გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გივი მეფარიშვილი - ლექსები



***
შთაგონებულხარ ბეჩავო სიტყვას ამყოლი ბგერითა,
სიცრუე ორპირობითა კაცთა ვნებების ხვედრითა.
ვალი ვალად გაქვს გულ-ლომო, ღვთის სახე წაგვერთვა ბედითა.
ტანჯვად მოვედით ამ ქვდყნად - ხაფანგებისა ნგრევისა... 
გულად იგულე აბჯარი,სულის სარკმელის ფერითა.
წამებში მოვლინებული ამქვეყნად გავჩნდით ბედითა... 
არვის უკითხავს აქ მოსვლა, გულის ნადების ცრემლითა.
მოვევლინეთ და ვალად გვაქვს ცოდვანი ერი-ბერისა! 
ერთი სანთელი დავანთოთ,უფალო შენთა ვნებისა... 
გაცხოველებულ სამყაროს შევეფეთენით ეულად.
გულის ყივილში ჩაგვესმის ავკარგობანი ბედისა, 
ცეცხლში ნაწრთობი ხმალთა ბედს დავმსგავსებივართ ქცევითა!


***
მატარებელი მიდის,მიაქვს ბორბლები თვისი.
მატარებელი მიდის,მიაქვს სიმძიმე სხვისი.
მატარებელი მიდის ხრაგუნით, ისევ თავისთვის.
მატარებელი მიდის ლიანდაგს გაყოლილ სიგრძივ.
ხრაგუნი ისმის თვისთვის, მატარებელი მიდის.
ფიქრები მისდევს ვაგონს, ბორბლის ტრიალით ხარობს.
მატარებელი მიდის,თითქოს და უცნაურს ლამობს.
ბორბალს გაყოლილ ფიქრით, აგორებული ხალხი,
იქვე,სადგურში იცდის და ელოდება ვაგონს.
არ უშინდება ირგვლივ ბუნების ძლიერ კანონს.
ბორბლები გორავს რიტმში, მატარებელი მიდის.
სულ ცარიელ ვაგონს, ბორბალი უგორავს მარტო.
სადგურიც აქვეა, იცდის! ის ელოდება პატრონს.
მატარებელი მიდის, ის მოძრაობას სწავლობს.
არ ემორჩილება არც ერთ, არც ერთ ფიზიკის კანონს.
მატარებელი მიდის, ნისლში გახვეული მარტო.
არის თავისთვის, თვისთვის, მეამბოხე მარტოდ.
მატარებელი მიდის, არ უბრუნდება პატრონს.
მხოლოდ ცარიელ ვაგონს მიაგდებს იქვე, მარტო.
მატარებელი მიდის,თავისთვის, თავის მარტოდ!


***
ყველას თავისთვის აუწევია ჭიქა სასმისი,
ხმაური ისმის ირგვლივ ჭიქის წკარუნი.
ფიალა, თასი, ღვინო და ხმა ისმის დაისის...
ფლიდი ღიმილი,ირგვლივ სიცილი.
გარეთ წვიმა და სუფრა მაისის. 
თითქოსდა გაქრა კი არა,იწყება ხალისი. 
დაღვენთილ სიტყვებს მრავალს მოისმენ,
ორპირობა კი შეერწყმის ჭიქებს.
იმატებს ხმაური გულის რაძგუნი... აქვეა სადგური! 
სიჩუმე სულ ერთი წამით, გაისმის დაისი... 
ხელი, ხელები სულის ფერები, ნანატრი დღენი
გამსჭვალე შენი, შენი გონებით,
საიდან ისმის, ის ხმა პირველი, თრობის დაისის!


***
პირველი სიტყვა, პირველი აზრი,
პირველი გრძნობა სამყაროსადმი
ეს იყო ხედვა, თვალიდან თვალში.
პირველი ასო, პირველი ბგერა,
‌სულ იყო ყველა, ყოველი ენა,
უთქმელი ბგერა, თვალებით ძგერა,
სიტყვის უთქმელად, ეს არის დედა,
დედა მშობელი, დედა ღვთისაა,
დედა ნანატრი, დედა-მიწაა!


***
სცვიოდა ფოთლები ხიდან, თრთოდნენ სიამით ტოტები,
წვიმდა, უღრუბლოდ ქუხდა, სიამით თრდოდნენ მინდვრები,
ხეტიალობდა სამყარო, რვეულის ფურცლებს ჰგავდა... 
იშლებოდნენ ქორები,არწივი კლანჭით ჰკლავდა...
გამეფებულა ღვარცოფი, კაცი კაცსა ჰკლავდა! 
უღმერთოდ დარჩენილთ რა ექნა?! ადათი ადათს ბაძავს...
გაუფასურდა წუთი, წუთი სოფელი წამისა,
საიდან შეიქმნა სამყარო?! ადამ-ცხოველის თავითა!
გონებას ვაძლევთ სიბნელეს და თავს ვიმკვიდრებთ თავითა!
არსში ჩაწვდომილთ პატივს ვცემთ, გლახაკს კი ვკლავთ ტანჯვითა!
მცნებად მოგვეცა წოდება ადამიანის ვალითა,
ცოდვად გვაქვს მრავალი ფიქრი, ფიქრი ყოვლისა კაცისა...
ღმერთო,მაღალო, გახსენებ, სახე წაგვერთვა კაცისა!
გლახა ვართ ჩვენი გონებით, კაცის მკვლელები თავითა!
მინდა,კვლავ სცვიოდეს ფოთლები, მე შემოდგომები ამრიგად!
წამია წუთი სოფელი, შესათხოვს შეგთხოვ თავიდან,
უფალო,მაღალო, გვიხსენი ჩვენ ჯოჯოხეთის კარიდან!


***
რანი ვარზე გამახსენდა, როდის რანი ვყოფილვართ?!
მუდამ გვყავდა ავაზაკი, გლახაკი და შოშია!
შავ სამოსში გახვეული ბატკანი და თოლია...
საუკუნეს აძაგებდნენ ქართველ ფესვებს ოდითგან,
ბატონ-ყმობა გადავარდა, გადავარდა მოდიდან!
ახალ სტილზე შემოიღეს თავისუფლება მონიდან!
შავი, თეთრი, -სულ ერთია, სპექტაკლს ვიწყებთ შოშია...
რანი ვარ და რა ვიქნებით, ჩავეძიოთ ოდითგან!
ყველა სპექტაკლს ჰყავს როლმენი, დაბნეული გოშია,
თუმცამცდარად ჩამეთვლება,არწივების ჰობია
ნავარდობა და კლანჭებში მოთამაშე შოშია!
კაცის ფიქრიც ფიქრად რჩება! არწივი თუ შოშია?
ტალახს ფურთხი,ფერი მუქი... ქართველობა სჯობია!


***
რიყის ქვები უსარგებლო ნივთებად რომ ყრიან რიგში,
ის ქვაა და თან რიყის...სარგებელი ნახე ნივთში... 
კაცის გულის ნეკნის ფასად ცრემლი მომდის უხილავად.
ვხედავ,მხოლოდ მწკრივში დგანან რიგიანად. 
ურიგობას არ ვუჩივით მძიმე ტვირთის ფასად,
ფასადობით განვიხილავთ ადამიანს კი ვიზუალად... 
ქარი ბრუნავს სამკუთხედში, მეოთხემ რა დააშავა?! 
წრე შეკარი.გამოვიდა, ერთობამაც განგვაცალკავა... 
საბოლოოდ, გამოვიდა ანა-ბანა, ბავშვის თანა,
სასაცილო,სატირალი, კლოუნების ზარაფხანა. 
ყველა ნივთი საჭიროა კაცის ხელის გასამართად,
რიგით ნაბიჯს გავუყვებით გულის დარდის გასატანად... 
მთვარე დარდის მონაწილე, რიყის ზომის განის ჩანა.
ყველა ნივთი თვალთა ხედვის აღმქმელია გულის კარად. 
რიყის ქვაც ხომ ნივთი არის, რიყის ქვამ რა დააშავა...


***
სისხლის ჟრუანტელს შენ იწვევ ჩემში,
ყოველი სიტკბო დაგეძებს მუდამ... 
შენ გამოიწვიე აპოკალიფსი ჩემში,
სუნთქვის საწყისად მაქციე, დედა... 
ყოველთვის მტკივა,არმყავხარ გვერდში.
ჩემი საქმენი შენ ხომ გტკივა... 
შავებში გხედავ აწ და არმეამის,
თუ რატომ მესროლენ მე ბრმა ტყვია?! 
შეწირულ შვილად მე გავჩნდი შენში,
მარტო ვარ და ეს სიმარტივე მტკივა... 
თვალების თვლემით თავს გიხრი ჩუმად.
ვხედავ დედობის ფასი ძვირია... 
მე ვერ გავზრდილვარ სამშობლოს გმირად,
თუმც შენი შვილობა ჩემთვის დიდია.
თუ მომიტევებ ყოველ შეცდომას,
თუნდაც მესროლონ ის ბრმა ტყვიაც...


***
მასკების არის ცხოვრება დამდგარი,
უმასკო კაცი ცოდვა და შტერია... 
ურიგოდ იპოვი მასკების მონახაზს,
მასკები სულის ანაბეჭდია! 
არავის ეგონოს უმასკო ცხოვრება
რარიგად რთული და რარიგად ძნელია... 
მასკარადს სჭირდება უმასკო ხალისი, 
დამდგმელი ნამდვილი გენიოსია! 
თაობებს ეზრდება ახალი გენია,
წყობაში წყობილი მასკების ფერია... 
რარიგად იომა უმასკო კალამმა...
ცხოვრება ნამდვილი სულების ომია!
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge