გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარიამ ნიკოლავა - ლექსები

***
ჩვენ ჭეშმარიტად ღვთის შვილები ვართ,
ვუხმობთ დღე და ღამ დედას უფლისა,
და გვლოცავს,ვისაც მაცოცხლებელი,
დიადი ღმერთი თავად უტვირთავს.
ენით უთქმელი აღმოჩენაა,
ზეციდან მოდის ცის დედუფალი,
რომ აუხილოს მრავალს თვალები,
დაიცვას ხალხმა კვლავ ზნეობანი.
როგორ გამოვთქვათ მადლიერება,
მანუგეშებელ დედის წინაშე,
სიყვარულში არს თვით გადარჩენა,
რომლითაც ერი უნდა ბრწყინავდეს.
უფალო ჩვენო-ო, ამ სიტყვებში,
რა უდიდესი მადლი აღმოჩნდა,
ღმერთი მამა არს ჩვენი მშობელი,
გულს უტკბილესი გრძნობით აღმოხდა.
მთელი ძალა და მშვენიერება,
რომელიც კაცთა მოდგმას სწადია,
თავად შენში არს მაცოცხლებელო,
მზეც სიყვარულის მადლით ანთია!
აწ დამშეული მოდგმა სოფლისა,
უფლის ტრაპეზით უნდა გადავრჩეთ,
პურს,სიყვარული ქვია სახელად,
ამ პურის ხმევით უნდა გავმაგრდეთ!
თუნდა საკვები,თუნდა სასმელი,
მაცოცხლებელი კაცთთა მოდგმისთვის,
შენში არს ღმერთო მთელი სიკეთე,
გადამრჩენელი მშიერ სოფლისთვის!
გონებავ ჩემო საკუთარ ძალით,
არ ძალგიძს ფიქრი სიბრძნით ახარო,
პურსაც უთხარი:- შენ კი არ მკვებავ,
არამედ ვინაც შექმნა სამყარო!.


ჩემს მოძმეებს
მწუხრის ზართა საიდუმლო შევიცან,
ერს ვუნახე გაზაფხულის თვალები,
ჰიმნს რომ გიწერთ საგალობელს,მადლიანს
მსურს ისმინოთ სალაღობო ჰანგები,
ჩემი სულის ელეგიას მოგიძღვნით,
და სიმართლის შევსვათ,ბაიათები,
მით დავფერფლოთ ქვეყნად ამაოების,
მოფრიალე შავი ბაირაღები.
რაც გიმღერეთ მხოლოდ თქვენი გგონიათ?
არა,ამით საქართველოს ვემთხვიე,
თბილ ამბორით ჩამოვბანე იარა,
მთებს უდიდეს სიყვარულით ვეწვიე.
აბა, ახლა ამას ვინ იფიქრებდა,
მათაც უმალ თვისი ცრემლი მიწოდეს,
მადლობთ მუზად რომ მესახე სამშობლოვ,
მეც გულს გიძღვნი მსურს შენს ცეცხლით ვიწვოდე.


***
დავალ წუთისოფელში ზურგზე
ფიქრის ამარა,
მზეო შენ გადმომხედე,გახსენ შენი კამარა,
გულო შენ ვინ გიკითხა სიყვარულზე ლექსები,
ვინ დაწერა შენს შიგან მისი ადათ- წესები.
მაგრამ გული რაი არს?-ერთი ციდა ფრთოსანი,
თუმც კი იმდენს იტევს რომ,გვიყვარს გული-მგოსანი!
მზეო მე შენს იმედად შევეგებე გაზაფხულს,
სულს ლოცვები ვაკითხე და ვკრეფ მიზნებს დასახულს!
შენ მიყვარხარ მხოლოდ შენ ლექსო იისთვალებავ,
ცხადი ხარ თუ სიზმარი მზისთვალება ზმანებავ.
ზოგჯერ ნეტა რას ვამბობ,სა გზა ან სად კვალია,
რასაცა ვწერ მერწმუნეთ ,თვით პოეტის ვალია,
მუზავ მე შენს ლოდინში იებს დაუყვავილე,
ვყვარობ ია-ყვავილებს,ჩემი ტრფობა ვამხილე.
გზებს მივყვები მე იმ გზებს,სადაც ბევრი მოლია,
გზა გვასწავლის რომ ვიღაც ჩვენი გულის სწორია.
გზა გვიჩვენებს სწორ სავალს თუკი გულით დიდი ხარ,
მოყვასისთვის ამ ქვეყნად გადებული ხიდი ხარ
გზას ბოლომდე მივყვებით ვინძლო ეკლებს ვაწყდებით,
მაღალ ვარდის წვდომისას ზოგჯერ დაბლაც ვვარდებით.
მე კი შევხვდი კესანაებს გზად ნაწვიმარ ბილიკზე,
მათ ვუსმინე რატომღაც ვიცან თვის ჩუმ ტირილზე.
მათ ვუამბე თუ რატომ მიყვარს ყვავილთ ლაშქარი,
ეს მგზავრისთვისა ისაა ჰქონდეს ტკბილი საგზალი.
თუმც ფერებით მათ დობილ იასამნებს ვადიდებ,
სურნელოვან დედოფლად ამ ჩემს ლექსში ვამკვიდრებ!


***
მე ასეთი სისავსე ჯერაც არ განმიცდია,
თითქოს ზეცა გაიხსნა, ხელებს მზისკენ იწვდიან,
და ვიფიქრე, ერთი დღეც ,რომ მქონოდა ყოფისთვის,
ღვთიურ მზეს გავავრცობდი,მოვკვდებოდი ტრფობისთვის.
ძველი დროის პოეტებს და ხელოვანთ ერისა,
ვწუხვარ შენი მშვენების ხილვა რად არ ეღირსათ.
გალაკტიონს ასე მწამს რომ ეხილა სამება,
ერთ წამსაც ვერ გასტანდა, მისი სულის წამება.
ო, ასეთი დიდება მხოლოდ მთაში ვიცოდი,
გერგეტს რომ ავდიოდი მისი ცეცხლით ვიწვოდი.
ოდეს წმინდა ტაძარი ნინოს ჯვარს თუ მალავდა,
სიმაღლიდან სიწმინდით საქართველოს ფარავდა.
ჩვენ თამარი დაგვყურებს, გვლოცავს წმინდა ილია,
ქეთევანიც გფარველობს, ვინაც ერის შვილია,
და დავითის სურვილი:-გულზე ფეხი დამადგით,
ახლა იმას ნიშნავს ,რომ -ქართველებო გამაგრდით!
თვით ტაძარში ვიხილე გაბრწყინება ერისო,
უფალო შეგვიწყალენ -kirie eleison!


***
მზეო არ გამწირო, გულო არ
გამრიყო,
წამო გაიარე,გრძნობით ჩაიარე,
ცაო ნუ ტირიხარ,ქარო გამომცადე,
ფიქრო დამაცადე,იქნებ არ გამწირონ.
წამით გავაცილო ჩუმი გარინდება,
და თუ ვერ მიცვნიხარ სული არ გატკინო!
განა ოცნებაა,განა გაოცება,
ეს მხოლოდ წამია,წუთის საოცრება.
შენ ხომ იმედების თბილი ნაყოფი ხარ,
წვიმის სამყოფი ხარ,სიმი მონავარდე,
ტრფობა მოფარფატე აღარ გაგიმეტებს,
მე ხომ დაღლილი ვარ,გულის სამხილი ვარ,
შენი სიყვარულის გამოძახილი ვარ.
განა ოცნებაა,განა გაოცება?!
მინდა შევიყვარო ჩემი საოცრება,
და თუ ვერ გამიგეს დიდი არაფერი,
მაინც არ მამხილებს ჩემი საფარველი.
ახლა ცისარტყელის მწველი ლაქებია,
განა საქებია შენი დავიწყება,
წვიმა გადაივლის თოვა დაიწყება.
მზეო არ გამწირო მე ხომ შეგავედრე,
მე ხომ გაგაოცე ჩემი მონატრებით,
ნუთუ მოლოდინის თეთრი ამურია,
გულის სალბუნია ,ჩემი სამკაული,
ზეცას აედევნა ,ნაზი საოცნებო,
შენი აღმოჩენის წამი არქაული.
ჟამი სანუკვარი შენი სადარია,
შეუსადარია სუნთქვა ამ მშვენების,
ქარის აკორდია ახლა რომ მაღელვებს,
ვეღარ ამაღელვებს ჩუმი გარინდება,
სულის ნაუბარი სითბო არ მცილდება,
სიმი არ მიწყდება,მზეზე აციმციმდა
თეთრი ამბიონი
მშვიდი მოგონება,
ღამემ აირეკლა ღამის ორიონი,
მწუხრი შუქმომდგარი ,თითქოს დაინისლა,
ისე აღესრულა როგორც მოლანმდება,
როგორც ბედისწერის სველი აკვარელი,
ქალის ანარეკლი ვაჟმა აიტაცა,
მაშინ ამოთვიფრეს მისი საიდუმლო,
დილამ გადასერა გზები თრიმლიანი,
ქარი ფიქრიანი თითქოს გემალება,
მე ხომ შევიცანი,ვეღარ დამემალა,
ვეღარც გამეცალა,სულში გადმოემხო,
ჩემით ისულდგმულა,მევე შემისწავლა,
ისე წამიკითხა სუნთქვა აღარ ეყო!
და თუ ვერ გაუგეს ,დიდი არაფერი,
მაინც არ ამხილებს მუზის საფარველი.
ეს ხომ მოლოდინის ჩუმი აკორდია,
გულის ამბორია,ფეთქვას რომ მინელებს,
სიტყვას რომ მისველებს სხივებს არ ნებდება,
ვერც კი შეამჩნევენ ისე შეჩერდება,
მზეო არ გამწირო,ქარო არ დამცინო,
მინდა ჩემს სიყვარულს გული არ ვატკინო,
თრთოლვით შევიფარო,ვეღარ შველიო,
მისთვის ავისვეტო,როგორც დღის ნათება,
ახლაც მოწყვეტილი ვერთვი მონატრებას,
გულის აღმაფრენას სული შეივრდომებს,
ვითარც აღიმაღლა არსმა დღის მშვენება,
იწვის კელაპტარი,ფიქრი მეღვენთება,
იქნებ წაიკითხონ მთხრობელს ეტირება,
უცხოს ეცინება--გული რამ გაუყო?
სული რამ უტკინა?
ვისთვის გადაეშვა გრძნობის სავანეში,
გატყდა მდუმარება,
შემრჩა მოლოდინი,შეკრთა სურათივით,
სულმა ამოიცნო მისი მდუმარება,
ახლა მოგონების მწველი ლაქებია,
განა საქებია შენი დავიწყება,
სიმი არ მიწყდება,წვიმა დაიწყება,
მართლაც დაიწყება,მაშინ ვერ გიშველი,
მერე აღმოაჩენ როგორ გყვარებივარ,
რადგან ფიქრები ვარ ჩუმად გამოთქმული,
თრთოლვით წარმოთქმული,წვიმად წამოსული,
ვხედავ მოოქროვილ ზოლებს ცისარტყელის,
თითქოს ცისარტყელა მთვარემ აიტაცა,
ისე გაიტაცა სუნთქვა დაივიწყა,
და თუ ვერ გაგვიგეს მაინც არაფერი,
დილამ შეიყვარა ლექსთა საფარველი!скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge