გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ბაქარ ნადარაია - რელიგიური ფუნდამენტალიზმი

  იყო დრო, როცა რელიგია მსოფლიო პოლიტიკაში უდიდეს როლს ასრულებდა. მთელი შუა საუკუნეების მანძილზე რელიგია იყო გადამწყვეტი ფაქტორი ქვეყნებს შორის ურთიერთობისა. სწორედ ამის გამო, სასულიერო პირების ავტორიტეტი განუხრელად იზრდებოდა. ნათელი მაგალითია პაპიზმი ევროპაში. რომის მთავარეპისკოპოსი გვევლინება ყველაზე გავლენიან ფიგურად ევროპის კონტინეტზე, მას შეუძლია შეარყიოს საღვთო რომის იმპერატორების ძალაუფლება. პაპის ჩარევით დაიდო ტორდესილასის ხელშეკრულება, ესპანეთმა და პორტუგალიამ გაიყო ახალი მიწები.          შემდგომ იყო რეფორმაცია კათოლიციზმის წიაღში, რომელმაც შეცვალა ევროპის პოლიტიკური და რელიგიური რუკა. ხელი შეუწყო გერმანული ენის განვითარებას, ახალი სამთავროების და შემდგომში სახელმწიფოების ჩამოყალიბებას, კაპიტალიზმის ჩასახვას და განვითარებას.  სწორედ რეფორმაცია გახდა მიზეზი ევროპაში მომხდარი რელიგიური ომებისა. საპასუხოდ მოჰყვა კონტრეფორმაცია და კათოლიციზმის მთელი ძალით გაძლიერება. სასამართლო ხელისუფლება შუა საუკუნეების ევროპაში სწორედ ეკლესიის ხელში იყო, ინკვიზიცია სწორედ ამას ემსახურებოდა. მნიშვენელოვან მოვლენად ითვლება ჯვაროსნული ლაშქრობები, რომელიც ისლამისა და ქრისტიანობის დაპირისპირების ნათელი მაგალითია ბევრისათვის, ზოგი კი თვლის, რომ ეს იყო სავაჭრო არტერიების და ეკონომიკური მოგებისთვის წარმოებული ბრძოლა. მეფეები ეყრდნობოდნენ რელიგიას, რადგანაც სწორედ ის აღმოჩნდა მათთვის ლეგიტიმაციის მიმცემი, ამიტომაც მარადიული იყო ეს ბრძოლა სასულიერო და საეროთა შორის. ახლო აღმოსავლეთში, სადაც უკვე ისლამი დამკვიდრდა ასე აქტიურად, დაპირისპირება საერო და სასულიერო სფეროებს შორის არ არის.      დღეისათვის, გვაქვს სამყარო, სადაც მოქმედებს ვერსალი-ვაშინგტონის სისტემა, ცივი ომი დასრულებულია. აქტიურად მიმდინარეობს გლობალიაზაცია, მიმდიანრეობს რელიგიათა შორის დიალოგები, გვაქვს ეკუმენური და პანეკუმენური შეხვედრები, რელიგია ნაციონალიზმთან ერთად გვევლინება, როგორც გლობალიზაციისათვის ხელის შემშლელი ფაქტორი. ჩვენ ვხედავთ, თუ რა ხდება დღეს მსოფლიოში, როგორ რთულად მიმდინარეობს ყველა პროცესი. სწორედ რელიგიის როლზე და მის გავლენაზე საუბარი გახდა აქტუალური თანმედროვე ადამიანისთვის. ადამიანი მივიდა მარსამდე, გავიდა კოსმოში, ახდენს გადატრიალებას ტექნიკაში, მაგრამ რელიგიაა ის ფაქტორი, რაც აერთიანებს და რაც ჰყოფს. გაყოფისა თუ გაერთიანების მაგალითი კი უამრავია ჩვენს სამყაროში. სწორედ რელიგიის როლის სწორად შესაფასებლად და გასააზრებლად, პოლიტიკის მკვლევარმა ენდრიუ ჰეივუდმა საკმაოდ ვრცლად გამოიკვლია რელიგიური ფუნდამენტალიზმი. სემულ ჰანთიგტონი „ცივლიზაციათა ჯახში“ სწორედ რელიგიის როლზე დამის სხვადასხვა გამოვლინებაზე საუბრობს. რელიგიური ფუნდამენტალიზმი ძირითადად სწორედ მე-20 საუკუნის პირმშოა, სწორედ ორპოლუსიანი სამყაროს რღვევის მერე დაიწყო  მისი აღზევება. 

                                      ისლამური ფუნდამენტალიზმი 


     ისლამი მე-7 საუკუნეში წარმოშობილი რელიგია. 622 წელს იყო ჰიჯრა, წინასწარმეტყველი მუჰამედი გაიქცა მექადან მედინაში; სწორედ ეს ითვლება ისლამის დასაწყისად. მონოთეისტური რელიგია ისლამი. ,,არა არს სხვა ღმერთი თვინიერ ალ-ლა-ლაჰისა და მოციქული მისი მუჰამედი“- ვკითხულობთ ყურანში. საკუთრივ ისლამმა გააერთიანა არაბული ტომები და ასე შეიქმნა ხალიფატი. ისლამი იყოფა ორ ძირითად მიმართულებად:  შიიზმად და სუნიზმად. შიიზმი - შედარებით მცირერიცხოვანი მიმდიანრეობაა ისლამში, მისი მიდევრები აღიარებენ ხალიფა ალის, რომელიც წინასწარმეტყველ მუჰამედის სიძე იყო. სუნიტები უფრო მრავალრიცხოვანი ჯგუფია, რომლებიც ყველა ხალიფას ცნობენ. ისლამი საუკუნეების მანძილზე ასოცირდებოდა საფრთხესთან. ირანის ისლამური რევოლუცია იყო უდიდესი გამოვლინება ისლამური ფუნდამენტალიზმისა. 1979 წელს შიიტმა სასულიერო პირებმა დაამხეს შაჰი მოჰამედ რეზა და აღადგინეს შარიათის კანონები. პარასკევის ლოცვა გახდა სახელმწიფო პოლიტიკის  შემადგენელი ნაწილი, ქალებისთვის ჩადრი და ფართო კაბების ჩაცმა გახდა სავალდებულო. აიათოლა რუჰოლა ალი ხომეინი გახდა ქვეყნის უდიდესი მმართველი რახარბარი, ეს მდგომარეობა დღემდე უცვლელია ირანში. იგივე მდგომარეობას ჰქონდა ადგილი ავღანეთში, თალიბანის რეჟიმის დროს 1997-2001 წლებში.  აშშ- მ მიიტანა მასზე იერიში და საბოლოდ ვერ მოხდა ამ ორგანიზაციის ბოლომდე განადგურება. მათი, ანუ თალიბანის ბრძოლის მთავარი იარაღი გახდა ტერორიზმი. 2002 წელს იყო მცდელობა რელიგიური ფუნდამენტალიზმისა თურქეთში, რომელიც სუნიტურია, მაგრამ არმიამ ძალიან მალე აღკვეთა ეს ფაქტი. ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით „ისლამურ სახელმწიფოს“, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე ანადგურებდა ყველაფერს ახლო აღმოსავლეთში და არა მხოლოდ იქ, ყველგან. 
        ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, მეორე სახელი ერაყისა და შამისა/სირიის ისლამური სახელმწიფო. სხვადასხვა დროს მოიცავდა ტერიტორიებს, რომლებიც უმნიშვნელოვანესი კვანძებია ახლო აღმოსავლეთისათვის. გზად გაანადგურა ყველაფერი, რაც ძველი იყო და ისტორიულად არა ისლამურ კულტურას განეკუთვნებოდა. დღეს ოფიციალურად ისლამური სახელმწიფო განადგურებულად ითვლება. ფუნდამენტალიზმის გამოვლინების გამო მოხდა 2005 წელს მესამე სამოქალქო ომი სუდანში, რომელმაც დაშალა სუდანი. სუდანის მმართველმა შარიათის კანონი შემოიღო სისხლის სამართალში, ჩაქოლვა, გაროზგვა, ხელის მოკვეთა. ამას პროტესტით შეხვდა ქრისტიანი უმცირესობა, პროტესტზე არაჯეროვან პასუხს მოჰყვა ამბოხი, ამბოხს სამოქალაქო ომი, საბოლოოდ კი 2011 წლის რეფერენდუმის საფუძველზე სუდანი გაიყო ორად. ძმები მუსლიმანების მოძრაობა ეგვიპტეში, მათ მიერ ანვარ სადათის მკვლელობა. მკვლელობის შემდეგ მათ დიდი ხნით ვერ შეძლეს ხელისუფლებაში ყოფნა. 2011- 2013 წლების მოვლებებსისას, როცა კაიროში ტახირის მოედანზე დაიწყო რევოლუცია, ეგვიპტის მმართველის ჰოსნი მუმბარაქის წინააღმდეგ, სწორედ ძმებმა მუსლიმანებმა შეძლეს  მაშინ გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ძალიან მალე მათი მმართველობა აღკვეთა არმიამ და  დღეს ეგვიპტე ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას. სადამ ჰუსეინის რეჟიმი ერაყში, პირველ ეტაპზე არ ატარებდა ფუნდამენტალისტურ ხასიათს, მაგრამ ერაყ-ირანის და ერაყ-ქუვეითის ომის მერე კარდინალურად შეიცვალა მდგომარეობა. ქურთი უმცირესობა გახდა დევნისა და შევიწროების მსხვერპლი, იგივე ბედი გაიზიარეს ქრისტიანებმა და პატარა ისლამური სექტების მიმდევრებმა. ფუნდამენტალისტური პრინციპების საფუძველზე და შარიათის კანონის მიხედვით იმართება საუდის არაბეთი. ქალებს არ აქვთ უფლება სრული განათლების მიღების, ბოლო პერიოდში მოხდა გარკვეული უფლებების ლიბერალიზაცია, როგორიცაა მანქანის მართვის უფლება, ან ქუჩაში სეირნობის. სხვა მხრივ კი - ძირეულად ისევ შარიათის კანონებით იმართება სახელმწიფო.
                                         
                                        ქრისტიანული ფუნდამენტალიზმი

 
         ქრისტიანობა წარმოიშვა პირველ საუკუნეში იუდაიზმის წიაღში, პალესტინაში, რომელიც მაშინ რომის იმპერიის ნაწილი იყო. მისი გავრცელება სხვადასხვა ეტაპს მოიცავს, ჯერ გავრცლედა მთელ რომის იმპერიაში და გახდა სახელმწიფო რელიგია რომისა. მერე კი მისმა მოკავშირე სახელმწიფოებმაც გამოაცხადეს ის სახელმწიფო რელიგიად. 
       პირველ ეტაპზე, ქრისტიანი იყო აფრიკის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის და ევროპის კონტინენტის მოსახლეობა, ხოლო დიდი აღმოჩენების ხანაში მოხდა ქრისტიანობის გადატანა ამერიკის კონტინენტზე. სწორედ ამ მიზეზთა გამო ქრისტიანობას, საერთო ჯამში, ჰყავს  2 მილიარდამდე მიმდევარი. ქრისტიანობა იყოფა სამ ნაწილად, კათოლიკობად, მართლმადიდებლობად და პროტესტანტობად. ასევე, გვაქვს პატარა სექტები, რომლებიც ქრისტიანულად იწოდებიან და ბევრი რამ აქვთ საერთო.  
       ევროპაში ფუნდამენტალიზმის გამოვლინებას ვხედავთ სწორედ პროტესტანტული მიძრაობების დროს. ჟან კალვინი შვეიცარიაში, იან ჰუსი და შემდგომში ჰუსიტების მოძრაობა (მის მიმდევრებს სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ). ისინი ქადაგებდენ ფუფუნებაზე უარის თქმას, კრძალავდნენ ყოველგვარ გართობას, მხოლოდ რუხი ფერის სამოსის ტარებისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. კალვინი ქადაგებდა, რომ უნდა იშრომონ და მხოლოდ ამ ქვეყნად წარმატებულები  მიაღწევენ წარმატებას, ანუ სამოთხეს. პარარელი შეგვიძლია გაგვლოთ სავონაროლასთნ, რომელიც  რამდენიმე წლის მანძილზე ფუნდამენტალისტური მოთხოვნებით მართავდა ქალაქს. მან აკრძალა გართობა,  ცეკვა-თამაში. სავონაროლა კათოლიკე ბერი იყო, რომელიც რამდნიმე წლის მანძილზე მართავა ფლორენციას თავისი სენაკიდან. ის დაუპირისპირდა რომის პაპს. ამხელდა მას გარყვნილებაში და ძალაუფლებისადმი ლტოლვაში. ჰეივუდი აღნიშნავს კუ-კლუქს კლანის ქმედებებს, რომლებიც სწორედ ქრისტიანობის სახელით აკეთებდნენ საშინელებებს აშშ-ში. ადამიანების ლინჩის წესით გასამართლება, ფერადკანიანების მკვლელობა. მათი სიმბოლო ცეცხლმოკიდებული ჯვარი იყო. არ უნდა ავურიოთ კონსერვატიზმი და რელიგიური ფუნდამენტალიზმი, მათ შორის სხვაობა რადიკალურია. თუ კი კონსერვატორისათვის რაიმე მიუღებელია ის მას ბრძოლას სულაც არ უცხადებს, ან ცდილობს მის გარდქმნას, ხოლო ფუნდამენტალისტური ხედვით ყველაფერს უნდა ვებრძოლოთ. საგულისხმო დეტალია, რომ ისლამური ფუნდამენტალიზმის მიმდევრები ებრძვიან თანამედროვე ტექნოლიგიებს, მოუწოდებენ ადამიანებს, რომ ეს არ არის კარგი და უარი თქვან მასზე, თვითონ კი ფუნდამენტალისტი ლიდერები, სწორედ რომ ახალ ტექნოლოგიებს იყენებენ, თავიანთი დოქტრინის გასავრცელებლად. მაგალითად, აიათოლა ჰომეინის ქადაგებები კასეტებზე ჩაწერილი ჩაჰქონდათ. ისლამურ სახელმწიფოს ინტერნეტ არხები ჰქონდა, საიდანც მისი მიმდევრები უსმენდნენ ქადაგებებს, ხოლო შიშის ზარს სცემდნენ მსოფლიოს. ჰეივუდის აზრით, ფუნდამენტალისტური გამოვლინება აქვს ყველა რელიგიას, უბრალოდ გააჩნია რას ემსახურება ეს ფუნდამენტალიზმი. ისლამური ფუნდამენტალიზმი ღიად ეწინააღმდეგება გლობალიზაციას და სწორედ ფუნდამენტალიზმი მიაჩნია თვითმყოფადობისა და საკუთარი იდენტობის შენარჩუნების გზად. ინდუისტური ფუნდამენტალიზმი ძირითადად ლოკალურ ჯგუფებში გვხვდება ინდოეთის მთიანეთში, ჩაკეტილი საზოგადოებაა. იუდაისტური ფუნდამენტალიზმი ებრაელებისთვის გახდა იდენტობის შენარჩუნების საფუძველი, იმ დროს, როცა ისინი  აშენებდნენ თავიან სახელმწიფოს. ფუნდამენტალისტური შეიძლება იყოს იდეა ან ხედვა, რომელიც გაჯერებულია რელიგიური ელემენტებით. ამის ნათელი მაგალითია იდეა მოსკოვის მესამე რომობისა, ისინი თვლიან, რომ მართლმადიდებლობის ბურჯები არიან თვითონ აქვთ სრული ლეგიტიმური უფლება ყველგან იცაავდნენ მართლმადიდებელ ხალხებს. ეს რუსეთს იმპერიის დროიდან მოსდგამს, ხოლო დღეს კი ერთ- ერთი საფუძველია მისი ,,ველიკოდერჟავული“ პოლიტიკისა. 


                                           ფუნდამენტალიზმი კავკასიაში

         კავკასია მრავლეთნიკური და პოლირელიგიური რეგიონია. აქ ძირითადად ყველა კულტურა გვხვდება. პირველი ფუნდამნეტალისტური მოძრაობა იყო  კავკასიის ხალხთა კონფედერაცია, ანუ ჩრდილო კავკასიაში შექმნილი დაჯგუფება, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა საქართველოს შეირაღებული ძალების წინააღმეგ. მის ხელმძღვანელი იყო შამილ ბასაევი. ისლამური სახელმწიფოს ერთგული ორგანიზაციაც ჩამოყალიბდა კავკასიაში ეს იყო ჩრდილო კავკასიის იმარატი. ბევრი მონაცემებით საქართველოს იყენებდნენ ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები სირიაში მოსახვედრად. სქართველოდანაც ხდებოდა გადინება სირიაში საბრძოლველად, ეს 2018 წლის სუს-ის ანგარიშიც აისახა. 
    საქართველო გამორჩეულია თავის მრავალრელიგურობით. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გვაქვს, როგორც ქრისტიანული ისე ისლამური და იუდაისტური სალოცავები. გვხვდება უამრავი სხვადასხვა მიმდინარეობა. ასევე, გვხვდება რელიგური ფუნდამენტალიზმის მკვეთრი გამოვლინება. ძალაინ ბევრი ადამიანი ერიდება, რომ ღიად თქვას და საფუძვლიანადაც არ გვაქვს კვლევები, იმაზე თუ რა შეიძლება ჩავთავლოთ რელიგიური ფუნდამენტალიზმის გამოვლინებად  საქართველოში. პანკისის ხეობა ამ მხრივ ძალიან საინტერესოა, მაგრამ სამწუხაროდ სახელმწიფო პოლიტიკა არ არის სწორად დაგეგმილი. კანონით აიკრძალა ადრეული ქორწინების რეგისტრაცია, მაგრამ როგორც ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები აცხადებენ, ხშირია დაურეგისტრირებელი ქორწინებები, როგორც  პანკისის ხეობაში ისე, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. რაც არსებობდა ისლამური სახელმწიფო, პანკისიდან და აჭარიდანაც ხდებოდა ქართველების მათ რიგებში ჩარიცხვა. აღსანიშნია ფუნდამენტალიზმის გამოვლინება მართლამდიდებლობაში. საქართველოს ეკლესიაში არიან ძალები, რომლებიც გვევლინებიან მთელი რიგი ფუნდამენტალისტური ხედვებით. მართლმადიდებელ მშობელთა კავშრი, ეს არის ორგანზაცია სადაც არიან როგორც სასულიერო პირები ისე ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები. ჩვენ გვახსოვს მათი დიდი წინააღმდეგობა და შეჭრა კავაკასიის ტელევიზიაში, 2009 წელს. 2000-იან წლებში იყო ბასილ მკალავიშვილის  მრევლი, რომლებიც სასტიკად უსწორდებოდნენ რელიგიურ უმცირესობებს კერძოდ კი ეჰოვას მოწმეებს. 2014 წელს აჭარაში ღორის თავი მიაჭედეს მინარეთზე, დაპირისპირებები იყო 2013-2014 წლებში, ნიგვზიანში, გურიაში, თეთრიწყაროში. აჭარაში, ბათუმში და ხულოში. იყო ისეთი განცხადებები, რომ მუსლიმი ქართველი ქართველი არ არის. შემდგომში მოხდა შეხვედრა კათალიკოს-პატრიარქსა და მუსლიმ სასულიერო პირებს შორის. დღეს ძლიერი და გავლენნია საქართველოში ფუნდამენტალისტური ჯგუფები, ქართული მარშიც რელიგიური საბურველით გვევლინება. 
   დასასრულ ვიტყვი, რომ ამ თემის ამოწურვა ძალინ რთულია, რადგანც დღემდე ბევრი იწერებას მასზე და ალბათ იდევ დაიწერება. ხოლო ფუნდამენტალიზმსი გამოვლინება ნებისმიერი კულტურისთვისაა დაამხასიათებელი. მისი ცალსახად განხილვაც არ შეიძლება. მხოლოდ ცუდად ან დადებითად წარმოჩენა დააზარალებს საკითხს.ფუნდამენტალიზმი ყველა კულტურაში განსხვავვებულ როლს ასრულებს, ხოლო თანამედროვე გლობალიზაციისათვის, მართლაც  ძლიერი მოწინაარმდეგეა ნაციონალიზმთან ერთად. საგულისხმოა, რომ ფუნდამენტალიზმის გამოვლინებამ ბევრი ერისა თუ ეთნიკური ჯგუფისათვის სასიცოცხლო დეტალი აღმოჩნდა, ხელი შეუწყო მათ შეკავშირებას და ბრძოლას საკუთარი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.  
  
გამოყენებული ლიტერატურა: 
1.ენდრიუ ჰეივუდი პოლიტიკური იდეოლოგიები. 
2. სემუელ ჰანთიგთონი ციივლიზაციათა შეჯახება. 
3. შუა საუკუნეების ისტორია. 
4. ტაბულა: ლევან სუთიძე. საუბარი რელიგიაზე. 
5. კვირის პალიტრა. 2013 წელი 18 იანვარი. 
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge