გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ ანტონ გაგუასთან

ლ.ბ. - ბედნიერების ძიების პროცესი და ადამიანი..როგორ ფიქრობთ ,რა არის ბედნიერება?  
ა.გ. - ბედნიერების შესახებ აბსოლუტური განმარტება არ არსებობს და ზუსტად ისეთივე მრავალწახნაგაა,რამდენი ადამიანიცაა სამყაროში.
ლ.ბ. - მეტაფორულად რას შეადარებდით სამყაროს?
ა.გ. - ძნელია  სამყარო რაიმე კონკრეტულს შეადარო.სარტრის ან კამიუს ეგზისტენციურ ხედვებს თუ დავეყრდნობით, სამყარო ხილულად არსებულს და უხილავად არსებულს შორის, ადამიანის განცდილი მდგომარეობაა.
ლ.ბ. - “ადამიანი ხილულსა და უხილავს შორის დგას“ რატომ გახდა საჭირო მდგარიყო იქ, სადაც ეხლაა? რა მისია დაეკისრა,რაა ამ ქვეყნად ჩვენი მოსვლის მიზეზი?..
ა.გ. - ყოველი ადამიანი საკუთარი თავის პროექტი უნდა იყოს.საკუთარი თავი დაასტრუქტუროს,მიზნები და იდეები დაისახოს.ეს კი, ამ ორი ეგზისტენციური, ხილული და უხილავი სამყაროს აღქმის გარეშე, შეუძლებელია. ამას რა სახელს დავარქმევთ, მისიას,ფუნქციის არსებობას, თუ სხვა რამეს, მთავარი ისაა, თუ სოციალურად სად დგახარ და რა მიზანი გაქვს.
ლ.ბ. - ქვეყნიერების შემქმნელმა რა იდეა ჩადო ადამიანში, გამართლდა? მისია..ფუნქცია..არსებობა..რა არის სიცოცხლე თქვენთვის..
ა.გ. - ბიბლიური განმარტებით, ადამიანი სამყაროში გადმოგდებული არსებაა,რომელმაც ცივილიზაცია შექმნა. ცივილიზაცია,რომელშიც ქრისტე განკაცდა.
ეს სამყარო დაუსრულებელია,ამიტომაც ადამიანს მის დასასრულებლად შრომა უწევს, უმთავრესი მისიაც ესაა და თუ დღევანდელ კაცობრიობას გადავხედავთ, ეს შრომა შედეგიანია. ლ.ბ. როგორც ბრძანეთ, ადამიანს შრომა უწევს,თუნდაც იმიტომ რომ სამყარო გაასრულოს ,გახადოს სრულყოფილი ყოველივე.. როგორ ფიქრობთ, ადამიანს ძალუძს გახდეს სრულყოფილი? უპირველეს ყოვლისა რის სრულყოფისკენ უნდა ილტვოდეს ,რა არის ადამიანში ყველაზე მეტად არასრული, რის სისრულეც გააადამიანურებდა უფრო მეტად?
ა. გ. ადამიანის სიძლიერე სისუსტეების სწორად მართვაშია.ესეც ბედნიერების  მსგავსად განუსაზღვრელია,ვისთვის რაა სისუსტე და ვისთვის რა..
ლ.ბ. - სიყვარული სისუსტეა?
ა.გ. სიყვარული ძალაა.
ლ.ბ. - წარსული ..აწმყო ..მომავალი..რას ნიშნავს თქვენთვის ეს ყოველივე?..
ა.გ. - დრო მარადისობიდან ამოვარდნილი კალენდარული ციკლია,რომელიც ადამიანმა გამოიგონა.
ლ.ბ. - მარადიული რა არის ამ ქვეყნად?
ა.გ. - მარადიული? ალბათ თავად მარადისობა.
ლ.ბ. - …და მაინც სად გადის ზღვარი მარადისობასა და არამარადიულს შორის..ვინ უნდა ცხონდეს მარადჟამს..ვინ დარჩება სამარადისოდ..ვინ ან რა..
ა.გ. - თუ ღმერთის არსებობის შესახებ კითხვის ნიშნები არ ჩნდება,მაშინ მარადისობაზეც პასუხი არსებობს,თავად ღმერთია მარადისობა,ადამიანი კი მარადისობამისჯილია,ფორმები და ფორმაციები ღმერთის კატეგორიაა,რომელსაც თავად სჯის,ვინ და როგორ ცხონდეს..
ლ.ბ. - აღნიშნეთ ,ადამიანი მარადისობამისჯილია,კიდევ რა მიესაჯა და რა არის ადამიანის უდიდესი სასჯელი?
ა.გ. თავისუფლება.
ლ.ბ. - ღმერთის თქვენეული აღქმა..
ა.გ. - უფალი მსაჯულია და მისი ენის გასაგებად იდუმალება უნდა ისწავლო..
ლ.ბ. .რა დარჩა თქვენთვის დღემდე იდუმალებად?
ა. გ. საკუთარი თავი..
ლ.ბ. - სიცოცხლის გასაღები რაღაა..როგორ შევიგრძნოთ ვცოცხლობთ თუ სიცოცხლეშივე მკვდარნი ვართ..
ა.გ. - როგორც ნიცშე იტყოდა,"ღმერთი მოკვდა" ნიშნავს იმას,რომ საკუთარ თავში ცოცხალი ღმერთის იდეა ასაზრდოო.ცოცხალი ღმერთი კი ქრისტიანობის უმთავრესი გზავნილია. რომელიც უნდა აღმოაჩინო, რომელსაც უნდა შეეხო, ასაზრდოვო და აცოცხლო.
ლ.ბ. იდეა ..იდეისთვის გამარჯვებულნი,მებრძოლნი..გმირები,რომელთაც შექმნეს ეპოქა..ვინ არის თქვენთვის გმირი?
ა. გ. გმირობა ადამიანის შესაძლებლობებზე მაღლა დგომაა.ყოველი ადამიანი,რომელიც საქვეყნოდ ცნობილ ადამიანურ ზღვარს სცდება,რომლის შრომა,თავგანწირვა,თავდადებაც არაადამიანურია,ის გმირია.ლოგიკურია დადებით კონტექსტში.
ლ. ბ. ეს ეპოქა როგორ ჩაიწერება ისტორიაში?
ა. გ. ეს ეპოქა ისტორიის განმავლობაში ყველაზე წარმატებულად მიმაჩნია.ეს ალბათ, ადამიანის განვითარების კულმინაციაა.უდიდესი რესურსების და უდიდესი მობილიზაციის ხანა,ინფორმაციის ხანა.
ლ. ბ. ერთი სიტყვა რომელიც იტევს დღევანდელობას..
ლ.ბ. - გლობალიზაცია.
ლ. ბ. ბრძოლა თვითგადარჩენისთვის,..დიდი გლობალიზაცია..რას გვპირდება დღევანდელი საუკუნე.
ა.გ. - არასოდეს დადგება მომენტი,როდესაც ადამიანს ტექნოლოგიები ჩაანაცვლებენ.იმიტომ რომ ადამიანი გრძნობა,ვნება და ემოციაა.ემოციები,რომელიც სამყაროს აღქმის ყველაზე საუკეთესო გზაა.სამყარო, ადამიანის რაციონალური და ემოციონალური დამოკიდებულებების ერთობლიობა.
ტექნოლოგიური მიღწევები ინფორმაციების ბაზირებაა,რომელიც ისტორიის შემონახვის საუკეთესო გზაა.
ლ.ბ. - თქვენი დაწერილი ლექსი,რომელიც შეესაბამება დღევანდელობას.
ა.გ. –
დომენიკო ვარ უძღები შვილი,
მამადაკარგულს მწიხლავს სოფელი,
ილიას მკვლელი ბერბიჭაშვილი
და ქრისტეს რჯულის უარმყოფელი,
არც ღმერთი ვიცი ლაჩრად ვიქეცი,
მოღალატე ვარ ტაძრის მნგრეველი,
მკვლელად და ფლიდად გადავიქეცი,
სისხლისმსმელი ვარ  და ჯვრისმტვრეველი
შადიმანი ვარ დედოფლის მკვლელი,
მოძმის მოძულე ძმა ვარ ძიძია,
საფარბეგობას გადაჩვეული ,
მაგრამ ვიცი რომ არაგველი ვარ,
ცხრა ძმიდან ერთი ვარ მეომარი
ლურჯა ცხენებზე შემოხვეული ,
ტატოს მოკეთე და მეგობარი.
აფხაზეთი ვარ და საინგილო,
მაჩაბლის მიწის მტანჯავს ტკივილი,
ტაოდან კლარჯეთს გადახვეწილი,
დაობლებული სისხლის ყივილი,
ვაჟას შვილი ვარ ხმელი წიფელი,
მთაწმინდის მთვარის ველი ადგომას,
რჩეულიშვილის ალავერდობის
და ფიროსმანის ვეტრფი აღდგომას.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge