გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გაგა გოგრიჭიანი - ლექსები

                                                                                გაგა გოგრიჭიანი დაიბადა 1995 წლის 21 თებერვალს, ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა ისტორიის სპეციალობა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წელს. შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო 2014 წელს და გორვანელთან (ლევან გოგაბერიშვილი) ერთად დააფუძნა პოეზიის გჯუფი ,,ედელვაისი", რომელშიც 5 წევრი შედიოდა, ჯგუფმა 10 თვე იარსება და ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქუთაისის ლიტერატურულ ცხოვრებაში. გაგა გოგრიჭიანმა გამართა პოეზიის მრავალი საღამო, მისი ლექსები დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტსივრცეში. გოგრიჭიანის პოეზიაში დიდი როლი უჭირავს სოციალურ თემებს, ის ცდილობს, რომ პოეტურად ასახოს თანამედროვე საზოგადოების ფსიქოლოგია. ჟურნალი ,,აფინაჟის" რედაქცია გაგა გოგრიჭიანს წარმატებებს უსურვებს!     


ემიგრანტებს
ურთულესია მიატოვოთ თქვენი ოჯახი,
რამდენჯერ ცრემლი შეშრობია თქვენივე თვალებს,
ციხესავით გაქვთ საცხოვრებლად ერთი ოთახი,
თქვენ გენაცვალეთ მაგ ხელებში – ემიგრანტ ქალებს.
თქვენი შვილები დროს ითვლიან უკვე წამებით,
ენატრებით და მონატრების ფიქრში დნებიან,
უჭირთ უდედოდ თავი გააქვთ მათაც წვალებით,
მაინც საყვარელ, ქალ–ვაჟებად ყალიბდებიან.
და თქვენი ქმრები? კაცის სულში იცით რა ხდება?
თითო სუნთქვაზე ელოდება გული გახევას,
როცა მზე ჩადის და სინათლე ლამის მთავრდება,
ღვინით ლოცავენ – თავის სატრფოს, თავის ნახევარს.
რამდენის ბებო წასულია დიდი ხანია,
და რათქმაუნდა დრო–ჟამს წლები თავად მიითვლის,
უნდა ჩამოსვლა იცის აქეთ მისი სახლია,
ერთი სული აქვს როდის ნახავს შვილს და შვილიშვილს.
თქვენი სამშობლო მოწიწებით თქვენ გელოდებათ,
და მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას კვლავ აქვს გრძნობები,
უნდა, რომ მასში გააგრძელოთ ისევ ცხოვრება,
ნანობს, ვერ შექმნა სათანადო მან პირობები.
ემიგრანტებო გთხოვთ თქვენს სახლში მალე იყავით,
მანდ დაბრუნებას იმედი მაქვს აღარ აპირებთ,
იძულებული, რომ გაგხადათ წასულიყავით,
მე იმ მთავრობის და ალბათ თქვენც დედა ვატირეთ.


***
არ წაეჩხუბოთ თქვენს მამაკაცს, როცა დათვრება
ღამის ლამაზად გათენება მასაც აღირსეთ,
კაცსაც გული აქვს არვინ იცის მასში რა ხდება,
მოფერებაში – სიყვარულში გამოაფხიზლეთ.
არ წაეჩხუბოთ თქვენს მამაკაცს ზედმეტს თუ დალევს,
ვერ გაამტყნუნებ არეული ვფიქრობ დრო დადგა,
რა დააშავა ყველა ჭიქა თუ დაუთვალეს,
ან სახლში თუ კი მეგობრებთან ერთად მოგადგა.
არ წაეჩხუბოთ თქვენს მამაკაცს თუ დალევს ხშირად,
ან ძმა ბიჭებში ალკოჰოლით თუ კი გაერთო,
ჩამოუჯექი, ეამბორე, და ჰკითხე მშვიდად,
შენს სიყვარულში დათვრა იქნებ კაცი საერთოდ.
არ წაეჩხუბოთ თქვენს მამაკაცს თუ კი არ იმჩნევს,
და ეძალება უსათუოდ ძირძველ იუმორს,
მის გონებაში დამერწმუნეთ გაუჰყვა ფიქრებს,
და არ უნდა, რომ ამის გამო ინერვიულოთ.
არ წაეჩხუბოთ თქვენს მამაკაცს ვაჟკაცად გაზრდილს,
ნუ შეეცდებით სიმყუდროვე მასში არიოთ,
ცალ–ცალკე ქეიფს ვგრძნობ არააქვს ხიბლი და აზრი,
და ამიტომაც აჯობებს, რომ ერთად დალიოთ.


***
ეგ კაბა არ გინდა – მეორე ჩაიცვი,
რაც უნდათ იგი თქვან ფეხებზე მკიდია,
თვალებზე რაც გინდა ის გრიმი წაისვი,
ამ ხალხს რას გავუგებთ ჭრელი და დიდია.
წითელი პომადა გიხდება ძვირფასო,
და აიფონიც არ დატოვო საწოლზე,
ჩემს გულში საოცრად , საოცრად ძვირს ფასობ,
ეგ შენი ღიმილი შენს თავს კვლავ მაწონებს.
საჭესთან დაჯექი შენს გვერდით ვიქნები,
რომ დალევ მერე კი ადგილი გავცვალოთ,
მიყვარხარ, ისე, რომ შენთან ვარ ფიქრებით,
მინდა, რომ ცხოვრება უბრალოდ გაცალო.
სულ გაგაძლიეროს ყოველმა ნაბიჯმა,
მჯერა, რომ იქნები ლამაზი ორსული,
მინდა თქვან რა გოგო შეაბა ამ ბიჭმა,
ერთხელ ვართ ამ ქვეყნად ისედაც მოსული.
ისეთი იყავი, როგორიც შენ გინდა,
რაც უნდათ იგი თქვან ფეხებზე მკიდია,
მთავარი ის არის ჩემი ხარ შიგნიდან,
დრო არის გავიდეთ  – ენები იცდიან..


***
მეუღლე მინდა რომ გიწოდო ამ ღამეს,    
მამაშენს თავდახრით მე შევთხოვ შენდობას
ვალსის ცეკვის დროს გადავრევთ სამ მთვარეს,
სამივეს ჯინაზე გიწოდებ დედოფალს.
ვფიქრობ  დედაშენიიქნებაავსული,
ალბათ მე მომხვდება მისი ბოლო ტყვია,
უნდა მოვტაცო გაზრდილი ასული,
უნდა გავიმეტო, რა ვქნა სიდედრია.
და ძმას კი როგორმე მოვთაფლავ ფერებით,
ცხოვრებამ მასწავლა ნიღბების მორგება,
მთელი ცხოვრება გატარებ ხელებით,
შენს ოჯახს დაეცა ჯეკპოტის მოგება.
არ ვამბობ ტყუილად, არასდროს არაფერს,
ეს ბიჭი სიმართლეს გულწრფელად გპირდება,
სასიძო გეძლევათ ბევრად უკეთესი
ვიდრე თქვენ ინატრებთ, ვიდრე თქვენ  გჭირდებათ.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge