ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
გურამ გოცირიძე - ლექსები

ჯერ არსი
შენ ბუნება ხარ მარადიული, მადლი ღვთიური, სული ციური
და ნეტარება ამქვეყნიური, შუქი მზიური და კოსმიური.
იქნებ აზრიც ხარ მარადიული, ან დემიურგი იმქვეყნიური,
სულის განფენა სუბსტანციური და მისი თრთოლვა ამქვეყნიური?
შენ სამყარო ხარ და თვით არსება, თან მატერიის სივრცით განფენა.
და რა გქვია შენ? ჰილოძოიზმი? ქრისტიანობა? თუ სინტოიზმი?
ძნელია იგრძნო შენი არსება, არსი-ჯერარსი, ქვეყნად გაჩენა.
თუ გვიწერია ჩვენ აღმაფრენა,
აზრის გამოხსნა და გადარჩენა,
ეს იდეები, ეს სულის ფეთქვა
და ეს კითხვები –
მარად დარჩება რა არს არსება?
უღელტეხილი
საკენს ადუღებს ლტოლვილთა ცოდვა-ბრალი
და აფხაზეთში ზეცას კვლავ სწვდება ალი,
კოდორზე ისმის და რეკავს გლოვის ზარი,
დიდი ტკივილი – მძიმე გამოცდის ჟამი.
ახლა გვჭირდება ყველას მერაბის სული,
თიკანაძის და რჩეულიშვილის მხარი,
ზემოდან ცვივა ჯერაც ნაადრი თოვლი,
თანაც უბერავს ძვლის გამყინავი ქარი.
ზღვიდან მთისაკენ მომავალ გზაზე ხალხმა
თვითონვე ზიდა გოლგოთის მძიმე ჯვარი,
ბევრი დაეცა, იქვე, ადგილზე დარჩა,
თქვი მწუხარებავ, რადა ხარ ასე მწარი!
მძიმე ბრძოლაა და საქმით ვანთებთ „სანთელს“,
გულით, კუნთებით, დაძაბვით, მთელი ჯანით,
ჩვენი ფიცია– საქმედქცეული ნება,
ძნელბედობაში გამოჭედილი ფარი.
გზაგამოვლილმა ვაჟკაცმა გვითხრა ამბად,
მეორედ მოსულს, რომ შეადარა თავი,
მაინც დაკრიფა ყვავილებიო მთაში,
მით შეეჭიდა ამ გაუსაძლისს ქალი!
ერთიანობა! – ყველაზე ძნელი სიბრძნე
და „წრთობა“ სულის, როგორც ელვარე ხმალის,
ამას გვავალებს მამულიშვილთა ხსოვნა,
მოწოდებაა დიდი აკაკის ქნარის!
ახალი სტატიები
გორვანელი - გამოხმაურება ეკა ოთარაშვილის პროზაული კრებულის (,,გაქცევით შეჩერებულები“) შესახებ 05:40მარიამ ფახურიძე - 24 საათი 16:48სერგეი ევერინცევი - იმპერატორი იულიანე და „ბიზანტინიზმის“ დადგომა 18:20ერიხ ფრომი - რწმენა, როგორც ხასიათის თვისება (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 02:24ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 02:02კობა ცხაკაია - სამხედრო საველე დეკამერონი 01:52გიორგი სოსიაშვილი - ფოთოლცვენა 01:33ჯონ შამანი - ლექსები 01:24
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
გიორგი სოსიაშვილი - ფოთოლცვენა
გორვანელი - გამოხმაურება ეკა ოთარაშვილის პროზაული კრებულის (,,გაქცევით შეჩერებულები“) შესახებ
ბადრი ფორჩხიძე - ნეოლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობრივი წანამძღვრები
სოსო სიგუა - ნიშანი და სიმბოლო
კობა ცხაკაია - სამხედრო საველე დეკამერონი
ერიხ ფრომი - რწმენა, როგორც ხასიათის თვისება (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
მარიამ ფახურიძე - 24 საათი
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
სერგეი ევერინცევი - იმპერატორი იულიანე და „ბიზანტინიზმის“ დადგომა