გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ჟილ დელიოზი, ფელიქს გვატარი - რიზომა; თარგმანი მირიან ებანოიძისა

,,ანტი-ოიდიპოსი’’ ჩვენ დავწერეთ ერთად. რადგანაც თითოეული ჩვენგანი ერთდროულად რამდენიმე იყო, მთელი ხალხი მივიღეთ. გამოვიყენეთ ყველაფერი, რაც გვაახლოვებდა, ყველაზე უშუალო და ყველაზე შორეული. ფსევდონიმები სხვებისთვის შეუცნობელს გვტოვებდა. მაინც რატომ შევინარჩუნეთ ჩვენი სახელები? ჩვეულების გამო. ნამდვილად ჩვეულების გამო. რათა არავის ვეცნეთ.რათა შეუმჩნეველი დავრჩენილიყავით არა ჩვენ, არამედ ის, რაც გვაიძულებს ვიმოქმედოთ, ვიგრძნოთ, ვიფიქროთ. თუნდაც იმიტომ, რომ სასიამოვნოა, ილაპარაკო, როგორც სხვებმა, თქვა, რომ მზე ამოდის, მაშინ, როცა ყველა ხვდება, რომ ეს მხოლოდ საუბრის მანერაა. არა იმისათვის, რომ იმ წერტილს მივაღწიოთ, სადაც აღარ წარმოითქმის ,,მე’’, არამედ იმას, სადაც აღარავითარი მნიშვნელობა არა აქვს, იტყვი თუ არა ,,მეს’’. ჩვენ უკვე ჩვენ აღარა ვართ. ყველა ცნობს თავისას. ჩვენ უკვე დაგვეხმარნენ, აღგვიქვეს, გაგვავრცელეს.
წიგნს არა აქვს ობიექტი და არა ჰყავს სუბიექტი. იგი არაერთგვარი მასალისაგან , სხვადასხვა თარიღებისა და სიჩქარეებისაგან არის შედგენილი.
როცა წიგნს სუბიექტს მიაწერენ, მისი მასალის ურთიერთქმედებები და ამ ურთიერთობების გარეგნული მხარე ყურადღების მიღმა რჩებათ, გეოლოგიური მოძრაობა ღმერთს ქმნის წიგნში, როგორც სხვა ნებისმიერ საგანში, არტიკულაციის და დანაწევრების ხაზები, შრეები, ტერიტორიალურობებია, ტუმცა ასევეა გასხლტომის ხაზები, დეტერიტორიალიზაციის და დაფენის საწინააღმდეგო მოძრაობები. ამ ხაზების გასწვრივ დინებათა ფარდობითი სიჩქარეები შეფარდებითი დაყოვნებების, დამუხრუჭების ანდა პირიქით, მისწრაფების და გარღვევის ფენომენების შინაგან ორგანიზაციას ქმნიან. წიგნი ასეთ ორგანიზაციას წარმოადგენს და არ შეიძლება ვინმეს მივაწეროთ. ეს მრავლობითობაა, თუმცა ჯერ არ ვიცით, როდესაც აღარავის მიეწერება, ანუ როცა სუბსტანციურ მდგომარეობამდეა აყვანილი, რა მოაქვს მას. მანქანური მოწყობილობა მიმართულია შრეებზე, რომლებიც უეჭველია, წიგნისგან ერთგვარ ორგანიზმს, გააზრებულ მთლიანობას ან განსაზღვრულობას შექმნიან. ისინი სუბიექტს მიეწერება, თუმცა ასევე მანქანური მოწყობილობა მიმართულია სხეულზე,ორგანოების გარეშე, იგი გამუდმებით ანგრევს ორგანიზმს, აზრისაგან დაცლილ ნაწილებს წმინდა სიხშირეებს მოძრაობას აიძულებს და საკუთარ თავზე მიიწერენ სუბიექტებს, რომელთაც სახელის გარდა, როგორც სიხშირის შედეგისა, არაფერი რჩებათ. როგორია წიგნის უორგანოსხეული? განხილული ხაზების, მათი რაოდენობის ან სიმჭიდროვის, შემადგენლობის მხრივ, იგი მრავლობითია.
აქ, ისევე როგორც ყველგან, საჭიროა განზომილების ერთეულები, რათა განვსაზღვროთ წერ(ილ)ის რაოდენობრიობა. აგარ არის განსხვავება იმას შორის, რაზეც წიგნი ლაპარაკობს და როგორც არის გაკეთებული. წიგნს საგანი უკვე აღარა აქვს, იგი, როგორც რაღაც მოწყობილობა, სხვა მოწყობილობებთან, სხვა უორგანო სხეულებთანაა დაკავშირებული. ჩვენ არასოდეს ვიკითხავთ რისი თქმა უნდა წიგნს. წიგნი აღმნიშვნელია თუ აღსანიშნი, მასში რაიმეს გაგებასაც კი არ ვცდილობთ, მაგრამ ვიკითხავთ, რა ამოძრავებს მას, რატომ ქმნის, ან ვერ ქმნის სიხშირეებს, რა მრავლობითობებშია ჩართული, რის შედეგადაც თავად გარდაიქმნება,რომელ უორგანოებო სხეულებს უახლოვდება? წიგნი გარეთაა, მაგრამ არა რაიმეს გარეთ. გარდა ამისა, როგორც მცირე მოწყობილობა, პატარა მანქანა როგორ მიეთანაზომება თავის მხრივ ლიტერატურულ მანქანას, ომის მანქანას, სიყვარულის მანქანას,რევოლუციის მანქანას და ასე შემდეგ. საბოლოოდ კი რა კავშირშია აბსტრაქტული მანქანა, რომელიც ყველა მათგანს წარმოშობს? ჩვენ გვისაყვედურეს, მეტისმეტად ხშირად ეყრდნობით ლიტერატორებსო, მაგრამ როდესაც წერ, არკვევ პრობლემას, ლიტერატურულმა მანქანამ რომ იმუშავოს, რომელ სხვა მანქანაზე შეიძლება, და უნდა იყოს მიმაგრებული, რათა იმუშაოს. კლაისტი და ომის გიჟური მანქანა, კაფკა და ბიუროკრატიის უჩვეულო მანქანა..
ლიტერატურა განსაზღვრული მოწყობილობაა და იდეოლოგიასთან საერთო არაფერი აქვს. იდეოლოგია იქ არ არის და არც არასოდეს ყოფილა.
ჩვენ სხვაზე ახლა არ ვლაპარაკობთ: მხოლოდ მრავლობითობები, ხაზები, შრეები, დანაწევრებები, გასხლტომის და სიხშირის ხაზები, მანქანური მოწყობილობები და მათი მრავალსახეობები, უორგანოებო სხეულები და მათი აგებულება, სელექცია-შემადგენლობა, განზომილების ერთეულები.”წერა” დაკავშირებულია არა “აღნიშვნასთან” , არამედ “გამიჯვნასთან” , თუნდაც უცნობი ადგილების “კარტოგრაფირებასთან”.
წიგნის პირველი ტიპი წიგნი-ფესვი. სამყაროს სახე წარმოადგენს ხეს, უფრო ზუსტად, ფესვი ხე-სამყაროს სახეა. ასეთია კლასიკური წიგნი- ჩინებულად ორგანიზებული, მნიშვნელობისმქონე და სუბიექტური (წიგნის შრეები) წიგნი, როგორც ხელოვნება, ბაძავს ბუნებას.მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხერხებით იგი დასრულებულს ხდის იმას, რასაც ბუნება აღარ, ან ვეღარ აკეთებს. წიგნის კანონი ასახვის კანონია.”ერთი” ხდება ორი. ერთი ხდება ორი. ყოველთვის, როცა ამ ფორმულას წავაწყდებით, მაოს პირითაა იგი სტრატეგიულად წარმოთქმული თუ “დიალექტიკურადაა” სამყაროდან გამოყვანილი, ჩვენ ყველაზე ძველ, ყველაზე კლასიკურ და მოფიქრებულ, ყველაზე დაღლილ აზრს ვეხებით.
ბუნება ასე არ მოქმედებს. ტავად ფესვაბი აქ უფრო მრავალრიცხოვანი, პერიფერიული და სფეროსებური “არადიხოტომიური” განტოტვილობით ღეროებადაა განტოტვილი. გონება შეჩერებულია ბუნებაზე. თვით წიგნი, როგორც ბუნებრივი რეალობა, თავისი ღერძით და გარშემო ფოთლებით ღეროვანი აღმოჩნდება, მაგრამ ასევე წიგნი, როგორც სულიერი რეალობა, ხის ან ფესვის სახით უწყვეტად ავითარებს კანონს, როცა ერთი ორდება, შემდეგ კი ორი ოთხდება...
ბინარული ლოგიკა ხე-ფესვის სულიერი რეალობაა. თვით ისეთი “მოწინავე” დისციპლინაც კი, როგორიც ლინგვისტიკაა, ხე-ფესვის ფუნდამენტურ ხატს იცავს, კლასიკური აზროვნების ტყვეობაში რჩება( ასე მაგალითად, ხომსკი და სინტაგმური ხე, რომელიც ს წერტილში იწყება და შემდეგ დიხოტომიურად ვითარდება), სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ აზრმა მრავლობითობები არასოდეს იცოდა. მას სჭირდება ძლიერ პრინციპული ერთიანობა, რომელიც სულიერი მეთოდის თანახმად შეიძლება გაორდეს.
ობიექტს რაც შეეხება, აქაც უეჭველია შეიძლება ერტიდან უშუალოდ სამებაზე გადასვლა და ასე შემდეგგაოთხდეს გახდეს ბუნებრივი მეთოდის საშუალებით ერთიანობის პირობებში- ღეროს ერთიანობა, რომელიც მეორად ფესვებს იღებს. ეს ცოტათი უკეთესია. დიხიტომიის ბინარული ლოგიკა თანამიმდევრულად განლაგებულ წრეებს შორის ორმხრივი ურთიერთობებითაა შეცვლილი. ერთიან ღეროზე, ღერძზე გაფესვიანება სულაც არაა უფრო მრავლობითი, ვიდრე დიხოტომიური ფესვი. ერთი ვითარდება ობიექტში, როცა მეორე სუბიექტში. ბინარული ლოგიკა და ორმნიშვნელოვანი ურთიერთობები ფსიქოანალიზში ისევ ბატონობს (მანიის ხე ფროიდთან შრებერის ინტერპრეტაციებში,) ასევეა ლინგვისტიკაში, სტრუქტურალიზმში და თვით ინფორმატიკაშიც.
სისტემა-ფესვი ანუ ფუნჯისებური ფესვი წიგნის მეორე სახეა, რომელსაც ჩვენი თანამედროვეობა სიამოვნებით აცხადებს თავის თავს. აქ მთავარი ფესვი ამოკვეთილი ან საფუძვლამდე დანგრეულია.
მასზე დაყრდნობილია მრავლობითობა და ნაწილი მეორადი ფესვებისა, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან. ბუნებრივი რეალობა ამ შემთხვევაში მთავარი ფესვის ვლინდება ამოკვეთილობაში, თუმცა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მისი ერთიანობა მაინც შენარჩუნებულია. ჩვენ თავს ვკითხოთ ფარული და უფრო შინაარსიანი ერთიანობის ან უფრო ექსტენსიური ტოტალობისადმი მოთხოვნილებით ხომ არ ათანაბრებს სულიერ და გააზრებულ რეალობას საქმის ეს ვითარება. ყოველთვის, როცა მრავლობითობა სტრუქტურაში მოექცევა, მისი ზრდა თავსებადობის კანონის შესუსტებით კომპენსირდება. მთლიანობის (ერთიანობის) ბებიაქალები აქ ანგელოზთა შემქმნელებად გვევლინებიან. დოცტორეს ანგელიცი რადგან უმაღლეს, ანგელოზურ ერთიანობას ამტკიცებენ. ჯოისის სიტყვები-“მრავლობითი ფესვებით” მოლაპარაკენი არ არღვევენ სიტყვის ან ენის ხაზობრივ ერთიანობას და აკნინებენ თავის დაკნინებაში ყოველთვის ფრაზის, ტექსტის, ან ცოდნის ციკლურ ერთიანობას არ არღვევს.
ნიცშეს აფორიზმები ცოდნის ველის ხაზობრივ ერთიანობას, მარადიული დაბრუნების ციკლური ერთიანობით ინარჩუნებენ, რაც გაუზიარებელია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფუნჯისებური კონა- სისტემა ფაქტობრივად ისევ დუალიზმს უკავშირდება, სუბიექტის და ობიექტის გადახლართულობით, ისევე როგორც ბუნებრივი და სულიერი რეალობისა. ერთიანობა ობიექტში მაშინაც შენარჩუნებულია, როდესაც სუბიექტში ერთიანობის ახალი ტიპი იმარჯვებს. სამყარომ დაკარგა ღერძი, სუბიექტს დიხოტომიის შექმნა უკვე აღარ შეუძლია, თუმცა მან უფრო მაღალ ერთიანობასთან- ამბივალენტობის და ზედეტერმინებულობის ერთიანობასთან მისასვლელი მონახა. მიაგნო განზომილებას, რომელიც ობიექტის განზომილებას სრულყოფილს ხდის. სამყარო ქაოსად გადაიქცა, თუმცა წიგნი კვლავ სამყაროს სახედ ყოფნას განაგრძობს: ქაოსმოსფესვი ნაცვლად კოსმოსი ფესვისა. უცნაური მისტიფიკაცია-წიგნის მისტიფიკაცია მით უფრო ტოტალურია, რაც უფრო ფრაგმენტულია.
წიგნი, როგორც სამყაროს სახე-ნებისმიერ შემთხვევაში როგორი ტრივიალური აზრია. ჭეშმარიტად, ცოტაა ვთქვათ- “გაუმარჯოს მრავლობითობას!” რადგან ეს ყვირილი ძნელი ამოსაშვებია. მის მოსასმენად და გასაგებად არანაირი ტიპოგრაფიული, ლექსიკური თუ სინტაქსური ეშმაკობები არ კმარა.მრავლობითობა ჯერ კიდევ უნდა შეიქმნას. მას გარეგანი თვისებების დამატება კი არ სჭირდება, პირიქით უბრალოდ იმ თვისებების დონეზე უნდა დარჩეს, რაც უკვე აქვს. ძველებურად- ნ -1-ში (ერთეული აქ ნაწილია მრავლობითობის, რომელიც ყოველთვის მისგან უნდა აითვალოს). ერთეულის ამოკლება სიმრავლიდან, რათა იგი დავადგინოთ.წერა ნ-1- ში.ასეთ სისტემას შეიძლება ვუწოდოთ რიზომა. რიზომა, როგორც მიწის ქვეშ ჩაზრდილი ღერო რადიკალურად განსხვავდება ძირებისა და ფესვებისაგან.რიზომა- ეს ბოლქვები და ტუბერებია.
ფესვიანი მცენარეები რიზომორფულები შეიძლება იყვნენ სხვა მხრივაც: კითხვა ასეთია-საერთოდ ბოტანიკახომ არ არის თავისი სპეციფიკით რიზომორფული? თვით ცხოველები, რომლებიც ჯოგებად ცხოვრობენ რიზომორფულები არიან, ვირთხები ასევე რიზომებია. მათი სოროები და ბუნაგებიც რიზომატულებია, თუკი მთელ ცხოვრებას მივიღებთ მხედველობაში: ჭამა, გადაადგილება, გამრავლება და დაშორება.თავისთავად რიზომას ასევე განსხვავებული ფორმები აქვს, მისი ზედაპირული განტოტვილობრიობიდან დაწყებული ბოლქვებსა და ტუბერებში კონკრეტულ განხორციელებამდე. ვირთხები მუდმივად ქვეშ უძვრებიან ერთმანეთს. რიზომა აერთიანებს ყველაზე კარგს და ყველაზე ცუდს: კარტოფილს და სარეველას, ცხოველურს და მცენარეულს, ის მცოცავი სარეველაა(ცრაბ-გრასს). ჩვენ ბრწყინვალედ გვესმის , რომ ვერავის დავარწმუნებთ, ვიდრე არ ჩამოვთვლით რიზომის რამდენიმე მთავარ თვისებას.
1 და 2. პრინციპები-კავშირი და ჰეტეროგენურობა: განსხვავებით ხისგან ან ფესვისგან, რომლებიც წერტილს და წესრიგს მთლიანობაში აფიქსირებენ, რიზომის ნებისმიერი წერტილი შეიძლება და ყველა სხვასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ხომსკის აზრით, ლინგვისტური ხე ს წერტილში იწყება და დიხოტომიურად ვითარდება.
რიზომაში კი პირიქითაა; აუცილებელი არაა ნებისმიერმა ხაზმა ლინგვისტურ ხაზამდე მიგვიყვანოს: ნებისმიერი ტიპის სემიოტიკური რგოლები აქ კოდირების სრულიად სვადასხვა საშუალებებთანაა დაკავშირებული-ბიოლოგიურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ა. შ. ჯაჭვებს მოძრაობაში მოჰყავთ არა მხოლოდ განსხვავებულ ნიშანთა წესრიგები, არამედ ასევე საგანთა სტატუსი, შეუძლებელია ნიშანთა წესრიგებსა და ამ ნიშანთა ობიექტების წესრიგებს შორის მკვეთრი ზღვარის გავლება, რადგან მეტყველების კოლექტიური მექანიზმები უშუალოდ მანქანურ მოწყობილობებში მუშაობენ.მაშინაც კი როცა ლინგვისტიკა თვალსაჩინოებიტ შემოიფარგლება და ენაზე საერთოდ არ ფიქრობს,ის მაინც დისკურსის, განსაკუტრებული სოციალური სახის მექანიზმებისა და ძალაუფლების ტიპების წარმოების სფეროში იკეტება. გრამატიკული გამართულობა და სისწორე ხომსკისა-კატეგორიალური სიმბოლო ს, რომელმაც ყველა ფრაზა დაიქვემდებარა, უპირველეს ყოვლისა ძალაუფლების მარკერს წარმოადგენს, მხოლოდ ამის შემდეგ კი –სინტაქსურ მარკერს: შენ ააგებ გრამატიკულად სწორ ფრაზას, გამოყოფ გამონათქვამში ნომინალურ სინტაგმას და ვერბალურ სინტაგმას( პირველი დიხოტომია...) ჩვენ ასეთ ლინგვისტურ მოდელს მეტისმეტი აბსტრაქტულობის გამო კი არ ვსაყვედურობთ, პირიქით, იგი აბსტრაქტულ მანქანასთან შედარებით, რომელიც ახორციელებს კავშირს ენის სემანტიკურ შინაარსთან და გამონათკვამის პრაგმატიკასთან, კოლექტიური მეტყველების მექანიზმებთან, სოციალური ველის მთელ მიკროპოლიტიკასთან, არასაკმარისად არაპრაქტიკულია.
რიზომა უკვე აგარ აკავშირებს სემიოტიკურ რგოლებს, ძალაუფრებრივი ორგანიზაციების ფენომენებს,რომლებიც მიემართებიან ხელოვნებას, მეცნიერებებს, სოციალურ ბრძოლას, სემიოტიკური რგოლი ტუბერს ჰგავს, რომელიც მოღვაწეობის ყველაზე განსხვავებულ სახეებს- ლინგვისტური, აღქმითი, ბაძვითი, ჟესტიკულაციური, შემეცნებითი: თავისთვის აღებული ენა, მისი უნივერსალობები არ არსებობს: ჩვენ მხოლოდ დიალექტების, მეტყველებების, ჟარგონების,სპეციალური ენების შეჯიბრებას ვხედავთ. იდეალური მთქმელი- გამგონე, ისევე ,როგორც ჰომოგენური ენობრივი საზოგადოება არ არსებობს. ვაინრაიხის გამოთქმით, ენა “რეალობაა, თავისი არსით ჰეტეროგენური.” არ არსებობს დედაენა, არის მხოლოდ ენის ძალაუფლება, რომელიც პოლიტიკურ სიმრავლეზე ბატონობს.
ენა მოს(ა)ვლის, ეპარქიის, დედაქალაქის საზღვრებში მკვიდრდება და ყალიბდება. ის ხლართავს, ვითარდება უხილავი ღეროებით და ნაკადებით, მეტყველების გავაკებებით და რკინიგზის ხაზების გაყოლებით, გადადის ცხიმოვანი ლაქებით. ენაში წინანდებურად შეიძლება ოპერირება შინაგანი სტრუქტურული დანაწევრებებით რაც ფესვების ძიებას წააგავს. არის რაგაც გენეალოგიური ხეში: ის გაუფართოებელი სისტემაა. რიზომა კი პირიქით, სისტემასთან შედარებით უfრო გაფართოებულია. მას შეუძლია ენა დაანაწევროს, ოღონდ მოახდენს დეცენტრაციას რამდენიმე განზომილებითა და წესრიგით. ენა თავის თავში იკეტება და დახმარებას აღარ საჭიროებს.
3. მრავლობითობის პრინციპი: როდესაც მრავლობითობას ნამდვილად იკვლევენ, როგორც სუბსტანციურს, მრავლობითს, იგი ერთიანთან, როგორც სუბიექტთან და ობიექტთან, სულიერ და ფიზიკურ რეალობასთან, როგორც სამყაროს სახესთან მთლიანობაში უკვე აღარაა დაკავშირებული. სიმრვლეები რიზომატულებია და ისინი ააშკარავებენ ხის სახოვან ფსევდოსიმრავლეებს. აღარ არის არც ისეთი ერთიანობა, რომელიც ღერძს მოსდევს ობიექტში და არც ისეთი, რომელიც სუბიექტის სიღრმეში იმყოფება. მრავლობითობას არც ობიექტი არ ჰყავს, არც სუბიექტი, მხოლოდ დეტერმინაციები, სიდიდეები, განზომილებები, რომელთაც არსებითი ცვლილებების გარეშე გადიდება არ შეუძლიათ(შეერთების კანონი გადაჯვარედინებულია მრავლობითობასთან). თოჯინა ძაფებზე, როგორც რიზომა ან მრავლობითობა, ემორჩილება არა არტისტის ან დემონსტრატორის ახირებას, არამედ მრავლობით ნერვიულ დაბოლოებებს, რომლებიც თავის მხრივ, სხვა განზომილების შესაბამისად სხვა თოჯინას ქმნიან. მექანიზმი წარმოადგენს სწორედ ასეთ გადაკვეთას რამდენიმე განზომილებისა სიმრავლეში, რომელიც ამ კავშირების რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ აუცილებლად იცვლება.
რიზომაში წერტილი ან პოზიცია არააიგივე, რაც გვაქვს სტრუქტურაში, ხეში, ფესვში,. მხოლოდ ხაზები და არხები. როდესაც გლენ გულდი რომელიმე ნაწყვეტის შესრულებისას ტემპს ზრდის, მხოლოდ მისი ვირტუოზობისბრალი არაა: ის მუსიკალურ წერტილებს ხაზებში გარდაქმნის, იგი ზრდის მთლიანობას. აი, რატომ აღარაა რაოდენობა უნივერსალური ცნება, რომელსაც შეუძლია ელემენტები რომელიღაც განზომილებაში გაზომოს მათი ადგილის მიხედვით.. თანახმად განხილული დახასიათებებისა, იგი ვარიაციული მრავლობითობა ვერ გახდება. ჩვენ ვფლობთ არა განზომილების ერთეულებს, არამედ მხოლოდ მრავლობითობებს და საზომთა სხვადასხვაობებს. ერთიანობის ცნება მაშინ გამოჩნდება , როდესაც მრავლობითობაში სუბიექტივაციის პროცესი იწყება ან ძალაუფლება იპყრობს აღსანიშს: იგივე ეხება ღერძულ ერთიანობას, რომელიც ქმნის ელემენტებს ან ობიექტის წერტილებს შორის ორმნიშვნელოვანი ურთიერთობების ერთობლიობას, ან ერთიანობას, რომელიც სუბიექტში დიფერენციაციული ბინარული ლოგიკის კანონების შესაბამისად იყოფა.
სიმრავლეები ავსებენ და იკავებენ თავ-თავის განზომილებას: დროა ვილაპარაკოთ სიმრავლეთა შედგენილობის ნახაზზე. ეს ნახაზი შედგება განზომილებებისაგან, რომელთა სიმრავლე მასში დამყარებულ ურთიერთობებზეა დამოკიდებული. სიმრავლე განისაზღვრება “გარედან”: შედიან რა ურთიერთობაში სხვებთან, აბსტრაქტული ხაზებით, გასხლტომის, ანუ დეტერიტორიზაციის ხაზებით სიმრავლეები არსებითად იცვლებიან. შედგენილობის ნახაზი (ბადე) ნებისმიერი სიმრავლის ზედაპირია. გასხლტომის ხაზი მარკირებას უკეთებს ერთდროულად საბოლოო ძირითადი განზომილებების რაოდენობის რეალობას, რომლებიც მრავლობითობას სინამდვილეში ავსებენ. შეუძლებელია ნებისმიერი დამატებითი განზომილება, რომელიც თან არ მოიყოლებდა მრავლობითობის შეცვლას. შესაძლებლობა და აუცილებლობაც კი შედგენილობის ნახაზში(ზედაპირზე) სიმრავლეთა გათანაბრებისა, როგორებიც არ უნდა იყვნენ ეს განზომილებები.
ნებისმიერი წიგნის იდეალი იქნებოდა ყველაფერი ზედაპირზე წარმოგვედგინა, ერთ გვერდზე, ერთსა და იმავე ნაკვეთზე: გარდასული მოვლენები, ისტორიული დეტერმინაციები, გააზრებული კონცეფციები, ინდივიდები, ჯგუფები და სოციალური ფორმაციები. კლაისტმა ასეთი სახის წერილი გამოიგონა გრძნობების დამტვრეული ხაზებით, ცვალებადი სიჩქარეებით, ნალექებით და ტრანსფორმაციებით, და ყოველ წუთს გარეგანთან კავშირში. დაუხურავი წრეები. ამასთანავე მისი ტექსტები ყოველმხრივ ეწინააღმდეგებიან კლასიკურ და რომანტიკულ წიგნებს, რომელიც სუბიექტის ან სუბსტანციის შინაგან ხასიათებზე არიან დაფუძვნებულნი. ომის წიგნი-მანქანა წიგნი-სახელმწიფო აპარატის წინააღმდეგ. სიმრავლეები უმნიშვნელო და არასუბიექტურებია. აღინიშნებიან განუსაზღვრელი ან, უფრო სწორად პარტიტული არტიკლებით(დუ ცჰიენდენტ, დუ რჰიზომე...)
4.
მნიშვნელობისაგან დაცლილი რღვევის პრინციპი. წინააღმდეგ ძლიერ მნიშვნელოვანი რღვევებისა, რომლებიც ერთმანეთისაგან მიჯნავენ სტრუქტურებს ან განმსჭვალავენ მათ, რიზომა შეიძლება დაირღვეს, რომელიმე ადგილას დაიმსხვრეს, სხვა ხაზზე გადაეწყოს. ჭიანჭველებისაგან თავს ვერ დააღწევ, რადგან ისინი ქმნიან ცხოველურ რიზომას, რომლის ყველაზე დიდი ნაწილი შეიძლება განადგურდეს, თუმცა აღდგენას გააგრძელებს. ნებისმიერი რიზომა საკუთარ თავში დანაწევრების ხაზებს შეიცავს, რომლებითაც იგი დაფენილი, ტერიტორიალიზებული, ორგანიზებული, აღნიშნულია... რღვევები რიზომაში აღმოცენდებიან ყოველთვის, როდესაც სეგმენტარული ხაზები მოულოდნელად გასხლტომის ხაზებზე აღმოჩნდებიან, გასხლტომის ხაზები კი რიზომის ნაწილაკებია. ეს ხაზები მუდმივად ერთმანეთში გადადიან. აი, რატომაა აქ მოუაზრებელი დუალიზმი ან დიხოტომია თვით კეთილის და ბოროტის პრიმიტიულ ფორმაშიც კი.
ჩვენ გასხლტომის ხაზები გაგვყავს რღვევისას, თუმცა სარისკოა მათში ჩამოყალიბებული რამეების აღმოჩენა, რომლებიც სისტემის სტრუქტურას დააწყობენ, ძალაუფლებას აღმნიშვნელს გადასცემენ, აღადგენენ სუბიექტის უფლებამოსილებას. ჯგუფები და ინდივიდები საკუთარ თავში ატარებენ მიკროფაშიზმებს, რომლებიც კრისტალიზაციას ელოდებიან. ჰო, სარეველა აგრეთვე რიზომაა. კეთილი და ბოროტი მხოლოდ აქტიური და დროებითი გადარჩევის შედეგია.
რა სახით შეიძლება ტერიტორიალიზაციის და დეტერიტორიალიზაციის პროცესები, რომლებიც ერთმანეთში ერთვებიან, ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი იყვნენ? ორქიდეა დეტერიტორიალიზირდება, ქმნის სახეს, ეწევა ღერძის კალკირებას; ღერძი კი ამ სახეში კვლავ ტერიტორიალიზირდება. ამასთანავე, იგი დეტერიტორიალიზირდება, ხდება რა ორქიდეის გამრავლების აპარატის ნაწილი, მაგრამ უცებ კვლავ ატერიტორიალურებს ორქიდეას, დამტვერავს მას. ღერძი და ორქიდეა ქმნიან რიზომას, ჰეტეროგენურები არიან. შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ორქიდეა ბაძავს ღერძს, რომლის სახესაც აწარმოებს(მიმეზისი, მიმეტიზმი, სიცრუე), თუმცა ეს მართალია მხოლოდ ფენების დონეზე-პარალელიზმი ორი ფენისა, როცა ერთი მათგანის მცენარეული ორგანიზაცია მეორის ცხოველური ორგანიზაციის კოპირებას ეწევა.
იმავდროულად ლაპარაკია სრულიად სხვაზე: სინამდვილეში არა იმიტაციაზე, არამედ კოდის ხელში ჩაგდებაზე, კოდის დაჭერაზე. კოდის დამატებითი ღირებულება, ვალენტობის ზრდა, ნამდვილი ქმნადობა, ღერძის ორქიდეად ქცევა, ორქიდეის ღერძად ქცევა. თითოეული ამ ქმნადობათაგანი ერთის დეტერიტორიალიზაციისა და მეორის ტერიტორიალიზაციის უზრუნველმყოფია, ქმნადობის ორივე სახე ერთმანეტს მოსდევს და ერთმანეთს სიხშირეების მოძრაობის შესაბამისად ცვლის, უმეტესად დეტერიტორიალიზაციის ამოქმედებიტ. აღარაა იმიტაცია, არც მსგავსება, მხოლოდ შეჯახება ორი ჰეტეროგენული რიგისა გასხლტომის ხაზზე, რითაც ერთობლივ რიზომას წარმოადგენენ. ეს რიზომა უკვე აღარ მიეწერება ან ექვემდებარება არაფერს, მნიშვნელობის მქონეს. რემი შოვენმა შესანიშნავად თქვა: ,,არაპარალელური ევოლუცია ორი არსებისა, რომლებსაც ერთმანეთთან არანაირი ურთიერთობა არა აქვთ’’. საერთოდაც რომ ითქვას, შესაძლოა ევოლუციის სქემები საჭიროა ხისა და წარმოშობის ძველი მოდელების გადასაგდებად.
განსაზღვრულ პირობებში ვირუსი მიუერთდება ჩანასახობრივ უჯრედებს და გადაეცემა, როგორც რთული სახის უჯრედული გენი. მას შეუძლია სხვა სახის უჯრედებზე გაირბინოს, გავიდეს, მიიტაცოს ,,გენეტიკური ინფორმაცია’’, პირველი პატრონისაგან გამომავალი. ევოლუციის სქემები ნაწარმოებნი იქნებოდნენ უკვე არა ხისსახოვანი წარმომავლობის მოდელებისაგან, ანუ ნაკლებად დიფერენცირებულებიდან უფრო დიფერენცირებულებისკენ განვითარების გზით, არამედ რიზომის მოდელის მიხედვით, უშუალოდ მდებარე და გადამავალი ერთი, უკვე დიფერენცირებული ხაზიდან მეორეზე. აქაა ამას გარდა არაპარალელური ევოლუციები ბაბუინის და კატის, რომელთაგან არცერთი არ არის მეორის მოდელი ან ასლი (კატის ბაბუინად ქცევა არ ნიშნავს, რომ კატა ბაბუინს ,,აწარმოებს’’). ჩვენ ვასახიერებთ რიზომას ჩვენი ვირუსებით, ან, უფრო სწორად, ჩვენი ვირუსები გვაიძულებენ სხვა ცხოველებთან შევქმნათ რიზომა. გენეალოგიურ ხეს დიფერენცირებულ ხაზებს შორის გარდიგარდმო კომუნიკაციები აბნევს და ხლართავს. გამუდმებით გამონახვა მოლეკულისა ან სუბმოლეკულიარული ნაწილაკისაც კი, რომელტანაც ჩვენ შეგვეძლებოდა გაერთიანება.
ჩვენ ევოლუციაში ვართ და ვკვდებით უფრო მეტად ჩვენი პოლიმორფული და რიზომატული კაპრიზების წყალობით, ვიდრე მემკვიდრეობითი ავადმყოფობებისაგან. რიზომა ანტიგენეალოგიურია.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ წიგნზე და წიგნის სამყაროზე. წინააღმდეგ ფესვგადგმული რწმენებისა, წიგნი არაა სამყაროს სახე. იგი ქმნის სამყაროსთან რიზომას, ხდება წიგნისა და სამყაროს არაპარალელური ევოლუცია. წიგნი უზრუნველყოფს სამყაროს დეტერიტორიალიზაციას, სამყარო კი წიგნის ტერიტორიალიზაციის საშუალებას იძლევა, რომელიც თავის მხრივ, თავად დეტერიტორიალიზირდება სამყაროში (თუკი მას ეს შეუძლია). მიმეტიზმი წარუმატებელი ცნება აბსოლუტურად სხვა ბუნების ფენომენებისათვის, რომლებიც ბინარულ ლოგიკაზე არიან დამოკიდებულნი.
ნიანგი ხის ტანს არ წარმოშობს, ისევე, როგორც ქამელეონი არ გადმოსცემს თავისი გარემოცვის ფერს. ვარდისფერი პანტერა არაფერს კოპირებს, არაფერს წარმოშობს. იგი რთავს სამყაროს თავის ფერში _ ვარდისფერი ვარდისფერზე _ ეს მისი მსოფლიო ხდომილებაა, რომლის მიზანია _ გახდეს შეუმჩნეველი, უმნიშვნელო, განახორციელოს რღვევა და შექმნას თავის თავში გასხლტომის ხაზი, ბოლომდე მიიყვანოს საკუთარი ,,არაპარალელური ევოლუცია’’. მცენარეთა სიბრძნე: მაშინაც კი, როცა ისინი ფესვიანებია, მათ მიღმა ყოველთვის არსებობს რაღაც, რასთანაც შეიძლება შექმნას რიზომა _ ქართან, ცხოველებთან, ადამიანთან (ასევე ქმნის რიზომას ადამიანი, ცხოველი და ასე შემდეგ). ,,სიმთვრალე, როგორც ტრიუმფალური გარღვევა, შემოჭრა მცენარისა ჩვენში’’.რიზომის გამუდმებული ძებნა რღვევებით, გაჭიმვებით, გაფართოებით, გასხლტომის ხაზების დაჭერით, სხვადასხვა სახეებად ქცევა ყველაზე აბსტრაქტულ და დაკლაკნილ, მრავალგანზომილებიან, დაწყვეტილ მიმართულების ხაზებამდე. დეტერიტორიალიზებული ნაკადების შეერთებით. მივყვეთ მცენარეებს: დავიწყოთ პირველი ხაზის საზღვრების დადგენით კონვერგენციის წრეზე, თანამიმდევრული სინგულარობების გარშემო.
ამ ხაზების შიგნით დავინახავთ, მონახავენ თუ არა კონვერგენციის ახალი წრეები მათ საზღვრებს მიღმა სხვა მიმართულებებზე განლაგებულ ახალ წერტილებს. წერო, შექმნა რიზომა, გააფართოვო მისი ტერიტორიები დეტერიტორიალიზაციის ხარჯზე, გაჭიმო გასხლტომის ხაზები წერტილამდე, სადაც იგი ერთიან, აბსტრაქტულ მანქანაში შედგენილობის მთელ ნახაზს მოიცავს.
50 და 60 . კარტოგრაფიის პრინციპები და დეკალკომანიები. რიზომა არანაირ სტრუქტურულ ან გენერაციულ მოდელში არ ჯდება. იგი უცხოვდება გენეტიკური ღერძისაგან, როგორც სიღრმისეული სტრუქტურის აზრისაგან. გენეტიკური ღერძი, როგორც ობიექტური, ძირისმიერი ერთიანობა, რომლისგანაც გამომდინარეობენ შემდგომი სტადიები; ბაზური თანმიმდევრობების მსგავსი, უშუალო შემადგენლებზე დაშლილი ღრმა სტრუქტურა, საბოლოო სტრუქტურა კი სულ სხვა განზომილებაში ხორციელდება _ ესაა სუბიექტური და ტრანსფორმაციული განზომილება.
ჩვენ ხის ან ფესვის, ღერძოვანია ის თუ ფუნჯისებური, რეპრეზენტაციული მოდელისაგან ვერ გამოვდივართ (მაგალითად, ხ(ჩ)ომსკის ,,ხე’’, ბაზურ თანამიმდევრობასთან დაკავშირებული და ბინარული ლოგიკის თანახმად, საკუთარი ქმნადობის პროცესის მარეპრეზენტირებელი). ვარიაცია ძველ თემაზე. გენეტიკურ ღერძზე ან სტრუქტურაზე ჩვენ ვამბობთ, რომ უპირველეს ყოვლისა, ისინი კალკის პრინციპებია და უსასრულობამდე იწარმოებიან. ხის მთელი ლოგიკა კალკისა და გამრავლების ლოგიკაა. როგორც ლინგვისტიკაში, ასევე ფსიქოანალიზში მისი მიზანია არაცნობიერი, რომელიც საკუთარი თავის რეპრეზენტაციას თავად ეწევა, კოდიფიცირებულ კომპლექსებში კრისტალიზდება, გენეტიკურ ღერძზე მოთავსდება ან სინტაგმატიკურ სტრუქტურაში გაიშლება. მისი მიზანია ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა, სუბიექტთა შორის ურთიერთობებში წონასწორობის დამყარება, ენისა და მეხსიერების ბნელ კუნჭულებში მიმალული არაცნობიერის გამოკვლევაა. ხე აერთიანებს და იერარქირებას უკეთებს კალკებს ფოთლების მსგავსად.
სულ სხვა საქმეა რიზომა, რუკა და არა კალკა. შექმნა რუკისა და არა კალკის, ორქიდეა ღერძის კალკირებას კი არ ახდენს, არამედ ხაზავს რუკას ღერძთან ერთად რიზომის შიგნით. თუკი რუკა კალკის საწინააღმდეგოა, ეს იმიტომ რომ იგი მთლიანად ორიენტირებულია გამოცდილების მიღებაზე, რაც რეალობას უკავშირდება. ნაცვლად იმისა, რომ წარმოქმნას საკუთარ თავში ჩაკეტილი არაცნობიერი, რიკა მას აკონსტრუირებს. რუკა აერთებს ველებს, ბლოკირებისაგან ათავისუფლებს უორგანებო სხეულს, ხელს უწყობს მის მაქსიმალურ ღიაობას შედგენილობის ნახაზში. იგი თავადაა რიზომის ნაწილი. რუკა გახსნილია, ყველა თავის განზომილებას აერთიანებს, მოძრავია, გადატრიალებადია, ცვალებადობებისადმი მგრძნობიარე.
ნებისმიერ ინდივიდს, ჯგუფს, სოციალურ ფორმაციას შეუძლია დაარღვიოს იგი, გაწყვიტოს, გადააბრუნოს, ნებისმიერი სახით შეაგროვოს, სამუშაოდ მოამზადოს. შეიძლება მისი დახატვა კედელზე. მას შეგვიძლია მოვექცეთ, როგორც ხელოვნების ქმნილებას, გავაკეთოთ მისგან პოლიტიკური აქცია ან მასალა აზროვნებისათვის. რასაკვირველია, რიზომის ერთი ყველასაგან განმასხვავებელი თვისებაა ჰქონდეს ყოველთვის მრავალი გამოსავალი: სორო ამ აზრით ცხოველური რიზომაა და ააშკარავებს გასზლტომის ხაზებს(როგორც გადაადგილებისთვის კორიდორებს) და დასახლებულ სივრცეს შორის წმინდა განსხვავებებს. რუკას კალკისგან განსხვავებით მრავალი გამოსასვლელი აქვს( კალკისგან, რომელიც ყოველთვის უბრუნდება ,,ერთსა და იმავეს”). განსხვავებით ფსიქოანალიზისა და ფსიქოანალიტიკური კომპეტენციისაგან, რომელიც ნებისმიერ ლტოლვას ან გამონათქვამს გენეტიკურ ღერძს ან კოდირებულ სტრუქტურას “მოარგებს” და მზად არის უსასრულოდ მიათრიპოს ამ ღერძამდე ან ამ სტრუქტურის კომპონენტამდე მონოტონური სტადიალური კალკები, შიზოანალიზი დეკალკირებულ ფატალობაზე ნებისმიერ აზრს უარყოფს, როგორც არ უნდა ერქვას მას: ღვთაებრივი, ანაგოგიური, ისტორიული, ეკონომიური, სტრუქტურული, მემკვიდრეობითი ან სინტაგმატური.( გაიხსენეთ, მელანი კლაინი როგორ ვერ ჩასწვდა კარტოგრაფიის პრობლემას ერთერთ მის პაციენტთან- პატარა რიჩარდთან და უკვე მზა კალკების გადაცემით შემოიფარგლა: ოიდიპოსი, კეთილი და ბოროტი მამა, კეთილი და ბოროტი დედა- იმ დროს, როდესაც ბავშვი წარუმატებლად ცდილობდა წარმოედგინა ის, რასაც ფსიქოანალიზი საერთოდ ვერ ღებულობს- ანუ რუკა. ცალკეული იმპულსები და საგნები სულაც არაა განვითარების სტადიები გენეტიკურ ღერძზე არც ღრმა სტრუქტურის შემადგენელი ნაწილები.
ისინი პრობლემაზე პოლიტიკური გამოსასვლელებია , შესასვლელებია, ჩიხებია, რომელთაც ბავშვი მთელი თავისი სურვილების ძალით, ანუ პოლიტიკურად აღიქვამს.
კაცმა რომ თქვას, დუალიზმის რესტავრაციას ხომ არ ვახდენთ როდესაც კალკას ან რუკას, როგორც ბოროტ და კეთილ საწყისს ერთმანეთს ვუპირისპირებთ? რუკა დეკალკირების საშუალებებს ფლობს? ხომ არ არის რიზომის ერთ-ერთი თვისება გადააჯვაროს ფესვები, ზოგჯერ კი შეერწყას მათ?
უნიფიკაციას და ტოტალიზაციას, მასიფიკაციას, მიმეტურ მექანიზმებს, ძალაუფლების მითვისებას, სუბიექტური უპირატესობის მინიჭებას შეუძლია ფესვები მრავლობითობის შრეებში გაიდგას? იქნებ თავად გასკდომის ხაზები შემთხვევითი კონვერგენციის საფარქვეშ დანგრევისა და გარდასახვის ფუნქციით აღჭურვილ წარმონაქმს აგებს? თუმცა საწინააღმდეგოს დაშვება არანალკლებ სამართლიანია, ეს სისტემის საკითხია:ყოველ შემთხვევაში რუკაზე კალკის გადატანაა საჭირო. ეს პროცედურა ზემოთთქმულის სიმეტრიული სულაც არაა.
მკაცრად თუ ვიტყვით, არ უნდა იყოს მთლად სწორი ის აზრი, რომ კალკა წარმოშობს რუკას. ეს უფრო ფოტოგრაფის ან რენდგენის სურათს გავს, თითქოს თავიდან ირჩევდნენ და აცალკევებდნენ იმას, რის ხორცშესხმასაც ხელოვნური საშუალებების დახმარებით საღებავები ან სხვა აუცილებელი საშუალებები აპირებდნენ. ძძველებური იმიტატორი, რომელიც ქმნის მოდელს და იყენებს მას. კალკას ამ შემთხვევაში უკვე გადაყვანილი ჰყავს რუკა სახეში. მან რიზომა ფესვებად და ძირებად გარდაქმნა, ორგანიზებულად ჩამოაყალიბა, გაამაგრა, მრავლობითობები გაანეიტრალა-გაანაწილა რა ისინი მნიშვნელობათა და სუბიექტივაციათა ღერძზე, რომლებიც მას გააჩნია, მოახდინა რიზომი სტრუქტურირება და გენერირება, კალკა ახლა, როცა რაიმე სხვის შექმბნას ცდილობს, უკვე საკუთარ თავს ქმნის. აი, რატომ არის იგი საშიში.
ის, რასაც კალკარუკიდან ან რიზომიდან აწარმოებს, როგორც წესი, ჩიხები, ბლოკირებები, ღერძის ყლორტები ან სტრუქტურაციის წერტილებია. შეხედეთ ფსიქოანალიზს და ლინგვისტიკას: პირველი ყოველთვის არაცნობიერის კალკებს ან ფოტოგრაფიებს იღებს, მეორე- ენის კალკებს ან ფოტოგრაფიებს მთელი თავისი უზუსტობებითა და შეცოდებებით, რომლებსაც ტავიდანვე ეყრდნობა(არაა გასაკვირი, რომ ფსიქოანალიზი ლინგვისტიკასთან ნათესაობის ხასგასმით არ იღლება). დაფიქრდით იმაზე რა დაემართა პატარა ჰანსს, ბავშვთა ფსიქოანალიზში: მის რიზომას შეუბრალებლად ამსხვრევდნენ, სვრიდნენ მის რუკას, სადღაც ჩქმალავდნენ, ბლოკირებას უკეთებდნენ ყველა გასასვლელს მანამდე, ვიდრე არ მიაღწიეს, ჩაენერგათ მისთვის სირცხვილისა და დანაშაულის შეგრძნება, ვიდრე ფობიამ მასში ფესვი არ გაიდგა(რიზომა პირველად სახლიდან გააგდეს, შემდეგ ქუჩიდან, გდაიტანეს მშობელთა საწოლში და ფესვები საკუთარ სხეულშივე ჩაუშვეს, მოახდინეს პროფესორ ფროიდზე მისი ბლოკირება).ფროიდმა შეგნებულად მიიღო სათვალავში პატარა ჰანსის კარტოგრაფიები, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ იგი მშობლების ფოტოგრაფიების გვერდით მოეთავსებინა.
შეხედეთ იმასაც, რასაც მელანი კლაინი უკეთებს პატარა რიჩარდის გეოპოლიტიკურ რუკებს: მას გამოჰყავს აქედან ფოტოგრაფიები, აკეთებს კალკებს; მიიღეთ პოზა ან მიჰყევით გენეტიკურ სტადიას თუ სტრუქტურულ მთლიანობას და ჩვენ დავამსხვრევთ თქვენს რიზომას. ცხოვრება და ლაპარაკი იმ პირობით გექნებათ ნებადართული, რომ ყველა გამოსავალი გადაიკეტება, როდესაც რიზომა დაცობილია, ყველაფერი დამთავრებულია. სურვილზე უკვე აღარაფერია დამოკიდებული, რადგან სურვილი მხოლოდ რიზომის წყალობით ცოცხლდება და ჰბადებს. ყოველთვის, როცა სურვილი ხის ფორმას იძენს, სახეზეა განსაზღვრული შინაგანი შედეგები, რომლებსაც იგი სიკვდილამდე მიჰყავთ; რიზომა კი სურვილზე გარეგანი ბიძგებით და გამღიზიანებლებით ზემოქმედებს.
აი, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, გამოსცადო საწინააღმდეგოთა და არა სიმეტრიული პროცედურები. გადაიტანო კალკა რუკაზე, შეაერთო ფესვები ან ხეები რიზომასთან.არაცნობიერის კვლევა პატარა ჰანსის შემთხვევაში უნდა ნიშნავდეს იმის ჩვენებას, როგორ ცდილობს რიზომის შექმნას სახლთან, სახლიდან გასხლტომის ხაზთან, ქუჩიდან გასხლტომის ხაზთან და ა. შ; როგორ გადაიღობებიან ეს ხაზები. ბავშვი, ოჯახში გაფესვიანებული, მამასთან ფოტოგრაფირებისას, მშობელთა საწოლის მადეკალკირებელი; ვნებათა სუბიექტივაციის ფორმით პროფესორ ფროიდის ჩარევა უზრუნველყოფს აღმნიშვნელით ძალაუფლების დაპყრობას. ბავშვი ცდილობს ცხოველად ქცევით გაიქცეს, დაგმობილი, სამარცხვინო და ბრალეული (პატარა ჰანსის ცხენად გადაქცევა. ჭეშმარიტად პოლიტიკური არჩევანი). მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში აუცილებელია რუკაზე ჩიხები ავურიოთ და ამგვარად გასხლტომის შესაძლო ხაზებისათვის ღია დავტოვოთ.
ჯგუფის რუკასთანაც შეგვიძ;ლია იგივე გავაკეთოთ: ვაჩვენოთ, რიზომის რომელ წერტილში ფორმირდება მასიფიკაციის, ბიუროკრატიის, ფაშიზმის ფენომენები, რომელი ხაზები აგრძელებენ არასჯაროდ რიზომის შექმნას, რჩებიან რა უხილავები. დელინის მეთოდი: აუტიზმით დაავადებული ბავშვის ჟესტებისა და მოძრაობების რუკის შედგენა, ამავე ბავშვის სხვადასხვა რუკების შერჩევა და დაჯგუფება, ბევრი ბავშვის... თუკი არ ვცდებიტ იმაში, რომ რუკა ან რიზომა პრინციპულად მრავალ გასასვლელს ფლობს, მაშინ შეგვიძლია მასში კალკისა და ხე-ფესვების გზით, სიფრთხილის აუცილებელი ზომების დაცვით შევიდეთ. იძულებულნი ვიქნებით, ხშირად გადავუხვიოთ ჩიხში, გადავლახოთ აღმნიშვნელის ძალაუფლება და სუბიექტური სისუსტეები დავეყრდნოთ ოიდიპოსურ, პარანოიდალურ ან კიდევ უფრო საშინელ წარმონაქმებს, როგორც გაქვავებულ ტერიტორიალურობებს რაც შესაძლებელი ხდება სხვა გარდამქმნელი პროცედურების წყალობით... ისიც შეიძლება, რომ ფსიქოანალიზი ამოსავალ წერტილად იქცეს. სხვა შემთვევებში პირიქით, ამოსავალ წერტილად გასხლტომის ხაზები აღმოჩნდებიან. ისინი უფლებას მოგვცემენ დავამსხვრიოთ ფენები, გავშალოთ ფესვები და დავამყაროთ ახალი კავშირები.
არსებობს სრულიად განსხვავებული მოწყობილობები_რუკა-კალკები, რიზომა-ფესვები_დეტერიტორიალიზაციის განსხვავებული კოეფიციენტებით. რიზომაში არის ხის ან ფესვის სტრუქტურა და პირიქით, ხის შტო ან ფესვის დაყოფა შეიძლება რიზომად გამოვლინდეს. განსაზღვრული მიმართულებები აქ დამოკიდებულია არა თეორიულ ანალიზზე, რომელიც უნივერსალიებით ოპერირებს, არამედ პრაგმატიკაზე, რომელიც შეადგენს სიმრავლეს ან სიხშირეების ერთიანობებს. ხის სიღრმეში, ფესვის ფუღუროში ან რტოს იღლიაში შეიძლება ახალი რიზომის ფორმირება ან კიდევ რიზონის წარმოების ინიცირება მოხდეს ხე-ფესვის ძირით მიკროსკოპიულ ელემენტებთან კავშირში. ბუღალტრული ანგარიში, ბიუროკრატია კალკით მოქმედებს: თუმცა როგორც კაფკას რომანში შეუძლიათ რიზომის კვირტები გამოიღონ, ყლორტები გამოისხან. იყო რიზომორფული_ნიშნავს გაიჩინო ღეროები და ბოჭკოები, რომლებიც ფესვებად გვეჩვენებიან ან მათ უერთდებიან, შეაღწევენ ტანში ახალ, უცნაურ ფორმებში ამოქმედების რისკით. ჩვენ ხისგან დავიღალეთ.
ამიერიდან ცვენ ხეებზე, ფესვებზე ან ძირებზე აღარ უნდა ვიფიქროთ. საკმარისია. მთელი ხისსახოვანი კულტურა ბიოლოგიიდან ლინგვისტიკამდე მათზეა დამყარებული. პირიქით, არაა არაფერი იმაზე უფრო მშვენიერი, საყვარელი, პოლიტიკური, ვიდრე მიწისქვეშა ღეროები და მიწის ზედა ფესვები, გარსი და რიზომა. ამსტერდამი ქალაქია, ასე ვთქვათ, „არაძირძველი“ , არამედ ქალაქი-რიზომა თავისი არხებით-ღეროებით, სადაც მანქანური კონვერციული ომის კავშირებით სარგებლიანობა ძალიან დიდ სიგიჟესთან შერწყმულა’’.
აზრი არაა ხის მსგავსი, ტვინი ფესვის მსგავსი ან განშტოებული მატერია. ის, რასაც არასამართლიანად უწოდებენ ,,დენდრიტებს’’, ვერ უზრუნველყოფს ნეირონების კავშირს უწყვეტ ქსოვილში. უჯრედების წყვეტადობა, აქსონების მნიშვნელობა, უჯრედთა დაახლოების ფუნქცია(სინაპსისები), სინაპტიკური მიკრო-ბზარების არსებობა, შეტყობინებების ხტუნვა ამ ბზარებზე _ ასახიერებენ მრავლობითობის ტვინს, რომელიც საკუთარ შედგენილობაშია ჩაძირული.
მთლიანად დამაჯერებელი, ცვალებედი, განუსაზღვრელი ნერვული სისტემა _ ნევროლოგიაში. ბევრ ადამიანს ხე თავში ჩაეზარდა, მაგრამ თავად ტვინი _ ეს ბალახია, რომელიც უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ხე... ნევროლოგები, ფსიქოფიზიოლოგები გრძელ და მოკლე მახსოვრობას ანსხვავებენ(წუთიერი წესრიგი). ეს განსხვავება არა მხოლოდ რაოდენობრივია: მოკლე მეხსიერება რიზომის და დიაგრამის ტიპისაა, მაშინ, როცა გრძელი ხისმაგვარია და ცენტრალიზებული (მატრიცა, აღგზნების ნარჩენები, კალკა ან ფოტოგრაფია). მოკლე მეხსიერება თავის ობიექტთან მოსაზღვრეობის, გაუშუალებლობის კანონს არ ემორჩილება. მას შეუძლია დისტანცირება, დიდი ხნის შემდეგ მოსვლა ან დაბრუნება, თუმცა ყოველ ჯერზე წყვეტადობის პირობით, ნაპრალებით ან მრავლობითობით, ამასთან, მეხსიერების ორივე სახის განსხვავება დროითობაზე არაა დამყარებული. ეს არაა ერთი და იგივე მოგონებები, მითუმეტეს ერთი და იოგივე აზრი, რომელსაც პირველი ან მეორე მეხსიერება იჭერს.
მოკლე აზრის ბრწყინვალება: ჩვენ ვწერთ მოკლე მეხსიერებით, მოკლე აზრებით, მაშინაც კი, როცა გრძელი მეხსიერებით გრძელ აზრებს ხელმეორედ ვუბრუნდებით და ვკითხულობთ. მოკლე მეხსიერება დავიწყებას საკუთარ თავში, როგორც პროცესს, შეიცავს. იგი იგივდება არა წამთან, არამედ კოლექტიურ რიზომასთან, რომელიც დროებით და ადვილად აღსაძრავია. გრძელი მეხსიერება(ოჯახი, რასა, საზოგადოება ან ცივილიზაცია) დეკალკირებას და თარგმნა-გადაყვანას ეწევა.
მაგრამ რაც მას გადმოაქვს, მასში არსებობას შორეულად, უადგილოდ, არა თავის დროში, არამედ წამიერად განაგრძობს.
ხე ან ფესვი სიმრავლის განუწყვეტელი იმიტირებით იწყება, იგი უმაღლესი ერთიანობიდან, ცენტრიდან თუ სეგმენტიდან სევდიან აზრებს იწვევს. მართლაც, თუკი რტოებისა და ღერძის ერთობლიობას განვიხილავთ, ზემოდან ქვემოთ მომავალი ტანი საწინააღმდეგო სეგმენტის როლს თამაშობს ერთერთი ერთობლიობისთვის.
,,ორპოლუსური კავშირი’’ წინააღმდეგ ,,ორპოლუსური ერთიანობისა’’, რომელიც ცენტრიდან მომავალ განყოფილებებს წარმოადგენს. კავშირებს თავად შეუძლიათ გაშლა-გაფართოება, როგორც ფესვიან სისტემებში, თუმცა ამ დროს არ გადიან ერთიანი-გაორებულის მიღმა და ვითომ მრავლობითობად რჩებიან. რეგენერაციები, გამრავლებები, გამეორებები, ჰიდრები და მედუზები აქდან ასევე ვერ გაგვიყვანენ. ხისმაგვარი სისტემები იერარქიული სისტემებია - ცენტრალური ავტომატები, როგორც ორგანიზებული მახსოვრობები, თავიანთ თავში რომ შეიცავენ მნიშვნელობათა და სუბიექტივაციათა ცენტრებს. ამ მოდელის თანახმად, ელემენტი ინფორმაციას, ისევე, როგორც სუბიექტურ სწრაფვას და წინასწარდადგენილ კავშირებს უმაღლესი ერთიანობიდან იღებს. ეს კარგად ჩანს ინფორმატიკისა და ელექტრონიკის თანამედროვე პრობლემებში, რომლებიც თვით ყველაზე ძველ აზრსაც კი ინახავენ იმ ზომით, რა სიძლიერითაც აღჭურავენ მეხსიერებას ან ცენტრალურ ორგანოს. პიერ როზენტალი და ჟან პეტიტო შესანიშნავ სტატიაში, რომელიც ააშკარავებს ,,აზრის სახეობას მართვის ხისმაგვარ სქემაში’’ (ცენტრირებული სისტემები ან იერარქიული სტრუქტურები) აღნიშნავენ: ,,იერარქიული სტრუქტურების პირველობის აღიარება ხისმაგვარ სტრუქტურებს პრივილეგიებს ანიჭებს...
ხისმსგავსი ფორმა უშვებს ტოპოლოგიურ ახსნას. იერარქიულ სტრუქტურაში ინდივიდი აღიქვამს მხოლოდ ერთადერთ აქტიურ მეზობელს, რომელიც მისი იერარქიული კიბის თავზეა მოთავსებული... წინასწარ დადგენილია ტრანსლაციის არხები: ხისმსგავსი სქემა წინ უსწრებს ინდივიდს. ეს უკანასკნელი მასში მკაცრად განსაზღვრულ ადგილზე ჩაერთვება’’. (მნიშვნელობა და სუბიექტივაცია). ავტორები ჩვენს ყურადღებას მიაპყრობენ იმას, რომ როდესაც განზრახული გვაქვს მოვიპოვოთ რაღაც მრავლობითობა, ხშირად ხელში მყარი მრავლობითობა გვრჩება, ანუ ფუნჯისებური(ფესვისებური). მისი გარეგანი სახე ან ფორმულირებები თითქოს არარიერარქიულები, სინამდვილეში მთლიანად იერარქიულ დასკვნებამდე მიდიან: ასეთია, მაგალითად ცნობილი ,,თეორემა მეგობრობაზე’’.
თუკი საზოგადოებაში რომელიმე ორ ინდივიდს ერთი საერთო მეგობარი ჰყავს, მაშასადამე, არსებობს ერთი ინდივიდი, რომელიც ორივეს მეგობრად გვევლინება.(როგორც როზენტალი და პეტიტო იტყვიან, ვინ არის ეს საერთო მეგობარი _ საყოველთაო მეგობარი ამ დაწყვილებული საზოგადოებისა, პატრონი, მოძღვარი, ექიმი? რამდენი ვარაუდია, რომელიც შორს წასულა ამოსავალი აქსიომიდან _ ,,ადამიანთა გვარის მეგობარი’’? ან ფილოსოფოსი, რომელიც კლასიკურ აზრში ფიგურირებს _ მაშინაც კი, თუ ეს ერთიანობა შეუმდგარია, იგი ფასეულია სწორედ თავისი არარსებობით ან სუბიექტურობით, ამბობს, ,,მე არაფერი არ ვიცი, _ მე არარა ვარ?’’). ავტორები ამ აზრით უფრო დიქტატურის თეორემაზე ლაპარაკობენ. ასეთია ხე-ფესვის პრინციპი ან ფუნჯისებური გადაწყვეტა, დასრულება, სტრუქტურული წინასწარჭვრეტა. ავტორები ამ ცენტრირებულ სისტემებს უპირისპირებენ არაცენტრირებულ სისტემებს, მზა ავტომატების ქსელებს, სადაც კომუნიკაცია ხორციელდება ერთი მეზობლიდან მეორეზე, სადაც ღეროები ან არხები არ არსებობენ წინასწარ, სადაც ინდივიდები ურთიერთშენაცვლებადნი არიან და უკლებლივ მათი მდგომარეობით მოცულ მომენტში ისე განისაზღვრებიან, რომ ლოკალური მოქმედებები არაა შეთანხმებული და საერთო საბოლოო შედეგი ცენტრალური ინსტანციისგან დამოუკიდებლად სინქრონიზირდება. ინტენსიური მდგომარეობების გარდაქმნა ცვლის ტოპოლოგიას. ,,გრაფიკი, რომელიც ინფორმაციის მოძრაობას მართავს, იერარქიული გრაფიკის საწინააღმდეგოა... გრაფიკს აზრადაც არ მოსდის, იყოს ხე”.
(ჩვენ ასეთ გრაფიკს რუკას ვუწოდებთ). ომის მანქანის პრობლემა ან fირინგ შქუად: საჭიროა თუ არა გენერალი იმისთვის , რომ n-იანმა ინდივიდებმა ერთსა და იმავე დროს გაისროლონ? გამოსავალი ,, გენერლის გარეშე” მოიძენა არაცენტრირებულ მრავლობითობაში, რომელიც შესაბამისი სიჩქარეებით ომის რიზომის ან პარტიზანული რაზმის ლოგიკის თვალთახედვიდან, კალკის, ცენტრელური წესრიგის კოპირების გარეშე სიგნალების და მდგომარეობების სასრულ რიცხვს შეიცავს. იმის დასაბუთებაც შეიძლება, რომ ასეთი მრავლობითობა, მექანიზმი ან მანქანური სოციუმი ნებისმიერ გამაერთიანებელს, ავტომატ-ცენტრალიზატორს, როგორც ,,არასოციალურ უცხოს” თავიდან იცილებს. ნ ამ დროიდან ყოველთვის იქნება ნ-1. როზენტალი და პეტიტო ნაკლებად ფასეულად მიიჩნევენ, რაც ცენტრი- არაცენტრალიზებულის სახელით აღინიშნება. ფასეულია რაც გამოთვლის იმ საშუალებების ურთიერთობებშია, რომლებიც სხვადასხვა საგნებს მიეყენება. ხეები შეიძლება შეესაბამებოდნენ რიზომას ან გაიშალონ მასში.
ერტი და იგივე საგანი გამოთვლის ორივე საშუალებას, ან მართვის ორივე ტიპის არსებობას უშვებს_მდგომარეობის მნიშვნელოვანი ცვლილებებით, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში. მაგალითად, ფსიქოანალიზი არაცნობიერს არა მარტო თეორიაში, არამედ გამოღვლის პრაქტიკასა და გადამუშავებაში ხის მსგავს სტრუქტურებს, იერარქიულ გრაფიკებს, შემაჯამებელ მეხსიერებებს, ცენტრალურ ორგანოებს, ფალოსს, ხე-ფალოსს უმორჩილებს. ფსიქოანალიზს არ შუძლია შეცვალოს სისტემა ამ მიმართებაში: საკუთარ დიქტატორულ ძალაუფლებას იგი არაცნობიერის დიქტატორულ ინტერპრეტაციაზე აფუძვნებს. ფსიქოანალიზში მანევრირების თავისუფლება ძლიერ შეზღუდულია. გენერალი, უფროსი იმყოფება, როგორც ფსიქოანალიზში, ასევე მის ობიექტებში(გენერალი ფროიდი). ნაცვლად ამისა, არაცნობიერი, როგორც არაცენტრირებული სისტემა, ანუ როგორც სრულყოფილი ავტომატების მანქანური დონე(რიზომა), სრულიად სხვა მდგომარეობამდე აღწევს შიზოანალიზში. ეს შენიშვნა ლინგვისტიკის მისამართითაც ძალაშია; ,,სიტყვათა ერთობის არაცენტრირებული ორგანიზაციის” შესაძლებლობას სრულიად საფუძვლიანად განიხილავენ როზენტალი და პეტიტო.
გამონათქვამებთან და სურვილებთან დაკავშირებით ამოცანა მდგომარეობს არა არაცნობიერის რედუცირებაში, ინტერპრეტირებაში ან აღნიშვნაში, მსგავსად ხისა, არამედ არაცნობიერის შექმნაში, მასთან ერთად კი ახალი გამონათქვამების, სხვა სურვილების წარმოშობაში: რიზომა არის კიდეც არაცნობიერის წარმოება.
საინტერესოა, როგორ დაიმორჩილა ხემ მთელი დასავლური სამყარო და დასავლური აზროვნება ბოტანიკიდან ბიოლოგიამდე, ანატომია, გნოსეოლოგია, თეოლოგია, ონტოლოგია, მთელი ფილოსოფია...
ფესვი-საფუძველი, grund, roots და fundations. დასავლეთი ტყესთან და ტყის გაჩეხვასთან განსაკუთრებით მჭიდროდაა დაკავშირებული. ტყისგან ბრძოლით მოპოვებული ველები ნარგავებითა და მარცვლეულით ივსებოდა, რომლებიც ხის მსგავსი კულტურის ხაზის მიზანს წარმოადგენენ. თავის მხრივ, გაშლილ ნასვენ ველებზე განვითარებული მეცხოველეობა ირჩევს ხაზებს, რომლებიც ხისმაგვარ ცხოველებს აყალიბებენ. აღმოსავლეთი_სრულიად სხვა რამეა: კავშირი ბაღთან და ტრამალებთან(სხვა შემთხვევაში უდაბნოსა და ოაზისთან)უფრო ძლიერია, ვიდრე ტყესა და ველთან; ესაა ბოლქვების, ბურდების, ხენდროების კულტურა, რომლებიც ინდივიდის გარეშე ვითარდებიან; სპეციალიზირებული მესაქონლეობის დახურულ სივრცეებში უკანდახევა ან მომთაბარეების ტრამალში გაძევება. დასავლეთი სასოფლო-სამეურნეო ხაზის კულტურაა, ინდივიდთა დიდი რაოდენობის მიერ არჩეული; აღმოსავლეთი _ ნაყოფისა და ბოსტნეულის კულტურა ადამიანთა არც თუ ისე დიდი რაოდენობისა, ფართო გამაზე მიუთითებს.
ხომ არ არსებობს აღმოსავლეთში, კერძოდ ოკეანეთში რაიმე რიზომატული მოდელის მსგავსი, რომელიც ყოველმხრივ საწინააღმდეგო იქნებოდა ხის დასავლური მოდელისა? ოდრიკური სწორედ აქ ხედავს მორალსა და ტრანსცენდენტური ფილოსოფიის განსხვავების წყაროს, რაც ღირებულია დასავლეთში და ფილოსოფიის იმანენტური აღმოსავლეთში: ღმერთი, რომელიც თესავს და თიბავს და ღმერთი, რომელიც მარხავს და თზრის. ტრანსცენდენტულობა _ წმინდა ევროპული ავადმყოფობაა. და მუსიკაც მიწისა სხვადასხვაა. და არც სექსუალობაა ერთნაირი: მარცვლეული მცენარეები სექსუალობას გამრავლების მოდელს უქვემდებარებენ, აერთებენ რა ორ სქესს; რიზომა კი ათავისუფლებს სექსუალობას არა მხოლოდ გამრავლებასთან მიმართებაში, არამედ თავად თავად სქესობრივი გამრავლების უნარს. ჩვენს სხეულში ხეა ჩარჭობილი. მან თავად სქესი აქცია ფენებად და გააგულქვავა. ჩვენ დავკარგეთ რიზომა, ანუ ბალახი.
ჰენრი მილერი: ,,ჩინეთი მავნე ბალახია კაცობრიობის კომბოსტოს კვალზე. სარეველა ადამიანთა ღონისძიებების ნემეზიდაა. ყველა მოაზრებადი არსებითობებიდან, რომლებსაც ვაკუთვნებთ მცენარეებს, ცხოველებს ან ვარსკვლავებს, იგი შესაძლოა ყველაზე ცუდი ბალახია, რომელიც ამასთან ყველაზე ბრძნულ არსებობას ეწევა. მართალია, ბალახებიდან ყვავილები არ გამოდიან, არც ავიამზიდები, არც მთიანი ქადაგებები... მაგრამ, ბოლოსდაბოლოს, იგი იმ ბალახად რჩება, რომელმაც საბოლოო სიტყვა უნდა თქვას. საბოლოო ანგარიშით, ყველაფერი ჩინურ სახელმწიფოსთან ბრუნდება. ამას ისტორიკოსები ჩვეულებისამებრ შუასაუკუნეობრივ სიბნელეს უწოდებენ.
სხვა გამოსავალი არაა, გარდა ბალახისა... ბალახი იზრდება დიდ დაუმუშავებელ სივრცეებზე. ავსებს სიცარიელეებს. იგი იზრდება სხვათა შორის და შუა. ყვავილი ლამაზია, კომბოსტო სასარგებლოა, ყაყაჩო სიგიჟეს გვაძლევს, მაგრამ ბალახი _ ეს სისავსეა, ეს მორალია’’ _ რომელ ჩინეთზე ლაპარაკობს მილერი: ძველზე, თანამედროვეზე, გამოგონილზე თუ კიდევ რომელიმე სხვაზე, რომელიც მოძრავი რუკის ნაწილს დაიკავებდა? დროა, ადგილი დავუთმოთ ამერიკას. რასაკვირველია, იგი ხის ბატონობისა და ფესვების ძებნისგან თავისუფალი არაა. ეს ჩანს თუნდაც ლიტერატურით \, ნაციონალური იდენტურობის ძიებით, ამას გარდა, წარმოშობით და ევროპული გენიალოგიით.
თუკი დავტოვებთ, რაც გამოვლინდა და ვლინდება (მნიშვნელოვანს), ყველაფერი ეს ამერიკული რიზომიდან გამოვიდა: ბიტნიკები, ანდერგრაუნდი, მიწის ქვეშა გადასასვლელები, ბანდები და განგსტერები, თანმიმდევრული ბიძგები გარესამყაროსთან და მჭიდრო კავშირი. ამერიკული და ევროპ[ული წიგნის განსხვავება დაუფარავია, მაშინაც კი როცა ამერიკელი ხეებსაა გამოკიდებული. განსხვავება თვით წიგნის მცნებაშია.”ბალახის ფოთლები’. ამერიკაშიც სხვადასხვა მიმართულებებია: აღმოსავლეთში ხის მსგავსების ძებნა და მიხრწნილ სამყაროსთან დაბრუნება, რიზომატული დასავლეთი თავისი უგვარტომო ინდიელებით, მოხეტიალე საზღვრებით. მთელი”რუკა’ ამერიკული დასავლეთისა, სადაც თვით ხეებს რიზომის ფორმა აქვთ. ამერიკამ ყველა მიმართულებები აურია. მან გადაიტანა თავისი აღმოსავლეთი დასავლეთში, თითქოს მიწა სწორედ ამერიკაში გახდა მრგვალი; მისი დასავლეთი აღმოსავლეთზეა მიდგმული...
ამერიკელი მომღერალი პატი სმიტი ამერიკელი დანდისტის ბიბლიას ახმოვანებს: ნუ ეძებთ ფესვებს, ეძებეთ არხები...
დადგა თუ არა დრო აქ ორ (სამ ან მეტ) ბიუროკრატიაზე ვილაპარაკოთ? დასავლური ბიუროკრატია: მისი აგრარული ფესვები, წყაროები, ველები, ხეები და მათი საზღვრითი როლი, უდიდესი წერილები ვილჰელმ დამპყრობლისა, ფეოდალიზმი, საფრანგეთის მეფეთა პოლიტიკა, სახელმწიფოს დაფუძნება, მიწის სივრცეთა საომრად გადაკეთება, სასამართლო პროცესი და ცოლ-ქმრული ურთიერთობა. საფრანგეთის მეფეებმა არჩევანი შროშანზე შეაჩერეს, რამდენადაც ამ მცენარეს ღრმა ფესვები გვერდებზე აქვს ამოსული. რაიმე მსგავსს ვხედავთ აღმოსავლეთში? ადვილია მთელი აღმოსავლეთი რიზომაზე და იმანენტურობაზე დავიყვანოთ, მაგრამ სახელმწიფო აქ არ მოქმედებს წინასწარჩამოყალიბებურ, გახევებულ და გაფესვიანებულ კლასებზე დაფუძნებული ხისსახოვანი სქემით, ეს არხების ბიუროკრატიაა, სადაც სახელმწიფო, როგორც წარმმართველ,ასევე წარმართულ კლასებს ადებს. დესპოტი მათში ნაკადის მსგავსია და არა წყაროსი.... ბუდას ხე იქცევა რიზომად; მაოს ნაკადი და ლუის ხე. აქ შყამავლად ამერიკა გამოდგება.
ამერიკა შინაგანი ჩახშობისა და განადგურების(არა მარტო ინდიელებისა და ფერმერების და სხვების), იმავდროულად გარედან მიგრაციების ხარჯზე ვითარდება. დედაქალაქის ნაკადი უსაზღვრო არხს ქმნის, ძალაუფლების რიცხვს საზღვრავს, ასევე ყველა იმათ, ვინც შეიძლება გადაადგილდეს ძალაუფლებისა და ფულის ამ ნაკადში (აქ იღებს დასაბამს მითი-რეალობა უპოვარზე, რომელიც მილიარდელი ხდება, რათა კვლავ უპოვარად გადაიქცეს); ეს ყველაფერი ამერიკაში ერთიანდება _ ხე და არხე, ფესვე და რიზომა ერთდროულად. არ არსებობს უნივერსალური, თავის თავში განვითარებადი კაპიტალიზმი. კაპიტალიზმი გაჩნდა ყველა ფორმაციის გადაკვეთისას. თავისი ბუნებით იგი ყოველთვის ნეო-კაპიტალიზმია. ამავე დროს მთელი ამ გეოგრაფიული გადანაწილებით ჩვენ არასწორ გზაზე ვდგავართ. ჩიხი? მით უკეთესი. თუკი გვინდა ვთქვათ ან ვაჩვენოთ, რომ რიზომასთვისაც უცხო არაა დესპოტიზმი.
საკუთარი, კიდევ უფრო მკაცრი იერარქია. რას ვიზამთ _ ძალიან კარგი, სამაგიეროდ, აქ ხომ არაა დუალიზმი.
დუალიზმი ონტოლოგიური თუ აქსიოლოგიური _ კეთილისა და ბოროტის, არ არის შერევები და ამერიკული სინთეზი. რიზომაში ნუჟრები და ტოტები, ფესვებში კი რიზომის წამონაზარდები მოიპოვება, მეტიც, რიზომაში იმანენტური და მიმართულების მქონე დესპოტური წარმონაქმნები აღმოცენდებიან. ხეების, მიწისზედა ძირებისა და მიწისქვეშა ღერძების ტრანსცენდენტალურ სისტემაში ანარქიული დეფორმაციებიც ხდება. საგულისხმო ისაა, რომ ხე_ფესვი და რიზომა-არხი ერთმანეთს არ უპირისპირდება, როგორც ორი მოდელი: პირველი ფუნქციონირებს, როგორც მოდელი და როგორც ტრასცენდენტალური კალკა; მეორე კი ვითარდება, როგორც იმანენტური პროცესი, რომელიც სადავოს ხდის მოდელს და სახავს რუკას, მაშინაც კი, თუკი იგი თავის იერარქიას აგებს ან დესპოტურ არხს ქმნის. ლაპარაკია არა მიწის ამათუიმ ადგილზე, ან ისტორიის რომელიმე მომენტზე, კიდევ უფრო ნაკლებად განსჯის რომელიღაც კატეგორიაზე.
ლაპარაკია მოდელზე, რომელიც ფორმირებას განაგრძობს და უფრო და უფრო ღრმავდება და პროცესზე, რომელიც უფრო და უფრო ვითარდება, სრულყოფილი ხდება, განახლებას განიცდის. წერი(ლი)ს პრობლემა: არაზუსტი გამოხატვები სრულიად აუცილებელნი არიან, რათა აღვნიშნოთ ზუსტად. და ეს არა იმიტომ, რომ ამის გავლით უნდა გავიაროთ, არც იმიტომ, რომ თუნდაც ალალბედზე უნდა იმოქმედო. უზუსტობა სინამდვილეში მიახლოებითობა არაა. პირიქით, ეს სწორი გზაა იმასთან, რაც ხდება, რათა ნებისმიერი მოდელის უარმყოფელი პროცესი აღმოვაჩინოთ, დუალიზმი უნდა გამოვიყენოთ თითოეულ შემთხვევაში, საჭიროა ფილტრები, რომელთაც დუალიზმების შეჩერება შეუძლიათ. ჩვენ ისინი უკვე აღარ გვჭირდება. მივედით ფორმულამდე, რომელსაც ყველა ჩვენგანი ეძებდა: პლურალიზმი = მონიზმს!!! გადავლახეთ ყველა დუალიზმი, ჩვენთვის მავნე, მაგრამ აუცილებელი ავეჯი, რომელსაც გაუთავებლად ვაადგილებთ.
ამგვარად შევაჯამოთ რიზომის ძირითადი თვისებები: ხეებისა და მათი ძირებისაგან განსხვავებით, რიზომა რომელიმე ერთ წერტილს რომელიმე მეორესთან აკავშირებს, თითოეული ხაზთაგანი კი, აუცილებელი არაა, იმავე ტიპის მეორე ხაზს მიუერთდეს.
იგი იყენებს ყველაზე განსხვავებულ ნიშნობრივ და არანიშნობრივ წარმონაქმნებს. რიზომის დაყვანა არ შეიძლება არც ერთიანზე, არც მრავლობითზე. ის არაა ერთიანი, რომელიც იყოფა ორად, შემდეგ სამად, ოთხად და ა. შ. მაგრამ ეს არც მრავლობითია, რომელიც ერთიანიდან გამომდინარეობს და რომელსაც ერთიანი ყოველთვის მიუერთდება(ნ+1). იგი შედგება განზომილებებიდან და არა ერთობებიდან, უფრო ზუსტად, მოძრავი ხაზებისაგან. მას არა აქვს არც საწყისი, არც ბოლო, მხოლოდ შუაგული, სადაც იზრდება და გადადის მის საზღვრებს გარეთ.
იგი აყალიბებს მრავალსაზომიან, ლინეარულ მრავლობითობებს უსუბიექტოდ და უობიექტოდ. ისისნი შემადგენლობის მონახაზში არიან თავმოყრილნი. მათგან ყოველთვის ამოიკითხება ერთიანი(ნ-1). ასეთი მრავლობითობა სტრუქტურისგან განსხვავებით, რომელიც განისაზღვრება წერტილებისა და პოზიციების ერთობლიობით, ამ წერტილებს შორის, ბინარული ურთიერთობებითა და ორმხრივი კავშირებით პოზიციებს შორის საკუთარი თავისა და ბუნების შესაბამისი ცვლილებისას მიმართულებას იცვლის. რიზომა მხოლოდდამხოლოდ ხაზებისაგან შედგება: დანაწევრების ხაზები და დაფენები, მაგრამ ასევე გასხლტომის ხაზები და დეტერიტორიალიზაციები მსგავსად მაქსიმალური განზომილებისა, რომლის კვალდაკვალ სიმრავლე სახეცვლილებას განიცდის, თავის ბუნებას გარდაქმნის. ეს ხაზები არ უნდა ავურიოთ ხისსახოვანი ტიპის ხაზებში, რომლებიც წარმოადგენენ წერტილებსა და პოზიციებს შორის ლოკალიზებად კავშირებს. ხისგან განსხვავებით, რიზომის აღდგენა შეუძლებელია, როგორც გარეგანად(ხე-ფესვი), ასე შინაგანად(ხე-სტრუქტურა).
რიზომა ანტიგენეალოგიურია. იგი მოკლე მეხსიერებაა, უფრო სწორედ, ანტიმეხსიერება. რიზომა ცითარდება, ვარიაციას განიცდის, ფართოვდება, ომობს, იპყრობს, იჭრება. ნახატის, ნახაზის ან ფოტოგრაფიისგან, კალკისგან განსხვავებით, რიზომა უკავშირდება რუკას. იგი ირღვევა, იქსოვება, გადატრიალდება მრავალ შესასვლელებზე, გამოსასვლელებზე, გასხლტომის ხაზებზე მოდიფიცირდება. სწორედ კალკები უნდა გადავიტანოთ რუკებზე და არა პირიქით. ცენტრირებული სისტემების(თვით პოლიცენტრირებულების), იერარქიული კომუნიკაციების და წინასწარდადგენილი კავშირების წინააღმდეგ რიზომა არაცენტრირებულ, არაიერარქიულ, არაღირებულ, უგენერლო სისტემას წარმოადგენს ცენტრალური ავტომატის და ორგანიზებული მეხსიერების გარეშე.
კითხვას იწვევს მისი დამოკიდებულება სექსუალობასთან, ცხოველებთან, მცენარეებთან, მსოფლიოსთან, პოლიტიკასთან, წიგნთან, ბუნებრივთან და ხელოვნურთან, რომლებიც არანაირად არ გვანან ხეებს: ,,ქმნადობის” ყველა სახე. შუაში (არც დასაწყისში და არც ბოლოში)ყოველთვის არის პლატო. რიზომა პლატოებისგან შედგება. გრეგორი ბეიტსონი სიტყვა ,,პლატოს” რაღაც ძალიან სპეციფიკურის აღსანიშნავად იყენებს: გაჭიმული ძალისმიერი ველი , რომელიც ვიბრირებს და ვითარდება, არ არის მიმართული კულმინაციის წერტილზე და გარეგან ძალებზე. ბეიტსონს ბალინეზიური კულტურიდან მოჰყავს მაგალითი, სადაც დედა-შვილის სექსუალური თამაშები და მამაკაცთა შორის ჩხუბები სტაბილიზაციის ამ უცნაურ ძალისმიერ ფაზას გადიან. ,,რაღაც დაჭიმული, დინამიური პლატოს მსგავსი იჭერს ორგანიზმის ომის ან კულმინაციის წერტილის ადგილს.” დასავლური აზროვნების აუტანელი ნიშანია გრძნობებისა და საქციელების გადატანა გარეგანზე ან ტრანსცენდენტალურ ობიექტებზე, ნაცვლად იმისა, რომ ისინი შინაგანი ხარისხის და თავისთავში აღებული ღირებულების თვალთახედვით შეაფასოს. მიწისზედა ზედაპირზე განლაგებული ღეროების საშუალებით სხვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ მრავლობითობებს, რომლებიც ამგვარად ავრცელებენ და აყალიბებენ რიზომას, ჩვენ ,,პლატოს” ვეზახით.
ამ წიგნს ვწერდით, როგორც რიზომას. იგი პლატოდან შევადგინეთ. მას მომრგვალებული ფორმა მივეცით, მაგრამ ყველაფერი ეს არასერიოზული იყო. ყოველ დილით თითოეული ჩვენგანი დგებოდა და მიეცემოდა კითხვას, რომელი პლატოდან დაეწყო, სად დაეხატა ხუთი ხაზი, სად _ ათი. ეს იყო ჰალუცინაციური გამოცდილება, ჩვენ სვეტების ნაცვლად დავინახეთ მწყობრ ხაზებად პატარა ჭიანჭველები, რომლებიც ტოვებდნენ ერთ პლატოს, რათა დაეკავებინათ მეორე. ჩვენ მოვხაზეთ დამთხვევის ადგილები(წრეები). თითოეული პლატო შეიძლება ნებისმიერ ადგილზე წავიკითხოთ და ნებისმიერ სხვას შევუფარდოთ.
მრავლობითობას რაც შეეხება, მისი შექმნისთვის მეთოდია საჭირო; მას ვერანაირი ტიპოგრაფიული ეშმაკობა, ვერცერთი ლექსიკური ხერხი, შერევა თუ ახალი სიტყვის შექმნა, ვერანაირი სინტაქსური სიახლეების შემოღება ვერ შეცვლის.
ზემოთ ჩამოთვლილნი მხოლოდ მიმეტური ხერხებია, რომელთა მიზანი ერთიანობის თავმოყრა და გავრცელებაა. ისინი წიგნი-სახისთვის სხვა განზომილებაში არიან გამაგრებულნი. ტექნონარცისიზმი, ტიპოგრაფიული, ლექსიკური და სინტაქსური წარმონაქმნები აუცილებელია ფარული ერთიანობისათვის გამომსახველობითი ფორმის მისანიჭებლად. ჩვენთვის ამგვარი იშვიათი წარმატებები ცნობილია. რაც შეგვეხება ჩვენ, ამის მიღწევა ვერ მოვახერხეთ. ჩვენ მხოლოდ ვიყენებდით სიტყვებს, რომლებიც ფუნქციონირებდნენ, როგორც პლატო. რიზომატიკა = შიზოანალიზს = სტრატო-ანალიზს = პრაგმატიკას = მიკროპოლიტიკას.
ეს სიტყვები ცნებებს წარმოადგენენ, ცნებები ხაზებია ანუ რიცხვთა სისტემები, მრავლობითობის ამ ან იმ განზომილების შესაბამისნი(სტრატები ანუ ფენები, მოლეკულარული ჯაჭვები, გასხლტომის ან რღვევის ხაზები და ა.შ.). ჩვენ არავითარ შემთხვევაში მეცნიერულობაზე თავს არ ვდებთ. ჩვენ მეცნიერულობაზე იმაზ3ე მეტი არაფერი ვიცით, ვიდრე იდეოლოგიაზე: მხოლოდ მექანიზმები. არ არსებობს სხვა არაფერი, სურვილთა მანქანური მექანიზმებისა და მეტყველების კოლექტიური მოწყობილობების გარდა. არაა მნიშვნელობები და არაა სუბიექტივაციები: წერო n-ში(ნებისმიერი ინდივიდუალური მეტყველება გაბატონებული სიგნიფიკაციების ტყვე რჩება, ნებისმიერ მნიშვნელად სურვილს დომინირებულ სუბიექტთან მივყავართ). მექანიზმი ერთნაირი გარდაუვალობით მოქმედებს თავის მრავლობითობაში სემიოტიკურ, მატერიალურ და სოციალურ ნაკადებში. უკვე აზრს კარგავს დაყოფა რეალობის ველად(სამყარო), რეპრეზენტაციის ველად(წიგნი) და სუბიექტურობის ველად(ავტორი).
წიგნი არ გრძელდება სხვა წიგნში. ერთი ან რამდენიმე ავტორის სახით არაა სამყაროში ობიექტი და სუბიექტი. წიგნი-რიზომა და არა გაორებული, ღერძოვანი ან ფუნჯისებური. არასოდეს ჩაუშვა ფესვები, თუმცა ძნელია, გაუძლო ასეთ ცდუნებას... რატომაა ეს ასე ძნელი? აი, ეს უკვე აღქმის სემიოტიკის საკითხია. ადვილი არაა საგნები მათი შუაგულის მიხედვით აღვიქვათ _ არც ზევიდან და არც ქვევიდან, არც მარჯვნიდან და არც მარცხნიდან: ეცადეთ და დაინახავთ, როგორ შეივცლება ყველაფერი. ადვილად ვერ დაინახავთ სიტყვათა და საგანთა შორის ბალახს(ნიცშე ამბობდა, რომ აფორიზმი უნდა ,,ვინაცოხროთ’’, პლატო კი განუყოფელია ძროხებისაგან, რომლებიც ავსებენ მას, როგორც ცას ღრუბლები).
ჩვენ ვწერთ ისტორიას, მაგრამ ვწერთ მას ადამიანის თვალთახედვიდან, რომელიც მობინადრე ცხოვრებას ეწევა, სახელმწიფოს უნიტარული აპარატის სახელით... რაც უკმარია, ისტორიისგან განსხვავებული, ეს ნომადოლოგიაა, თუმცა აქ ასევე გვაქვს იშვიათი და დიდი წარმატებები... წერ(ილ)ი აერთიანებს ომის მანქანას და გასხლტომის ხაზს, უარყოფს დაფე3ნებს, სეგმენტალურობებს, დამკვიდრებებს, სახელმწიფო აპარატს. რატომ საჭიროებს იგი მაინც მოდელებს? ნუთუ წიგნი ჯვაროსნული ლაშქრობის სახე არაა?... უფრო საფუძვლიანია თუ არა ნომადიზმის მოთხოვნილება ჯვაროსნულ ლაშქრობასთან შედარებით, ნამდვილი ნომადიზმი იმათი, ვინც აღარ ფაციფუცობს და არაფრის იმიტაციას არ ახდენს? კულტურული წიგნი აუცილებლად კალკაა: თავისივე თავის კალკა, იმავე ავტორის სხვა წიგნის კალკა, კალკა სხვა წიგნებისა, როგორადაც არ უნდა განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისაგან, ცნებებისა და სიტყვების დაუბოლოებელი ანაბეჭდები, ახლანდელი, გარდასული და მომავალი სამყაროს ასლი, თუმცა ანტიკულტურული წიგნი შეიძლება შთანთქას კიდევ უფრო უვიცმა კულტურამ: მან შემოიტანა დავიწყებული, მაგრამ არა მეხსიერება, ჩამორჩენილობა და არა განვითარებადი პროგრესი, ნომადიზმი და არა მობინადრეობა, რუკა და არა კალკა.
რიზომატიკა = პოპ-ანალიზს, მაშინაც კი, თუ ხალხი სხვა საქმეებითაა დაკავებული(კითხვის გარდა), მაშინაც კი, თუკი საუნივერსიტეტო და ფსევდომეცნიერული კულტურა მეტისმეტად მძიმეწონიანი და მტანჯველია, რადგან მეცნიერება ამის დაშვებით სიგიჟეში გადავარდებოდა: შეხედეთ მათემატიკას. ეს მეცნიერება კი არაა, უსასრულო ნომადური არგოა. თეორიულ სფეროში განსაკუთრებით ფასობს ნებისმიერი, თუნდაც არამტკიცე არგუმენტების ნაკრები და ცნებათა პრაგმატიკა არაფრისშემცვლელ კალკებზე მეტია.
უკეთესია მოუხელთებელი რღვევა, ვიდრე მნიშვნელოვანი შემცირება. მომთაბარეებმა სახელმწიფო აპარატის წინააღმდეგ ომის მანქანა გამოიგონეს. ისტორიას არასოდეს ესმოდა მომთაბარეების. წიგნი ვერასოდეს პოულობდა გარეგანს. ისტორიული განვითარების პროცესში სახელმწიფო გადაიქცა წიგნისა და აზრის მოდელად: ლოგოსი, ხელმწიფე-ფილოსოფოსი, იდეის ტრანსცენდენტულობა, აზრის შინაარსი, სულის რესპუბლიკა, გონების სასამართლო, იდეური ფუნქციონერები, ადამიანი _ კანონმდებელი და სუბიექტი. სახელმწიფოს პრეტენზია სამყაროს წესრიგის სახედ ყოფნაზე. მაგრამ ომის მანქანის გარესამყაროსთან კავშdირი არაა სხვა მოდელი.
ეს მოწყობის ტიპია, რომელიც საშუალებას აძლევს აზრს, იყოს მომთაბარე. წიგნს _ იყოს დეტალი ყველა მოძრავი მანქანისა, ღეროს _ რიზომის(კლაისტი და კაფკა გოეთეს წინააღმდეგ).
წერო ნ-ში, ნ-1-ში, წერო ლოზუნგებით: შექმენით რიზომა და არა ფესვები, არასოდეს თესოთ! ჩაასვეთ! ნუ იქნებით ნურც ერთიანი, ნურც მრავლობითი, გახდით სიმრავლე! ხატეთ ხაზები და არა წერტილები! სიჩქარე წერტილებს ხაზად გარდაქმნის! მისწრაფვოდეთ მაშინაც კი, როცა ადგილზე რჩებით! შემთხვევის ხაზი, მოქცევისა და გასხლტომის ხაზი. ნუ ესათუთებით საკუთარ თავში გენერალს! არანაირი ზუსტი აზრები, მხოლოდ ერთი აზრი(გოდარი). დაე, თქვენი აზრები მოკლე იყოს. რუკები შეჰქმენით. არანაირი ფოტოგრაფიები ან ნახატები.
გახდით ვარდისფერი პანტერები და თქვენი სიყვარული დაე, მოგვაგონებდეს კრაზანას და ორქიდეას, კატას და მაიმუნს...
რიზომა არც იწყება და არც მთავრდება. იგი ყოველთვის შუაშია, საგანთა შუაში, ყოფიერების შუაში, ინტერმეცო. ხე _ ეს ნათესაური კავშირია, რიზომა კი _ კავშირი და მხოლოდ კავშირი. ხე ასოცირდება სიტყვასთან ,,ყოფნა’’, რიზომა კი ქსოვილად იქცევა. გთავაზობთ კონსტრუქციას ,,და... და... და.’’ ამ კონიუნქციას საკმარისი ძალა შესწევს, რათა მოტეხოს, ამოძირკვოს სიტყვა ,,ყოფნა’’.
საით მიემართებით? საიდან მოხვედით? სად გინდათ წასვლა? _ უსარგებლო კითხვებია. გაასუფთავო დაფა, მიხვიდე ან დაბრუნდე არარასთან, ეძებო საწყისები, საფუძველი _ ყველაფერი ეს თავს გვახვევს ცრუ წარმოდგენას მოგზაურობაზე და მოძრაობაზე(მეთოდოლოგიური, პედაგოგიური, აღყვანებით-შესავლითი, სიმბოლური და ა.
შ.), მაგრამ კლაისტი, ლენცი ან ბიუხნერი მოგზაურობენ სხვაგვარად, მოჰყავთ მოძრაობაში, მიდიან შუაგულისკენ, შუაგულის გავლით, გასვლით და გამოსვლით, დაუწყებლად და დაუსრულებლად. ეს რიზომატული აზრი ამერიკულმა და ნაწილობრივ ინგლისურმა ლიტერატურამაც აღმოაჩინა, შეძლო გაევლო ,,შორის’’, აღედგინა ,,და’’-ს ლოგიკა, გადაეტრიალებინა ონტოლოგია, აერია საფუძველი, გაეუქმებინა დასასრული და დასაწყისი. მათ გამოუვიდათ პრაგმატიკის შექმნა. ,,შუაში’’, სულაც არაა საშუალო სიდიდე, პირიქით, ესა ადგილი, სადაც ყველაფერი იღებს სიჩქარეს. საგანთა შუაში არ აღნიშნავს ლოკალიზებულ ურთიერთობებს, რომელსაც ერთიდან მეორესთან მივყავართ და პირიქით, ეს პერპენდიკულარული მიმართულებაა, გარდიგარდმო მოძრაობა, რომელსაც მოსდევს როგორც ერთი, ისე მეორე, იკრებს მათ, ეს ნაკადულია დასაწყისისა და დასასრულის გარეშე, ორივე მდინარის ძირგამომთხრელი და შუა (გულ)ში სიჩქარის მომპოვებელი.скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge