გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ქეთი მაქაძე - ლექსები

                                                     ქეთი მაქაძე დაიბადა 1995 წლის 18 მარტს, თბილისში. რამდენიმე წელია, რაც ლექსების წერა დაიწყო. მისი რამდენიმე ლექსი განთავსებულია saba.com-ზე. ამჟამად მუშაობს რომანზე, რომლის დასრულებასაც ახლო მომავალში ვარაუდობს. ჟურნალი ,,აფინაჟის" რედაქცია ქეთი მაქაძეს უსურვებს წარმატებებს!

***
თებერვალია, ხეები ლოდინის სურნელს აფრქვევენ,
ეს თებერვალი, მეოთხე წელია ლოდინის თავშესაფარია.
დავლანდე შენი წვრილი სილუეტი, თუ როგორ შთანქავდა იქ მყოფ ნივთებს,
ჰო, მხოლოდ შენს სხეულს შეუძლია,ასე შთანთქოს ნივთების უმანკოება.
და ჩვენს მუზეუმში,ფიქრების მტვერი,რჩება როგორც უკანასკნელი სიყვარულის საბაბი და განაჩენი.


ნოემბერს
შენ დაიბადე ნოემბერში
და მგონია რომ ღმერთებიც ამ დროს იბადებიან.
როცა ძალიან ცივა.
ცა,პირს იკრავს.
და სიტყვებს რომელიც უნდა გვითხრას.
არ ლაპარაკობს.
წერა ჩემი პირველი და უკანასკნელი ცხოვრების სამსახურია.
როცა "ღმერთი სამსახურშია."
მე ვწერ.
ზოგჯერ მასზე.
არადა სულ მასზე ვწერ.
ჰო,
არავინ იცის რომელ შეხვედრაზე,
შევხვდებით ქარებს ბენზინგასამართსადგურის
და კვლავ მივეფარებით ხის ჩრდილებს.
და შეიძლება "პარლამენტიც"მოვწიოთ.
მე და შენ.
თავისუფლებაზე.ტაქსით გასულებმა.
24.03.2019 

მონატრება
ღამე გაფენილ შენს თეთრ პერანგს,
ლურსჯა და წითელ ჰალსტუხს შიშველი მთვარე აშრობდა.
მე კი, ვიცელქე და ლურჯი და თეთრი იასამნებით მორთული კაბა გვერდით მივუკიდე.“


პრელუდია 
კარზე კაკუნი,მცირე დოზით შუა ზაფხულში.
და მცირე დოზით კოფეინი.
ერთი ფინჯანი ცივი ყავა,მერხზე რომელზეც ქიმიას ვსწავლობდი.ხან ლიტერატურას.
ჭადრაკი, ორი ფიგურის გარეშე.
კარზე კაკუნი.დიდი დოზით.მეღვიძება სიზმარია.
წყდება ჩემი მოგზაურობა.
მაგიდა ცარიელია.
სიზმარი სავსე.
შენ კარის უკან მემალები.
მე ვტირი როგორც პატარას შეეფერება,ვტირი რადგან პატარა ვარ და ვერ ვიზრდები.
ჩემს სიზმარს ვუგდებ ყურს.
ალბათ მე-11 კლასში ვარ.ღამის 11-ზე ვიღებ ქიმიის წიგნს.შემდეგ ლიტერატურის.
ჩემს სიზმარს ცხადში ვამოგზაურებ.
მერე ვიზრდები.
ვწერ,გწერ.წერილებს.
ახლა გაუგებარი მონატრებისგან ცრემლი ჩამომდის.
შენი მოთხრობები ინამება.
გაუგებარი ცრემლით ინამება.
და მე ვნანობ გაზრდას.აღარ მინდა წერა.
ისევ მინდა ქიმიას ვსწავლობდე და მე-11 კლასელი ვიყო.
და შენი მოთხრობები წავიკითხო და არაფერი ვიგრძნო.


***
ქარიშხალმა მწიფე ალუბლებს გაუარა.
მეც მათ შორის სურნელს შევერიე.უსიერ ტყეში გზააბნეული.
სხეულის ტკივილს ვგრძნობდი.
ალუბლებს ვსუნთქავდი.
საშინლად ცხელოდა ფიქრებსა თუ ალუბლების ხეთა რიგში.
ზამთარი ვთხოვე ღმერთს.
გათოვდა.
სიწითლე თეთრად შეიღება.
აი ასე ცვლის სიყვარული სიძულვის.
წითელი-თეთრი.
თეთრი-წითელი.
ვიმეორებდი და უკან ვბრუნდებოდი.
გაყინული ხილი დავაგემოვნე.
თითქოს სულის ნაწილი მშორდებოდა.
სხეულმაც კვლავ ტკივილი იწყო.
ვერც სიცივეს ვგრძნობდი ვერც სიცხეს.
იქვე ხესთან.რომელიც მარტო იყო.
სხვა ხეებისგან შორს.
ჩამოვჯექი და მივიძინე.


***
ზაფხულის ერთსაღამოს გნახე.
გვიანი შემოდგომა გეცვა,ნაცრისფრად,ვთქვათ ნოემბერი.
რომ დაგინახე ქუჩის პულსსსინჯვა დავუწყე.
აღმაშენებლის გამზირს იმ წამს დავარქვი შენი სახელი.
ალბათ ეს ქუჩაც ყველაზე უფრო მეტად გიხდება.
ნაგებობები მოგონებებივით მისტიურობენ.თუ კარგად დავუკვირდებით საათიც მუდმივად თორმეტს უჩვენებს.
მეტროც ცივია და სევდის სუნი დგას.როგორიც გაჩერებულ საათში.
მით უფრო ცივი თუ არავინ გელოდება ექსკალატორთან და მარტოს გიწევს.ცხოვრება 60 წამით.
ჰორიზონტს თვალს ვავლებ და შენი ჩრდილი ჩანს.
მუსიკას უსმენ...
იმ მუსიკაშიც არის ალბათ რაღაც იმ დღესთან შეზავებული.
ქუჩაში ვინმეს შემთხვევით როცა შეხვდებით ან დაინახავთ ისინი ზუსტად ისეთები არიან როგორნიც სინამდვილეში.
რადგან არ იციან რომ ხედავთ.
ნიღბები არ აქვთ.
არც შენ გქონია როდისმე.
მაგრამ.მაინც უფრო შენ იყავი სიგარისა და წიგნის გარეშე.ვიდრე როდესმე.
დაშემდეგ...
გაგიცანი, ზუსტად ისე როგორც ველოდი.
გამჭვირვალე ფიქრების ფონზე ლურჯ,დიდ ფანჯრასთან.
შენ სიგარეტს ეწეოდი დამე მის
კვამლს.
"ზაფხულის ბოლო ღამეებს ვსუნთქავ.
ზამთრის ქარიშხლებს ეგებ გავუძლო."


მეხუთე ლექსიკვლავ ნოემბერს
აგვისტოს ბოლოსრაზე უნდა ფიქრობდე თუარა სიცივეზე.
მეც ფანჯარასთან ვდგავარ,ვეწევი...
დილის ხუთია,
ან ეგებ ექვსი,
ვფიქრობ ნოემბრის მსუბუქ თოვლზე,მინაზე რომ დნება,
და შენზე, თუ ფანჯარასთან როგორ ტოვებ დილის 5-ზე,სიგარეტის კვამლს.
ძვირადღირებულ საფერფლეში.
სადაც შენი მერკანტალურობაც იფერფლება.
ეს არის აგვისტოსა და ნოემბრის ეგალიტარიზმი.
აგვისტოა და მე ნოემბერზე ვფიქრობ.ჰო ალბათ ზოგჯერ ზაფხულს ვღალატობ, 
რადგან ნოემბერი შორია და მიუწვდომელი და მეტად ვნებიანი მოსჩანს შორიდან.და მეტად გვინდება ვიდრე ეს მობეზრებული დღეები და ღამეები.
მაგრამ დადგება ნოემბერი და ისევ იმ ფანჯარასთან დილის 5-ზე.
კვლავ აგვისტოზე ვიფიქრებთ.


***
გუშინ ღამ რომ გამეღვიძა.ჩემმა სხეულმა სული შეიბრუნა.
გარდავიცვალე.
საკუთარ მძიმე სხეულს ვუყურებდი.
უცანაურად მიღიმოდა.ის სხვა იყო.
მე სხვა.
ჩემი სხეული მშვენიერი იყო.
იქვე მდგომ სარკესთან საკუთარ თავს.თვალი ვერ გავუსწორე.
ურჩხული ჩანდა.
უმალ მშვენიერ სხეულს შევუერთდი.
და დავუთქვი რომ მეც მასავით ლამაზი და მშვიდი ვიქნებოდი.
და მოვუვლიდი მას.
როგორც დორიან გრეის პორტრეტს.უვლის გრეი.
როგორც მზეთუნახავი,ურჩხულს.
როგორც უიმედობა.იმედს და პირიქით.
თვალი რომ გავახილე დილის 6 თენდებოდა.
არ ვიცოდი მეძინა თუ არა.
არ ვიცოდი რა მოხდა.
მაგრამ სულის სიმსუბუქე ვიგრძენი.
და წერა გავაგრძელე ბევრი მძიმეებით.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge