გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

რამაზ ნამიჭეიშვილი - ხელისუფლების ეკონომიკური მოსყიდვა


მსოფლიოში იმდენი მილიონერი და მილიარდერია, რამდენი კაციც ცხოვრობს, დაახლოებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. იმ მდიდრების ერთობლივი ქონება გაცილებით მეტია იმაზე, ვიდრე აშშ, ჩინეთის, იაპონიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის რუსეთის, ინდოეთის მნპ. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ზენაციონალური მთავრობა ჰყავს, რომელიც წლითიწლობით  ზრდის თავისგავლენას ნაციონალურ სახელმწიფოებზე და თავის მმართველობის სფეროში აქცევს მათ. კაი ხანია ისინი საიდუმლო ორგანიზაციებად ითვლებოდნენ. ახლა მათ შესახებ უამრავი ხელმისაწვდომი ლიტერატურა არსებობს, თუმცა ისინი ამ ორგანიზაციების საქმიანობაზე ამომწურავ კითხვებზე პასუხს არ იძლევა. ფაქტი ის არის, რომ მსოფლიოს მართავს 300-თა კომიტეტი, რომლის არსებობა 150 წელს ითვლის. დღეისთვის იგი წარმოადგენს მსოფლიოს ახალი წესრიგის კონსტრუქტორთა ჯგუფს, რომელთა განკარგულებაშია მძლავრი ფართო მასშტაბიანი კორპორაციები, საერთაშორისო ბანკები, ნავთობის ბარონები, მედიამაგნატები, უმაღლესი სამხედრო პირები, კვლევითი ცენტრები, ინსტიტუტები, ახალი ტექნოლოგიის მეწარმეები, ტერორისტული ორგანიზაციები, დანაშაულებრივი სინდიკატების მეთაურები და სხვ. ეს ჯგუფი აკონტროლებს როგორც მეცნიერულ მიღწევებს, დაზღვევას, ქვანახშირის მოპოვებას, მედიკამენტებით ვაჭრობას, ნაციონალური სახელმწიფოების უმაღლესი დონის არჩევნებს, ასევე მსოფლიო საინფორაციო სივრცეს, ფულის მოძრაობას და ა.შ[1]. იგი ერთადერთი ორგანიზებული სახელისუფლო იერარქიაა მსოფლიოში, რომელიც ყველა მთავრობაზე და პიროვნებაზე მაღლა დგას, როგორი ძლიერი და პრინციპული არ უნდა იყვნენ ეს უკანასკნელნი. მის ხელშია ფინანსები, თავდაცვა, აგრეთვე ყველა ფერისა და ტიპის პოლიტიკური პარტიები[2]

300-თა კომიტეტის მიზანია, წერს ჯ. კოლემანი, მსოფლიო ერთიანი მეურნეობის შექმნა, სადაც არ იქნებიან ეროვნული სახელმწიფოები, არც საზღვრები ქვეყნებს შორის, აღარც ნაციონალური ვალუტები, აღარც სამხედრო შეიარაღება და არმიები, აღარც რელიგიები. იქნება მხოლოდ ერთი რელიგია, ტოტალური კონტროლი მთელ მსოფლიო მოსახლეობაზე  და თითოეულ ინდივიდზე; არ იქნება მრეწველობა და ელექტროენერგიის წარმოება, იმოქმედებს კომპიუტერული მრეწველობა და მომსახურების ინდუსტრია, ლეგალური გახდება ნარკოტიკების მოხმარება და პორნოგრაფია, მოსახლეობა შემცირდება 1 მლრდ. ადამიანამდე, გაუქმნდება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და დარჩება ისეთები, რომელსაც კომიტეტის წევრები ჩათვლიან საჭიროდ, დაუშვებელი იქნება ნაციონალური მცდელობები ეროვნული იდენტობის გამოსარკვევად, ხალხი ვერ გაბედავს გადაწყვიტოს თავისი ბედი. მანამდე კომიტეტი ხელოვნურად შექმნის კრიზისებს, დაძაბულობებს ქვეყნების შიგნით, შეუტევს რელიგიებს, განსაკუთრებით ქრისტიანობას; სულ უფრო გაიზრდება ისეთი ზენაციონალური წარმონაქმნების როლი, როგორიცაა გაერო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო ანგარიშების ბანკი. უნდა ჩაინერგოს აგენტური ქსელები ნაციონალური სახელმწიფოების იმ მთავრობების წინააღმდეგ, რომლებიც კომიტეტის ურჩობას შეეცდებიან. განხორციელდება მასობრივი შეტევა განათლებაზე მისი საბოლოო განადგურებს მიზნით. 

მკითხველს აუცილებლად გაუჩნდებოდა კითხვა, რა ძალა ან რისი იმედი აქვს ასეთი კომიტეტს, რომ  სატანისტური გამბედაობა გამოაცხადოს მსოფლიო ბატონობაზე. კომიტეტის სტრუქტურა, როგორც ეს ჯ. კოლემანის წიგნიდან ჩანს, საკმაოდ რთული და მრავალრიცხვოვანია. უმსხვილესი სტრუქტურული ჯგუფებია: იდეოლოგიური, ფინანსური, სამეცნიერო და ძალოვანი. იდეოლოგიურ ჯგუფს შეადგენს ვატიკანი, რომლის თანმდევია საიდუმლო ორდენები, ლეგალური  ჰუმანიტარული ორგანიზაციები და ფონდები. ფინანასურ კლასტერს ქმნის ბილდერბერგის კლუბი. მისი ქვემდებარეა საერთაშორისო ურთიერთობების საბჭო, რომელიც აერთიანებს ამერიკულ და ევროპულ ელიტებს და აკონტროლებს აშშ ფედერალურ სარეზერვო სისტემას, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას და მასობრივი ორგანიზაციის წამყვან სპეციალისტებს. აქვეა  „სამმხრივი კომისია“: აშშ, ევროპისა და იაპონიის წარმომადგენლები ახორციელებენ გლობალურ დაგეგმვას და რესურსების, მათ შორის განსაკუთრებით დეფიციტურის, დანაწილებას. მეცნიერული ჯგუფი წარმოდგენილია „რომის კლუბით“, სადაც თავს იყრის კულტურისა და მეცნიერული ელიტის წარმომადგენლები. ამ ჯგუფისაა ტავისტოკის ინსტიტუტი-ჩრდილოვანი მთავრობის ტვინი. ძალოვან რგოლში შედის პენტაგონი, ცსს (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო), ინგლისისა და ევროპის სხვა სპეციალური სამსახურები. ეს, ასე ვთქვათ, კომიტეტის ინსტიტუციური მხარეა. მისი საკადრო შევსება უზრუნველყოფილია უმაღლესი აზროვნების ინტელექტუალებით, პოლიტიკოსებით, მსოფლიო ბანკებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების წარმოამდგენლებით, სამეფო დინასტიებითა და ფინანსური საოჯახო ინსტიტუტებით, ეკონომისტებით და სპეციალური სამსახურების აგენტებით. 

კომიტეტის მრავალრიცხვოვანი გარდაცვლილი და ცოცხალი წევრების საკმაოდ გრძელი სიიდან ჩემი ყურადღება მიიპყო ისეთმა პერსონებმა, როგორებიც იყვნენ და არიან ზოგიერთნი: უ. ჩერჩილი, ინგლისის დედოფალი ელისაბედ II, ჰ. კისინჯერი, ფრ. მიტერანი, დ. როკფელერი, ე. როტშილდი, ბ. რასელი, ჯ. შულცი, ჰ. უელსი, ჟ. სოროსი, ტ. ბლერი, ხ. კარლოს პირველი, ბ. გეითსი. 

კომიტეტის ხელში თავმოყრილია უზარმაზარი ქონება, მაგრამ მისი მგლური მადა ამითი არ კმაყოფილდება. მთელი მსოფლიოს შთანთქმა სურთ, რაც ახლა ეს მათი დღის წესრიგია. შეტევა მიდის ფრონტალურად ეკლესიაზე, ადამიანის ცნობიერების შეცვლაზე, განათლებაზე, ოჯახზე, შობადობის ხელოვნურ რეგულირებაზე, მოსახლეობის შემცირებაზე და ა.შ.

ეკლესიას, განსაკუთრებით მართლმადიდებლურს, მტრულად უტევენ. უკიდურესად დაასუსტეს, დასავლეთი. იგი უკვე დექრისტიანიზებულია. ამაზე წერს პ. ბიუკენენი თავის წიგნში „დასვლეთის სიკვდილი“ და ზემოთ დასახელებული ავტორი ჯ. კოლემანი „300-თა კომიტეტში“. ხელუხლებელი ვერ დარჩა ვატიკანი, რომელიც კარგა ხანია იქცა მასონების თავშესაფრად. ეკლესიის 120 უმაღლესი საფეხურის მსახური იმავდროულად მასონთა ლოჟის წევრია. არავის ემორჩილება და ყოველგვარი კონტროლისაგან გვერდზე დგას ვატიკანის ბანკი, რომელიც ყოველდღიურად მლნ.დოლ ივსება. კარგა ხანს გაუგებარი იყო თუ ვისგან შემოდიოდა მწვანე ბანკნოტები. მერე გაირკვა, რომ მისი კლიენტები იყვნენ იტალის მაფიოზები და მსოფლიო ნარკობიზნესმენები. ბანკის შემოსავლებში რამდენიმე მლრდ. დოლ. იგულისხმება. არ დარჩენილა გაუგებარი ისიც, რომ შემოსული თანხებით სახელმწიფო გადატრიალებები ფინანსდება, აგრეთვე ტერაქტები და დივერსიები. 1978 წელს ვატიკანის ახალი პაპი იოანე პავლე პირველი შეეცადა გაერკვია ფინანსების წარმომავლობა კათოლიციზმის უმთავრეს სახლში, მაგრამ პაპობიდან 30-ე დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა[3]. მასონთა ამ პროგრამის ნაწილია შეტევა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაზე. არ თაკილობენ არანაირ უღირს საშუალებას: სასულიერო პირთა მოსყიდვებს, აგენტურას, სიყალბეების გავრცელებას, საპროტესტო გამოსვლებს, პატრიარქის შეურაცხყოფას, მოწამვლასაც კი. მაგრამ შედეგი ზღვაში წვეთია იმ დანახარჯებთან შედარებით, რასაც ისინი ეწევიან ეკლესიის წინააღმდეგ, ვინაიდან ქართული მართლმადიდებლობა ძლიერია და მრევლიც სწრაფად ემატება. 

მართლმადიდებლობა არ არის მხოლოდ ღმერთის არსებობაში თვითდარწმუნება, არც წმინდა წერილების დაზუთხვა და საეკლესიო კანონიკური ლიტერატურის რიტუალური პროცესუალობა. იგი ცხოვრების ღვთიური წესია, რომლის მიზანსწრაფულობას განაპირობებს თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის, პასუხისმგებლობისა და  თავისუფლების ურთიერთდამოკიდებულება და ურთიერთშემავსებლობა. მისი მამოძრავებელი ენერგიაა გადაცდომების (ცოდვების) ყოველდღიური შემეცნება და მის გამო მონანიების აუცილებლობა. ეს არის სვლაგეზი პიროვნული სრულყოფისაკენ, მსახურება და არა სამსახური, გაცემა და არა მომხვეჭელობა. აი, რის  გამო არის იგი გადაულახავი ბარიერი 300-თა კომიტეტისთვის. უფრო ვრცლად ცოტა ქვემოთ.

ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით მისი პოლიტიკური ელიტის აბსოლუტური უმრავლესობა,  ვერ გარკვეულა იმაში, რომ ამერიკის ხელისუფლება კომიტეტის მიერ წარდგენილ მასონურ ჯგუფებს უკავია და რაც ამერიკის პოლიტიკად ცხადდება, კომიტეტის პოლიტიკაა თვით ამერიკის წინააღმდეგ. ზემოთ აღნიშნულ ვიდეო მასალაში ნაჩვენებია, რომ აშშ პრეზიდენტს ჯერ კომიტეტი ირჩევს, მერე ამერიკელი ხალხი, რაც ევროპის წამყვანი ქვეყნების ხელმძღვანელთა არჩევნებზეც ვრცელდება. ამიტომ არის, რომ ნაცინალური ქვეყნების ხელისუფლება ისეთ პოლიტიკას ახორციელებს, რომელიც იმ ქვეყნისათვის დამღუპველია. ჯ. კოლემანი წერს,-ზიმბაბვეს ლიდერს ქვეყნის მაღალხარისხიანი ქრომის მადნის ასათვისებლად აშშ დიდი ფინანსური დახმარება აღმოუჩინეს და ზიმბაბვეს ყველა ნედლეულის მარაგი გიგანტური კონგლომერატის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა, რომელსაც ელისაბედ II დეიდაშვილი მართავს და რომელიც კომიტეტის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ზიმბაბვეს ლიდერი კომიტეტის მორჩილი გახდა, სამაგიეროდ  ხელი მოითბო და ქვეყნის გარეთ სამი სასტურო აიშენა. ამ დროს ზიმბაბვეში უმუშევრობა ოთხჯერ გაიზარდა და ქვეყანა ქაოსისა და ფაქტობრივი ბანკროტობის მდგომარეობაში აღმოჩნდა. გაძლიერდა დიქტატურა, გაიზარდა ავადმყოფობა, უმუშევრობა, მოშიმშილეთა რიცხვი. ცხადია, რომ ეს უცხოური დახმარება ზიმბაბვეზე და აფრიკის სხვა ქვეყნებზე კონტროლის მძლავრი საშუალებაა[4]. ამაზე იტყვიან: მულო შენ გითხარი, რძალო შენ გაიგონეო. უკვირდა ჩვენს ტელევიზიაში მოწვეულ სტუმარს, რომ თურმე კასპის ცემენტის ქარხანაში, რომელიც ჩინელებმა იყიდეს, მუშებიც იქედან ჩამოუყვანიათ, თანაც  პატიმრები, როგორც იაფი მუშახელი. რა უნდა გიკვირდეს! შენ ქვეყანას ვინ აგიშენებს, შენს ხალხს ვინ დააპურებს, შენს გარდა. აი, რას ნიშნავს, როცა პროფესიული ცოდნა არ გაგაჩნია, როცა შენი ქვეყნის სიყვარული არ გისწავლია. ზიმბამბეს ლიდერის ქმედება პირდაპირ სააკაშვილს გვახსენებს. ზოგს გიჟი ჰგონია, მაშინ როცა უკვე ზომბირებულია და რასაც ავალებენ, ის უნდა აკეთოს. გააკეთა კიდეც. რამდენიმე ხანი უკრაინის „სამსახურში“ იყო. 

300-თა კომიტეტი მაღალი ინტელექტუალების, მაფიოზების, ბანდიტების, სასტიკი, შეუბრალებელი ხალხის გუნდია. იტალიის პრემიერ-მინისტრი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი ალდო მორო მისი ქვეყნის  ინდუსტრიული აღორძინებისთვის იბრძოდა. ჰ. კისინჯერს გაუფრთხილებია თავი შეეკავებინა, ვინაიდან მისი ქმედებები იმ კომიტეტის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. არ გატყდა, მოკლეს. დღისით-მზისით გამოასალმეს სიცოცხლეს აშშ პრეზიდენტი რ. კენედი. ისიც კომიტეტის ინტერესებს შეეჯახა-კრიზისების მართვის წინადადება არ მიიღო. ჩემს მიერ ზემოთ დასახელებულ ვიდეო მასალაში არის ინტერვიუ, სადაც ყოფილი სპეცსამსახურის თანამშრომელი აცხადებს, რომ 2001 წლის აშშ 11 სექტემბრის ტრაგედია კომიტეტის შეკვეთა ყოფილა-კუვეიტზე შეტევის საბაბი რომ ჰქონოდათ. ამ მიზნით ერაყი გამოიყენეს, რომელიც მერე მიწასთან გაასწორეს, ხოლო მათთან დაახლობული პირი-ჩამოახრჩვეს, 12 ათასი ერაყელი ჯარისკაცი ცოცხლად დამარხეს. მიზანი: ნახეთ-ვინც არ ემორჩილება კომიტეტს, აუცილებლად მოკვდება. 

ჯ. კოლემანი სვამს კითხვას, რომელიც ჩვენც გვიჩნდება: როგორ ახერხებს 300-თა კომიტეტი მთელ მსოფლიოზე ზეგავლენას. როგორც ჩემთვის ხელმისაწვდომი მასალებიდან ირკვევა, კომიტეტს ჰყავს უმაღლესი ინტელექტუალური ელიტა, უმდიდრესი ადამიანები, აქვს სასტიკი რეჟიმი; უმკაცრესად იცავენ საიდუმლოებებს, უმაღლესი პატივით ეპყრობიან განათლებასა და მეცნიერებას; მათთვის ფული მხოლოდ ძალაუფლებაა, როცა იგი დანარჩენისთვის მიზანი გახდა. 

რანაირი სასტიკიც არ უნდა იყოს სახელმწიფო თუ კლანური წესრიგი, შედეგს ვერ მოიტანს თუკი მას ინტერესთა ერთიანობის მასობრივი სოციალური მხარდაჭერა არ ექნება. სხვა საკითხია რამდენად კეთილი და ბოროტი განზრახულობაა მიზანი, რომელიც ფართო მასების ორგანიზებისთვის არის კონსტრუირებული. იყო დრო, როცა სწორად მიაჩნდათ, რომ ხალხის მოტყვილება შეუძლებელია. ამის  საწინააღმდეგოდ ახლა უახლესი ისტორიიდან ფაშისტური გერმანიის გახსენებაც საკმარისია. არის კიდევ უფრო  ადვილი გარკვეულობა. სადაც  არის კეთილი, იქვეა არის ბოროტიც. სინათლეს სიბნელე ახლავს, სითბოს-სიცივე, მეცნიერებას-ანტიმეცნიერება თუ ფსევდო მეცნიერება. ძნელი არ არის შეუცვალო რწმენა, შეხედულება ადამიანს, გადაავიწყო წარსული, აქციო კულტების მონად, თუკი ბოროტი ზნეობის უმაღლესი აზროვნების ელიტას გამოიყენებ. ასეთები საკმაოდ ბევრია. ჩვენ რამდენიმეზე შეჩერდეთ. დავიწყოთ „რომის კლუბით“. 

კომიტეტის ავტორის აზრით „რომის კლუბმა“ დაამუშავა და გაავრცელა „პოსტინდუსტრიული იდეები“ აშშ, შექმნა ისეთი მოძრაობები, როგორიცაა ნარკოტიკებზე მისწრაფება, როკი, ჰედონიზმი, სექსი, სატანიზმი, ჯადოქრობა და „მწვანეთა მოძრაობა“. 

ჯ. კოლემანი მიიჩნევს, რომ „რომის კლუბი“ ყველა საქმეში ერევა, რომელიც გლობალურ პროექტებს, ტექნოლოგიურ და სამრეწველო პროგრამებს ეხება. მისი ინტერესების სფეროშია კრიზისების მართვა და გლობალური დაგეგვა, ნაციონალური სახელმწიფოების გაქრობა, ვინაიდან ისინი ჯანსაღ სხეულზე სიმსივნედ აღიქმება მათი მხრიდან. აცხადებენ, რომ რესურსები საკმარისი არ არის დღევანდელი რაოდენობის მსოფლიო მოსახლებისთვის, ამიტომ „ზედმეტი“ ნაწილი უნდა განადგურდეს ხელოვნურად შიმშილით, ვაქცინაციით, ომებით, მოწამლული პროდუქტებით და მედიკამენტებით და ბინძური ეკოლოგიური მოქმედებით. 

ზემოთმოტანილი მასალები დააფიქრებს ყველას და გაუჩნდება კითხვა, ვისაც ადამიანის სიყვარული აქვს. რატომ არ გაიმეტებს გაჭირვებულთათვის თითებზე ჩამოთვლილი მილიარდერეთა უმცირესობა თავისი სიმდიდრიდან ერთეულ პროცენტებს, რომ მილიონობით სიცოცხლე იხსნას სიკვდილისაგან? აფრიკა ხომ სიცოცხლე სიკვდილის ზღვარზეა, განსაკუთრებით საჰარის სამხრეთით მდებარე სახელმწიფოები...ალბათ სიცილის მომგვრელია ჩემი კითხვა, ვინაიდან მშიერი უმრავლესობა მილიარდერი უმცირესობითვის შემოსავლის წყარო და არსებობის ენერგიაა. არ არის კომიტეტის აზროვნებაში შეცოდება და ჰუმანიზმი. ახლა ვხვდები თუ რატომ შეიძულეს და უმრავლესობასაც დააჯერეს, რომ სტალინური სოციალიზმი ბოროტება იყო და ყველაფერი სოციალისტური ტირანიაა. ქართველმა ხალხმა საკუთარ ტყავზე გამოსცადა კაპიტალიზმი, ველური სოციალიზმი, ლიბერალიზმი და ნეოლიბერალიზმი  და ახლა თავს ქვეყნიდან გაქცევით შველის და ის კი არ იცის, რომ სიცოცხლე ხელიდან ეცლება. უბედურებაა, როცა ქვეყანას ცოდნა არ სჭირდება, როცა მისი პოლიტიკური ელიტა ცვედანი და სხვა ქვეყნის ხელქვეითია, როცა ენა ლაპარაკობს ჭკუის გარეშე. ჩართულია და ბრუნავს გამოტვინების კარუსელი.  თუ ცხოვრების პრინციპები შეგეშალაგზას აცდენილხარგზასაცდენილი სახლში ძალიან გვიან ან საერთოდ ვერ დაბრუნდებაროცა შენი სახლი შეგზარდება თუ შეგაზარებენ და ევროპული სახლისკენ გაგექცევა თვალივერც იმ ვირტუალურ სახლში იპოვი ადგილს და ვერც მამაპაპისეულ სახლში დაბრუნდები-იქ უკვე სხვისი კერია იქნება ანთებული.

სიყვარულისინდისი და სირცხვილი ზნეობრივი ცხოვრების პარტერის წინა რიგიდან ქანდარაზე გადასვესვაითუ იქედან გარეთ გაგდებას უპირებენჩვენ შევძლებთ დავიტიოთ ისინი?

ჯ. კოლემანი დასახელებულ შრომაში გვაწვდის 300-თა კომიტეტის მიერ კონტროლირებადი ოფიციალური ორგანიზაციების არასრულ ჩამონათვალს და იქვე მოუთითებს თითოეული მათგანის მიზანს. ჩვენ რამდენიმე მათანზე  შევჩერდეთ. „ინდუსტრიული დემოკრატიის ლიგა“. მიზანი: მუშებსა და მეწარმეებს შორის ნორმალური შრომითი ურთიერთობების მოშლა და გაუარესება პროფკავშირის წევრებისა და მათი ლიდერების ტვინების გამორეცხვის გზით, რათა მათ წამოაყენონ მხოლოდ ყოვლად შეუსრულებელი მოთხოვნები. 

„თავისუფლების სახლი“. მიზანი: სოციალისტური დეზინფორმაციის გავრცელება ამერიკელ მუშებში, უთანხმოებისა და უკმაყოფილების ატმოსფეროს შექმნა. 

„კომიტეტი დემოკრატიული უმცირესობისთვის“. მიზანი: განათლებულ სოციალისტურ კლასსა და უმცირესობათა შორის სოლიდარული სარჩევნო ბლოკის შექმნა, კავშირების დამყარება, რომლის მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს მემარცხენე კანდიდატების არჩევნებში.

„საგარეო პოლიტიკის კვლევითი ცენტრი“. მიზანი: NASA კოსმოსური პროგრამების ჩაშლა და სრული დაკონსერვება.

„აშშ სოციალ-დემოკრატები“. მიზანი: რადიკალური სოციალიზმის გავრცელება, განსაკუთრებით უმცირესობაში; კავშირების განმტკიცება სოციალისტური ქვეყნების მსგავს ორგანიზაციებთან. 

„სოციალური ურთიერთობების ინსტიტუტი“. მიზანი: აზროვნების შეცვლა ამერიკაში.

„მოქალაქეთა ლიგა“. მიზანი: „ზოგადი“ სამართლებრივი დავის აღძვრა სხვადასხვა სამთავრობო აგენტებს შორის, განსაკუთრებით თავდაცვისა და თავდაცვითი მრეწველობის სფეროებში. 

„ჰარვადის ფსიქოლოგიური კლინიკა“. მიზანი: საზოგადოებაში ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც 300-თა კომიტეტს საშუალებას მისცემს აშშ-ი ჰქონდეს შეუზღუდავი ხელისუფლება. 

300-თა კომიტეტის მიერ კონტროლირებადი ოფიციალური ორგანიზაციების დასახელება და მიზნები გვიჩვენებს იმას, რომ ორგანიზაციების სახელწოდებები მკითხველის ყურადღებას იპყრობს პრობლემატურობით, მაშინ როცა თითოეული მათგანის შინაარსი საზოგადოების ცხოვრების წესის გაუარესებას და ტვინების გამორეცხვას ისახავს მიზნად. გაჩნდნენ კლასების ახალი ფორმები- მსოფლიო მთავრობა და დანარჩენი მოსახლეობა, როცა მეორე არ ებრძვის პირველს, ვინაიდან ტვინგამორეცხილია, უხმოდ მორჩილი მონაა, ხოლო პირველი მეორეს შიმშილით სულს ხდის, კლავს, წამლავს, ატუსაღებს, ასულელებს, ექსპერიმენტად იყენებს. მის მიმართ არანაირი თანაგრძნობა და სიბრალული არ გააჩნია. ჯ. კოლემანი მას მტერს უწოდებს. “300-თა კომიტეტი აშშ აღმოსავლეთ სანაპიროს მისი ლიბერალური ისტებლიშმენტის „არისტოკრატიით“, სადაზღვევო კომპანიებით, გიგანტური კორპორაციებით, ფონდებით, საკომუნიკაციო კავშირებით, სათავეში შეთქმულთა იერარქიით-აი, ვინ არის მტერი“[5]. იგი შემოსულია ჩვენი ქვეყნების სახელისუფლო სტრუტურებში და ნებსითა და უნებლიედ ოფიციალური ნაციონალური ხელისუფლება საკუთარი ხალხის დაუნდობელი მტერია. შენს ქვეყანას შენივე ხელით ახრჩობ და მასობრივ სიკვდილს უქმნი. რაღაც საოცარი კურიოზია-მამულის სამსახურის უმაღლეს საფეხურზე დგახარ და მსოფლიო უხილავ მთავრობას თვალებში მიჩერებიხარ და ნაბიჯი ვერ გადაგიდგამს შენს ჭკუაზე. თავისუფლების ორი არჩევანია: ან უნდა გადადგე, ან უნდა ამხილო ყველა და შენი თავიც. პირველ შემთხვევაში მინიმუმ ქონებას დაკარგავ, მეორე შემთხვევაში-სიცოცხლეს. თუმცა ასეთი არჩევანი მხოლოდ თავისუფალ პიროვნებას შეუძლია. ფულზე დახარბებული და სახელისუფლო სკამზე სხვისი ხელით წამომჯდარი ვერასდროს თავისუფალი ვერ იქნება, მით უფრო უარესი თუკი ლუციფერი უკვე მისი ღმერთია. არის კიდეც! ისე არიან თავჩარგული სლაფავში, რომ აღარც ქვეყნის საზღვრები ახსოვთ, აღარც მტერი და მოყვარე, აღარც მშივრები და გაჭირვებულები; ვერც იმას ხედავენ რომ მტერი ყოველი მხრიდან გვიტევს და არსებობის უკანასკნელ დღეებს გვითვლიან. არ გვყავს ჩვენ მონათესავე ერი. მეზობელი ერი მეგობრებში გვერევა. უკვე აილესეს კბილები და სწრაფად თუ არ გამოვხიზლდით, ნაჭრებად გაგვინაწილებენ. აშშ საქართველოს არ/ან ვერ დაიცავენ, ვინაიდან გაუფრთხილდებიან სხვებთან დაპირისპირებას. რუსეთი ერთადერთი მართლმადიდებლური ქვეყანაა, მართალია, მფარველი ანგელოზი და ჩვენზე ჯვარდაწერილი არც ის არის. მაგრამ, როგორც  ქართველმა გენიოსმა ბრძანა-ნაკლები ბოროტებაა მასზე აქცენტის გადატანა. არის რუსეთსა და საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობების აუცილებლობა. ნუთუ არაფერს გვეუბნება ის, რომ რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს და ბევრს ძალიან მაღალი თანამდებობა უჭირავს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ქართველებმა ბევრჯერ ითამაშეს გადამწყვეტი როლი რუსეთის იმპერიის გაძლიერებაში, რუსი ხალხის, როგორც ერის, გადარჩენაში. ეს რუსეთის ინტელიგენციამ ძალიან კარგად იცის. შარშანდელ ვიდეომასალაში არის ისრაელის პუბლიცისტის და ანალიტიკოსის ი. კედმის გამოსვლა ტელესტუდიაში, სადაც ადგილობრივი აუდიტორიის მქუხარე ტაში დაიმსახურა და ლაპარაკის სურვილი დაუკარგა გადაცემაში მონაწილე რუს ექსპერტებს და უგუნური უწოდა რუსეთს, რომელსაც ვერ დაუფასებია ის, რომ მათი სიცოცხლე უშუალოდ იხსნა მხოლოდ სტალინმა. იქვე დაამატა: მერე რა რომ ქართველი იყო, რუსეთი უყვარდაო. საქართველოსაც სჭირდება რუსეთი, როგორც ერთმორწმუნე ერი, როგორც მისი უდიდესი შესაძლებლობების რეალიზაციის ასპარეზი. ცუდია, როცა უტვინო პოლიტიკანების ახირებები და ამოჩემება ხალხს გადაედება. 

ზემოთ რომ გამოტვინება ვთქვი, შეგნებით დავწერე, ემოციას არ ავყოლილვარ. გამოტვინებაა, აბა რა უნდა დაარქვა იმას, როცა ხელისუფლება და მისი წამხედვარე ოპოზიციონერი თუ პოლიტიკანი ენას ვერ იბრუნებს ნატოს, დასავლური ლიბერალობის, ევროვიზების, თავისუფალი მიმოსვლის, დემოკრატიის ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების გარეშე, როცა შენი ქვეყნის მომავალს დასავლეთ სამყაროს უკავშირებ, როცა იმ დასავლეთს შენს ქვეყანაზე უჭირავს თვალი...ბავშვს რომ დაბადებიდან ყურები ეხედნება დასავლეთის სტანდარტზე, დასავლური ცხოვრების ბედნიერებაზე, რომ ქართველები ევროპელები ვართ; იგი ქართველად ვერ გაიზრდება. ერთი სული აქვს/ექნება როდის დაამთავრებს საშუალო სკოლას, ისწავლის კომპიუტერს და ინგლისურს და მერე ფრიი ევროპაში. უკან არასდროს მობრუნდება. ნუთუ დაგვავიწყდა სამშობლო, არ გვიყვარს ადგილის დედა, თუ საერთოდ დავკარგეთ დედა. 

ბევრი რამ იქედან, რაც თავის პროგრამაში აქვს 300-თა კომიტეტს უკვე სრულდება. ჯ. კოლემანს მოაქვს მაგალითები აშშ ცხოვრებიდან, რომელიც უკვე ჩვენი ცხოვრების სინამდვილეა. კომიტეტმა, წერს ავტორი, დააქცია აშშ ფოლადსამსხმელო წარმოება, დაასუსტა საავტომობილი მრეწველობა და მიაღწია ბინათმშენებლობის სამინისტროს გაუქმებას. ხელისუფლების ზედა ფენებში მოკალათდნენ კომიტეტის წარმომადგენლები და ახერხებენ ისეთი კანონების მიღებას და  პრაქტიკულ მოქმედებას, რომელიც ქვეყნისთვის დამღუპველია. იგულისხმება ნარკოტიკების ლეგალიზაცია, აღვირახსნილობა, ცხოვრების წესების გადაგვარება, სექსის თავისუფლება, მასმედიის მონოპოლიზაცია, შობადობის შემცირება, აბორტების გახშირება, მასმედიის გამოყენება ტვინების გამოსარეცხად, ქრისტიანული რელიგიის დასუსტება და რელიგიური უმცირესობებისადმი განსაკუთრებული პირობების შექმნა, ომების სერიალები ნაციონალურ ქვეყნებთან და უდანაშაულო ხალხის გაწყვეტა, საზოგადოებაში მტრის ხატის შექმნა, უნდობლობისა და ურწმუნობის ატმოსფერის დამკვიდრება და ა.შ. თუ ყოველივე ამას საქართველოს მიუსადაგებთ, გამოვა რომ 2000 წლიდან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ჯ. კოლემანის ამერიკული ცხოვრების უარესი ანალოგებია, ვინაიდან იგი ჩვენში უფრო სწრაფად და ხისტად მიმდინარეობს. ჩვენი ხელისუფლებაც კომიტეტის აგენტების მორჩილი პერსონებია და საკუთარ ხალხს დღითიდღე ლუკმას აცლიან,, უკმაყოფილო ხალხი ყველაფერში ამერიკელ ხალხს სდებს ბრალს, როგორც ამერიკელები თავიანთ მთავრობებს, მაგრამ ჩვენც ისეთი დაჩმორებული ვართ, როგორც ამერიკელი ხალხი ხმაგაკმედილი. მარიხუანს ლეგალიზაცია აქაც იმ პროცესებით მიდის, როგორც აშშ ჩატარდა. გარყვენილების პროპაგანდა, უსირცხვილობა, ბორდელიზაციაც ამერიკაში გასინჯული ვარიანტია, რომელიც ჩვენთან სწრაფად გავრცელდა. ქართული მასმედია მის ამერიკულ სეხნიაზე უარესია და თავგასული. ქვეყანა მისთვის თავაშვებულებაა, ხოლო მასობრივი უმუშევრობა-ნორმა. საქართველო მსოფლიო კორპორაციების პოლიგონია და ნინიას ბაღი. გაკვირვებას არ უნდა იწვედეს ის, რომ ჩვენში არ ვითარდება მრეწველობა, სოფლის მეურნეობა. ბინათმშენებლობა კერძო პირების ნებაზეა მიშვებული ისევე, როგორც ფარმაცევტული წარმოება და ინფრასტრუქტურა. კვების პროდუქტების ეკოლოგიური სისუფთავეს არავინ ამოწმებს. პროტექციონიზმი არ არსებობს და ისედაც მცირე ეროვნული წარმოება წელში ვერ გაიმართა, პირიქით, ბევრი ინოვაციური წამოწყება სულ მოკლე ხანში დაიძირა, მოსახლეობაში დამკვიდრდა აპათია და ნიჰილიზმი, აჭრელდა ქვეყანა რელიგიური კონფესიებით, ვისაც რა უნდა, იმას აშენებს. ვისაც სად მოეწონება, იქ სახლდება, მაშინ როცა ოთხასი წლის წინათ ფუძიდან იძულებით აყრილი ფერეიდნელი ქართველისთვის ისტორიულ სამშობლოში ადგილი ვერ მოინახა. 

პარალელები ჯ. კოლემანის წიგნში და საერთოდ „ვინ მართავს მსოფლიოს“ ლიტერატურაში მოტანილ ფაქტებთან საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ საქართველო მთლიანად მოქცეულია 300-თა კომიტეტის გავლენის სფეროში და მცირე ეროვნული ქვეყნის დეგრადაციისა და მისი გადაშენების ექსპერიმენტს წარმოადგენს, რომლის წინააღმდეგ არანაირი ბრძოლა არ მიმდინარეობს. მხოლოდ რამდენიმე ადამიანს თუ აქვს გასიგრძეგანებული უბედურება, რომელიც შავი ღრუბელივით თავზე გვადგას და მზეს გვიბნელებს. ამ უბედურების წინააღმდეგ ქართული ეკლესია დგას. მომაწოდეს ინფორმაცია, რომ სატრიარქოში დაძაბულობაა, მკაცრი დაპირისპირებაა. მოულოდნელი საპირისპირო მდგომარეობა იქნებოდა, ვინაიდან 300-თა კომიტეტი მართლმადიდებლობას და ქრისტიანობას საერთოდ გადაშენებით ემუქრება და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. არც ფულს ზოგავს და არც იარაღს მის წინააღმდეგ. მართლმორწმუნეობამ უნდა გაიმარჯვოს, ვინაიდან იგი მოუსყიდავია. არსებობს აგრეთვე ჯანსაღი აზრი. საკმარისია პატრიარქის უღირსი შემცვლელის აღზევება-მრავალრიცხვოვანი მრევლი გაიფანტება. ეკლესია ძალასა და  ავტორიტეტს ერთად დაკარგავს. ამის შეგნებამ უნდა გაუნათოს გზა მერყევ ელემენტებს. მაგრამ ქართულ ეკლესიას აქვს რთული პრობლემები. არ ეკადრება ღვთის მსახურს ფუფუნებისაკენ მიდრეკილება. მარტო შავი ჯიპები არ მაქვს მხედველობაში. თუ ჩვენს ირგვლივ მიმოვიხედავთ, ადვილად შევამჩნევთ ფეშენებელურ სახლებს. თუ იმ სახლში შესვლა მოგიწევთ, ნახავთ სამოთხეს, რომელიც მღვდელს საიქიოდან სახლში ჩამოუტანია და დაუმწყვდევია. გვერდით მყოფი მშიერი მეზობლისაც არ ერიდება. ზოგჯერ მათი ვერცხლისმოყვარეობა კურიოზებს აღწევს. სოფელში მეზობელი მღვდელი საქორწილო სუფრასთან იმიტომ არ მოვიდა, რომ ნეფესა და დედოფალს ჯვარი ქალაქის ეკლესიაში დაუწერიათ. არაფრად ჩააგდო მღვდელმა ის ფაქტი, რომ წყვილი ქალაქის მაცხოვრებელია და როგორც წესი, ჯვარიც იქ დაიწერეს. ეს გამონაკლისი როდია. ასეთი და უფრო გროტესკული შემთხვევები ბევრია. ამიტომ სრულიად სამართლიანია და დროულია საკმაოდ ბევრის შენიშვნები რუის-ურბნისის მსგავსი კრების აუცილებლობაზე. ასე თუ გაგრძელდა ქართული ეკლესია დაკარგავს იმ უზარმაზარ ავტორიტეტს, რომელიც ახლა გააჩნია. 

მსოფლიოში მოდად ქცეულ სიმდიდრისაკენ მისწრაფებას უნდა დაუპირისპირდეს უბრალოება და ზომიერება, ურთიერთსიყვარული და პატივისცემა. საქართველოს მომავალი მხოლოდ ამ გზით მოიპოვება. სიხარბეს, მომხვეჭელობას, ვერცხლისმოყვარეობას ქვეყანა დაღუპვისაკენ მიყავს. ეტყობა ხალხს გაუმაძღრობა, შური, ბოროტება, დეგრადირება და გადაგვარება, ჰედონიზმი და ეგოიზმი. ხსნა ისევ ღმერთის სიყვარულსა და რწმენაშია. ამ აზრს ბევრი მკლევარი ხშირად იმეორებს თავის შრომებში. ბოლო ხანებში გახშირდა კიდეც ეკონომიკურ ლიტერატურაში ზომიერების ფენომენის დამკვიდრების, როგორც სიხარბის შემაკავებელი მექანიზმის აუცილებლობა. ვინაიდან ყოველგვარ საზღვარს სცილდება და აპოკალიფსურ მასშტაბებს აღწევს ერთი მუჭა მდიდრების სიძულვილი უბრალო ადამიანებისადმი. „ფულის სამყარო რაღაც ლოგიკურ საზღვრებში აფუძნებს ახალ უნივერსალობას-უნიფიცირებულ ანონიმურ ხელისუფლებას ატომიზირებულ და მისტიფიცირებულ მასაზე, რომელიც წარმოადგენს არა ცოცხალ საზოგადოებას, არამედ რეესტრს, კატალოგს ე.ი. გროტესკულ სამყაროს.

ამ სამყაროში ცხოვრება განისაზღვრება ფორმულით: რა გაიყიდა, რა კოტირდება ბაზარზე, ვის რამდენი კაპიტალი აქვს. გადახდისუუნარო არ არის ადამიანი, ხოლო ყოფა განისაზღვრება კრედიტის უფლებით“[6]. აი, სადამდე მიდის გამდიდრებული კაცის ცინიზმი. ასეთები თავს იმით იწონებენ, რომ შეუძლიათ დალიონ კონიაკი, რომელიც 3000 დოლარი ღირს, საუზმეში გადაიხადონ 12 000 დოლარი, გამოიწვიონ ომები, ჩაატარონ ექსპერიმენტები ადამიანებზე და ა.შ. შორს წასვლა არ მოგვიწევს. ჩვენი პარლამენტარი გუგული მაღრაძის გახსენებაც საკმარია. პენსია 180 ლარი საკმარის საცხოვრებელ მინიმუმად მიაჩნია. თავის რამდენიმე ათასლარიან ხელფასს იმით ამართლებს, რომ დაიმსახურა. მეტი კურიოზი, ალბათ, იშვიათია-ქვეყანა იქცეოდეს და მთავრობა ხელფასებს იზრდიდეს. 

გალიიდან გაქცევა ჯერ კიდე არ ნიშნავს თავისუფლებას, მითუმეტეს თუკი უფრო კომფორტული გალიისაკენ გიჭირავს თვალი.  აკი მიჩვეული იყავი ვოლიერში ცხოვრებას. თავისუფლება ახალი გარემოს შემეცნებაა, შენი მოქმედების განსაზღვრულობაა. ამის გასაგებად დრო არის საჭირო. მართალი იყვნენ ღვთისმსახურნი, რომლებიც იმ საუკუნის 90-იანი წლების ხელისუფლების წევრებს სიდინჯისაკენ მოუწოდებდენ. მოვლენებს თავისი დაბადების დრო აქვს, მით უფრო, როცა სამყარო მღვრიე და ამტუტებულია. ეს გარედან მოყურადეს სტიქიაა, ამ მომენტს ელოდება ხელი რომ ჩაგავლოს უსინდისო თამროსავით გზააბნეულს თავის დახრჩობა რომ გადაგიწყვეტია, და მერე რესტორნებში სუფრიდან სუფრაზე ყირაზე გადადიხარ და სასტუმროებში გორაობ ფულიან კაცებთან. 

ფულზე შეყვარება ავადმყოფობაა. აქედან ღვთის სიყვარულისაკენ კაცის მობრუნება იშვიათი შემთხვევაა. მისი არჩევანი უკვე ლუციფერია, რაც იმავე დროს მისი ცხოვრების წესია. საქართველოს აქამდელი და ახლანდელი ხელისუფლება ასეთი წესებით ცხოვრობს. ბედის სასწორის პინებზე დევს  სამშობლოს სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემა. მთელის ნაწილებად დაშლა მისი დაპყრობის მიზნით აზროვნების სისუსტეა, ვინაიდან ნაწილებიდან არ იქმნის მთელი. მოსახლეობას დღემდე სჯერა რაღაცა მეტის, ვიდრე ის არის, რაც არის ღმერთის. ნუთუ ყველაფერი ქაღალდის ცეცხლივით აბრიალდება. სადღაა ნაღვერდალი ან ნაცარი. ფერფლიდან სფინქსი ისევ აფრინდება? წმინდა ბერი გაბრიელის წინასწარმეტყველება აღვიძებს რწმენას და იმედებს.


[1] Колеман Дж. Комитет 300. Москва, 2007.

[2] იქვე, გვ. 98

[3] Кто правит миром. Youtube. 17.02. 17.

[4] Колеман Дж. Комитет 300. с 9.

[5] იქვე, გვ.46

[6] Поликарпов В.С., Поликарпова Е.В. Кого пустят в клуб для избранных. с. 6. Алгоритм. с. 240

скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / გამოქვეყნებული ცისკარა ფაჩულია -  ნაწყვეტი წიგნიდან:  ,,ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პრობლემები და კონფლიქტის მოგვარების  პერსპექტივები“ ცისკარა ფაჩულია - ნაწყვეტი წიგნიდან: ,,ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პრობლემები და კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები“ ჟურნალი / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული ფარსმან ფორჩხიძე   -  სოლომონ მეორის პერსონაჟისათვის ფარსმან ფორჩხიძე - სოლომონ მეორის პერსონაჟისათვის ჟურნალი / სტატიები / ისტორია / მეცნიერება / გამოქვეყნებული ირაკლი გოგაბერიშვილი  -   ფეხბურთის ისტორიის მიმოხილვა ირაკლი გოგაბერიშვილი - ფეხბურთის ისტორიის მიმოხილვა ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / სპორტი / გამოქვეყნებული იზოლდა რუსაძე - მხატვრული ნარკვევი იზოლდა რუსაძე - მხატვრული ნარკვევი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge