ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
რენიკო საკანდელიძე - საქართველოში ფიზიოლოგიის ფუძემდებლის ივანე ბერიტაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა
ივანე სოლომონის ძე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს (ძვ. სტ. 29 დეკემბერს 1884წ.) კახეთის პატარა სოფელ ვეჯინში, რომელიც იმხანად ერთ-ერთ რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. ის მშობლების მეთერთმეტე შვილი იყო. მამამისი წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო. წერა-კითხვა პატარა ვანომ სოფლის სკოლაში ისწავლა. 1892 წელს მშობლებმა იგი დაწყებითი განათლების მისაღებად თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც დაჰყო 1899 წლამდე. ვანო ბერიტაშვილს სწავლის სიყვარული სწორედ თელავის სასულიერო სასწავლებელში გაღვიძებია, რადგან იმხანად სასწავლებელში ბევრი შესანიშნავი პედაგოგი და საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნება მოღვაწეობდა.
თელავის სასულიერო სასწავლებლიდან მამამ ვანო ტფილისის სასულიერო სასწავლებელში გადაიყვანა. ორი წლის სწავლის შემდეგ, 1901 წელს იგი ტფილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. სოლომონს სურდა, რომ ვაჟი მის კვალს გაჰყოლოდა და მღვდელ-მსახური გამოსულიყო.
სემინარიაში სწავლის დროს, 1902 წლის აპრილიდან, ვანომ დაიწყო დღიურის წარმოება. ჩანაწერებს თითქმის ყოველდღე აკეთებდა, ხან ქართულ, ხან კი რუსულ ენებზე. თავის ფიქრებს და გრძნობებს დღიურს ანდობდა და უზიარებდა. გასაოცარია ახალგაზრდა კაცის კრიტიკული დამოკიდებულება სასწავლებელში არსებულ ვითარებაზე, სოფელში არსებულ ცხოვრების წესზე, საკუთარი ოჯახის წევრებზე და სხვ. ის ვერ იტანდა უქმად ყოფნას, დროის ტყუილუბრალოდ ფლანგვას უაზრო მასლაათში, სტუმრად სიარულს ფორმალური მიზეზების გამო და ა.შ. მას ერჩია რაიმე წიგნი წაეკითხა და სულიერად, ინტელექტუალურად გამდიდრებულიყო. იშვიათად ლექსებსაც წერდა.
სემინარიაში ვანომ მისთვის დამახასიათებელი გულმოდგინეობით დაიწყო მეცადინეობა, მაგრამ შემდგომ სასწავლებელმა ძირეული ცვლილება მოახდინა ყმაწვილის აზროვნების განვითარებასა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. იმ დროისათვის თბილისის სასულიერო სემინარია რევოლუციურად განწყობილი მარქსისტი ახალგაზრდების საბუდარად გადაქცეულიყო. სემინარიაში გამეფებული შავრაზმული რეჟიმით აღშფოთებულმა ჭაბუკმა 1903 წელს მიატოვა სემინარია და სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში აქტიურად ჩაება. ივ. ბერიტაშვილი თავის ავტობიოგრაფიაში, რომლის სემინარიისადმი მიძღვნილი ნაწილი მან ჩაწერა 1940 წელს, ასე იგონებს იმ პერიოდს: `სემინარიამ მომცა ის, რაც არ შეეძლო მოეცა არც ერთ სკოლას, - ხანგრძლივი გონებრივი მეცადინეობის უნარი, მუშათა სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასთან მიერთება. არსებული ვითარების გამო, ივ. ბერიტაშვილმა გადაწყვიტა რუსეთში წასულიყო სასწავლებლად და განათლება მიეღო სოციალ-ეკონომიურ საკითხებში. იგი სათანადოდ მოემზადა და 1906 წელს ახალგაზრდა ივანემ წარმატებით ჩააბარა გამოცდები ტფილისის მე-2 გიმნაზიაში სიმწიფის ატესტატის მისაღებად. იგი თავდაპირველად გაემგზავრა მოსკოვს, ხოლო აქედან სანკტ-პეტერბურგს. დამოუკიდებელი ყმაწვილი კაცის შეხედულებები, აზროვნება და მისწრაფება ძალზედ უსწრებდა დროს. იმ პერიოდში მისდა სამწუხარდ, ხოლო შემდეგში საბედნიეროდ, სოციალურ-ეკონომიური მიმართულების ფაკულტეტი იმ დროისათვის არც მოსკოვისა და არც სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში არ აღმოჩნდა. ამის გამო ივანემ გადაწყვიტა დროებით პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე შესულიყო იმ იმედით, რომ მოგვიანებით გაიხსნებოდა მისთვის სასურველი მიმართულება. თუმცა იგი კარგად იცნობდა ბუნებისმეტყველ მეცნიერთა შრომებსც. მესამე კურსზე სწავლისას, სტუდენტი ივანე ისე გაიტაცა ფიზიოლოგიამ, რომ სულ გადაავიწყდა თავისი პირვანდელი გატაცება.
ბერიტაშვილმა, მესამე კურსის სტუდენტმა, ექსპერიმენტული კვლევა დაიწყო ცნობილი რუსი ფიზიოლოგის ნიკოლაი ვედენსკის (1852-1922 წწ.) ხელმძღვანელობით, რომელიც აგრეთვე გახლდათ მღვდლის შვილი და სწავლობდა სასულიერო სასწავლებელში. მსოფლიო ფიზიოლოგიური საზოგადოება მას იცნობს, როგორც ე.წ. `ოპტიმუმი~-სა და `პესიმუმი~-ს ფენომენების აღმომჩენს. მის ლაბორატორიაში ბერიტაშვილი სწავლობდა ჩონჩხის კუნთების რეციპროკული ინერვაციის პრობლემას და დაადგინა, რომ დორსალური რქის ლოკალური სტრიქნინიზაცია არ არღვევს `მოცილების~ რეფლექსის კოორდინაციას. მისი პირველი შრომა გამოქვეყნდა 1911 წელს. წინა წელს ბერიტაშვილმა დაამთავრა უნივერსიტეტი და ვედენსკიმ მიიწვია იგი უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში სამუშაოდ, თავდაპირველად 2,5 წლით, ხოლო შემდგომ კიდევ 2 წლით.
1911 წელს ბერიტაშვილი ნ.ვედენსკის რეკომენდაციით გაემგზავრა ქ. ყაზანს პროფ. ა. სამოილოვთან, ნერვებიდან და კუნთებიდან ელექტრული დენის სიმიანი გალვანომეტრით რეგისტრაციის მეთოდის ასათვისებლად. თავის მხრივ, სამოილოვმა აღნიშნული მეთოდი შეისწავლა 1904 წელს ქ. ლეიდენში ჰოლანდიელ ვილემ ეინტჰოვენთან მუშაობისას. (1921 წელს, ეინტჰოვენმა დაიმსახურა ნობელის პრემია ელექტროკარდიოგრაფიის აღმოჩენისათვის).
1914 წლის გაზაფხულზე, ვედენსკის მხარდაჭერით, ბერიტაშვილი გაემგზავრა ჰოლანდიის ქ. უტრეხტში, რუდოლფ მაგნუსთან სამუშაოდ, რათა აეთვისებინა ძუძუმწოვრებში ნეიროქირურგიული ოპერაციები (დეცერებრაცია, დორსალური ფესვების გადაჭრა და სხვ.), შეესწავლა სხეულის მდგომარეობის, კისრისა და ლაბირინთის ტონური რეფლექსები. პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო ბერიტაშვილი იძულებული შეიქნა შეეწყვიტა კვლევითი მუშაობა და დაბრუნებულიყო სანკტ-პეტერბურგში.
როგორც ცნობილი ამერიკელი მეცნიერი მერი ბრეზიე იგონებს, 1962 წლის აგვისტოში, ჰოლანდიის ქ. ლეიდენში ფიზიოლოგიურ მეცნიერებათა საერთაშორისო კონგრესის დროს. პროფესორი ბერიტაშვილი მეუღლესთან ერთად ესტუმრნენ რუდოლფ მაგნუსის საფლავს. `როდესაც ვიდექით ხეებს შორის და ვისმენდით ბერიტაშვილის სიტყვას, მიძღვნილს რუდოლფ მაგნუსისადმი, რომელსაც ის კითხულობდა გერმანულ ენაზე, ბედნიერი სამეცნიერო თანამშრომლობის მოგონებები წარმოგვიდგა, რომელიც ნახევარი საუკუნის წინათ ჩაისახა და რასაც ახლდა ძლიერი ნოსტალგია.
1915 წელს ბერიტაშვილმა დატოვა სანკტ-პეტერბურგი და გადავიდა ქ. ოდესაში, ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის საბუნებისმეტყველო განყოფილების ფიზიოლოგიის კათედრაზე. ერთი წლის შემდეგ ბერიტაშვილი არჩეული იქნა პრივატ-დოცენტად და დაევალა ნერვ-კუნთოვანი სისტემის ფიზიოლოგიის კურსის კითხვა. ამავე პერიოდში მან დაიწყო თავდაცვითი რეფლექსების შესწავლა ვ. ბეხტერევის მეთოდით.
1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ საქართვევლომ მცირე ხნით, 1918-1921 წლებში, მიიღო დამოუკიდებლობა. სწორედ ამ დროს, 1918 წელს სანკტ-პეტერბურგიდან დაბრუნებულმა ივანე ჯავახიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ტფილისის უნივერსიტეტი და ბერიტაშვილი მიიწვია ფიზიოლოგიის კათედრისა და ფიზიოლოგიის სასწავლო კურსის შესაქმნელად. 1919 წელს ბერიტაშვილმა დააარსა აღნიშნული კათედრა და ამ დროიდან მოყოლებული, პროგრესულად განავითარა ფიზიოლოგიის სწავლება და ექსპერიმენტული კვლევა საქართველოში. უკვე 1920-1921 წლებში მან გამოსცა ფიზიოლოგიის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო ორ ტომად, პრაქტიკულ წიგნთან ერთად, ხოლო 1922 წელს რუსულ ენაზეც. იმავე დროს მან ჩამოაყალიბა ფიზიოლოგიის კვლევითი ლაბორატორია და დაიწყო ინტენსიური მუშაობა. ამით ბერიტაშვილმა ხორცი შეასხა რუსეთში მოღვაწე ცნობილი ფიზიოლოგის ივანე თარხნიშვილის (1846-1908 წწ.) ოცნებას - საქართველოში არსებულიყო ფიზიოლოგიური ლაბორატორია.
1937 წელს ბერიტაშვილმა გამოაქვეყნა ფუნდამენტური სახელმძღვანელო მოსკოვში, რუსულ ენაზე, სახელწოდებით `Общая физиология мышечной и нервной системы~, რომლისთვისაც იგი დაჯილდოვდა სტალინური პრემიით 1941 წელს. შემდგომ ამ წიგნის შესწორებული და გაფართოებული გამოცემები დაიბეჭდა 1947 და 1959 წლებში. ეს წიგნი სამაგიდო სახელმძღვანელოს წარმოადგენდა `საბჭოთა~ ფიზიოლოგების მრავალი თაობისათვის. კიდევ ორი ფუნდამენტური მონოგრაფია - `Общая физиология нервной системы~ (მეორე გამოცემა 1948 წ., მესამე შესწორებული და გაფართოებული 1966 წ.) და `Структура и функция коры головного мозга~, 1969 წელს, - გამოიცა მოსკოვში.
1935 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის ლაბორატორიის ბაზაზე ბერიტაშვილმა დააარსა ფიზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც ფაქტიურად დაარსებისთანავე (ბერიტაშვილის დაბადებიდან 50 და სამეცნიერო მოღვაწეობიდან 25 წლისთავის გამო) მიენიჭა მისი სახელი. სულ მალე ინსტიტუტი გადაიქცა ფიზიოლოგიისა და ნერვული სისტემის კვლევის ერთ-ერთ წამყვან ცენტრად. ამავე პერიოდში მან საფუძველი ჩაუყარა ფიზიოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებულების გამოცემას, რომლის პირველი ტომი უკვე 1936 წელს დაიბეჭდა.
1938 წელს ივანე ბერიტაშვილი დაჯილდოვდა ივ. პავლოვის სახელობის პრემიით მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რომელიც მან შეიტანა პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის შესწავლაში. ხოლო 1962 წელს ივ. ბერიტაშვილი დაჯილდოვდა ივ. სეჩენოვის სახელობის პრემიით წიგნისათვის `Нервные механизмы поведения высших позвоночных животных~, რომელიც ჰ. ჯასპერის თანადგომით ითარგმნა რუსულიდან ინგლისურ ენაზე ამერიკელი პროფესორის უოლტერ ტ. ლიბერსონის მიერ და გამოიცა ქ. ბოსტონში (აშშ).
1939 წელს ბერიტაშვილმა დააარსა საქართველოს ფიზიოლოგთა, ბიოქიმიკოსთა და ფარმაკოლოგთა საზოგადოება. იმავე წელს იგი არჩეული იქნა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, ხოლო 1944 წლიდან იგი იყო საბჭოთა კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი წევრი და აკადემიკოსი.
1941წ. ის იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი ორგანიზატორი დამფუძნებელი და ბიოსამედიცინო მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელი. 1935 წ. მას მიენიწა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
ის გახლდათ მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი და საპატიო წევრი:
კერძოდ, 1965წ. ამერიკის ელექტროენცეფალოგრაფიული საზოგადოების, ხოლო 1959წლიდან ნიუ-იორკის მეცნიერბათა აკადემიის საპატიო წევრია, 1960წ. ამერიკელ ფიზიოლოგებთან ერთად არის “ტვინის კვლევის საერთაშოსო ორგანიზაციის (IBღO)” დამფუძნებელი, 1969 წლიდან არის “უმაღლესი ნერვული მოქმედების საერთაშორისო კოლეგიის” და ამერიკის ბიოლოგია-ფსიქიატრიის, ხოლო 1970 წლიდან ივანე პავლოვის სახელობის ფიზიოლოგთა სრულიად საკავშირო საზოგადოებების საპატიო წევრი.
ივ. ბერიტაშვილი იყო სულისჩამდგმელი ამიერკავკასიის რესპუბლიკების ფიზიოლოგთა, ბიოქიმიკოსთა და ფარმაკოლოგთა ყრილობების მოწვევისა, რომლებიც მორიგეობით იმართებოდა ამ რესპუბლიკებში. პირველი ყრილობა გაიმართა ერევანში 1948 წელს. საქართველოში თბილისის გარდა ის იმართებოდა ბორჯომსა და წყალტუბოში. სამწუხაროდ, ბერიტაშვილის გარდაცვალების შემდეგ ეს ყრილობები აღარ გამართულა.
ხანგრძლივი და აქტიური სიცოცხლის მანძილზე ბერიტაშვილი იყო თითქმის 400 სამეცნიერო შრომის, მათ შორის მრავალი მიმოხილვითი სტატიის ავტორი. აღსანიშნავია რომ, შრომებს იგი თავად წერდა და არასოდეს მიეწერებოდა თავის თანამშრომლების სტატიებსა და თეზისებს. მან გამოსცა 12 მონოგრაფია, ფუნდამენტური 3-ტომიანი მონოგრაფია-სახელმძღვანელო, 2-ტომიანი სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, რომელთა გადამუშავებული და შევსებული გამოცემები რამდენჯერმე დაიბეჭდა. მან გამოსცა თავისი პირველი წიგნი 1916 წელს, 32 წლის ასაკში, ხოლო უკანასკნელი მონოგრაფია, შესწორებული და გაფართოებული 1974 წელს, მისი გარდაცვალების წელს, თითქმის 90 წლის ასაკში. სულ მალე მისი გარდაცვალებიდან რჩეული შრომების დიდტანიანი კრებული გამოიცა მოსკოვში რუსულ ენაზე, ხოლო მეორე, უფრო დიდი კრებული, მიძღვნილი მისი დაბადებიდან 100 წლისთავისადმი, გამოიცა თბილისში.
ივანე პავლოვის მსგავსად, ივანე ბერიტაშვილი გარდაიცვალა პნევმონიით 1974 წლის 29 დეკემბერს, მისი დაბადებიდან 90-ე წლისთავის იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე. იგი დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში, უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის სიახლოვეს.
ივანე ბერიტაშვილი სანკტ-პეტერბურგში
ივანე ბერიტაშვილის სამეცნიერო გენეალოგია დაკავშირებულია სანკტ-პეტერბურგის ფიზიოლოგიურ სკოლასთან. მანამდე, 1877-1895 წლებში სანკტ-პეტერბურგის სამხედრო-ქირურგიულ აკადემიაში მოღვაწეობდა ივანე თარხნიშვილი, რომელიც აქ ხელმძღვანელობდა ფიზიოლოგიის კათედრას. როცა ის გარდაიცვალა ივანე ბერიტაშვილი მეორე კურსის სტუდენტი იყო. უკვე მესამე კურსიდან მან მთელი თავისი ცხოვრება ფიზიოლოგიას დაუკავშირა. პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში (ხელმძღვანელი ნიკოლაი ვედენსკი) ის გაიზარდა და ჩამოყალიბდა მსოფლიო მასშტაბის თვალსაჩინო მეცნიერად. იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ბერიტაშვილმა წარმატებით გამოიყენა თბილისში ქართული ფიზიოლოგიური და ნეირობიოლოგიური სკოლების ჩამოსაყალიბებლად.
სტუდენტი ივანე ბერიტაშვილი ვედენსკის ლაბორატორიაში მივიდა 1909 წლის აპრილში, ფიზიოლოგიაში ლაბორატორიული პრაქტიკის გავლის შემდეგ. ამ პერიოდში ვედენსკი შეისწავლიდა სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების გავლენას ზურგის ტვინის რეფლექსების ცენტრებზე. მან ბერიტაშვილს ამოცანად მისცა ამ რეფლექსებზე ქიმიური ნივთიერების - სტრიქნინის, ლოკალური აპლიკაციის გავლენის შესწავლა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ბერიტაშვილმა, უაღრესად მონდომებულმა სტუდენტმა, ვადაზე ადრე ჩააბარა გამოცდები მესამე და მეოთხე კურსის საგნებში, რათა სწავლების ბოლო წელს დრო არ დაეკარგა ლექცია-სემინარებზე დასწრებით და მთელი დრო დაეთმო ლაბორატორიაში ინტენსიური მუშაობისთვის. წელიწადნახევრის შემდეგ მან წარადგინა კვლევის შედეგები, როგორც სადიპლომო ნაშრომი, რომელიც შემდგომ გამოქვეყნდა სტატიის სახით. ამ ნაშრომისათვის იგი დაჯილდოვდა პირველი ხარისხის დიპლომით. ეს ფაქტი ნათლად მიუთითებს, თუ როგორი ენთუზიასტი და ბეჯითი ახალგაზრდა იყო ივანე. მართლაც, მის პირველ პუბლიკაციებში ბერიტაშვილი წარმოდგა, როგორც თამამი, დამოუკიდებელი მეცნიერი. მნიშვნელოვანია ხაზგასმით ითქვას, რომ ჩონჩხის კუნთების რეციპროკული ინერვაციის შესწავლით იგი გასცდა ი. სეჩენოვის შრომას ზოგადი შეკავების შესახებ.
ბერიტაშვილის დასკვნა განსხვავდებოდა მისი მასწავლებლის- ვედენსკის კონცეფციისგან. თავის პირველ სტატიაში, რომელიც ორ ნაწილად გამოვიდა 1911 წელს, ი. ბერიტაშვილმა აჩვენა განსხვავებული შედეგები, რომ ზურგის ტვინის მხოლოდ ერთი სეგმენტის მოწამვლა მკაცრად ზრდის მის რეფლექსურ მოქმედებას; ამდენად, აგზნებისა და შეკავების პროცესების ურთიერთქმედების ბუნება დამოკიდებულია მხოლოდ ზურგის ტვინის მაკოორდინირებელი `აპარატის~ აქტივობაზე.
შემდგომ ამისა, ვედენსკისა და სხვათა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ბერიტაშვილმა აჩვენა, რომ რეციპროკული შეკავება არ აღმოცენდება აგზნების სუსტი ფორმიდან, არამედ მის ნაცვლად, - როგორც ცნობილი ინგლისელი მეცნიერი ჩარლზ შერინგტონი (1857-1952 წწ.) ვარაუდობდა, - უნდა წარმოადგენდეს აგზნების ზუსტად საწინააღმდეგოს. ბერიტაშვილი იმდენად იყო აღფრთოვანებული ამ შედეგებით, რომ სასწრაფოდ სურდა ეცნობებინა ამის შესახებ შერინგტონისათვის ტელეგრაფით, მაგრამ გადააფიქრებინა, პროფესორმა ა. უხტომსკიმ. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ბერიტაშვილმა მაინც მიიღო ორი უაღრესად დადებითი გამოხმაურება შერინგტონისგან მის მიერ Pფლუგერ'ს Aრცჰივე-ში გამოქვეყნებულ სტატიებზე.
ე. ედრიანი, რომელმაც გაინაწილა 1932 წელს ნობელის პრემია შერინგტონთან ერთად, მოგვიანებით იგონებდა თავის წერილში, რომელიც გამოქვეყნდა ბერიტაშვილის 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილ შრომათა კრებულში, - რომ `პროფესორ ბერიტაშვილის შრომის გაცნობა მე მაბრუნებს საწყის პერიოდთან - 1913 წელთან, როდესაც ის იყო 28 წლის, ხოლო მე - 24. ბერიტაშვილი მუშაობდა, როგორც მახსოვს, პროფესორ ვედენსკის ლაბორატორიაში სანკტ-პეტერბურგში, ხოლო მე ვიყავი კეიტ ლუკასის მოწაფე პროფესორ ლენგლის განყოფილებაში, კემბრიჯში. ბერიტაშვილი და მე, ორივე ვსწავლობდით იმპულსის გავრცელებას ნერვულ ბოჭკოებში. ნერვის ან კუნთის `მოქმედების დენის~ ჩასაწერად კეიტ ლუკასი იყენებდა `კაპილარულ ელექტრომეტრს~, ჩვენზე ორივეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ი.ს. ბერიტაშვილის სტატიამ სათაურით "ძურ Kენნტნის დერ Eრრეგუნგსრჰყტჰმიკ დეს Nერვენ - უნდ Mუსკელსყსტემს", ძეიტსცჰრიფტ ფურ Bიოლოგიე, 62 Bამდ, 1913. ბერიტაშვილი იყენებდა ეინტჰოვენის სიმიან გალვანომეტრს, რომელიც საკმაოდ მგრძნობიარე იყო, რათა ეჩვენებინა ნერვულ ღეროში მოქმედების პოტენციალის წარმოქმნა, რაც ადასტურებდა, რომ ყველა ნერვული ბოჭკო ერთად იყო ჩართული მოქმედებაში (Aდრიან, 1975).
როგორც აღვნიშნეთ, თავის პირველ სტატიაში ბერიტაშვილი გამოვიდა მისი პროფესორის, პარაბიოზის თეორიის მოწინააღმდეგედ და აღწერა აგზნებისა და შეკავების პროცესები, როგორც ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ფენომენები. ეს დასკვნა უფრო მკაცრად და გარკვევით იქნა წარმოდგენილი მის პირველ მონოგრაფიაში, რომელიც წარუდგინა სანკტ-პეტერბურგის (პეტროგრადის) საუნივერსიტეტო საბჭოს, როგორც სამაგისტრო დისერტაცია. ამ წიგნის ზერელე გადახედვაც კი არწმუნებს მნახველს, რომ იგი სრულიად შეესაბამება და აკმაყოფილებს არა თუ სამაგისტრო, არამედ სადოქტორო ხარისხის მოთხოვნებს.
1917 წლის აპრილში პავლოვმა უაღრესად დადებითი და საქები შეფასება მისცა ბერიტაშვილის წიგნს. კერძოდ, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერიტაშვილის აღმოჩენას, რეციპროკული შეკავების რითმული ბუნების შესახებ, დიდი მნიშვნელობა გააჩნია. ასევე მან თქვა, რომ `საზოგადოდ, ახალგაზრდა ფიზიოლოგის შრომებში ნათლად გამოსჭვივის ავტორის კრიტიკული აზროვნება, ინიციატივის ძლიერი უნარი, ექსპერიმენტული ოსტატობა და შემოქმედებითი ენთუზიაზმი~.
თუმცა, ამას წინ უსწრებდა უაღრესად არასასიამოვნო ფაქტი იმისა, რომ პეტროგრადის საუნივერსიტეტო საბჭომ ნება არ დართო ბერიტაშვილს დაეცვა სამაგისტრო დისერტაცია ვედენსკის კრიტიკული დასკვნის გამო. ფორმალური მიზეზი კი ის იყო, როგორც ვედენსკი წერდა თავის დასკვნაში, რომ ბერიტაშვილის წიგნში თავმოყრილია სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სტატიები, რომლებიც არ არიან კონცეპტუალურ ერთიანობაში. მეორე ფორმალური მიზეზი იყო ის, რომ სამაგისტრო ფიზიოლოგიის გამოცდაში მას ჰქონდა დაბალი, `დამაკმაყოფილებელი~ ნიშანი. საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე აქაც ნ. ვედენსკი იყო.
როგორც ბერიტაშვილი იგონებს თავის მემუარებში (1969), იგი იმ დროს იმდენად იყო გატაცებული ლაბორატორიაში ექსპერიმენტული მუშაობით, რომ სრულიად უპასუხისმგებლოდ მოეკიდა სამაგისტრო გამოცდებს და მხოლოდ `დამაკმაყოფილებელი~ ნიშნები დაიმსახურა. მოგვიანებით, სპეციალური მომზადების შემდეგ, მან წარმატებით გადააბარა ეს გამოცდები, მაგრამ დისერტაციის დაცვა ვეღარ მოახერხა რუსეთში დიდი არეულობის გამო, აგრეთვე იმის გამო, რომ საცხოვრებლად და სამუშაოდ გადავიდა ოდესაში, ხოლო შემდეგ კი დაბრუნდა საქართველოში.
აქ უნდა აიღნიშნოს, რომ ერთის მხრივ, მონოგრაფიის დაწერა და გამოქვეყნება, რომელიც შეიცავდა ვედენსკის პარაბიოზის ძირითადი დოქტრინის მწვავე კომენტარებს და ხელმძღვანელის სამეცნიერო კრედოს დაუფარავ კრიტიკას, მიუთითებს სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში არსებულ დამოუკიდებელი კვლევისა და სამეცნიერო აზროვნების თავისუფლებაზე. მაგრამ მეორეს მხრივ, სავარაუდოდ, სწორედ ამ წიგნის გამო ბერიტაშვილი იძულებული იქნა მიეტოვებინა უნივერსიტეტი და პეტროგრადი 1915 წლის ბოლოსთვის. ამ შემთხვევაში ფორმალური მიზეზი შეიქმნა ის, რომ 4,5 წლიანი მუშაობის შემდეგ, მას ვერ გამოუყვეს ვერც ასისტენტის ადგილი კათედრაზე და ვერც მკვლევარის ადგილი ლაბორატორიაში.
სამოილოვისადმი გაგზავნილ წერილში ბერიტაშვილი აღწერს, თუ რა მძიმე პირობებში უწევდა ცხოვრება და წიგნზე მუშაობა, უსახსროდ დარჩენილი, მხოლოდ წყალზე და პურზე იყო, და ამ უკანასკნელითაც მომჭირნედ იკვებებოდა. მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, ბერიტაშვილმა თავის წიგნში გამოკვეთა ღრმა, მისთვის იდუმალი სამეცნიერო იდეები, რომელთაც იგი ატარებდა მრავალი წლის მანძილზე და ჩვენს წინაშე წარმოდგა, როგორც პირდაპირი, უკომპრომისო და არაკონფორმისტული პიროვნება, თავისი მოსაზრებების დამცველი განურჩევლად ავტორიტეტებისა. არ დაეთანხმა ბერიტაშვილი თავის პროფესორს - ვედენსკის, მის მიერ მიღებული ექსპერიმენტული შედეგების ახსნაში.
მიუხედავად გარკვეული რთული ურთიერთობებისა ოსტატსა და შეგირდს შორის, ი. ბერიტაშვილი ყოველთვის მადლიერი იყო ვედენსკისა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის მეცნიერად ჩამოყალიბებაში, და აგრეთვე კვლევით მუშაობაში იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იჩენდა ცნობილი პროფესორი ახალგაზრდა მეცნიერისადმი. ამას ბერიტაშვილი ხაზგასმით აღნიშნავდა თავის პირველი წიგნის შესავალში. მოგვიანებით, ის თავის მემუარებში წერდა: `ცხოვრებაში მე მქონდა რამდენიმე კრიტიკული მომენტი, როდესაც ვმუშაობდი ვედენსკის ლაბორატორიაში, მაგრამ ყველა ისინი უაღრესად წამადგნენ შემდგომ სამეცნიერო მოღვაწეობაში~.
მის სამეცნიერო ხარისხთან დაკავშირებით, როგორც დაშვებული შეცდომების გამოსწორება, სანკტ-პეტერბურგის (ლენინგრადის) უნივერსიტეტმა 1935 წელს ბერიტაშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი დაბადებიდან 50-ე და სამეცნიერო მოღვაწეობის 25-ე წლისთავის გამო.
ივანე ბერიტაშვილი სამუშაოდ გადავიდა ქ. ოდესაში, ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში, სადაც დაჰყო ოთხი წელი 1915 წლის შემოდგომიდან 1919 წლის შემოდგომამდე. იგი არჩეული იქნა პრივატ-დოცენტად, კითხულობდა ლექციებს და დიდი სიბეჯითით მუშაობდა ლაბორატორიაში.
1919 წლის სექტემბერში ახლადქორწინებული მეუღლესთან ერთად ოდესიდან გემით გამოემგზავრა საქართველოში.
ტფილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელთან წინასწარი მოლაპარაკების შედეგად 1919 წლის შემოდგომიდან ივანე ბერიტაშვილი შეუდგა ფიზიოლოგიის სასწავლო კურსის კითხვას ექსპერიმენტული დემონსტრაციებით და აგრეთვე კვლევით მუშაობას. აქ, მშობლიურ მიწაზე, მან მყარი საფუძველი ჩაუყარა ფიზიოლოგიისა და ნეირომეცნიერების ქართულ ეროვნულ სკოლებს, სამეცნიერო ტრადიციებსა და ექსპერიმენტულ პრაქტიკას, რომელთაც დღეს აგრძელებს ქართველ მკვლევართა მეექვსე თაობა.
უაღრესად რთულ პირობებში უხდებოდა ივანე ბერიტაშვილს სრულიად ახალი სამეცნიერო მიმართულების განვითარება სამშობლოში. როდესაც იგი ოდესიდან თბილისში გადმოვიდა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მას საკმაოდ დიდი ფართობი გამოუყო ლაბორატორიის მოსაწყობად. მაგრამ ცარიელი კედლების მეტი არაფერი იყო. საქართველოში ფიზიოლოგიური ხელსაწყოები არსად მოიძებნებოდა, უცხოური აპარატურის შესაძენი ფული კი უნივერსიტეტს არ გააჩნდა.
პატრიოტული სულისკვეთებით გულანთებულმა ახალგაზრდა მეცნიერმა დიდი ორგანიზატორული ნიჭი გამოვლინა და სულ მალე იპოვა გამოსავალი. მან თბილისის სხვადასხვა სახელოსნოს დაუკვეთა ზოგიერთი ხელსაწყო, ხოლო შემდგომ ლაბორატორიასთან გახსნა მექანიკური სახელოსნო. ამ მიზნით ბერიტაშვილმა სამუშაოდ მიიწვია თავისი საქმის შესანიშნავი ოსტატი კარლ შტრაუსი, რომელმაც უმოკლეს ვადაში დაამზადა სხვადასხვა ხელსაწყო არა მარტო სტუდენტებთან პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად, არამედ კვლევითი მუშაობისთვისაც. შემდგომ ბერიტაშვილმა ისიც მოახერხა, რომ საქართველოს შავი ქვის (მარგანეცის) მრეწველობის სააქციო საზოგადოების ფინანსური დახმარებით გერმანიიდან გამოიწერა იმ დროისათვის მეტად იშვიათი აპარატურა, მათ შორის სიმიანი გალვანომეტრი ელექტროფიზიოლოგიური ექსპერიმენტებისთვის. ამასობაში მოგვარდა სხვა ორგანიზაციული საკითხებიც: აშენდა ვივარიუმი ცხოველების შესანახად და გამოიყო მომვლელი პერსონალის შტატი; სტუდენტი ახალგაზრდები დაინტერესდნენ ფიზიოლოგიით და მხარში ამოუდგნენ ახალგაზრდა მასწავლებელს. შემდგომში სწორედ ეს ფიზიოლოგიური ლაბორატორია გახდა საფუძველი კვლევითი ინსტიტუტის დასაარსებლად.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

ახალი სტატიები
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ზურაბ ვახანია - სიცოცხლის ფილოსოფია და მიღმასწრაფება
გიგა ქურციკიძე - ნელთბილობა, ანუ არც იქითობა, არც აქეთობა
გორვანელი - ცნებობრივი აღრევა (დემოკრიტე, პლატონი, არისტოტელე)
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
სალომე გოგოლაძე - ლექსები
ნინიკო მშვიდობაძე - ლექსები
კარლ გუსტავ იუნგი - თანამედროვე საზოგადოებაში ინდივიდის გაჭირვებული მდგომარეობა (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
ნინო დარბაისელი - ლექსები
გიორგი გოგოლაშვილი - მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ (ქეთევან ლომთათიძეზე)
იოსებ ჭუმბურიძე - მომცრო სტატიის უკიდეგანო სივრცე, ანუ განსაკუთრებული არაფერი ხდება?!