ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
მონიკა ბულია - ლექსები
***
ნუ დამიწუნებ ღიმილს, არც
ჩემი ცრემლები მოგეწონება .
ხურჯინ _ხურჯინ დამაქვს ტკივილი
და ჩემი გულის თარო მეტს ვეღარ დაიტევს
სად ხარ ?თუკი ხარ საერთოდ...
ასე იცის ! როცა დღეს _ღამე ეფლითება
და ჩემს ჭრილობებს
მივსებენ ქარს გაჰყოლილი ნაგლეჯები
სხეულის
ვეღარ გპატიობ ,ასე უცხო გახდა ბოდიში
ჩემი ჩამქრალი ვარსკვლავი მკვდარი იმედივით
მიჰყვება დინებას
და სინანულმა მხოლოდ
მრავალჯერადი სიკვდილი
მომცა!
***
ჩაუმთავრდათ კალენდრებს თარიღები.
დრო მირბის,
ისრები ბრუნავენ უკან მოუხედავად,
ვერ გაასწრებ გზებს, გასავლელი ბევრია
ნაბიჯები ცოტა .
სიარულ სირბილში ილევა ცხოვრება შენ მეკარგები !
აჩრდილს ეფარები,როგორც ფარდა ფანჯარას,
შენ ჩემი არ ხარ,
როგორც ეს ოცნება უმეცარი.
ლოგინს მოუხურავს საბანი და ახლა როცა მცივა..
ჩაფშვნილ ლავიწებში კივის სულის მარტოობა ,
ათიათასჯერ შემოვარტყი ფიქრი ოცნებას
და იმდენჯერ მოვკვდი!
***
კედელზე მიყრდენილი მზერა ილუზიებში აწყობს
ნაკუწებად ქცეულ სულს.
რომ აღარ მესუნთქა,მხოლოდ ჰაერის ნაგლეჯები მომიგდო.
საკუთარ სიყვარულშივე გავიგუდე მე უმანკო,
სიჩუმე უფრო ყინავს
და აისბერგები ძვლებში ღრმად ჩადიან,
ჩემს სიბნელეში დამეკარგა ტკივილი...
გასასვლელს ვეღარ პოულობს ,
დავიფერფლე,
აღარა ვარ მგონია,
დამჭკნარი ყვავილი ვარ
და მკვდრეთით აღსდგომას ველი!
***
მე ვიყავი ქალი, რომლის აჩრდილად იდგა სატრფო, მუდამ მზისგან შეწუხებული
და ის იყო უკმაყოფილო, როგორც უფალი თავისი შვილებით,
ვუკრეფდი მარად დამსხვრეულ ოცნებებს ,ნანგრევები კი ფილტვებს ბოჭავდნენ მტვრით,
გულს ვიწმენდი ობისგან და მეორე წამს ისევ ჩნდებოდნენ, როგორც ქრომოსომები,
სულში გაკრული ათი მცნება, ათით მეტივე ცოდვა შენი სიყვარულისთვის,
ვინ ვიყო ახლა, თუარა მონა ,თავს დაგიდებ მუხლებზე მაწანწალა ძაღლივით
და სინანულით სავსე თვალებით შეგევედრები წყალობას.

ახალი სტატიები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ნინო დარბაისელი - ლექსები
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)