გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნინო ბუზარიაშვილი - ლექსები

                                           ნინო ბუზარიაშვილი დაიბადა 2002 წლის 5 იანვარს, ქალაქ საგარეჯოში. სკოლას მომავალ წელს ამთავრებს. რამდენიმე წელია, რაც ლექსებს წერს. ნიჭიერი ახალგაზრდაა, პერსპექტიული.., მისი წერის სტილი გამორჩეულია, თემა კი მრავალფეროვანი. ჟურნალი ,,აფინაჟის" რედაქცია ნინო ბუზარიაშვილს უსურვებს წარმატებებს!

***
ქვეყანაზე დარდი შემხვდა,
დადიოდა ქუჩა-ქუჩა...
ხეტიალში გადაღლილი,
დარდებს ვკრეფდი მუჭა-მუჭა...

დედა’ჩემი შემხვდა უცებ...
მზეს მოჰგავდა წვიმის შემდგომს,
თვალებიდან დარდს მიმხელდა
და შევხედე ცას ჩემს ზემდგომს.

ღმერთმა იმ წამს გამიღიმა,
ცამრგვალს ემჩნა დიდი ხალი,
გაბადრულმა მთვარემ მიცნო,
იცნო ჩემი თვალთა ალი...

გავუყევით ქუჩას ერთად: 
მე, მთვარე და დედა'ჩემი...
გზაზე ჩრდილად მოგვსდეს კაცი
ჩემთვის ღმერთი-მამა'ჩემი.

ჩვენს მხრებს მის მხრებს ვაფარებდით...
თვალი მამის გვეფერება,
უხარია მთვარის შუქზე
ორი მზისა შეფარება...


***
შეხსენით ზეცას მარტოობა - ძაძებმოსილი
და ვარსკვლავები განაბნიეთ მოკვდავთა სახლში...


ერთი ფანჯარა,
ორი,
სამი...
...აგერ მეოთხეც.
ზეცათა შორის ანთებულნი
უმზერენ ქალაქს,
რათა ცოცხალთა სამყაროში- უარეს ბნელში
ქალაქმა მარტო არ იგრძნოს თავი.


          
მზისგან დამჭკნარი ბალახები - შარავანდები
შენი თვალებით მიყურებენ, სამყაროს ვცილობ
მდუმარე ღამე შენს სიჩუმეს ყრუს ხდიდა- მწამდა,
რომ ეს სიზმარი ცხადი იყო და ცხადვე ვცდილობ
გამოვიფხიზლო, შევეგუო ბედს და ვარსკვლავებს,
ზეციდან ჩემი ოცნებისთვის ვთხოვო ჩამოსვლა,
თუ საუკუნედ უნდა იყოს ტკივილი ღმერთო
მაშ, გამიხარდეს სამყაროში ამ მზის ამოსვლა?! 
მზისგან დამჭკნარი ბალახები - შარავანდები
გამომზეურდნენ, განიბრწყინნენ და უმალ მიწვნენ,
ზეცამ ვარსკვლავი დაწვიმათ, წვიმდა და წვიმდა
და ბალახები შორ- შორს მყოფნი ცალ-ცალკე იწვნენ ...


        
მაისებური წვიმაა ტლანქი,
კოპებს აიხსნის ცა მოქუფრული...
მინდა, რომ ვგავდე იასამანს და
თან დამყურებდეს მზე მიწურული. 

ჩემზე ათასი გაიღიმილებს, 
როცა სურნელად გავედინები,
სხვათა დარდების გამქარწყლებელად
ხალხს იასამნად მოვევლინები... 

მთელ ყვავილებში დედოფლობა მსურს, 
მთელი სამყაროს ტრიალი, ბრუნვა... 
მე მზეს ჩემს ფურცლებს ვაკლავ ხელებში,
როცა ბედნიერს მაწვება ურვა...

უკვე რამდენი დღეა გასული,
რაც სახლში არ ვარ და არც ვიქნები, 
ვიდრემდის ჰყვავის იასამანი,
ვიდრემდის მზეო ჩემთან იქნები...


***
ვეებამხრებით დაატარებს ის მარტოობას,
მისი სავანე შეუცნობლად მესაუბრება...
ვხედავ სილუეტს უბრალოდ,
რომ შემოსილა შავიმანტოთი.
გალაქტიონი?
დიახ, ისაა
მისეირნობს
კვლავ
სიმარტოვით...
როგორც მთაწმინდა,
როგორც მტკვარი,
როგორც რიონი
განუყრელია
ჩემთვის ალბათ გალაკტიონი.
ის სულ სხვა არის
ყველასაგან გამორჩეული...
მე გამიყოლებს სიძლიერე ლურჯა ცხენების
და მესაფლავის მონოლოგი
შემშლის
ამ ღამეს ...
ისევ ნაცნობი მელანდება გალაქტიონი,
ვეება მხრებით დაატარებს კვლავ მარტოობას...
როგორც მთაწმინდა,
როგორც მტკვარი,
როგორც რიონი
განუყრელია
ჩემთვის ალბათ გალაკტიონი.


***
დღეს, დილით ნისლებმა შებოლეს სამყარო...
დღეს, დილით ღრუბლები ამ ნისლებს ებრძვიან...
მე კიდევ მივდივარ, ვერ ვხედავ ტროტუარს
ქარები ქუჩაში პერფორმანს მიძღვნიან.
მოდიან ფიქრები, ამინდი ირევა,
ამ გულის კანკალი, სიცივეს ედრება
ხელებზე ალმური, სიწითლე მედება...
მე მხოლოდ ღმერთი მყავს და შევთხოვ ვედრებას:
იქამდე მაცოცხლოს,
იქამდე მასუნთქოს,
სანამდე ამ ქუჩებს ტკივილს, რომ ერწყმიან,
არ გადავაბიჯებ...
დღეს, დილით ნისლებმა შებოლეს სამყარო...
დღეს, დილით ღრუბლები ამ ნისლებს ებრძვიან...
მე კიდევ მივდივარ, ვერ ვხედავ ტროტუარს
ქარები ქუჩაში პერფორმანს მიძღვნიან.


***
ღრუბლებმაც იციანჩამოცვენა ციდან, 
როცა შეშლილი ამინდივით არეული ხარ
და როცა, 
როცა სასწაულად გიყვარს .
და მაშინ... 
როცა წვიმდა, 
როცა მინდოდი
და არ იყავი.
წვიმებმა ჩემში მონატრება გაამძაფრეს...
წვიმამაც რა იქნება იცოდეს გადაღება,
იცოდეს, რომ მტკივხარ და ჩემთან მოგიყვანოს.
ახლა შეშლილი მთვარეულივით ვდგები საკუთარი სხეულიდან და მიჭირს წამოდგომა
შენს გარეშე !
მოდი.
ჩემამდე გზა, არც თუ ისე დიდი არის
და მაინც
შორს ხარ.
დღეებიც ხშირად წვიმასავით იწელებიან.
ვიძახი: - მენატრები და მტკივხარ !
ღრუბლებმაცდროულადიციანჩამოცვენა ციდან, 
როცა შეშლილი ამინდივით არეული ხარ
და როცა, როცა სასწაულად გიყვარს . 


***
გაზაფხულს წააგავს გოგონა ვინც მხიბლავს,
თმები აქვს ალუბლის კვირტებით მორთული,
ლოყები ალუბლის ფერი აქვს წითელი,
ტუჩებიც ალუბლის ,
თვალებიც შემკული
დარდით და ტკივილით...
გოგონა, ვინც მხიბლავს გაზაფხულს წააგავს
ხასიათუცვლელი მიაგავს ავდარებს,
შორიდან შევხედავ
გოგონა გაზაფხულს...
არ გამოიდარებს!
არ გამოიდარებს!
გაზაფხულს წააგავს გოგონა ვინც მიყვარს,
თმები აქვს ალუბლის კვირტებით მორთული...


ჰაიკუ 
სამყაროს’ეული
სამყარო ჩემებრ დედისერთაა...
ასეა ხანაც-
დედისერთები უკეთესად ვუგებთ ერთმანეთს!


ცრემლები
წლობით შენახულებს
წამები ჰყოფნით
ერთიანად ამოიჩქეფნენ.


ბრმები
შავ-თეთრი სიკვდილები უსხედან თვალებში 
და თვალთა ფანჯრებიდან მზეც აღარ ამოსდით. 
მზე სიბნელეს უშვილებია ...


ტანკა
საქანელა
ჩემს ხელებშივე ჩავიწვინე ჩემივე თავი
ვარწევ და ვარწევ...
ვარწევ და ვარწევ...
რა მცირედი ვარ
და რა მსუბუქი.


სიყვარული
ღამეა ჩურჩულებ
ჩუ... ჩუ... ჩუ...
გეძახი მიყვარხარ
სულ... სულ... სუ.
გათენდი.


გულისიყვარულის მიმოქცევის წრეები.
გული სიყვარულისა და მონატრების მთავარი ორგანოა, რომელიც იკუმშება და ამოძრავებს სიყვარულსა და მონატრებას...ის გარედან შემოსილია გულის პერანგით, ანუ სიყვარულით. გულის პერანგის შიდა ზედაპირი გამოყოფს მონატრებას, რომელიც ამცირებს ხახუნის ძალას(ზედაპიზე შემხებ ძალას) კუნთის შეკუმშვის დროს და ამ ძალის მეშვეობით ებღაუჭები მიწას ....
გული სიყვარულის ორგანოა. გულისნაწილებია : ორი წინაგული და ორი დიდი ხნის ჩაკეტილი პარკუჭები, რომლიდანაც სისხლი ვეღარ გადის არტერიებში, შესაბამისად, არც არტერიებში გადასული სისხლი ბრუნდება გულში.
დიდი წრით , რომელიც "შენ" ხარ, სისხლი მოივლის ამ ჩემს ორგანიზმს, მიაწვდის უჯრედებს ტკივილს, უიმედობასა და სხვა საჭირო "ნივთიერებებს". უჯრედებიდან წამოიღებს სიყვარულის ნარჩენებსა და თავის ადგილს დაუბრუნდება.
ტკივილისა და უიმედობის თანმიმდევრულ შეკუმშვას მოსდევს გულის დროებითი მოდუნება. ამის შემდეგ გული კვლავ იკუმშება და ასე გრძელდება...
გულის მარცხენა ნახევარში ყოველთვის მოძრაობს სიყვარულით მდიდარი "მე" , მარჯვენა ნახევარში კი სიყვარულით "ღარიბი" - "მე" . შენ აორტა ხარ და გულის მარცხენა ნახევრიდან სისხლის ნაცვლად სიყვარულს მპარავ ...


***
მინდა ავქვითინდე და უკანასკნელად დაცემული თოვლივით დავადნე მის სხეულს, თუ კი მეცოდინება რომ მის მკლავებში გავიყინები ... 
მინდა უკანასკნელად ვუთხრა, რომ მიყვარს და მის ტუჩებს შევატოვო ამბორ–ამბორ დამარცვლილი სიტყვა: 
მი-ყვარ– ხარ ! 
მინდა ავდგე და მუშტები დავუშინო სარკეში არეკვლილ ჩემს თავს ... 
ვუთხრა რომ – მეზიზღება ... 
მინდა თვალები ამოვიჭრა და მუზეუმს მივაბარო , მორიგ ექსპონატად ... 
მინდა საჭმლის მაგივრად , სიყვარულის ულუფებს ვჭამდე და ჩემში არსებული უსიყვარულობა ამოვივსო ... 
მინდა უბრალოდ მოვკვდე , იმის მიუხედავად რომ ბევრი მიზეზი მაქვს რომ ვიცოცხლო ... 
მინდა ესმოდეთ ჩემი და არ დამჭირდეს ძახილი – მიშველეთ ! 
მინდა ყელში მომდგარი გული , უკან ჩავაბრუნო და ვგრნობდე , ვგრძნობდე რომ უკანასკნელი არ ვარ ვისაც ასე მოექცნენ ...
მინდა არასოდეს მანუგეშონ ...
მინდა ცუდად მყოფს , ერთი ჩახუტება გამოიმეტონ და არ მითხრან – მეტის ღირსი ხარ ! 
მინდა უბრალოდ ვინმეს ვუყვარდე , ისე როგორც მე მიყვარდა ერთ დროს ... 
მინდა ...
მინდა ...
უამრავი რამ მსურს ...
თუმცა ყველაზე მთავარი გამომრჩა ... 
– მინდა რომ დარჩე скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge