ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ამირან გომართელი - ეს როგორი საქციელია, როსტომ?!
ორიოდე დღის წინ ფბ-ზე წავიკითხე როსტომ ჩხეიძის პოსტი, სადაც ის სხვა ორი მწერლის ჩანაწერს იშველიებს და „გულდათუთქული მოთქვამს“ - ნოდარ დუმბაძემ და მუხრან მაჭავარიანმა სრულად ვერ შეძლეს თავიანთი ტალანტის გამოყენებაო. ამ თვალთმაქცურ ფაქტს ფეისბუქზე უკვე მოჰყვა რამდენიმე ირიბი გამოხმაურება, რომლის ავტორები მკაფიოდ წარმოაჩენენ, თუ როგორ აფასებს მკითხველი საზოგადოება ნოდარ დუმბაძისა და მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებას. როგორც კოლეგა ლიტერატორებისგან შევიტყვე, ამგვარი ხერხისთვის (სხვის ზურგს ამოფარებას ვგულისხმობ), თურმე ადრეც მიუმართავს როსტომ ჩხეიძეს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - როგორმე სხვები დაამციროს და ამ ფონზე საკუთარი მამის სახელი განადიდოს. იმას კი ვერ ხვდება, რომ წიგნიერი საზოგადოების გულისწყრომას იმსახურებს და ზიანს აყენებს იმ პატიოსანი კაცის სახელს. ახლა უფრო კონკრეტულად: როსტომ ჩხეიძე წიგნში „ეკლის გვირგვინი“ (2015წ.) ათიოდე გვერდს უთმობს იმის მტკიცებას, რომ „დათა თუთაშხიას“ ავტორი ჭაბუა ამირეჯიბი არ არის. გლახა ჭრიაშვილის სტილში დაწერილი აბდაუბდა ტექსტიდან იმის გარკვევა ხერხდება, რომ აკაკი ბაქრაძე, რომელმაც 1975 წელს ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ საგანგებო წერილი უძღვნა - „ტარიგი ღმრთისაი“, სხვაგან, სხვა წერილში, მხოლოდ ნაწარმოების სახელწოდებას ასახელებს და არ წერს - ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“. გეგონებათ, როცა „მერანს“ ან „განთიადს“ ვახსენებთ, თუ იქვე არ მივუწერეთ ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკი წერეთლის გვარ-სახელები, სხვისი დაწერილი ეგონება ვინმეს. უმთავრესი არგუმენტი კი როსტომ ჩხეიძის უკიდეგანო და არცთუ უბოროტო ფანტაზიის ნაყოფია. თითქოს აკაკი ბაქრაძეს 1975 წლის შემდეგ აზრი შეუცვლია და ჭაბუა ამირეჯიბი ინტერპოლატორად, მხოლოდ ციხის ეპიზოდების ავტორად მიუჩნევია, თანაც ყველაფერ ამას სხვებს გვიმალავდა და მხოლოდ როსტომ ჩხეიძეს უზიარებდა. აქვე გთავაზობთ „ეკლიან გვირგვინში“ წარმოდგენილ „მინიდიალოგს“ აკაკი ბაქრაძესთან, რომელიც, რა თქმა უნდა, მხოლოდ როსტომ ჩხეიძის წარმოსახვაში არსებობს და აკაკი ბაქრაძის გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ გაგვიმხილა წიგნის ავტორმა: „გეეჭვებათ, რომ ჭაბუასია ეს რომანი?
გაიცინებდა:
- ეჭვიც არ მეპარება, რომ ჭაბუასი არ არის.
- და მაშ ვისია?
- ეჰ, ეგ რომ ვიცოდე!..“
ეს „დიალოგი“ მთავრდება ფრაზით: „ზვიად გამსახურდია აღარ იყო სამზეოზე“. ამით რ. ჩხეიძეს იმის წარმოჩენა სურს, რომ თითქოსდა ზვიად გამსახურდიაც მისი მოკავშირეა და ოდესმე დაემტკიცებინოს - „დათა თუთაშხია“ ჭაბუა ამირეჯიბის დაწერილი არ არისო.
როსტომ ჩხეიძის მონაჭორზე პასუხს ყველაზე უკეთ ისევ აკაკი ბაქრაძის რადიოინტერვიუ იძლევა ცნობილ ლიტერატორსა და მთარგმნელთან, ლამარა კიკილაშვილთან, რომელიც მთლიანად „დათა თუთაშხიას“ და მის ავტორს, ჭაბუა ამირეჯიბს ეხება, 1992 წლის 24 აპრილს გადაიცა საქართველოს რადიოთი და გამოქვეყნებულია აკაკი ბაქრაძის თხზულბათა მეშვიდე ტომში (გვ. 337-358).
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:
ლამარა კიკილიშვილი - ბატონო აკაკი, „დათა თუთაშხიას“ თქვენ ერთხელ საუკუნის რომანი უწოდეთ.
აკაკი ბაქრაძე - „დათა თუთაშხიას“ მიმართ ჩემი დამოკიდებულება და ჩემი აღტაცება გამოვთქვი წერილით - „ტარიგი ღმრთისაი“. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო მასზე, რადგან მიმაჩნია, რომ ეს რომანი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია მე-20 საუკუნის ქართული მწერლობისა და ეს მით უფრო გასახარელია, რომ მე-20 საუკუნის ქართული პროზა ძალიან მძლავრი ნაკადი იყო ჩვენი ლიტერატურისა. მარტო გვარების დასახელებაც კმარა. როგორი ადამიანები მოღვაწეობდნენ მწერლობის ამ დარგში.
ჩემი აზრით, „დათა თუთაშხია“ ერთ-ერთი მარადიული წიგნია, რომელიც ჩვენს ხალხს სულ გაჰყვება მისი ცხოვრების გზაზე და ყოველთვის ექნება მას ინტერესი მისი კითხვისა და ამ კითხვის შედეგად მოგვრილი სიხარულიც. რა თქმა უნდა, ბედნიერია ავტორი, რომელსაც შეუძლია ასეთი წიგნი დაწეროს და დატოვოს, როგორც თავის სასახელოდ, ისე იმ ხალხის სასახელოდ, ვინც უნდა იკითხოს ეს წიგნი და ვისაც აქვს საშუალება ამ წიგნთან ურთიერთობა ჰქონდეს...
ძალიან სამწუხაროა ის, რაც ჩვენში ამგვარი წიგნის ავტორის მიმართ ხდება, მაგრამ მე თავს იმით ვინუგეშებ, რომ ამ შემთხვევაში არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდება, რაც საქართველოში არ მომხდარა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ არ ვიცით ჩვენი ყველაზე დიდი კაცის - „ვეფხისტყაოსნის“ ავტორის სახელი და გვარი, ვინც საერთოდ განასახიერებს ყველაფერს საუკეთესოს, რაც ჩვენს ხალხს ჰქონია. რანაირი სიძულვილი უნდა ყოფილიყო მის მიმართ, რომ მისი ყველაფერი დაკარგულიყო. ეს სიძულვილი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნიშნით იყო გამოწვეული, ნიჭიერების გამო. ნიჭიერების გამო სძულდათ ის.
ერთხელ შალვა ნუცუბიძემ იხუმრა - რუსთაველიო ისეთი დიდი ადამიანი იყო, როგორც შემოქმედი, რომ სხვების თავზე დადიოდა მისდა უნებლიეთ. და აი, იმ პატარებმა, რომელთა თავზეც ის დააბიჯებდა, ეს არ აპატიეს და მისი სახელი დაივიწყესო. მაგრამ რა ტრაგედიაა ჩვენთვის ეს - იძულებული ვართ რაღაც მოგონილი სახელით და გვარით ვიცნობდეთ „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს!
როგორც ჩანს, ისტორიამ ვერაფერი გვასწავლა და ჩვენი დამოკიდებულება ისტორიის მიმართ დარჩა ყრუ. აი, ეს არის გულდასაწყვეტი, მაგრამ, თავისთავად, ეს ამ წიგნს ვერაფერს დააკლებს. უბრალოდ, როგორც ჩანს, დიდი წიგნის ავტორს დიდი ბიოგრაფიაც უნდა ჰქონდეს და ამ ბიოგრაფიის ნაწილია ესეც. მით უმეტეს, რომ ჭაბუა ამირეჯიბს მართლა საუკეთესო ბიოგრაფია აქვს. თვითონ შეიძლება იყოს ერთი დიდი და საუკეთესო რომანის პერსონაჟი. ალბათ, თავისი თავგადასავალი რომ დაეწერა, შეიძლება ისეთივე საინტერესო წიგნი გამოსულიყო, როგორც „დათა თუთაშხიაა“. და ამ ბიოგრაფიის ავტორს ესეც სჭირდება. ეს აუცილებელიცაა. შეიძლება გული დაგვწყდეს, მაგრამ რაღაც კანონზომიერებას ემორჩილება ეს და ამ კანონზომიერებას უნდა გაუძლოს კაცმა. არის ერთი კანონზომიერება, რომელიც შეიმჩნევა საზოგადოების ცხოვრებაში. ეს გახლავთ ის, რომ ნიჭსა და სილამაზეს ებრძვის ადამინი მისი სულიერი სიღატაკის გამო. ეს მარტო საქართველოში არ ხდება. ყველგან ხდება ასე და ყველა ეპოქაში ხდებოდა ასე. ეს, სხვათა შორის, განსაკუთრებით აქვს ხაზგასმული კონსტანტინე გამსახურდიას. ის ამბობს, ყველაზე დიდი სიძულვილი, რომელიც შეიძლება დაიმსახუროს, ეს გახლავთ ნიჭი და სილამაზე. სიმდიდრეც კი არ იმსახურებს იმ სიძულვილს, რასაც იმსახურებს ნიჭი და სილამაზე, რადგან ორივე ღვთისგანაა ბოძებული. ის ადამიანი, რომელიც ღმერთმა ამით არ დააჯილდოვა, გაბოროტებულია. გაბოროტებულია არა იმის წინააღმდეგ, ვინც დააჯილდოვა, არამედ იმის წინააღმდეგ, ვინც დააჯილდოვეს. ეს ბუნებრივი შედეგია და ესეც გავლნაა.
ლ. კ. - ჭაბუა ამირეჯიბს ყველაზე უფრო იმაზე ედავება ზოგიერთი, რატომ არ დაწერა მან მეორე, მესამე და მეოთხე ისეთივე რომანი, როგორიცაა „დათა თუთაშხია...“
ა. ბ. - ამგვარი მოთხოვნაც დაკავშირებულია უმეცრებასთან. ლიტერატურის ისტორიაში უამრავი შემთხვევაა, როდესაც არსებითად ავტორი ერთ წიგნს წერს. არიან, რა თქმა უნდა, ისეთი მწერლებიც, რომლებიც ბევრს წერენ, რამდენიმე ნაწარმოები აქვთ დაწერილი და ხშირ შემთხვევაში თანაბარს ძალისაც. მაგრამ ლიტერატურის ისტორიაში ბევრია მწერალი, რომელსაც ერთი რომანი აქვს დაწერილი და ამ რომანშია არსებითად თავმოყრილი ყველაფერი ის, რაც მას უნდოდა ეთქვა. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ლაპარაკი, რატომ მეორეს არ წერს, რატომ მესამეს არ წერს, ეს, როგორც გითხარით, ლიტერატურული უმეცრების შედეგია და არა სერიოზული მსჯელობისა...“
***
ამის წამკითხველი იფიქრებს, როსტომ ჩხეიძე არ იცნობს აკაკი ბაქრაძის ინტერვიუს, რომელიც პირდაპირ მისი აბსურდული ბრალდების საპასუხოდ დაწერილი ეგონება კაცს, თორემ თავს არ გაიბითურებდაო.
იცნობს, ბატონებო, იცნობს!
ჯერ ერთი, აკაკი ბაქრაძის რვატომეულს აწერია, „როსტომ ჩხეიძის საერთო რედაქციით“ და მეორე, იმას, რასაც აკაკი ბაქრაძე მოშურნეებისგან ჭაბუა ამირეჯიბის დასაცავად ამბობს: სერვანტესსაც გამორჩეული სხვა არაფერი შეუქმნია „დონ კიხოტის“ მსგავსი, ჭაბუა ამირეჯიბი მდიდარი ბიოგრაფიის კაციაო და სხვა, რ. ჩხეიძე საკუთარ მამას მიაწერს, რომელსაც თითქოს ჟურნალისტები მოსვენებას არ აძლევდნენ „ხან ერთი მოადგებოდა ოთარ ჩხეიძეს, ხან მეორე, ხანაც მესამე... რომ ამბობენ „დათა თუთაშხია“ ჭაბუა ამირეჯიბის დაწერილი არ არისო, თქვენ რას იტყვითო?“ (გვ. 353).
ახლა ადგილის სიმცირის გამო სრულად არ მოვიტან იმ პასაჟებს, რომელიც, ფაქტობრივად, აკაკი ბაქრაძის ინტერვიუდანაა გადმოწერილი და ამით როსტომ ჩხეიძე ირიბად მიანიშნებს, მამის, ოთარ ჩხეიძის მორალურ და პიროვნულ კეთილშობილებაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოთარ ჩხეიძეს არას ვერჩი, მაგრამ მისმა შვილმა რომ მამა კეთილშობილ პიროვნებად წარმოაჩინა, აკაკი ბაქრაძე კი ორპირ კაცად (მაპატიოს მისმა დიდებულმა სულმა!) და ჭაბუა ამირეჯიბსაც ცილი დასწამა, ეს როგორი საქციელია?!
2020 წლის იანვარი.

ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა