გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მარიამ ფახურიძე - 24 საათი

სიკვდილმისჯილივით ძარღვებშეკრული ვეკვრი საწოლს და ველოდები, როდის ჩამოკრავს უკანასკნელად წმინდა ნიკოლოზის ტაძრიდან ზარი, ზარი სიბნელის, ზარი დოგმატიზმის, ზარი ფარისევლობის.
ვგრძნობ, როგორ ბორძიკობს, კავდება და შემდეგ უეცრად იწყებს მოძრაობას კაპილარებში გამავალი სისხლი, წვივებიდან თავისაკენ. იმ თავისაკენ, რომელშიც წარმოდგენილმა ფიქრთა ცრუ სინთეზმა პრეაპოპოტოზურ მდგომარეობამდე მიმიყვანა და, ვინ იცის, სულ რომც არაფერი წარმომედგინა, იქნებ, უფრო ადრეც კი მოვსულიყავი აგონიამდე.
წმინდა ნიკოლოზის ტაძარს ვუყურებ და წარმოვიდგენ, როგორ ეხვევიან მასში გაჩაღებულ კოცონში ჩემს თავში მორბენალი ლეშში გამოკეტილი სულები.
და ამ დროს, სადღაც, მუცლის ღრუს სიღრმედ, ჩემში მომაკვდავი მონაზონი ცდილობს მორცხვად აიფაროს სახეზე ხელი, დაეღწიოს სირცხვილს ადამიანად ყოფნისა.
სტატიკურობა გარემოსი კვლავ აწარმოებს ჩემს კანქვეშა ობის უჯრედებს.
გაძლიერებულ გულისცემას დახუჭულ თვალებში ვხედავ.
ვხედავ, როგორ ამოიზრდება და იშლება უფერულ ოქროსფერ სხივთა გამა, თითქოს ნაპერწლებს ყრის და ისე ხურს.
შევიწროებულ სისხლძარღვთა ხმა ყურებში დაქრის.
მესმის.
მიჭერს.
ხმა მტკიცედ ერტყმის ჩემს აფართხალებულ აღქმებს, ქალას შუაზე ისე შემოუჭდობს სხივებში გაფენილ და აფარფატებულ ყრუ ბგერებს, გამიხეთქავს კიდეც მას.
ვგრძნობ, ჩემი ფილტვებიც ფეხდაფეხ მიჰყვებიან ექიმის მიერ დადგენილ კლინიკურ დიაგნოზს და ჩემივე ცხვირით ჩასუნთქულ ჟანგბადს ებრძვიან.
საწოლზე ვეცემი და ხელებს უმისამართოდ ვაცეცებ;
სისხლძარღვებს ქიმიკატებით გაძეძგილი აეროზოლით ვიფართოებ.
მე კი, ამასობაში, აზვირთებულ ბალიშში ვეფლობი.
მუცლით ძირს და მთელი სხეულით ვმორჩილდები ჩიტების ქაოტურ სტვენას, გათენებისთვის რომ გვამზადებენ.
წამები კვლავ უზაროდ და მოუთმენლად მისდევენ წუთებს და ვგრძნობ, კაპილარებში გამავალი სითხის სიჩქარე იმაზე უფრო სწრაფია, ვიდრე მაჯაზე გადარბენილი წამების ისრისა.
და წამებად ქცეული დღეები წამებად იქცევა.
*  *  *
გულისამრევია ყველაფერი. ყოველი დილა ერთმანეთს ემსგავსება. ორსაათნამძინარევი ძლივს ვიფხიზლებ თავს. გვიანობამდე მუშაობდი, არა? გუშინ შემოტევაც მქონდა.
ვიღვიძებ და ხელახლა ვებრძვი საკუთარ თავს. ამჯერად საწოლიდან წამოდგომას ვლამობ. სამუშაოდ უნდა წახვიდე! თუ არ იმუშავებ -  მოკვდები!
მოკლედ, ვიღვიძებ და სამსახურისკენ მივდივარ.
მაცივარს უიმედოდ გამოვაღებ: ვადაგასული რძე და რამდენიმე დღის წინ ნაყიდი პურის ნარჩენები. კარგად მოვსინჯავ და რომელიც უფრო ძველია, იმას შევჭამ. აბა, მეორე დღესაც ხომ მინდა საუზმე? ახალი რომ ახლა ვჭამო, ხვალ უფრო ძველი პური შემრჩება, შეიძლება ვეღარც კი ჩავკბიჩო.
შემდეგ ჯიბეებს მოვიჩხრეკ... ორი ცალი გამოუსადეგარი მონეტა და ნახევრადშეტრუსული სიგარეტი, ყოველი შემთხვევისთვის. ჯანდაბას, გზის ფულს ისევ ვერ ვქაჩავ. ფეხით წავალ.
ასე და ამგვარად გზას შევუდექი.
ვაგვიანებ. ვაგვიანებ არა იმიტომ, რომ შორი გზა მაქვს გასავლელი, არამედ - მტკივა. მთელი ორგანიზმი მტკივა. თუ გამიმართლებს, გონებას აღარ დავკარგავ და სამსახურშიც შედარებით დროულად მივალ.
  • საფულე დაგივარდათ!  - შემაჩერა უცნობმა ხმამ.
მეც მივბრუნდი და ისე დავსტაცე ხელი მას, თითქოს შიდ რაიმე მდებოდა. დაბნეულს მადლობის გადახდაც კი დამავიწყდა... პატარა ბავშვი იყო, ხელში ნოტების რვეული ეკავა.
ნოტებზე ჯენა გამახსენდა.
ჯენა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ეს არ იყო ინტიმური ლტოლვა, ეს არ იყო რომანტიკული გრძნობა, არც მეგობრობა არ იყო ეს. ეს უბრალოდ სიყვარული იყო. ვუყურებდი და სიამოვნებას ვიღებდი მისგან. ის სადა და უბრალო იყო. ძველი ლონდონიდან ოცდამეერთე საუკუნეში გადმოვარდნილს ჰგავდა. მართლაც რომ უყვარდა ოსტინის კითხვა, პიანინოზეც სასიამოვნოდ უკრავდა. ვუყურებდი, როგორ ნარნარებდნენ და ირწეოდნენ მისი თითები კლავიშიდან კლავიშზე და მთელი ორგანიზმით შევიგრძნობდი მუსიკის რიტმებს: ეს ალბათ შოპენი იყო, ან შოსტაკოვიჩი; რეალურად, არც კი მახსოვს, მაგრამ ჯენაზე ფიქრისას ყოველთვის თავიდან მეუფლებოდა ის განცდა, რომელიც მისი პირველად მოსმენისას დამეუფლა:
ზაფხულის რიგითი საღამო იყო, ის დღე, როდესაც საკუთარ თავზე გაბრაზებულმა, ღმერთმა უწყის მერამდენედ, გადავწყვიტე ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება, დავთრის პირველი ხაზები კი კარგად დავიწყებული მელოდიის ნოტებმა შემივსო, - პიტნის ჩაი მომიდუღა ჯენამ, სასტუმრო ოთახში, მაგიდაზე, ჩამომიდგა, თვითონ კი სულ რაღაც ორი დღის წინ ნასწავლი სონატის დაკვრა დაიწყო.
მაშინ მივხვდი, ჯენა ჩემი სულის ერთადერთი სწორი ადამიანი იყო.
ბოლოს კი ყველაფერი სხვაგვარად იქცა. ვუყურებდი, როგორ უკრავდა ჯენა, მაჯაზე შედარებით ძვირადღირებული, ყალბად მოოქროვილი საათითა და მოუხერხებლად დაგრძელებული ფრჩხილებით - კლავიშებს შორის მოძრაობაშიც რომ უშლიდა ხელს.
ჯენას ხელები კი აქამდე ყოველთვის სადა და უბრალო იყო.
ჯენა უბრალოდ შეიცვალა.
ამასობაში, სამსახურამდეც მოვაღწიე. ჩემდა გასაკვირად, მხოლოდ ორი წუთით შემაგვიანდა. საყვედური არ ამცდება! თუმცა, ერთადერთი, რაზეც ახლა მეფიქრებოდა იყო ის, რომ სასტიკად მინდოდა საპირფარეშოში შესვლა.
დარბაზში შევედი. მაშინვე თვალში მომხვდა ჩემი უფროსი: გავეშებული თვალებით, რომელიც ისე მიყურებდა, როგორც შარიათის აღსრულების მოლოდინში მყოფ დამნაშავეს უცქერს ხალხთა ჯოგი. ახალგაზრდა ბიჭი იყო, ასე, ოცდაშვიდი წლის, თუმც ყოველთვის შუახნის მამაკაცივით გაბრაზებული, განსაკუთრებით კი თუ მე მიყურებდა და ლამის ოთხმოც წლამდე მოხუცივით გაჭაღარავებული. ყოველ დეტალზე ეტყობოდა, მასსაც ჩემსავით მოუწამლეს ახალგაზრდობა. თუმცა, დღეს თვითონ გამხდარიყო საწამლავთაგან ერთ-ერთი.
ჩემსკენ გამოემართა.
  • ახლავე, უცებ საპირფარეშოში შევალ და დავიწყებ მუშაობას... - სხაპასხუპით მივახალე.
  • მიმტანს არ შია, არ წყურია და არ ეფსია! სტუმარი გელოდება! 
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge