გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი აბრამალაძე - ლექსები

                                                      გიორგი აბრამალაძე დაიბადა 1996 წლის 24 თებერვალს, ქალაქ ვანში. 2018 წელს დაამთავრა ისტორიის სპეციალობა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შემოქმედებითი სვლა 2014 წლიდან დაიწყო, მისი ლექსები დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტსივრცეში. მის ლექსებში იგრძნობა უშუალობა და ბუნებრივობა, ცდილობს საკუთარი სათქმელი გულწრფელად გადმოსცეს. უბოროტო ადამიანია. ჟურნალის რედაქცია გიორგი აბრამალაძეს უსურვებს წარმატებებს!


დედა
თუ რამე გტკივა გვაწუხებს
მანამდე გრძნობს და ხედავს
მინდა ეს ლექსი მივუძღვნა
მე მთელი გულით დედას

გაგვაჩინა და გაგვზარდა
გვასწავლა ცხოვრების ხედვა
გაჭივრებაში და ლხინშიც
სულ გვერდით გვიდგას დედა

როდესაც განვლილ ცხოვრებას
ღიმილით გადავხედავ
არასდროს მცემდა პირიქით
გულში მიკრავდა დედა

იავნანასაც მიმღერდა
იადონივით ჟღერდა
ისე ვერავინ გაგიგებს
როგორც მშობელი დედა

არადა ხშირად ვაბრაზებ
და ზოგჯერ ზედმეტს ვბედავ
გული თუ ტკივა არ იმჩნევს
მაინც იღიმის დედა

9 თვე ხომ მუცლით გვატარა
სამყაროს შეგვახედა
ჰოდა ბიჭებო ამ ხელის
გულზე ვატაროთ დედა

რამდენჯერ ჩვენზე ფიქრებში
დღეები დაგათენდათ
ხელი არასდროს გამიშვა
დედიკო დედი დედა


სამყაროს ხედვა გვასწავლეს
მათ გაგვინათეს მზედა
არასდროს გაგვიჭირდება
სანამ გვერდით გვყავს დედა.


ისე მენატრები
ისე მენატრები სიტყვით რომ ვერ ავღწერ
ჩემში შენ დამკვიდრდი როგორც არითმია
კალამს ავიღებ და ისევ შენზე დავწერ
მთელი ჩემი გული შენთვის დამითმია

ისე შემიყვარდი თავბრუ მეხვეოდა
ზოგიც ამბობდა რომ სიცხემ აუწია
გულში მე შნს გარდა არვინ მეტეოდა
მახსოვს ეგ ტუჩები კოცნას გაუთბია

ისევ გამახსენდა შენი თმის სურნელი
შენგან ნაფერებს რომ კოცნით შემრჩენია
ჩემო ერთადერთო შენ ხარ ის სულელი
ამდენი წელი რომ გულში ჩამრჩენია

მე ვერასდროს გითხარ ჩემი გულის დარდი
ზოგჯერ შენგან მარტოს ცრემლიც დამდენია
ჩემგან ვერ გაიგე ისე შემიყვარდი
ცაზე ვარსკვლავს ვითვლი ისიც ამერია

მაგრამ შემიყვარდი მაგრად შემიყვარდი
ჩემო ერთადერტო მხოლოდ ჩემი გქვია
შენ ხარ გაზაფხულის ერთადერთი ვარდი
მე თუ გიღალატო დამახალე ტყვია.


კაცის მოღალატე ცოლებს
ისე შეიცვალა ყველა
უკვე თავს ვინ გაგიტოლებს
ეხლა თქვენ მოგმართავთ ლექსით
კაცის მოღალატე ცოლებს


რატომ არ აფასებ ცდილობს
მუდამ ხელის გულზე ჰყავდე
ნუთუ დაგავიწყდა ფიცი
შენს ქმართან ერთად რომ დადე


ვიცი დამერწმუნე კარგო
შენს გამო ყველაფერს შესძლებს
კაცსაც სიამოვნებს სითბო
შენ კი დაივიწყე ესეც


ისევ იგვიანებ სახლში
უკვე მერამდენე ტყვილი
ქმარი თუ კი არ გადარდებს
შეიცოდე მაინც შვილი


მისი სიცოცხლე და გული
რატომ გავიწყდება შენხარ
ნეტა რაზე ფიქრობ მაშინ
როცა სხვის საწოლში წევხარ


ცოლად რომ გაჰყევი ალბათ
შენთვის დრო გაჩერდა წამით
ქმარი თითქოს გაძლევს საბაბს
თავს ნუ გაიმართლებ ამით
მართლა შეიცვალა ყველა
იტყვით სხვა ეპოქა მოდის
ღალატს აჯობებდა კარგო
ცოლად სულ არ გაჰყოლოდი.


ჩემს ვანს
შავგრემანი ზოგჯერ ქერა
ხან არმანი  შანელი
სულით ხორცით ალბათ ყველა
ვერ იქნება ვანელი


გალაკტიონს ვიხსენებთ და
გვავიწყდება გრანელი
მაგრამ ერთი მინუსი აქვს
რომ არ იყო ვანელი


ამ ცხოვრებას ვაკვირდები
ხან ჩქარი ვარ ხან ნელი
კაი გოგოს თუ გაიცნობ
უნდა იყოს ვანელი


აქ თუ ცხოვრობ უნდა იყო
კაი პურის მჭამელი
თუ არ ვცდები ზეზვა, მზია
მგონი იყო ვანელი


შავგრემანი ზოგჯერ ქერა
ხან არმანი შანელი
მისწორდება ერთად ყველა
და რომ მქვია ვანელი.


მოხუცებს
მათი ნათქვამი სიტყვები
საუკუნეებს დროს უძლებს
მინდა ეს ლექსი მივუძღვნა
მე მთელი გულით მოხუცებს

ხო მათ გარეშე ცხოვრებას
არ ვიცი რა შეგვაგუებს
მოვეფეროთ და ვაკოცოთ
ჩვენს ბებიებს  და ბაბუებს

როდესაც დაგვაკლდებიან
ვინ მოგვიშუშებს იარებს
მათი თვალები ამბობენ
თუ რა გზაც გამოიარეს

სულ მახსენდება ბაბუა
როგორ ურტყამდა ნაპასებს
ისეთ კაცს რა უნდა ვუთხრა
ამ ხალხს რომ არ დააფასებს

ერთხელ ბაბუას პიჯაკზე
ბებომ მიუკრა ღილები
რა სიყვარულით უყვარდათ
ესე რომ ზარდნენ შვილები

პატივისცემა ყოველთვის
ამ ხალხის მიმართ ვალია
ვინც მოხუცს ცუდად ეპყრობა
ის სულიერად მკვდარია

ჰოდა მივმართავ ესეთებს
სადამდე გადაშენდებით
ერთი გვახსოვდეს ყოველთვის
ოდესღაც ჩვენც დავბერდებით.




პოეზიის საღამო
პოეზიის საღამო ოდნავ სიურპრიზები
ქალი ცოტა მაღალი ლამაზი და ქოთქოთა
იცი შენს დანახვაზე მე ბავშვივით ვგიჟდები
შენთვის ჯერაც დამჭკნარი ყვავილები მომქონდა


პოეზიის საღამო სხვისგან გამორჩეული
ჩვენი ყველა ლექსები მთელ ქვეყანას მოედო
მინდა რამე მოგიყვეთ რამე ცოტა ჩვეული
ისეთი რომ ბოლოში დამიძახონ პოეტო
პოეზიის საღამო როლებში ვართ შეჭრილი
დავემსგავსე ლექსებით გამოკეტილ პატიმარს
რაღაც სხვანაირი ვარ რაღაც ცოტა შეცვლილი
პოეზიამ სრულებით მგონი დამაპატიმრა


პოეზიის საღამო გვერდით მხოლოდ ქალები
საყვარელო გღალატობ არასოდეს არ მენდო
მინდა რომ დაგიბნელო ეგ მაცდური თვალები
აჭრილი ვარ ხოიცი მგონი აქაც დამეტყო


პოეზიის საღამო ხალხმრავლობა დარბაზში
დღეს ისედაც ბევრია პოეზიას რომ ეტრფის
იცი რა ლამაზი ხარ დღეს მაგ მოკლე კაბაში
კარგი ქალი ყოველთვის უნდა იყოს პოეტის.


პოეტებს
უშენობამ დამმართა შენ რომ გჭირდა უჩემოდ
ალბათ მარტომ ხეტიალი პოეტების ბედია
ქუჩა არის ოჯახი სადაც ვცხოვრობ უჭეროდ
ლექსის წერაც იცოდე ამან გამაბედია

ავიჭერი ძვირფასო სადამდე ვარ ფიქრებში
იცოდე რომ ეს ლექსი სამუდამოდ შენია
პოეზია შემეყარა ბრონქებივით ფილტვებში
ვიცი ეს დაავადება განუკურნებელია.
პოეტის ფიქრებს მასზე უფრო ლექსით გაიგებ
ერთფეროვნება სიყვარულშიც მოსაწყენია
ოცნების კოშკებს ზღაპრებშიც კი ვეღარ აიგებ
ისე მიზიდავს ეს სამყარო თითქოს ჩემია

ფანტაზიები მომაწვა და ხელი ვერ ვკარი  
ჩემი ფიქრები ჰორიზონტზე უფრო ვრცელია
ფურთხის ღირსიც კი არ ყოფილა ბევრი თქვენგანი
მაგრამ მიზიდავს ეს სამყარო რავქნა ჩემია

თქვენი ნებაა პოეტს ვინმე თუ არ მიწოდებთ
გულის სიღრმეში ყველა მიყვარს ასე მჩვევია
ვინმეს განკითხვას არ ვაპირებ მაგრამ იცოდეთ
რომ ეს სამყარო მაგიჟებს და მხოლოდ ჩემია

საკუთარ თავზე რომ იფიქრო ალბათ შეგრცხვება
გაიგებ ვინც ხარ-  გემართება შიზოფრენია
და ჩემს პირადში თუ ოდესმე ვინმე  შეძვრება
გავუმეორებ ეს  სამყარო მხოლოდ ჩემია

მადლობა უნდა მოუხადო უფალს რომ გვიტანს
ისტორიაში უნდა დარჩე როგორც გენია
უნდა ვიყვირო უნდა გავცდე მე ამ ორბიტას
ყველამ იცოდეს ეს სამყარო მხოლოდ ჩემია

თუ არ გიმართლებს საკუთარ თავთან მართალი რჩები
ხვდები ცხოვრება რომ თავიდან დასაწყებია
უკვე ყველაფერს ვამუღამებ თანდათან ვხვდები
რომ  სამყაროდან ბევრი ვიცი გასაგდებია







პოეტის ფიქრები
პოეტის ფიქრებს მასზე უფრო ლექსით გაიგებ
ერთფეროვნება სიყვარულშიც მოსაწყენია
ოცნების კოშკებს ზღაპრებშიც კი ვეღარ აიგებ
ისე მიზიდავს ეს სამყარო თითქოს ჩემია

ფანტაზიები მომაწვა და ხელი ვერ ვკარი  
ჩემი ფიქრები ჰორიზონტზე უფრო ვრცელია
ფურთხის ღირსიც კი არ ყოფილა ბევრი თქვენგანი
მაგრამ მიზიდავს ეს სამყარო რავქნა ჩემია

თქვენი ნებაა პოეტს ვინმე თუ არ მიწოდებთ
გულის სიღრმეში ყველა მიყვარს ასე მჩვევია
ვინმეს განკითხვას არ ვაპირებ მაგრამ იცოდეთ
რომ ეს სამყარო მაგიჟებს და მხოლოდ ჩემია

საკუთარ თავზე რომ იფიქრო ალბათ შეგრცხვება
გაიგებ ვინც ხარ-  გემართება შიზოფრენია
და ჩემს პირადში თუ ოდესმე ვინმე  შეძვრება
გავუმეორებ ეს  სამყარო მხოლოდ ჩემია

მადლობა უნდა მოუხადო უფალს რომ გვიტანს
ისტორიაში უნდა დარჩე როგორც გენია
უნდა ვიყვირო უნდა გავცდე მე ამ ორბიტას
ყველამ იცოდეს ეს სამყარო მხოლოდ ჩემია

თუ არ გიმართლებს საკუთარ თავთან მართალი რჩები
ხვდები ცხოვრება რომ თავიდან დასაწყებია
უკვე ყველაფერს ვამუღამებ თანდათან ვხვდები
რომ  სამყაროდან ბევრი ვიცი გასაგდებია.


სალომე
სალომე მიყურე თვალებში
შენზე ვგიჟდები ხედავ
მიგისაკუთრე საერთოდ
უკვე ამდენსაც ვბედავ

მარიამ მაკოცე მოდი
ამას დრო რაღად უნდა
სადაც გადადგამ ნაბიჯს
მეც იქ დაგხვდები მუდამ

ანუკი ვგიჟდები მგონი
მიყვარხარ მინდა სულ ვთქვა
ისე მაკლიხარ ეხლა
რომ მიძნელდება სუნთქვა

ნინიკო ნინო ნინი
მთელი გრძნობებით გელი
გაწვიმებისას ალბათ
ჩაგეხუტები სველი 

ელენე რა გითხრა მეტი
ყველა შენს ნათქვამს ვიცავ
არ მიგატოვებ კარგო
მართლა თამუნას ვფიცავ

ქრისტინე  ვასრულებ წერას
ჩემი გოგო ხარ ვიცი
ხომ იცი როგორ მიყვარხარ
ამას რად უნდა ფიცი  

გული რაც დამრჩა ესეც
თქვენთვის არსებობს ფეთქავს
ვისი სახელიც ვერ ვთქვი
იმათ ვუტოვებ  ჩემს თავს 


სოფლელებზე
ჩვენც გვიმადლოდეთ სული რომ გიდგათ
ხელი რამდენჯერ გამოგიწოდეთ
დაბალი დონე ჩამოჩენილი
მე სოფლელი ვარ მიდი მიწოდეთ

ხო შენ ხოხობის შთამომავალი
მე კი მაგ სტატუსს არ მოვიპარავ
და განვსხვავდებით მხოლოდ იმითი
რომ მე  ვამაყობ და არსად ვმალავ

თუ გადახედავთ ჩვენს ისტორიას
და როცა ომის ზღვარი დგებოდა
ქალაქელების უმეტესობა
ხშირად სოფლებში იხიზნებოდა

შენ თუ გაწუხებს გული თუ გტკივა
ესეთი დონე ძვლებში თუ გტეხავს
აქ გაიზარდე ეხლა უარყოფ
ქალაქელებო ეს უფრო ტეხავს

ჰო თქვენ მოგმართავთ ეხლა ამ ლექსით
ვინც სოფლელებზე ესეთებს ამბობს
მაგრამ როდესაც აქეთ მოდიხართ
მაშინ ნუ გვიძღვნით იუდას ამბორს

ყველაფერი ხომ კარგით მთავრდება
პროვინციელებს სულ გვეყვარებით
შენ ქალაქში და მე კი სოფელში
მაგრამ ერთ მიწას მივებარებით.


უნდა იცინო
თუ კი დაკარგავ ძვირფასო რამეს
უნდა ეცადო რომ შეიძინო
როცა ტირილში გაათევ ღამეს
მეორე დილით უნდა იცინო


კაპიტანივითმართე ყველა გზა
მერე რა თუნდაც რომ ჩაიძირო
კარგს ნუ მოელი დღეს აქ ყველასგან
სიკვდილამდეც კი უნდა იცინო


და შენ არასდროს დახარო თავი
ამ ნაძირლებმაც რომ შეგიწირონ
ძლიერად იყავ ვის უნდა მკვდარი
ამათ ჯინაზე უნდა იცინო


მაშინ თუ სხვა გზა არ დაგიტოვეს
თვალს ნუ მოხუჭავ არ დაიძინო
შენ ეძებ ეხლა მათ კი იპოვეს
დამარცხებულმაც უნდა იცინო


მე რომ დავმარცხდე უნდა მომიგო
მოსვლის მაგივრად ჩემგან წავიდნენ
იმდენს ვიცინი ციხე რომ იყოს
სამუდამოზე გამაგზავნიდნენ.



ქალები არ ცდებიან
ვხედავ შენი თვალები
ისტორიას ჰყვებიან
იცოდეთ რომ ქალები 
არასოდეს ცდებიან

თუ ნამდვილად შეუყვარდა
კაცის გამოც კვდებიან
და თუ მაინც გულს ატკენ
უფრო ძლიერდებიან

სისხამ დილით ყოველ დღე
ჰო ჩვენს გამო დგებიან
სხვა ქალთან თუ უღალატებ
თქმაც არ უნდა ხვდებიან

თუ უყვარხარ შენს გამო
სულ თან გადაგყვებიან
ვერასოდეს მოატყეუბ
ქალები არ ცდებიან

ქორწილში თუ სუფრაზე
სულ ჩვენს გვერდით ჯდებიან
დალევა თუ დაიწყო
სულ მთლად შეგაკვდებიან

მთავარია შენმა გრძნობამ
მასში რომ შეაღწიოს
და თუ ქალი მოისურვებს
შეძლებს მეფედ გაქციოს.


ქალებს არ სჭირდება მართვა
ქალებს არ სჭირდებათ მართვა
ქალი ბევრს არაფერს ითხოვს
თუ კი შეგიყვარა მართლა
მაშინ მთელს ცხოვრებას გითმობს


ქალებს არ სჭირდებათ ფული
ისეც კარგად ძლებენ უქმროდ
თუ გადაუშალე გული
მის თავს შემოგწირავსუხმოდ


ედემს გამოგგვლიჯა ქალმა
ერთ დროს სამოთხემდეცმოგვწვდა
ლამის ჩაგვითრია ალმა
მაგრამ მისი გული მოგვცა


როგორ უნდა ცემო კაცმა
ტვინში როგორ უნდა გაკლდეს
ჩვენ დედამ გვასწავლა ჩაცმა
ისიც დედა უნდა გახდეს
ჰოდა ნუ ვიქნებით ავი
მორჩა ეს მიდგომაც კმარა
ღმერთმა მოგვცა მისი თავი
მაგრამ საგინებლად არა.


შეყვარებულის დედას 
სანამდე ცოლად მოვიყვან
მათვალიერებს მხედავს
მინდა ეს ლექსი მივუძღვნა
შეყვარებულის დედას


უნდა მოვთაფლო მალე
და შევაყვარო თავი
მაგრამ რაღა ვქნა მერე
თუ კი შემხვდება ავი


სიდედრი ქვია მაინც
მე კიდე მისი სიძე
ეს ერთი ვიცი ნაღდად
ვერ დამიწუნებს სიგრძეს


ეხლა გაგიმხელ გულით
ვიცი უკვე ბევრს ვბედავ
შენ რაც გაზარდე კმარა
დღეიდან მე მივხედავ


უარს როგორ იტყვის ჩემზე
ვიცი იქნება მომხრე
უნდა ილოცოს გულით
მის ოჯახში რომ მოვხვდე


ეხლა ვამთავრებ ამით
უკვე ყველაფერს ხედავ
იმედი მაქვს რომ გამიგებ
არასდროს გამიჭედავ

შეყვარებულის დედას
ცუდს როგორ გავუბედავ.


ღმერთს რომ ვერ ვხედავთ
ჩვენი ბრალია ღმერთს რომ ვერ ვხედავთ
აღარც  გვანაღვლებს წარსულზე ფიქრები
ურცხვად მივდივართ თხოვნასაც ვბედავთ
ფული თუ კი გვაქვს ყველას ვჭირდებით

თითქოს დავკარგეთ ადათ წესები
ბევრმა გახდაში ჰპოვა საშველი
როგორც იუდა მეტად შევცდებით
რა დაგვემართა რა გვჭირს რას ვშვებით

ლაივში გახდა მოდის მოდაში
ტელევიზორსაც ვერსად  ვერ ჩართავ
გადართავ ერთი მზად არის პოზაში
აქეთ მეორემ დაიწყო გახდა

აი ეს არის სირცხვილი ჩვენი
ისე მივიღეთ თითქოს რა უჭირს
დავჩაჩანაკდით ქართველი ერი
ემიგრანტებად ქალი გავუშვით

აყოლილი ვართ სატანას
ტანზე მოდურად გვაცვია
უფალი ვერცხლში გაყიდეს
ჩვენ ფურთხშიც არ გაგვცვლიან

ალბათ დამზრახავთ სიმართლის გამო
ვითომ პოეტი ამდენს რომ ვბედავ
მაგრამ ვერ ვითმენ მეც მტკივა გული
საქართველოში ქართველს ვერ ვხედავ

მჯერა დადგება ალბათ ოდესმე
უფალს შევხედავთ გულწრფელი გულით
ჩემთვის და-ძმობა სიყვარულია
რომელსაც ვერსად იყიდი ფულით

გამორჩეული ხალხი ვართ მართლაც
ქრისტეს დედულეთს რომ ვცხოვრობთ ერი
მეამაყება სადაც ვიზრდები
სადაც უფლისგან განაჩენს ველი

კვლავ გავბრწყინდებით ოდესმე მჯერა
ეშმაკს დავჩაგრავთ ქვემოთ რომ გვითრევს
ბევრი გამიგებთ ცოტა კი ვერა
დიდება უფალს ამდენს რომ გვითმენს.


ბებიებს
ბებიები ყველას გვიყვარს
იშვიათად მთვრალია
რომ იცოდეთ ჩემი ბებო
საყვარელი ქალია


პატივს ვცემ და დავაფასებ
შვილიშვილის წესია
ჩვენ ერთმანეთს ისე ვუგებთ
ხან მე ვიღებ პენსიას


არ მოცილდეთ მოუსმინეთ
ის ბევრს გაგაგებიებთ
მოეფერეთ სანამდე გყავთ
ყველამ თქვენ - თქვენს ბებიებს


ბევრს მოიგებთ მერწმუნეთ
ყველა ვინც დაუჯერებთ
რა ჯობია ბებიას
გაკეთებულ ჩურჩხელებს


თუ იცხოვრეთ უქალოდ
ეს უაზრო წლებია
მთავარია გიყვარდეთ
შვილიშვილებს ბებია. 





скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge