ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ბადიშ ხურსილი - ლექსები
xxxxx
უცხო ქალბატონო წარბი გამიხსენით
ქარებს გავაყოლოთ სევდა იარები
უცხო ქალბატონო სულში გამიდარეთ
ცოდვა ამაცილეთ თქვენთან ზიარებით
დარდი ამეკიდა დარდზე უდარდესი
{სარკმელს შემოამტვრევს მალე შემოდგომა}
იქნებ,გამითენოთ დილა გაზაფხულის
ახლა აღარ მინდა ზამთრის მეგობრობა...
დრო,ეს უაღრესად დიდი მაწანწალა
ზოგჯერ ტკივილი და ზოგჯერ სალაღობო
ჩვენი სიყვარულის მზისდარ სიდიადით
იქნებ, გავაჩეროთ ჩემო ქალბატონო...
როცა დაგიდგება ღამე ფიქრიანი
და ცას გამოაყრის ტანზე ვარსკვლავები
გულში ჩაიხედეთ ჩემო ქალბატონო
სადაც დაგიტოვეთ სულის გასაღები...
უცხო ქალბატონო წარბი გამიხსენით
ქარებს გავაყოლო სევდა იარები
უცხო ქალბატონო სულში გამიდარეთ
ცოდვა ამაცილეთ თქვენთან ზიარებით.
xxxxxx
შორიდან მოდის რუხი აჩრდილი
სუფრასთან მე და არყის ბოთლი ვართ
დაღლილი ძარღვი ტოკავს სხეულში
მე ხვალინდელი დღიდან მოვდივარ
ძეხვის ნაჭერი თეფშზე ცივდება
და სატყუარა მგონია აზრი
არ ველოდები არავის მაგრამ
კარებთან ისმის წარსულის ზარი
იყუჩა დრომ და გახევდა სივრცე
ვერ ავითრიე წელი დაღლილმა
ახლა არაყთან მიდის ბაასი
და აღარავის ნახვა არ მინდა
ხმა კვლავაც ზარის ცივი და მყიფე
გონებას მიმღვრევს არღვევს სიჩუმეს
ისეთი გრძნობა მომედო თითქოს
ჯოჯოხეთიდან გამომისტუმრეს...
არავარ სახლში არავარ სახლში
პარალელური სამყაროს ძე ვარ
ჩემი დარდებით ვზივარ მთვარეზე
და მგონი უფრო გარდაცვლილს ვგევარ....
შორიდან მოდის რუხი აჩრდილი
სუფრასთან მე და არყის ბოთლი ვართ
დაღლილი ძარღვი ტოკავს სხეულში
მე ხვალინდელი დღიდან მოვდივარ.
Xxxxxx
ცხოვრობთ ჩარჩოში (ნორმალურები)
ყოველდღიური ცხოვრებით ტკბებით
და გეშინიათრამეშეცვალოთ
კმაყოფილდებითუბრალოხედით...
არ ებრძვით ძველს და ვერ ჰგუობთ ახალს
სულ სხვა თვალებით უყურებთ აწმყოს
ვერ გადახვედითნაცნობგზებიდან
ვერ ამბობთ სათქმელს მითუფრო მთავარს.
შემოქმედი კი ამტვრევს ჩარჩოებს
გადადისველებსსამყაროსმიღმა
მიყვებაძნელადგასავლელდღეებს
რისთვისაცთურმეცხოვრებაღირდა.
თავისუფლება სულის და გრძნობის
თვითმყოფადს, არასხვისგანგადმორგულს
ვერ განიცდიანნორმალურები
და ეძახიანარანორმალურს
ბედნიერივარროდესაცგისმენთ
ირონიითდაცინიზმითგართულთ
და მიხარიაროცამიძახით
პოეტს,მით უფრო არანორმალურს.
Xxxxxx
როგორ თეთრად ჩაიარა ღამემ
როგორ,უღვთოდ გამიტეხა ძილი
დავდივარ და საყვირი ვარ რადგან
უშენობას ტკივილებით ვყვირი...
შიში მიპყრობს აუხსნელი ჯერაც
თან მთვარეზე ვეძებ სევდის კარავს
სიოს მოაქვს გადაღლილი წვიმა
და წვეთებით უსაშველოდ მლამბავს...
ქუჩა როგორც ბედისწერის ხიდი
ზანზარებს და არ მოვყავარ შენთან
რაღად მინდა ეს შარაგზა სველი
თუკი იგი არ დასრულდა ,,მზესთან...
მოხვედი და გათელილი ღამე
ხეებს შორის გაიძურწა მშვიდად
წვიმა დარჩა ჩემს სხეულზეისევ
სევდად არა უფრო მეტად ფიქრად
ლალისფერი წაიკიდა დილამ
დაღლილ სხეულს მივათრევ და ვდარდობ
შენ ხარ ჩემი სიხარული, სრული
გიცქერი და მაინც, მაინც გნატრობ...
როგორ თეთრად ჩაიარა ღამემ
როგორ,უღვთოდ გამიტეხა ძილი.
xxxxxx
ამდენი ერთად შეყრილი სევდა
გულის კუნჭულში ვერ, დავატიე
მე,უშენობა არ მაპატიო
შენ,უჩემობას, არ გაპატიებ...
თებერვალს წყალი ჩაუდგა უკვე
და ეს ზამთარიც გადავათრიე
თუ,დაგივიწყო, არ მაპატიო
თუ, დამივიწყე, არ გაპატიებ...
მრავალი ფერი მოაქვს გაზაფხულს
დღეო, სხვაგვარად გაიაპრილებ
სხვა გაზაფხული არ მაპატიო
სხვა შემოდგომას არ გაპატიებ...
აღარ, მინდიხარ გრძნობების ღელვავ
თუკი ერთხელაც არ ამატირებ
მე უცრემლობა არ მაპატიო
შენ კი, ყალბ ცრემლებს, არ გაპატიებ...
როცა, სიცოხლევ დაღლილი მზერით
სადღაც უფსკრულთან გაინაპირებ
მე ეს სიცოცხლე, არ მაპატიო
შენ კი სინანულს არ გაპატიებ
საკუთარ სულში ვხარშავ ჯოჯოხეთს
ასე, სიცოცხლეს აღარ ვაპირებ
ეს სიყვარული გთხოვ, მაპატიო
ჩემს სიკვდილს? ვფიცავ, მე გაპატიებ...
ამდენი ერთად შეყრილი სევდა
გულის კუნჭულში ვერ დავატიე
მე უშენობა არ მაპატიო
შენ უჩემობას არ გაპატიებ...
ახალი სტატიები
დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56გია ხოფერია - წარსულის ღია ფანჯრები 04:52ნანული კაკაურიძე, ირაკლი ცხვედიანი - მხატვრული აზროვნების რემითოლოგიზაცია: მეთოდოლოგიური პრობლემები 04:50ვალტერ ბენიამინი - დოსტოევსკის „იდიოტი“ (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 04:45ფისო ნავროზაშვილი - ვინ დაწერა „დათა თუთაშხია“ და ფიესტა ქუთათურად 04:39
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
სოფიო ღლონტი - ლექსები
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე