გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სერგეი ესენინი - ლექსები

                                           რუსულიდან თარგმნა:  თამარ კიკნაველიძემ

"Юность"
ოცნებას, ცრემლებს,
ზმანებას, ყვავილს
შენ გიძღვნი ბედად.
ჩუმმა ალერსმა,
ნაზმა ზღაპარმა
დამდაგა ერთად.
რამდენი ტანჯვა,
სიწმინდე ხმათა
ვიწვნიე შენგან.
მაგრამ ეშმაკსაც წაუღია,
შენ მოდი ჩემთან.



 (*** Не криви улыбку, руки теребя)
ნუ გაიღიმებ ხელების ფშვნეტით,
სხვა მიყვარს, არ ვარ მოცული შენით.
თავადაც იცი და თანაც კარგად,
შენ არ გიყურებ, არ გეძებ წამლად.
აქ ჩავიარე, არ ვჩქმალავ სათქმელს,
სულ უნებურად შევხედე სარკმელს.



(***Вечером синим, вечером лунным...) 
მთვარით ანათებდა საღამო ალმასი,
ვიყავი ოდესღაც ჭაბუკი ლამაზი.
გაფრინდა ყოველი, აღარ განმეორდა,
ხელში აღარ შემრჩა, გვერდზე დამრჩენოდა.
ეს გული გაცივდა, გახუნდა თვალები,
ლურჯი აღტაცება და ღამის ნათელი!



(*** Тихо чаще можжевеля по обрыву...)
მობრძანებულა შემოდგომა, ჟღალი ფაშატი,
გართხმულ ღვიებში უვარცხნია თავის ფაფარი.
მდინარის წყლებით აჩქეფებულ ტურფა ნაპირებს
ფლოქვთა თქარუნით უამბობდა ლურჯ დანაპირებს.
მყუდროდ დიოდა მონაზონი ქარი ნატიფი,
იშმუშნებოდნენ ხის ფოთლები გზებზე დაყრილნი.
კოცნიდა კრძალვით ცირცელის ბუჩქს, ხასხასა წითელს,
როგორც უხილავ მაცხოვარის ღრმა წყლულებს მწიფეს.



 (***Над окошком месяц, под окошком ветер...)
სარკმლის ზემოთ მთვარე, სარკმლის ქვემოთ ქარი,
გაძარცვული ვერხვი, ვერცხლისფერი, მკრთალი,
ეჰ, გარმონის კვნესა, მარტოსული ჰანგის,
ასე გულს რომ სწვდება, ასე შორს რომ არის.
ტირის, თან იცინის, ეს სიმღერა მკვირცხლი,
ჩემი ძველი ცაცხვი, სად არის ვინ იცის?
ადრე უთენია დღეობაზე სატრფოს,
მეც თავდავიწყებით გავუშლიდი გარმონს.
ახლა უკვე მისთვის არაფერი არ ვარ,
სხვის სიმღერით ვხარობ, თან თვალს ცრემლი ფარავს.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge