გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლევან კესიდი - ლექსები


***
დაბრუნდი თამუნია
თორემ მოადგა კარებს ზამთარი,
დაბრუნდი თამუნია
ღამე მომაკლდა შენით გამთბარი,
დაბრუნდი თამუნია
თორემ მოაწყდა ფანჯრებს ქარბუქი,
დაბრუნდი თამუნია თორემ მომაკლდა სითბო და შუქი,
დაბრუნდი თამუნია
სანამ ტკივილი დასეტყვავს ფურცლებს
დაბრუნდი თამუნია 
სანამ ეს გული ფეთქავს და უძლებს
დაბრუნდი თამუნია
სითბო მომაკლდა, სხივი მომაკლდა
დაბრუნდი თამუნია
სუნთქვა ჩაბერე გრძნობებს მომაკვდავს.



***
საფეთქელზე ლამის ტყვია დავიხალე,
ლამის ტყვიით გავიხვრიტე შუბლი,
ღვთისმშობელო ცხოვრებისგან დავიღალე,
მხოლოდ რწმენა გადამარჩენს უფლის.
ლამის არის ჩამომექცეს ზეცა თავზე,
მომახურე დედობრივი კალთა,
ამ ცხოვრების სიმძიმით და ცოდვით სავსე,
მიმიყვანე უფლის სახლის კართან.



***
მამაო ჩვენო
ვერ ვისწავლე ვინც მინგრევდა მისთვის ვაშენო,
მამაო ჩვენო
ვენ ვისწავავლე დასარტყმელად სახე ვაჩვენო,
მამაო ჩვენო
ვერ გავხადე გული მონა ბრძნული რჩევების
მამაო ჩვენო
შემიწყალე ვერ შევიცან გზა მიტევების,
მამაო ჩვენო
ვერ დავძლიე სიბრიყვე და ამპარტავნება,
მამაო ჩვენო
გონებას ვერ დავუმონე გული თავნება,
მამაო ჩვენო
ვერ დავაცხრე ბობოქარი სულის ამბოხი,
მამაო ჩვენო
ვერ გადავკარ მძვინვარ ვნებებებს ჯალათის ჯოხი,
მამაო ჩვენო
თუნდ ვიცოდე რომ მე ამით სულსაც ვავნებდე,
მამაო ჩვენო
ვერ ვისწავლე დავმორჩილდე,გავტყდე,დავნებდე,
მამაო ჩვენო
გევედრები ნუ შემრისხავ, არ შემაჩვენო,
მამაო ჩვენო
იევედრები ჭეშმარიტი გზები მაჩვენო.


***
გაგიფრინდა მაფშალია
შენი ხელით ნაზარდი,
შენი ძუძუ დამშრალია,
გაქრა შენი ლაზათი,
შენი ზეცა იღრუბლება 
ბედი შენი__კევრია,
შენი შვილი იღუპება,
ქვრება შენი კერია,
დედის ნანავ სიმგამწყდარო,
დედის გულო მოკლულო,
განა მართლა არა გწყალობ 
განა მართლა ორგგულობ,
ტყვიამ შენმა მოსახვედრმა
მე მიწიოს კოლხეთო,
მაგრამ თვითონ მოსახედმა 
როგორ უნდა მოგხედო,
ჩემო მიწავ, ჩემო წყალო
ვერ გიხილო როდემდე,
ბედო ჩემზე შემომწყრალო
სანამ უნდა მომდევდე,
ნეტავ როდის დაბრუნდება
შენი შვილი ეგრისო,
შენს კალთაზე დაბუდებას
როდის უნდა ვეღირსო .


***
შეუნდეთ უმეცარს და პოეტს მდაბიოს,
მსახიობს უნიჭოს, საცოდავ მასხარას,
მსახიობს რომელსაც უთმობდით ამბიონს
და ის კი უტიფრად მართავდა მასკარადს.
მსახიობს რომელიც გაგეცნოთ აშუღად
და ურცხვად ატარა პოეტის ნიღაბი
და ძმობის პასუხად და ნდობის პასუხად
თავით ფეხებამდის შემოსილს სიყალბით.
რადგანაც მან უკვე ფარდები დახურა,
რადგანაც ის უკვე სხვას უთმობს ასპარეზს,
შენდობას მოითხოვს რომ ვერ იმსახურა,
და მისი სახელით შეუნდეთ მასხარებს.


***
ჩემს სახლთან ახლოს პატარა რუა,
სჯერდება თავის პატარა ალაგს,
არე გრიალით ვერ გააყრუა,
ის არ ჰგავს ენგურს და არ ჰგავს არაგვს,
მიჰყვება მისთვის ბილიკებს ქვიანს,
ბევრით ვერაფრით აკვირვებს მნახველს,
ახლა მას აღარც სახელი ქვია,
ვეღარც პოეტი მოუტანს სახელს,
ჩვენგან შორს შენი კუშტი მთებია,
სადაც ზვავების გამყინველ ექოს,
შენი ჩქერები უერთდებიან,
ეს კი სოფლელი ბიჭივით ცელქობს,
ესეც ჩემსავით მიიკვლევს გზა კვალს
ცხოვრების ზღვამდე და მისი სტვირი,
ხან გამეტებულს მისტირის აკვანს,
ხან კი შორეულ მიზნებს მისტირის,
მას უსახელო ქვია მდინარე,
მე უსახელო პოეტი მქვია,
ვშორდებით ერთად მშობლიურ მხარეს,
მივყვებით ერთად ბილიკებს ქვიანს.



***
არა,არა ვარ ცხოვრებისგან კარგან ნახარში,
თავი ბოლომდე არ მქონია მგლების ხახაში.
არც ერთი ლაქა არ მეტყობა ბნელი წარსულის,
დავდივარ თეთრი პერანგით და წვერგაპარსული,
არა ვარ კარგად ნაცემი და კარგად ნათრევი,
თითქმის არც ერთი ღამე არ მაქ გარეათ ნათევი.
ვეღარ ვუჩივი  ფულისა და პურის სიმცირეს,
ვეღაც ძვალ რბილში მყარად გამჯდარ ნესტს და სიცივეს.
პოეტისათვის სათანადო არ მაქ მომიკა,
სახე გაბადრულ თამადისას უფრო მიმიგავს.
უნდა შევეშვა ბუხრის პირას ხელის მოთბობას,
საფუძვლიანად უნდა მივყო ხელი ლოთობას
და ვივლი ასე ბოჰემურად თმაგაბურძგნული,
ბეჭებში ოდნავ მოხრილად და მგლური ძუნძულით,
ქალაქის ღამის მოჩვენებად და სალახანად
თავი რომ თვითონ შემეჯავროს დასანახავად,
უნდა დავუდგე როსკიპებს და ქურდებს ქომაგად
და რაც არასდროს მომხვედრია მომხვდეს ორმაგად,
რომ ყველა არსით უსაფუძვლო მცირე დავაზე
დაუფიქრებლად წამოვეგო ყველა დანაზე
და მერე სადმე სიცხიანი ვეგდო უგონოდ
და ხიფათები თავს თვითონვე გამოვუგონო...
მერე როგორმე თუ თვალებში გამოვიხედე,
მოვყვე ტრაბახს,ბედი როგორ გამოვიხედნე,
რომ ასატანი თქვენზე მეტი ამიტანია,
ყინვა,შიმშილი,ქუჩის ანტისანიტარია,
ცხოვრების ყველა სიმახინჯე და სიბინძურე,
სადაც თვითონაც საკმარისზე მეტი ვიცურე,
მერე ამოვალ,ამოვტოპავ ისევ ლაფიდან,
(თორემ მომბეზრდა რომ მოვდივარ სულ არაფრიდან)
და მერე უფრო პირნათელი გამოვალ ხალხში,
ცხოვრებისაგან საკმარისად კარგად ნახარში,
ნიშნის მოგებით მზირალი და წვერ გაპარსული
თეთრი პერანგით და ცოტათი შავი წარსულით.



***
მშვიდობით ჰელიოს მე არსად მელიან,
ვშორდებით, უბრალოდ ვშორდებით,
მე არსად მელიან, უბრალოდ მწველია
მცხუნვარე სხივების შოლტები,
ღამე ვარ უშენო ჰელიოს გვიანი,
გარიდევ ჩემეულ მოწყენას,
არ მინდა შეეხო შე თვალებმზიანო
იმნაირ დღეების მოწმე ვარ,
ჰელიოს აქ უკვე იმდენი ბნელია,
იმდენად ბევრია გოდება,
ძნელია აქ შენი ნათება ძნელია,
აქ შუქი არასდროს გროვდება,
  


,,ჰელადოს"
როცა გზები დაბრუნების არ მოჩანდნენ 
ტკივილივით შიგნიდან რომ ენათა,
გულის პირზე ბავშვობიდან ამოვშანთე,
მზიანი და შორეული ელადა,
ეხლა როცა ვბრუნდები და მე ამ გულით
მიმაქვს სისხლის შორეული ძახილი,
მე დავბრუნდი ვერ დაბრუნდა იანგული,
გული მტკივა გაწყვეტილი ძარღვივით,
ვბრუნდები და რომ დავბრუნდე სად დავბრუნდე,
რანაირი უბედური კაცი ვარ,
ვაი რომ ვერ მემეტება ძველი ბუდე,
ბუდე სადაც გამომზარდეს არწივად,
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge