ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ნანა დვალიშვილი - ლექსები
ტყუპისცალს
ბევრსაც ვერ გიწერ,
არც ცოტა მაქვს შენთვის სათქმელი.
დასაწყისი კი ადვილია ანით დაიწყო.
ვიდრე ჰოემდე გავიდოდეთ,უნდა შევძლო და
ყველა განცდა და ნაფიქრალი ლექსად ავკინძო.
არსებობს სიტყვა,შეუცნობლის შეცნობად თქმული,
ორი სხეულის,ორი სუნთქვის ერთ გულად ფეთქვა.
თითო სიცოცხლეს თითო წამიც უნდა შევმატო,
წამი წუთამდე არსობისა,რაც უნდა მეთქვა.
მეთქვა,თუ როგორ ადვილია და რა რთულია,
ორი სულისთვის ორი სავალის ერთ დიდ გზად პოვნა.
გზად,სულაც რომ არ გგონია ვრცელი და ფართო,
ანდა ერთ დღესაც გაივლი და ბილიკად რჩება...
შემომეშველე,ბილიკიდან გზამდე მივიდეთ.
გზიდან კი მერე მზიანეთსაც დავუწყოთ ძებნა.
ნუ შეგაშინებს,თუ ხანდახან წავიბორძიკებთ,
ორნი მივდივართ,მადლობა უფალს,ერთ დიდ გზას ვხედავთ.
ჰოდა,მომენდე,დამიჯერე,ვივლით მხარდამხარ.
წყვილად,ნუგეშად,ტყუპ-ტყუპად და სულ,სულ ორ-ორად.
ხელს რომ გაგიშვებ,ისევ იმ გზის ბოლოს დაგხვდები,
გაგიმზიანებ უჩემობით დარჩენილ დღესაც...
ავტოპორტრეტი
ხანდახან უნდა გამოუტყდე,
ხანდახან უნდა
შეიწირო...
პირველი-საკუთარი თავის თავი,
მეორე- დარდშეჭმული
გლოვის ხელაკიდო.
ხანდახან ერთი დიდი ამოსუნთქვა
(არა მოზომილი,
შენეული)
სხვა -შენი თავიდან
დაგანახებს,
რასაც დღევანდლამდე
მოარბევდი...
შლიდი,ანაკუწებხევდი
სულის არითმიულ
ამოხეთქვას.
შეხედე,
ვინ შეცვლილა,
(ირონია! )
ვის უცვნია
სამყაროს ერთით მეტი
ფოთოლცვენა?
ხანდახან
თავსაც უნდა
გამოუტყდე,
ხანდახან დედამიწის
ვალიც მართო.
ხანდახან მიტოვება
ადვილია,
სულის ამნეზია
დაიმართო.
***
დღეები,წლების
დიდ რკალში ყოფნით,
ჩამოაზამთრებს
ნოემბერს,ყვითელს.
მე და შენ
გაცვლილ როლების
ხათრით,
ვეთამაშებით ასაკს
და ბისზე
მოვუხმობთ ჯიუტ,
დაღლილ ბავშვივით,
თმენას,რომელსაც
დარდი დაახრჩობს.
საფეხურებად
აგვთვალეს კიბეს,
სახელურს მშრალი
ხავსი დარაჯობს.
მე და შენ
მუნჯი
როლების ხათრით,
ვითმენთ
ნოემბერს,
ხმა დღემდე
გვახშობს...
მე და შენ,
რადგან
ჩვენი არ გახდა,
შეუცვლელ თავებს
ვეღარ ვთამაშობთ.
***
ხმას ვუწევ ფიქრის ვეება ტბაში
ჩაძირულ ძვალთა
შემკრთალ სათხოვნელს.
გუშინდელიდან გამოყოლილი
ელდის გამები თუ მიმატოვებს,
თავს გამოვიხსნი წვიმის ლოჟიდან,
წამოვკრეფ ალღოს-ხისტს და უტყუარს.
შენ ჩვეულებას რომ ღალატობდე,
დაგაჯერებდი,შემკრთალი თუა
ამ უნაპირო გულის საცეცი,მიზეზი სხვაა,
არა შეჩვევა,რომ ერთიანად შენისლულ
სარკმელს ბეღურის ფრთებით
უნდა შელეწვა.
რომ დამიწებულ,ორპირ ქარებით
ვეღარ ავუვალ გზისფერ სურვილებს.
რომ დედამიწა ერთი და მხოლოდ,
სულ ერთადერთი წესით ისრულებს,
რაც ჩემგან უხვად მიაქვს და ბარდნის
ხეებს,უთოვლო ფიფქით დანამქერს.
რომ იანვარი ყველაზე ახლოს დგას
ფოთოლცვენის მარჯნის დაფაზე.
ხმას ვუწევ ფიქრის მელნისფერ ტბაში
ნედლად ჩაკირულ
შემკრთალ ანაბეჭდს.
იქნებ,ჩურჩულით
ამოვიყვირო-
გათოვგანათდეს...
***
მაპატიეო,-
ისე მომესმა,
ექოც კი შედგა
სულისგაკმენდით.
მე,ვინც დაგპირდი,
დაგაპურებდი
სულ სხვა ფერით და
სულ სხვა სარკმელით,
დაგანახებდი,
ჯერ მოსასვლელი
ყველა ბილიკი
არ ჩახერგილა.
ჯერ შენი თავი
უნდა შევიხსნა
შენივე ყულფით
დაწნულ ქსელიდან.
ვერ გადავიტან
შენდობილ ლუკმას
შენი ცრემლებით
დამბალ სხეულში.
მაპატიეო,-
ერთხელ წამოგცდა
და იმ ერთხელაც
ვერ გადავურჩი
გზაგასაყართან
წაქცეულ ქენჯნას,
რაკი დაგპირდი,
რაკი იწამე,-
სულსაც ხანდახან
და გამორჩევით
ტყუპისცალობენ
დაკლულ მიწაზე.
***
სანამ თვალმიხრილს
მომძებნი და ამაოდ მკითხავ,
თუ რას უარვყოფ,ან გავურბი
კითხვით შეყრილი.
ისევ მე უნდა შეგიკეცო,
შემოგიმჭიდრო
კანზე ლერწებად
ამოზრდილი ხავსი,
ვით სკვნილი
დავმარცვლავ თითო
ულუფებად ხმის ყრუ
გიშრის თვალს.
რა ავგაროზი?
გაოცებას სიმწრით დაფარავ.
ჰო,უცაბედი არის ხილვა,
ხილვა იმგვარი,
თავსაც რომ გიშლის
მთელ ნაწილად,
ანდა იმავ თავს,
აგერ, სულ ახლოს
გლახაკივით ჩამოატარებ.
ეგებ და ვინმემ იცნოს,
ივნოს გროშის მარწუხი.
არა და, სანამ
თვალ და კალთა
მიხრილს დამეძებ,
მირიადიდან იშლება და
ჩნდება პასუხი...
***
გადავუნაცვლებ
თვეებს სახელებს,
წელსაც ავრევდი
მარტის ქარივით.
მე რომ შემეძლოს,
შენ მთანხმდებოდე,
ოქტომბერს ზღაპრის
ყუთში ჩავყრიდი,-
ჭრელაჭრულათი,
სიმწიფე-ქარვით,
სიტკბო-ბანგით და
ლოდინ-სიმშვიდით
გამოგიზოგავ
მომდევნო წლიდან
კვლავ ოქტომბრამდე...
იანვრის შვიდით
ისევ რომ ვიწყო
ათვლა,შენება წლების,
რომლებიც
თავს შემახსენებს.
თორემ მე ისევ
უდროო დროში
ვსახლობ ქიმერის
ფერფლისფერ ხსენზე.
გადავუნაცვლებ
თვეებს სახელებს,
გადავუნაცვლებ
ისეთი შვებით,
როგორც საკუთარ
ნაჭუჭის კანზე
შემშრალ სიცოცხლეს
სიკვდილი შვენის.
***
მიწაზე აღარ
დამედგომება.
მგონია,ადგილს
ვიჩემებ სხვისას.
გამომყოლია,
ამდევნებია
ცას შერეული
სულების რისხვა.
განა რას მთხოვენ,
ან რას ვიმეტებ.
რა მაქვს
სასხვისო ,
ნატვრით სამზერი ?
ერთი სიცოცხლე
მოვიმიზეზე
ორი სულისთვის
გადასაცემი.
***
სიტყვაში თვალის ახელის დღიდან
სურვილად ამყვა მეწერა შენზე.
ასეთი მშვიდი,მზით დაისრული სტრიქონში ღმერთად გამომესახე.
ვისზეც სანთლების წყობრი ღვენთება
აანოტივებს კედლის მარწუხებს.
ჩაშენებული ვნება ისრუტავს ლაღი
კალთების ფერად მიმწუხრებს.
ვისი სახელი მზის სალოცავის
კერპის წახნაგებს ცვილად დაადნობს.
ვისზეც წერენ და ეფარებიან
ჭირის ზიარს და სულის მარათონს.
სიტყვაში გულის ახელის დღიდან
მწყდება ცრემლი, ვით ღილი კაბის პირს.
ნუგეშმცემელი სხვათა ვარამის,
რჩები მხვეწნელი დროის ჯამისრის,
სადაც აწობენ ნერვიულ ხველით
გადარჩეული სუფრის სიმაძღრეს.
შენ კი ჯავშანიც ვერ დაგიფარავს
უმადურობის ქვევრით ზიდავ მხრებს,
რომელზეც სიოს ვერ გაუბედავს
გრილი ხელებით მოალერსება,
რომელზეც წლები ჩამოისვენებს,
გაავდრდება და გაცამტვერდება.
სიტყვაში თვალის ახელის დღიდან
შენი თვალებით ვუმზერ სამყაროს.
ასეთი მშვიდი,მზით დაისრული
დარჩები ლექსის ბანის სამთავროს.
***
დაწერ და ხვდები,
შვებაა თითქოს.
მოიხსნი მძიმე,
ჟღარუნა ჯაჭვებს.
სხვას კი არ ესმის,
შენ გიდგას ყურში,
თხემიდან წვეთავს
სიცივის ბლანტე
და უჰაერო ნამცეცა
სიტყვა,მერე რომ
მთას ძრავს,
სიმხნევეს გმატებს.
შენ თუ იმედად
ღებულობ ჩემგან
მრავალსაცეცებ
მოდებულ სათქმელს.
დავწერ ერთხელაც,
ისე დავწერ,რომ
გადაუღებელ
სიხარულს ვგავდე.
***
კიდევ ერთი დღე გადაიკარგა
დაბადებული ღამის ხახაში.
კიდევ ერთმა დღემ დაგვაახლოვა,
ლამპიონების იავნანაში
რომ ვაძებნინოთ ერთმანეთს თავი,
რომ ვაყურადოთ ნაცნობ ნაბიჯებს.
მაღალი სახლის ბნელი ფანჯრები
ეჭვებს დახუჭავს,ბრჭყვიალა ბიჯებს.
გამოარიდებს კალენდარს მზერას,
ჩამოაფარებს ქალაქს პირბადეს,
რადგან იმავ გზით
ყოველ დღე გადის მანძილს
დამოკლეს ბეწვის ხიდამდე.
ჩვენი სახლები-ამ საუკუნის,
სხვადასხვა ქუჩის,ჰგვანან პატიმრებს.
უმოლოდინო,ფერფლის ხანაში
ადამიანის დედნის პალიმსესტს.
საუბრის დასასრული
დაწერეთ შეტყობინება...
ბევრსაც ვერ გიწერ,
არც ცოტა მაქვს შენთვის სათქმელი.
დასაწყისი კი ადვილია ანით დაიწყო.
ვიდრე ჰოემდე გავიდოდეთ,უნდა შევძლო და
ყველა განცდა და ნაფიქრალი ლექსად ავკინძო.
არსებობს სიტყვა,შეუცნობლის შეცნობად თქმული,
ორი სხეულის,ორი სუნთქვის ერთ გულად ფეთქვა.
თითო სიცოცხლეს თითო წამიც უნდა შევმატო,
წამი წუთამდე არსობისა,რაც უნდა მეთქვა.
მეთქვა,თუ როგორ ადვილია და რა რთულია,
ორი სულისთვის ორი სავალის ერთ დიდ გზად პოვნა.
გზად,სულაც რომ არ გგონია ვრცელი და ფართო,
ანდა ერთ დღესაც გაივლი და ბილიკად რჩება...
შემომეშველე,ბილიკიდან გზამდე მივიდეთ.
გზიდან კი მერე მზიანეთსაც დავუწყოთ ძებნა.
ნუ შეგაშინებს,თუ ხანდახან წავიბორძიკებთ,
ორნი მივდივართ,მადლობა უფალს,ერთ დიდ გზას ვხედავთ.
ჰოდა,მომენდე,დამიჯერე,ვივლით მხარდამხარ.
წყვილად,ნუგეშად,ტყუპ-ტყუპად და სულ,სულ ორ-ორად.
ხელს რომ გაგიშვებ,ისევ იმ გზის ბოლოს დაგხვდები,
გაგიმზიანებ უჩემობით დარჩენილ დღესაც...
ავტოპორტრეტი
ხანდახან უნდა გამოუტყდე,
ხანდახან უნდა
შეიწირო...
პირველი-საკუთარი თავის თავი,
მეორე- დარდშეჭმული
გლოვის ხელაკიდო.
ხანდახან ერთი დიდი ამოსუნთქვა
(არა მოზომილი,
შენეული)
სხვა -შენი თავიდან
დაგანახებს,
რასაც დღევანდლამდე
მოარბევდი...
შლიდი,ანაკუწებხევდი
სულის არითმიულ
ამოხეთქვას.
შეხედე,
ვინ შეცვლილა,
(ირონია! )
ვის უცვნია
სამყაროს ერთით მეტი
ფოთოლცვენა?
ხანდახან
თავსაც უნდა
გამოუტყდე,
ხანდახან დედამიწის
ვალიც მართო.
ხანდახან მიტოვება
ადვილია,
სულის ამნეზია
დაიმართო.
***
დღეები,წლების
დიდ რკალში ყოფნით,
ჩამოაზამთრებს
ნოემბერს,ყვითელს.
მე და შენ
გაცვლილ როლების
ხათრით,
ვეთამაშებით ასაკს
და ბისზე
მოვუხმობთ ჯიუტ,
დაღლილ ბავშვივით,
თმენას,რომელსაც
დარდი დაახრჩობს.
საფეხურებად
აგვთვალეს კიბეს,
სახელურს მშრალი
ხავსი დარაჯობს.
მე და შენ
მუნჯი
როლების ხათრით,
ვითმენთ
ნოემბერს,
ხმა დღემდე
გვახშობს...
მე და შენ,
რადგან
ჩვენი არ გახდა,
შეუცვლელ თავებს
ვეღარ ვთამაშობთ.
***
ხმას ვუწევ ფიქრის ვეება ტბაში
ჩაძირულ ძვალთა
შემკრთალ სათხოვნელს.
გუშინდელიდან გამოყოლილი
ელდის გამები თუ მიმატოვებს,
თავს გამოვიხსნი წვიმის ლოჟიდან,
წამოვკრეფ ალღოს-ხისტს და უტყუარს.
შენ ჩვეულებას რომ ღალატობდე,
დაგაჯერებდი,შემკრთალი თუა
ამ უნაპირო გულის საცეცი,მიზეზი სხვაა,
არა შეჩვევა,რომ ერთიანად შენისლულ
სარკმელს ბეღურის ფრთებით
უნდა შელეწვა.
რომ დამიწებულ,ორპირ ქარებით
ვეღარ ავუვალ გზისფერ სურვილებს.
რომ დედამიწა ერთი და მხოლოდ,
სულ ერთადერთი წესით ისრულებს,
რაც ჩემგან უხვად მიაქვს და ბარდნის
ხეებს,უთოვლო ფიფქით დანამქერს.
რომ იანვარი ყველაზე ახლოს დგას
ფოთოლცვენის მარჯნის დაფაზე.
ხმას ვუწევ ფიქრის მელნისფერ ტბაში
ნედლად ჩაკირულ
შემკრთალ ანაბეჭდს.
იქნებ,ჩურჩულით
ამოვიყვირო-
გათოვგანათდეს...
***
მაპატიეო,-
ისე მომესმა,
ექოც კი შედგა
სულისგაკმენდით.
მე,ვინც დაგპირდი,
დაგაპურებდი
სულ სხვა ფერით და
სულ სხვა სარკმელით,
დაგანახებდი,
ჯერ მოსასვლელი
ყველა ბილიკი
არ ჩახერგილა.
ჯერ შენი თავი
უნდა შევიხსნა
შენივე ყულფით
დაწნულ ქსელიდან.
ვერ გადავიტან
შენდობილ ლუკმას
შენი ცრემლებით
დამბალ სხეულში.
მაპატიეო,-
ერთხელ წამოგცდა
და იმ ერთხელაც
ვერ გადავურჩი
გზაგასაყართან
წაქცეულ ქენჯნას,
რაკი დაგპირდი,
რაკი იწამე,-
სულსაც ხანდახან
და გამორჩევით
ტყუპისცალობენ
დაკლულ მიწაზე.
***
სანამ თვალმიხრილს
მომძებნი და ამაოდ მკითხავ,
თუ რას უარვყოფ,ან გავურბი
კითხვით შეყრილი.
ისევ მე უნდა შეგიკეცო,
შემოგიმჭიდრო
კანზე ლერწებად
ამოზრდილი ხავსი,
ვით სკვნილი
დავმარცვლავ თითო
ულუფებად ხმის ყრუ
გიშრის თვალს.
რა ავგაროზი?
გაოცებას სიმწრით დაფარავ.
ჰო,უცაბედი არის ხილვა,
ხილვა იმგვარი,
თავსაც რომ გიშლის
მთელ ნაწილად,
ანდა იმავ თავს,
აგერ, სულ ახლოს
გლახაკივით ჩამოატარებ.
ეგებ და ვინმემ იცნოს,
ივნოს გროშის მარწუხი.
არა და, სანამ
თვალ და კალთა
მიხრილს დამეძებ,
მირიადიდან იშლება და
ჩნდება პასუხი...
***
გადავუნაცვლებ
თვეებს სახელებს,
წელსაც ავრევდი
მარტის ქარივით.
მე რომ შემეძლოს,
შენ მთანხმდებოდე,
ოქტომბერს ზღაპრის
ყუთში ჩავყრიდი,-
ჭრელაჭრულათი,
სიმწიფე-ქარვით,
სიტკბო-ბანგით და
ლოდინ-სიმშვიდით
გამოგიზოგავ
მომდევნო წლიდან
კვლავ ოქტომბრამდე...
იანვრის შვიდით
ისევ რომ ვიწყო
ათვლა,შენება წლების,
რომლებიც
თავს შემახსენებს.
თორემ მე ისევ
უდროო დროში
ვსახლობ ქიმერის
ფერფლისფერ ხსენზე.
გადავუნაცვლებ
თვეებს სახელებს,
გადავუნაცვლებ
ისეთი შვებით,
როგორც საკუთარ
ნაჭუჭის კანზე
შემშრალ სიცოცხლეს
სიკვდილი შვენის.
***
მიწაზე აღარ
დამედგომება.
მგონია,ადგილს
ვიჩემებ სხვისას.
გამომყოლია,
ამდევნებია
ცას შერეული
სულების რისხვა.
განა რას მთხოვენ,
ან რას ვიმეტებ.
რა მაქვს
სასხვისო ,
ნატვრით სამზერი ?
ერთი სიცოცხლე
მოვიმიზეზე
ორი სულისთვის
გადასაცემი.
***
სიტყვაში თვალის ახელის დღიდან
სურვილად ამყვა მეწერა შენზე.
ასეთი მშვიდი,მზით დაისრული სტრიქონში ღმერთად გამომესახე.
ვისზეც სანთლების წყობრი ღვენთება
აანოტივებს კედლის მარწუხებს.
ჩაშენებული ვნება ისრუტავს ლაღი
კალთების ფერად მიმწუხრებს.
ვისი სახელი მზის სალოცავის
კერპის წახნაგებს ცვილად დაადნობს.
ვისზეც წერენ და ეფარებიან
ჭირის ზიარს და სულის მარათონს.
სიტყვაში გულის ახელის დღიდან
მწყდება ცრემლი, ვით ღილი კაბის პირს.
ნუგეშმცემელი სხვათა ვარამის,
რჩები მხვეწნელი დროის ჯამისრის,
სადაც აწობენ ნერვიულ ხველით
გადარჩეული სუფრის სიმაძღრეს.
შენ კი ჯავშანიც ვერ დაგიფარავს
უმადურობის ქვევრით ზიდავ მხრებს,
რომელზეც სიოს ვერ გაუბედავს
გრილი ხელებით მოალერსება,
რომელზეც წლები ჩამოისვენებს,
გაავდრდება და გაცამტვერდება.
სიტყვაში თვალის ახელის დღიდან
შენი თვალებით ვუმზერ სამყაროს.
ასეთი მშვიდი,მზით დაისრული
დარჩები ლექსის ბანის სამთავროს.
***
დაწერ და ხვდები,
შვებაა თითქოს.
მოიხსნი მძიმე,
ჟღარუნა ჯაჭვებს.
სხვას კი არ ესმის,
შენ გიდგას ყურში,
თხემიდან წვეთავს
სიცივის ბლანტე
და უჰაერო ნამცეცა
სიტყვა,მერე რომ
მთას ძრავს,
სიმხნევეს გმატებს.
შენ თუ იმედად
ღებულობ ჩემგან
მრავალსაცეცებ
მოდებულ სათქმელს.
დავწერ ერთხელაც,
ისე დავწერ,რომ
გადაუღებელ
სიხარულს ვგავდე.
***
კიდევ ერთი დღე გადაიკარგა
დაბადებული ღამის ხახაში.
კიდევ ერთმა დღემ დაგვაახლოვა,
ლამპიონების იავნანაში
რომ ვაძებნინოთ ერთმანეთს თავი,
რომ ვაყურადოთ ნაცნობ ნაბიჯებს.
მაღალი სახლის ბნელი ფანჯრები
ეჭვებს დახუჭავს,ბრჭყვიალა ბიჯებს.
გამოარიდებს კალენდარს მზერას,
ჩამოაფარებს ქალაქს პირბადეს,
რადგან იმავ გზით
ყოველ დღე გადის მანძილს
დამოკლეს ბეწვის ხიდამდე.
ჩვენი სახლები-ამ საუკუნის,
სხვადასხვა ქუჩის,ჰგვანან პატიმრებს.
უმოლოდინო,ფერფლის ხანაში
ადამიანის დედნის პალიმსესტს.
საუბრის დასასრული
დაწერეთ შეტყობინება...
ახალი სტატიები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ნინო დარბაისელი - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ქეთევან ნათელაძე - ლექსები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი