ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - აწსუ 85
საკმაოდ დიდი დროა რვა ათეული წელიწადი იმისათვის, რომ თვალნათლივ დავინახოთ განვლილი პერიოდის მთლიანობა, პოზიტიური თუ ნეგატიური მხარეები.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 85 წლისაა!
1933 წელს დაარსებულმა ჩვენმა მშობლიურმა უნივერსიტეტმა უდიდესი როლი ითამაშა საღი აზრის განვრცობისა და განვითარების საქმეში, ქალაქ ქუთაისის და, ზოგადად, სრულიად საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება (1918 წ.) ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა რეგიონებისათვის. 30-იან წლებში თსუ-ის ბაზაზე ყალიბდება ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი, ჩამოდიან მაღალპროფესიონალი, უმაღლესი აკადემიური მოსწრების ლექტორ-პროფესორები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ამკვიდრებენ კათედრებს, სადაც იკითხება უმაღლესი დონის ლექციები. ამ პერიოდში, ქუთაისს დაუბრუნდა არაერთი გამორჩეული იმერელი, რომლებმაც პირველი ნაბიჯები სწორედ ქუთაისში გადადგეს მწვერვალებისაკენ მიმავალ გზაზე.
დაარსებიდან - 1990 წლამდე, ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ატარებდა ალექსანდრე წულუკიძის სახელს. სხვადასხვა დროს აქ ლექციები წაუკითხავთ ისეთ გამორჩეულ მოაზროვნეებს, როგორებიც იყვნენ: შალვა ნუცუბიძე, კოტე ბაქრაძე, დიმიტრი უზნაძე, გიორგი ახვლედიანი, ვარლამ თოფურია, ლევან გოკიელი, ანგია ბოჭორიშვილი, ნიკო კეცხოველი, კორნელი კეკელიძე, ივანე ბერიტაშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, არჩილ ჩიქობავა, აკაკი შანიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, ალექსანდრე ფრანგიშვილი და სხვა.
აღნიშნული 57 წლის მანძილზე, ქუთაისის სახელმწიფო პედ. ინსტიტუტმა განიმტკიცა ადგილი ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში, ინსტიტუტის მიერ, სხვადახვა წლებში, აღიზარდა არაერთი გამორჩეული მოაზროვნე, რომელბმაც მომავალში იკისრეს წინამორბედთა სრულფასოვანი ჩანაცვლება, სამეცნიერო-ლიტერატურულ სარბიელზე თავიანთი სახელი საფუძვლიანად დაამკვიდრეს.
უმაღლესი სასწავლებელი 1990 წელს გარდაიქმნა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტად და დღემდე ამავე სახელწოდებას ინარჩუნებს.
1990 წლიდან ახალი ერა იწყება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ 28 წლის მანძილზე, შექიმნა რამდენიმე ახალი ფაკულტეტი და დეპარტამენტი, საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკური აღჭურვილობებით შეივსო უნივერსიტეტი, დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი კონფერენცია, დამკვდიდრდა გაცვლითი პროგრამის სისტემა სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტებთან.
ყოველივე აღნიშნულის ფონზე, რთული პერიოდიც გაიარა უნივერსიტეტმა... ,,შავ-ბნელი“ 90-ნები ნეგატიურად აისახა სწავლის დონეზე, მექრთამეობამ და სიბინძურემ თავი იჩინა, დიპლომები რამდენიმე ასეულ ლარად იყიდებოდა, ვინც არ იზარებდა, ყველა ხდებოდა ამა თუ იმ სპეციალობის ბაკალავრი, მევახშეობაზე გადავიდა პროფესურა და ისინიც ,,გაშავდნენ“ ამ ,,შავი ხანის“ კვალდაკვალ. ვერ გავამტყუნებთ... პერიოდი იყო ასეთი, დრომ მოიტანა...
დარგის ჭეშმარიტ პროფესიონალებს უნივერსიტეტის ყოველი ეპოქა ზრდიდა, მაგრამ ზემოაღნიშნულ რთულ პერიოდში პროფესიონალი აღზრდილების რაოდენობა მეტად მცირე გახლდათ.
ეტაპობრივად ყველაფერი გარდაიქმნა, მოწესრიგდა, მოხდა ერთგვარი დეკონსტრუქცია. როგორც ჩინური ანდაზა გვეტყოდა: ,,ადამიანები, და არა კედლები, ქმნიან ქალაქებს“.
უნივერსიტეტი დაადგა აღმავლობის გზას და მტკიცე ნაბიჯებით მიისწრაფვის სრულყოფილებისაკენ, თუმცა გზა ზოგჯერ ლაბირინთულ სივრცეებშიც აღმოგვაჩენს, დავინახავთ მინოტავრებს და კენტავრებსაც, მთავარია არ შეგვეშინდეს, სიბრძნის გორგალს გავჰყვეთ და ვიზრუნოთ აბსოლუტური ჰარმონიის მისაღწევად.
1933 წლიდან დღემდე უნივერსიტეტის რექტორები იყვნენ:
ღერტორ რუხაძე - 1933
დავით გვაზავა 1933-1935
ალექსანდრე პაპავა 1935-1936
დავით დოლიძე 1936- 1937
ნესტორ მექვაბიშვილი 1937
ლუკა ჭელიძე 1937-1962
ივანე გოშხეთელიანი 1962-1965
კონსტანტინე მეძველია 1965-1973
გივი ჩხაიძე 1974-1978
ოთარ ბაკურაძე 1978-1986
ნანული კაკაურიძე 1986-1990
ნანული კაკაურიძე 1990-1991
მაგალი თოდუა 1991-1995
ავთანდილ ნიკოლეიშილი 1996-2005
გიორგი ონიანი 2005-2006
გიორგი ონიანი 2006-2010
გიორგი ღავთაძე 2011-2015
გიორგი ღავთაძე 2015-2019
როლანდ კოპალიანი 2019 წლის თებერვლიდან დღემდე.
ვულოცავთ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს 85 წლის იუბილეს! უნივერსიტეტის თითოეულ თანამშრომელს, სტუდენტს, ქუთაისელს და, ზოგადად, ყოველ ქართველს ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან კიდევ ერთხელ ვახსენებთ ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიას. ვუერთდებით იმ სიხარულს, რაც რამდენიმე თვის წინ სუფევდა უნივერსიტეტში.
სამომავლო წარმატებები და გამარჯვებები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანმხლებია.
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა