ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
გორვანელი - ლექსები
მელანქოლია
მალე ღამდება და არ ვიცი რა მინდა ახლა,მფრთხალი მუზები გამირბიან ისევ ფანჯრიდან.
დიდ შემოქმედსაც უსაქმობით დაეტყო დაღლა…
თეთრი სიკვდილი გადაიქცა ღამის აჩრდილად.
ფიქრია ყველგან, ფიქრია და არ არის სხვა გზა…
სიმფონიებად დაიღვარა ჩვენი მოცარტიც.
არაყს მივირთმევ, ამ სასმელმა გონება გახსნა
და სანამ ტყვიას დავიხლიდე ვითვლი ოცამდის.
მძაფრი სუნია, სიგარეტის კვამლი მაწუხებს,
სივრცეში ვხედავ მოფარფატებს თეთრი თოლია…
ასე მდუმარედ, გაშმაგებულ, ვიხსნი მარწუხებს
და თან მთავრდება ეს ტანჯული მელანქოლია.
სარკმლიდან ღმერთად შემოგზავნილ მზის სხივებს ვკოცნი…
ხეივანებში მოფენილი შავი თოვლია…
ამ ციფრთა მშვიდი სიმფონია - ცხრამეტი, ოცი...
ეჰეიი, დასრულდი, შენ, წყეულო მელანქოლიავ!
ჩემს ქუთაისს
მიდის რიონი და თან მიაქვს სევდა ქალაქის,
ქალაქის, რომლის ოხშივრებში სუნთქავს წარსული.
წინაპართაგან სისხლით ბრძოლა ჩვენი ალაგის...
თუმც მას აქეთ ხომ უკვე დიდი დროა გასული?!..
ბაგრატზე ავალ და ღმერთს ვეტყვი ერთი–ორ სიტყვას,
რომ დაგვილოცოს ჩვენი ფუძე, ჩვენი აკვანი,
შეგვინარჩუნოს ტრადიცია, ადათი, წესი
და გაგვიკვლიოს ჩვენ წყვდიადში მრუდე გზაკვალი.
სიყვარულს ვუძღვნი ჩემს ქუთაისს, მის ყოველ ქუჩას,
კიდითკიდემდე ხეტიალი არ მომწყინდება.
მე სიყვარულით ზეფხიზელი შევაღებ დუქანს,
შემდეგ მისივე სიყვარულით გავილეშები.
თეთრი ხიდიდან გადავარდნას არ გამოვრიცხავ,
როს მე ბარბაცით დავაპირებ რიონის გაჭრას...
ხიდის მოაჯირს მივეყრდნობი და დავფიქრდები,
რა ვიცი, იქნებ ამ ოხერმა ფიქრებმა ამჭრას.
თუმც სიკვდილისთვის მე მზადა ვარ ყოველ განთიადს,
ჩემი ქალაქის გარიჟრაჟზე ერთობ ვმაღლდები;
აქ ხომ მარადის ზეღვთიური ცეცხლი ანთია...
ქრისტე არა ვარ, მაგრამ ვიცი მკვდრეთით აღვდგები,
რამეთუ, ჩემი ქუთაისი მომენატრება!
ახალი სტატიები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ნინო დარბაისელი - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ქეთევან ნათელაძე - ლექსები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი