გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დავით დეფი - ლექსები


შუქის ვაშლის ხე

ვინც შენ გეტყვის იმ ერთ სიტყვას, მთელ თავის გულს ისვე მოგცემს.
ძალას შენ ფლობ იმ დროითვე, მართალი ხარ როცა ცამდე.
გინდ სხვა რამე აღარ გითხრას და ვაშლის ხეც დაწვდეს ღობეს,
გზის დასაწყისს ვინც მოითმენს სამშვიდობოს ისვე გავდეს.

მწიფედ მწიფე სიხარული, გაფრთიანებს ხელებს გაშლი.
თავის შუქის ნაყოფს გიყოფს, ვინც მიგიღო თავის თავად
და გარშემო მზის კარს უვლი, თან გარს ეკვრი იმ ხეს ვაშლის,
სადაც ნუგეშს ნატრობ სითბოდ, ღამემ დღე სად განიმთვარა.

დ♔სიახLOVE
18 იანვარი 2018







ქეთი მთელი სამყარო

ჩემ ძველ ლექსებს გადავხედე, ახლით სადმე თუ რამ მითქვამს,
ყველა სიტყვას სიცოცხლე აქვს გულისგულში ჩადებული.
როგორც ბავშვის ნახატებზე, სახლი მოგავს ზოგჯერ ცის ფრთას,
ისე ვგავართ ჩვენ ჩვენ ნატვრებს, ხან თუ ვიჭერთ ან გარს ვუვლით.

გადის ვიცით დრო სულ გადის და თუ მართლაც რამე რჩება,
ალბათ ჩვენი სუნთქვა არის ჰაერშივე გაპნეული,
ვარდის სახეს ისევ ვარდი, გულში იკრავს განურჩევლად,
ღმერთიც ასე მოგზაურობს, ჩვენ გულებსაც გზად შეუვლის

და ასეთ დროს გვიყვარდება ერთმანეთიც ჩვენი თავიც,
სიმარტოვის ყველა ნივთიც გვსურს ერთ წამში გადავყაროთ,
თრთის სიჩუმეც სიტყვად ქებად, მძივებივით შევირთავდით,
ჩვენ ვინც გვიყვარს იმას ვგავართ, ვინმე ერთს თუ მთელ სამყაროს.


დ♔სიახLOVE
18 იანვარი 2018




სიმღერა გესმის

სიმღერა გესმის დილა ადრიან და გეღიმება იცი მე აქ ვარ
და შენი ძმებიც გეგა და ანდრია, შენ დაგყურებენ გზაზე თუ სახლთან.
აქაა დედაც, ქეთი, ჩემი ცოლი. ქალი ვინც ჩვენ ყველას გულით გვატარებს.
მივიღეთ თუ კი რამ გულით მოვითხოვეთ, ხორცი შეესხა ყველაფერ სანატრელს.

გეგაც და ანდრიაც დიდ ძალას ფლობენ, ძალას მათ ყოველთვის იცი ვინც ანიჭებს,
ისინი გიცავენ იმ დათქმულ დრომდე, როცა კი ინათებ ვარსკვლავთა სანიშნედ.
დემეტრე შენ ახლა ოთხი წლის გახდი, ცის სარტყელი ჩანს წვიმის შემდეგაც,
ოთხჯერვე მოვრთეთ ჩვენივე სახლი, თავგადასავალიც ჩვენი გრძელდება.

ქვეყნის უსასრულო ოთხივე მხარეც, ასე გაიშალა, ასე გადიდდა
და მაცნეებმაც გზად მოგვახარეს, სიკეთე მეფობს ყველა ზღაპრიდან,
ორივე ბაბი, ორივე პაპა, გზად დაგნათიან, სუნთქვა სხივდება
და შენც ყურს უგდებ უძველეს ზღაპარს, სადაც სიყვარულს ელის დიდება.


დ♔სიახLOVE
24 იანვარი 2018





მეტყველებას ვგრძნობ

მეტყველებას ვგრძნობ, სადღაც შიგნიდან, ვხედავ დინებაც საითკენ მიდის.
ვინც თავს მოუსმენს ის წაიკითხავს სიტყვებს დაწერილს სუნთქვით და სისხლით.
მიღმა სიმშვიდეს ჩვენ სად ვზვერავდით, იქვე ვისმენდით ზღაპრებს ცის კართან,
მე ვერ გადარებ ქვეყნად ვერავის, როცა თავს ვუმხელ როგორ მიყვარხარ.

დ♔სიახLOVE
4 მარტი 2018









ვიცით ერთმანეთს როგორ ვჭირდებით

ვიცით ერთმანეთს როგორც ვჭირდებით თუ  კი ვჭირდებით ვინმეს ამქვეყნად,
ვიცით კანონიც წლების წინსწრებით, ვინც აშენებდა ისვე ანგრევდა,
რათა შეექმნა ჯერ შეუქმნელი, რაც კი არ ჩანდა ისვე ენახა,
ვხვდებოდით ღამეს და ხელს ვუქნევდით და სურნელებას ვგრძნობდით ვენახთა,

ის ჩვენ მტევნებში იწურებოდა, სუნთქვასთან ერთად სიცოცხლეს ვსვამდით,
იმ ძალას ვგრძნობდით სადღაც ზემოდან, ხეს რაც ამოზრდის მიწიდან ცამდე,
რომელსაც ჩვენივე სისხლით ვატარებთ, რომელსაც ჩვენივე სუნთქვით ვატარებთ,
ზღვაც გულით აჩენს იმ ერთ მარგალიტს, ასე უმშვიდესს, ასე სანატრელს,

სწორედაც ახლა ჩვენ ხელისგულზე ღვთის არსებობის ყველა სამხილებს,
ის წარმოაჩენს, შენთვის ვისურვე და გაგახარე და შეგაბნიე.
ჩვენ ხომ დღესაც იმ ვენახში ვდგავართ, სად დანაკვალევს წვიმაც ვეღარ შლის,
სიყვარული კი უსულო გვალვას ასულიერებს ყოველ მტევანში.


დ♔სიახLOVE
13 მარტი 2018





ყოველდღე ვნატრობთ

ყოველდღე ვნატრობთ და ცას ავხედავთ, დაე გვისრულდეს რაც ჩავიფიქრეთ,
მთლიან სამყაროს ან მის ნახევარს, სხვას ვუწილადებთ და ჩვენს სიფხიზლეს,
არ ვუთმობთ თრობას არაფრის დიდებით, არც ერთმანეთს ვთმობთ არაფრის წილად,
ჩვენ სულ ვივსებით როცა ვიცლებით, შუაღამეშიც ასე რომ ბრწყინავს,

სწორედ ის შუქი შენი ნატვრაა, გვინდა მოვასწროთ ქვეყნად ცხოვრებაც,
ჩვენივე სუნთქვაც სად ქარს გადააქვს, იგივე ნატვრაც იქ გვისრულდება.
რაც სხვაგან ჭკნება შენთან სულ ხარობს, იმედს ნიადაგს თვით გზა უქმნიდა,
გული ხარ ჩემი, სიცოცხლის წყაროც, მოედინება შენი გულიდან.

დ♔სიახLOVE
20 მარტი 2018





ჩაკრულოს უსმენ

ჩაკრულოს უსმენ ჩაკრა გეხსნება, შენ ყოველ ჩაკრას ჩაკრულო გიხსნის,
ასე იმეცნებ გულთა წესდებას და ოქროს ნისლიც გარშემო ყინწვისს,
შემოევლება, აატივტივებს, შენც ხვაშიადად გულში გაგამხელს,
თან როგორც ბავშვი არ ცნობს სიტიტვლეს, როგორც ყურძენი ეტრფის საწნახელს,

ასე იწნება შენი არსობაც, ღვინოც ასეთი სისხლში დაგიდის,
როგორც გაფხიზლებს თუ რამ გახსოვდა და რასაც იგრძნობ შენივე სიტყვით,
ისეთი ხდება ქვეყნიერებაც, რაც კი შენშია შენც იმას ხედავ
და როგორც სუნთქვა სუნთქვას ებმება, ჩიტებიც ასე აფრინდნენ ხედან.

დ♔სიახLOVE
22 მარტი 2018









12 თუ

თუ თავისუფლება შენში არაა ვერავის შთააგონებ.
თუ ვარსკვლავი სულ ცაზე იბადება და არა შენში, შუქს ვერასდროს იხილავ.
თუ სამოთხე შენში არაა იქ ვერასდროს მოხვდები.
თუ შენში ჯოჯოხეთია თავს იქიდან ვერასდროს დააღწევ.

თუ არ პატიობ ვერასდროს ამოისუნთქავ.
თუ არ გასცემ ვერასდროს იფრენ.
თუ იმედს კარგავ ვერასდროს იღვიძებ.
თუ ვნებას არ მართავ საწადელს ვერ აღწევ.

თუ შენ იბრძოლებ, მილიონობით ადამიანი შენთან ერთად იბრძოლებს.
თუ შენ გადარჩები, მილიონობით ადამიანი შენთან ერთად გადარჩება.
თუ შენივე სურვილებს ბოლომდე აღიქვამ მიზანსაც აღწევ.
თუ მიზნისკენ მიდიხარ ისიც გიახლოვდება.

გზა ხარ შენ თვითონ. ნაბიჯიც ამ გზაზე.
გსურს საიდუმლო შეიტყო,
ნისლი პასუხებს გტაცებს.

მაგრამ იფანტება ადრე ან გვიან,
ყველაფერს მიხვდები, ნახავ.
შენივე სახელი ჰქვია,
შენივე ცხოვრების ნახატს.

დ♔სიახLOVE
16 მაისი 2018

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge