ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
გორვანელი - ჰანა არენდტის მეტათეორიული მოძღვრება და კოსმოპოლიტური ნაციონალიზმი
ნაციონალიზმი, ეს დრომოჭმული და ამაზრზენი ცნება, რომელიც განსაკუთრებულობისა და გამორჩეულობის განცდას ბადებს ამა თუ იმ საზოგადოების ცნობიერებაში, დამაბრკოლებელი ფაქტორია ჯანსაღი განვითარებისათვის. არსებობდნენ სახელმწიფოები, რომელთა წიაღში ყალიბდებოდა საზოგადოებები, იქმნებოდა კლასები და მთლიანობა, როგორც იდენტობის განმსაზღვრელი ნორმა. მეთოდი, რომლითაც ეროვნებათა განცალკევება ხდებოდა, საუკუნეების მანძილზე გახლდათ ძალმოსილება. ტერიტორიული საზღვრების დაწესება, კულტურათა ნიშნების შექმნა და ენათა ცალკეული ჯგუფების აღმოცენება ბადებს ჩაკეტილობას, რაც, საბოლოო ჯამში, მთავრდება დაპირისპირებათა მთელი სერიით. მოგვეხსენება, მრავალი ისტორიული სახელმწიფო გაუჩინარდა; ან უპრიანი იქნებოდა გვეთქვა: გარდაიქმნა და სხვაგვარი გამოხატულება ჰპოვა. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნისა და თეორეტიკოსის - ჰანა არენდტის თვალსაზრისები საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს. მან რამდენიმე საგულისხმო ნაშრომი გამოაქვეყნა, რომლებშიც საკუთარი თეორიები სრულყოფილად განავითარა. არენდტის ერთ-ერთი გამორჩეული ნაშრომია: ,,რა არის ხელისუფლება“, სადაც ის მრავალგვარ ვარიაციას მიმართავს. ერთმანეთს ადარებს და უპირისპირებს ტოტალიტარიზმსა და ავტორიტარიზმს, ისევე, როგორც ტირანიასა და დიქტატურას. არენდტი უპირისპირდება გავრცელებულ თვალსაზრისს, სადაც ტირანია გაიგივებულია ტოტალიტარიზმთან. მისი აზრით, სტრუქტურული განსხვავებები მაშინ ხდება ცხადი, როცა საზოგადო თეორიებს უგულვებელვჰყოფთ და ყურადღებას მივაბყრობთ მართვის ტექნიკურ ფორმებს. არენდტი გვთავაზობს 3 ფორმას და თვალსაჩინო განსხვავებებს გვისახავს ავტორიტარიზმს, ტირანიასა და ტოტალიტარიზმს შორის.
ავტორიტარული ხელისუფლების სახედ ის გვისახავს პირამიდის ფორმას, რომელიც კარგად არის ცნობილი პოლიტიკურ აზროვნებაში. აქ წარმოდგენილია პირამიდის წვეროსადმი უპირობო მიმართება, სადაც ყოველი მომდევნო შრე რამდენადაც ცალკეული შინაარსის მატარებელია და ავტონომიურ ძალაუფლებას ფლობს, იმდენადვე ნაკლებია წინა შრეზე, ძალაუფლების საბოლოო წერტილი კი წვეროშია მოთავსებული. არენდტი გულისმობს შინაგან და გარეგან ძალაუფლებას, რომელიც მოჩვენებითად გარდამავალია, სინამდვილეში ძალაუფლება მთლიანობის სახით ხელისუფლების წიაღიდან მოემართება და შესაბამისობაც აქედან გამომდინარე ისახება. ჰ. არენდტის აზრით, მსგავსი სტრუქტურა გააჩნია მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის ქრისტიანულ ფორმას, რომლის ჩამოყალიბების ფუნდამენტად შუა საუკუნეების ეკლესიას მიიჩნევს.
ტირანიაზე საუბრისას, ისევ იხმობს პირამიდის მაგალითს, მაგრამ ამჯერად ურთიერთდაკავშირებული შრეების გარეშე. არენდტი ფიქრობს, რომ ტირანი სრულად შეესაბამება პირამიდის წვეროს, რომელიც ჰაერში გამოკიდებულია. ,,ყველა“ ტირანის წინააღმდეგ და ტირანი ,,ყველას“ წინააღმდეგ. თითქოს ამ ვითარებაში ტირანი სრულად დაცლილია ადამიაური შინაარსისაგან. პირამიდის წვერო აღარ ეყრდნობა ქვედა რგოლებს, არამედ მისტიკური ძალმოსილებით შებყრობილი ინარჩუნებს საზოგადო ზემოქმედების უნარს და ადგილს მწვერვალზე.
ტოტალიტარიზმს არენდტი განიხილავს, როგორც ხახვის სტრუქტურას. მრავალი შრის შუაგულში იმალება ბირთვი, ანუ ბელადი, რომელიც სოციუმის წიაღიდან მართავს და აკონტროლებს სიტუაციას. ჰანა არენდტის აზრით, ტოტალიტარიზმს უპირატესობა გააჩნია მმართველობის სხვა ფორმებთან შედარებით, რადგან მმართველი, ბელადი, სოციუმის წიაღში აღმოცენდება და არა ზემოდან ან გარედან, არამედ წიაღიდან იწყებს მართვას, ბიუროკრატიული ეშელონების შექმნას. ერთის მხრივ, ქმნის თავისუფალ სივრცეს, ჰარმონიულ ფასადს, მეორეს მხრივ კი, ქმნის ცენტრს. ერთი სამყაროსათვის მიღებულ, პოზიტიურ როლს ასრულებს, მეორე სამყაროსათვის - მიუღებელს, ნეგატიურს. აქ არჩევანის შესაძლებლობაა, განსხვავებით სხვა მმართველობის ფორმებისაგან: გახდე სისტემის ნაწილი, ან დაუპირისპირდე და გასწირო საკუთარი თავი. როგორც არენდტი ამბობს, ხახვის სტრუქტურას თუ გავიხსენებთ, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული სისტემა შეუღწევადი დარჩება გარე სამყაროსათვის.
ჰანა არენდტი აღნიშნულ ნაშრომში ეყრდნობა პლატონის ,,სახელმწიფოს“ და ბერძენი ფილოსოფოსის იდეათა პრაგმატულ გააზრებას გვთავაზობს. ის იზიარებს პლატონის თვალსაზრისს ურთიერთმიმართებათა და ურთიერთდამოკიდებულებათა შესახებ, სადაც იმთავითვე არსებული ცნებები (როგორც შემდგომში კანტი იტყვის - აპრიორი) მოცემულობაა, რომლის მიხედვითაც ხდება წესრიგის დამყარება. პლატონის პოლიტიკური დიალოგები, როგორებიცაა: ,,სახელმწიფო“, ,,კანონები“, ,,პოლიტიკოსი“ გახდა არენდტის ინსპირაციის წყარო. მრავლად მოჰყავს მაგალითები ,,პოლიტიკოსიდან“ და ,,სახელმწიფოდან“. აღნიშნული ტექსტების პათოსი მართლაც ბუნდოვანებას ბადებს მკითხველში. პლატონი ,,სახელმწიფოში“ საუბრობს იდეალურ სახელმწიფოზე, სადაც მეფე ფილოსოფისია და ძალაუფლების ცენტრი ცოდნას ეთვისება. არენდტის აზრით, პლატონი შეგნებულ ვალდებულებებზე საუბრობს, სადაც მონას არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ მონაა და ბატონის მითითების შესრულება მოეთხოვება, ბატონმა კი, თავის მხრივ, იმთავითვე იცის რა არის გასაკეთებელი და რა დაავალოს მონას. ეს ანგარიშვალდებულება და საკუთარი მნიშვნელობის გაცნობიერება ქმნის მოწესრიგებულობას.
მხედველობაში უნდა მივიღოთ განვლილ საუკუნეთა გამოცდილება და ვეცადოთ წარმოვადგინოთ მთლიანობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ ნაციონალიზმის თვისობრიობა და კოსმოპოლიტიზმის გარდაუვალობა.
ჰანა არენდტის მოძღვება ეტაპობრივად ყალიბდებოდა, რაც მის ნაშრომებში ჰპოვებდა გამოხატულებას. ის განიცდის პლატონის, არისტოტელესა და კანტის მნიშვნელოვან გავლენას, აგრეთვე, შესამჩნევია იდეური კავშირი თომას ჰობსთან, ნიკოლო მაკიაველთან, ჟან-ჟაკ რუსოსთან, ბერტრან რასელთან და დევიდ ჰიუმთან. არენდტი გვთავაზობს პოლიტიკური თეორიების იდეალიზაციას და ტოტალიტარიზმს მიიჩნევს სახელისუფლებო ძალაუფლების გარდაუვალ ფორმად, სადაც კონსერვატიზმიც მოიაზრება და ლიბერალიზმიც. ცალსახად ვერ ვიტყვით თუ რომელ იდეოლოგიას იზიარებს. როგორც დევიდ ჰიუმი იტყოდა: ,,ადამიანის წარმოსახვაზე თავისუფალი რამ არ არსებობს; მართალია, მას არ ძალუძს შინაგანი და გარეგანი შეგრძნებების საშუალებით მოწოდებულ იდეათა პირველადი მარაგის საზღვარს გასცდეს, მაგრამ მას შეუზღუდველი უნარი აქვს ერთიმეორეს შეურიოს, შეუერთოს, დააცალკავოს და დაჰყოს ეს იდეები გამონაგონისა და ხილვის მთელს მრავალგვარობაში“ (დევიდ ჰიუმი. ,,გამოკვლევა ადამიანის გონების შესახებ“, გამომცემლობა carpe diem, გვ. 55). არენდტის იდეები სწორედ მსგავსად მონაცვლეობს და მუდმივი რეპრეზენტაციის სახით წარმოდგინდება მის ნაშრომებში. საუბრობს გონების ყოვლისშემძლეობასა და ცოდნის პრიორიტეტზე, აგრეთვე, საყოველთაო მორალისა და სიკეთის ცნებებზე. არენდტი ბუნებით ჰუმანისტია, მებრძოლი ქალი, რომელსაც, ვფიქრობ, ნამდვილად გაუკვირდებოდა თუ ფემინისტს უწოდებდნენ.
ჰ. არენდტი თავის ტექსტებში შეეხო მეორე მსოფლიო ომის თემას, ებრაელების, ქალებისა და პოლიტიკური თეორიების სტრუქტურულ განცალკევებას. მისი წიგნი ,,ტოტალიტარიზმის წარმოშობა“, რომელიც 1951 წელს გამოქვეყნდა, შესანიშნავად ამჟღავნებს განვლილი საუკუნეების დამახასიათებელ შინაარსს, ფრანგული რევოლუციიდან ესახება არენდს ტოტალიტარიზმის ფუნდამენტი და ისტორიულ დისკურსთან ერთად, გვთავაზობს სუბიექტურ დაკვირვებებს.
კოსმოპოლიტიზმის განსაზღვრება არ გახლავთ ცალსახა, თუმცა, ჩემის აზრით, მისი დამახასიათებელი ნაწილები და შემაკავშირებელი რგოლები უთუოდ მოიძებნება ჰანა არენდტის მეტათეორიულ მოძღვრებაში, სადაც ტოტალიტარიზმი ხდება ერთადერთი შემაკავშირებელი სისტემა სახელმწიფოს სრული მოწესრიგებულობისათვის. არენდტი ამბობს, რომ ლიბერალიზმი თავისუფლების უკუსვლის პროცესს ზომავს, ხოლო კონსერვატიზმი - ხელისუფლების უკუსვლის პროცესსო. ამ ორ იდეოლოგიაში ის თანაბრად უშვებს სიმართლის შესაძლებლობას, თუმცა, რეალურად, არც ერთ მათგანს არ ამართლებს. მეტიც: არენდტი მიიჩნევს, რომ ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი ერთმანეთში გადახლართულები არიან, გაიგივებულია ხელისუფლებისა და თავისუფლების ცნებები, ეს კი, რეალურად დამაბრკოლებელი ფაქტორია, სადაც ზღვარი მოშლილია ხელისუფლებასა და თავისუფლებას შორის.
ჰაიდეგერი ამბობს: ,,ყველაფრის სათავე მისი არსის წარმომავლობაშია“. ჩვენც უნდა ვეძებოთ ტოტალიტარიზმის არსობრივი სუბსტანცია. ჭვრეტისა და გამოცდილების საფუძველზე მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ტოტალიტარიზმი განისაზღვრება ნაციონალიზმის წიაღში და არა მის გარეთ, ან მისი უკუგდებით. ტოტალიტარული რეჟიმები მყარდებიან ეროვნებათა ისტორიულ ნიადაგზე, სადაც წინაპირობა ყოველთვის არის განმსაზღვრელი. უნდა განვმარტოთ, რომ ისტორიულად არსებობს კლასიკური და მოდერნული ტოტალიტარიზმი. პირველი მათგანი წარსულის მონუმენტების გაცოცხლებითა და საძირკველზე ახალი კედლის დაშენებით იწყებს, მეორე კი - ივიწყებს ყოველგვარ ისტორიულს, თავად იწყებს საძირკველის ჩაყრას და შემდეგ მშენებლობას. კაცობრიობის არსებობის მანძილზე რამდენიმე მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც ეგრედწოდებული მოდერნული ტოტალიტარიზმი არსებობდა, ან არსებობს.
მოდერნული ტოტალიტარიზმი სახელდახელოდ ქმნის კერპებს, ბიუროკრატიას და ცდილობს კეთილდღეობის აწმყოსეული განცდის უზრუნველყოფას. თუმცა ჩაკეტილობა ქმნის ნაციონალიზმს, როგორც უპირატესობის ფაქტორს.
კოსმოპოლიტური განწყობები ჩნდება ადამიანთა ცალკეულ ჯგუფებში, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ საზოგადო კულტურათა მთლიანობა, ეპოქათა დამახასიათებელი იგივეობა და დროთა სვლის უფერულობა. კოსმოპოლიტური აზროვნებისათვის, წარსულში არაფერია დაკარგული, არც მომავალია რაიმეს აღმოჩენის შესაძლებლობა, არამედ ისინი ერთიანდებიან, ერთმანეთს ხვდებიან და ეთვისებიან, ისინი წილნაყარნი ხდებიან აწმყოს საშუალებით.
ჰანა არენდტის ნაშრომი ,,რევოლუციაზე“ და ,,რესპუბლიკის კრიზისი“ კოსმოპოლიტიზმის შინაარსს ატარებს, რამდენადაც ორივე მათგანში შემჩნეულია ხელისუფლებათა მარგინალური მეთოდები და ძალაუფლების მოხვეჭის მექანიზმები, რისი საშუალებითაც ფორმალიზდება კონკრეტულ სახელმწიფოთა სახე. არენდტის მიხედვით, ეპოქები არ იქმნება ხელისუფალთა ან სახელმწიფოთა მიერ, არამედ ეპოქებს ქმნის თავისუფალი ხალხი, რომელთაც კონკრეტული სამშობლოს მიმართ ფანატიური ნოსტალგიები არ გააჩნიათ. ადამიანთა უბრალოება და მორალურობის საზოგადო განცდაა არენდტის ფილოსოფიის ამოსავალი პრინციპი, რაც აშკარად გვაფიქრებინებს, რომ კანტის გავლენას განიცდის. არენდტის ჰუმანისტური სულისკვეთება განმანათლებელთა ტექსტების პათოსს მოგვაგონებს, მაგალითისთვის გამოდგება დენი დიდროს სიტყვები: ,,როცა ვამბობთ, რომ ადამიანი შედგება ძალებისა და სისუსტეებისაგან, განსჯისა და დაბრმავებისაგან, არარაობისა და დიდებულებისაგან, ეს არ ნიშნავს მის განსჯას, ეს მისი ნამდვილი არსის გამოკვეთის მცდელობაა“. ჰანა არენდტი ადამიანის რაობისა და მნიშვნელობის გამოკვლევას აწარმოებს. მისი ტექსტები, ნებსით თუ უნებლიეთ, განმსჭვალულია იდეალისტური გავლენებით, რაც სრულიად არ არის მოულოდნელი, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ავგუსტინე გახდა არენდტის ინსპირაციის ერთ-ერთი პირველი წყარო და თავისი სადისერტაციო ნაშრომიც სწორედ ავგუსტინეს შესახებ შექმნა. ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან მდგომი ავგუსტინე მრავალმხრივი მოაზროვნეა, მთელი რიგი დებულებებითა და დოგმებით სავსე, რომელიც ადამიანურ სათნოებას მიელტვის. ავგუსტინეს შესახებ არენდტის ნაშრომის შინაარსიც იმაში მდგომარეობს, რომ სიყვარული ადამიანთა მოდგმისა ავსებს, აცოცხლებს და მშვენიერს ხდის სამყაროს. მაგრამ ავგუსტინეს ფილოსოფიაში სიყვარულის იდეა რამდენად უნდა მოვიაზროთ ქრისტიანული რელიგიის მიღმა ინსტანციად - ეს საკამათო საკითხია, რამდენადაც ავგუსტინე ქრისტიანული დოგმების შინაარსით საზღვრავს სათნოების მნიშვნელობას.
მეოცე საუკუნის 40-ნი წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე ჰანა არენდტი აშშ-ში მოღვაწეობდა. სექტანტი ლიბერალებისა და ექსტრემისტი ფემინისტების გარემოცვაში აღმოჩენის მიუხედავათ, მიუხედავათ იმ ჰუმანისტური სულისკვეთებისა, რაც მას გააჩნდა, ფილოსოფიის მრავალშრიანი სიღრმეების წვდომის არც სურვილი დაუკარგავს და არც შესაძლებლობა. სკანდალებისა და ხელოვნური დაძაბულობის მომხრე თანამედროვე ფემინისტები, რომლებსაც უკვე საერთო არაფერი ჰქონდათ ქალთა უფლებების დაცვისათვის მებრძალ ფუნდამენტალისტ იდეოლოგებთან, როგორებიც იყვნენ: ოლიმპია დე გუჟი, კლარა ცეტკინი და მერი უოლსტოუნკრაფტი, მცდელობას არ აკლებდნენ, რომ არენდტი თავიანთი იდეების გამტარად გაესაღებინათ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. ჰანა არენდტის ნაშრომები მეტყველებდნენ ყოველივეზე, მის განწყობებსა და მსოფლმხედველობაზე.
შესაძლოა, ებრაული წარმომავლობის დამსახურებაა, ან ანტიკური ფილოსოფიის ღრმა განაზრების, რომ ჰ. არენდტი ვიწრო ნაციონალისტური შეფასებებისაგან თავს იკავებდა. მიუხედავათ იმისა, რომ გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ არაერთხელ იქნა შევიწროვებული და საბოლოოდ გაქცევა მოუხდა, მისი ნაშრომების შინაარსის არც ერთ ასპექტში არ იგრძნობა შურისძიების სურვილი; მეტიც, არენდტი 1950-ნი წლების დასაწყისში ქმნის ტოტალიტარიზმის თეორიას, რომლის საწყისი ფუნდამენტი წარმოდგენილია წიგნში ,,ტოტალიტარიზმის წარმოშობა“, ხოლო მომდევნო წლებში სხვა წიგნებში ჰპოვა განვითარება და სრულყოფილი სახე მიიღო. წიგნში ,,რა არის ხელისუფლება“ არენდტი ტოტალიტარიზმის პოზოტიურ და ნეგატიურ მხარეებზე საუბართან ერთად გარკვევით აცხადებს, რომ ტოტალიტარიზმი მმართველობის სხვა ყველა ფორმასთან შედარებით მისაღები და გამართლებულია. სწორედ ამ ნაშრომში ჩანს არენდტის კოსმოპოლიტური ხედვები და ნაციონალიზმის მთლიანობის სახით გაგება.
როდესაც საყოველთაო სიკეთის ცნებაზე ვსაუბრობთ, დამოუკიდებელი, მიუკერძოვებელი მართებულობით უნდა შევეცადოთ გავაანალიზოთ სახელმწიფოთა და ამ სახელმწიფოში მაცხოვრებელ ხალხთა მნიშვნელობა, ისევე, როგორც მათი კავშირის შესაძლებლობა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არსებობდა სახელმწიფოები, რომელთა ნიშანიც კი აღარ მოიძებნება დღევანდელ მსოფლიოში, უკვალოდ გაუჩინარდნენ ისინი, ან სხვა სახით არიან წარმოდგენილები, განსხვავებული სახელწოდებითა და კულტურული მახასიათებლით. იმისათვის, რომ საკითხის არსს ჩავწვდეთ, უნდა დავსვათ კითხვა: რა არის ადამიანის არსებობის საზრისი და საითკენ მიისწრაფვის ის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცნობიერების ჩამოყალიბების ეტაპიდან ვიწყებთ, თავის მხრივ, როდესაც აღნიშნული კითხვა ჩნდება. ვიწყებთ ძიებასა და ფიქრს, თუმცა ორაზროვანი პასუხების გარდა არაფერი მოგვეპოვება. მარტივია იცხოვრო ვიწრო თვალთახედვის არეალით დაკმაყოფილებულმა, ვიდრე ფართო ჰორიზონტების ჭვრეტას შეეცადო და დაუკმაყოფილებლობის განცდა ფსიქიკას გიხრავდეს.
ნაციონალიზმი ჰგავს გაუნათლებელ ადამიანს, რომელიც შექმნის ხედვის ნიშნულს, საბოლოო წერტილს, ბრმა რწმენითა და გაუცნობიერებელი ნაბიჯებით მოქმედებს. ის არასოდეს სხვამს კითხვას: რა არის ადამიანის არსებობის საზრისი, ან რატომ ვარ მე ამ კონკრეტული ქვეყნისა და საზოგადოების ნაწილი. ნაციონალიზმი უიგივდება სუბიექტს და ისინი ქმნიან უბადრუკ ,,მთლიანობას“. ნაციონალიზმი სრულად საზრდოობს წარსულის ჩრდილებიდან და ეროვნულობის განცდას ბადებს, ბადებს ბოროტების განცდას, შურისა და შურისძიების განცდას, ნაციონალიზმი ებრძვის სიკეთეს, ქმნის კერპებსა და აღვივებს სისხლისღვრის სურვილს. საუკუნეების მანძილზე სახელმწიფოთა ზრახვები გახლდათ ტერიტორიების გაზრდა-გაფართოება, კულტურათა და სიმდიდრეთა მითვისება. ეს ტენდენცია გრძელდება დღესაც.
კოსმოპოლიტიზმის იდეა უკიდურეს სათნოებასა და ძალმოსილების ცენტრალიზაციას გულისხმობს, რაც მოასწავებს საყოველთაო მშვიდობას. კაცობრიობის ისტორია ინახავს რამდენიმე მცდელობას კოსმოპოლიტიზმის განხორციელებისა, თუმცა ყოველი მათგანი გახლდათ მხოლოდ დამახინჯება ნამდვილი კოსმოპოლიტიზმისა. საყოველთაო მშვიდობისა და ჰარმონიის მიღწევაა კოსმოპოლიტიზმის მიზანი, სადაც კაცობრიობის ეგზისტენციალური დრამა გააზრებული და გაცნობიერებული იქნება, სადაც სახელმწიფოთა ისტორიულ-კულტურული შინაარსი ერთმანეთს შეერწყმის და შეეთვისება, სადაც მრავალ რელიგიათა ქაოსი არ მოწესრიგდება ერთი რელიგიის მთლიანობით.
ზემოაღნიშნული ორივე სისტემა, რეალურად, უტოპიურია და ორივეს გამართლება შეიძლება, ისევე, როგორც ორივე მათგანის უარყოფა. ერთმნიშვნელოვნად შეთვისებული კოსმოპოლიტიზმი და ნაციონალიზმი აბსოლუტურად დააბალანსებენ ერთმანეთს, რაც სიკეთისა და ბოროტების სრულ თანაფარდობას გამოიწვევს და არა რომელიმე მათგანის აღმატებულობას. ნაციონალიზმის ცალკეულად არსებობის შემთხვევაში ბოროტებაა მაღალ საფეხურზე, კოსმოპოლიტიზმის არსებობის შემთხვევაში კი - სიკეთე. თუ დავუკვირდებით, ორივე მათგანი ზღუდავს განვითარების პერსპექტივებს და ადამიანურ ცნობიერებას ხდის ხელოვნურსა და განსაზღვრულს.
იმისათვის, რომ შეიქმნას სრულყოფილი სისტემა, საჭიროა ძალადობაზე უარის თქმა და კაცობრიობის შინაარსის განაზრება. ტოტალიტარული მმართველობა ამ იდეას მხოლოდ ნაწილობრივ ანხორციელებს. ჰანა არენდტს სურს, რომ ტოტალიტარიზმს ახალი სახე შესძინოს, სრულყოფილად გამოარკვიოს მისი პოზიტიური განხორციელების შესაძლებლობა. ხალხს ყოველთვის სჭირდება მმართველი, თუმცა სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი კლასების მართვა სისხლისღვრის გარეშეც შეიძლება.
კოსმოპოლიტიზმისა და ნაციონალიზმის განაზრებული შეკავშირება ბადებს სახელმწიფოს, რომელიც არ არის დამბყრობელი, რომელსაც შეუძლია თანაბრად მიიღოს ყოველი ფორმალიზებული სახელმწიფოს ისტორია და ტრადიცია, ენა და რელიგია. ასეთი სახელმწიფო არასოდეს მოინდომებს საკუთარი დომინაციის გამოხატვას, არც კი დაუშვებს იმ შესაძლებლობას, რომ ის სხვა სახელმწიფოს აღემატება, ან მისი სახელმწიფოს რელიგია და კულტურა აღემატება სხვა სახელმწიფოთა რელიგიასა და კულტურას. იქმნება სახელმწიფოთა განწყობა, სადაც ურთიერთპატივისცემა არა ბუტაფორიულ ვალდებულებას ატარებს, არამედ ნაკარნახევია საყოველთაო მორალისა და წესრიგის, ადამიანის არსებობის საზრისისა და ჭეშმარიტი მიზნის კონცეფციიდან. ამისათვის აუცილებელი პირობაა, რომ გაცნობიერებულ იქნას ერთისა და მრავალის შინაარსობრივი მახასიათებელი და ურთიერთმიმართება. ჩვენ, ცალკეული სუბიექტები, ან სუბიექტთა ჯგუფები, რომლებსაც საზოგადოებას ვუწოდებთ, უნდა მივიდეთ იმ საბოლოო დასკვნამდე, რომ ჩვენვე ვანადგურებთ ერთმანეთს, ჩვენ ვანადგურებთ ურთიერთბებსა და დამოკიდებულებებს, ჰარმონიას ვარღვევთ, განსაკუთრებულობის შეგრძნება აუფერულებს ჭეშმარიტ განსჯას და ზღუდავს სამყაროს მშვენიერების ჭვრეტის შესაძლებლობას.
ჰანა არენდტის მოძღვრება და მისი ცხოვრების მთავარი მახასიათებელი ჰუმანიზმში მდგომარეობს. ის მიილტვის საყოველთაო მშვიდობისაკენ, სადაც ხელისუფლებები დაიცლებიან ძალაფლებათა რადიკალური შინაარსისაგან. იდეოლოგია და მმართველობის ფორმა ყოველ სახელმწიფოს სჭირდება, თუმცა ხალხთა შორის მტრობა, ერთმანეთის დამორჩილებისა და ერთმანეთისადმი უპირატესობის სურვილი უნდა დაითრგუნოს იმისათვის, რომ კაცობრიობა გადარჩეს. არენდტი ფიქრობს, რომ თანამედროვე მსოფლიოში მიზანმიმართული დეჰუმანიზაცია მომდინარეობს, რაც ცოდნისა და ძალაუფლების შეუთანხმებლობისა და შეუთვისებლობის ნიშანია. როცა ცოდნა წილნაყარია ძალაუფლებასთან, პოზიტიური შედეგიც უსათუოდ დგება. ამ თვალსაზრისებით არენდტი გვთავაზობს პლატონის რეცეფციას ,,სახელმწიფოს“ მიხედვით. თუმცა არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ ძალაუფლებამ დათრგუნოს და უკუაგდოს ცოდნა, დაუპირისპირდეს და გამორიცხოს.
ცოდნა და ძალაუფლება შეიძლება შევადაროთ კოსმოპოლიტიზმსა და ნაციონალიზმს. კოსმოპოლიტიზმი ცოდნაზე დაყრდნობილი განაზრებაა, ხოლო ნაციონალიზმი ძალაუფლების მოხვეჭის გზით შექმნილი საკრალური წრე.

ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა