარედან შემოსულ ხმებს ახშობს. ის დგება და მსუბუქად ეყრდნობა მოაჯირზე. სტადიონზე ბიჭი მარტოა, ბურთს ისვრის, ბურთი კალათს ცდება და ვარდება, ბიჭი მისდევს და ისევ კალათისკენ ისვრის - ბიჭი მშვიდია საკუთარ გადაწყვეტილებაში. ის იქამდე გააგრძელებს კალათისკენ ბურთის სროლას, სანამ ძირფესვიანად არ შეისწავლის ბურთის ტრაექტორიას, მოძრაობის სიჩქარეს, ამპლიტუდას, კალათსა და მას შორის დისტნციას და საჭირო სიმძლავრეს, სანამ მისი ხელი არ დაიზეპირებს რომელი პოზიციიდან რა მიმართულებით უნდა ისროლოს ბურთი. მის გარშემო კორპუსები და გარაჟებია. ზევიდან, ბიჭი და გარეჟები ერთი სიმაღლისები ჩანან - ის ხელს შლის და ხელის გულით ზომავს, რა მანძილია ბიჭსა და კორპუსის ბოლო სართულს შორს. შენც ხომ არ ჩაიცმევდი კედებს და სპორტულებს - ფიქრი ბიჭის ყურებისას ნელა შემოდის, მაგრამ მან არ იცის, როგორ ისროლოს ბურთი კალათისკენ როგორ გამოზომოს მანძილი. მაგრამ არა, ეს არ არის მთავარი, რამაც მისკენ მიიზიდა. ბიჭი მშვიდია და ეს მის გეგმებს ცვლის, მისი თავისთავადი სიმშვიდე, რომელიც ბუნებრივად გადაკვრია სხეულს, დიდი მანათებელი შუქურაა. და თუ გაბედავდა მისვლას, რატომაც არა, ეპასუხება ფიქრს, ჩავა და სახეს მიუშვერს, არა, ამით ხომ ყველაფერი ცხადი გახდბა. როცა მისი სიმშვიდის წინ დადგება, ის, რაც მანამდე ტალღასავით ეხეთქებოდა მხრებში, გასასვლელს იპოვი, გაატარებს და გავა. მის შიგნით ეს ტალღები ირხევიან, გარედან ვერ შეამჩნევს ნაცნობი თვალი, მაგრამ უცხო, და რა თქმა უნდა, ბიჭის თვალი უცხოა და ის ყველაფერს გაიგებს, არ უნდა შეეშინდეს. არის კი ეს ის სიმშვიდე, რომელსაც ელოდა? ფანჯარას შორდება. ეკრანი დროის მიღმაა. მხოლოდ დროის?.. ნაწილობრივ სივრცისაც, აკონკრეტებს. კამერა ითვისებს სივრცის გარკვეულ ნაწილს, იწერს, აფიქსირებს და გვეუბნება - შეხედეთ, ეს თქვენი პლანეტაა?.. შეხედეთ, როგორი მშვენიერია ის, როგორი მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნა. როგორი თვალუწვდენელია ოკეანე და როგორი პირობითია საზღვარი.

ის უყურებს გადაცემას ბუნების შესახებ, ადამიანების ჯგუფი დადის სხვადასხვა ადგილას, იკვლევენ და აკვირდებიან იქაურობას, თავისებურებებს, აფიქსირებენ, ვიღაც ამონტაჟებს კადრებს, - მაგრამ მე, სად ვარ ამ დროს? - ეკითხება თავს. არასოდეს ყოფილა სხვაგან, არაოსდეს ყოფილა შორს, არასოდეს დაკარგულა. იყო მხოლოდ ფიქრები, წარმოიდგენს ხოლმე, რომ ზურგზე ჩანთას იკიდებს და გადის სახლიდან. არ იცის... არ აქვს საით, ვისთან. მის მოგზაურობას მარშუტი არ აქვს. ფიქრი წასვლის შესახებ, მის სიზმრებშიც გადადის, თუმცა ახსენდება მას, ფიქრი წასვლაზე, მასთან სიზმრებიდან მოვიდა, მაგრამ სიზმრებში, იატაკზე თვალს აშეშებს, თითქოს მიწის პატარა თხრილს დაყურებდეს, რომელიც რაც უფრო მეტ კითხვას დაუსვამს თავს, უფრო გაღრმავდება, უფრო ბნელი და მიმზიდველი გახდება, საიდან მოდიან სიზმრები? ფრაგმენტები ახსოვს, კონკრეტული მომენტები, ფერები, ნაწილები, მაგრამ მთლიანობა? და ის სწორედ მთლიანობის ადამიანია. მას ასე ახსოვს, ახსოვს, რომ ეს მთლიანობა მის შიგნით გაიყინა, აღარ იძვრის და მას აღარ შეუძლია იყოს ისეთი, იყოს ისე, როგორც აქამდე. მისი სხეული სტატიკურია, მარტივი მოძრაობები ყოველდღიურად.
აქ როდის მოვიდა, აღარ ახსოვს. იქნებ ყოველთვის აქ იყო. იქნებ ამ ვიწრო კედლების მიღმა არაფერია. აქ დაიბადა და ნელ-ნელა, როცა მისი ნაწილები ჰაერში გაიფანტა, სული შეეკრა, აღარ ჰყოფნიდა, შიგნით რაღაც გაიყინა უძრაობისგან. თვალით იატაკს დაშტერებოდა და მიწის პატარა თხრილი უფრო გაღმავებულიყო, ვეღარ აღწვდენდა თვალს,  ფეხი რომ აცდენოდა, უკვალოდ გაქრებოდა სიბნელეში.
ეკრანზე კადრები მომენტალურად ცვლიდნენ ერთმანეთს. სად არის ეს დრო და ეს სივრცე, რასაც უყურებს, ვინ ქმნიან, რანაირები არიან. რატომ ვერც ერთ მათგანში ვერ ამოიცნო თავისი თავი. და ჩემი თავი? ყინულის ლოლო მოწყდა მის ფიქრებს და ყელში გადასრიალდა და შიგნით არსებულ უძრაობაში აირია.
მას არ შეეძლო სახელი დაერქმია იმისთვის, რასაც ეკრანზე ხედავდა, ეს ფორმები მისთვის უცხო იყო. ახსოვდა მხოლოდ ის, რომ ოდესღაც  ვიღაცას ელოდებოდა სადგურთან, ვერ იხსნებეს ვის, ან რომელ  ქალაქში, ან რომელ სადგურზე, ეს იყო ფრაგმნეტი, რომელიც პერიოდულად თავს ახსენებდა. ხანდახან მას ჰქონდა შეგძნება, რომ ისევ იქ იდგა და ელოდებოდა, მაგრამ მთელი ეს დრო, არც ერთი მატარებელი არ ჩამომდგარა ბაქანზე, არავინ მოსულა სადგურში მის გარდა. არაფერი შეცვლილა. ეს იყო სტატიკური მოლოდინი უცნობის, რომელიც ყველაფერს შეცვლიდა.
და ის ბიჭი, მოედანზე - ესმოდა ბურთის მიაზე დაცემის ხმა, ის ჯერ კიდევ აქ იყო, ახლოს. შეეძლო  მასთან მისულიყო. ან დაეძახა. არ იცოდა მისი სახელი, არც საკუთარი, მაგრამ ჰქონდა შეგრძნება, რომ შეეძლო პირი გაეღო და ბგერები ამოეშვა. რადიოტალღებივით გაეშვა და ის, რას იზამდა, რა რეაქცია ექნებოდა, დაკვირვებოდა. მან მზერა მოაშორა სიბნელეს, რომელიც მის ფეხებქეშ დაგროვილიყო და სცადა მისთვის გადაებიჯებინა. ის დიდიხანია ფაჯარასთან დგას და აქამდე არავის გაუვლია მის წინ. ახლა კი, ეს სრულიად მოულოდნელია მისთვის, ბიჭი დგას სტადიონზე და მისი დგომა არაა შემთხვევითი, ის გამიზნულად დგას იქ. ის სწავლობს, რაღაც ახალი შეიმეცნოს საკუთარი თავის შესახებ.
იქნებ ის ის - და ცდილობს მიწაში ჩაფენილ სიბნელეს გადააბიჯოს, ფეხს ჭიმავს და... მაგრამ... რამდენიმე სანტიმეტრი აკლდება, აქამდე არასოდეს უგრძვნია სხეულის ფორმა, მკვეთრი მოძრაობები მისი ლექსიკონიდან ამოშლილი იყო, მაგრამ ახლა, იგრძნო და დაინახა, რომ სადღაც მას ჰქონდა დასასრული, სადღაც, მოცულობის რომელიღაც მხარეს ის მთავრდებოდა, მიუხედავად ჰაერისა და მასში გაფანტულობისა, მის სხეულს ერთ ფორმაში მოეყარა თავი. ერთი სტრუქტურის და ხერხემალის გარშემო. ფეხი ფეხს შეატყუპა, სხეული დაჭიმა, საკუთარ ფიქრებს ჩაუსაფრდა  და ადგილს მოწყდა. იქვე, იატაკზე დაეცა, ვერ გაიგო რა მიმართულებით გაისროლა სხეული, თვალი იატაკს ჩააშტერა, ის პრიალებდა, ხის ფაქტურის ხაზები ერთმანეთის პარალელურად წრეს კრავდა და იშლებოდა, მაგრამ, იქ აღარ იყო არც სიბნელე, არც მიწის თხრილი, იმდენად არ იყო, რომ არც რამე კვალი ჩანდა, არადა, ყველა დაკარგული ცივილიზაცია ტოვებს არტეფაქტს.
ფანჯარასთან მივიდა, იგრძნო ისიც, რომ ეს მასში უბრძოლველად მოხდა, იგრძნო, რომ სხეულთან, რომელიც მის გარშემო შემოგროვებულიყო, მას ემორჩილებოდა. სტადიონზე აღარც ბიჭი იყო და აღარც ბურთი. მან იცოდა ამ კადრის სრული არქიტექტურა. იცოდა, როგორი იყო ეს ქუჩა, როცა იქ არაფერი ხდებოდა და ვეღარ აიტანა. შიგნიდან რადიოტალღებივით ასხივებდა რაღაც, რაც გარეთ გამოვარდნას ცდილობდა. ადგილს მოწყდა, ისე, რომ არც უთქვამს სხეულისთვის. მისი ჩარევის  და მითითების გარეშე გავარდა გარეთ სირბილით. უმისამართოდ და მთელი ენერგიით მირბოდა წინ მისი სხეული და უკან თვითონ, ხედავდა მის თავს, რომელიც რამდენიმე ნაბიჯით უსწრებდა. არ მისდევდა, იგრძნო, რომ ერთნი იყვნენ, ამიტომ მიუშვა და ბოლომდე მიყვა, აინტერესებდა საით წაიყვანდა, გარშემო არაფერი ეცნობოდა, გარბოდა ორი, ერთ ხერხემლად ქცეული სხეული და მათ გარდა არაფერი იძვროდა.
მხოლოდ მაშინ შეამჩნია, როცა უკვე მიუახლოვდა და უკან დასახევი გზა არ ჰქონდა. მწვანე მინდორზე მთელ სიგრძეზე იყო გადათხრილი, თითქოს წელში გადატეხეს მდელოო. მიწის თხრილბში თეთრ ცელოფნებში გადახვეულ ფორმებს ყრდინენ, ასევე თეთრი წერტილები. ტრაილერის საბარგულიდან ეზიდებოდნენ და პირდაპირ მიწაში ყრიდნენ. მისთვი არავის მიუქცევია ყურადღება, არავინ მიახლოვებია, შუაზე გადაჭრილი მდელოზე ნიჩბიანი მანქანა შემოვიდა და მიწის უკან ჩაბრუნება დაიწყო. თეთრ ფორმებს მიწა ეყრებოდა. ყველაფერი ძალიან ყრუდ ხდებოდა. იფიქრა, რომ მანქანა და  თეთრი მოძრავი წერტილები შეთანხმდნენ ყველაფერი უხმაუროდ გაეკეთებინათ.
მხოლოდ მიწის ხმა ისმოდა. მას აქამდე, არასოდეს მოესმინა მიწისთვის, გული ამოვარდნაზე ჰქონდა. თეთრი წერტილები ტრანსპორტში ჩასხდნენ და მაგისტრალისკენ გაუხვიეს. იდგა და თვალით მათ მისდევდა, ძალიან მოუნდა რამე ეთქვა. მდელოზე  გაწვა და ცას ახედა. როცა დამშვიდდა, მიხვდა, რომ სხეული ქარივით მსუბუქი და მოქნილი გამხდარიყო.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge