გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლალი ციპი მიხაელი - ლექსები


                                                     თარგმანი მანანა დუმბაძისა     

ალმოდებული დამხატე

ალმოდებული დამხატე
ვითარცა რომი
ცეცხლი მეკიდოს თმებში ნესტოებიდან პირის ღრუდან  მდიოდეს კამლი
იწვოდეს ციხე
კისრიდან ქვევით
ბუღი სდიოდეს ბორცვებს
გატკეპნილ
მტვრიან გზებს
გაშლილ მკლავებს
როგორც მტევნები
ესხას წიგნები
ჩემი თეძო მუცელი
მეფური დარდი
სამეფო ტახტი
მინდვრად დაღვრილი ნაკადულები
და სიყვარულის ფართო ველები
მინავლული ნაკვერჩხლები ჩემი მუხლების და ბარძაყების
წინ დახვედრილი ჩემი სირცხვილი
დამიხატე
დაბადების ნიშანი ჩემი
მზადყოფნაში მდგარი ხბორები
ფეხები
ტერფები
მხედრობა მეფის
ჟანგბადივით აალდება  სახელი ჩემი
ძარღვებს მომსკდარი ყველა ფიქრი თავისუფლდება
ჩემი ფერფლიდან ჩემი არსი ამოიფრქვევა
ალმოდებული დამხატე
მეკიდოს ცეცხლი


მატარებელი

შვიდი წლის ვიყავ როცა ისრაელის ემიგრანტმა
მშობლებთან და ორ ძმასთან ერთად
დავტოვე საქართველო.
რკინიგზის სადგურზე   ერთი მიმართულებით აღებული ბილეთის
განცდით ვიდექით.
იყო მოსკოვიც მაგრამ ვიდრე ვენის ზღაპრულ სასტუმროში
დღესა და ღამეს გავატარებდით
ერთი მატარებლიც გამოვიცვალეთ.
ხოლო იქიდან თვითმფრინავით ისრაელში დავეშვით -
სხვა პლანეტაზე. იდგა 1972 წლის შუა იანვარი.
და მას შემდეგ მატარებელი ჩემში განშორების
სიმბოლოდ იქცა. თვითანალიზის. სხვა ცხოვრების. კარგვის.
აღარას ვამბობ ვაგონ-ეტაპთა ინ კოლექტიურ მეხსიერებაზე
„ებრაული დეენემი“ რომ ჰქვია ჩემთვის კი  იგივეა რაც
წანწალის მიგრაციის ადამიანთა სევდის სიმბოლო - მატარებელი
თუნდაც სულ ახალი სხვა რელსებზე მორბენალი
კაცობრიობის თანამედროვე პირმშო - „ნონ-სტოპ“ მატარებელი
როცა მოგონებათა ამ მორევში ჩაძირვას ვცდილობ
უკან მომდევენ ჩემი ცხოვრების მატარებლის კოლაჟები
და არა მარტო ცხოვრებიდან დოკუმენტური ფილმებიდან
ნახატებიდან ხელოვნების საგანძურიდან.
მატარებელი იქცა ცნებად - „მატარებლობა“
და მე არ ვიცი ვის ვეკუთვნი.


ლეგენდა სხეულზე

მაშ, წავედი
ეს მოხდა მაშინ, როცა
ჩემი პირის ღრუ გაიხსნა
ცარიელი დარბაზის წინ
ორბიტაზე, რომელსაც არა აქვს ყური
ყვირილი მოვრთე
და როცა ეს მოხდა
გაითიშა სმენის ყველა აპარატი
მთლიანად  დადუმდა სამყარო
სახეზე თეთრი სიჩუმე აიკრა დედამიწამ
ისეთი
თეთრი
ნაზავი
შენ რომ იცი,
პატარძლის კაბასავით კი არა
ბუტოს მოცეკვავის სამოსელივით
თეთრ სელში შერეული სულის ნაწილი
კირით შეღებილი სახე და
ყურის ნიჟარიდან ჩამოღვრილი სისხლის წვეთი
ეს მოხდა დაცლილი სამყაროს წინ
და იცი რას ვგრძნობ, როცა დარბაზი ცარიელია?
იცი რა ძალა აქვს იქიდან მოვარდნილ ექოს?
თუ სამყარო არ დადუმდა
ყურებს დაუსკდება ბარაბანები
ამიტომ არის რომ
არსაიდან ისმის ხმა
არსით პასუხი
სიცოცხლის კაფსულაში
დგახარ ეული
გახსნილი სხეულში


თელ-ავივის სკეჩები

თელ - ავივი
აქ საყვარელიც ვერ გელევა
ერთხელ  მაინც წავა  ის
და დარჩებით შენ და თელ-ავივი
იცნობ
ფეხებგაღუნულ სითის
ტანწერწეტა მეტროპილიებს ზედ რომ არ უყურებს
შენი ნატურაა
პირველი კონტურიდან სრულყოფილებამდე
რომელმაც დაგტოვა ტილოს მიღმა
რათა უმზირო მხოლოდ ვერასდროს შეახო ხელი
აფეთქებული კვირტი
და პანოს ზღუდე.


სოლისტი

დედაჩემი იყო
სოლისტი
ოცნებაში
მაგრამ მემაჩემის გარდა
ვერავინ აღმოაჩინა.
იქ გაიხსნა კოშმარების გორგალი
და დაიწყო
მიიზლაზნება ზევით, მკაცრ ღრუბლებს მიათრევს
დილით ამოხეთქავს და ღამე ბოლთას სცემს
ადგილ-ადგილ
მის სახეზე დაეფინა
მუდმივ იარად
და  დააძრო  კბილები
მას შემდეგ ფანჯრიდან  იმზირება
მწვანე თვალებით
ვიტრინაში აწყობს ოცნებებს
იმედგაცრუების ფიალას
მტევნებში იქცევს.
ასე დაიწყო სიცოცხლეში მისი სიკვდილი
ბედნიერების ბულვარზე 42
მსოფლიოს ერთ-ერთ მეტროპოლიაში.
დედა იყო
სოლისტი
ოცნებაში.
და მე არ მინდა
მინის იქით მხარეს
მის თვალებს შევხვდე.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge