გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სალომე გოგოლაძე - ლექსები


სამურაის სიზმარი 

მზე შენი თვალებიდან ამოდის ოკაი,
სძინავს  ჩემს მკლავებზე საკურას,
არ მინდა ჰარაკირი, მომკალი!..
ფრთები  შემახე დაგანმკურნავ, 
საღამომ აირეკლა ჰიკარი,
ტბა კალთებს აიკრეფს და დუმდება, 
და  როგორც ახდენილი სიზმარი,
თვალები გაახილეს ბუდებმა.
შემოფლეთს ქარი  მერქნის კიმანოს, 
მთვარე  ხის ტოტებზე ქანაობს,
ო, ჰარუ, - მე გაგათბობ მცივანო, 
ო, ჰანა, -მოგიჩრდილავ  მარაოს. 
და არ თქვა ეს წყეული სახელი,
ცრემლები  წვიმასავით შემიშრა, 
კვდებიან   შემოდგომის ბაღები,
და   ხელებსგიკოცნიან  გეიშა. 
ამ მთაზე,  ამ აღმართზე აგიყვან,
ლოდივით მიმძიმდება წარსული,
,,შიტერუ,, -მეუბნები,- სად მიხვალ? 
,,შინიგამ,,  - ჩურჩულებენ ავსულნი!...
მზეს ვიმწყვდებ ხელისგულში  მასაი, 
თეთრ  ყელთანიბუდებენ ჩიტები, 
მშვიდობით - ,,ოასუმი ნასაი!,,,
შენ თვალებს დახუჭავ და მშვიდდები!..
        
 
ღმერთი არის კამი სამა
სიკვდილის ღმერთი არის - შინიგამი
გაზაფხული - ჰარუ
ღამე მშვიდობის -ოიასუმი ნასაი
ჰიკარი- სინათლე
შიტერუ-მიყვარხარ
ჰანა - ყვავილი
გეიშა - ლამაზი, იდუმალი ქალი
ოკაი - ქალის იაპონური სახელი
მასაი - აფრიკული ტომი.



გურჯები

ათასი წლის ვარ, 
ათასჯერ მომკლეს, 
რა არ მინახავს, 
რა არ მსმენია, 
მე გმირი ვიყავ, ისე ვით ცოტნე, 
მაგრამ გამცემი არ დამელია. 
გამიბატონდა მრიცხანე ხანი, 
ამიწიოკეს მიწა ედემი, 
და აწყვეტილი ვით დედო ხარი
ვებრძოდი მომხდურს თავგამეტებით, 
ბრძოლის წინ ტანზე მაცმევდნენ აბჯარს, 
შიშის ზარს ვცემდი კაცი მგლისთავა, 
ვერ ამცდა მაინც ღალატი ტანჯვა
სულგაყიდული ქართველისაგან. 
რასაც მინგრევდენ კვლავ ვაშენებდი, 
გარეჯს, ასპინძას, სხალთას, ვარძიას, 
მიყივის სისხლი აღმაშენებლის, 
და ტანთ მგლისფერი ჩოხა მაცვია, 
როცა ღამდება,მიმეჩქარება, 
ხმალს მივაძინებ ვერცლის ქარქაშში, 
და ჩემი ცოლის მერცხლისთვალება, 
არწევს მძინარე მოყმეს აკვანში. 
გურჯი ვარ, გურჯი, 
სისხლით გაპოხილ, 
აბჯარს გავიხდი გველისთვალიანს, 
და  მერე ისემომიახლოვდი, 
ვით ძუძუსავსე  ამორძალია. 
გურჯი, ვარ გურჯი, 
გურჯად მოვკვდები,, 
ერთი ვარ მაგრამ,  ათასს ვჯობივარ, 
მტერო, იცოდე ჩვენი მომრევი 
ამქვეყანაზე ჯერ არ შობილა. 


და ათოვს

ის, როგორც  ჩიტი ფრთამოტეხილი დაფრინდა მცივან  ალუბლის ხეზე,
და  ბებერ  მიწას   თეთრი მერდინი დაადნა - გულზე, სახეზე,  მხრებზე. 
ნაბდის ფთილაში გახვეულ სოფელს ეძინა ბავშვის უმანკო ძილით, 
ხეებზე თოვლის პერანგებს ქსოვდნენ ანგელოზები  სანთელთა  ცვილით. 
ხის სახლში  იდგა კომშის სურნელი, წვავდნენ ბუხარში შარშანდელ წუხილს
ცა თეთრი იყო თეთრი სრულებით და მიწა იყო მგელივით  რუხი,
მიწას ეჭირა   ზეცის თავანი, და მაღალ ქედებს  ღრუბელთა ღვენთი,  
და თოვლის თეთრი იასამანი იდგა,  ვით  კართანმოსული   ღმერთი, 
რა ადვილია ახლა სიკვდილი,  ასე მგონია ზეცას შევწვდები. 
გადავფრინდები მთებზე ჩიტივით და  ვეღარასდროს ვერ დამეწევი,
თქვენ არ გსმენიათ ფიფქის სიმღერა, თქვენ არ გსმენიათ ფიფქის ტირილი,
ცა წამწამების რხევით იღლება  და თოვლი ცვივა ხორბლის ფქვილივით, 
არ ვიცი ქარი   საით წამიღებს, არ ვიცი ფიფქრი  საით წამიყვანს, 
ყველა სარკმელ ერთად გამიღეთ, მზის  პაწაწინა სარკოფაგიდან.
როცა წვიმის  ხმა ჩემს ხმას დაფარავს, როცა მოვწყდები ფიფქად ცის ოხვრას, 
არ შეგაშნოს თოვლის საფლავმა  და    ცივმა მზერამ  მარმარილოთა. 



***
მე გჩუქნიჩემი სულის ნამცეცებს  ბეღურასავით,  რომ დაგაპურო, 
მინდორში  გავალ - მინდვრის   ნამს ვეძებ, უდაბნოს ხვატში  წვიმას ვნატრულობ.  
ტოტი ვარ  ნუშის,   შენ, რომგაგრილებს, მზის  სხივს გარიდებს მწველს  და მცხუნვარეს, 
ამაღამ წვიმა მოსვლად აპირებს,  ამაღამვიცი,   შენთვის სულს დავლევ, 
არ ინდობს ქარიგემებს   დალეწილს,  ვერ უძლებსშენი ეჭვის  ქარიშხლებს, 
გაშალე ღამე,  შავი ალერდიდა  ცრემლების ზღვა კოცნით დამიშრე. 
შემეზრდებიან  სტალაქტიტები,როგორც  მლაშე  ტბის   უცხო ყვავილნი, 
საფლავის ქვეაზე  რჩება ტიტრები,  ცაში გამქრალი ბუხრის კვამლივით, 
ისე ახლოს ვარ,   ერთი მტკაველით,   ტანს ვერმიფარავს თოვლის საბანი, 
დამშრიალებენ ლურჯი ყანები,   მზისა და მიწის  ხსენით გამძღარნი, 
რაც წლები გავა  შეგიყვარდები,  მოხვალ წყაროსწყალს  მასხამ   მათარით.
და  უწყნარი მტერდის თვალებით ფრთებს გადაგიშლის  თეთრი ზამთარიც. 
სულ ვნატრობ,  როცა ერთად ვიქნებით,   ტყემლის ათქვირულ  რტოებს მომიტან, 
მყვირალობისას მთებში  ირმები გადასძახებენ ერთურთს შორიდან, 
ხეზე სულ ერთი ტოტი მეყოფა, არ მინდა -სხვა მზე, სხვა ცა, ჰაერი, 
მინდა მიმზერდე როგორც დედოფალს შენი ლამაზი მშვიდი თვალებით. 
მე არსად წავალ, შენც არ წახვიდე.  ვაგოთ, ვაშენოთ  ოშკის  ტაძრები, 
წვიმად წამოვალ- სისხლად დავღვინდეთ,  თოვლად მოვალთ და ცრემლად დავდნებით. 
და მერე როცა, ფესვებს გავიდგამ, ხედ გადგვიქეცი ან და ყვავილად, 
იქნებ   ჩიტი ვარ   დასაბამიდან, იქნებ - ნამსხვრევი   ცრემლისნამიდან. 
ნეტავი?  ვინ და რა  დაგვაშორებს,  ჩავალ წაგყვები მიწის წიაღში, 
რომ გამოვადნო დედის საშოდან  მარადიულიმზე განთიადის. 
  



თოვლი იმერეთში 

იმ ძველ სახლი, იმ ძველ სახლში 
მე ბავშვობა დამრჩა, 
ახლა,  ალბათ როგორ ბარდნის, 
ხეებს, ეზოს, ბაღჩას. 
იმ ძველ სახლში, ბუხრის ახლოს 
სამერცხლეა ერთი, 
და შეღინღლულჩიტის ბარტყებს
ყოველ დილით ვჭვრეტდი, 
მოფრინავდა თვალმახარა,
გულთეთრა და სკვინჩა, 
და ნელ- ნელა ბალახ -ბალახ, 
სახლს აგებდა დინჯად, 
იმ თბილ ბუდეს, იმ თბილ კერას, 
რა სურნელი ქონდა, 
ბებომ ღილი დამიკერა, 
მტრედისფერი ჰო და, 
მახსოვს როგორ მაჭრდებოდა,
ღვინობისთვის მადლი, 
იმ ძველ სახლში,ალბათ ღმერთო, 
ბარდნის, როგორ ბარდნის, 
მახსოვს  ქსოვდა ჩემი ბებო, 
თეთრი მატყლის წინდას, 
შარშანდელი ქორს წაეღო, 
ქორს წაეღო შინ და!..
ახლა მხოლოდ ცალი თვალით
ვუმზერ ცისფერ ნათელს, 
იმ ძველ სახლში, სადაც ქარი
ვერ ჩაამიქრობს სანთელს. 
სადაც დადის დედაჩემის 
სული ანათრთოლი, 
ეზო- ეზო, ღობე -ღობე
ეფინება თოვლი!.. 
სანამ კიდევ უდგას ფესვი,
ანგელოზის კერას, 
და სიცოცხლე ანაკვნესი, 
მიხარია ჯერაც, 
სანამ ისევ მეძახიან
შეფიფქული მთები, 
მოვალ ალბათ გადაღლილი
და ზედ დაგაკვდებით, 
იმ ძველ სახლში, იმ თბილ  სახლში
მე ბავშვობა დამრჩა, 
ახლა,  ალბათ როგორ ბარდნის, 
ხეებს, ეზოს, ბაღჩას!... 

                                             

ჯარისკაცის წერილი დედას

ქარი არწევს ბებერ მუხებს თოვს და ბარდნის  ხვავრიელად,
ცაზე ელვა დაიქუხებს,    დაიქუხებს და იელავს.
წერილს უწერს ბიჭი დედას,  უწერს სიმწრით,  დაჭრილ ხელით,
და სისხლისგან ნაწვეთ ფურცელს მთვარე უმზერს გარინდებით.
,,ჩემზე ნუ სწუხ, ჩემო დედა!,,  -ერთ თხილის გულს ვიყოფთ ძმები,
რკინას კვნეტენ ლომგულები,  ჩემი თეთრი   არწივები, 
რას მიქვიან შიშით ძრწოლა, რა ხელი აქვს ჩვენთან სიკვდილს,
მთების  ტოლა,  დევის ტოლა,ერთად ვდგავართ ყველა ვინც კი,
ქართველურად გვიცემს გული, ბრძოლის ველზე ღმერთი გვიძღვის,
და  მოვკვდებით ვაჟკაცურად,  ივერიის სახელისთვის, 
ნუ მიგლოვებ ჩემო დედა,  ცას მივაპყრობთ ლოცვით თვალებს
რადგან ქვეყნის  სადიდებლად  ქართველებადდავიბადეთ,
მზე ოცნებებს  დაგვიშანთავს - გულზე,  როგორც ვერცხლის ტყვიას,
ვინც  კი გმირად დაიბადა,  ირმის ძუძუ უწოვია, 
მამაჩემი მიწას ხნავდა,  ჯეჯილობდა ლურჯი ყანა
ჩემი ქვეყნის შესადარი  მეგულება მხარე განაა?..
ახლაც მახსოვს ქორის ფრთები და  ნანგრევი ტაძრის ლოდის,
და ღრუბლებით,   საკვირველად დახატული   ანგელოზი, 
ცალი ხელით წერდა წერილს, ბიჭი ცისფერთვალიანი,
მხართან  ჰქონდა ნატყვიარი, ვით ყაყაჩო ხალიანი. 
სისხლის წვეთებს ხვრეპდა მიწა, თენდებოდა დილა როცა,
ქარი ქროდა,  ბებერს მუხებს არ სციოდა გასაოცრად.
იწვა ბიჭი,  ცას უმზერდა, შერჩენოდა ტუჩზე ღიმი, 
და წერილი,  როგორც გული დარჩენოდა გაღეღილი!...скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge