გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

შერმადინ (ბესო) მიქელთაძე - ნაწყვეტი რომანიდან ,,უდუმბარა"

                                
                       დედამიწაზე რაჭა - გარანტირებული სამოთხეა,  ეს ადგილი კი საქართველოში მდებარეობს. იმერეთს ჩრთილოეთიდან ესაზღვრება... რაჭაში რომ გადახვიდეთ, ნაქერალას ქედი უნდა გადაიაროთ; ერთი ქართველი მონადირე, რომელიც აქ პირველად დასახლებულა, ასულა იმერეთიდან ნაქერალაზე, რომ გადაუხედავს იქეთ, განცვიფრებულა ამ ღრმა და ვიწრო რიონის ხეობით, მიუმსგავსებია იგი ჭიისათვის და წამოუძახებია: ,,ეს რა ჭია ყოფილა!“ ამის შემდეგ, ამ მხარეს რაჭა დაერქვა. ოთხივე მხრიდან შემოსაზღვრულია მაღალი მთებით, ჩღთილოეთით - კავკასიონის ქედია, აღმოსავლეთით - ლიხის მთა, სამხრეთით - ნაქერალას მთა, დასავლეთით - სვანეთის მთები.
                      რაჭაში მრავალი ეკლესია და ეკლესიის ნანგრევებია, ასევე, ციხე და ციხის ნანგრევები... საცხოვრებლად გამოიყენებოდა ხისაგან აშენებული მეორე და მესამე სართულები, რომლებსაც „სენა“ და „ქორედი“ ეწოდებოდათ. რაჭველებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ჩრდილო-კავკასიელ მთიელებთან. ისინი ერთმანეთს შვილებს უგზავნიდნენ აღსაზრდელად, რათა მეზობელთა ენა და წეს-ჩვეულება ესწავლათ. ეს მათ ერთმანეთთან ურთიერთობას უადვილებდა. ამ წეს-ჩვეულებას რაჭველები „კერძ-მოკეთეობას“ უწოდებდნენ.
                      სადმელი - სოფელი  რაჭაში, წარმოუდგენელი სილამაზის სოფელია. სოფლის  ზედა, მაღალ ნაწილს ქედს ეძახიან. ამბროლაურიდან  5 კილომეტრში, მარჯვენა მხარეს ასახვევია, გზა მოუბეტონებიათ, ალბათ ვინმე სტუმრის საჩვენებლად უფრო, ვინაიდან ზემოთ სოფელში ასასვლელი გზა ისევ იმ მდგომარეობაშია, რა  მდგომარეობაშიც 35 წლის წინ იყო. ახლად დაგებული ბეტონიანი მონაკვეთის შემდეგ იწყება სტანდარტული სოფლის მოხრეშილი, მიწის ქვიანი გზა, რომელიც ორივე მხრიდან ხეებშია ჩაფლული.  აქ, ალაგ-ალაგ, ატანს მზის სხივები, გზა მთელს სოფელს ჭრის და ბოლოს სოფლის წვერში, ქედზე ადის,  ქედიდან ქვემოთ მოსჩანს მთის კალთას ამოფარებული, მდინარე რიონის მიწაზე გართხმული ულამაზესი დაკლაკნილი ხეობა, მარჯვნივ მდინარე რიცეულა უერთდება რიონს, ქედის ქვედა ,,ხელისგულზე“ უხვად დაინახავთ ყურძნის კარგად მოვლილ ვენახებს... რაჭაში ხომ მსოფლიოში უგემრიელესი ღვინო მზადდება, რომელსაც - ხვანჭკარას უწოდებენ. ხვანჭკარა რაჭვული მუჯურეთულის და ალექსანდროულის კუპაჟია. ამ გემოს ღვინო მხოლოდ რაჭაში მოდის და ის დიდებულია.
სოფლის ქედის უკანა, მარცხენა მხარეს,მთის ძირში, სვანურ კოშკებში ჩაძირული სოფელი - კლდისუბანი მოჩანს, რომლის ძირში მოჩუხჩუხებს მდინარე რიცეულა. კლდისუბანიდან ბოლო დროს მოსახლეობის  აშკარა მიგრაციაა  და საღამოობით მხოლოდ რამოდენიმე მოსახლის  სახლიღა ნათდება. ქედის უკანა მხარეს, მთაში, მოსჩანს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც ბავშვობისას  შესაწირი დაგვქონდა. ეკლესიამდე სამანქანო გზა არ არსებობს, იქ მხოლოდ  საფეხმავლო გზაა. ირგვლივ საოცარი სილამაზის შერეული ტყეა. ტყეში ზაფხულობით მოდის ასევე უგემრელიესი სოკო, რომელსაც ,,სოკოწითელს“ უწოდებენ. ეს სოკო უმადაც საოცრად გემრიელია, მშიერ გულზე, შუა ტყეში, შეგიძლიათ გატეხოთ, ცოტა მარილი მოაყაროთ (თუ მოგეპოვებათ) და მიირთვათ. შემწვარს უამრავი ცხიმი გასდის, ადამიანი იფიქრებს, რომ სოკო კარაქში ცურავს, არადა, ამ სოკოს ერთი გრამი ცხიმიც არ ესაჭიროება შეწვის დროს, სოკო იმდენად ხორციანია, რომ გამოუცდელ ადამიანს შეიძლება ხორცშიც კი აერიოს. საქართველოში  მოსახლეობა მას სოკოების მეფეს უწოდებს.
                     ქედის ბოლოს, გზის გასაყარზე,  წყაროა, აშენებული ქვაში, უგემრიელეს წყაროს წყალს ზამთარ-ზაფხულ ერთი და იგივე ტემპერატურა აქვს. ერთიცაა, რაც უნდა იცოდეთ: რაჭაში საოცრად დინჯი და ნელი ხალხი ცხოვრობს, რომლებსაც ვერასოდეს, ვერანაირ სიტუაციაში ვერ ააჩქარებთ.
                     ეს წყნარი, ჩუმი, ლამაზი სოფელი, ერთხელ, ივნისის შუა რიცხვებში,    სრულიად აფორიაქდა. დილაადრიან, ქედზე, წყაროსთან, საშუალო ასაკს გადაცილებული ორი გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს, ქალი და მამაკაცი. ორივენი იჯდნენ მიწაზე, წყაროს ქვიან მხარეს მიბჯენილი, ერთმანეთს სახეში უყურებდნენ, ხელჩაკიდებულნი, შუბლები  ერთმანეთზე ჰქონდათ მიდებული.  მოღიმარი, ბედნიერი სახეებით, ისინი გარდაცვლილებს არ ჰგავდნენ. სოფლის მოსახლეობამ რამოდენიმეჯერ მათი შეღვიძებაც კი სცადა. ქალი საოცრად ლამაზი იყო. ცალ ხელში, მამაკაცის მარჯვენა ხელთან, თითებში ფურცელი ეჭირა. ქალბატონს თეთრი კაბა ემოსა,  რომელიც იების კონებით იყო მორთული.     მამაკაცი  დაკუნთული, სპორტული აღნაგობის იყო, მას  შავი სმოკინგი ეცვა და თეთრ პერანგზე წითელი ბაფთა ეკეთა.
უცხო თვალით ნამდვილად ვერ იტყოდით, რომ ეს წყვილი საშუალო ასაკს გადაცილებული იყო, მათი ვიზუალი უფრო ახალგაზრდული ასაკის მინიჭების საშუალებას იძლეოდა.
ძალადობის არანაირი კვალი არ ჩანდა. წყაროს გვერდით ახალი, თეთრი  მაზერატის წითელ სალონიანი ჯიპი იდგა. მანქანის ფანჯრები დაწეული იყო და იქედან მამა სერაფიმეს მიერ ძველ ასირიულ ენაზე შესრულებული  სულის შემძვრელი გალობა ისმოდა.
სოფლის მაცხოვრებლებმა წყვილი  გარდაცვლილი იპოვეს. კაცი სახეზე იცნეს, თუმცა დანამდვილებით ვერ საუბრობდნენ, თუ ვინ იყო ის;  შემდეგ ქალზე დაიწყეს დავა, ის შეიძლებოდა  მეზობელი სოფელლიდან, - ძირაგეულიდან ყოფილიყო. თუმცა დიდი ხნის უნახაობის გამო, კონკრეტიკისაგან ყველა თავს იკავებდა, ვერავინ ვერაფერს ადასტურებდა.
სოფლელმა,  ახალგაზრდა, ქერათმებგადაშლილმა გოგონამ, ვალინკებსა და ვარდისფერ ლურჯ კოპლებიანკაბაში გამოწყობილმა, გარდაცვლილ ქალბატონთან ჩაიმუხლა, გაციებული თითებიდან ფურცელი ამოაცალა. ხმამაღლა  კითხვა დაიწყო. გოგონა მალევე გაშეშდა, თითქოს ელდა ეცა. ფურცელზე ლექსი ეწერა. გოგონას ცრემლები სდიოდა, მაგრამ კითხვა არ შუწყვეტია, გააგრძელა:
,,ეხ, ლამაზო, მე მინდოდი, მყოლოდი...
ისე, გვერდით, ცოლად გამომყოლოდი,
თმები ჩემთის გაგეშალა, გელოდი
და ხელებში, ოდეს,  ჩაგაკვდებოდი.
გახსოვს, იმ დღეს, თეთრ კაბაში გელოდი,
ტკბილად მკერდში, აცრემლებულს გლოცავდი,
ბედნიერი,ზემოთ ცაში დავქროდი,
სიყვარულის ანა-ბანას თურმე მაშინ ვსწავლობდი.
ერთ გოგოში, დღეს დავეძებ სანაცვლოს.
დიდ სიყვარულს ვერ იყიდი ვერასდროს,
თურმე უძლებს ქარიშხალსა და დროს.
თამამია, თავნებაა, ვერ გაუგებ, ვერ გაუგებ ვერასდროს.
დამრჩა ცრემლი, რომ უგორავს ლოყაზე,
ტალღა მიცეკვს, აგერ სანაპიროზე,
აქ თოლია თევზს მიირთმევს გემოზე,
მარტოობა გულს მიფლითავს გემბანზე.
ვიღაც განგებას უკითხვად მართავს,
ჩვენს ბედსა ანდობს მეზობელ მკითხავს,
გზებსაც ის გვირევს, ბილიკს დახლართავს,
მერე გაგვიყოფს, არაფერს გვკითხავს.
ცის სარკიდან მთვარის ხელში ჩავარდი.
ფიქრებს ჩემსას დაერია, დამთაგა,
რა დრო გასულა, თურმე მიყვარდი,
რა დრო გასულა, თურმე გიყვარდი,
ეხ, ლამაზო, მე მინდოდი, მყოლოდი...
ისე, გვერდით, ცოლად გამომყოლოდი,
თმები ჩემთის გაგეშალა, გელოდი,
შენს ხელებში სანთლად ჩამოვდნებოდი“.

                      აცრემლებულმა  ლექსი  ბოლომდე ჩაიკითხა, ფურცელი დააგდო, ჩაიმუხლა და  ხმამაღალი ისტერიული ტირილი დაიწყო. სოფლის გაოგნებული მცხოვრებლები ერთმანეთს გასცქეროდნენ. ამ დროის განმავლობაში, პოლიციაც მოვიდა. სავარაუდო თვითმკვვლელობის  ადგილი დაათვალიერეს, სოფლის მაცხოვრებლები დაკითხეს, არავინ იცოდა, მანქანა სოფელში როდის ამოვიდა. პოლიციამ  ექსპერტიზა გამოიძახა.
                      ერთ ერთმა პოლიციელმა ძირს დაგდებული  ფურცელი აიღო, რაც არ უნდა ყოფილიყო, ფურცელი შესაძლო  თვითმკვლელობის  ფაქტიური ნივთმტკიცებას წარმოადგენდა, საქმის მასალებისათვის დიდ აუცილებლობას წარმოადგენდა. ფურცლის გვერდით, დახვეული სალფეთქის ქაღალდი ეგდო, ისიც პინცეტით  აიღო, ცელოფნის დალუქული პაკეტი გახსნა და შიგ მოათავდა. მეორე პოლიციელმა ქალბატონმა მანქანის კარი გამოაღო და მაგნიტოფონი გამორთო. ირგვლივ სამარისებულმა სიჩუმემ დაისდაგდურა. სიჩუმე ბულბულის საოცარმა სტვენამ დაარღვია, ბულბული გალობდა. ყველაფერი უჩვეულოდ გამოიყურებოდა. პოლიციელმა ფურცელი გადააბრუნა და მეორე მხარეს, მეორე ლექსი ეწერა:
                    
          
,,მოგზაურობა გალაქტიკაში
თანასწორია ბრმა და მხედველი, თავისუფალი ყველა რწმენაში,
მომავალია მარადიული, დილა კი ასე იწყება,
რძის გზაზე, ვმოგზაურობ, გალაქტიკის  ბირთვში,
ჩაფერფლილ ზღაპარს, ცხოვრების ვალსი ეალერსება,
შეუცნობელი შეცნობილია,
ჩემიდან დედამიწამდე სულ რაღაც 21 მილიონი სინათლის წელია,
ოცნებები  სასწაულია, მანძილი არც ისე გრძელია.
დილისაა  შვიდი და ზღვაა მშვიდი,
თოლიების მოფარფატე გუნდს, სულის ყაყაჩო  იისფრად ხატავს,
გულს ეფინება გალაქტიკის სონატა და აქაური მზეა ფლიდი,
დაკარგულ ვარსკვლავს სისხლისფერი ტკივილი იკრავს,                                       
უკვე დაღამდა,
ღამე ჩემია, მე დამიტოვეთ,
ჩემი მთვარით თუ ნახევარმთვარით,
ღამე ჩემია, მე დამიტოვეთ, ჩემი ვარსკვლავით თუ უვარსკვლავებოთ,
ღამე ჩემია, მე დამიტოვეთ, ჩემი ფიქრით თუ ფიქრის გარეშე,
ღამე ჩემია, მე დამიტოვეთ, ჩემი ტკივილით, ტკბილი ოცნებით,
ღამე ჩემია, მე დამიტოვეთ, ჩემი სიზმრებით თუ მის გარეშე,
ღამე ჩემია, მე დამიტოვეთ, ქალის ნექტარით და მისი ფერებით,
ღამე ჩემია, ნუთუ არ გესმით,
მას ვერ წამართმევთ!
ღამე ჩემია, ჩემში დარჩება, ჩემში მოკვდება, ჩაიფერფლება...
მას ვერ წაიღებთ...
დილაა შვიდი და ზღვაა მშვიდი,
მაგრამ ხელები შემოხვეული,
როგორც ნაწიფარ ვაზის ტოტები,
ნეტავ ვისია, ესეთი თბილი...
ვხვდები, არ მძინავს, არც მესიზმრება
გინდა, რომ გითხრა
ძლიერ მიყვარხარ?
ან რა აზრი აქვს?
მემილიონედ?
ჩემი ბაგები დუმან ამ დილით,
მაგრამ სხეული გესაუბრება
დილაა შვიდი და ზღვაა მშვიდი.
მაგრამ ვეღარ ვარ მშვიდი,
ვტკბები სხეულის
ამოხეთქილი ტკბილი შარბათით,
ბალკონზე ქარი გიცეკვავს ტანგოს,
თმებსაც კი გიწეწს, არც გეკითხება,
დახუჭულ თვალებს შიგნით უყურებ,
და  სიყვარულის მთვარე იშვება.
ხელში  მადნება ქალი ლამაზი,
ანგელოზია, როგორც ღთაება,
მთვარის ჭირვალი ალერტილ სხეულს
ნაზად უფარავს, ეამბორება.
მე კიდევ დავცქერ მძინარე ეულს,
ის კი უჩუმრად ზღაპარს მიყვება,
მე სიყვარული არ მიძებნია,
მე სიყვარული არ მითხოვია,
ბედნიერება ვითხოვე მხოლოდ,
და ის ჩემია,
და ის შენია,
ჩაგიჩურჩულე.
ვბრუნდები  დედამიწაზე,
საიდანაც  ვარკვლავი მოსჩანს ცაზე,
აქედან მთვარემდე ერთი სხივური წამია,
აქედან მზემდე რვა სხივური დღეა,
სიყვარულის გზა უსასრულოა,
შენ კი  მარადის შეუცნობელი“.

                     გაშუადღდა, დაბნეული მოსახლეობაც ნელ-ნელა დაიშალა. ყველაფერი, რაც მათ იხილეს, ძალიან უცნაური და გაუგებარი იყო. რეალურად, არც ერთ მათ კითხვაზე, მათთვის მისაღები პასუხი, იმ მომენტისათვის, არ არსებობდა.
                    1962 წელს, მამას დედა ცოლად გაჰყვა, მისი მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავათ. ისინი თბილისიდან კახეთში გაიპარნენ. კახეთში მამის ნათესავებს, პართენ დვალიშვილების ოჯახს მიაკითხეს. ახლად ჩასულ, უკვე ცოლიან ომარ მიქელთაძეს, ბატონმა პართენმა დიდებული დახვედრა მოუწყო, დაკლა ახალგაზრდა ღორი და ხბო. გაიშალა დიდებული ქართული სუფრა, დიდებული კახური ღვინით დამშვენებული. ახლად შეუღლებული ომარ მოქელთაძისა და ივეტა კერესელიძის ოჯახი ბატონმა პართენმა დალოცა.
                      დედის მოგონებიდან ირკვევა, რომ შექეიფებულმა ბატონებმა, 16 წლის გოგონა ცხენზე შესვეს ჯირითის მიზნით, დედა იმ დღეს  პირველად იჯდა ცხენზე მის ცხოვრებაში; იმ დღეს, იმ ცხენით, მთელი სოფელი შემოირბინა.
                      რაც შეეხება პართენ დვალიშვილს, მის სოფელში დღესაც ჰყვებიან, თუ როგორ მოჰკლა ნადირობისას ტყვია გამოლეულმა პართენმა დათვი მუჭის თავში ჩარტყმით. რთულია ამ ამბის დაჯერება, მაგრამ იმდენად დამაჯერებლად ჰყვება მთელი სოფელი, სავარაუდოდ, სიმართლე უნდა იყოს.
                      ასე და ამ ფორმით მოხდა ომარ მიქელთაძისა და ივეტა კერესელიძის შეუღლება; შედეგად, 1963 წლის 3 ივლისს, დაიბადა ბესო მიქელთაძე.
скачать dle 12.1