გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გერმანე საზანოელი - ლექსები

***
მოდი ჩემთან ძვირფასო
ერთი კოცნა დამითმე
მონატრებაც ძვირს ფასობს
სამზეური  გამითბე.
დღეც არ დღეობს  ჩემს გულში
ვერც ვიძინებ  ღამით მე,
განაწამებ სხეულში
წამი ნამობს  წამითვე.
გულის ცემას გაჩუქებ
ღარიბული არით მე
ვკვდები ისე აშუქებ
სიყვარული დამითმე.


ჭრილობა
ჩემი დარდი ხარ, სულის ჭრილობა
ფერიცვალებაც და სინანულიც,
ნაღვერდალიც და აზრთა ყრილობაც
საგალობელიც და სიყვარულიც.
ფიფქივით ნაზი ცას მოვლენილი,
ვით მოფარფატე პეპლის ალერსი,
მე შენს სიყვარულს კვლავ ველოდები
და გეფერები ქალავ ამ ლექსით.
არ მსურს უშენოდ ვუცქირო მთვარეს,
ან მზის ამოსვლის სიამით გავთბე
ლოდი ახსენი ჩემს გულის არეს,
რომ თაფლისფერი თვალებით დავტკბე.


***
ჩემთვის ნიავია თქვენი სიდიადე,
დასტურ დასტურები ისმის, ნაჯამები,
უნდა მიგიყვანოთ , ძვირფას იდეამდე
უადგილოდ შეფობს, ვიღაც, გაჯავრებით.
გამოეპასუხა , უფრო შერეკილი
ენა ტყლაპიანი და არა ტკბილიანი,
მათთან აბა რაა, რძალი შებერტყილი,
წუნკალ წუნკალი თან  დედამთილიანი.
დიდხანს დაობენ და რაზე, არ იციან,
უწესრიგოდ ქრიან, თავის დარაბები,
ვერც კი აზროვნებენ როგორ  განიცდიან,
როგორ ზედმეტია დავი-დარაბები.
ლურჯთვალამაც იცის, თოვლს აჰყვეს ნებით,
ყინვის ჭერქვეშაც კი, ლაღად იშლებიან,
მოდით სამყაროში ვთესოდ ღიმილები
წყენის სათავე ხომ, მხოლოდ  ნისლებია!


***
მეც აქ ორად ვფრინავ,
თუს ან არვის ხედვად,
ზეცამ მომაფინა
უამრავი სევდა.
ხსნის მხვევს, გულის ღრუბელს,
ღამეც მიპყრობს სხვის ჭად,
ის ხევს, სულის ღრუს ბელს,
და მეც ღვთის დროს მიჭამს.
დავდევ წმინდას, ხან ჩრდილს,
ზედ ცრუ ჯინი რომ აქვს,
ხან ვდებ, მინდას აჩრდილს,
მზეც ხურჯინით მომაქვს.
თუ ცვარს, ზღვარს ჩემს ქედზე,
ვერ ვძმობ , უკეთ მოვა,
თუმცა საფეთქელზე
მე ვგრძნობ უკვე თოვას!


***
ველოდებით ნიავს,
ისევ, ისევ, ისევ,
შუღლი ძმებთან მიაქვს,
გვისევს ,გვისევს , გვისევს.
ქარბორბალა მრგვალი
მოდის, მოდის, მოდის,
დაპირების ვალი
როდის , როდის,  როდის.
დადგეს ჩვენს ცრუ ბედად,
კიბე , კიბე ,კიბე,
რომ გვიხსენონ დედა,
კიდევ,კიდევ,კიდევ!


ათოვს
იისფერი  ზეცა,
სუსხიანი შუქი,
ნაფეხურიც მკრთალა
თან იმედიცმუქი.
არეული ყოფა
ბოლო სიტკბოსმართმევს,
გამაყოლეთ მზისსხივს,
მასთან უნდადავთვრე.
შორს ხარმაგრამ სულით,
ჩემს ფრთებქვეშთვლემ ალბათ,
ჰგევხარ პირმცინარი
გუგულიან რაბათს.
მინდა დავაარსო
სიყვარულის დაბა.
ტრფობილს ვენატრები
როგორც წყნეთელსკაბა.
უნებურად მსტუმრობს
გაფრენილი სითბო,
ურცხვად პროტესტანტობს 
ქარიშხლობას ითხოვს.
ჩემს შავგვრემან ტკივილს
ვერაფერი კურნავს,
თითქოს შეაჩერა
დედამიწამ ბრუნვა.
მკთალა მოგონება
იპყრობს ჩემსნიჭს, ფართოს,
აცრემლებულ ფიქრებს
ათოვს, ათოვს, ათოვს.


მე, მე არა ვარ!
მე არა ვარ ტერენტი და არც დიადი კალე,
ჩემი ბგერა  სხვის დიდ ქურქში ვერც კი გაშლის მკლავებს,
მათი ფესვის ნაწილი ვარ , პოეტური შვილი,
გუთნის ნიავს ავიტაცებ, მაღლა ქროლვით ვივლი.
   არ მქონია კომფორტი და არც ცხოვრება მშვიდი,
მაინც მიყვარს სიცოცხლე და კვირაში დღე შვიდი,
თანაც უკვე გამეყარა დროებათა კენტი,
ამბიციამ გამიჭედა მითხრა მეტისმეტი.
  დღეიდანო დუეტში ვართ,  ფინიში და მგელი,
ჩემი სეტყვა შენი ბგერით ბრმად ხსნას არც მოელის.
აქ მესტუმრა ჩემი გზა და ჩემი ნორჩი წლები,
სავსე თავს რომ თხელმა ჯიბემ ვერ შეუწყო ხელი.
     ჭკუისკოლოფებმა ჩემ ტვინს რომ დაუწყეს ხედვნა,
თითქოს-თითქოს მაგრამ ჩემკენ არვინ მოიხედა.
ამიტომაც გავჯიუტდი შევიცვალე ნირი,
სუნთქვასაც კი დაუწესე მე გადახდა ქირის.
    შემდეგ ჭიქას ჩავეხუტე, სულ მთლად მოვიცვალე,
მსურს დავიპყრო თქვენი გული თუკი მოვიცალე.
ნაბახუსევს  ვუალერსებ ტაბიძეს და კალეს,
გალაკტიონი მასწავლის რაც კი ვერ მოვრკალე.
     ხელაშვილის ზე სტროფები  ბინდისფერი სოფლის
ენაზე თუ ურდული გაქვს რა ვთქვა ისეთ ყოფის.
წვიმა დიდ პოეტად მნათლავს დარი ქებას აზის,
გასხლული ვარ , დავინამე, ვით აპრილის ვაზი.
       მე არა ვარ ტერენტი და არც დიადი  კალე,
ჩემი ბგერა მათ დიდ  ქურქში, ვერც კი გაშლის მკლავებს.


  
 საბავშვო  
ანცი შვილიშვილი
გონების გზას ითბობს,
მეკითხება უბრად
დროს ხომ ვერ დამითმობთ?
რაც უფრო იზრდება
წამს თვალს უფრო აჭერს,
ფრთხილად ვეფერები
ჩემი გენის  ნაჭერს.
გარეთ  ცვარი აძლევს
მწიფე ყანას ნამბულს,
უფრო მომხიბვლელს გვხდის
შვილიშვილს და ბაბუს.
გამდიდრება სურდა
ბავშვის გონთა მღვიმეს,
მკითხა მოწონებებს
თუ ჩუქნიდით ვინმეს.
ან თუ უგზავნიდი
ბაღის ბავშვებს სურათს,
წრეზე კითხვა თბილი
თვალთა ზღვაში ცურავს.
ის კი არ ისვენებს
მეს შესწავლას ჩემობს
მითხრა იქნებოდა
ალბათ ჩემი ბებო.
ჩვენ კი, ჩემო ოქრო,
ვერთობოდით რაშით,
სიტყვა მობილური
არც კი იყო მაშინ.
ფოტოს გადამღები
მოაჭრიდა მთვრალი,
ვერც კი აზროვნებდა
ვის რა ჰქონდა ვალი.
ამჟღავნებდნენ ფირებს
ფურცლებს ხსნიდნენ ყუას
კარგი საქმე გახლდათ
ვინც ატანდა ყუათს.
შენ რომ გაიზრდები
სიახლეზე წერე,
დღეს ვერც წარმოვიდგენთ 
რა მოხდება მერე.
ხედავ? მანქანებს ცვლის
ზე მფრინავთა ჯარი,
ფანტაზიის ზღვა გვაქვს
შენ დაგწერე ჯვარი.
ვფიქრობ დედამიწა
აქ დარჩება ხურდად
ხალხი ცაში წავა
მეგობრებთან სტუმრად.
ჩვენს წინაპრებს შვილო,
გავაკეთებ ჩანართს
მანქანა რომ ენახათ
დაუყრიდნენ ჩალას.
ხეც ბრწყინავდა ბაბუ
შემდეგ ვხვდებით ქვიტკირს
ჩვენს პაპებს თუ ჩვენი
ჩვენ კი თქვენი გვიკვირს.
თქვენი აზროვნების
სამეფო უნარის
როგორ შეიძლება
ზრდაზე ვთქვათ უარი.
მისაღწევის ტბაში
უსასრულოდ ივლით
ერთიც ამაშია
ამ ცხოვრების ხიბლი.
თქმა და მოლოდინი
ვხედავ თვალებს ახელს,
მისი ცქერა არქმევს
ჩემს ბავშვობას სახელს.
ისევ გახალისდა,
გაებადრა სახე,
რომ  შეიტყო თუ როდის
ტელეფონი ვნახე.


საბავშვო
ბაბუ და შვილიშვილი
ჩემო ბაბუკელა 
მინდა რაღაც გთხოვო,
წყალი მომიტანე,
თუ გსურს გაგათხოვო.
მე უკვე მოვხუცდი,
სიარულიც მიჭირს,
ახლოს შეგირჩიე
ერთი კოხტა ბიჭი.
ყველას ღვინოს აწვდი,
ვინც კი დადის გზაზე,
ბებო სად გამიშვებს?
თუ არ გავიზარდე!



გავიხსენოთ აგვისტოს ციებცხელება.  დიდება გმირებს.
არა რუსეთს.
უკვდავება დაცემულ მებრძოლებს
    
 სხვა თუ არა, რა ვუამბო, ჩემი სოფლის გმირებს,
ანდროს, რამინს, კოხტა გიას და სოხუმის ტიტეს,
ვერ დავტოვებ მე მდინარედ, მოღალატურ ონკანს,
რადგან ბიჭებს ეს დინება ხელმეორედ მოკლავს.
     სიბნელეა, შემომაწვა , უცნაური სევდა,
ცის კიდურზე აკიაფდა მტრულზე მტრული ხედვა,
ვარსკვლავებსაც კი ესმოდათ, რომ ეს ტალღა სურს ერთს
ღრუბელი კი ლოზუნგობდა, გაუმარჯოს რუსეთს.
    უნდა ვამყნოთ მამულისთვის, ღირსეული აზრი,
უტოპიაც კი უარობს, სხვა გზა იქაც არ ზის,
წარსულივით გაგვიფრინდა, მშობლიური მხრები,
ვშაოსნობთ და ვჭირისუფლობთ მტერთან მტრულად ხლებით.
    აი, ვიღაც ვიღაცისათვის, დუმს და თვალებს ნაბავს,
მაგრამ ვერვინ ეღირსება, ჩვენს ბაგაზე დაბმას,
რა ვქნა , როგორ მოგიწონოთ, აზროვნება ქერა,
აღარც გახსოვთ დიდ ქართველთა, შეწყვეტილი ცქერა.
    სდეგ!  შენ ძმაო მხარს რად უჭერ სხვის დოლაბზე ბრძოლას,
ვფიქრობ ბევრი მეეძოვე გადაჰყვება ძოვას,
ან შენდობა  როგორ ვუთხრა მე ფერაძე ზაზას,
მაშინ ვთქვათ რომ შინდისელი, შეეწირა მცდარ გზას.
  სხვა თუ არა რა ვუამბო ჩემი სოფლის გმირებს,
ანდროს, რამინს კოხტა გიას და საზანოს ტიტეს,
ნუ დავტოვებთ მომდინარედ,
მოღალატურ ონკანს,
რადგან ცოცხალ, ცოცხალ გმირებს,
ხელმეორედ მოვკლავთ.
 2019

ანდრია ჭანტურიძეტიტე გიორგაძე,  რამინი თავბერიძეგია  კაპანაძე , ეს ოთხეული შეეწირა რუსეთის არასწორ  ქმედებებს  აფხაზეთსა  და ოსეთში. ისინი საზანოს პირმშოები იყვნენ.
ზაზა ფერაძე  შორაპნიდან არის წარმოშობითშინდისის გმირია.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge