ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ლაშა გვასალია - ლექსები
როგორ მიყვარდა...
როგორ მიყვარდა, ღმერთო ჩემო,
მიყვარდა როგორ,
სხვას ვინღა იტყვის, მამაღლებდა
მისი დანახვა,
ცას მოამტვრევდა თვალთა ფერით
ღიმილა გოგო,
და გამო მისთვის- ყველაფერზე
ვიყავ თანახმა...
მზემ მომიფრთონა უთენია მისი
მანდილი,
(ეს მოცხადება ფიქრის სისხამს
გამიადვილებს),
სამოთხის სულთან ვსაუბრობდი
მასზე ამ დილით,
ახლა კი სიტყვით ვეტანჯები
ამ სინამდვილეს!..
როგორ მიყვარდა,
ღმერთო ჩემო,
მიყვარდა როგორ!
ეს საფლავი კი არა, ღამეების ფრთებია...
მომაშველე , უფალო, მზერის ლურჯი ხატება,
და აუწყე სამყაროს სიყვარულის სიმაღლე,
ჩვენ არ ვიცით ეს სივრცე სად მიდის, სად მთავრდება,
და ან რაღას მიაღწევს უდროებოდ სიახლე...
იქნებ გულმა იხილოს
ამ წარღვნათა ტკივილი,
როგორ მიექანება
აღსავალის კარისკენ,
მოახილე ზე-ქარებს
ჩემი სულის კივილით
ვით დავიპყარ სიტყვა და
ეს სიგიჟე გავრისკე...
ახლა ყველაფერია, რაც არ იყო ოდესმე,
ჩემო დღეთა ქარაგმავ, ზღვა-სალურჯე თვალებით,
მოვისხივეთ სიშორე და მივენდეთ მთვარის მზეს,
შეგვეძინა მერეთი- კრუნჩხვითა და წვალებით...
მომაშველე, უფალო,
რაც მიწისგან ჩვენია,
აქ ყველაფერს ხომ მაინც
ამთავრებენ გლეხურად,
არ ჩაკვდება წუხილში
უკვდავების გენია,
რადგან უფლის საშოოდ
ღვთისმშობელი ეხურა...
ეს საფლავი კი არა, ღამეების ფრთებია,
უშავესი მზერიდან მოფრთონილი ხატებით,
სიზმრებივით ფიქრები ძილ-ფხიზილში კრთებიან,
და საწყისი ოცნების მთვარის წკიპზე ღამდება...
ყველაფერი იწყება
უფლის თეთრი ხელიდან..
და სიკვდილი სიცოცხლეს
პირატივით ღალატობს,
მოლანდება მოცოცავს
კუბოს შავი ჭერიდან,
დაქანცული უფალი
მიწას მზიდან თვალადობს-
ღამეების ფილტვებით ხროტინებენ დღეები,
ერთხელ მაინც მაუწყე- რა მიშველის, უფალო,
ამიფრინე მკერდიდან თეთრლაჟვარდა მტრედები,
რომ ცამ მიწის გულიდან მოფრენილად ჩამთვალოს!..
მოველ და
მოველ და გული მოგიტანე,
შენ რას ელოდი?
აჰა! არ ფასობს კაპიკადაც,
სხვა დროა ახლა,
უწინამ გულით იმდენვინმეს
ტრფობით ვშველოდი,
ახლა ვის უნდა, თუმეწყვილედ
ფული არ ახლავს!..
თქმა
ქვეყანა გაჰყვეს ნაწილად,
სამშობლოს„კრეფენ“ შუა,
ზოგჯერ ისეთი გრძნობა მაქვს,
არ ვართ ამ მიწის ღირსნი...
ისეთი ხალხი მარიგებს
გაავნებული ჭკუას,
სალამს რომ ვაძლევ, ვფიცავარ,
მათთვის ბევრია ისიც!..
დედა
ჯერ წვალობდი- ამომედგა ენა,
ლაპარაკი რომ მესწავლა ყმაწვილს,
მამაღლებდა შენი დიდი რწმენა,
მშობლიური სიყვარულით აღვსილს...
როს გაზრდილი გზას მივიკვლევ სევდით,
ვერჩვეული დუმილსა და თმენას,
ახლა უკვე ის მასწავლე, დედი,
კბილი როგორ დავაჭირო ენას!..
შენ
ვერ მოვითმინე წაქცევა კაცის,
ვერ შევიცვალე სახე და ნირი,
და ამის გამო ჯვარზე რომ მაცვეს,
ვიცი და მაინც ხმამაღლა ვყვირი...
ესმით ეს ხმობა გაღმა ნაპირებს,
დაუწყებელი ფიქრით ვიწყები,
მზის ჩრდილზე სულის მოთქმას ვაპირებ,
ამოუთქმელი წუხან სიტყვები...
შენ მომაღირსე ჯილდოც, სასჯელიც,
გულმა მწვერვალი შენით დალახა,
ჩემი ფიქრების ასე მტანჯველი-
ცაში ხარ, მაგრამ იქაც არახარ!..
ეს სიყვარული
ნუღარ დალევო, მერე ფრენას
იწყებო ცაში,
ღიმილი შენი- მზერით შენით
მემახსოვრება,
სანამდე პირში სული მიდგას,
მტრედების ტაშით
ეს გზა იმზევებს, და მე კიდევ
მთელი ცხოვრება
ვიდარდებ იმას, ვერ მოგწყვიტე
ცა- მზის ტოტიდან,
ვერ მოვიქარე შენი სუნთქვა
სიზმარ- სხეულით,
სურვილი რავქნა, მონატრების
კვლავაც მოდიდდა,
და დავალ ასე ოცნების ცა
ჩამომსხვრეული...
შენ ლამაზი ხარ, წლები რაღას
უზამენ მთვარეს,
შელურჯებია ცას ელვარე
მნათი ფარული,
ვდგავარ და ვარსკვლავთ შევღიღინებ
ასე ცისმარე,
რომ გაზაფხულად ამიყვავდეს
ეს სიყვარული!..
ისევ შორიდან
აქ ვერაფერი შევიმცნე მაინც,
ცარიელია სტუმრის მაგიდა,
და უმასპინძლოს ვერ ვუგებ ალაგს,
ჩუმად გავდივარ უტყვ ქალაქიდან...
მზე ამცხუნვარებს ზღვასა და ხმელეთს,
ააოქროსფერებს ჟამთა ნაკეცებს,
და მოფეთებულ ელეთს და მელეთს
მთვარის მზერიდან ესე დაეძებს...
მივიკვლევ სავალს სიტყვათა ძაფით,
ვერ მოვიჩრდილე ცისკრის პროფილი,
ვეღარ მივიკვლევ აღმართს სისწრაფით
ულულუგთაგან უარყოფილი...
ვერ დავეტოლე გზა-შორ აჩრდილებს.
ავყურებ ზეცას ისევ შორიდან,
სიცოცხლეს ვინაც გამინამდვილებს -
ველოდები და აღარ მოვიდა!..
შენ და შენით
მე ყველაფერი დავიწყე შენით,
ცაზე მაღალო,
და მზეზე დიდო,
შენ ფოთოლცვენის სიცოცხლე გშვენის,
მე შენი ფრთებით აფრენას ვცდილობ...
უსასრულობით გრძელდება მზერა,
თვალმიუწვდომი ლურჯი შორეთის,
მე მაინც ცრემლის სიწრფელის მჯერა,
დრო გაპარულა მიეთ- მოეთის...
მზე ბიბლიური სინათლით კრთება,
მაღლდება სულის უებრო ჟამი,
ვაგრძელებ ისევ სიტყვათა კრებას
დარდად ქცეული წუთით და წამით...
სიყვითლე ხეებს მოაქვთ ველიდან,
შენ სად წახვედი ჩემო გურიდე,
მე გავიქეცი ზეცის მზერიდან -
რა მიზეზითაც შენ გაგერიდე!..
როგორ მიყვარდა, ღმერთო ჩემო,
მიყვარდა როგორ,
სხვას ვინღა იტყვის, მამაღლებდა
მისი დანახვა,
ცას მოამტვრევდა თვალთა ფერით
ღიმილა გოგო,
და გამო მისთვის- ყველაფერზე
ვიყავ თანახმა...
მზემ მომიფრთონა უთენია მისი
მანდილი,
(ეს მოცხადება ფიქრის სისხამს
გამიადვილებს),
სამოთხის სულთან ვსაუბრობდი
მასზე ამ დილით,
ახლა კი სიტყვით ვეტანჯები
ამ სინამდვილეს!..
როგორ მიყვარდა,
ღმერთო ჩემო,
მიყვარდა როგორ!
ეს საფლავი კი არა, ღამეების ფრთებია...
მომაშველე , უფალო, მზერის ლურჯი ხატება,
და აუწყე სამყაროს სიყვარულის სიმაღლე,
ჩვენ არ ვიცით ეს სივრცე სად მიდის, სად მთავრდება,
და ან რაღას მიაღწევს უდროებოდ სიახლე...
იქნებ გულმა იხილოს
ამ წარღვნათა ტკივილი,
როგორ მიექანება
აღსავალის კარისკენ,
მოახილე ზე-ქარებს
ჩემი სულის კივილით
ვით დავიპყარ სიტყვა და
ეს სიგიჟე გავრისკე...
ახლა ყველაფერია, რაც არ იყო ოდესმე,
ჩემო დღეთა ქარაგმავ, ზღვა-სალურჯე თვალებით,
მოვისხივეთ სიშორე და მივენდეთ მთვარის მზეს,
შეგვეძინა მერეთი- კრუნჩხვითა და წვალებით...
მომაშველე, უფალო,
რაც მიწისგან ჩვენია,
აქ ყველაფერს ხომ მაინც
ამთავრებენ გლეხურად,
არ ჩაკვდება წუხილში
უკვდავების გენია,
რადგან უფლის საშოოდ
ღვთისმშობელი ეხურა...
ეს საფლავი კი არა, ღამეების ფრთებია,
უშავესი მზერიდან მოფრთონილი ხატებით,
სიზმრებივით ფიქრები ძილ-ფხიზილში კრთებიან,
და საწყისი ოცნების მთვარის წკიპზე ღამდება...
ყველაფერი იწყება
უფლის თეთრი ხელიდან..
და სიკვდილი სიცოცხლეს
პირატივით ღალატობს,
მოლანდება მოცოცავს
კუბოს შავი ჭერიდან,
დაქანცული უფალი
მიწას მზიდან თვალადობს-
ღამეების ფილტვებით ხროტინებენ დღეები,
ერთხელ მაინც მაუწყე- რა მიშველის, უფალო,
ამიფრინე მკერდიდან თეთრლაჟვარდა მტრედები,
რომ ცამ მიწის გულიდან მოფრენილად ჩამთვალოს!..
მოველ და
მოველ და გული მოგიტანე,
შენ რას ელოდი?
აჰა! არ ფასობს კაპიკადაც,
სხვა დროა ახლა,
უწინამ გულით იმდენვინმეს
ტრფობით ვშველოდი,
ახლა ვის უნდა, თუმეწყვილედ
ფული არ ახლავს!..
თქმა
ქვეყანა გაჰყვეს ნაწილად,
სამშობლოს„კრეფენ“ შუა,
ზოგჯერ ისეთი გრძნობა მაქვს,
არ ვართ ამ მიწის ღირსნი...
ისეთი ხალხი მარიგებს
გაავნებული ჭკუას,
სალამს რომ ვაძლევ, ვფიცავარ,
მათთვის ბევრია ისიც!..
დედა
ჯერ წვალობდი- ამომედგა ენა,
ლაპარაკი რომ მესწავლა ყმაწვილს,
მამაღლებდა შენი დიდი რწმენა,
მშობლიური სიყვარულით აღვსილს...
როს გაზრდილი გზას მივიკვლევ სევდით,
ვერჩვეული დუმილსა და თმენას,
ახლა უკვე ის მასწავლე, დედი,
კბილი როგორ დავაჭირო ენას!..
შენ
ვერ მოვითმინე წაქცევა კაცის,
ვერ შევიცვალე სახე და ნირი,
და ამის გამო ჯვარზე რომ მაცვეს,
ვიცი და მაინც ხმამაღლა ვყვირი...
ესმით ეს ხმობა გაღმა ნაპირებს,
დაუწყებელი ფიქრით ვიწყები,
მზის ჩრდილზე სულის მოთქმას ვაპირებ,
ამოუთქმელი წუხან სიტყვები...
შენ მომაღირსე ჯილდოც, სასჯელიც,
გულმა მწვერვალი შენით დალახა,
ჩემი ფიქრების ასე მტანჯველი-
ცაში ხარ, მაგრამ იქაც არახარ!..
ეს სიყვარული
ნუღარ დალევო, მერე ფრენას
იწყებო ცაში,
ღიმილი შენი- მზერით შენით
მემახსოვრება,
სანამდე პირში სული მიდგას,
მტრედების ტაშით
ეს გზა იმზევებს, და მე კიდევ
მთელი ცხოვრება
ვიდარდებ იმას, ვერ მოგწყვიტე
ცა- მზის ტოტიდან,
ვერ მოვიქარე შენი სუნთქვა
სიზმარ- სხეულით,
სურვილი რავქნა, მონატრების
კვლავაც მოდიდდა,
და დავალ ასე ოცნების ცა
ჩამომსხვრეული...
შენ ლამაზი ხარ, წლები რაღას
უზამენ მთვარეს,
შელურჯებია ცას ელვარე
მნათი ფარული,
ვდგავარ და ვარსკვლავთ შევღიღინებ
ასე ცისმარე,
რომ გაზაფხულად ამიყვავდეს
ეს სიყვარული!..
ისევ შორიდან
აქ ვერაფერი შევიმცნე მაინც,
ცარიელია სტუმრის მაგიდა,
და უმასპინძლოს ვერ ვუგებ ალაგს,
ჩუმად გავდივარ უტყვ ქალაქიდან...
მზე ამცხუნვარებს ზღვასა და ხმელეთს,
ააოქროსფერებს ჟამთა ნაკეცებს,
და მოფეთებულ ელეთს და მელეთს
მთვარის მზერიდან ესე დაეძებს...
მივიკვლევ სავალს სიტყვათა ძაფით,
ვერ მოვიჩრდილე ცისკრის პროფილი,
ვეღარ მივიკვლევ აღმართს სისწრაფით
ულულუგთაგან უარყოფილი...
ვერ დავეტოლე გზა-შორ აჩრდილებს.
ავყურებ ზეცას ისევ შორიდან,
სიცოცხლეს ვინაც გამინამდვილებს -
ველოდები და აღარ მოვიდა!..
შენ და შენით
მე ყველაფერი დავიწყე შენით,
ცაზე მაღალო,
და მზეზე დიდო,
შენ ფოთოლცვენის სიცოცხლე გშვენის,
მე შენი ფრთებით აფრენას ვცდილობ...
უსასრულობით გრძელდება მზერა,
თვალმიუწვდომი ლურჯი შორეთის,
მე მაინც ცრემლის სიწრფელის მჯერა,
დრო გაპარულა მიეთ- მოეთის...
მზე ბიბლიური სინათლით კრთება,
მაღლდება სულის უებრო ჟამი,
ვაგრძელებ ისევ სიტყვათა კრებას
დარდად ქცეული წუთით და წამით...
სიყვითლე ხეებს მოაქვთ ველიდან,
შენ სად წახვედი ჩემო გურიდე,
მე გავიქეცი ზეცის მზერიდან -
რა მიზეზითაც შენ გაგერიდე!..
ახალი სტატიები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან) 00:10ქეთი დუღაშვილი - ლექსები 22:50ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე 22:12თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები 21:58რაულ ჩილაჩავა - ლექსები 21:49იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა* 21:22გიორგი ბუნდოვანი - ლექსები 21:14სოფიო ღლონტი - ლექსები 19:10
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
სოფიო ღლონტი - ლექსები
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
გიორგი გოგოლაშვილი - მეც წუთისოფლის სტუმარი ვიყავ (ნაწილი პირველი)
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები