გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის


ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის


გამოჩენილი იტალიელი პოლიტიკური მოაზროვნისა და ფილოსოფოსის, ნიკოლო მაკიაველის (1469 -1527) პოლიტიკური შეხედულებების გაგებისათვის, საშური საქმეა  მის ნააზრევთან ერთად კიდევ ერთხელ, მოკლედ მიმოვიხილოთ  ის ისტორიული  პერიოდი, რომელშიც ავტორს მოუხდა მოღვაწეობა. XV-XVI საუკუნეების იტალია დაყოფილი იყო მრავალრიცხოვან სამეფო სამთავროებად რომელთა  შორისაც  ადგილი ჰქონდა გამუდმებულ ქიშპსა და ბრძოლას. ერთიანი სახელმწიფოებრიობის არ არსებობის გამო  პრობლემას წარმოადგენდა გარეშე მტერთა თავდასხმებიც. იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის მუდმივი სამხედრო ინტერვენციები მთლიანად ანადგურებდა ქვეყნის სოციალურ-ეკომონიკურ ყოფას. ამ მოვლენების ფონზე, მაკიაველისთვის  მით უფრო მტკივნეული ხდება  იმის გაცნობიერება, რომ ქრისტიანული რელიგია, რომელიც მისი წარმოდგენებით სახელმწიფოს  განმტკიცების ერთ-ერთი ძირითადი გარანტორი უნდა ყოფილიყო – პაპების პირადი ამბიციებისა და მატერიალური მისწრაფებების შედეგად, იტალიის ეროვნული ტრაგედიის ძირითად მიზეზად იქცა. ამასთან  ერთად მაკიაველი სინანულით დასძენს, რომ არც მორალი, არც კანონთა უზენაესობა და არც სამხედრო ძლიერება არ შეესაბამება მის პოლიტიკურ კრედოს. სწორედ ასეთ პერიოდში გამოდის იგი სამოღვაწეო ასპარეზზე.
მაკიაველის, როგორც პოლიტიკის  თეორეტიკოსის  დამსახურება უპირველს ყოვლისა კი ისაა, რომ მან პოლიტიკური მეცნიერება თეოლოგიური და მეთაფიზიკური სიბრტყიდან – არსებულის, ყოფიერისკენ შემოაბრუნა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პლატონიდან მომდინარე ტრადიციის საპირისპიროდ  მაკიაველი იკვლევდა არა იმას, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო ან მასში მცხოვრები ადამიანის ბუნება, ეთიკა და ზნე-ჩვეულებანი,  არამედ იმას თუ როგორია ეს ყველაფერი  რეალობაში - აქ და ახლა. ამ მხრივ მაკიაველი გვევლინება როგორც ბრწყინვალე სოციოლოგი, რომელიც კარგად იცნობს ხალხთა კოლექტიურ ინტერესებსა და მათი ურთერთდაპირისპირების  ჩვეულ მუდმივობას. მას  მიაჩნია, რომ ასეთი დაპირისპირების არენაა მთელი სოციალური ისტორია, რომელშიც კაციობრიობის გაჩენის დღიდან გრძელდება  მდიდრებისა და ღარიბების, კეთილშობილთა და პლებეების, დიდებულებისა და ხალხის, მთავრობისა და მასების დაპირისპირება. სჩანს,რომ ეს არის ორ საპირისპირო პოლუსზე მოთავსებულ სოციალურ ჯგუფთა ბრძოლა – ერთის მხრივ ქონების, პრესტიჟის, მაღალი საზოგადოებრივი სტატუსის, ძალაუფლების მქონეთა ბრძოლა მათ შესანარჩუნებლად.  მეორეს მხრივ კი ყოველივე ამას  მოკლებულთა ბრძოლა – „მქონებელთა’’ წინააღმდეგ. მაკიაველის აზრით, ადამიანს ახასიათებს თანამდებობისადმი მისწრაფება. მაკიაველის თეორიის თანახმად,  ადამიანს ადამიანური პრობლემების გადასაწყვეტად  არ სჭირდება ზეადამიანური ძალები, რომ ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს თავისი პრობლემები ღვთაებრივის ნაცვლად ადამიანებზე ორიენტირება მისი მსოფლმხედველობრივი ორიენტაციის  ერთ-ერთი ნიშანია, რომელიც მაკიაველის წარმოაჩენს რენესანსის ეპოქის მოაზროვნედ წარმოაჩენს. ადამიანის ბუნების შსახებ საუბრისას, მაკიაველი დეტალურად აღწერს მათში  არსებულ ვნებებსა და ბიწიერებებს, მისი თქმით : „ადამიანების ყოველთვის უკმაყოფილონი, მხდალები, ცრუები და ცბიერები არიან ერთმანეთის მიმართ, ყოვლთვის გამოხატავენ უკმაყოფილებას აწყმყოთი  და აიდიალებენ წარსულს.“  
ამდენად მაკიაველი, როგორც ობიექტური მსაჯული – პირდაპირ ამხელს ადამიანთათვის დამახიასათებელ ნაკლოვანებებს: შურს, ორპირობას, პირადი კეთილდღეობისათვის – ღირსების დაკარგვას, მიმტაცებლობას და ბიწიერების სხვადასხვა ფორმებს. გარდა ამისა მაკიაველის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დამსახურებაა პოლიტიკური ეთიკის, (და არა ინდივიდუალური ეთიკის) როგორც პოლიტიკურ მეცნიერებათა ახალი მიმდინაროების დაფუძნება. მაკიაველი პოლიტიკური ეთიკიდან გამომდინარე,  ინდივიდის ქცევას აფსებს პოლიტიკური შედეგებიდან გამომდინარე. მაშასადამე თუ პოლიტიკური მიზნები  დიდ  საზოგადო სიკეთეს ემსახურება, მისი მიღწევის პროცესში ნებისმიერ ქმედება (შანტაჟი, მკვლელობა, ქონების მიტაცება) ხდება სრულიად გამართლებული მოვლენა. მაკიაველისთვის პოლიტიკური მმართველობის  იდეალურ ანალოგს წარმოადგენს  ძველი რომაული სამყარო.  კლასიკური წარმოდგენები პოლიტიკური ღირსების  როგორც ადამიანთა სოციალური და პოლიტიკური აქტივობის განმსაზღვრელი ერთ–ერთი ძირითადი ფენომენის შესახებ. მისი პოლიტიკური შეხედულებები გადმოცემულია უმთავრესად ორ ნაშრომში – "მთავარში“, რომელიც ძირითადად  ერთი პირის ხელში (არ აქვს მნიშვნელობა ტიტულს) კონცენტრირებული ძალაუფლების განხორციელების სახელმძღვანელო ტრაქტატია. მეორე ეს გახლავთ "მსჯელობები ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის შესახებ“  სადაც  ანტიკური რომის მაგალითზე განიხილება მმართველობითი სისტემის რესპუბლიკური მოდელი და მისთვის  დამახასიათებელი თავისებურებები.
მაკიაველი, მისი პრაქტიკული მოღვაწეობიდან გამომდინარე ღრმად იყო ჩახედული:  სახელმწიფოს ორგანიზაციული მოწყობის, სოციალურ-პოლიტიკური ვითარების, დიპლომატიის, ხელისუფლების ორგანოების მუშაობის პრინციპისა და მთლიანად მმართველობით პროცესებში.  ეპოქის ქარტეხილების უშუალო შემსწრე და   რეალობის სწორად შემფასებელი  მაკიაველი, კარგად აანალიზებდა ვითარებათა სირთულეს და უდიდესი ანალიტიკური უნარებით აღჭურვილს, ჰქონდა კონკრეტული კონცეფციები და გეგმები, როგორც სამხედრო ძალის გაუმჯობესების, ისე მთავრისთვის საჭირო სხვა პრაქტიკული ამოცანების ეფექტიანად
მაკიაველის სურს, რომ იტალია იყოს გაერთიანებული, ძლიერი და თავისუფალი. და თითქოს სწორედ ეს პატრიოტული მისწრაფებები და გრძნობები ხდება ავტორისთვის გონებრივი და ფიზიკურ აქტივობითვისს მთავარი იმპულსის მიმცემი. მისი აზრით, ისტორიულ მოვლენათა ზუსტი ანალიზის შედეგად შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა თუ რა ბედი ელის ზოგადად სახელმწიოფს და ამ შემთხვევაში მის ფლორენციას - სამომავლოდ.
მაკიაველი ემხრობა სახელმწიფოს ცენრტალიზებულ მმართველობას და  გამოდის მათ წინააღმდეგ,   ვინც  ვიწრო მერკანტილური ინტერესებით, პირადი ამბიციებითა და სხვა ქვენა გრძნობებით  ასუსტებს სახელმწიფოს ძლიერებას. მაკიაველი იდეალი იმ ტიპის საერო ნაციონალური სახელმწიფოს შექმნაა, რომელიც თავისუფალი იქნება ეკლესიის ზეგავლენის
თავისებური მოსაზრება გააჩნია მაკიაველის ეკლესიის შესახებაც. მისი აზრით, ეკლესიას და რელიგიას მხოლოდ და მხოლოდ ის დანიშნულება აქვს, რომ ხელი შეუწყოს სახელმწიფოს ძლიერებას.
სახელმწიფოს ფორმების საითხში მაკიაველი რესპუბლიკის მომხრეა. მისი აზრით, რესპუბლიკა ხელს  (ტექსტის დახვეწა სხვა წყაროებით) უწყობს ხალის კეთილდღეობის გაუმჯობესების საქმეს. იგი მმართველობის განხორციელების მეტად მოქნილი ფორმაა.
მიუხედავად იმისა, რომ მაკიაველი (აიდეალებს) რესპუბლიკას, იგი არ უარყოფს სახელმწიფოს მეორე ფორმას - მონარქიასაც. მისი აზრით, რესპუბლიკა ყველგან და ყოველთვის გამოსადეგი არ არის, ზოგჯერ მონარქია უმჯობესია. მაგალითად მისი თანამედროვე იტალიის გასაერთიანებლად, მაკიაველის აზრით, უმჯობესი იყო მონარქია, რომლის სათავეშიც არჩეული მონარქი იქნებოდა. მაკიაველი ამბობს იმასაც, რომ ძლიერი სახელმწიფოს შესაქმნელად, ზოგჯერ არაკანონიერი საშუალებებიც უნდა იქნას გამოყენებული. სწორედ ამიტომ, მაკიაველი რეკომენდაციას აძლევს მთავარს, იყოს ულმობელი და მკაცრი რათა ქვეშევრდომებს ჰქონდეთ მისი შიში. ამასთან, მთავარი ანგარიშს არ უნდა უწევდეს თავის დანაპირებებს, იგი უნდა იყოს ლომივით მამაცი და მელასავით გაქნილი. უშუალოდ სახელმწიფოს სიმტკიცის საფუძვლად კი, მაკიაველი ასახელებს ძლიერ ლაშქარსა და კარგად შედგენილ კანონებს. მისთვის წარმოაუდგენელია  ძლიერი სახელმწიფო უმნიშვნელოვანესი ‘’ატრიბუტების’’- ეროვნული ინტერესების მატარებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ძლიერი პოლიტიკური ინსტიტუციების გარეშე, რომელიც ემორჩილება  სუვერენს.
რაც შეეხება უშუალოდ „მთავარის“, გნებავთ იგივე ხელმწიფის, ზნე-ჩვეულებებს, გაბედულებას, გამჭრიახობასა და სხვა პიროვნულ უნარებს,  მაკიაველის თვალსაზრისით, მეტწილად  სწორედ მათზეა  დამოკიდებული ძლიერ მმართველად ყოფნის შესაძლებლობაც. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მესვეურებმა წინა პლანზე უნდა დააყენონ სახელმწიფოებრივი ინტერესებით გათვალისწინებული  მოითხოვენბის შესრულება მიიღონ მხედველობაში, რათა უფრო ეფექტიანად განახორციელონ მათზე დაკისრებული ამოცანები.
რაც შეეხება ავტორის დამოკიდებულებას იმის შესახებ თუ რა ტიპის ქცევა უნდა ახასიათებდეს ჭეშმარიტ პოლიტიკურ მმართველს  ეს კარგად სჩანს მისივე სიტყვებიდან:
„კეთილგონიერი მმართველი არ უნდა იყოს საკუთარი აღქმის ერთგული, თუკი შეიძლება, რომ ეს ერთგულება საზიანო აღმოჩნდეს მისთვის და თუ  უკვე აღარ არსებობს მიზეზები, რამაც ეს აღთქმა დაადებინა.  ყველა კაცი კარგი და კეთილი რომ იყოს, ასეთი ქცევა უკეთური იქნებოდა, მაგრამ რაკი ისინი ბოროტნი არიან და გამუდმებით არღვევენ იმას, რაც აღგითქვეს, შენ რატომ უნდა უერთგულო საკუთარ აღთქმას მათ მიმართ?’’
მაკიაველის მოსაზრება  მკაფიო ილუსტრირებაა იმისა, რომ ზნეობა ნაკლებად მნიშვნელოვანია პოლიტიკური ურთერთოებების პროცესში. მაკიაველიმ შეუალი პირდაპირობითა  და პოლიტიკისადმი  რაციონალისტური მიდგომით, საფუძველი დაუდო პოლიტიკური რეალიზმის თეორიას.  რომლის კონცეფციის არსიც ისაა, რომ სახელმწიფოს ძირითადი ინტერესების ოპტიმიზაცია და გაწონასწორება პოლიტიკურ სიბრძნეს საჭიროებს. მაკიაველისთვის, ისევე როგორც რენესანსის ეპოქის სხვა  პოლიტიკური მოაზროვნეებისათვის,  წარმატებულ სახელმწიფო მოღვაწედ მიიჩნევა ის ვინც ფლობს სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და ამოცანების ეროვნულ შესაძლებლობებთან დაბალანსების ხელოვნებას. გონიერება მოითხოვს, რომ სახელმწიფო მოღვაწემ ერთმანეთისაგან განასხვაოს   სასურველი და აუცილებელი. სახელმწიფო მართვის ცოდნა მოითხოვს, მოქალაქეთა მოლოდინებისა და სურვილების  სახელმწიფოს შესაძლებლობებთან შესაბამისობაში მოყვანას და პირველადი და მეორე ხარისხოვანი ინტერესების ზუსტ გამიჯვნას. მაკიაველის მიაჩნდა, რომ პოლიტიკოსისთვის ზნეობრიიობაზე მაღლა იდგა მისი ქვეყნის ინტერესები.   ადამიანის ბუნების შეფასებისას  მაკიაველი კიდევ ერთხელ ავლენს  პესიმიზმს და მიაჩნია, რომ წარმატება „ღირსებასა“ და ბედის წყალობაზეა დამოკიდებული. მისთვის მნიშვნელოვანია მკაცრი და სამართლიანი რეალობა, რომელშიც სახელმწიფო კანონები ბატონობენ. სახელმწიფო ცხოვრების უმაღლესი ღირებულებაა, ყოველივე მას უნდა დაექვემდებაროს და მის მიერ უნდა იყოს მართული. სახელმწიფოს ძლიერების მისაღწევად ნებისმიერი საშუალება გამოდგება, მათ შორის რელიგიაც. სახელმწიფოს შესახებ მაკიაველის თეორია „სახელმწიფოს ინტერესის“ დოქტრინის სახელით შევიდა პოლიტიკური აზროვნების ისტორიაში.  
საერთო ჯამში მაკიაველიმ მაღალ რეგისტრში აიყვანა პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელობა და ამ პროცესში ხაზი გაუსვა ინდივიდის, საკუთარი ბედის მჭედელი არსების თანამონაწილეობას. მისთვის  პოლიტიკურ ალღოსა და სიქველეზეა  დამოკიდებულია სახელმწიფოთა და ხალხთა სვებედნიერებაც.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
დათო კაკაურიძე - ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევი ივანე ჯავახიშვილის შესახებ დათო კაკაურიძე - ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევი ივანე ჯავახიშვილის შესახებ ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები ბაქარ ნადარაია - რელიგიური ფუნდამენტალიზმი ბაქარ ნადარაია - რელიგიური ფუნდამენტალიზმი ჟურნალი / სტატიები / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი - ჰანა არენდტის მეტათეორიული მოძღვრება და კოსმოპოლიტური ნაციონალიზმი გორვანელი - ჰანა არენდტის მეტათეორიული მოძღვრება და კოსმოპოლიტური ნაციონალიზმი ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები ფარსმან ფორჩხიძე   -  სოლომონ მეორის პერსონაჟისათვის ფარსმან ფორჩხიძე - სოლომონ მეორის პერსონაჟისათვის ჟურნალი / სტატიები / ისტორია / მეცნიერება / გამოქვეყნებული ევგენი ბლიაძე  -  პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ევგენი ბლიაძე - პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ჟურნალი / სტატიები / ისტორია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge