ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ანი კიკილაშვილი - გმირის ცოლი ვარ
მებრძოლი არის ჩემი ბუმბერაზი მეუღლე.
დიდსულოვან ფიქრებს დაატარებს ამომშრალი და
დაღლილი თვალებით.
გადაღლილია მისი სული ამოდენა ტვირთის ტარებით,
მაგრამ ძლიერი ხასიათი არგუნა ბედმა
და ამ ომებში გამობრძმედილი ხასიათით
მთებსაც გადადგამს, თუ დასჭირდა.
ორი მხარე აქვს ჩემს მეუღლეს.
მას შეუძლია იყოს მკაცრი, თითქმის უხეში...
მაგრამ, ბრძოლებით გადაღლილს,
სახლში დაბრუნებულს მე ველოდები
მთელი ჩემი ერთგულებით და შემორჩენილი
ერთიბეწო ნერვის თანხლებით.
და ისიც ჩამტკბარ გულში ისე ჩამიკრავს,
კამარას შევკრავ სიხარულის ფრთებით მოსხმული.
მე მეშინია, რომ ამ თავისი სიმამაცისა და
ომის წყურვილით გაშმაგებულ
ქმარს წამართმევენ და
მერე მარტოდ დარჩენილი,
მისი უკანასკნელი ფორმის გარეცხვას
ვერასდროს გავბედავ.
რომ მისი ნაომარი ბერეტი, ჩემს სასთუმალთან
ცრემლებით დასველებას მიეჩვევა.
მერედა , როგორი ძნელია, გადაეჩვიო!
მწყინს კიდეც ხანდახან, ყველა ჩემს
ქალურ კაპრიზზე რომ მომიწია უარის თქმა.
მე მის სიცოცხლეს ვუფრთხილდები,
როგორც საკუთარს.
ხანდახან მიკვრის, თურმე რამდენის
დატევა შესძლებია გულს და გონებას.
რამდენ შიშსა და მოლოდინს იტევს ჩემი სული
და ამ სიყვარულს, ვერაფერმა უცვალა ფერი.
ვერ შეაკრთო.. ვერ გადამაფიქრა.
ჩემი ღირსება ჩემი მეუღლის ფიქრით
დაცვარული ცივი შუბლია.
მეომარი და უშიშარი მისი გულია
ჩემი სიამაყისა და აღმაფრენის
სასუფეველი.
ლაჩრის ცოლობას, გმირის ქვრივი მირჩევნია
მერქვას-მეთქი, გულში ჩავილაპარაკე.
ამ გზას ვადგავარ და ძლიერ მტკიცედ ჩავიბეჭდე
გონებაში ეს ურყევი ჭეშმარიტება.
მებრძოლია ჩემი ქმარი და
ჩვენი სახლის სახურავზე ჩვენი სიწმინდის
დროშა ფრიალებს.
ერთ სიწმინდეს ვემსახურებით და ამ ყველაფერს
ერთი კი არა ორი გულით ვუწირავთ სანთლებს.
(ზედმეტად დიდი ხმაურიც კი დაჰკრავს ამ სანთლებს!!!)
ახალი სტატიები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ნინო დარბაისელი - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ქეთევან ნათელაძე - ლექსები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი