ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
გიო ზედვაკელი - ლექსები
ბოლო პოეტი ვარ
ბოლო სიგარეტი ისე,
განწყობისთვის.
ახლა ფიქრი იქით უნდა გავაწვალო.
თავს რომ მაწონებდი,მომაწონე.
შენ თმებს გამოვები,
არსად აღარ წავალ.
ჩემი არეული ქუჩა გავასწორე,
ღამე მივალაგე საწოლივით.
როგორ მოგეფერო, არ მასწავლო.
ისე ლამაზი ხარ დაწოლილი,
აღარც მინდა ჩემი კოცნის ინსტრუქცია,
რადგან ფიზიკურად ისე ანდამატობ.
სხვებმა თუ იციან ასე სიყვარული?-
სუნთქვა მესმის შენი,თავიც არ დამადო.
შენი სიახლოვე უფრო სიშორეა,
შენ მაგ სიშორიდან შემოხვედი.
სანამ ბეღურები სარჩოს იშოვნიან,
მანამ ფანჯარასთან, იქნებ, შენ მოხვიდე.
შემომხედო.
მე ხომ ბოლო პოეტი ვარ,
ლექსებს უგულობა ასამარებს.
ახლა შენ მინდიხარ წარსადგენად,
ჩემი პოეზია-დასამალად!
მთვარეს კიბო აქვს
ეკო მესხს
მთვარეს კიბო აქვს!
რენტგენის სურათი
ღამეში აჩვენებს მოშავო ლაქებად
მომავალს,
რომელიც არ არის სულერთი,
რომელიც მოკვდავებს ანაღვლებთ ნაკლებად.
მჭვარტლიან ბუხართან აგდია მოპასანი,
გაშლილი ყვავილივით -გარე ყდით.
კარებში- ჩემი თეთრი ბოტასები,
ზაფხულის ღამეა და გარეთ კი...
ეზოა ნათელი,მთვარიანი.
ყორესთან-მეგობრების ხორხოცი.
მინდორი -ისე ნამიანი,
თითქოს მთვარეს ცრემლი მოხოცეს.
რა ვქვნა,ვიზიარებ, პოეტებო,
თქვენგანაც ველოდები სამძიმარს.
ხვალ, ალბათ, მთელ სოფელს მოედება-
მოკვდა მთვარე,
რაღა აზრი აქვს,
წერო,
ვის ვუწერო სონეტები?
როგორ დავითენებ ალიონს?
კეკეოზ,მაგის დედაც ავატირე,
წამო,
ძუსის პირას დავლიოთ!
ინანა,მე სუსტი გლეხი ვარ
მზისფერი მაისიც მივლიე,
ვაშლებიც დამწიფდა შაქარა.
მე ახლა დავეხსენ იანვარს,
ღრუბლებს ვდევ მინდია-შაქანი.
მე მთვარის ყურება მომბეზრდა,
შენ მინდა გიყურო, ინანა.
ლანდი ვარ ხიმიან ღობესთან,
და ყოველ დათრობას ვინანებ.
შეხედე,მზე მოდის -უთუა,
რაღაცა წამები დილამდე.
მე დამღლის სინათლე უთუოდ,
ვეკვრები სიბნელის ბინადრებს.
ინანა,მე სუსტი გლეხი ვარ,
ისე,რომ მეფეებს აქადელთ
ვუფრთხი და ვემალვი მეხივით
ჩვენს ერამდე და აქამდეც.
ინანა,მე მხოლოდ ის მინდა:
(ოცნება ცხენივით უბელო)
ღრუბელზე ვისხდეთ და მისმენდე,
ორივეს გვიძლებდეს ღრუბელი.
თუ ვერ გაიგებ,არ აგიხსნი...
თუ ვერ გაიგებ,არ აგიხსნი.მაინც ერთია.
ან ასახსნელიც რაღა არის,მეც რომ აგიხსნა?
მინდოდა,მთვარე ბნელ ოთახში შემომეთრია
და ოქროსფერით შემემოსა ჩემი ნაძვისხე.
მერე წვიმებად შენი თმები უნდა შემეჭრა:
მთვარისფერია ,ყვითელი თუ ოდნავ მოქერო.
მაშინ საათზე კი არა და წუთზე გევაჭრე,
კოცნაა რაა და ფერებითაც ვერ მოგეფერე.
არადა თოვდა... (ან ამასაც რატომ გიყვები).
აია თოვლში ეხვეოდა -ძველი სატახტო.
სენტიმენტები მე იქამდე გამაბრიყვებენ ,
მღვრიე რიონში საკუთარი თავით გადავხტე.
მერე შავი ზღვა,ანდა რავი...პალიასტომი
ჩამითრევს გულში.დახრჩობამდე, უნდა ვიგინო.
სიკვდილი თუა,ასე უფრო მაგრად ასწორებს,
მაგრად ასწორებს საკუთარი ნებით სიკვდილი!
შენ ჩემისილამაზის სალონი ხარ
შენ ჩემი სილამაზის სალონი ხარ,
მოვდივარ შორიდან და -ჩაიზე.
როცა აივანზე გამოდიხარ,
კვდება საოცნებო პარიზი.
და მერე- უფრო მიამდება
თბილისის ქუჩებში ქაოსურ
ნაბიჯით სიარული.ვიბადები
შენი ფერებით და სამოსით.
შენი დარდიანი სახე მიყვარს,
შენი მზის ამოსვლა-ღიმილი.
შენი მოხატული სახლი მიყვარს.
ორი გიშრისფერი ღილივით
თვალი მოფახულე...ამოდიხარ
აღმოსავლეთიდან მზესავით.
შენ ჩემი სილამაზის სალონი ხარ,
მე შენი სიყვარულის მლექსავი.
კოკო
კოკო,ხორცი შეჭამეს,ლამისაა ძვალი ხრან,
ისე წამომესიენ კაცის სახის მრღნელები.
თავზე ნუ გადამისვამ ხელს და რამე არ მითხრა,
მე ხომ ვიცი,ხვალ ან ზეგ მაგრად ამემღერება.
ახლა გზაზე მე და შენ (რომ დაგვთვალონ)ორნი ვართ!
და ეს უფრო მეტია, ვიდრე ვინმეს ლაშქარი.
უფალმაც რომ გამწიროს,რაღაც არა მგონია
ცოტა -ცოტა ვიანგლეთ...დიდი რა დავაშავეთ?
კოკო,ხელი მომეცი,შენი ხელი კაწაწა,
კოკო თბილისს უყურე ფეთიანი თვალებით.
დააპირეს რატომღაც ზედვაკელის გაძარცვა.
ჩვენ მოყვარე არა გვყავს,ამათ გაუხარდებათ:
რომ სხვადასხვა ქუჩაზე გვიყურონ და გვეფერონ...
შენ ხო გჯერა უთუოდ, სხვებმა თუ ვერ იწამეს,
რომ უბრალო კაცი ვარ და უბრალოდ,მეფე ვარ,
ოხ,მეც ისე მაგრად რო,რავი დედას ვფიცავარ...
კოკო,ბინა არა გვაქვს,ფული მიდის ქირაში,
მერე,ალბათ,დრო გავა და ცოლებსაც მოვიყვანთ,
დავრჩეთ ასე მართალი ერთმანეთის წინაშე
ისე მაგრად გვიყვარდეს,აი, ახლა რო გვიყვარს.
კოკო,ჩემნაირი ხარ,აპროტესტებ კრავობას,
ზედვაკელი მგელი ხარ,თუმცა მაინც კრავები
გეცოდება სალუკმედ..ხორცს თვლი არარაობად.
ერთმანეთი გვიყვარდეს,სხვებს თუ არ ვეყვარებით!
ბოლო სიგარეტი ისე,
განწყობისთვის.
ახლა ფიქრი იქით უნდა გავაწვალო.
თავს რომ მაწონებდი,მომაწონე.
შენ თმებს გამოვები,
არსად აღარ წავალ.
ჩემი არეული ქუჩა გავასწორე,
ღამე მივალაგე საწოლივით.
როგორ მოგეფერო, არ მასწავლო.
ისე ლამაზი ხარ დაწოლილი,
აღარც მინდა ჩემი კოცნის ინსტრუქცია,
რადგან ფიზიკურად ისე ანდამატობ.
სხვებმა თუ იციან ასე სიყვარული?-
სუნთქვა მესმის შენი,თავიც არ დამადო.
შენი სიახლოვე უფრო სიშორეა,
შენ მაგ სიშორიდან შემოხვედი.
სანამ ბეღურები სარჩოს იშოვნიან,
მანამ ფანჯარასთან, იქნებ, შენ მოხვიდე.
შემომხედო.
მე ხომ ბოლო პოეტი ვარ,
ლექსებს უგულობა ასამარებს.
ახლა შენ მინდიხარ წარსადგენად,
ჩემი პოეზია-დასამალად!
მთვარეს კიბო აქვს
ეკო მესხს
მთვარეს კიბო აქვს!
რენტგენის სურათი
ღამეში აჩვენებს მოშავო ლაქებად
მომავალს,
რომელიც არ არის სულერთი,
რომელიც მოკვდავებს ანაღვლებთ ნაკლებად.
მჭვარტლიან ბუხართან აგდია მოპასანი,
გაშლილი ყვავილივით -გარე ყდით.
კარებში- ჩემი თეთრი ბოტასები,
ზაფხულის ღამეა და გარეთ კი...
ეზოა ნათელი,მთვარიანი.
ყორესთან-მეგობრების ხორხოცი.
მინდორი -ისე ნამიანი,
თითქოს მთვარეს ცრემლი მოხოცეს.
რა ვქვნა,ვიზიარებ, პოეტებო,
თქვენგანაც ველოდები სამძიმარს.
ხვალ, ალბათ, მთელ სოფელს მოედება-
მოკვდა მთვარე,
რაღა აზრი აქვს,
წერო,
ვის ვუწერო სონეტები?
როგორ დავითენებ ალიონს?
კეკეოზ,მაგის დედაც ავატირე,
წამო,
ძუსის პირას დავლიოთ!
ინანა,მე სუსტი გლეხი ვარ
მზისფერი მაისიც მივლიე,
ვაშლებიც დამწიფდა შაქარა.
მე ახლა დავეხსენ იანვარს,
ღრუბლებს ვდევ მინდია-შაქანი.
მე მთვარის ყურება მომბეზრდა,
შენ მინდა გიყურო, ინანა.
ლანდი ვარ ხიმიან ღობესთან,
და ყოველ დათრობას ვინანებ.
შეხედე,მზე მოდის -უთუა,
რაღაცა წამები დილამდე.
მე დამღლის სინათლე უთუოდ,
ვეკვრები სიბნელის ბინადრებს.
ინანა,მე სუსტი გლეხი ვარ,
ისე,რომ მეფეებს აქადელთ
ვუფრთხი და ვემალვი მეხივით
ჩვენს ერამდე და აქამდეც.
ინანა,მე მხოლოდ ის მინდა:
(ოცნება ცხენივით უბელო)
ღრუბელზე ვისხდეთ და მისმენდე,
ორივეს გვიძლებდეს ღრუბელი.
თუ ვერ გაიგებ,არ აგიხსნი...
თუ ვერ გაიგებ,არ აგიხსნი.მაინც ერთია.
ან ასახსნელიც რაღა არის,მეც რომ აგიხსნა?
მინდოდა,მთვარე ბნელ ოთახში შემომეთრია
და ოქროსფერით შემემოსა ჩემი ნაძვისხე.
მერე წვიმებად შენი თმები უნდა შემეჭრა:
მთვარისფერია ,ყვითელი თუ ოდნავ მოქერო.
მაშინ საათზე კი არა და წუთზე გევაჭრე,
კოცნაა რაა და ფერებითაც ვერ მოგეფერე.
არადა თოვდა... (ან ამასაც რატომ გიყვები).
აია თოვლში ეხვეოდა -ძველი სატახტო.
სენტიმენტები მე იქამდე გამაბრიყვებენ ,
მღვრიე რიონში საკუთარი თავით გადავხტე.
მერე შავი ზღვა,ანდა რავი...პალიასტომი
ჩამითრევს გულში.დახრჩობამდე, უნდა ვიგინო.
სიკვდილი თუა,ასე უფრო მაგრად ასწორებს,
მაგრად ასწორებს საკუთარი ნებით სიკვდილი!
შენ ჩემისილამაზის სალონი ხარ
შენ ჩემი სილამაზის სალონი ხარ,
მოვდივარ შორიდან და -ჩაიზე.
როცა აივანზე გამოდიხარ,
კვდება საოცნებო პარიზი.
და მერე- უფრო მიამდება
თბილისის ქუჩებში ქაოსურ
ნაბიჯით სიარული.ვიბადები
შენი ფერებით და სამოსით.
შენი დარდიანი სახე მიყვარს,
შენი მზის ამოსვლა-ღიმილი.
შენი მოხატული სახლი მიყვარს.
ორი გიშრისფერი ღილივით
თვალი მოფახულე...ამოდიხარ
აღმოსავლეთიდან მზესავით.
შენ ჩემი სილამაზის სალონი ხარ,
მე შენი სიყვარულის მლექსავი.
კოკო
კოკო,ხორცი შეჭამეს,ლამისაა ძვალი ხრან,
ისე წამომესიენ კაცის სახის მრღნელები.
თავზე ნუ გადამისვამ ხელს და რამე არ მითხრა,
მე ხომ ვიცი,ხვალ ან ზეგ მაგრად ამემღერება.
ახლა გზაზე მე და შენ (რომ დაგვთვალონ)ორნი ვართ!
და ეს უფრო მეტია, ვიდრე ვინმეს ლაშქარი.
უფალმაც რომ გამწიროს,რაღაც არა მგონია
ცოტა -ცოტა ვიანგლეთ...დიდი რა დავაშავეთ?
კოკო,ხელი მომეცი,შენი ხელი კაწაწა,
კოკო თბილისს უყურე ფეთიანი თვალებით.
დააპირეს რატომღაც ზედვაკელის გაძარცვა.
ჩვენ მოყვარე არა გვყავს,ამათ გაუხარდებათ:
რომ სხვადასხვა ქუჩაზე გვიყურონ და გვეფერონ...
შენ ხო გჯერა უთუოდ, სხვებმა თუ ვერ იწამეს,
რომ უბრალო კაცი ვარ და უბრალოდ,მეფე ვარ,
ოხ,მეც ისე მაგრად რო,რავი დედას ვფიცავარ...
კოკო,ბინა არა გვაქვს,ფული მიდის ქირაში,
მერე,ალბათ,დრო გავა და ცოლებსაც მოვიყვანთ,
დავრჩეთ ასე მართალი ერთმანეთის წინაშე
ისე მაგრად გვიყვარდეს,აი, ახლა რო გვიყვარს.
კოკო,ჩემნაირი ხარ,აპროტესტებ კრავობას,
ზედვაკელი მგელი ხარ,თუმცა მაინც კრავები
გეცოდება სალუკმედ..ხორცს თვლი არარაობად.
ერთმანეთი გვიყვარდეს,სხვებს თუ არ ვეყვარებით!
ახალი სტატიები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ნინო დარბაისელი - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ქეთევან ნათელაძე - ლექსები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი