გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დავით დეფი - ლექსები



                              ფოტოს ავტორია ჰით ანტონიო ბოუერი ფოეთრი  ნიუ იორკ სითი
                                          

***
ახლა ჩვენ ვხედავთ აქამდე როგორ
მოვედით, ვიარეთ. ბევრი ვიარეთ.
ვიარეთ, ვიფრინეთ, გათენდა ოღონდ
მხოლოდ ის ხედავს სინათლეს,
ვისაც ისედაც გული უნათებს,
ვისაც ისედაც გულში მზე ედგა,
ვინც სხვებშიც ხედავს 
ვარსკვლავთსურათებს
მხოლოდ ის შეძლებს შუქთან 
შეხვედრას.
დეფი♔სიახLOVE
23 სექტემბერი 2018


იანოს ღამე
ერთი წამია აღფრთოვანების ის უსასრულო რამე გაელვება,
ის საოცარი ერთი გაელვება გრძელდება რომელიც ყველგან და ყოველთვის.
წამია ია და ღამეც კი კრთება, როცა დაგხედავს მშვიდს და იღბლიანს, 
ნატვრანიც იცი დღეებს ითვლიან რათა ასრულდნენ შენი გულიდან
და შენი სახლის კარია ღია და შენი გულის კარია ღია და შენ შვილებთან 
და ქმართან ერთად აღფრთოვანებას იწამიერებ, მთლიანი ღამის 
მთელს სიძლიერეს შენ იტევ შენში და ის ვარსკვლავიც, შორი და მწიფე,
ღამის სახეზე ხალივით ნაზი, რასაც განიშნებს მხოლოდ შენ იცი 
რა სურნელებაც მის სხივებს ასდით.
დეფი ♔ სიახLOVE
30 მაისი 2019
ნიუ იორკ სითი



Happy birthday to you my lovely son Demetrius. Now, you are 6 years old. Shine on boy! 
ხედავ. იმახსოვრებ. გჯერა. გიხარია.
გიყვარს. თამაშობ. გძინავს. იღვიძებ.
დარბიხარ. დაფრინავ. გეგა. ანდრია.
დემეტრე. სიმღერა. ბაღების სიმშვიდე.
მუსიკა. სურნელი. ნახატი. დრო.
თავისუფლებისკენ ვარსკვლავი გიტაცებს.
მოიხმობ სხივთა წრეს, ეხები. გრძნობ.
ბგერები. ოთახი. სიტყვები წიგნებში.
შუადღეებისას ფრანს ცასთან მივსდევდით.
იზრდები. სამყაროც შენ ირგვლივ იზრდება.
ეძებ და პოულობ სხვადასხვა სიზმრებად
გაბნეულ მარგალიტს, ბავშვობის წამებს.
გულის ხმა შენს სუნთქვას სიცოცხლედ მიჰყვება. 
შენივე ნატვრები შუქებით გრთავენ.
დეფი ♔ სიახLOVE
24 იანვარი 2020



Happy birthday to you my lovely wife Kethy I listen to the echoes of my own heartbeat, I feel there is a language that lives in our hearts, it is a language of no words, every cell of me is speaking to this field every day and I feel the existence of my own lovely self deep in your lovely heart Kethy and I feel the real touch of love, I see now, what is real is eternal. 
მთვარე.
მე არასდროს დავამთავრებ
ფიქრებს შენზე. შენზე ფრენას.
შენზე სუნთქვას. თრთოლვას შენზე.
შევძლებ ვიცით, ახლაც, შემდეგ და
ყოველთვის, აქ თუ სხვაგან, სადაც სხვებიც
ასე დგანან, ასე ფრენენ, ასე თრთიან, სადაც
სხვენი ჩვენთვის ცაზეც ვინც მძივებად განაბნია,
და სამყარო სულ მთლიანად ვინც კი გულზე დაიხატა
ასე შიშვლად, ასე ღიად, რაღაც დიდი ზრახვით სავსე დგას
შუქებით გარსმოსილი და ჩემ გულსაც შუქით ავსებს,
სიჩუმეში სიტყვად მაბნევს, შენთან მალე
შესახვედრად მაფრთიანებს ზმნების
მზედ.
დეფი ♔ სიახLOVE
14 დეკემბერი 2019


პოეზია ზიარება
ეს პოეზიარებაა - დიდი საიდუმლო
შენ ახლა პოეზიას დალევ
შენ ახლა პოეზიას შეჭამ
ჩემი სისხლი პოეზიაა
და ჩემი ხორცია პოეზია
დალიე და ჭამე - შენ არ მოკვდები
და სულ იცოცხლებ
და სული კი ვინც ხარ
ვარსკვლავფოთლების
ღმერთის აგრძელებს 
სიცოცხლეს.
დეფი♔სიახLOVE
27 ივლისი 2018


ოკეანე სიტარი
სიტარის როგორი ბრწყინვალე ბგერა აქვს. 
ბგერა ბრწყინავს სიტარიზე. ოქროსფერია ბგერა. 
ოქროები იღვრება. ოქროები შენთან
სამომავლო წინსწრებად ისევ მოვლენ შენთანვე.
თუ სამყაროდ რამეს გზავნი, ნატვრაა თუ შენი სუნთქვა,
შენ თვითონ ხარ გზაც და მგზავრიც, სწორედ ამწამს შეგისუნთქა,
ოქროსფერმა ხმოვანებამ, ოქროები იღვრება,
დრო იწყება დრო მთავრდება და ბრწყინვალე სიტყვებად,
მოგეპნევა გარშემო, თუ გარეთ ხარ შიგნით შემო,
მინდა რაღაც გაჩვენო, ოქროების სიმარტოვე,
ოქროების სინათლე, სიკეთის ხმას ვინც არ გლოვობს,
საუკუნოდ იმარჯვებს. საუკუნოდ ვეძებთ გზას. 
აქედან გვსურს გავიდეთ და სიმართლეც გწვავს,
სამი ღამე, სამი დღე,
ჩვენივე გზიდან, სურვილებიდან, მათზე ნათესი ნაბიჯებიდან,
მათგან მოსული საქმეებიდან, ვნატრობთ უფრო შორს გადაგვებიჯა,
იქით უფრო შორს გადაგვეფრინა. მთელი სხეულით ზღვა როგორც ღელავს
ჩვენ სულ ვხედავდით ახლა რაცა ჩანს და გზად ვანდობდით ოქროებს ყველას,
როგორ მიაგავს ტალღაც ნასახლარს და ამ ტალღებით სულ წინ მივიწევთ,
ზღვაც შეეზავა გზად ოკეანეს, სიმდიდრე მიჰყვა ისევ სიმდიდრეს,
გულის ხმა მიჰყვა ისევ გულისხმას, საუკუნემაც ჩვენ გვიგულისხმა,
ათასწლეულთა გზაჯვარედინებს, ჩვენ ხელისგულზე ამოქარგულებს
სიკეთეებად ვამარჯვებინებთ და მთვარეების გამოქვაბულებს
ასე ჩვენ ირგვლივ დავუდეთ კარი და ისევ ტალღა და ნასახლარი
ყოველი ბგერით ოქროებს აპნევს, როგორც აღვიქვამთ ამბებს თუ საგნებს,
როგორც ვაშენებთ თუ როგორც ვანგრევთ, როგორც იბრწყინებს ღამეში ოქროც,
და არც არავის არაფერს მოვთხოვთ, რადგან გავიგეთ აზრი აქყოფნის
და დროც ბევრი გვაქვს ჩვენი სამყოფი და საუკუნეც ზოგჯერ არ გვყოფნის,
რადგანაც ვტკბებით ჩვენ ერთმანეთით, არსად ქრებიან დღეც და ღამენიც,
ოქროს თევზებით ბრწყინავენ ტბებიც და ხმა სიტარის ხსნის სამყაროებს
და გვანუგეშებს და გვაჯადოებს, მზედ ეყუდება ხმა თავწყაროებს,
როგორებიც ვართ ისევე ვისმენთ, ჩვენივე ნატვრებს, ბგერებს თუ სიბრძნეს.
დეფი♔სიახLOVE
7 ივლისი 2018



скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge