ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
29 ივლ 14:05---
ავთანდილ ნიკოლეიშვილი 70
ადამიანური ცნობიერება ეტაპობრივად ივსება, სრულყოფილებისაკენ მიისწრაფვის.
საზოგადოებაში ინდივიდის დამკვიდრების პოზიტიურ მახასიათებელზე როცა ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სუბიექტის შინაგანი მზაობის, მიზანსწრაფვისა და შრომისუნარიანობის შესახებ, რაც სრულ ჰარმონიაში მოდის თვითნაბად მორალთან (ადამიანი ხომ არსობრივად მორალური მოჩვენებაა).
რამდენიმე თვის წინათ, ქართული ლიტერატურის ისტორიის მკვლევარს, ქალაქ ქუთაისში მოღვაწე დამსახურებულ პიროვნებას, ავთანდილ ნიკოლეიშვილს, 70 წელი შეუსრულდა.
ბატონმა ავთანდილმა ვრცელი გზა განვლო, მტკიცე ნაბიჯებით მოვიდა დღევანდლამდე. დღეის მდგომარეობით, მას 59 წიგნი აქვს გამოქვეყნებული სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით და სხვადასხვა პერიოდიკაში 200-მდე სამეცნიერო სტატია.
ნიკოლეიშვილი სწორედ ის ადამიანი გახლავთ, რომელიც საზოგადოებაში პოზიტიურად დამკვიდრდა, რაც, პირველ რიგში, მისი შინაგანი ინტელექტის, შრომისუნარიანობისა და ჭეშმარიტი მიზანსწრაფვის გამოძახილია. მისი ხედვის ვექტორი შორეულ ჰორიზონტებამდე აღწევს და არ შემოიფარგლება ვიწრო, კონკრეტულ განსაზღვრებათა ერთფეროვნებით; მისი რაციონალური ეგზისტენცი არ ემორჩილება ეზოთერულ დიქტატს, ცდილობს მჭვრეტელობით აღიქვას და შეიმეცნოს ხილული თუ უხილავი სამყარო.
ავთანდილ ნიკოლეიშვილი ახალგაზრდების გვერდით მდგომი პიროვნებაა, მას ყოველთვის ახარებს, როცა რაიმე სასიკეთო იქმნდება, როცა სტატიკურობა იცვლება დინამიურობით. ის, ხშირ შემთხვევაში, იქ არის, სადაც ქარიშხალია, სადაც ჭეშმარიტი აზრი ისახება და ვითარდება. ადამიანებს, როგორც წესი, აშინებთ სიახლეები, ნაწილი მათგანი კი, შურითა და მტრობით უპირისპირდება ყოველ ახალ წამოწყებას. ნიკოლეიშვილს არ აშინებს სიახლე... ის თავიდნვე აცნობიერებს ამა თუ იმ სიახლის შინაარსს და ავკარგიანობას, შესაბამისად ამისა, ყოველ პოზიტიურ, პერსპექტივაში სასიკეთო სიახლეს მიესალმება და გვერდით დგომას უცხადებს.
გვსურს, რომ ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან მივულოცოთ საიუბილეო თარიღი ავთანდილ ნიკოლეიშვილს.
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა