ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
გორვანელი - მუსიკის დაბადება ტრაგედიის წიაღში
ყოფიერების შინაარსი გარდაუვალ თვითრეფლექსიას განიცდის, საიდანაც გამოსჭვივის მისი პირუთვნელი სახე. ადამიანური მცდელობა, შექმნას არსებობა, იმთავითვე კრახისთვის არის განწირული, რადგან არსებობა უკვე შექმნილი და განხორციელებულია, ვით პლანეტათა განლაგება კოსმოსში და გრავიტაცია დედამიწაზე.
ტრაგედია არსებობს საგანთა დამოკიდებულებითა და მიმართებით, როგორც მიზეზ-შედეგობრივი სიმულაცია. მისი განაზრება მხოლოდ ადამიანურ ცნობიერებას ძალუძს, ან უკეთესი იქნებოდა გვეთქვა: ადამიანური ცნობიერების პროდუქტია, თვითშემდგარი და განხორციელებული, ჩამოყალიბებისა და სრულყოფილების სტადიაში მყოფი. შიშველ ბუნებას წარმოდგენაც არ აქვს თუ რა შეიძლება იყოს ტრაგედია, რადგან ბუნების ჰარმონიული თანდგომა, თვითზრდადი, მრავალჯერადი აქტებით სიცოცხლის დაუცხრომელ უნარს ავლენს. ტრაგედია იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი თვალს ახელს, როდესაც მთვლემარე მდგომარეობას თავს აღწევს და მისი ჭვრეტა განეფინება ბუნების სივრცეთს.
სამყარო არ მეტყველებს. მიუხედავათ იმისა, რომ მას გააჩნია საკუთარი ენა, მეტყველების უნარი უწინარეს დაქვეითებული აქვს. ადამიანი თვალს ახელს და იწყებს სვლას, საგანთა თვისობრიობის განსაზღვრას, ანთებს ცეცხლს, იხსენებს მითოსს, გარდასულ კულტურათა არქეტიპები კი ამცნობს ზღვრულ კონონზომიერებას, როგორც ადამიანური ცნობიერების უმწეობას საყოველთაო ხდომილების წინაშე.
ჩვენ ვამბობთ, რომ ტრაგედია არის ადამიანისა და ბუნების ცნობიერი დაკავშირება, ვიდრე სამყაროს გახმოვანებამდე.
მუსიკის ბგერები, უწინარეს ყოვლისა, ბუნების სტიქიათა გამოვლინებით გვხვდება, თუმცა ეს ბგერები არაფერს წარმოადგენს ადამიანური შემეცნებისა და განაზრების გარეშე. თავისთავადი მუსიკა ისევე არ არსებობს, როგორც სიბნელეში თეთრი საგანი... სიბნელეში ყოველივე შავია. ადამიანის მიერ საგანთა დანიშნულებისა და მოხმარების მიმართულების განსაზღვრა ჰქმნის მუსიკის სმენას, როგორც ყოფიერების ამოსუნთქვის აუცილებლობას.
ტრაგედია მუსიკის სრული შემოქმედია. სამყაროს ერთსახოვან, უმეტყველო ვნებებს ცნობიერი განაზრება მუსიკის სულს შთაბერავს. მათ შორის შედგება აღვირახსნილი სექსი, როგორც აღმოსავლური სიბრძნის, ებრაული ისტორიის, ბერძნული ფილოსოფიის, ქრისტიანული რელიგიის, ,,ისლამური სახელმწიფოსა“ და ,,ქართული მართლმადიდებლობის“ წარმოშობის წყარო. მუსიკის ბგერებს ჩვენ გავიგონებთ სიტყვათა კავშირებისას, წყაროთა მოდინებისას. საწამლავით სავსე ვერცხლის თასი სოკრატემ ბოლომდე დაცალა, რათა სავსებით შეეგრძნო თასიდან პირში გადამავალი წვეთების მუსიკალური ჟღერადობა; იესოს როცა ლურსმნებს აჭედებდნენ, ვფიქრობ, ის მუსიკას გრძნობდა ყოველი დარტყმისას... მუსიკა გამგმინავი, მუსიკა შემაძრწუნებელი; იმ ქვრივი ქალის საყურეები ძალზედ შთამაგონებლად ჟღარუნობდნენ, მუჰამედს ესმა მუსიკა მომავლიდან, სიკვდილის მუსიკა, დაფლეთილ სხეულთა სასომიხდილი მუსიკა; ვგრძნობ ქართული სულის მუსიკას, მუსიკას დაუნდობლობის, მუსიკას მღელვარების, მუსიკას სიბრიყვისა და უმეცრებისა... მე მიყვარს ქართული მუსიკა, მე მიყვარს ქართული მუსიკა... თუმცა მავიწყდება ჭეშმარიტი მუსიკის დაბადება ჭეშმარიტი ტრაგედიის წიაღიდან, მავიწყდება სამყაროს გულწრფელი დუმილი და ადამიანის მიერ გახმოვანებული ტრაგედია.
სმენის ვალდებულება აქვს ადამიანს; მგზნებარე ტალღა სამყაროული შინაარსით აღავსებს ცნობიერებას. შინაარსი უცვლელი რჩება, იცვლება მხოლოდ მეთოდი და გარეგანი გამოხატულება; ცვალებადობის მუდმივობა მუსიკის ცხოველმყოფელ ძალას იტევს.
მრავალ სამყაროთაგან, გაუცნობიერებლად, აღმოვჩნდებით ერთ-ერთში. ადიტიური ფაქტორები მთლიანობის მონუმენტურ აღქმაში გვეხმარება, სადაც ცნობიერი მონადა ხორციელდება ეკლექტიზმის სახით. მუსიკა, როგორც სამყაროს გახმოვანებული ჟღერადობა, ეწინააღმდეგება სინკრეტულ ერთსახოვანებას, ტრაგედია კი, ცნობიერი მონადის გახლეჩვაა; ტრაგედიაა პროცესი, გარდაუვალი ხდომილობის მექანიზაცია, რაც ადამიანური ხელშეხებით სამყაროული მონადის დანაწევრებას გულისხმობს. პროცესიდან აღმოცენდება მუსიკა, როგორც სუბიექტივიზაციის ნაირსახეობა, მეთოდოლოგიურად განხორციელებული აღქმა. სმენადობა უშუალო კავშირშია ადამიანთან, რადგან ბუნებას თავისთავადს სჭირდება დინამიური ექსპლიკაცია. ბუნებას გააჩნია ცნობიერი მონადა, ადამიანური მონადა კი, - არაცნობიერია.
როდესაც ადამიანი ხილულ მშვენიერებას სჭვრეტს, უკუაგდებს ყოველგვარ მანკიერებას: ნეგატიურ განწყობილებას, პიროვნულ ემოციებსა და ყოფით ვნებას, რამეთუ ჭვრეტა არ შეიძლება იყოს ჰედონისტური. ტრაგედია ჭვრეტითი მდგომარეობაა, მაგრამ მუსიკის აღქმა შეუძლებელია ჭვრეტით. მუსიკის ბგერები შთაგონებითი სიმულაციის შედეგია, რაც მხოლოდ ადამიანურ სულიერებაზე ზემოქმედებს. ჩვენ შეგვიძლია ვჭვრეტდეთ სილამაზეს თავისთავადს, თუმცა მყოფი ემოციების გარეშე ფაქტობრივ შედეგს ვერ მივიღებთ. ჭვრეტასთან პირდაპირ კავშირშია განსჯა, როგორც მენტალიზმის გამოვლინება. მას სჭირდება მიმართება, რაციონალური განაზრება, რათა ჭვრეტა განხორციელდეს დროში, სხვა შემთხვევაში, ჭვრეტა დეტერმინისტულ სახეს მიიღებს და მოხდება მყოფობისაგან, დროითი მოცემულობებისაგან მისი დიქოტომია.
მუსიკისათვის ყოველგვარი ვერბალური გამოხატვა დისონანსია, რადგან შთაგონების ფიქსაცია შეუძლებელია. შთაგონება გვესმის, როგორც ბუნების ცნობიერისა და ადამიანის არაცნობიერის შეკავშირება, ტრაგედიის შემდგომი საფეხური, სადაც მყოფ საგნებთან, გრძელვად დროსა და ხედვით ემოციასთან წილნაყარია ბუნების თავისთავადობა: მიწის, მზისა და ცის ობიექტური ელემენტები. შთაგონებაა დროში უსასრულობის შეგრძნება.
ტრაგედიის წიაღიდან ამოზრდილი მუსიკა განივრცობა დროში, როგორც მეტყველი სუბსტანცია. მისი შთანაფიქრი ტრივიალური სინამდვილიდან გაქცევაა, იტევს ყოველივე ხილულს; მასში ერთიანდება სისასტიკე და სათნოება, ძლევამოსილება და სისუსტე. მუსიკა, რომელიც ადამიანური აღქმის პროდუქტია, იმდენად ზოგადდება, რომ განსაზღვრავს ადამიანურ აღქმასაც. ის გაურბის პირველწყაროს, როგორც შვილი მშობლის საკუთრებას. მუსიკა გაურბის საკუთარ თავსაც, სძულს ყოველგვარი განსაზღვრება, მისი მამოძრავებელი ბუნებისა და ადამიანის კავშირია, ანუ ტრაგედია, ცნობიერ და არაცნობიერ სისავსეთა მოდინება. მუსიკა ადამიანური ინტერპრეტაციის საგანიცაა; ადამიანებს ჰქგონიათ, რომ ისინი ჰქმნიან მუსიკას, რომ ყოფითი საგნებისა და ცნებების დახმარებით თავად არიან შემოქმედები. ეს იმდენად არის შეცდომა, რამდენადაც მუსიკა და ადამიანი შეკავშირებული მთლიანობაა, განუყოფელი არსი, როგორც ბუნების გამხმოვანებელი პროცესი, დოისა და სივრცის ალტერნატივა.
მუსიკა არ სცნობს ეტატიზმს, რადგანაც საზოგადოებრივი განვითარების უმაღლეს საფეხურად არა ცალკეულ ლოკაციაზე შექმნილ საკრალურ წრეთა მრავლობას, არამედ საყოველთაო ერთობასა და კულტურათა თანაზიარობას მიიჩნევს. ადამიანი გამუდმებით მონაწილეობს მუსიკის გახმოვანებაში, მელანქოლიურ დარდს ეფემერულ სიამეთა განაზრება უქმნის. ცვლადი საგნებიდან გამოიდევნება შინაარსი, ფრაგმენტულად დეგრადირდება და გადაიქცევა ატომად, ვიდრე იგივეობრივი შინაარსის დაბრუნებამდე. საგნების ცვლადი მიმართება მოგვაგონებს ოქსიდიომეტრიასა და ოქსიგენოთერაპიას, სადაც ხელოვნური ჩარევით ხდება ბუნებასთან დაახლოება: პირველის შემთხვევაში, ქიმიური ანალიზის მეშვეობით ჟანგვით-აღდგენითი პროცესის წარმოება, ხოლო მეორეს შემთხვევაში - ადამიანის ორგანიზმში ჟანგბადის შეყვანა სამკურნალოდ.
მუსიკას გააჩნია თვითკმარი ელემენტები, როგორც ავტორიტარული რეალია. მისი ტრანსფორმირება ხდება ლაბიალური მეთოდით, რაც ვიტალიზმის ნათელი გამოხატულებაა. მუსიკა დაუნდობელი და შეუბრალებელია, ვით თანატოსი. მღელვარე ოკეანეებსაც დაამშვიდებს მისი შემაძრწუნებელი რაფსოდია. სამყაროული არქეტიპები მის ეზოთერულ დიქტატს განაპირობებს, აქედან მომდინარეობს მუსიკის ტიპიზაცია, როგორც სისავსის დაცლისა და სიცარიელის აღვსების ამპლიტუდა. ადამიანი ზარალდება მუსიკისაგან, მაგრამ ამას თავადაც ვერ აცნობიერებს. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ საგნობრივი აღზევება მუსიკის ქმნისათვის - მოჩვენებითია, თუმცა მეტად საჭიროც... ადამიანი მუსიკისაგან იღებს იმ ინდემნიტეტს, რაც ეკუთვნის.
ფარული სევდით სახეცვლილი ადამიანი ეძიებს გზას გადარჩენისათვის. მისი სვლა ჩქარი, ხოლო ემოცია - სასოწარკვეთილია. მისდაუნებურად, ტრაგედიის ინსპირატორია, რადგან გაიღვიძა და შეეჯახა ბუნებას თავისთავადს. ,,ქმედითი“ ნაბიჯები ადამიანისა ყოვლად უშინაარსო და უმიზნოა, მისეული არაცნობიერი ბუნებისეულ ცნობიერს უახლოვდება, სიცოცხლის პირობებში კი, - მისი ნაწილი ვერ ხდება. ადამიანი მეტყველებს ბუნების ენით; ბუნებამ დაივიწყა საკუთარი ენა და სდუმს, თუმცა მეტყველი დუმილით.
სამყაროული მუსიკა ბუნების დუმილიდან მოისმის; ეს მუსიკა ადამიანს უბიძგებს თვითმკველობისაკენ, რათა წარმავლობის არაცნობიერი აზიაროს მუდმივობის ცნობიერს.
ადამიანები იბადებიან და კვდებიან, აზროვნების სიამოვნება მხოლოდ სიცოცხლის პირობებში შეიგრძნობა. გზა დაბადებიდან სიკვდილამდე არის უკიდეგანო შესაძლებლობების ენერგია, რომლითაც ადამიანი ყოველ ნაბიჯზე იმუხტება; დამუხტვის შედეგად ადამიანში ვითარდება შესაძლებლობები, როგორც პოზიტიურად, ისე ნეგატიურად. სამყარო მარადიულად არსებული გონია, რომლის ძალითაც ენიჭებათ საგნებს დანიშნულება. მისთვის ადამიანი ისეთივე საგანია, როგორც ადამიანისათვის - ბუნება. სამყარო წარმოჩინდება ბუნებით, ბუნება - ადამიანით; ბუნება უბრუნდება ადამიანს, სამყარო კი, - ბუნებას უბრუნდება.
ტრაგედია ხდომილობაა, რაც ბუნებისა და ადამიანის დაახლოების პროცესით გვესახება. გაღვიძებულ ადამიანს მოესმის სამყაროული მუსიკა; ბუნება მდუმარეა. შთაგონება ადამიანის ამეტყველებაა სამყაროს ენით.., ამ დროს შთაგონებულია ბუნება, როგორც მეტყველების ინსპირაცია. ადამიანი სამყაროული ენით მეტყველებს და ჰგონია, ეს არის მუსიკა, რომლითაც ბუნებას დაუბრუნდება, თავად კი - შთაგონებული; ვერ აცნობიერებს, რომ ბუნება სდუმს შთაგონების გამო.
ადამიანო, უსმინე ბუნებას, მის დუმილს მიადევნე ყურადღება; ნამდვილი მუსიკა ბუნების მდუმარებიდან მოისმის, ვითარცა მარადიული შთაგონება.

ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა