გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გელა ჩარკვიანი - ნაწყვეტი წიგნიდან ,,ნაცნობ ქიმერათა ფერხული"

თბილისში დაბრუნებულს სახლში აღარც გათბობა დამხვდა, აღარც გაზი და აღარც დენი. მე მთელ დღეებს სამსახურში ვატარებდი, სადაც ცხოვრებისათვის აუცილებელი საბაზო პირობები მაინც არსე­ ბობდა, მაგრამ რა ეშველებოდა ნანას, როგორ შეეგუებოდა ამ არა­ ადამიანურ ყოფას. ნავთქურა, ანუ `კერასინკა~ ვუყიდე და, როცა ღამე შინ  ვბრუნდებოდი,  ის,  რამდენიმე  გასათბობად  შემოსული მეზობელი

ქალით გარემოცული, `კერასინკის~ მახლობლად სავარძელში ჩამჯდარი მხვდებოდა. ჩემს დანახვაზე ქალები ჭორაობას წყვეტდნენ და მბჟუტავი ლამფის შუქზე ნანასთან მარტო მტოვებდნენ. ნანა ჩუმი არსება იყო და ქალების მიერ გადმოფრქვეული მრავალი მეგაბაიტის ტოლი ინფორმა­ ციიდან ჩემს ლოგინზე ჩამომჯდარი ერთ ან ორ ამბავს თუ მომიყვე­ ბოდა, სანამ დაღლილს მაგრად ჩამეძინებოდა. ასე დიდხანს ვერ გაგრ­ ძელდებოდა და გადავწყვიტე ნანა მოსკოვში გამეგზავნა თეონასთან. 29 იანვარს ნუკრი თაგვაძემ ნანა და მე აეროპორტში გაგვიყვანა. სადეპუ­ ტატოში მანანა ზოდელავა დაგვხვდა, ზეზვა ღუღუნიშვილის მეუღლე. ისიც მოსკოვში მიფრინავდა. დროზე გაფრინდნენ. მე აეროპორტში შე­ ვკავდი. აქ მიმდინარეობდა ელცინის დახვედრის ცერემონიალის რეპე­ ტიცია. ვერ იყო შთამბეჭდავი სანახაობა. ორკესტრიც ძალიან სუსტი ჩანდა. როცა გავიკითხე, ამიხსნეს, რომ მეტ­ნაკლებად კარგი მუსიკოსე­ ბი რუსული მანეთების გამო ЗАКВО­ს ორკესტრში გადასულან. ნანას ხუთ საათზე დავურეკე. ბედნიერი ხმა ჰქონდა. ტელეფონში ბავშვების წივილ­კივილი ისმოდა. მალე მაქსიმეც მოვაო, – მითხრა. ვიგრძენი, გა­ ნიცდიდა ერთი წლის უნახავ მაქსიმესთან შეხვედრას.
ამ დღიდან დაიწყო ინტენსიური მზადება ელცინის ვიზიტისათვის. ახალი რუსეთის პრეზიდენტი პირველად ჩამოდიოდა დამოუკიდებელ საქართველოში. მოლოდინი დიდი იყო. ხელი ეწერებოდა ე. წ. ჩარჩო­ ხელშეკრულებას, რომელიც ჩაუყრიდა სამართლებრივ საფუძველს ურ­ თიერთობათა ყველა ასპექტს. ბევრს სჯეროდა, რომ ელცინის სურვილი, ჩამოსულიყო თბილისში, იმაზე მიანიშნებდა, რომ რუსეთი მზად იყო მოენანიებინა აფხაზეთში ჩადენილი ცოდვები და ამიერიდან შეეცდებო­ და კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში კეთილმოსურნე, კონსტრუქ­ ციული მოთამაშის როლის მორგებას. ეს აზრი კიდევ უფრო განამტკიცა ელცინის გამოსვლამ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც მან აღიარა რუსეთის სათაკილო ქცევა აფხაზეთში მიმდინარე საბრძო­ ლო მოქმედებების დროს.
ელცინის ჩამოსვლამდე ყოველდღე ვიკრიბებოდით პრემიერთან. ოთარ ფაცაცია ზოგჯერ თათბირს ათ საათზე ნიშნავდა. ბოლო თათ­ ბირზე სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც გოგა გორგილაძემ გა­ მოაცხადა ღონისძიებებზე დამსწრეთა სიები. მე ყველა სიაში ვიყავი და ამან უხერხულობა შემიქმნა, რადგან აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მინისტრი არც ერთ შეხვედრას არ ესწრებოდა. ბოლოს ყველა ბანკე­

ტის სიაში შეიყვანეს და ამან გარკვეულწილად დააშოშმინა აღგზნებუ­ ლი ბიუროკრატია.
რუსი პრეზიდენტის შესახვედრად ავტობუსით წაგვიყვანეს. მთელ ტრასაზე ყოველ ათ მეტრში პოლიციელი იდგა. ყინავდა. VIP­ს ოთახში უცხოელი დიპლომატები ირეოდნენ. მათგან გავიგე, რომ ვიღაცას ხმა გაუვრცელებია, ბანკეტზე მხოლოდ ფრანგი ელჩია  დაპატიჟებულიო  და ეს სხვებს, პირველ ყოვლისა,  გერმანელებს,  სწყენიათ.  ИЛ­62  ზუსტად  10 საათზე დაჯდა თბილისის აეროპორტის საფრენ ბილიკზე. ელცინმა ხაზზე მდგომებს ხელი ჩამოგვართვა და ყველანი პროტოკოლის მიხედ­ ვით მანქანებში გავნაწილდით. მე და ირაკლი მენაღარიშვილი ანატოლი სობჩაკს ჩავუჯექით `ჩაიკა №13~­ში. მან ორივეს 9 აპრილის შესახებ დაწერილი თავისი წიგნი გვაჩუქა წარწერით.
ელცინს მთელს მსოფლიოში მსმელი კაცის რეპუტაცია ჰქონდა და ჩვენც ველოდით, რომ ღვინის სამშობლოში, საქართველოში ის განსა­ კუთრებით გამოიჩენდა თავს. ლანჩზე მოლოდინი არ გამართლდა, სტუ­ მარმა საერთოდ არაფერი არ დალია. `ალბათ ბანკეტისთვის ინახავს თავს~. – ჩურჩულებდნენ კულუარებში. მისი შესაძლო დათრობის გათ­ ვალისწინებით, აეროპორტში გაცილების ცერემონია გაამარტივეს; მოხ­ სნეს საპატიო ყარაული. თვითმფრინავში ასვლამდე, მას მხოლოდ ხაზზე მდგომი ოფიციალური პირებისათვის უნდა ჩამოერთვა ხელი. ელცინმა არც ბანკეტზე გადაამეტა წესიერ საზოგადოებაში მიღებულ ნორმას და აეროპორტში მხნედ ჩაუარა გამცილებელთა მწკრივს. როცა ჩემი ჯერი დადგა, შეყოვნდა, გამიღიმა და ჩაიბურდღუნა, – არაფერია, მე კიდევ ჩამოვალო. თუ რატომ შემპირდა კვლავ ჩამოსვლას, მხოლოდ მაშინ გა­ ვიაზრე, როცა რუსი სტუმარი უკვე თვითმფრინავის ტრაპიდან გვიქნე­ ვდა ხელს. თებერვლის ცივი ქარით გამოწვეული ჩემი ცრემლები მან მასთან განშორების სინანულის გამოხატულებად მიიჩნია. ისე კი მო­ მატყუა. არც ის და არც რუსეთის სახელმწიფოს რომელიმე სხვა მე­ თაური საქართველში მას შემდეგ აღარასდროს ჩამოსულა. ბანკეტზე კი ელცინის ნაცვლად თემურ სტეპანოვი დათვრა. თანაც ისე საფუძვლია­ ნად, რომ ოფიციანტი ქალების დაბმას ცდილობდა და მაღალი სტუმრის აეროპორტში გასაცილებლად ვეღარ მოიცალა.
შევარდნაძე ელცინის ვიზიტით კმაყოფილი დარჩა. ამას ყველასთან ამბობდა – აპარატის თათბირზე და უცხოელ დიპლომატებთან. `თუ რუ­ სეთი პრაქტიკული ნაბიჯებით არ აღიარებს შენს დამოუკიდებლობას, –

იმეორებდა იგი, – მაშინ დამოუკიდებლობა ქაღალდზე დარჩება. ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი უბედურება გამოვიარეთ და ადრე ხშირად მითქვამს, რომ ელცინის რუსეთმა თვითონ არ იცის რა უნდა კავკასია­ ში. ამჯერად ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ, ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფო დონეზე, ჩამოყალიბდნენ. მართალია, ქვეცნობიერად მათ­ ში მაინც ძლიერია გავლენის სფეროების ფაქტორი, მაგრამ ვფიქრობ, მიხვდნენ, რომ კავკასია უნდა იყოს სტაბილური და რომ ამაში საქარ­ თველოს განსაკუთრებული როლი აქვს. კოზირევმა ისიც აღნიშნა, რომ ამ ვიზიტის მნიშვნელობა სცილდება საქართველოს ფარგლებს – გა­ ნიხილებოდა მთელი რეგიონი, ჩრდილო კავკასიის ჩათვლით და იყო ლა­ პარაკი ამ ფართო კონტექსტში სტრატეგიული ინტერესების თანხვედ­ რაზე~. ძირითად შედეგად შევარდნაძე ჩარჩო­ხელშეკრულების ხელ­ მოწერას ასახელებდა. ვერაფრით წარმოიდგენდა მაშინ, რომ ეს სოლი­ დური დოკუმენტი ოცი წლის შემდეგაც არ იქნებოდა რატიფიცირებული რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ. `თუმცა, ქვეყნის განვითარე­ ბისათვის, – დასძენდა იგი, – არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკურ ხელშეკრულებათა ბლოკი და ის, რომ ელცინმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსათვის გაზის მოწოდებაზე~. თურქმენეთის გაზი, რომელ­ ზეც ქვეყანა მთლიანად იყო დამოკიდებული, ტრანზიტის გამო ძვირი ჯდებოდა. საქართველოს საკითხების კურირება ელცინმა რუსეთის ვიცე­პრემიერს, სოსკოვეცს დაავალა, რომელიც მასთან ერთად იმყო­ ფებოდა თბილისში. რუსული ბაზებისა და საზღვრის დაცვის საკითხებ­ ზე შევი ფრთხილად ლაპარაკობდა: `შეგვეძლო ჩვენს თავზე აგვეღო სამხრეთის საზღვრის დაცვა, მაგრამ არც ფინანსები გვაქვს და არც პროფესიონალები გვყავს. ამიტომ შევთანხმდით ერთობლივ  დაცვაზე, ანუ არსებულ რუსულ კონტინგენტს დაემატება ჩვენი 30­40% და, როცა ვისწავლით, მერე შეიძლება ლაპარაკი ჩვენი ძალებით დაცვაზე. თვი­ თონ თურქეთთან ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ საზღვრის გა­ შიშვლება საშიშია ნარკობიზნესისა და ყველა სახის კრიმინალის გამო. ამიტომ გადავწყვიტეთ შევინარჩუნოთ რუსი მესაზღვრეები, თუმცა შევიმუშავეთ დენონსაციის მექანიზმიც. უფრო სერიოზული საკითხია რუსული ჯარის სტატუსი. კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ მათი აქ ყოფნა საბაზო პრინციპით მოხდება. ხელშეკრულებაში ჩაიდება რუსეთის ვალდებულება, დაეხმაროს საქართველოს საკუთარი შეიარაღებული ძალების შექმნაში. ისე რომ, კომპრომისი ასეთია, რუსე­

ბი აქ იქნებიან, თუ დაგვეხმარებიან არმიის შექმნაში. მათთვის ეს თა­ ვიანთი ქვეყნის სამხრეთის მისადგომების სტაბილიზებას ნიშნავს. ჩვენ კი, სადაც არ ვცადეთ, იარაღი ვერსაიდან ვერ მივიღეთ. ეს კომპრომისი კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული, მაგრამ ამჟამად სხვა გზა არ გვაქვს. აქ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ოქმის დონეზეა. ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება იმაზე იქნება დამოკიდებუ­ ლი, თუ რა პოლიტიკას გაატარებს რუსეთი აფხაზეთთან მიმართებით. იმისათვის, რომ იქ მოწესრიგების პროცესი დაჩქარდეს, მე  და  ელცინ­ მა გაეროს უშიშროების საბჭოში ერთობლივი დოკუმენტი გავაგზავნეთ, ორივემ მოვაწერეთ ხელი. ახლა უკვე დაიწყება აფხაზეთის სტატუსზე კონსულტაციები; რეზერვი გვაქვს, შეგვიძლია რუსული ფედერაციული სისტემის ვარიანტი შევთავაზოთ. ელცინს დიდი წინააღმდეგობის გა­ დალახვა დასჭირდა. უახლოესი ხალხი ეწინააღმდეგებოდა. სახელმწიფო სათათბიროში (დუმაში) დემოკრატებიც კი წინააღმდეგ წავიდნენ. ისიც უკითხავთ, აფხაზები რას იტყვიანო და ელცინს უპასუხია, – აფხაზების კაპრიზებს მე  რუსეთის ინტერესებს ვერ შევწირავო. მგონი, უფრო უხე­  ში სიტყვებიც უხმარია. ეს ჩვენი სიყვარულით კი არ ხდება, უბრალოდ ელცინი აცნობიერებს რუსეთისთვის კავკასიაში და კერძოდ, საქართვე­ ლოში სტაბილურობის მნიშვნელობას. რუსეთში არსებული განწყობების გათვალისწინებით, ჩვენს მეცნიერებათა აკადემიაში გაკეთებული მისი განცხადებაც – რუსეთი არ იხსნის თავის წილ პასუხისმგებლობას იმა­ ზე, რაც აფხაზეთში მოხდა – შეიცავდა გარკვეულ რისკს. გაეროს უშიშ­ როების საბჭოზე რუსებთან ერთობლივი წერილის მიწერა მე მხოლოდ მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც შევხვდი პარიზში გენერალურ მდივანს ბუტროს გალის და მისგან გავიგე, რომ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაცია შეიძლება საერთოდ არ გამოვიდეს. ახლა, თუ საერთაშორისო არ გამოვა, რუსები მზად არიან შემოვიდნენ. სასურველი ეს ვარიანტი არ არის. არც თვითონ უნდათ მაინცდამაინც. ისე კი გაეროს დამკვირ­ ვებლების იქ ყოფნაზე თანახმა არიან~.
რუსი დემოკრატების პოზიციასთან დაკავშირებით გამახსენდა  ერ­ თი ისტორია, რომელიც ერთმა მსოფლიოში ცნობილმა ამერიკელმა პო­ ლიტიკოსმა ნიუ­იორკში 1993 წლის მარტში გვიამბო. მაშინ თედო, მე და ზაზა კანდელაკი შევიმ ამერიკაში გაგვაგზავნა კლინტონის ადმინისტრა­ ციასთან კონტაქტების დასამყარებლად და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან ომის მდგომარეობაში მყოფი საქართველოს გზავნილების





გასახმოვანებლად. პერესტროიკის ბოლო წლებში მოსკოვში ჩავედი. – დაიწყო დიპლომატიის აღიარებულმა ქურუმმა, – ჩვენს ელჩს ვთხოვე სადილზე დაეპატიჟებინა დაახლოებით ათი­თორმეტი ყველაზე ლიბე­ რალური რუსი ინტელიგენტი. მათ შორის  იყვნენ  პოეტები,  რეჟისორე­ ბი, მეცნიერები. სუფრაზე საოცარი ჰარმონია სუფევდა, ჩვენი აზრები ყველა საკითხში დაემთხვა, ამიტომაც, ბუნებრივია, ურთიერთობა მეც და სუფრის წევრებსაც უდიდეს სიამოვნებას გვგვრიდა. ასე გაგრძელდა იმ მომენტამდე, სანამ გადაკვრით არ ვახსენე საბჭოთა რესპუბლიკების შესაძლო დამოუკიდებლობა. უნდა გენახათ რა ჯოჯოხეთი დატრიალ­ და... ამის დაშვება არ შეიძლება... ეს მათთვისვე იქნება დამღუპველი... რუსეთს საუკუნეები დასჭირდა ამ ტერიტორიის გასაერთიანებლად... გაიძახოდნენ  ყოფილი ლიბერალები. ამას  თქვენ  იმიტომ გეუბნებით,

–განაგრძო გურუმ, – რომ იცოდეთ, რა ძნელი გზა გელით წინ~. მას შემდეგ ერთი წელი იყო გასული, ბევრი რამ მოხდა, ომიც წავაგეთ და კვლავაც ამ ძნელი გზის დასაწყისში ვიდექით.
ქრონიკულ ყოფით კატასტროფებს 1994 წლის თებერვალში უჩვეუ­ ლოდ  ძლიერი  ყინვა   და   კრიმინალის  არნახული  თარეში დაემთხვა.
14  თებერვალს  ტელევიზიით  გამოაცხადეს,  რომ  დენი  დილით 6­დან
8 საათამდე, ხოლო საღამოთი 10­დან ღამის პირველ საათამდე იქნე­ ბოდა, თუმცა ეს გრაფიკიც ვერ სრულდებოდა და სიურპრიზების გარე­ შე დღე არ გადიოდა. ამ სიურპრიზების მრავალფეროვნებამ ისე დამ­ თრგუნა, რომ დილით ლოგინიდან ადგომა აღარ მინდოდა. სადარბაზო­ ში ყველა მილი გახეთქილი იყო ყინვისგან, იდგა შარდისა და განავლის სუნი, იჭედებოდა კლიტე, ბნელოდა. ბინაში ყინავდა. ყინავდა სამსახურ­ შიც. ფეხებში მედგა პატარა რეფლექტორი, რადგან იმელის შენობაც არ თბებოდა. ერთი მანქანა შარშან იანვარში მომპარეს, შემდეგ ჩემი ძველი 07­დან, რომელიც ირაკლის ვაჩუქე და უკან გამოვართვი, აკუმულატო­ რი ამომაცალეს, ჩემი მძღოლი ნუკრი თაგვაძე დააყაჩაღეს და თეთრი ГАЗ­31 წაართვეს. დავიბრუნეთ და ქურდები დააპატიმრეს, მაგრამ მალე ნუკრის რეიდზე პოლიციელებმა ხელში ესროლეს და მანქანა დაიმ­ ტვრა. მერე უკვე სხვა მანქანიდან მომპარეს აკუმულატორი. გახეთქი­ ლი მილებიდან კი მთელი ამ დროის განმავლობაში კვლავინდებურად მოედინებოდა მყრალი მასა და არავინ არაფერზე ფიქრობდა და პასუხს არ აგებდა. დავურეკე მოსკოვში ნანას. ვაპირებდი მეთქვა, რომ იქ დარ­ ჩენილიყო. ბოლოს მაინც არ ვუთხარი. ძალიან მინდოდა ჩემ გვერდით ყოფილიყო. მასთან ვიწუწუნებდი, მას შევჩივლებდი. საყვარელი ცოლი ხომ ცოტათი დედაც არის.
პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად კვლავ აფხაზე­ თის სამშვიდობო ოპერაცია რჩებოდა. ის, თუ რომელი ვარიანტი იქნე­ ბოდა შერჩეული, საბოლოოდ შევარდნაძის ამერიკაში ვიზიტის შემდეგ გაირკვეოდა. ვიზიტის თარიღები თებერვლის შუა  რიცხვებში  ჯერ  კი­  დევ ცნობილი არ იყო, თუმცა მზადება უკვე დავიწყეთ. ვიკრიბებოდით ხან ჩემთან, ხან თედოსთან, მოგვიანებით კი უფრო ირაკლი მენაღა­ რიშვილთან, ვისაც შევარდნაძემ დაავალა ვიზიტის მომზადებისათვის ხელმძღვანელობა გაეწია. ის, რომ საქართველოს სახელმწიფოს მეთაუ­ რის ვიზიტის მომზადება მსოფლიოს ერთადერთ სუპერსახელმწიფოში ვიცე­პრემიერს დაევალა, უეჭველად გამოიწვევდა საგარეო საქმეთა

სამინისტროს, რბილად რომ ვთქვათ, ნეგატიურ რეაქციას. ისიც ვიცო­ დი, რომ ამაზე პასუხის გაცემა მე მომიწევდა და არა იმას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
– Почему МИД должен быть всегда сбоку­припёку?1 რატომ უნდა ხელ­ მძღვანელობდეს ამერიკაში ვიზიტის მომზადებას ვიცე­პრემიერი, იქნებ ამიხსნათ? – მკაცრად შემეკითხა მინისტრი და პასუხსაც არ დალოდე­ ბია, ისე დამიკიდა ყურმილი. კარგად მოიქცა. იცოდა, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა, დიალოგის გაგრძელებას კი აზრი არ ჰქონდა. იმ თებერვლის თვის ყოველდღიურობა სავსე იყო დიპლომატიუ­
რი ივენთებით. თბილისში იხსნებოდა ახალი უცხოური საელჩოები, წამდაუწუმ ჩამოდიოდნენ მოსკოვში, კიევსა და ანკარაში აკრედიტებუ­ ლი უცხო ქვეყნების ელჩები სახელმწიფოს მეთაურისათვის რწმუნებათა სიგელების გადასაცემად, რადგან სხვა ქვეყნებთან ერთად ახლა უკვე საქართველოსაც `ფარავდნენ~. იმართებოდა უამრავი წვეულება, უმეტე­ სად `შერატონ მეტეხში~ და პიონერთა სასახლის სარკეებიან დარბაზში. შემდგომი, შედარებით მაძღარი წლებისაგან განსხვავებით, ამ დიპლო­ მატიურ მიღებებს ყველა დაპატიჟებული (და ზოგჯერ დაუპატიჟებელი) სტუმარი ესწრებოდა. ყველაფერი, რაც მაგიდაზე ელაგა, მთლიანად იჭმებოდა და ისმებოდა. ზოგჯერ, თუ ოფიციალური თარიღი ან მიზეზი არ მოიძებნებოდა, მდიდარი ქვეყნების ელჩები მეჯლისებს მართავდნენ, სადაც ცეკვებიც იყო და ლატარიაც თამაშდებოდა. მახსოვს, 24 თებერ­ ვალს ამგვარ თავყრილობაზე გიუნტერ დალჰოფმა დაგვპატიჟა. ნანა უკვე ჩამოსული იყო მოსკოვიდან. მეჯლისზე წასასვლელად სიბნელეში ვემზადებოდით. სანთელი თან დამქონდა ერთი ოთახიდან მეორეში. გა­ დავიარეთ სადარბაზოსთან ურინო­ექსკრემენტული გუბე და ჩვენს დან­ გრეულ მანქანაში ჩავსხედით. სინათლე არც `შერატონ მეტეხში~ იყო. სასტუმრო ადგილობრივი გენერატორით იკვებებოდა და ფოიეში სულ რაღაც სამიოდ ნათურა ბჟუტავდა. უამრავი ნაცნობი ვნახე. გია ჭანტუ­ რიას ვუთხარი, რომ მინდოდა ედპ­ს კონფერენციაზე დასწრება, მაგრამ ვერ  მოვახერხე.  იქ  არაფერი იყო ისეთი,  რაზეც  ჩვენ  არ გვისაუბრიაო,
–მიპასუხა. ჩვენ ხშირად ვხვდებოდით დალჰოფთან სახლში და ბევრს




ვლაპარაკობდით საქართველოს მომავალზე. ის საინტერესო მოსაუბრე იყო და გარდა მისი ცოტაოდენ ბუნდოვანი თეოდემოკრატიის იდეისა, ჩვენი აზრები უმეტესწილად ემთხვეოდა. მეჯლისამდე რამდენიმე დღით ადრე გია `ალიონში~ გამოვიდა და განაცხადა, რომ საჭირო იყო რადი­ კალური, მტკივნეული რეფორმების გატარება, თუნდაც ძალიან არაპო­ პულარულის და რომ ყველა პარტიამ უნდა აიღოს მოსახლეობაში ამ ზომებით გამოწვეულ უკმაყოფილებაზე პასუხისმგებლობა.
მეჯლისზე კი ლატარია გათამაშდა. კენტ ბრაუნმა და გენერალმა ჩიქოვანმა მოიგეს გერმანული ავიაკომპანიის ორ­ორი ბილეთი თბილი­ სი­კიოლნი­თბილისის მარშრუტით. კენტი საოცრად იღბლიანია, წინა წლის მეჯლისზე 25 000 მანეთი მოიგო.



მოსამსახურეები პრივილეგირებულ ქართულ ოჯახებში უმეტესად ომსა და გაჭირვებას გამოქცეული რუსი ქალები იყვნენ. პირველი, ან როგორც მას დედაჩემი ეძახდა – პატარა მარუსია მე თითქმის არ მახ­ სოვს. მას  თურმე ძალიან ვუყვარდი და სულ ჩემს  ფერებასა და კოცნაში
იყო. დედაჩემის თქმით, მარუსიას კოცნას არც მე ვაკლებდი, ავუყვე­ ბოდი ხოლმე მის შიშველ მკლავს და ბოლოს ხმამაღლა ვაკოცებდი ლოყაზე. დღეს, როცა ზაფხულის თავსხმა წვიმის შემდეგ ცხელი მზე გამოანათებს, თითქოს ორიოდ წამის განმავლობაში ვგრძნობ სუნს, რომელიც პატარა მარუსიას მაგონებს. მისგან მეტი არაფერი დამრჩა. დიდი მარუსია ყუბანელი კაზაკი იყო, ვეება ტანისა, ღვთისმოსავი და მკაცრი. მოსკოვში ჩვენი გადასვლის შემდეგ, ის კრასნოდარში აღარ დაბრუნებულა, თბილისში დარჩა და აქვე, მამაჩემის მიცემულ ერთო­ თახიან ბინაში გარდაიცვალა. ქსენია ტკაჩენკო კი რუს მეზღვაურს გაყ­ ვა. დედაჩემი ნაწყენი იყო, რომ შევეკითხე სად გარბიხარ, სად გეჩქარე­ ბა­მეთქი, თავხედურად მიპასუხა, – აბა, თქვენ გამო შინაბერა ხომ არ დავრჩებიო. ჩემს წარმოდგენაში მოსამსახურე აუცილებლად რუსი უნდა ყოფილიყო. მახსოვს, გაკვირვებული დავრჩი, როცა ჩემს კლასელს პოგი შანიძეს ქართველმა მოსამსახურემ მოაკითხა სკოლაში. კიდევ მეგონა, რომ მთელს სამყაროს ქართველები მართავდნენ: საქართველოს მამა­ ჩემი, დანარჩენ მსოფლიოს კი – სტალინი, რომელსაც ამაში ბერია ეხ­ მარებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოზე ლამაზი ქვეყანა






არ არსებობდა და რომ ქართულ პოეზიას, მუსიკას, ცეკვას, და საერ­ თოდ ყველაფერს, მსოფლიოში ბადალი არ ჰყავდა. ამ ჭეშმარიტებებში ეჭვის შეტანას ოჯახში ტაბუ ჰქონდა დადებული და ჩემი უფროსი ძმის, მერაბის დროდადრო წამოწყებული გაუბედავი ამბოხი მკაცრად იხშო­ ბოდა მამაჩემის მიერ.
–შეხედე, – აჩვენებდა მერაბი მამაჩემს ჟურნალ `ამერიკაში~ და­ ბეჭდილი ზამთრის კურორტის ხედს, – ხომ ლამაზია?
–დიდი არაფერი, ბორჯომის ხეობას ვერც კი შევადარებ. – პასუ­ ხობდა მამაჩემი.
მე მთელი გულით მამაჩემის მხარეზე ვიყავი და სრულად ვიზიარებ­ დი მის შეფასებებს. მერაბის `დისიდენტობა~ მაღიზიანებდა. იგი ჩემზე ხუთი წლით უფროსი იყო და  აღსავსე  თინეიჯერული  ნონკონფორმიზ­  მით. მისი გაუთავებელი სიტყვიერი დუელი დიდ მარუსიასთან ავტომო­ ბილების თემას უკავშირდებოდა.

–აი, მანქანა ამას ჰქვია. ექვსი ცილინდრი, ასორმოცდაათი ცხენის ძალა, ასოთხმოცი კილომეტრი საათში, – ამბობდა მერაბი მარუსიას გა­საგონად და ჩვენს ახლად მიღებული BMჭ­საკენ გაიშვერდა ხელს.
–მე კი მგონია, ჩვენებური პობედა თავისი ოთხი ცილინდრით მაგ შენს `ბეემვეს~ ჯიბეში ჩაისვამს, – პასუხობდა მერაბის პროდასავლუ­ რობით გაღიზიანებული მარუსია.
მერაბს არც ვიოლინოს გაკვეთილები მოსწონდა და გამუდმებით წუწუნებდა. `აღარ მინდა, არ დავუკრავ. მასწავლებელი კრეტინს და ურიის მკვდარს მეძახის~. `ალბათ იმსახურებ და იმიტომ გიჯავრდება~,
–აწყნარებდა დედაჩემი და თან სახე მოეღუშებოდა – ნუთუ ამდენს ბედავდა მასწავლებელი? მაშინ მერაბი ერთი ჩვენი ყარაჩოღელი ნათე­ სავის, კაკოს სიტყვებს მოიშველიებდა: `კაკომ ხომ თქვა, კაცი რომ სკრიპკას მხარზე გაიდებს, ის რა კაციაო~. არგუმენტები ამაო იყო. ეზოში უკვე იდგა მანქანა, რომელიც მას ნიჭიერთა ათწლედში გააქ­ ცუნებდა. კოსტას არასდროს გამოუთქვამს აზრი ვიოლინოზე დაკვრის თაობაზე, თუმცა ძნელი მისახვედრი არ არის, თუ  როგორი  იქნებოდა  მისი განაჩენი.
აგვისტოს მეორე ნახევარს გაგრაში ვატარებდით. ჩვენს აგარაკს, რომელიც მთის ფერდობზე ახალსა და ძველ გაგრას შორის მდებარეობ­ და, მეთვრამეტე ერქვა. სამასიოდე მეტრით მაღლა იდგა ბერიას აგა­ რაკი, ნომერი ცხრამეტი. ნაპირზე, ბერიების პლაჟი შინაგან საქმეთა მინისტრის – გრიშა კარანაძის პლაჟს ემიჯნებოდა, რომლითაც ჩვენ, ბარამიები, ნიბლაძეები და კიდევ რამდენიმე ოჯახი ვსარგებლობდით. ჩემი პირველი სიყვარული ზღვა იყო. მთელი წელი ვოცნებობდი გაგრა­ ში ჩასვლაზე. დღემდე მახსოვს მელოდია, რომელიც ათი წლისას შავი ზღვის სიყვარულმა დამაწერინა. თბილისური ზამთრის უსახო დღეებში სარკის წინ დამდგარი ვმღეროდი მას და თან ხელებს დირიჟორივით ვამოძრავებდი.
ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ერთხელ, თბილისში დაბრუნებულები, სექტემბრის შუა რიცხვებში კვლავ ჩავედით გაგრა­ ში, და, როგორც მალე გაირკვა, განუსაზღვრელი ვადით. სტალინი აფხაზეთში ისვენებდა და მამაჩემი ახლომახლო უნდა ყოფილიყო. სა­ მივე ძმა გაგრის ქართულ სკოლაში მიგვაბარეს.
–ვორს დაგწერ, ვორს, შე უბედურო, – ემუქრებოდა მასწავლებე­ ლი ჩემ გვერდით მჯდომ მოწყენილ ბიჭუნას. მას კი თითქოს არაფერი

ესმოდა, ღია ფანჯარაში ლურჯი ტალღების უმიზნო ფუსფუსს ჩაშტე­ რებოდა და სახეზე ეწერა, რომ ამქვეყნად არ არსებობდა ძალა, რო­ მელიც აიძულებდა გაკვეთილი ესწავლა. წიგნის ხელში აღება გაგრაში მეც მიჭირდა. სწავლა და ზღვა ერთმანეთს ვერ ეთავსებოდნენ, მიუხე­ დავად იმისა, რომ საბანაოდ არ გვიშვებდნენ. წყალი ცივიაო, – ამბობდა დედაჩემი.
ქვის ვერანდაზე ფეხბურთს ვთამაშობდით, სანამ ჩემმა შუათანა ძმამ გოგიმ დავარდნისას ორი წინა კბილი არ მოიტეხა და ამის გამო ბურთი არ წაგვართვეს. ამ დანაკარგს ვერ შევურიგდით და ბურთის მა­ გიერ ყველაფერს დავსდევდით, რაც დაგორავდა... ერთ საღამოს, ჩვენი საცოდაობით გულნატკენმა აფხაზეთის მაშინდელმა ხელმძღვანელმა აკაკი მგელაძემ ძმები გვერდზე გაგვიხმო და ნაჭრისაგან შეკერილი ბურთი გადმოგვცა. თან ჩურჩულით დააყოლა, – ოღონდ დედას არ უთხრათ, რომ მე მოგეცითო. `ხომ ვამბობდი, აკაკი მგელაძე ყველას ჯობია­მეთქი~, – დაიკვეხნა მერაბმა.
მამაჩემს თევზაობაზე უფრო ნადირობა უყვარდა. ახლომხედველო­ ბის მიუხედავად, საკმაოდ კარგად ისროდა, მაგრამ როცა ბიჭვინთის ტყეში სიარულით დაიქანცებოდა და ჟღალი პოინტერის, გულადის დახმარებით რამდენიმე ვალდშნეპს ჩამოაგდებდა, ახლა ბზიფზე გავი­ დეთო, ეტყოდა დაცვას. თევზს ამონალითა და ტოლით აფეთქებდნენ. მე ყურებს თითებით ვიხშობდი, მაგრამ მძიმე გრუხუნი მაინც მესმოდა და მიწის ზანზარსაც ვგრძნობდი... მერე, რამდენიმე წუთში, წყლის ზე­ დაპირზე გაბრუებული თევზების თეთრი მუცლები გამოჩნდებოდა და დროზე უნდა მოგესწრო მათი ამოყვანა, სანამ გონს მოვიდოდნენ ან სწრაფი ნაკადი წაიყოლებდა ზღვისკენ. დგებოდა დრო, როცა თანმხლებ ადგილობრივ ხელმძღვანელებს ეძლეოდათ შანსი, თავი გამოეჩინათ. მახსოვს, ერთი მათგანი ორაგულის ამოსაყვანად ბზიფის წყაროსავით ცივ წყალში კოსტიუმში გამოწყობილი გადაეშვა. არ ვიცი, რას ფიქრობ­ და კანდიდ ჩარკვიანი ლოიალობის ამგვარ გამოვლინებაზე, ჩვენ, ძმები კი აღფრთოვანებულები დავრჩით თანამდებობის პირის საქციელით და მერეც ხშირად ვიხსენებდით მის გმირობას.
ზოგჯერ სადილად ჩვენი მზარეული ლევანი ხემსად ორ თევზს, კალმახსა და კეფალს მოამზადებდა. ეს კამათის მიზეზად იქცეოდა ხოლმე. მერაბი პროვოკაციულად შენიშნავდა: `მგონი, ეს კეფალი უფრო გემრიელია, ვიდრე კალმახი~. მამაჩემმა ცურვა არ იცოდა და ზღვა დი­

დად არ უყვარდა, ამიტომ არც მის ბინადრებს წყალობდა. `რა სისულე­ ლეებს ლაპარაკობ. – აღშფოთდებოდა, – არც კი შევადარებ, სად კალ­ მახი და სად ეს შენი კეფალი. თუმცა, საუკეთესო, ნამდვილი ქართული კალმახი მაინც არაგვისაა და არა ბზიფის~.
რამდენიმე წლის განმავლობაში დედაჩემს ორ­ორი კვირით წყალ­ ტუბოში დავყავდი ადრეულ ბავშვობაში პოლიომიელიტით დაზიანებუ­ ლი ჩემი მარცხენა ფეხის გამო. აქ მხოლოდ ერთი სამთავრობო აგარაკი იყო და ზოგჯერ ჩვენთან ერთად ნინა ბერია ისვენებდა. ლამაზი ქალი იყო, სპილენძისფერი თმა და მწვანე თვალები ჰქონდა. ჩემს მეხსიერე­ ბაში ნინა თეიმურაზოვნა ვეფხვისმაგვარ არსებად დარჩა, იქნებ იმიტომ რომ ვგრძნობდი, როგორ ეშინოდა მისი დედაჩემს, ან იმიტომ რომ თბი­ ლისის მაშინდელი ზოოპარკის ერთადერთ ვეფხვს თეიმურაზი ერქვა.
ნინას ცხენები უყვარდა. ყოველ დილით, არაბულ ბედაურზე შე­ მომჯდარი, ორ მოსკოველ ჩეკისტთან ერთად აუყვებოდა ხოლმე გუბის­ წყალს. ორ საათზე მე, ნინა და დედაჩემი ერთად ვსადილობდით ოთახში, რომელშიც დიდი შავი როიალი იდგა. ზოგჯერ როიალთან მჯდომი ნინა მუხლებში ჩამისვამდა და მთხოვდა ჩაიკოვსკის `წელიწადის დროებიდან~ დამეკრა რამე. განსაკუთრებით `აპრილი, ენძელა~ მოსწონდა. თვითონაც ცდილობდა დაკვრას, მაგრამ უჭირდა, თითებს ტლანქად ამოძრავებდა, როგორც ყველა, ვინც კლავიატურის ათვისებას გვიან შეუდგა.
საღამოობით მოსკოვიდან ჩამოყვანილი ჩეკისტების მთელ ბრიგადას, ცოლებიანად სპორტულ მოედანზე მოიხმობდა და მათ უფროსს ასე მი­ მართავდა: `Андреев, я буду арчевани, ты будешь арадани~.1 НКВД­ს პოლ­ კოვნიკმა კარგად იცოდა ამ ქართული საბავშვო ლექსიკიდან ნასესხები სიტყვების მნიშვნელობა. ფრენბურთს დაღამებამდე თამაშობდნენ. სამ­ თავრობო აგარაკის ორ ბინას საერთო ჰოლი ჰქონდა, სადაც ერთად­ ერთი ტელეფონი იდგა. დილაობით ძილში ჩამესმოდა ნინას ხმა – ის ვიღაცას ძალიან ხმამაღლა მეგრულად ელაპარაკებოდა, ალბათ ბერიას. ინგლისურის სწავლა ადრე დავიწყეთ. ჩვენი პირველი მასწავლებე­
ლი თამარ დიასამიძე იყო. მალე იგი აკადემიკოს გიორგი წერეთლის მეუღლემ, ინგლისელმა დორა გოიერმა შეცვალა. დორა ზაფხულობით წყნეთში ჩვენთან ერთად ისვენებდა. გვასწავლიდა ინგლისურ ხალხურ










სიმღერებს, რომლებიც დღემდე მახსოვს. ერთხელ დორამ დაინახა რო­ გორ აწვალებდა მერაბი კატას, მიეპარა და თავში მოზრდილი წიგნი ჩაარტყა. როცა დედაჩემმა ეს ამბავი შეიტყო, აღშფოთდა, მაგრამ ვე­ რაფერი უთხრა. თავისთვის ბურდღუნებდა – `ხალხია ახლა ესენი? კა­ ტის გამო კინაღამ ბავშვი მოგვიკლა~.
ომი ახალი დამთავრებული იქნებოდა, როცა მოსკოვის `დინამოს~ მაძღარი ფეხბურთელები ბრიტანეთში ჩავიდნენ და დამშეულ ადგილობ­ რივებს საკმაოდ ადვილად სძლიეს. ერთი მატჩის შედეგი განსაკუთრე­ ბით შთამბეჭდავი იყო. `დინამო~ (მოსკოვი) – `კარდიფ სიტი~ (უელსი)
– 10:1.
როცა ზარის ხმა გაისმა, კარის გასაღებად ეშმაკურად მომღიმარი მერაბი გაიქცა.
–ათით ერთი! ათით ერთი! – გაჰკიოდა იგი და თან ნიშნის მოგე­ ბით დორას სახესთან საჩვენებელ თითს ატრიალებდა. დორა ამგვარი შეხვედრისათვის მომზადებული აღმოჩნდა. მანაც დაატრიალა საჩვენე­

ბელი თითი და წაიმღერა: `თეფფყ წას ა ჭელსჰმან, თეფფყ წას ა ტჰიეფ...~1 დღე­ ვანდელ ბრიტანეთში დორას ამ სიტყვებისათვის რასიზმის ქადაგების ბრალდებით, თუ ციხეში არა, შესაბამის კურსებზე მაინც გაუშვებდნენ, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ძალდატანებით ჩაუტარებდნენ
ე. წ. თანასწორობის ტრეინინგს. ვერც კოსტა იგრძნობდა თავს ლაღად თანამედროვე დასავლეთში. მას დასწამებდნენ უპატივცემლობას სხვა, კიდევ უფრო მოწყვლადი და იმავდროულად ზედმეტი ყურადღებით განებივრებული უმცირესობის მიმართ.
1948 წლისათვის ურთიერთობა დასავლეთთან მკვეთრად დაიძაბა. პარანოიდულ საბჭოთა სისტემასა და უშიშროების სამსახურების მე­ თოდებში კარგად გათვითცნობიერებულმა მამაჩემმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ სჯობდა ინგლისური მისი შვილებისათვის, ინგლისე­ ლი დორას ნაცვლად, რუსს, ლინა ლოზოვაიას ესწავლებინა, რომლის ინგლისურს რუსულისგან ძნელად თუ გაარჩევდი. მე, რასაკვირველია,  არ ვიცოდი რატომ შეგვიცვალეს მასწავლებელი, არაფერი მქონდა გა­ გონილი არც ჩერჩილის `რკინის ფარდის~ სიტყვაზე და არც ნატოს წი­ ნამორბედზე, ბრიუსელის 1948 წლის ხელშეკრულებაზე. დედაჩემმა კი ასე აგვიხსნა: `დორა დაკავებულია და თქვენთვის დრო აღარ აქვს~.



19 თებერვალს გაირკვა, რომ ვიზიტი აშშ­ში 7 მარტს დაინიშნა. მო­ სამზადებლად სულ ორი კვირა გვრჩებოდა. მოსკოვში დავურეკე სტეპა­ ნოვს, გაუხარდა, თუმცა ერთი კი დაიწუწუნა, ძალიან ქესატად ვარ, რო­ გორ ჩამოვიდეო. 20­ში შევიმ უკვე ტელევიზიით, პროგრამა `ტაიმ აუტ­ ში~ გამოაცხადა ვიზიტის თარიღი. ამან საგრძნობლად აღაგზნო საზო­ გადოება, ყველა თავს მოვალედ მიიჩნევდა  რჩევა  მოეცა.  უმეტესობას  კი გაუჩნდა ამერიკაში უფასოდ მოგზაურობის სურვილი და  ამისათვის რას არ იგონებდნენ. ყოველდღიურად მატულობდა ჟურნალისტების რიცხვი, რომლებიც მზად იყვნენ სასტუმროს ხარჯები თვითონ დაეფა­ რათ. სულ მალე სიაში 50 ჟურნალისტი გვყავდა. ამ დროს გაირკვა, რომ ტუ­154­ით, რომლითაც ჩვენ ამერიკაში გამგზავრებას ვაპირებდით,



სულ 60 ადამიანის წაყვანა შეგვეძლო. დავურეკე ჭანკოტაძეს და მან დეტალურად ამიხსნა, რატომ ვერ წავიყვანდით მეტ მგზავრს. მთელი თვითმფრინავის წონა 100 ტონას არ უნდა აღემატებოდეს. აქედან 40 ტონა საწვავია, 53,5 კი თვითმფრინავის კორპუსი. რჩება 6,5 ტონა, ანუ დაახლოებით 65 კაცი ეკიპაჟიანად. ტუ­154­ით მე მგონი ჩვენს მეტი ამე­ რიკაში არავინ გაფრენილა. ახლა ამას მეორედ ვაკეთებდით. პირველად მაშინ იყო, როცა შევი 1992 წლის სექტემბერში გაეროში გამოვიდა. არ მახსოვს, ჭანკოტაძემ თუ მფრინავმა გვითხრა, ამას ფრენის დიაპაზო­  ნი 6 საათი აქვს, და თუ საპირისპირო ქარმა დაუბერა, ნიუ­იორკამდე შეიძლება ვერ გავქაჩოთ და ატლანტიკის ოკეანეში ჩავყურყუმელავ­ დეთო. ამჯერად გაჩნდა აზრი, რომ დაგვექირავებინა ბოინგ 727 გერ­ მანული ავიაკომპანიისაგან, მაგრამ შევიმ უარი თქვა – მერე იტყვიან, 10 მილიონი მისცესო. სინამდვილეში ის ბოინგი უფრო იაფი ჯდებოდა,  სულ 75 000 $.  თათბირზე,  სადაც  ეს  საკითხი  განიხილებოდა,  წამოდ­  გა აეროკომპანია `ორბის~ წარმომადგენელი და დაგვაწყნარა, – ახალი ხელსაწყოები დავაყენეთ თვითმფრინავზე და სრული უსაფრთხოების გარანტიას გაძლევთო. ამაზე შევიმ სერიოზული სახის გამომეტყვე­ ლებით განაცხადა: არ მინდა ბოინგი. ეგ  მაგარი  თვითმფრინავია  და, თუ ჩამოვარდა, მიწას დიდი ძალით დაენარცხება. ისევ ჩვენი ჯობია, ჰაერშივე დაიშლებაო. შევის ამერიკის ელჩმაც შესჩივლა, მეტისმეტად ბევრი ხალხი მიგყავთო. რას იფიქრებენ ამერიკელები, ჩვენ ვეხმარებით, როგორც გაჭირვებულ ქვეყანას, ესენი კი ჩვენს სასტუმროებში ტოვე­  ბენ ფულს იმის მაგივრად, რომ თავისთან დახარჯონ და საკუთარ ეკო­ ნომიკას რაღაც არგონო. იმავე საღამოს ჟურნალისტების სია 17­მდე დაიყვანეს. როგორც ვთქვი, ვიზიტის თაობაზე რჩევებსაც ვიღებდით, მათ შორის წერილობითაც. მახსოვს მელორ სტურუამ მოგვწერა, რომ ყაზახეთის დელეგაციამ ნურსულთან ნაზარბაევის ხელმძღვანელობით, ამერიკაში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმის გამო, რომ დელეგაციის წევრების ნახევარზე მეტს კარგად ჩაცმული ყაზახი ქალები შეადგენდ­ ნენ. ფემინისტურად განწყობილ ამერიკაში ეს რეფორმატორული სულის გამოვლინებად იყო აღქმული.
ვიზიტამდე სულ რამდენიმე დღე რჩებოდა და ყველას ნერვიულო­ ბა დაგვეტყო. ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდა  საბოლოო,  სრული სურა­ თი. წინასწარი ჯგუფი (თედო ჯაფარიძე და ირაკლი მენაღარიშვილი) იქ იმყოფებოდა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ ასწრებდა სრულყო­

ფილი პროგრამის შედგენას. შევი კი ყოველდღე მირეკავდა და სწორედ ამგვარს მოითხოვდა – აღწერილი უნდა ყოფილიყო ყველა შეხვედრის ფორმატი და დართული ჰქონოდა ცნობები იმ ორგანიზაციების შესახებ, სადაც ეს შეხვედრები ტარდებოდა. ჩემი ზარის მიუხედავად, 2 მარტს ასეთი დეტალური პროგრამა ჯერ კიდევ ხელთ არ გვქონდა. შევიმ დაახლოებით ორი საათისთვის დამირეკა – იკითხა, როგორ მიდიოდა ვიზიტისთვის მზადება. ჩანდა, რომ თვითონაც ოდნავ დაბნეული იყო, არ ჰქონდა ბოლომდე გააზრებული, როგორი უნდა ყოფილიყო მისი საჯარო გამოსვლების გზავნილები. 4­ზე მასთან შევიკრიბეთ. მადლობა ღმერთს, კარგ გუნებაზე იყო, თორემ შავ დღეს დაგვაყენებდა, გაგვჯო­ რავდა, რადგან გაირკვა, რომ მზად არაფერი არ არის. ხვალამდე მოვი­ ცადოთ, მეც ვიფიქრებო, – თქვა. ჩემს ოთახში ავედი თუ არა, იმ წამსვე ირაკლი მენაღარიშვილს დავურეკე. შემპირდა, ხვალისთვის ყველაფერი გექნებათო. 3­ში დილის რვა საათზე ჩემმა ყოფილმა სტუდენტმა კოტე რიჟინაშვილმა დამირეკა სახლში (კოტე წინასწარ ჯგუფს ეხმარებოდა ვიზიტის პროგრამის დაგეგმვაში) და შემატყობინა, რომ ჯეიმზ ბეიკერს სურდა შეხვედრა შევისთან ჩვენი ჩასვლისთანავე. კოტემ  ისიც  დააყო­ ლა, რომ ჩვენი ელჩი პეტრე ჩხეიძე წინააღმდეგი იყო. მიაჩნდა, რომ შეხვედრა რესპუბლიკელ პოლიტიკოსთან თეთრი სახლის დემოკრატ პო­ ლიტიკოსთან მისვლამდე არ იქნებოდა კარგად აღქმული დღევანდელი ადმინისტრაციის მიერ. დაახლოებით ასეთივე აზრი გამოთქვა ყოფილ­ მა კონგრესმენმა ნეიგელმა, რომელიც შევარდნაძის ფონდის ამერიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა და რამდენიმე დღით თბილისში იყო ჩამოსული. ამ დიპლომატიური ეტიკეტის ნორმებით გაჯერებულმა არგუ­ მენტებმა შევიზე ჯეროვანი ზემოქმედება ვერ მოახდინა. `ის ჩემი მეგო­ ბარია. რა უნდა იფიქრონ? პირიქით, ეს  ამერიკაში  კარგად გაიჟღერებს~.
–მიპასუხა, როცა შევეკითხე, ბეიკერს თუ შეხვდებოდა. შევისგან  სწორედ ასეთ პასუხს ველოდი და გადაწყვეტილება მოვუწონე. თავის დროზე წარმატება შევარდნაძეს ხომ სწორედ  ამ  არაორთოდოქსულო­  ბამ და საბჭოთა დიპლომატიაში ადამიანური ელემენტის დამკვიდრებამ მოუტანა. აქ ისიც უნდა გავიხსენო, რომ მსოფლიო ლიდერებზე და სხვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის მიწერილ წერილებში მე ხშირად განზრახ ვარღვევდი ეტიკეტით მიღებულ კლიშეებს, რადგან მიმაჩნდა, რომ შევარდნაძის სტილისტიკა არ უნდა დამსგავსებოდა კარიერული დიპლომატების  ბიუროკრატიულ, ერთფეროვან,  შიშნარევ  წერის მანე­

რას. ამაზე რამდენჯერმე კამათიც მომიწია ჩვენს ქართველ დიპლო­ მატებთან, თუმცა აზრი ბოლომდე არ შემიცვლია. იმდენად მძულდა ის გაცვეთილი, არაფრისმთქმელი მისალმებისა და გამოთხოვების  ფრაზე­ ბი, რომ ვერც დავიხსომე და დღესაც რომ მკითხოთ, ვერ გავიხსენებ.
3 მარტისათვის ვიზიტის მარშრუტი საბოლოოდ დადგინდა. ამ დროი­ სათვის გაირკვა, რომ კანადის ხელმძღვანელობაც დათანხმდა მიეღო საქართველოს დელეგაცია. ჩვენი დიპლომატების ნაწილი არც კანადაში ჩასვლას მიიჩნევდა გამართლებულად. მათი აზრით, ეს გარკვეულწილად დააკნინებდა აშშ­ში ვიზიტის მნიშვნელობას. გამოვა, თითქოს ამერიკის ვიზიტი მხოლოდ ნაწილია რაღაც ტურნესი, რაც ვაშინგტონში შეიძლე­ ბა არ მოეწონოთო. ჩემი აზრით, ამგვარი გადაჭარბებული სიფრთხილე ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაფრისმომცემი და, მეტიც, კონტრპრო­ დუქტიული იყო. რა მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ასეთ დეტალებს სუ­ პერსახელმწიფოსათვის პატარა, ღარიბ, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. მეორეც, როდის შევძლებდით ჩვენ კანადაში, დიდი შვიდეულის წევრ სახელმწიფოში, ცალკე ჩასვლას. გა­ დაწყდა: 10 მარტს, მას შემდეგ, რაც მოვამთავრებდით ნიუ­იორკის ორ­ დღიან პროგრამას, რომელიც გაეროს სამდივნოს თანამდებობის პირებ­ თან შეხვედრებსა და უშიშროების საბჭოს სხდომაზე შევარდნაძის გა­ მოსვლას მოიცავდა, დღის 12 საათზე გავფრინდებოდით ოტავაში.
6 მარტს თბილისის აეროპორტში თან გავიყოლე შალვა ფიჩხაძე, მარია ბარლეტი და ნათია ფორჩხიძე, რომელიც იმ დროისათვის უკვე, გარდა განსკუთრებული შემთხვევებისა, მენაცვლებოდა ზეპირ თარგმან­ ში. შევის გამოსვლების წერილობით თარგმანსაც უკვე ნათია აკეთებდა მარია ბარლეტთან ერთად და მხოლოდ ამის შემდეგ შემოჰქონდა ჩემ­ თან საბოლოო რედაქციისთვის. მეთხუთმეტეჯერ მივფრინავდი ამერი­ კაში. მეორე სალონში ვისხედით თამაზ გამყრელიძე, თემურ სტეპანოვი, კენტ ბრაუნი და მე. საშა ჩიკვაიძე პირველში იყო შევისთან და ქალბა­ ტონ ნანულისთან ერთად, თუმცა თამბაქოს მოსაწევად და სასაუბროდ ჩვენთან შემოდიოდა. თედო და ირაკლი ვაშინგტონში გველოდებოდ­ ნენ. ნიუ­იორკში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ჩასული იყვნენ ჯაბა იოსელიანი და ლევან ალექსიძე. თვითმფრინავში უსაქმოდ ჯდომა არ შემიძლია და სტეპანოვს მისი ვაშინგტონის პრესკლუბისა­ თვის რუსულად დაწერილი სიტყვა გამოვართვი, შევუდექი მის ინგლი­ სურად თარგმნას და ისე გავერთე, რომ ვერც შევამჩნიე როგორ დაჯდა

ჩვენი `ტუ~ პრაღის აეროპორტში. აქ დაგეგმილიო იყო შევის შეხვედრა ყოფილ დრამატურგ­დისიდენტთან, ამჟამად კი ქვეყნის პრეზიდენტთან, ვაცლავ ჰაველთან.
როგორც აღმოსავლეთი ევროპის ყველა სხვა ქვეყნის ლიდერს, ჰა­ ველსაც განსაკუთრებით აინტერესებდა რუსეთის ტრანსფორმაციის პერსპექტივა – საით წავიდოდა ჯერ კიდევ შუაგზამდე არმისული არა­ პროგნოზრებადი გოლიათი. გაუძლებდა თუ არა ელცინის გუნდი მემარ­ ჯვენე და მემარცხენე რევანშისტების ზეწოლას, თუ თავადაც თანდა­ თან იმპერიული აზროვნებისკენ გადაიხრებოდა. შევარდნაძის აზრით, ეს დიდად იქნებოდა დამოკიდებული დასავლეთის ქვეყნების პოზიციაზე, კერძოდ იმაზე, გამოიჩენდა თუ არა დასავლეთი მზაობას შეეწყო ხელი რუსეთის გარშემო დემოკრატიული ქვეყნების სარტყლის შექმნისათვის.
`მასთან ერთად აუცილებელია ევრო­ატლანტიკური სტრუქტურების გაძ­ ლიერება და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების მათ რიგებში ინ­ ტეგრირების პროცესის დაჩქარება. თუმცა ეს მოითხოვს ფილიგრანულ მუშაობას, რომ ავიცილოთ რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერ­ თობების გამწვავება~.
გამოთხოვებისას ჰაველმა მადლობა გადაუხადა შევარდნაძეს საინ­ ტერესო და სასარგებლო საუბრისთვის და შეხვედრა ასეთი სიტყვებით დაასრულა: `მე დიდ პატივს ვცემ თქვენს მოღვაწეობას საბჭოთა კავში­ რის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე. ის მიმართული იყო კონტი­ ნენტზე არსებული განხეთქილების დაძლევისა და, შედეგად, ქვეყნების გათავისუფლებისკენ... ჩეხეთში არ ივიწყებენ, ვინ და როგორ ატარებდა ცხოვრებაში ახალი აზროვნების პოლიტიკას. იმაში, რომ დღეს ჩვენ დე­ მოკრატიული სახელმწიფო ვართ, თქვენი წვლილიც არის~.
ვაშინგტონში ადგილობრივი დროით 7 საათზე ჩავფრინდით, გადავ­ ჯექით ვერტმფრენებში და ბოლოს ავტომობილებით მივადექით ბლაირ ჰოუსე­ს, აშშ­ს პრეზიდენტის სტუმრებისათვის განკუთვნილ კომპლექსს. ეს შენობა, რომელიც პენსილვანია ავენიუზე, თეთრი სახლის მოპირდა­ პირე მხარეს მდებარეობს, ამერიკის მთავრობამ 1940­იან წლებში შეიძინა და იქ პრეზიდენტი ტრუმენი ცხოვრობდა, სანამ თეთრ სახლს არემონტებ­ დნენ. მშვენიერ ნომერში მომათავსეს. ოთახების კარი აქ არ იკეტება, გა­ საღებს არ გაძლევენ. დერეფნებში მაგიდებზე დღე და ღამე საუზმეულის სუფრებია გაშლილი ანაზდეულად მოშიებული სტუმრის დასანაყრებლად. ყველა კუთხეში უხვადაა ხილის წვენი, ჩაი და ყავა, ყველაფერი უფასოდ.

ბლაირ ჰოუსე ძალიან წააგავდა მზით განათებულ ბედნიერების სახლს, რო­ მელსაც წარმოვიდგენდი ხოლმე, როცა მამაჩემი ცდილობდა ბავშვების­ თვის აეხსნა, თუ რა არის კომუნიზმი. იმ საღამოს, როგორც იყო დათქმუ­ ლი, შევი ბეიკერებმა – ჯიმმა და სიუზანმა მოინახულეს.
დილის ოთხ საათზე გამეღვიძა. ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. ყო­ ველთვის ასე იყო, როცა ამერიკაში ჩავდიოდი. აქ მთავარია, აღარ შეეცადო დაძინებას, ძალიან დაიღლები და მთელი დღე მოთენთილი ივლი. ტელევიზორი ჩავრთე. ეკრანზე ნაცნობი სახე დავინახე – ჯოან ლანდენი, `დილა მშვიდობისა, ამერიკა~­ს უცვლელი წამყვანი. გამოვით­ ვალე, რომ მხოლოდ ცხრა წელი გასულიყო მას შემდეგ, რაც მის დი­ ლის პროგრამაში, პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მეუღლესთან, როზალინ­ თან ერთად გამოვედი და, ასე ვთქვათ, ვცდილობდი დამემეგობრებინა საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები ოჯახური გაცვლითი პროგ­ რამის – `ფრენდშიპ ფორსის~ საშუალებით.  ტელევიზორს  ხმა  დავუწიე და მასალების თვალიერება დავიწყე. წინა ღამით თეთრი სახლის თარ­ ჯიმანმა, დიმიტრი ზარეჩნიაკმა დამირეკა და პროცედურულ საქმეებზე მელაპარაკა. ვიღაცას ჩვენი წინასწარი ჯგუფიდან შეუშინებია, რუსუ­ ლად ხმა არავინ უნდა ამოიღოსო. დავაწყნარე, რომ ასე არ არის და მოვილაპარაკეთ – ამერიკის პრეზიდენტს ის თარგმნის ინგლისურიდან რუსულად, შევარდნაძეს კი მე ქართულიდან ინგლისურად.
კლინტონი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტთან დაგვხვდა ვიცე­პრე­ ზიდენტ ელ გორთან ერთად. თვალი პრეზიდენტის საწერი მაგიდისკენ გამექცა, სადაც ათწლეულებით ადრე ჰარი ტრუმენმა ფირფიტა დააყე­ ნა, წარწერით: თჰე ბუცკ სტოპს ჰერე.1 ოვალურ კაბინეტში პირველად ვიყავი და რაც მის შესახებ წამეკითხა და გამეგო, ჩემი თვალით მინდოდა მე­ ნახა, თუმცა ვინ მაცალა.
`კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თეთრ სახლში. – დაიწყო კლინ­ ტონმა. – თქვენ კარგად იცნობთ ამ ადგილს და თქვენც აქ კარგად გიცნობენ. საწყენია, რომ კარგი ამინდი ვერ დაგახვედრეთ~. `მე ამას ნაჩვევი ვარ. როცა პირველად ჩამოვფრინდი ვაშინგტონში, აქ ტაიფუნი
`გლორია~ ბობოქრობდა, – უპასუხა შევიმ და განაგრძო, – თუმცა, სა­  ნამ თეთრი სახლისკენ გამოვემართებოდი, მზემ გამოიხედა~.


კლინტონი: `ტაიფუნი ვაშინგტონში ჩვეულებრივი ამბავია~.
შევარდნაძე: `ამჟამად მთელ მსოფლიოში ერთადერთი წყნარი, მშვი­ დი ადგილი ყოფილი საბჭოთა კავშირია~.
ამ ხუმრობას ხმამაღალი სიცილი მოჰყვა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ უკვე შეიძლებოდა სერიოზული  საკითხების  დაყენება,  რომელ­ თა შორის შევარდნაძისათვის ძირითადი აფხაზეთიდან ლტოლვილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნება იყო. ამის განხორციელება კი მხოლოდ გაეროს სამშვიდობო ძალების ადგილზე ყოფნის პირობებში იყო შესაძლებელი.
აფხაზეთის პრობლემის შესახებ შევიმ კლინტონს დაახლოებით იგი­ ვე უთხრა, რაც პარიზში ბუტროს გალის. შესაძლოა მეტად იყო აქცენ­ ტირებული რუსი სამხედროებისა და ახლო აღმოსავლელი ისლამისტი მოხალისეების მონაწილეობა საომარ ოპერაციებში. ჩვენ არაერთხელ


შევეცადეთ შეგვეწყვიტა სისხლისღვრა, ხელი მოვაწერეთ ცეცხლის შეწყვეტის რამდენიმე ხელშეკრულებას, თუმცა ყველა ეს მცდელობა ამაო გამოდგა. ახლა ერთი იმედიღა დაგვრჩა – გაეროს უშიშროების საბჭო. თუ აფხაზეთში არ შევა გაეროს სამშვიდობო ძალები, ყველას ცუდი ამბები გველის~. კლინტონის აზრით, სამშვიდობო ძალების შეყ­ ვანა მას შემდეგ უნდა მომხდარიყო, რაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ცეცხლის განუახლებლობის მყარი გარანტიები. `ჩვენი  გამოცდილები­ დან გამომდინარე, თუ ცისფერ ჩაჩქანებს შორის იქნება მსხვერპლი, მთელი ოპერაცია კითხვის ქვეშ დადგება. – აღნიშნა მან.  –  დაბო­  ლოს, ისიც უნდა გითხრათ, რომ კონგრესის მხარდაჭერის გარეშე, გამიჭირდება მივიღო გადაწყვეტილება დახმარების თაობაზე, ანუ იმ თანხის გამოყოფაზე, რომლითაც უნდა დაფინანსდეს სამშვიდობო ოპე­რაცია აფხაზეთში. კონფლიქტის ზონაში, – უპასუხა შევარდნაძემ, – დარჩენილია მხოლოდ აფხაზური სამხედრო შენაერთები. საომარი მოქ­ მედებები იქ არ მიმდინარეობს. არათუ ქართული ჯარი, იქ ქართული მოსახლეობაც აღარ არის. ლტოლვილთა რაოდენობა ორჯერ აღემატება აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილთა რიცხვს. სამშვიდობო ძალები სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ უზრუნველყონ განდევნილთა დაუბრკოლებელი დაბრუნება. რაც შეეხება კონგრესს, მე ყველას მო­ ვივლი, ვისზეც რამეა დამოკიდებული~.
კლინტონის შემდგომი საუბრიდან ჩანდა, რომ მას კონგრესის მხარ­ დაჭერის იმედი არ აქვს. `კონგრესის  დაყოლიება  ძალიან  გამიჭირდე­  ბა, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაშიც კი ერთადერთი, რასაც ჩვენ შევ­ ძლებთ, არის სახსრების გამოყოფა ოპერაციის ჩასატარებლად. ჩვენ ვერ გავაგზავნით კონფლიქტის ზონაში ჩვენს ბიჭებს – ამერიკელი ხალხი ამაზე ვერ დათანხმდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სომალი­ ში მოხდა. და კიდევ ერთი რამ: ჯარების გამოყვანის თარიღი ზუსტად უნდა იყოს დადგენილი~.
შევი ასეთი პასუხისთვის მზად იყო. ჩვენ სხვადასხვა წყაროდან გვქონდა მიღებული ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე ამერიკელები, თუნ­ დაც საშინაო ფაქტორების გათვალისწინებით, ვერ დათანხმდებოდნენ საერთაშორისო სამშვიდობო ძალებში მონაწილეობაზე, და მაინც, ამის გაგონება თვით შეერთებული შტატების პრეზიდენტისაგან მისთვის ნაკლებად სასიამოვნო იყო. როგორც  არაერთხელ  წინათ,  იგი  შეეცა­  და აფხაზეთის კონფლიქტისთვის საერთაშორი
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge