ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ლელა კოდალაშვილი - ნეტა როგორია წიგნი, რომელიც სულ იკითხება
თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა ერთი წუთით მეგაპოლისად რომ წარმოვიდგინოთ, მწერლები კი ლამპრებად, ნათურებად და ჭაღებად, მერე კი ამ ყველაფერს შორიდან თვალებმოწკურულებმა გადავხედოთ, დავინახავთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ჩაბნელებული სწორედ ქართველთა უბანია და როგორც არ უნდა ვემლიქვნელოთ ერთმანეთს, არა შენ მეტად ანათებ და არა შენო, როგორც არ უნდა ვატრიალოთ წარმოსახვითი ჩირაღდნები, შორიდან მზირალისთვისაქ მაინც სიბნელეა. თუმცა, თუ ცნობისმოყვარეობას გამოიჩენთ და ახლოს მოხვალთ, გაჩახჩახებული მიდამოსკენ თვალს აღარ გააპარებთ და აქაურობას შეეჩვევით, აღმოაჩენთ, რომ პატარ-პატარა სანთლუკები ჩვენთანაც ბჟუტავს. აქა-იქ რამდენიმე ჭაღიც ანთია, მაგრამ საერთო მწუხრს ბევრს ვერაფერს შველის, რადგან ლიტერატურული პროცესი ორი-სამი პროზაიკოსით და ხუთი-ექვსი პოეტით სახეს ვერ შეიცვლის, როცა დანარჩენი მოკალმეებიფარისევლობისა და ზედაპირულობის პრიოტიტეტებით, მიმიკრიის რაღაც უცნაური პროცესის წყალობით გაერთგვაროვნებულან. კულტურის ეს დეკადანსი საზოგადოების კოგნიტურ შესაძლებლობებზეც პირდაპირ აისახება და უცვლისმას ესთეტიკას, გემოვნებას,მორალსა და მენტალიტეტსაც კი...
ამგვარ შემოსაზღვრული შესაძლებლობების მქონე წიაღში, მხოლოდ თავისუფლებაა, რაც აერთიანებს იმ რამდენიმე შემოქმედ ადამიანს, ვისი ნაწარმოებებიც, ,,მეგაპოლისის” რომელ უბანშიც არ უნდა ,,ენთოს”, საკმარის სინათლეს გამოასხივებს.
თავისუფლებაა, რომლის მეშვეობითაც ათწლეულების მანძილზეც კი თანამედროვედ ყოფნას ახერხებს ბესიკ ხარანაული – ერთ-ერთი
ყველაზე ჩარჩოებდამსხვრეული, საკუთარი თავისგანვე უმართავი, ,,მოუთვინიერებელი” ავტორი ქართულ რეალობაში.
ბოლო წლებში გამოცემული მისი წიგნები ლიტერატორთა თავის სამტვრევ საკითხად იქცა - პროზა პოეზიად, პოეზია პოეზიად, თუ პოეზია პროზად … ყველამ თავისებური ფორმულირება მოუძებნა, რადგან მკითხველი მიჩვეულია ჟანრის კანონების არსებობას. მოსწონს, როცა წინასწარ იცის, თუ რასთან აქვს საქმე... ბოლო წიგნმა კი, ,, მთავარი გამთამაშებელი”, რომელიც გამომცემლობა ,,ინტელექტმა” გამოსცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს-ესაა დაისტამბა და ჯერ ძალიან ცოტა ადამიანს ჩაუვარდა ხელში, უკვე გამოიწვია მითქმა-მოთქმა. კანონების მოყვარული მკითხველი დაიბნა - რა არის ეს, რომანი, პოეტური კრებული თუ ერთი ვრცელი პოემა? სულ რაღაც ორი-სამი გვერდის წაკითხვის შემდეგ კი ყველაზე კონსერვატორებიც მიხვდნენ, რომ ამაზე ფიქრი სისულელეა. მთავარი თავისუფლების ხარისხია, რომელსაც ავტორი სახელწოდებიდანვე გაგრძნობინებს და მერეც, ყოველ ნაბიჯზე გახსენებს, მაგალითს გაძლევს, კლიშეებს გიმსხვრევს, სამყაროსა და ადამიანის უკიდეგანობას გამოწმებინებს, ყველაფერზე, რასაც გაწვდის, ხელის შევლების საშუალებას გაძლევს, შენთან ერთად იწუნებს და იწონებს, მალაყებს გადადის, ოღონდ გათავისუფლდე, მიჰყვე, მასთან ერთად იაზროვნო, იცხოვრო და ითამაშო.
როგორც სპორტსმენი ხურდება და მოთელვით ვარჯიშებს ასრულებს თამაშის დაწყების წინ, ასევე ამ წიგნის დასაწყისიც ,,მოსათელი” ტექსტების, უფრო სწორად, ტექსტების, როგორც აზროვნების ,,ნაგლეჯების” ერთობლიობაა. თითოეული მოსათელი ფრაზის უკან ნამდვილი ვარჯიში , ანუ მთელი ტექსტი დგას. თითოეული მათგანი ,,კუნთის გახსნას”,სათამაშო მოედანზე მკითხველისა და ავტორის ,,ფორმაში მოყვანას” ემსახურება, სუნთქვას, ამოწმებს, პულსს უსინჯავს...,,როგორც კი წიგნის კითხვას დაიწყებ, გეგონება სარკეს იღებდე, მაშინვე შენი თავის ძებნას შეუდგები და რაც გინდა ბუნდოვნად ხედავდე, მაინც იმსგავსებ”... ავტორი ,,ინსტრუქციებს” მრავლად იძლევა, რათა მკითხველმა წინასწარ განსაზღვროს, თუ რამდენად უღირს წიგნში ღრმად ,,შეტოპვა”. ეს რჩევა-დარიგებები ერთის მხრივ თითქოს გაშინებთ, მეორეს მხრივ, ინტრიგას გიძლიერებთ და სულ უფრო მეტის წაკითხვის სურვილს გიჩენთ... რაც მთავარია,არ გტოვებთ განცდა, რომ ავტორი თქვენგვერდითაა და საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებათ.
ამგვარი წიგნის განხილვისას მეტისმეტი სიფრთხილის დაცვაა საჭირო, რათა არ მოექცეთ ნაწარმოების რომელიმე შიდა ნაკადის ტყვეობაში, არ ჩაგითრიოთ ერთმა გზამ და განზე არ დაგრჩეთ დანარჩენი. ასეთ დროს ჩნდება საფრთხე, მხატვრული ტექსტითქვენდაუნებურად დოგმატურ ფორმულირებამდე დაიყვანოთ, ცალკეული ფრაზები იზოლირებულად განიხილოთ დამერე იქ თეორიების ძებნას შეუდგეთ... ამით ირღვევა ნაწარმოების უნიკალურობა მისი კარკასი. ხოლო შეფასება ხდება გაუგებარი, შეუსაბამოკრიტერიუმებით.
ამ წიგნის განხილვისას ასევე აუცილებელია, მოიცილოთ ყოველგვარი შეხედულება, რომელიც ბესიკ ხარანაულის მიმართ მანამდე წაკითხული ნაწარმოებების მეშვეობით გაგაჩნდათ, დაივიწყოთ ყველა ეპითეტი და დითირამბი, ყველა ნეგატივი და უარყოფითი აზრი,რაც კი ოდესმე მის გარშემო გაჟღერებულა, რადგან ყველაფერი ეს ხელს შეგიშლით მის საღ აღქმაში. ავტორის გენიალური გათვლა იმაში მდგომარეობს, რომ მან წინასწარ დაიზღვია თავი სკეპტიკოსებისგანაც, თაყვანისმცემელთა არმიის პანეგირიკისგანაც და მისი შემოქმედების მოძულეთაგანაც. მან ერთ სიბრტყეეზე გააწონასწორა მკითხველთა მთელი ეს სპექტრი და გონს მოგებისაკენ მოუწოდა... მან თავი დაიზღვია გადაჭარბებული ქებისგანაც და ძაგებისგანაც, მლიქვნელთაგანაც და მეჰოტბეთაგანაც... აი, რას წერს ის: ,,ხუთიანზე დაწერილი წიგნი არ ვარგა.
არ ვარგა, სტილის ზეიმი როა. არ ვარგა აზრით დატენილი, სისულელენაკლული. უნდა ადამიანივით ცდომილი იყოს”
ავტორმა ყველაფერი უხვად გადმოგვაფრქვია, რაც კი გააჩნდა. ,,მე რომ ნაწერის დალაგება ვიწყო, ჩემი საკუთარი სენი არ იქნება. ეს იქნება, უბრალოდ, - ლიტერატურა.“ ამიტომახლა მისი კი არა, ჩვენი გონიერების დროა, თუ როგორ გამოვარჩევთ ერთმანეთისგან სიბრძნესა და სისულელეს. ახლაერთად ვართ მოედანზე, ან მასთან ერთად ვიმარჯვებთ და ვბრძენდებით, ან ვბრიყვდებით და ხელჩაქნეულები ვბრუნდებით სახლებში... ამ სამასოთხმოცგვერდიან წიგნში ადამიანია ჩატეული მთელი თავისი არასრულფასოვნებით, შეულამაზებელი, შეუნიღბავი, გამუდმებით აბსოლუტისკენ მსწრაფვი.
აქვე უნდა ითქვას, რომ ბესიკ ხარანაულს მნემოსინე აშკარად სწყალობს - ,,კაცის გონება საძაგელი მუზეუმიაო” და ყველა ფიქრი მოიხელთა, რაც კი თავში მოუვიდა, ყველა მოგონება აღადგინა, ყველა თამაშის ფინალი გაიხსენა, ყველა მარცხი და სისუსტე აღიარა და თქვა: ,,როცა მიხვდებით, რომ არაფერი ხართ,
რომ ნული ხართ მსხვილ ერთეულებს შორის, ანტიპოდურ ვარჯიშებს მიმართეთ: გაიხსენეთ, ზოგადად ადამიანის საზომი ნულიდან უსასრულობამდეა, კონკრეტულად კი - გლახაკიდანგმირამდე, ღატაკიდან მდიდრამდე, კოჭლიდან ფეხმართლამდე , სულელიდან ჭკვიანამდე, დაბლიდან მაღლამდე... ამიტომაც გახსოვდეთ, ანტიპოდური ვარჯიშით თქვენ ამარცხებთ საკუთარ ნაკლსაც და ანტიპოდსაც...”
,,მთავარი გამთამაშებელი” ამბავთა, იდეათა, ლექსთა, ანდაზათა, სიტყვა-თქმათა დიდი სკივრია. აქ არაფერი არ არის აკინძული. აქაური სტრუქტურაარქიტექტურულ კანონებს არ ემორჩილება. ათასობით სიუჟეტი, ისტორია, მოგონება, ნამდვილი თუ გამოგონილი ამბავი თავგზას გირევთ და მორევივით გატრიალებთ თავის ჭკუაზე. შეგიძლიათ, რომელიმეს გაჰყვეთ კიდეც, თავად გააღრმავოთ, გააანალიზოთ.
ფილოსოფოსი ჯორჯ ბოასი ამბობს, რომპოეზიაში გამოხატული იდეები, როგორც წესი, მოძველებულია და ხშირ შემთხვევაში, მცდარიც კიაო.
არადა, ერთის მხრივ ლიტერატურახომ იდეების ერთგვარი დოკუმენტია , ის ხომინტელექტუალური განვითარების პარალელურად მიმდინარეობს და შეძლებისდაგვარად ირეკლავს კიდეც მას. პოეტის მიერ თითქოსდა უპასუხისმგებლოდ წამოსროლილი ფრაზები თუ მინიშნებები ხშირად იმის მიმანიშნებელია, რომ ის სწორედ ამა თუ იმ ფილოსოფიური სკოლის აზროვნებიდან გამომდინარეობს.
ამ წიგნში ხშირად წააწყდებით სხვაგან წაკითხულ მოსაზრებებს, ე.წ. გავლენებს, ან მსგავს მეტაფორა-სახეებს, მაგრამ ავტორი იმდენად თვითნაბადია, იმდენად ახალმოვლენილს ჰგავს ბუნებითი წიაღიდან,იმდენად ნაივური და ეგზოტიკურია მისი ენა და თავადაც გაოცებული შეჰხარის იმას, რაც ახლახანს შექმნა, ძალაუნებურად იწყებთ ფიქრს, რომ ეს უნებლიე დამთხვევაა, უნებლიე ინტერპრეტაცია და თვითცნობიერებაა.
და საერთოდ, მწერალთან ცალკეულ ფილოსოფიურ იდეებზე გამოკიდება ისეთივე ცალმხრივობა და არაკომპეტენტურობაა,როგორც, ვთქვათ, მხოლოდ ვერსიფიკაციასა და კომპოზიციაზე ყურადღების გამახვილება.
,,მთავარი გამთამაშებელი” ნიმუშია იმისა, როგორ გარდასახავს მეცნიერებას პოეტის, ზოგადად შემოქმედის გონება, როგორ აღიქვამს ყველაფერს, რაც შემთხვევამ თუ გააზრებულმა ქმედებამ მოუტანა, როგორ აკუმულირდება მასში კოლოსალური ინფორმაცია და მერე როგორ რჩება მისი ნაწილი ნოტიო სხეულზე მიფრქვეული ქვიშასავით.
ლიტერატურულ სამყაროს ინტენსიურად სჭირდება განახლება. ბოლო წლებია, გადაიკეტა ძველი გზები, ამოიწურა ძველი კრიტერიუმები, ძველი სათქმელები და მოდელები. ყველაფერი ხელახლა გახდა აღმოსაჩენი და ახლებურად მისაწოდებელი. მობეზრდა მკითხველს ერთი და იგივე გარინდებული ნიჭიერება, ერთი და იგივე სამოთხის ბაღების ტკეპნა... საჭირო გახდა ახალიკარი, ფანჯარა, თუნდაც ბზარი, რომელიც ამ მომაბეზრებელი ნიჭიერებიდან სადღაც სხვაგან გადაგვისროდა. და აი, აქ გაჩნდა სწორედ ბესიკ ხარანაულის ეს წიგნი – სინკრეტიზმის ახლებური ნიმუში და გააზრება. ალბათ თავადაც ამიტომაც უწოდა ,,წიგნი – კონცერტი”, სადაც სტრავინსკის ორკესტრის დისონანსები და არითმია, მისეული მოულოდნელობები, მჭახე ბგერების უნისონიჩაგესმის.
ხარანაული ერთდროულად საკუთარი თავის ოპოზიციონერიცაა და მომხრეც, ირონიულიცაა და დამყვავებელიც. მისი ,,გამადიდებელი ლუპა” შინაგან და გარე სამყაროს ერთდროულად ხედავს და მისი ეს წიგნიც სწორედ ამ ორი საწინააღმდეგო სამყაროს ერთმანეთში გარდატეხის, გადამსხვრევის მიჯნაზე აფიქსირებს. და ცხადია, გამოსავალს ვერ პოულობს - მიდის და ,,მითამაშობს ბერიკაცობას”.
,,ბიოგრაფია სამყაროსთვისაც არასამყოფია და კაცისთვისაც,
ამას გვიდასტურებენ ზღაპრები და
კაცის მიერ ოდესღაც ხელში ნაჭერი საგნები.”
ვერსამყოფია ეს წიგნიც, რადგან მისი შიგთავსი ეს – ცხოვრებაა, რომელსაც არა აქვს დასაწყისი და დასასრული. ამიტომაც უნდა დავასკვნათ, რომ მწერლის ნააზრევი გამოცდილებათა ერთობლიობას კი არ წარმოადგენს, არამედ იმის პოტენციურ წყაროს, რაც მხოლოდ ჩვენი გამოცდილების დაშენებაში გვეხმარება.
ვერსამყოფია ეს საუბარიც...
,,მთავარი გამთამაშებელი” შეიძლება ნებისმიერ გვერდზე გადაშალო და კითხვას ნებისმიერი მიმართულებით, ან, სულაც, ალაგ-ალაგ შეუდგე.
და ბოლოს, ეს წიგნი ემპირიულ ფაქტს არ წარმოადგენს. ის არ არის უცვლელი ტრაექტორიის ან მიმართულების.
ის პლასტელინივით იზილება, შეგიძლია, შენს გემოზე მოირგო, საბანივით დაიხურო, ქვეშაგებივით დაიგო, სადილივით მიირთვა, საგზალივით გამოიზოგო, ფილმივით ნახო, წიგნივით წაიკითხო.
შეგიძლია, შენ მაგივრად აფიქრო, რჩევები მოაცემინო, აღელვებისას დააყვავებინო, სიმშვიდისას თავი აამღვრევინო, უმეგობრობისას დაიმეგობრო, მტრადაც მოიკიდო, თავი ალანძღვინო, დაათრობინო ან გამოაფხიზლებინო... ,,რადგან დაქსელილია სულ ასე ქვეყანა და გადაბმულია ყოველი საგანი და არის განუწყვეტელი მიმოსვლა საგანთა და ადამიანთა – ურთიერთ შორის”...

ახალი სტატიები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან) 00:10ქეთი დუღაშვილი - ლექსები 22:50ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე 22:12თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები 21:58რაულ ჩილაჩავა - ლექსები 21:49იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა* 21:22გიორგი ბუნდოვანი - ლექსები 21:14სოფიო ღლონტი - ლექსები 19:10
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
სოფიო ღლონტი - ლექსები
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
გიორგი გოგოლაშვილი - მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ (ნაწილი პირველი)
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები