გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

იმერი ბასილაძე - ქუთაისის მოჭირნახულე გიორგი ედვარდის ძე ფონ შულცი (1871-1918)

                ქალაქ ქუთაისში მე-19 საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში რამდენიმე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობა აიგო, რომელთა პროექტის ავტორები უცხოელი არქიტექტორები იყვნენ. მათ შორის განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ, წარმოშობით გერმანელი, მაგრამ რუსეთის სამსახურში ჩამდგარი გიორგი ედვარდის ძე ფონ შულცი. ის რამდენიმე წლის განმავლობაში მოღვაწეობდა (1898-1905 წწ)  ქალაქ ქუთაისში და, როგორც ირკვევა, მან ქუთაისელთა დიდი პატიცვისცემა და სიყვარული დაიმსახურა.                გიორგი ედვარდის ძე ფონ შულცი 1898 წლის 10 სექტემბრიდან დაინიშნაქუთაისის საიჟინრო დისტანციის  სამმართველოს სამხედრო ინჟინრად. მან  წარმატებით განახორციელა ქუთაისში რამდენიმე პროექტი.
       1897 წელს ქუთაისში ადგილობრივი ვაჟთა პროგიმნაზია გადაკეთდა რეალურ სასწავლებლად. სასწავლებელს არ ჰქონდა საკუთარი შენობა. სასწავლებლის დირექტორმა ა. მამონტოვმა თხოვა ქალაქის თვითმართველობას სასწავლებლის შენობის ასაგებად გამოეყოთ ნაკვეთი. Qქალაქის თვითმმართველობამ იმსჯელა და შესაძლებელი გახდა ყოფილი ვაჟთა პროგიმნაზიის გვერდით კონსტანტინე იოსელიანის ნაკვეთის შეძენა. საჭირო თანხის ნაწილი შეგროვდა მოსახლეობისაგან სესხის აღების გზით. სასწვლებლის მშენებლობის გენერალური გეგმა შეადგინა სამხედრო ინჟინერმა გიორგი ედვარდის ძე ფონ შულცმა.
                ვიდრე ამ პროექტს განახორცელებდა მანმადე მისი პროექტითქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელის სასწავლო კორპუსს,   დღევანდელი პუშკინის ქუჩიდან გაუკეთდა მიშენება 1900-1901 წლებში.  
ბუნებრივია მკითხველის წინაშე ისმის კითხვა  ვინ იყო გიორგი ედვარდის ძე ფონ შულცი?
ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა, როგორც ლიტერატურული, ისე არქივში დაცული  და პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული მასალები. ჩვენ ხელთ არსებული მასალებით ირკვევა, რომ Gგიორგი ედვარდის ძე ფონ შულცი ეროვნებით იყო გერმანელი.
იგი  დაიბადა 1871 წლის 11 მაისს. 1889 წელს დაამთავრა ქალაქ ორლოვის ბახტინის კადეტთა კორპუსი. “1892 წელს დაამთავრა ნიკოლაევსკის სამხედრო სასწავლებელი  და განაწილებულ იქნა მესანგრეთა ბატალიონში. შემდეგ დაამთავრა ნიკოლაევსკის საიჟინრო აკადემია. 1890 წელს მიიღო პოდპორუჩიკის, 1894 წელს პორუჩიკის, 1898 წელს შტაბს-კაპიტანის, 1900 წელს კაპიტნის, ხოლო 1909 წელს პოდპოლკოვნიკის წოდებები”. (Поиск ФИО по «Картотеке Бюро по учету потерь на фронтах Первой мировой войны 1914–1918 гг.» в РГВИА.).
Pპროფესიული საქმიანობა დაიწყო ვილენსკის საოლქო საინჟინრო სამმართველოს ხარჯთაღრიცხვებისა და ანგარიშების მომზადების საქმეთა შემსრულებელ უფროს ოფიცრად.
1898 წლის 10 სექტემბრიდან დაინიშნა ქუთაისის საიჟინრო დისტანციის სამმართველოს სამხედრო ინჟინრად. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ქალაქ ქუთაისში, როგორც სამხედრო ინჟინერი.
გიორგი ედვარდის ძე ფონ შულცმა 1900 წლისთვის შეადგინა ქუთაისის რეალური სასწავლებლის პროექტი. Pპროექტი მოწონებული იქნა. რეალური სასწავლებლის მშენებლობა დაიწყო 1901 წელს. შეიქმნა საამშენებლო კომისია შემდეგი შემადგენლობით: რეალური სასწავლებლის დირექტორი ა. მამონტოვი (თავმჯდომარე) წევრები, მასწავლებლები: ნ. მაჭავარიანი, ა. სიდორენკო, ნ. დორგოვი, ა. კოლიანკოვსკი, ვ. რომანოვსკი, ინჟინერ-პოლკოვნიკი ი. კუჩევსკი, მ.ეზაროვი, სასწავლებლის ექიმი მ. ძნელაძე, ქუთაისის საქალაქო მმართველობის წევრი ი. ჩიმაკაძე, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, ქუთაისის სახელმწიფო პალატის მე-2 განყოფილების უფროსი ი. ოსოვსკი და ინჟნერ-მშენებელი გ. ფონ-შულცი”(ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი #20, საქმე #4, ფურც. 5-6). Kკომისიის პირველი სხდომა შედგა 1901 წლის 25 მარტს. Kკომისიის გაადაწყვეტილებით მშენებლობის ხელმძღვანელობა და საქმის წარმოება დაევალა სამხედრო ინჟინერ ედვარდ გიორგის ძე ფონ შულცს. ის პასუხისმგებელი იყო კომისიის წინაშე მშენებლობის პროცესის ხარისხიანად წარმართვაზე.
სასწავლებლის გენერალური გეგმა. შედგენილი სამხედრო
ინჟინერ გ. ფონ შულცის მიერ
ინჟინერ-მშენებელმა ფონ შულცმა კომისიის სხდომაზე განსახილველად  წარმოადგინა სასწავლებლის საავადმყოფოს, ბინის ფლიგელის და სამეურნეო შენობების საბოლოო ხარჯების  ანგარიშები და მთავარი სასწავლო კორპუსის თავდაპირველი პროექტის ტექნიკური გაუმჯობესების მთლიანი ღირებულება.
კომისიამ განიხილა ინჟინერ ფონ შულცის მიერ წარმოდგენილი  მთავარი სასწავლო კორპუსის თავდაპირველი პროექტის ტექნიკური გაუმჯობესებისათვის დასახული მიზნები და უპირველეს ყოვლისა  ყურადღება მიაქცია ბალავრის გაღრმავებისა და გაფართოების აუცილებლობას, რადგან საეჭვო გახდა  გრუნტის და ფუნდამენტის ვარგისიანობა. თუმცა, საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, მანამ, სანამ დაადგენდა თავის გადაწყვეტილებას ბალავრის გაფართოებასა და სიღრმის თაობაზე,  კომისიამსაჭიროდ ცნო, რომ  ფონ შულცი, კიდევ ერთხელ გაცნობოდა სპეციალისტ-ტექნიკოსების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით.
როგორც ირკვევა ფონ შულცი სპეციალისტ - ტექნიკოსებთან ერთად ყურადღებით გაეცნო სასწავლებლის ფუნდამენტის  ვარგისიანობის საკითხს და გამოთქვა მოსაზრება, რომ საჭიროა ფუნდამენტის გაღრმავება, გაფართოება, რაც გამოიწვევს სასწავლებლის მშენებლობის ხარჯის გაზრდას 3000 მანეთით.
ინჟინერ-მშენებელ ფონ შულცსკომისიამ დაავალა სხდომაზე, კიდევ ერთხელ, განსახილველად  წარმოედგინა დაზუსტებული სასწავლებლის საავადმყოფოს, ბინის ფლიგელის და სამეურნეო შენობების (აბანოს, საშრობის, სამრეცხაოს), როგორც პროექტი, ასევე საბოლოო ხარჯების  ანგარიშები.
ქუთაისის რეალური სასწავლებლის აბანოს,
საშრობის და სამრეცხაოს პროექტი
როგორც ირკვევა ფონ შულცი გამოირჩეოდა განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და პუნქტუალობით. იგი პირადად ხელმძღვანელობდა და ამოწმებდა  თითოეული შენობის ფასადის ქვის  სიზუსტეს და ვარგისიანობას, ისე საკვამურების და წყლის მილების მთავარი კორპუსის კედლებში განლაგებას (ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი #20, საქმე #4,  ფურც. 11-12).
                ინჟინერ ფონ შულცის მოთხოვნის საფუძველზე საამშენებლო კომისიამ მშენებლობის ნორმალურად და ხარისხიანად წარმართვის მიზნით მშენებლობის მოიჯარადეებს მოთხოვა მშენებლობაზე დაესაქმებინათ ორმოცი კალატოზი და ოცდაათი მიწის მთხრელი. დასახელებულ ციფრში არ შედიოდა ქვისა და დუღაბის მზიდავი  შავი მუშები. მუშები უნდა ყოფილიყვნენ სამსახურში ყოველდღიურად და მათი რიცხვი არ უნდა შეემცირებინათ მოიჯარადეებს კომისიის ნებართვის გარეშე (1, ფურც.13). როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, მოიჯარადეებმა თავი  აარიდეს  მშენებელ ფონ შულცის მიერ მითითებულ განაწესს მშენებლობის წარმოების  დროს მსაგავსი დაუდევრობის თავიდან ასაცილებლად. Aამიტომ კომისიამ, ფონ შულცის მოთხოვნით დაადგინა, რომ მოიჯარადეებს  პირველ ხანებში დაეკისროს ჯარიმა 50 მანეთის ოდენობით და შეასრულონ საამშენებლო კომისიისა და ინჟინერ ფონ შულცის 1903 წლის 23 მაისის განაწესი (ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი #20, საქმე #4, ფურც. 14).
1901 წლის ნოემბერში ინჟინერ ფონ შულცის მოთხოვნით კომისიამ შემოწმდა  კონტრაქტორ ივანე ჩილინგაროვის მიერ შემოტანილი სატყეო მასალის, 50 კოჭის,  შემოწმება. შემოწმების შედეგად კომისიამ კოჭების მთლიანი რაოდენობიდან 48 ცალი კოჭა სცნო ხარისხიანად და  მისცა კონტრაქტორებს  მათი გამოყენების  უფლებაყველა მათგანზე დამღის დაჭდევის   შემდეგ.  ორი  კოჭი კომიასიამ არ სცნო ხარისხიანად და  შესთავაზა კონტრაქტორს   გაეტანა ისინი მშენებლობის ადგილიდან.
1902 წლის 7 აგვისტოს შედგაქუთაისის რეალური სასწავლებლის მშენებლობის კომისიის სხდომა. სხდომაზე იმსჯელეს ინჟინერ ფონ შულცის მიერ მოწოდებულ წერილობით ინფორმაციაზე, რომ თლილი ქვით აგებული ტიფლისის (ამჟამად თამარ მეფის ქუჩა) ქუჩისმიმდებარე ფასადის ნაწილი ძალიან ცუდია და უდიერად არის  აგებული. მოიჯარადის მინდობილი პირის აბრამ ჩილინგაროვის პროტესტის მიუხედავად კომისიამ  აღიარა, რომ ფონ შულცის  მოთხოვნები შეესაბამება სისწორეს. კომისიამ დაადგინა, რომ მოჯარადემ დაუყონებლივ დაარღვიოს არასწორად ნაგები ფასადი და დაავალა მოიჯარადეებს მისი კვლავ ერთფეროვანი ქვით აგება, ისე რომ ქვის ზომები ზუსტად შეესაბამებოდეს პროექტით გათვალისწინებულ  ზომებს. მოთხოვნის არ შესრულების შემთხვევაში კონტრაქტორები ჯარიმდებოდნენ 50 მანეთით (ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი #20, საქმე #4., ფურც.187-188).
1902 წლის 22 საგვისტოს ქუთაიის საამშენებლო კომისიამ მოისმინა ინჟინერ ფონ შულცის მიერ განხორციელებული მიმოწერა რამდენიმე თუჯის გადამდნობ ქარხანასთან, რათა დაედგინა რეკრიაციული დარბაზისთვის განკუთვნილი 4 თუჯის სვეტის ჩამოსხმისთვის საჭირო  საუკეთესო პირობები. როგორც ირკვევა ინჟინერმა ფონ შულცმა წინადადებით მიმართა ბათუმში მექანიკური თუჯის გადამდნობი ქარხნის საზოგადოების წარმომადგენლს - ინჟინერ იარლოვს და ბათუმში თუჯის გადამდნობი ქარხნის მფლობელს ინჟინერ  ნ. პასეკს. როგორც კომისიის ოქმიდან ჩანს, ინჟინერმა პასეკმა ზემოთ ხსენებული სვეტების შეკვეთისათვის ინჟნერ ფონ შულცს შესთავაზა  ყველაზე სარფიანი პირობები - ფუთი 2 მან. 30 კაპ., ამიტომ ფუთი 2 მან. 30 კაპ. ღირებულების  750 ფუთ დატვირთვაზე გათვლილი  4 თუჯის შეკვეთა მშნებელმა ფონ შულცმა მისცა ინჟინერ პასეკს.
ინჟინერმა პასეკმა გამოაგზავნა ხსენებული 4 სვეტი 437 მანეთისა და 35 კაპიკის ღირებულების. კომისიამ მოიწვია სპეციალისტები შეამოწმა ჩამოსხმული 4 თუჯის სვეტი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2 სვეტი აღმოჩნდა უვარგისი, რადგან მათ ჰქონდათ ღრმა ნიჟარები. კომისიამ შესთავაზა პასეკს ჩაენაცვლებინა ხსენებული ორი სვეტი ახალი, უხარვეზო სვეტებით დადგენილი ფასით და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემდა შესაბამის თანხას (ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი #20, საქმე #4, ფურც. 190-193).
ფონ შულცი შესაბამისი სპეციალისტების თანდასწრებით ამოწმებდა მშენებლობაზე გამოსაყენებელი საამშენებლო ქვის კეთილთვისებიანობას. სათანადო შემოწმების შემდეგ იგი აკეთებდა შესაბამის დასკვნას ქვის ვარგისიანობის შესახებ.
1903 წლის 28 მაისს, ფონ შულცის მოთხოვნით, კომისიამ შეამოწმა მშენებლობაზე აბგარ და მიხრან ანანოვების მიერ,  შემოტანილი ქვის ხარისხობრივი მაჩვენებლები. ქვა შემოტანილი იქნა სამუშაოების მწარმოებელი ინჟინრის ფონ შულცის დავალებით თბილისის(ამჟამად თამარ მეფის ქუჩა-ი.ბ.) ქუჩის მხრიდან   სასწავლებლის ფასადისთვის. კომისიამ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ: 1. 1903 წილის 1 ივნისისთვის შეკვეთილი ეკლარის ქვის რაოდენობა მთლიანადმოზიდულია ანანოვების მიერ; 2. მოსაპირკეთებელი ქვებიდან 14 აღმოჩნდა იმოდენა ნიჟარებით, რომ უსწორმასწოროების აღმოსაფხვრელად გათლის შემთხვევაში ქვა ვერ დააკმაყოფილებს საჭირო პარამეტრებს  და 6 ნომერი შეკვეთის ქვებისგან თვლით 46-ე აღმოჩნდა ერთი ზომით მოკლე, ვიდრე იყო შეკვეთილი და ამიტომ არ ექვემდებარება მიღებას; 3. ეზოდან  ამოღებული იქნას დაწუნებული ორი ქვა და შეიცვალოს ვარგისიანით”( ქცა, ფონდი 20, საქმე #18, ფურც. 302).
ადგილი სადაც ქუთაისის რეალური სასწავლებელი შენდებოდა დახრამული იყო, ჩამოედინებოდა ღელე. იგი ამოავსეს და გააკეთეს საწრეტი. მაგრამ ნაყარი მიწა მაინც დაიძრა, რამაც მშენებლობის დამთავრებისთანავე გამოიწვია ბზარების წარმოშობა შენობის კედელში. საამშენებლო კომისიამ შეისწავლა შექმნილი მდგომარეობა და შეშფოთება გამოთქვა ბზარების გაჩენის გამო.
საქმის მწარმოებელმა ინჟინერმა ფონ შულცმა განუმარტა კომისიის წევრებს, რომ შენობის ფუნდამენტისთვის ამოთხრილი ორმოები დათვალიერებული იქნა ქუთაისის გუბერნიის საამშენებლო განყოფილების სპეციალისტების მიერ. თანაც განმარტა, , რომ ფუნდამენტის ჩაყრის დროს ორმოები იყო აბსოლიტურად მშრალი და არ იყო არავითარი
ქუთაისის რეალური სასწავლებელი - 1905 წ.
წყლის  გადინების კვალი  სასწავლებლის მდებარეობის არეში.  შემდეგ ინჟინერმა ფონ შულცმა გამოთქვა  ვარაუდი, რომ შესაძლებელია მიწისქვეშა წყლები მოედინებოდა ოლდენბურგის ქუჩის მიმდებარე მაღლობიდან,  ამან გამოიწვია ფასადის და მისგან განლაგებული კედლების არათანაბარი  დაწოლა, რამაც განაპირობა მიწის არათანაბარი დაჯდომა, რის შედეგადაც გაჩნდა ბზარი. მისი დასკვნის დასადასტურებლად ინჟინერმა ფონ შულცმა მიუთითა კედლებთან მდებარე ბეტონის ტროტუარს, რომელიც იყო, აგრეთვე დაზიანებული და პრინც ოლდენბურგის სახლს, რომელიც დგას რეალური სასწავლებლის ოდნავ მაღლა და რომელმაც ასევე გაიკეთა ბზარები, რაც მიუთითებს მიწისქვეშა წყლების ერთი მიმართულებით დინებაზე. ამის შემდეგ ინჟინერმა ფონ შულცმა ჩათვალა საჭიროდ  დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაემახვილებინა იმ ფაქტზე რომ, მიწისქვეშა წყალმა მთელი ძალით დააზიანა, აგრეთვე, იმ მიმართულებით მდებარე ფართი, რომელიც იყო გამოყოფილი სეისმოგრაფიული სადგურისთვის და მოსაზღვრე სარდაფი. დასახელებულ ოთხებში საჭირო გახდა გამკლავება წყალთან და მისი აღმოფხვრა შესაძლებელი გახდა სეისმოგრაფიული სადგურის განყოფილებაში   ბეტონის სქელი ფენის დაგების და დრენაჟის გაყვანის შემდეგ. თუმცა მისი ერთი ნაწილი ამ მიმართულებით (კორიდორის ქვეშ) ისევ სველია.
ამრიგად  მშენებელ-ინჟინერმა ფონ შულცმა დაარწმუნა ისინი, რომ ასეთი რამ თავიდანვე იყო  მოსალოდნელი და ბზარები შენობის დანგრევის საშიშროებას არ წარმოადგენდა (ქცა, ფონდი 20, საქმე #18, ფ. 24).
ჩვენი აზრით, კომისიისა და პირადად ფონ შულცის დამსახურებაა, რომ დღესაც ამაყად დგას ჩვენი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა და თავისი არქიტექტურული კომპოზიციით დღესაც იქცევს ყურადღებას.
ამრიგად სასწავლებლის შენობა ნეოკლასიცისტური სტილისაა. ცენტრალური შესასვლელი ტიციან ტაბიძის ქუჩის პირა ბაღში გამავალ კორპუსშია მოთავსებული. შენობის შუა, რიზალიტებით ფლანკირებულ ნაწილს პორტიკი, ფსევდორუსტიკით დანაწევრებული გიგანტური პილასტრები, მეორე სართულის გიგანტური, მეანტრის ზოლით გაყოფილი სარკმლები და კრონშტეინებითა და კბილანებით შემკული კარნიზი გამოარჩევს. კბილანები ამკობს რიზალიტების სართულ შუა სალტესაც. ნაგებობას დისკოებით შემკული მაღალი პარაპეტი ასრულებს. თამარ მეფის ქუჩის პირა სამსართულიანი კორპუსის ფასადის გაფორმებას ქალაქში პარალელი არ მოეძებნება. რელიეფური რუსტიკით შემკულ პირველ სართულს, მეორე სართულის გრაფიკული რუსტიკა და მესამეს გლუვი ზედაპირნი ენაცვლება. ორი ერთნაირი, მოდერნის ყაიდაზე ტრაპეციულად მოჩარჩოებული კიდურა კარი ფრონტონით დასრულებულ რიზალიტებშია გაჭრილი, რომელთა მესამე სართულის სარკმლები სამსვეტიან ლოჯიაშია მოქცეული. შენობას სამ-სამად დაჯგუფებული ვიწრო სწორკუთხა სარკმლების წყება მოუყვება. კედლის წითლად შეღებილი მონაკვეთები, წითელი და შავი, მოხატული და ინკრუსტირებული მეანდრისა და სხვადასახვაგვარი პალმეტების ზოლები ფასადს განსაკუთრებულ ცხოველხატულობას ანიჭებს. ეზოსკენ კორპუსები მხოლოდ ღიობთა რიგებითა და რუტიკითაა დანაწევრებული (საქართველოს უძველესი ქალაქები: ქუთაისი", 2006.).
ედვარდ გიორგის ძე ფონ შულცი “1903-1904 წლებში არჩეული იყო ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის ხმოსნად”( ქცა, ფონდი 108, საქმე #2742). როგორც საარქივო და პრესის მასალებიდან ირკვევა მან მრავალ მნიშვნელოვან წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი ქუთაისის ისტორიული წარსულისა და კულტურის წარმოჩენისათვის.
როგორც მწერალი და კრიტიკოსიელგუჯა თავბერიძე წიგნში “ქარის ფრთები” წერს: “ მას უყვარდა ქართველები. უყვარდა ქუთაისი. ისწავლა ქართული ენა”( ე. თავბერიძე,ქარის ფრთები, წიგნი II, ქუთაისი, 2017.). იყო ქალაქის მმართველობის ხმოსანი.  ოცნებობდაქუთაისის თეთრი ხიდის სწორ რეაბილიტაციაზე და ბაგრატის ტაძრის ნანგრევების დაცვასა და აღდგენაზე, რასაც  მოწმობს იმდროინდელი ქართული პრესა. `თეთრი ხიდის შეკეთებაზე ქალაქი ყოველწლიურად თითქმის ათას მანეთს ხარჯავდა, ყოველ მესამე წელიწადს, ახალი ფიცრების დასაგებად, დაახლოებით 2400 მანეთი სჭირდებოდათ. წელი არ გავიდოდა, 200 მანეთის შესაკეთებელი სამუშაო არ გამომტყვრალიყო (ვ. წვერავა, ქუთაისის ხიდების ისტორიისათვის, ქუთაისი, 2018, გვ.32). ქალაქის საკრებულოს ხმოსანმა, ინჟინერ კაპიტანმა ფონ შულცმა, ქალაქის გამგეობას ურჩია, ფიცრების მაგიერ რკინა დავაგოთ, რკინაზე გზატკეცილი, გვერდებზე ასფალტის ტროტუარი გავაკეთოთ, ეს ყველაფერი სულ 4451 მანეთი და 55 კაპიკი დაგვიჯდება. ამით ქალაქი ყოველწლიურ უნაყოფო ხარჯს გადარჩება, თანაც ხიდი საიმედო, ჩანგრევისგან დაცული იქნებაო. გიორგი ედვარდის ძე ფონ შულცი სამთო ინჟინერი და ქალაქ ქუთაისის არქიტექტორი  შეყვარებული იყო ქალაქზე. უკვირდა ქართველთა უყაირათობა და ხელგაშლილობა. მან დაიანგარიშა და ქალაქის გამგეობას მოახსენა, რომ `თეთრი ხიდის” ყოველ ოთხკუთხ ანუ კვადრატულ მეტრს 3902 კგ. სიმძიმეს შეუძლია გაუძლოს. რკინა-გზატკეცილის დაგებით ყოველ ოთხკუთხ მეტრს 1080 კგ. სიმძიმე ხვდება, ანუ შესაძლებელზე ოთხჯერ ნაკლებიო. ფონ შულც ეგონა გაეხარდებოდათ, გაბრაზდებოდნენ კიდეც, ტომით გერმანელმა როგორ გვაჯობაო. 1903 წელს ქალაქის გამგეობის სხდომაზე რაც თქვა, თუ ეს სწორი არ იყოს, თუ ვცდებოდე, რაც გინდათ ის მიყავითო. მაგრამ მისი გაანგარიშებანი გაანგარიშებად დარჩა, ქალაქის გამგეობამ უფულობის მიზეზით უარი თქვა მის წინადადებაზე (ე. თავბერიძე,  ქარის ფრთები, წიგნი II, ქუთაისი, 2017, გვ. 219-231).
ქალაქის საბჭოს ხმოსანმა ფონ შულცმა ფრიად საყურადღებო მოხსენება წარუდგინა ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით ქალაქის თავს. “ეს ნანგრევები რეინის ნაპირებზე, ანვოჰეზისა და ტიროლის მთებში რომ იყვნენ აღმართულნი, ეჭვი არ უნდა, დიდი ყურადრებით და მზრუნველობით დაიცავდა მათ მცხოვრებლები, რომელნიც გამსჭვალულნი არიან ისტორიული თვითცნობიერებით და თავისი წარსულისადმი პატივისცემით.
უყურადღებოდ არის დატოვებული ყველასგან ეს ძვირფასი ძეგლი: გარშემო მცხოვრებთა ყურადღება კი მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ მუქთად ქვის სატეხ ქარხანად გადაუქცევიათ და ტაძრის თლილის ჩუქურთმიან ქვებით ბოსლებისა და თავლების კედლებს იშენებენ.
თუმცა ამჟამად ნანგრევების დაცვა ეპარქიალური უწყების მოვალეობას შეადგენს. ქალაქი თითქოსდა განთავისუფლებულია მასზე ზრუნვისგან. მაგრამ ქალაქის თვითმმართველობის ზნეობრივი მოვალეობაა, რომ დაიცვას ეს ერთადერთი ღირშესანიშნავი ისტორიული ძეგლი და გარეშესავით გულხელდაკრეფილი არ უყუროს მის შემუსვრასა და განადგურებას.
წლევანდელმა მკაცრმა ზამთარმა დიდი ზიანი მიაყენა ნანგრევებს-სულ გამონგრეულია ქვით საკურთხევლის კედელი. ასე რომ მასზე ზედა ნაწილიც ჩამოინგრევა.
ინჟინერმა შულცმა შემდეგი წინადადება შესთავაზა ქალაქის გამგეობას:
ა. აღძრული იქნას შუამდგომლობა ეპარქიალური მთავრობის წინაშე, რომ ნანგრევები რიგიანად იქნას დაცული;
ბ. ქალაქმა გადასდოს 150 მანეთი, რომ ცემენტით გამაგრებული იქნეს ნანგრევების ქვეითა ნაწილები და აგრეთვე ყველა ის ნაწილი, სადაც კედლის ზედაპირი ჩამონგრეულია;
გ. ყოველწლიურად გადაიდოს ჩამონგრეული კედლების თავის დროზე შესამაგრებლად 30 მანეთი;
დ. მიღებულ იქნას ღონისძიებანი, რომ ხალხში გავრცელდეს ნანგრევებისადმი პატივისცემა. ამისთვის ქალაქმა ისარგებლოს მომავალი საიუბილეო წლით და იმ ადგილას, სადაც ტრაპეზი ყოფილა, დადგას მარმარილოს ქვა ტაძრის ისტორიის მოკლე აღწერით. ასეთი ქვა დაჯდება არაუმეტეს 100 მანეთი.
ადვილი შესაძლებელია, ქართველ ინტელიგენტთა შორის გამოჩნდეს ვინმე ისეთი, რომელიც იკისრებს ამ ტაძრის  ისტორიისა და აღწერილობის შედგენას და წიგნად გამოცემას (გაზეთი `ცნობის ფურცელი”, 1903 წ. 15 აპრილი, #2122, გვ.3).
1904 წლის 10 ნოემბერს შედგა ქუთაისის ქალაქის საბჭოს სხდომა, სადაც ფონ შულცმა წაიკითხა მოხსენება იმის შესახებ, რომ მიღებული ყოფილიყო ზომები ბაგრატის ტაძრის ნანგრევების განადგურებისაგან დასაცავად:
ა. გადაიდოს 150 მანეთი ერთდროულად კედლების ზოგიერთ ჩამონგრეულ ადგილს ცემენტით შესალესად;
ბ. გადადებულ იქმნეს ფული ყოველწლიურად კედლებში აღმოჩენილი ნაპრალების ცემენტით ამოსალესად;
გ. მიღებულ იქნას ზომები, რომ ხალხში გავრცელდეს ძველი ნაშთისადმი ინტერესი და პატივისცმა, რისთვისაც ვისარგებლებთ საიუბილეო წლით (900 წელიწადი სრულდება ტაძრის აგებიდან);
დ. სადაც წინათ საკურთხეველი იყო დაიდგას მარმარილოს ფიცარი ტაძრის მოკლე ისტორიის წარწერით, რაც დაჯდება არა უმეტეს 100 მანეთისა;
ქალაქის საბჭომ დაადგინა: მიღებულ  იქნას ბ-ნ ფონ შულცის წინადადებანი. ამისთვის ეთხოვოს ნებართვა საიმპერატორო საარქეოლოგო საზოგადოებას, რომლის ხელშიც ბაგრატის ტაძრის ნანგრევებია (გაზეთი `ცნობის ფურცელი”, 1904 წ. 14  ნოემბერი, #2670, გვ. 3).
ამდენად ქალაქის თვითმმართველობის უგერგილობის გამო ფონ შულცის მიერ წამოწყებული ბევრი სასიკეთო საქმე განუხორციელებელი დარჩა მე-20 საუკუნის დასაწყისის ქუთაისში. `ის იმ ჩინოვნიკებს არ ჰგავდა, ნახევარი საუკუნე რომ მოათიეს ჩვენში და გამარჯობის თქმას ვერ ახერხებდნენ. დამტვრეული ქართულით ლაპარაკი რამდენიმე თვეში დაიწყო, მერე თანდათან დახვეწა. უყვარდა აქაურები, აქაურების მოპყრობაც სიამოვნებდა, მაგრამ მისგან ნარჩევს რომ არ იჯერებდნენ, ამაზე ძალიან წყდებოდა გული.... მართლაცდა ქართველს უნდა ეყვირა, არიქა ინგრევა, ვუშველოთო. ტომით გერმანელი, რუსი მოხელე ყვიროდა, არ ესმოდათ. უკვირდა ჩემი ყვირილი რად არ ესმითო, ქართველებს ის აკვირვებდა - რა აყვირებსო. 1904 წლის 21 დეკემბერს, მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ ქუთაისის გამგეობას თხოვა, ასეთ მცირე თანხაზე უარი არ ეთქვათ, ფონ შულცს მხარი დაუჭირეთო. ბაგრატის ნგრევა გაგრძელდა. გაკვირვებული დადიოდა ფონ შულცი, ვერ გაეგო, რატომ იგზავნებოდა მეორისკენ, მეორიდან - მესამისკენ, მესამიდან პირველისკენ” (ე. თავბერიძე,  ქარის ფრთები, წიგნი II, ქუთაისი, 2017, გვ.221-231).
1905 წლის 31 იანვარს ფონ შულცი გადაიყვანეს საინჟინრო სამმართველოს უფროსის თანაშემწედ. 1906 წელს ფონ შულცი დაჯილდოებული იქნა წმინდა ანას მესამე ხარისხის, ხოლო 1910 წელს წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით.
1909 წლის აგვისტოდან იგი დაინიშნა  კუშკინსკის ციხე-სიმაგრის ინჟინრების ხელმძღვანელად. გიორგი ედვარდის ძე ფონ შულცი გარდაიცვალა 1918 წელს(10).
მიგვაჩნია, რომ იმდენად დიდია ედვარდ გიორგის ძე ფონ შულცის დამსახურება ქალაქ ქუთაისის და კერძოდ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის (ყოფილი რეალური სასწავლებელი-ი.ბ.) მშენებლობის საქმეში, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსზე უნდა გაკეთდეს მემორიალური დაფა, რომელზედაც აღიბეჭდება ამ გამოჩენილი ადამიანის სახელი და გვარი, როგორც პროექტის ავტორისა და აღმშენებლის.   
Imeri basiladze
Professor of Akaki Tsereteli State University
Benefactor of Kutaisi
George von Shultz
(1871-1918)
Abstract
The article studies and analyses George von Shultz’s contribution to the city of Kutaisi based on archival materials.
At the end of the 19th and beginning of the 20th century several important architectural monuments designed by foreign architects were built in Kutaisi. George von Shultz, an architect of German origin deserves particular attention in this context. He worked in Kutaisi for several years (1898-1905) and as it turns out, he earned great respect and love of the people of Kutaisi.
George von Shultz was appointed as a military engineer at Kutaisi Engineering Distance Department. He successfully implemented several projects including 1. an additional wing of Kutaisi St. Nino’s school in 1900-1901; 2. Kutaisi Secular School (currently Building 1 of Akaki Tsereteli State University).  George von Shultz was a senior executive and immediate supervisor of both projects.  
In 1903-1904 George von Shultz was elected as a member of the city’s self-government. In this capacity he proposed  implementation of several projects national importance such as: 1. Correct rehabilitation of Tetri Khidi (White Bridge) in Kutaisi; 2. Conservation and rehabilitation of the remains of Bagrati Cathedral.  скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge