ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ნინო ქანთარია - ლექსები
**
სინანული გულზე ტკივილს ქარგავდა,
დრო არ ჩერდება,
დრო დროს არ კარგავს,
აღარ მინდა არაფერი,
დავკარგე რატომღაც მადა,
ვერავინ ვერ მანუგეშებს,
ისევ ჩემი თავის გარდა.
ჩემს სულის ბაღში,
ბურუსში ყვავის საკურა,
ბაღში სიჩუმემ,
დარდისფერმა, დაისადგურა,
ყველა ფიქრი და ოცნება არ დაინდო და
გაანადგურა.
იქვე ახლოს, სულის ბაღში,
მიქუხს მთებში მდიმარე,
სული პოულობს შვებას,
მაგრამ ვაი, რომ იქ, ახლოს,
სადღაც სიმარტოვეა და
უსაშველოდ ითხოვს შველას.
**
ო, მივუძღვები ფიქრების ფარას
და უეცრად თავის შეცვლა ვცადე,
სულის სილამაზე სხეულს ფარავს,
მინდა მხოლოდ სულს ეტრფოდნენ ცამდე.
ფიქრი უკერავს განთიადს კაბას,
ახლა ღრუბლებსგავაყოლემზერა,
უსიყვარულოდ სული სულს ღაფავს,
თუმცა იმედი არსებობს ჯერაც.
ხელში პატარა, ლურჯი იებით
სულს შეუხორცდა ყველა იარა,
მეგონა, რომ ვერ ვაპატიებდი,
მაგრამ სული სულს შეეზიარა.
**
სადღაც ტირის ცრემლის ასული და
სულს დაეტყო უცნაური დაღლა,
არავინ იცის, ზღვას რა აწუხებს,
ან ტკივილს როგორ ინახავს ტალღა.
ძლიერსაც უნდა მოფერება და
ზოგჯერ ჩუმად, უაზროდ ტირილი,
ვინ იცის, გულში რა უტრიალებთ,
ან როგორი აქვთ ჩუმი ტკივილი.
**
ღამეს ყელში გაეჩხირა სული,
ატირდა თვალცრემლიანი სევდა,
დაკარგა რწმენა და სიყვარული,
ისევ განთიადს დაეძებს დედა.
სამყაროს მიღმა განიცდის ქარი,
დაკარგა ყველა და ყველაფერი,
აღარ აქვს არსად თავშესაფარი,
აღარ ეტყობა ძველი იერი.
დრო ისევ უდროობამ გათელა,
დაკარგული შეძლო და როგორღაც
ფიქრებში ფიქრებად გაამთელა,
სადღაც სამყარი სულის ბაღს ჰგავდა.
**
ო,მარტო ვართ ოთახში მე და მე,
ჰო... სულს სხეულიმიეფარება
და დრომ ისევ არ დაინდო ღამე,
ახლა შვება მაჩუქეს ქარებმა.
ქარის მოტანილს წაიღებს ქარი,
ჩემი გულია ჯერ ხელუხლები,
ჰო..სულს ვერ შეაშინებს ავდარი,
მხოლოდ ტაძრის წინ ჩავიმუხლები.
სადღაც ქუჩა დასველდაძალიან,
ზეცა ფიქრებით არის ორსული,
ჰო.. სხეულია სულის გალია
და ყველა ფიქრი ცხადად მოსული.
სინანული გულზე ტკივილს ქარგავდა,
დრო არ ჩერდება,
დრო დროს არ კარგავს,
აღარ მინდა არაფერი,
დავკარგე რატომღაც მადა,
ვერავინ ვერ მანუგეშებს,
ისევ ჩემი თავის გარდა.
ჩემს სულის ბაღში,
ბურუსში ყვავის საკურა,
ბაღში სიჩუმემ,
დარდისფერმა, დაისადგურა,
ყველა ფიქრი და ოცნება არ დაინდო და
გაანადგურა.
იქვე ახლოს, სულის ბაღში,
მიქუხს მთებში მდიმარე,
სული პოულობს შვებას,
მაგრამ ვაი, რომ იქ, ახლოს,
სადღაც სიმარტოვეა და
უსაშველოდ ითხოვს შველას.
**
ო, მივუძღვები ფიქრების ფარას
და უეცრად თავის შეცვლა ვცადე,
სულის სილამაზე სხეულს ფარავს,
მინდა მხოლოდ სულს ეტრფოდნენ ცამდე.
ფიქრი უკერავს განთიადს კაბას,
ახლა ღრუბლებსგავაყოლემზერა,
უსიყვარულოდ სული სულს ღაფავს,
თუმცა იმედი არსებობს ჯერაც.
ხელში პატარა, ლურჯი იებით
სულს შეუხორცდა ყველა იარა,
მეგონა, რომ ვერ ვაპატიებდი,
მაგრამ სული სულს შეეზიარა.
**
სადღაც ტირის ცრემლის ასული და
სულს დაეტყო უცნაური დაღლა,
არავინ იცის, ზღვას რა აწუხებს,
ან ტკივილს როგორ ინახავს ტალღა.
ძლიერსაც უნდა მოფერება და
ზოგჯერ ჩუმად, უაზროდ ტირილი,
ვინ იცის, გულში რა უტრიალებთ,
ან როგორი აქვთ ჩუმი ტკივილი.
**
ღამეს ყელში გაეჩხირა სული,
ატირდა თვალცრემლიანი სევდა,
დაკარგა რწმენა და სიყვარული,
ისევ განთიადს დაეძებს დედა.
სამყაროს მიღმა განიცდის ქარი,
დაკარგა ყველა და ყველაფერი,
აღარ აქვს არსად თავშესაფარი,
აღარ ეტყობა ძველი იერი.
დრო ისევ უდროობამ გათელა,
დაკარგული შეძლო და როგორღაც
ფიქრებში ფიქრებად გაამთელა,
სადღაც სამყარი სულის ბაღს ჰგავდა.
**
ო,მარტო ვართ ოთახში მე და მე,
ჰო... სულს სხეულიმიეფარება
და დრომ ისევ არ დაინდო ღამე,
ახლა შვება მაჩუქეს ქარებმა.
ქარის მოტანილს წაიღებს ქარი,
ჩემი გულია ჯერ ხელუხლები,
ჰო..სულს ვერ შეაშინებს ავდარი,
მხოლოდ ტაძრის წინ ჩავიმუხლები.
სადღაც ქუჩა დასველდაძალიან,
ზეცა ფიქრებით არის ორსული,
ჰო.. სხეულია სულის გალია
და ყველა ფიქრი ცხადად მოსული.
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა