გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მიხეილ გოგატიშვილი - მტრისა და მოყვრის ცნებათა ურთიერთმიმართება და პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური რეალობა (კარლ შმიტი _ ლეო შტრაუსი)


§1. Პრობლემის განსაზღვრა.
ჩვენი დამოუკიდებლობის 25-ე წელს კვლავაც არ არის გარკვეული
ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სუვერენიტეტის ფორმა, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების
კრიზისში ვლინდება. Ამჟამად ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში არ არსებობს თანხმობა პოლიტიკური სუვერენიტეტის ბუნებაზე, რაც პოლიტიკური
თუ რელიგიური მოღვაწეების მიერ პოლიტიკური
სუვერენიტეტის შესახებ ერთმანეთისგან სრულიად
განსხვავებულ განცხადებებში გამოიხატება. ეს არსებითად ართულებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმის ფუნქციონირებას.
სუვერენიტეტის შესახებ უნდა არსებობდეს საერთო
საყოველთაო პოლიტიკური თანხმობა, რომელიც გადახედვას არ უნდა ექვემდებარებოდეს. Ძირითადად,
ეს ეხება ქვეყნის საგარეო კურსს, რაც მის სუვერენულ პოლიტიკაში უნდა აისახებოდეს. Შესაბამისად,
მთავარია, რომ თეორიულად კი არ მოვახდინოთ ამ
წინააღმდეგობის გადაწყვეტა, არამედ მოვიძიოთ
პრაქტიკული ერთობის გზები საიმისოდ, რომ პოლი-ტიკა და მართვა თავისი არსით სახელმწიფოებრივი
იყოს და არა ფორმალური.
ქვეყნის სუვერენიტეტისადმი განსხვავებული
მიდგომა (იგულისხმება გაორებული მიმართება დასავლურ კურსთან და რუსეთთან მიმართებაში) წარმოქმნის წინააღმდეგობას გადაწყვეტილების მიღების
დროს, რაც სუვერენული მდგომარეობის დისფუნქციას იწვევს. Გადაწყვეტილების მექანიზმში წარმოქმნილი ეს წინააღმდეგობა ქმნის სიტუაციას, რომელსაც ქართული სახელმწიფოებრიობის საკითხი
ზღვრულ დონემდე მიჰყავს. Ძირეული პრობლემა აქ
ის არის, რომ სახელმწიფო, როგორც ხალხის პოლიტიკური ერთობა, სულაც არ წარმოადგენს უზენაეს
ერთობას ყველა პოლიტიკური ძალისთვის, არამედ,
პირიქით, თითოეული, ვიწროპარტიკულარული ინტერესებიდან გამომდინარე, მზად არის ეს ერთობა
ეჭვქვეშ დააყენოს.
არსებული ვითარების ფონზე, შეუძლებელი
ხდება საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხების (აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის) კონვენციონალისტურ საფუძველზე გადაწყვეტა, რადგანაც რაიმე პრობლემაზე შეთანხმება მეორე მხრიდან შეთანხმების სუბიექტად აღიარებას მოითხოვს.
მაგრამ, თუკი მეორე მხარე ასეთად არ გაღიარებს,
მაშინ საერთაშორისო შეთანხმების კოვენციონალისტური პრინციპების დესტრუქცია ხდება და ნებსით თუ უნებლიედ დაპირისპირებულ მხარეებს
მტრისა და მოყვრის განზომილებაში უწევთ გადანაცვლება. Ამრიგად, საქართველოს შიდა და გარე
სამართლებრივი ვითარება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის კონტექსტში შეიძლება იქნეს ადეკვატურად განხილული. Სერიოზულ პრობლემას ქმნის ის
გარემოება, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი
არ ცნობს „საგანგებო მდგომარეობის“ კონცეფციას
და პოლიტიკური სამყაროს ორგანიზებას ლიბერალურ-კონვენციონალისტური პრინციპების საფუძველზე ცდილობს.
§2. Კარლშმიტი საგანგებო მდგომარეობისა და
პოლიტიკურის ცნების შესახებ. Რატომ არის ქართული პოლიტიკური ცნობიერებისთვის „პოლიტიკის საგანგებო მდგომარეობის კონცეფცია“ აქტუალური?
გერმანელი იურისტისა და სამართლის ფილოსოფოსის, კარლ შმიტის თანახმად, სახელმწიფოს ცნება გულისხმობს პოლიტიკურის ცნებას. Ამ ცნების
თანამედროვე გამოყენების მიხედვით, სახელმწიფო
არის ტერიტორიულად შემოსაზღვრულ ერთეულში
ორგანიზებული ხალხის პოლიტიკური სტატუსი. Მისი
ისტორიული მოვლინების წყალობით სახელმწიფო
არის ხალხის განსაკუთრებული ვითარება, კერძოდ
კი, ისეთი ვითარება, რომელიც გადამწყვეტ მომენტში უმთავრესად იქცევა. Ორივე ნიშანი, რომელიც ამ
წარმოდგენაში ხვდება: სტატუსი და ხალხი, თავის
საზრისს უფრო ფართო მახასიათებლის ანუ პოლიტიკურის მეშვეობით იძენს. 1
შმიტის მიხედვით, პოლიტიკურის, როგორც ასეთის, გაგების გასაღები „საგანგებო მდგომარეობის“
და „დეციზიონიზმის“ (ლათ. Დეცისიო, „გადაწყვეტილების მიღება“, „შეთანხმება“) ურთიერთკავშირში უნდა
ვეძიოთ. „პოლიტიკურის“ ცნებას შმიტი „დეციზიონიზმის“ საფუძველზე იაზრებს. Მისი აზრით, პოლიტიკაში ძირითადი პოლიტიკური განსხვავება არის
განსხვავება მტერსა და მოყვარეს შორის. Პოლიტიკა
ვერ აიხსნება ეთიკური კატეგორიებით (ზნეობრივი/
უზნეო), ვერც ესთეტიკური კატეგორიებით (მშვენიერი/მახინჯი) და ვერც ერთმორწმუნეობის კატეგორიებით (კათოლიკე/მუსლიმანი/მართლმადიდებელი). 2
როდესაც მტერი გვევლინება მკაფიოდ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ერთობის სახით,
როგორც მოცემულ ჯგუფთან დაპირისპირებული
ერთობა, ის უკვე კარგავს ეთიკურ, ესთეტიკურრელიგიურ და ა. Შ. Განზომილებას, რადგან პოლიტიკური დაპირისპირება არ ეფუძნება ეკონომიკურ,
ზნეობრივ, რელიგიურ და ა. Შ. Პრინციპებს. Აქედან
გამომდინარე, იბადება შემდეგი სახის კითხვა: ვინ
იღებს გადაწყვეტილებას მიმდინარე პოლიტიკურ
პროცესში არსებული ასოციაციებისა და დისოციაციების პოლიტიკურ ან არაპოლიტიკური ხასიათზე?
ამგვარი უზენაესი გადაწყვეტილების სუბიექტს წარმოადგენს უზენაესი პოლიტიკური ხელისუფლება,
რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის.
შმიტი პოლიტიკური ფილოსოფიის და სამართლის ფილოსოფიის კატეგორიების გადაფასებას ახდენს. Პოლიტიკურის გაგების ადრინდელი ტრადიცია, ჰობსიდან მოყოლებული, კონვენციონალისტურ
ანუ შეთანხმების (კონტრაქტის) საფუძვლებს ეყრდნობოდა. Საზოგადოებრივი თანხმობა მიიჩნეოდა სამართლებრივი და პოლიტიკური მდგომარეობის მყარ
გარანტიად, როგორც სახელმწიფოებრივ დონეზე,
ასევე საერთაშორისო დონეზეც. Ამგვარი სტატიკური მდგომარეობის გადაფასების კრიტერიუმად „საგანგებო მდგომარეობა“ გვევლინება, რომელიც სუვერენიტეტის ახლებური განსაზღვრის კრიტერიუმად
წარმოგვიდგება. Ამრიგად, შმიტის მიერ შემოტანილი
მეთოდოლოგია ეჭვქვეშ აყენებს სამართლებრივი
აზროვნების კონვენციონალისტურ ხასიათს სამართლის თეორიისა და კონსტიტუციონალიზმის სფეროში. Აქედან გამომდინარე, ეჭვის ქვეშ დგება ე. Წ.
„ბიურგერის“ სავაჭრო პრინციპებზე დამყარებული
„კომპრომისული“ დემოკრატია, რომელიც, დემოკრატიული პლურალიზმის კონტექსტიდან გამომდინარე,
შეუთავსებელის შეთავსებას ცდილობს. Ამდენად, სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოიქმნება ნორმატიული დიხოტომია.
აქ შმიტს შემოაქვს აბსოლუტური სუვერენიტეტის ცნება, რომელიც პოლიტიკური თეოლოგიის პრინციპს ეყრდნობა.
შმიტის დაპირისპირება ლიბერალიზმთან წარმოადგენს ამოსავალ პუნქტს პოლიტიკურის ცნების
გაგების საკითხში. Შმიტის თანახმად, ნაციონალური სახელმწიფო თანამედროვე ეპოქაში სერიოზულ
კრიზისს განიცდის იმის გამო, რომ ის აღარ არის
სუვერენიტეტის მთავარი მატარებელი და პოლიტიკურის უმაღლესი ინსტანცია. Სახელმწიფოს შესახებ საკითხის დასმა მისი საფუძვლის, მაშასადამე,
უშუალოდ პოლიტიკურის სფეროს გამოკვლევას
გულისხმობს. Თანამედროვე პოლიტიკური სიტუაციისთვის დამახასიათებელია ის, რომ ნაციონალური
სახელმწიფოს განვითარების სამასწლიანი პერიოდი
დამთავრდა.
აქედან გამომდინარეობს შმიტის მცდელობა,
რომ ახლებურ ჭრილში გაიგოს პოლიტიკა. Ლიბერალიზმი შეეცადა, მტერი, ერთი მხრივ, ეკონომიკის
პოზიციიდან გამომდინარე, სავაჭრო-საქმიან კონკურენტში გაეთქვიფა, ხოლო, მეორე მხრივ, ინტელექტუალიზმის პოზიციიდან გამომდინარე, ის გარიგების მოწადინე ოპონენტად განეხილა. Რა თქმა უნდა,
ეკონომიკურ სფეროში მტრები კი არ არსებობენ,
არამედ მხოლოდ კონკურენტები.
ამიტომაც, აუცილებელია ლიბერალური აზროვნების სისტემატიკის ახალი სისტემით შეცვლა, რომელიც აღიარებს
საგანგებო მდგომარეობის არსებობას. Ლიბერალური აზროვნების ღერძი კი პრინციპულად უარყოფს
საგანგებო მდგომარეობას. Განმანათლებლობის რაციონალიზმი უარყოფდა „საგანგებო მდგომარეობის“
ყველა ფორმას.
შმიტი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სხვა წესრიგის
მსგავსად, სამართლებრივი წესრიგი ეყრდნობა გადაწყვეტილებას და არა ნორმას. Მიუხედავად იმისა,
თუ ვინაა სუვერენი (ღმერთის აღიარებული წარმომადგენელი დედამიწაზე _ იმპერატორი, თავადი თუ
ხალხი), საკითხი ყოველთვის ეხება სუვერენიტეტს
და ამ ცნების მიყენებას კონკრეტულ სიტუაციაზე. 8
საბოლოო ჯამში, შმიტი, ჰაინრიხ მაიერის თანახმად,
შემდეგ დასკვნამდე მიდის: „პოლიტიკა საჭიროებს
თეოლოგიას არა რაღაც მიზნის განხორციელებისთვის, არამედ საკუთარი აუცილებლობის დასაბუთებისთვის. Რწმენა პოლიტიკურის აუღებელ ბასტიონს
წარმოადგენს. “
მაიერის თანახმად, პოლიტიკური
თეოლოგია, როგორც პოლიტიკურის საფუძველი,
შმიტთან პირველ ადგილზეა, რადგან საქმე „ერთადერთ მნიშვნელოვან შემთხვევას ეხება“, რომელიც
აუცილებელია პოლიტიკურის კონსტრუირებისთვის. Ეს ერთადერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა არის პროვიდენციალურ, აბსოლუტურ მტერთან ბრძოლა, რომლის წინააღმდეგ „დროის დასრულების
ჟამს“ საჭიროა გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაბმა.
§3. Ლეო შტრაუსი და კარლ შმიტი ლიბერალიზმისა და კულტურის შესახებ. Საყურადღებოა ლეო შტრაუსის მიერ ლიბერალიზმის შმიტისეული კრიტიკისა და პოლიტიკურის ცნების გაგების ანალიზი. Მის
მიერ გამოთქმული შენიშვნები შმიტის აღნიშნული
ნაშრომის („პოლიტიკურის ცნებისათვის“) შესახებ
პოლიტიკურის განსხვავებულ გაგებას გვთავაზობს.
ეს შენიშვნები თავად შმიტის მიერ იქნა აღიარებული, როგორც მნიშვნელოვანი წინსვლა პოლიტიკურის
ცნების გაგების საქმეში. Მან ისინი გაითვალისწინა
კიდეც შემდგომ გამოცემებში. Შტრაუსის ვარაუდით,
შმიტის მთავარი მიზანია, დაიცვას „ცხოვრების სერიოზულობა“ ლიბერალიზმის იმ მცდელობებისგან,
რომელსაც ყველაფერი ეკონომიკასა და გართობაზე
დაყავს. Საბოლოო ჯამში, ამ ორ მოაზროვნეს შორის
განსხვავება ის არის, რომ „ცხოვრების სერიოზულობის“ გამართლებას შმიტი პოლიტიკურ თეოლოგიაში, ხოლო შტრაუსი კი პოლიტიკურ ფილოსოფიაში
ეძებს.
კარლ შმიტი „ედავება ლიბერალიზმს პოლიტიკურის სახელით და ეს დავა რელიგიის გამო
მიმდინარეობს“.
ჰაინრიხ მაიერის მიერ გამოთქმული ეს აზრი მთავარ გასაღებს წარმოადგენს შტრაუსსა და შმიტს შორის არსებულ დაპირისპირებაში
პოლიტიკურის ცნების შესახებ.
კარლ შმიტისა და ლეო შტრაუსის მიერ ლიბერალიზმის კრიტიკა ეხება „კულტურის“ ცნების იმ
გაგებას, რომელიც ლიბერალიზმისთვისაა დამახასიათებელი. Აქ კულტურა იყოფა მორალის, ხელოვნების, ეკონომიკის და სამართლის სფეროებად.
ლიბერალური აზროვნების სისტემის თანახმად, პოლიტიკურის თავისებურება „კულტურის“ მეშვეობით
განისაზღვრება. Შტრაუსისა და შმიტის თანახმად,
პოლიტიკური განზომილების კულტურის ერთ-ერთსაგნობრივ სფეროდ გაგება არასწორია, რადგან ასეთი ინტერპრეტაცია საზოგადოების ცხოვრების დეპოლიტიზებას იწვევს და პოლიტიკის ავტონომიურ
ბუნებას უგულებელყოფს. Შმიტი კულტურის ცნებას კლასიკური გერმანული ფილოსოფიის მიხედვით
იყენებს. Მისი აზრით, კულტურა არის ადამიანური
შემოქმედების პროდუქტი და მას, უპირველეს ყოვლისა, სულიერების ფორმა აქვს.
შტრაუსის თანახმად, ადამიანის ბუნება სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს კულტივირებული.
ერთი მხრივ, კულტურა აყალიბებს ბუნებრივ მონაცემებს; ის გულისხმობს ბუნების გულისყურით
მოვლას - სულერთია, მიწის იქნება ეს თუ ადამიანური სულისა. Ის, ამგვარად, ემორჩილება წესრიგს,
რომელსაც თავად ბუნება კარნახობს. Მაგრამ ბუნების კულტივაციას სხვადასხვაგვარად შეიძლება
მიუდგეთ, კერძოდ კი, ის შეიძლება აღვიქვათ ბუნების დამორჩილებად მისი დაქვემდებარების გზით,
თუმცკი მაშინ კულტურა არა ბუნების რუდუნებით
და გულისყურით მოვლას აღნიშნავს, არამედ ბუნების დაუნდობელ და დამპყრობლურ ათვისებას.
შტრაუსის აზრით, ჰობსი კულტურის სხვაგვარი გაგებისაკენ იხრება. Მისთვის სტატუს ცივილის, რომელიც
საერთო ხელისუფლების არსებობას გულისხმობს,
აუცილებელ პირობას წარმოადგენს თავად კულტურის არსებობისათვის და ადამიანური ნების დისციპლინირებასა და წვრთნას ეფუძნება. Სტატუს ცივილის,
ვიწრო აზრით, ყველა კულტურის წინაპირობად განიხილებოდა (როგორც ნებისმიერი ხელოვნებისა და
მეცნიერების კეთება) და ის უკვე საკუთრივ სხვა კულტურას ეფუძნებოდა, სახელდობრ კი, ადამიანური ნების წვრთნას, როგორც სტატუს ნატურალის-ისადმი
დაპირისპირებულს.
შტრაუსი აჩვენებს, რომ პოლიტიკურის საფუძვლების შესახებ უთანხმოება შმიტსა და ჰობსს შორის განსაკუთრებით აშკარად ვლინდება მოქალაქის
მოვალეობის საკითხის განხილვისას. Ჰობსის თანახმად, სახელმწიფოს აქვს უფლება, მოითხოვოს ინდივიდისაგან ე. Წ. „პირობითი მორჩილება“, ე. Ი. Ისეთი
ტიპის მორჩილება, რომელიც არ ეწინააღმდეგება
ინდივიდის ბუნებით უფლებას სიცოცხლის უფლებაზე. Ჰობსის მიერ პოლიტიკურის ამგვარი გაგება
პრინციპულად განსხვავდება შმიტის მიერ პოლიტიკურის გაგებისაგან, რომლისთვისაც პოლიტიკური
კონსტრუირდება ადამიანების მიერ ადამიანთა ფიზიკური მკვლელობის შესაძლებლობის მიხედვით.
ამიტომაც პოლიტიკური გაერთიანების საზრისი
სიკვდილისთვის მზაობას გულისხმობს. Შტრაუსის
თანახმად, ჰობსი გარდაქმნის მოქალაქის უპირობო
მორჩილების მოვალეობას პირობითად. Ამით იგი
აფართოებს ინდივიდის სუბიექტური თავისუფლების
საზღვრებს და ლიბერალური მსოფლხედვის წინაპირობებს ქმნის. Ასე რომ, ჰობსის თვალსაზრისი ვერ
გამოდგება ლიბერალიზმის კრიტიკის საფუძვლად.
§4. Ლეო შტრაუსი პოლიტიკურის ცნების შესახებ.
შტრაუსი თვლის, რომ მხოლოდ კლასიკური პოლიტიკური ფილოსოფიისადმი დაბრუნება შეიძლება
გახდეს ის საფუძველი, რომელსაც დაემყარება პოლიტიკურის ცნების ახლებური გაგება და რომელიც
გვაპოვნინებს გამოსავალს თანამედროვეობის კრიზისიდან. Პოლიტიკური ფილოსოფია არა მარტო
თავისი საგნით (პოლიტიკური საგნების ბუნებით)
განსხვავდება ფილოსოფიისაგან, არამედ აზროვნების ხერხებითაც. Როცა ფილოსოფოსი პოლიტიკურად აზროვნებს და მოქმედებს, ეს იმას ნიშნავს, რომ
ის ითვალისწინებს მტრისა და მოყვრის დაპირისპირებას, მაგრამ შტრაუსთან ეს დაპირისპირება სხვაგვარ
განზომილებას იძენს. Ეს არის ფილოსოფოსისა და
ქალაქის დაპირისპირება. Საფრთხე ფილოსოფოსისთვის თავად პოლიტიკური საზოგადოებიდან მომდინარეობს, რადგან მასში ტრადიციული ავტორიტეტებისა და სიწმინდეების შემრყვნელს ხედავენ. Უფრო
მეტიც, ფილოსოფია, თავისი ეზოთერული ხასიათის
გამო, უცხო რჩება უმრავლესობისთვის. Ამიტომაც
პოლიტიკურ საზოგადოებაში ეჭვის თვალით უყურებენ მას, როგორც შესაძლო უსიამოვნების წყაროს.
ფილოსოფიასა და პოლიტიკურ საზოგადოებას
(ანუ ფილოსოფოსსა და ქალაქს) შორის ყოველთვის არსებობს არა მარტო ვერგაგების, არამედ
კონფლიქტის შესაძლებლობა. Საბოლოო ჯამში, ეს
კონფლიქტი ფილოსოფიასა და პოლიტიკურ საზოგადოებას შორის გადაუწყვეტელია. Ფილოსოფოსობა
„[. . . ] ყველა ადამიანური ტრადიციის ფარგლებს გარეთ გასვლას ნიშნავს. Უფრო მეტიც, ეს, უბრალოდ, ადამიანური განზომილების გადალახვას ნიშნავს.
ეს გამოქვაბულის დატოვებას ანუ ადამიანზე, როგორც მდაბიოზე, ზემოდან ყურებას გულისხმობს.
მაგრამ გამოქვაბულის დატოვებით ქალაქის მთელი
ხედი და პოლიტიკური სფერო ქრება თვალსაწიერიდან. Თუკი ფილოსოფოსმა პოლიტიკური მმართველობა უნდა განახორციელოს, მას გამოქვაბულში
დაბრუნება მოუწევს ანუ მზის სინათლიდან ჩრდილების სამყაროში დაბრუნება; მისი აღქმის უნარი
გაბუნდოვანდება; მისი გონების დაბნელება გარდაუვალი გახდება. “ ფილოსოფოსი იძულებულია,
შეგნებულად დამალოს ზოგიერთისგან ის, რასაც
სხვას უხსნის. Ამიტომაც ფილოსოფოსი, როგორც
წერისას, ისე საუბრისას, ორი პრინციპით უნდა მოქმედებდეს: (1) ეზოთერული, რომელიც რეალური და
პოტენციური მეგობრებისკენ არის მიმართული, და
(2) ეგზოთერული, რომელიც მიმართულია მტრებისა
და არაკეთილმოსურნეებისკენ, რათა გზა-კვალი
აურიოს მათ. Რადგან ფილოსოფოსმა კარგად იცის
მორალურ-რელიგიური ნორმების დროითი ხასიათი
და ბუნება, იგი იძულებული ხდება, ჭეშმარიტების
შემეცნების საკითხში თავისი რადიკალური პოზიცია
შენიღბოს და პოლისის მორალურ ნორმებს, ადათებს
და ტრადიციებს შეუთანადოს. ასე რომ, ზომიერება იქცევა ფილოსოფოსის ქცევის ძირითად მოტივად.
„ზომიერება აზროვნების სიქველე არ არის: პლატონი ფილოსოფიას სიგიჟეს ამსგავსებს, რომელიც
წინდახედულებისა და ზომიერების სრულიად საპირისპირო რამაა; აზროვნება ზომიერი არ უნდა იყოს.
პირიქით, ის თავხედური თუ არა, თამამი მაინც უნდა
იყოს. თუმცკი, იმავდროულად ზომიერება იმგვარ
სიქველედაც კი შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც
კონტროლს უწევს ფილოსოფოსის სიტყვას. “
§5. პარლ შმიტი და ლეო შტრაუსი. Შეჯამება. Მაშასადამე, უსაფრთხოების და ძალაუფლების განხორციელების კონცეპტუალური სქემა, რომელსაც
ეს ორი მოაზროვნე გვთავაზობს, მოქალაქეობრივი
ღირსების ძიებისა და პოლიტიკური სიცხადის აღმოჩენის სტრუქტურას ეყრდნობა. Მათ მიერ პოლიტიკურის ცნების, პოლიტიკური განზომილების შესახებ განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ორივე მოაზროვნის მიერ „ცხოვრების სერიოზულობის“
ონტოლოგიური სტატუსის გამართლება პოლიტიკურ
განზომილებაში ხდება, სადაც მტრისა და მოყვრის
დაპირისპირება მათთვის პოლიტიკის შეუცვლელი
კატეგორიებია. Თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ
არც პოლიტიკური ფილოსოფია და არც პოლიტიკური თეოლოგია არ წარმოადგენს თვითკმარ პასუხებს პოლიტიკურის ბუნების შესახებ. Პოლიტიკურ
ფილოსოფიას ესაჭიროება პოლიტიკური თეოლოგია
და, პირიქით, პოლიტიკურ თეოლოგიას ესაჭიროება პოლიტიკური ფილოსოფია. ამგვარად, პოლიტიკისა და თანამედროვეობის შესახებ შმიტისა და შტრაუსის გააზრებანი, უპირველეს ყოვლისა, იყო
პასუხის ძიება იმაზე, თუ რა პრინციპებს უნდა დაფუძნებოდა მომავალი პოლიტიკა. Მათი შეფასებით,
პოლიტიკის ლიბერალური პარადიგმა ვერ გასცემდა
პასუხებს მომავლის საჭირბოროტო კითხვებს. Ამიტომაც მტრისა და მოყვრის შმიტისეული ინტერპრეტაცია არსებითად იმ პირობას ეფუძნება, რომ
მტერი ჩვენს პერსონალურ მტერს კი არ წარმოადგენს, არამედ ანტისაზოგადოებრივ ელემენტს. შმიტი
დაჟინებით უსვამდა ხაზს, რომ მტერი არის ჰოსტის და
არა ინიმიცუს. მტრის ცნება არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ჩვენი პირადი მტრების აღსაწერად. Მტრის
იდენტიფიცირება ნებისმიერ კონკრეტულ ვითარებაში სახელმწიფოს პრეროგატივაა, სახელმწიფოებრივი
აზროვნების სიძლიერის მაჩვენებელია და მისი სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობითაა ნაკარნახევი.
საგანგებო ხაზგასმას იმსახურებს ამ ორი მოაზროვნის პოლიტიკური ბედი. Ლეო შტრაუსი ამერიკელი ნეოკონსერვატორების აღიარებულ ლიდერად
იქცა; მან „ამერიკული ისტებლიშმენტის“ ცნობიერების გარდაქმნა მოახდინა და ის სიღრმისეულად დააფიქრა მოქალაქეობის, კაცთმოყვარეობის, მტრისა
და მოყვრის საზრისზე. Რაც შეეხება კარლ შმიტს, იგი
გარკვეული დროით ჩრდილში აღმოჩნდა, მას ჯერ
ნაცისტებმა დაუწყეს დევნა, ხოლო ომის დამთავრების შემდეგ იგი არც მოკავშირეებისთვის აღმოჩნდა
ხელსაყრელი პიროვნება. ასე რომ, ძალაუფლება
შმიტმა ვერც საზოგადოებაზე (ინტელექტუალურად)
მოიპოვა და ვერც ხელისუფლებაზე (პოლიტიკურად).
მისი ოპონენტის, ლეო შტრაუსის კონცეფცია კი ამერიკელი მემარჯვენე ძალების თითქმის ოფიციალურ
იდეოლოგიად იქცა.
§6. კარლ შმიტის მოძღვრება „დიდი სივრცეებისა“ და პარტიზანის შესახებ. უნდა აღვნიშნოთ, რომ
შმიტს მტრისა და მოყვრის კატეგორიები არასოდეს
დაუყენებია ეჭვქვეშ, მაგრამ იმასაც აცნობიერებდა, თუ რამდენად რთული იყო მტრის ცნების ლოკალიზება „დიდი სივრცეების“ და დიდი
პოლიტიკური ალიანსების მიერ მართულ სამყაროში, რომლის იდენტიფიცირებაც ძალზე იოლი იყო
ნაციონალური სახელმწიფოს საზღვრებში. „დიდი
სივრცეების“ კონცეფციის კვალდაკვალ, რომელსაც შმიტი ჯერ კიდევ 1938 წლიდან ავითარებდა, იგი
ვარაუდობს, რომ სამყაროს ბიპოლარული სტრუქტურა, საბოლოო ჯამში, შევიწროვებული იქნება და
მოხდება დაბრუნება ჭეშმარიტ პოლიტიკურ პლურალიზმთან, რომელიც მრავალ სიცოცხლისუნარიან
„დიდ სივრცეებს“ დაეფუძნება. Ამ თეზისს ის მეორე
მსოფლიო ომის შემდგომ გამოქვეყნებულ მრავალ
სტატიაში აყალიბებს. ყველაზე სრულყოფილ სახეს
ის ერნსტ იუნგერის ერთ-ერთი ნაშრომისადმი დართულ შენიშვნებში იღებს, სადაც იგი ამბობს, რომ
დასავლეთისა და აღმოსავლეთის დუალიზმი კაპიტალიზმისა და კომუნიზმის ძირეულ განსხვავებას
უბრუნდება. Ფაქტობრივად, პოლიტიკის მამოძრავებელ ძალად ეროვნული სახელმწიფოები და სუპერსახელმწიფოები კი არ გვევლინება, არამედ აღორძინებული „დიდი სივრცეები“, რომლებიც დროებით
მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებქვეშ მოექცნენ.
ასეთი „დიდი სივრცეების“ პლურალიზმი „გონივრული მტრობის“ (ეინე სინნვოლლე fეინდსცჰაფტ) გარანტიას
იძლევა, რომელიც „ისტორიის სიცოცხლისუნარიანობას“ უზრუნველყოფს.
კარლ შმიტი გრძნობდა, რომ საერთაშორისო
წესრიგი, რომელიც დიდი ძალაუფლებების შეთანხმების საფუძველზე იყო წარმოქმნილი, მოწყვლადი
იყო. Ამიტომ მან განავითარა „პარტიზანის თეორია“.
აქ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა „პარტიზანის ფიგურას“, რომელიც გამოირჩევა არარეგულარობით, მომატებული მობილურობით, პოლიტიკური
ანგაჟირებულობით, „თელურული“ ხასიათით. თავისი არსით ის წარმოადგენს ცივილიზაციის გაფართოების დაუძინებელ მტერს და ყველა საშუალებით
ცდილობს დასავლური „თალასოკრატიული“ სამყაროს შეტევის შეჩერებას. Აქედან გამომდინარე,
პარტიზანი აყალიბებს საომარი მოქმედების თავისებურ ეთიკას, რომელიც არსებითად განსხვავდება ბრძოლის ტრადიციული ფორმებისაგან. Მისთვის
არ არსებობს დადგენილი საერთაშორისო წესრიგი.
პარტიზანული მოძრაობების ანალიზის საფუძველზე
შმიტი შემდეგ დასკვნამდე მივიდა: პარტიზანი თავის
ბრძოლაში უგულებელყოფს ბრძოლის ყველა კანონიერ წესს და ის თანამედროვე საჯარო სამართლის
სივრცის მიღმაა. Პარტიზანი არ არის
მებრძოლი, რომელიც ომის წარმოების მრავალი
საერთაშორისო კონვენციების საფუძველზეა დაცული. Პარტიზანები, ძირითადად, სამოქალაქო პირები არიან, რომლებიც არაკანონიერი ტერორისტული
წესებით მოქმედებენ. Პარტიზანის მეთოდებისა და
სტრატეგიის ეფექტურობა ვლინდება „ტოტალურმტერთან“ დაწყებულ „ტოტალურ ომში“, რომელიც
მიმდინარეობს ეგიდით _ „აბსოლუტური მტერი/აბსოლუტური ომი“. Ამასთან ერთად, თანამედროვე
პარტიზანი არ მოელის მტრისგან არც დანდობას და
არც სამართლიანობას. ის პერმანენტული ტერორის
გზას ადგას. Ამიტომაც პასუხად მხოლოდ ტერორს
ელის.
§7. Დასკვნა. თანამედროვე სამყაროში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ამტკიცებს, რომ კარლ შმიტის განაზრებები არ კარგავს თავის აქტუალობას. Მისი აზრით, 1914 წელს ევროპის ხელისუფლებები და ხალხები ერთმანეთს ისე დაუპირისპირდნენ,
რომ ერთმანეთის მიმართ აბსოლუტური მტრობა არ
ჰქონდათ. Ნამდვილი მტრობა მხოლოდ ომიდან წარმოიშვა, რომელიც დაიწყო როგორც ტრადიციული
ევროპული საერთაშორისო სამართლის ქვეყნების
ომი და დასრულდა მსოფლიო სამოქალაქო ომით და
რევოლუციური კლასობრივი მტრობით. Ვის შეუძლია
აღკვეთოს ანალოგიური სახის, მაგრამ უსასრულოდ
გაძლიერებადი ახალი სახის მტრობა, რომლის განხორციელება ახალი პარტიზანობის ფორმებს წარმოქმნის? Სამწუხაროდ, ეს პროცესი კვლავაც გრძელდება და მისი დასასრული (თანამედროვე ვითარებიდან გამომდინარე) სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი
ხდება. Ამის დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ ახლო
აღმოსავლეთში მიმდინარე ომები (სირიის სამოქალაქო ომი, ე. Წ. Ისლამური სახელმწიფოს მიერ წარმოებული ოპერაციები და ა. Შ. ) და რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული სახის ომი (2014 წლის ყირიმის
ოკუპაცია).
მტრისა და მოყვრის პოლიტიკური დიალექტიკა
საკუთარი თამაშის წესებს გვთავაზობს. Შესაბამისად,
მას ან იღებ და ითვალისწინებ, ან კიდევ საკუთარ
თავს განადგურების წინაშე აყენებ. Ამდენად, კარლ
შმიტის აზროვნების ძირითადი მოტივი აქტუალური
რჩება პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური
რეალობისთვის. Კონსტიტუცია, როგორც კონკრეტული ხალხის არსებობის პოლიტიკური დოკუმენტი,
საზოგადოებრივი ხელშეკრულებიდან კი არ მომდინარეობს, არამედ ხალხის პოლიტიკური ნებიდან და
მისი კოლექტიური არსებობის კონკრეტულ ფორმას
განსაზღვრავს. Შმიტი ხალხის კონკრეტულ პოლიტიკურ არსებობასაც მტრისა და მოყვრის დიალექტიკის
კონტექსტში აფუძნებს. Ხალხი, როგორც ერთობა,
რომელიც მტრისა და მოყვრის განსხვავების საფუძველზე აცნობიერებს თავის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ექსისტენციას, აუცილებლობის შემთხვევაში,
მზად უნდა იყოს ბრძოლისა და თავგანწირვისთვის.
მხოლოდ ასე შეძლებს იგი საკუთარი პოლიტიკური
ერთობის შენარჩუნებასა და უზრუნველყოფას.



გამოყენებული ლიტერატურა
ირემაძე, თ. , ვალტერ ბენიამინი. Ცხოვრება, მოღვაწეობა,
აქტუალობა, თბილისი: „ნეკერი“, 2008.
შმიტი, კ. , ხმელეთი და ზღვა. Მსოფლიო ისტორიული
განაზრება, გერმანულიდან თარგმნა გ. თავაძემ, თბილისი:
„ნეკერი“, 2010.
შტრაუსი, ლ. , რა არის პოლიტიკური ფილოსოფია? Ინგლისურიდან თარგმნა გ. Ხუროშვილმა, თბილისი: „საუნჯე“, 2011.
майер, х. , карл шмитт, лео штраус и «понятие политического», пер. С нем. Ю. Ю. Коринца, москва:
скименъ, 2012.
litten, j. , altmann, r. , von der tv-demokratie. Die
aggressivität des fortschritts, in: deutsches allgemeines
sonntagsblatt, xxiii, 26. /28. Juni 1970, s. 8.
schmitt, c. , die geschichtliche struktur des heutigen weltgegensatzes von ost und west: bemerkungen zu ernst
jüngers schrift „der gordische knoten“, in: a. Mohler
(ed. ), freundschaftliche begegnungen, frankfurt a. M. :
klostermann, 1955, pp. 135-167.
schmitt, c. , political theology. Four chapters on the concept
of sovereignty, translated by g. Schwab, cambridge,
massachusetts, and london: the mit press, 1985.
schmitt, c. , the concept of the political, translated and with
an introduction by g. Schwab with a foreword by t. B.
strong and notes by l. Strauss, chicago: university of
chicago press, 1995.
schmitt, c. , theory of the partisan: intermediate commentary
on the concept of the political, translated by g. L. Ulmen,
new york: telos press, 2007.
strauss, l. , spinoza’s critique of religion, translated by e. M.
sinclair, new york: schocken books, 1965.
strauss, l. , the city and man, chicago: university of chicago
press, 1978.
strauss, l. , persecution and the art of writing, chicago:
university of chicago press, 1988.
weber, s. , taking exception to decision: walter benjamin
and carl schmitt, in: „diacritics“, vol. 22, no. 3/4,
commemorating walter benjamin (autumn _ winter,
1992), gv. 5-18.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge