ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ანრი მაკაროვი - ლექსები
ანრი მაკაროვი დიბადა 1995 წლის 22 იანვარს, ქუთაისში. ლექსების წერა მრავალი წლის წინ დაიწყო. ბოლო წლებში შექმნა რამდენიმე გამორჩეული ნაწარმოები, რომელთა ხილვა საზოგადოებას შეეძლება მის წიგნში; დროის მცირე მონაკვეთში, საზოგადოების სამსჯავროზე იქნება მაკაროვის პირველი წიგნი. არის მუსიკოსი, პერფორმერი, ბოლო თვეებში ჩაწერა რამდენიმე სიმღერა, რომელთა მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად არის. მისი პოეზია ნომინალისტურ პარადიგმაზე დგას, ორიგინალური სტილი იკითხება. ჟურნალი ,,აფინაჟის" რედაქცია ანრი მაკაროვს უსურვებს წარმატებებს!
***
როს ამინდებიც ფანჯრებიდან არ იკითხება
და შემოდგომა სულში
ძირულ იალქანს გავდა,
გაიხსენე ისეთი სახე
ამდენ უთქმელში მოჭრილ
ხესთან როცა ხეს რგავდა.
ვიდრე ფუჭია იქონიო მანამ იმედი
აჯობებს მგონი
გზას ხარ თუკი მოუბრუნებელს...
არაფერი არ მაქვს სათქმელი,
ვიდგე მე ბნელეთს
მეზღვაურებმა უმღერონ ხმელეთს
ხმის კარგვამდე
და მათ ხმაში ყოველი ბზარი,
შეუმჩნეველი ჩემი მხრიდან
იყო და არი.
***
მე თოვლში მოვალ
ჩვეულებრივზე ადრე
როგორც მჩვევია.
რა კარგად გახსოვს,
ყველა ნათქვამი...
უთავბოლო და
უსრულებელი ომი.
მითხარი მანახებდი
სხვა მხარეებსაც,
ეს პოეზია რაც ჩემია
ამ სიჩუმეში ბნელი ხმაური,
სიჩუმისგან წარმოქმნილი
იქნება შტორმი.
ვერ ჩავიკეცე დაღლილ ხელებთან
ვერ ავყვებოდი
დღემდე ასე ვერავის თამაშს,
რა გასაგებად თურმე ვამბობ
არ ვუსმენ სიცილებს
ან ვის ლაპარაკს...
ჩვენს შორის კი
ჩრდილად თოვლივით
ზღვარი, ვიდრე დევს
თუ შემორჩენილა...
მანამ ლოდებს
შენი სევდა სიბრაზე ბზარად
არაფერი თქვა, მოიმოქმედო,
ვერ გაგიგებენ რატომ მისმენ
ვერ გაგიგებენ,
გზად ნუ ტოვებ თუნდაც ყვავილებს,
შეამჩნიონ ოღონდაც რამე
იყავი წყნარად.
ამ ლექსის მერე
უნდა ითქვას რას არ ამბობდი,
საიდან ვსვამ
თეთრი ფურცლიდან
კითხვას ისევ გაუბედავი,
პასუხისთვის
თუ მაინც დუმხარ,
სადაც მეტყვი ფიქრით იქ წავალ...
ვიცი მკითხავ და გიპასუხებ
ფურცლებს იქით,
თუ რამე მაქვს ბედს სამდურავი...
და ნაპირები,
ათასობით ხეთა ცეკვებს იმეორებენ
განა მალავენ სახეს,
სიმართლეს ინახავენ როცა ჩადრებით!
ხელის გარეშე იშლება ხედი
შენკენ მოვდივარ
ამ ღრიანცელში,
ვერ გვაშორებს ზღვები ანდა
ფიქრთა უდაბნო.
ყველა გაგებით!!!
სიმართლეზე მეტად მწყურია
ახლა ეგ სახე.
რა სიმარტოვე,
იტოტება როს ელვა ცაზე
არაფერი ახლა არ მითხრა,
არც შენზე არც სხვაზე
და სიჩუმით მასწავლე სევდა,
ჯერაც იქამდე
როცა ამას ვერვინ ამჩნევდა.
მე თოვლში მვალ
ჩვეულებროვზე ადრე როგორც მჩვევია.
***
მე შენთვის ვწერ
თან ყველა ღმერთზე
ადრე შობილი მიყვარს
მშვენება სიმახინჯის უარყოფილი.
ძილს არ ეძლევი,
წვიმს სხვა მიზეზით გადიხარ გარეთ,
მანამდე მინას
თუ ცას ვარსკვლავებს აკვირდებოდი,
მე შენსგამო მზად სულ ვიყავი,
სადაც არასდროს ბრუნდებიან წავსულიყავი.
***
ყვავილი ჭიქაში გარეთ
უნდა მოვასწრო წვიმას, ვიდრე
ფესვივით თმას ისწორებ
რას მეტყოდი მე გზა აბნეულს!
ილაპარაკე, რომ უშენობა
სუროსავით ფარავდეს სარკეს
და ყველა სული
კვლავ ცოცხალთან არის ზედმეტი,
უსიტყვობა ვერასდროს შეძლებს
აგარიდოს ასე უთქმელი,
შენივე ხელით ნათამაშებ,
ან უკვე მახეს!
ვერ შეეყრება ადამიანის
ვერც ერთი სენი...
სიმარტოვის მომაკვდავ სახეს.
***
არ ვიცი, რას მოჰყვებოდნენ ყორნები ამდენი,
ამხელა ცა ნაგლეჯიაო
ოღონდ ყორნები, ჩუმად იყვნენ არც კი ჩხაოდნენ,
თოლია, ზღვაზე თეთრია და თოლია ზღვაზე,
მიამბე მეთქი, სიტყვას არ ძრავდა საკუთარ თავზე
მართლაც ზღვაზე შორს
და ზღვასავით გადამაქანა,
როდესაც ყველა ფრინველს იტევდა
გამვლელი მხრებზე,
რახან არც სხვებზე, არც საკუთარ
თავს არ მაცნობდა,
დავინტერესდი, ფრჩხილებშორის მიწაზე
მეტად გაწითლდა ეცინ-ეცინა,
გაურკვეველ ფორმის ნახასზე
მიმანიშნა, იჩეჩა მხრები,
სასახლეები დაენგრათო, ალბათ მათ დილით
ცხენები მოდიოდნენ აქ უსიკვდილო,
გამართლებაზე, თუ არ ფიქრობ
მზეს ჩამავალს ნუ შეხედავ
-უფს! სირცხვილო, ვერ იქნები
ვერ
ვერ
გაიგე ვერა, რა გინდაო
გჯერა ჰო გჯერას
ვერ მოვეშვით შებინდებამდე,
მძარცველივით მზეს შევასწრებდი
იმ ფანჯრებამდე, მაგრამ
უსიკვდილო ცხენები დადიან
აქ უსწრაფესნი,
ზოგი მათ ისე შეეჩვია ზურგი გარაფეს სწრაფად ახტებიან გაოფლილ ტანზე,
მიტოვებულ სოფლებს ნგრევით ემუქრებიან
თქვა ირონიით,
სადაც უსიკვდილო ცხენები დადიან,
მათ სასახლეებს ცოტა ხედავს
და ნგრევით ნაგებს ვერ ხედავენ თურმე ცხენებიც
ჯანყის შესახებ სამზადისისთვის დროს არ დათქვამენ.
წითელ მიწაზე თეთრ ხელებს მაშინ
რა ესაქმება მხოლოდღა დასვრა
მხოლოდღა დასვრა?
ნასასახლართან და ცოტაში, რომ მოვიაზროთ
ჩვენი თავი
სულ მცირე, უნდა გამოვრთოთ
თვითმფრინავი, გზაში რადიო,
ცა ერთჯერადი ცელოფანი
და ფერადი ვერ იქნება ყორანთა
ფრენა,
ომი, უსიკვდილო ცხენთა
გარბენამდე
ომი, თუ მოსვლა გინდა ჩემს
ფანჯრებამდე
ჯერ ომმა უნდა მიიჩქმალოსო
ნასასახლარნი, ვიდრე სახლკარს
საყრდენს ანგრევენ
მიზეზს კი არა, მათ ომსაც კი ვერ შეამჩნევენ,
რათა სიკვდილზე ადრე სიკვდილს
მოაქროლებენ,
სასახლეში მყოფთათვის უსიკვდილო ცხენები
ახალი მშვიდობისთვის, ენას ეცლება
ყველა ბერკეტი როცა ღამეა
ღრუბელიდან სისხლიან მთვარე-მზეს
ნაგლეჯ ცაზე და ყველა მხარეს
გავაგორე კამათლები მე ამ ხელებითო
და მეთვალა თვალნი,
თვალნი მეთვალა მოლაბირინთო
მესმის სიცილი.
***
ტრამალს ნაბიჯი მეტად უხდება,
თუნდ მოქნცვამდე.
მიზანია, ცურვა ისევ
უდაბნოს ზემოთ ცაში,
შეძლებ ყველაფერს,
მშვენიერო ყველაფერს შეძლებ,
თუნდ გაიქროლო,
იისფერ გზაზე აქ შენ უჩემოდ
მიზანია ცურვა ცაში ისევ უდაბნოს ზემოთ.
წამიერი სიმარტოვისთვის
თავს არ ვიმშვიდებ.
არ ვაჩენ შენს ფრთებს
მხოლდ შენს ნათქვამს
ისევ ჩემებრ გავითავისებ
რა არ გინდა
და რას არ ელი?
ვიდრე აინთო,
მანამდე ხომ ქრება სანთელი.
ჩემს ლექსებში,
ისევ ღამეა გამეფებული,
შენ სხვას არ უსმენ
გაგეცინება ისევ ნათელზე
რა ირონიით დაგინახავს
შენ სხვა პოეტი,
არ ისაუბრებ რა თქმა უნდა
და ლექსი იტყვის,
ამ სიჩუმის ხერხებს საშლელებს,
ჭრიდი ჭკუიდან,
კიდევ აჭრი ბევრს...
მგელუკებს თუ ტრამალის მგლებსაც
და რა თქმა უნდა,
გავარჩევდი,
ყოველთვის ვარჩევ სათქმელს,
თუ მეთქმის ისევ შენამდე.
და რა აქ სხვებსაც
რა ვუპასუხო, არც არაფერი
არ მაქვს სათქმელი.
ვხარობ და ვყმუი, ვყმუი როგორც ის მგელი.
ტრამალს ნაბიჯი მეტად უხდება,
თუნდ მოქნცვამდე.
მიზანია, ცურვა ისევ
უდაბნოს ზემოთ ცაში,
შეძლებ ყველაფერს,
მშვენიერო ყველაფერს შეძლებ,
თუნდ გაიქროლო,
იისფერ გზაზე აქ შენ უჩემოდ
მიზანია ცურვა ცაში ისევ უდაბნოს ზემოთ.
***
დაუსრულებელი
მცვივა ხელიდან, ქვა მარგალიტი
ესე თამაში შორიდან,
თუ ცეკვაა ბნელი...
ყოველ საღამოს,
ვივარაუდებ ისეთს არაფერს,
კვლავ ,,ახლოა კუბო აკვანთან"
ვმღერი სანაცვლოდ არაფერს ველი,
მტვრად ზამბახებთან, სარკედ მიდევს
სამართებელი.
კიბე-კიბე იქვეა კარი
რა ცარიელი, თუ უკაცრიელ ადგილიდან მოვედი ხედავ!!!
დასაშვებია ისეთია, ახლა სიჩუმე,
რომ მთვარე ვერცხლობს!
და რა დარჩება,
არვინ იცის, მით უფრო ვერ თმობს...
და მეც ამ დროში
გავიაზრე თავისუფლება
და სიმარტოვის, შიშებს
მარაოდ გავუშლი ქარებს,
სცადე, ქარგამძლე იალქანივით
ზურგით და მაინც...
რადგან სიგიჟეს ჩემს
შენსავით ვერვინ იბრალებს.
და მემართლება ფსკერს ჩატანილი ყველა მუქარა,
სანთელს არა და მგონი
უფრო ვერ თმობენ ნათელს,
შესაძლოა მთვარემ ივერცხლოს,
რომ იშლებოდეს
ეს ხმაური მოგცემდი საშლელს.
ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა