გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გია ეძგვერაძე - შფოთიანი აზრები უცნობი მომავლის კარიბჭესთან (ბორძიკი გზის ლანდშაფტი)

ალბათ გახსოვთ კოსმოპოლიტიზმი და მისი უმაღლესი გამოვლენა — არქიტექტურაში "ინტერნაციონალური სტილი", რომელსაც სრულფასოვან უნივერსალიზმზე და მარადიულ/უზენაესი ფორმულების გაცხადებაზე ჰქონდა პრეტენზია. ალბათ ისიც გახსოვთ თუ როგორ პანიკაში ჩავარდნენ ეროვნულ/ნაციონალური ნარატივების მოყვარულები იმ პერიოდში, როგორი კრუნჩხვები დაეწყოთ გეომეტრიული პურიზმის და ურყევი ძირების ფორმულების წინაშე. მაგრამ ხომ ვართ მოწმე, რომ ეს უნივერსალიზმის პრეტენზიები ისევე ჩანაცვლდა, როგორც ყველა სხვა — "ჭეშმარიტებაზე" პრეტენზის მქონე კონცეფციები მანამდე.
ამ მიზეზით ჩამთავრდება რელიგიებიც — რადგან ყველა მათგანი იგივე შეცდომას უშვებს — თვითოეულს სრულფასოვან ჭეშმარიტებაზე აქვს პრეტენზია და არა გზის თავისებურებაზე. მომავლის გონიერი ადამიანი კი ამ სიბეცეს არ დაუშვებს!
"ეროვნული", მომავალს შემორჩება როგორც სამუზეუმო სანახაობა და მისი შემადგენელი ფორმალური ფენომენები ადგილობრივ, სეგმენტურ თამაშებში გადაიზრდება, რაც კიდევ უფრო გაამდიდრებს სამყაროს სწორედ სეგმენტური ხასიათის ფენომენებით, რომლებიც, რასაკვირველია, აწი ვირტუალურ სივრცეში გაცხადდება.
პოსტ-მოდერნიზმმა ჯერ გამოააშკარავა "გრანდ ნარატივები"-ს რეალური აგრესიული ბუნება, შემდგომ კი დაანგრია და ერთნაირი უფლებებით ხმა ყველა ლოკალურ ნარატივებს მისცა. სწორედ ამ გრანდიოზული ნაბიჯით პოსტ-მოდერნული გლობალიზმი (კოსმოპოლიტიზმზე, ინტერნაციონალურ სტილზე უარით) პოლიფონიურ გლობალიზმად იქცა.
ასეთ გარემოებებში ბატონ დონალდ ტრამპის მგზნებარების საფუძველი მთელი თავისი არსით უპირისპირდება ამ მოძრაობას — ის ძველი ყაიდის იდეოლოგისტია, რომელიც ადამიანის ძირძველ ინსტინქტზე "ჩ ე მ ს ეზოში ავი ძაღლია არ შემოხვიდეთ" თამაშობს და ყველა ვინც მისი გავლენის ქვეშაა, ან იგივე პლათფორმაზე დგას (რუსეთი, ისლამი) უბრალოდ სათანადო და თანადროული მენტალური განვითარების დონეს არის აცდენილი და ჩარჩენილი არიან წარსულის ხატების, ფასეულობების და ორიენტაციების ბატონობის მოდელში.
ამიტომ უნდა შეგნებულად შევხედოთ უცილობელ ფაქტს, რომ "ქართველი" ლამაზი და განუმეორებელი დედიკოს საშოში არსებული ნაყოფის სახელია — დაბადებულ ადამიანს კი სხვა სახელი ერქმევა...
ასეთი რადიკალური ცვლილებების მიზეზი ისტორიასთან მიმართებაში მომხდარი სრული ხარისხობრივი ნახტომია, რომელსაც „კვანტურ ნახტომს" უწოდებენ და ისტორიული სიტუაციები აღარ განმეორდება; მომავალი სიტუაციები არანაირად აღარ იქნება ისტორიულ გამოცდილებაზე ბაზირებული, ამიტომ წარმოსადგენია, რომ ისტორიული კონტინიუმის ბაზისზე დამყარებული მსჯელობაც აღარ შეიძლება დღეს ჩაითვალოს ღირებულად. ჰაიდეგერის შეგონებას „მეტაფიზიკის გავლით, მეტაფიზიკის მიღმა“ სრულიად გაუვიდა ყავლი.
არც ფუკუიამას და არც ბოდრიარს არ გაუაზრებიათ მომავალი, უბრალო მიზეზის გამო — მისმა ნამდვილმა ჰორიზონტმა მხოლოდ ოცდამეერთე საუკუნეში დაიწყო გამოკვეთა.
სიკვდილი, როგორც გარკვეული კონცეფციების საფუძველი, რომლებიც კაცობრიობის ცხოვრებაში წინსვლის მოძრაობის მოტორის როლს ასრულებდნენ, - დღეს გაუქმებულია.
უილიამ გათრი წერს: ბერძნულ პოლისში სიკვდილის შიში არ არსებობდა, რადგან ინდივიდი თავს მხოლოდ პოლისის მთლიანიდან აღიქვამდა და ხედავდა. პოლისის მკვიდრისთვის, თავად რომ კვდებოდა, უმთავრესი ის იყო, რომ „მისი კუთვნილი მთლიანი“ აგრძელებდა სიცოცხლეს. გათრის ეს აზრი მე სრულიად მართებულად მიმაჩნია და ტრაგედიებში სიკვდილის თეატრალიზება და ამით სიმბოლურ რიგში მისთვის ორგანული ადგილის მინიჭება სიკვდილის ლოკალურად დაძლევა/მოხელთების ნიშანია. გათრი აქ სოკრატეს სიკვდილის მიმართ უშიშრობას არ გულისხმობს (სოკრატეს ცნობიერება საზოგადოებრივი ცნობიერების ანარეკლი არასდროს ყოფილა — სიკვდილის მიმართ სრული უშიშრობა მისი პიროვნული ღვთაებრივი მიღწევაა და არა რაიმე კონცეფციის სიკვდილის წინაარმდეგ ფარად ხმარების ფაქტი) — იგი პოლისის ადამიანის სულისკვეთებას აღწერს და ძალიან დამაჯერებლად! სწორედ ზემოდხსენებული თვისება აქცევდა პოლისის ადამიანს ნახევარ-ღმერთად, რაც ასე "შურდა" ნიცშესJ.
პოლისის მოქალაქე აღწერილ გარემოში იზრდებოდა, ეს გარემო კი თავად პოლისის კონცეფციამ შექმნა, რომელიც მოქალაქეებს ერთიან სხეულად იაზრებდა; ასეთ დროს საზოგადოების ნორმალურ წევრს სიკვდილის დაძლევის საჭიროება არა აქვს, რადგან თავად სიკვდილის იდეა საზოგადოების შიგნით არ არის დრამატული შინაარსებით გაცხადებული. ეს, რასაკვირველია, არ გულისხმობს იმას, რომ სიკვდილის ცნება დისკურსის გარეშე რჩება. უბრალოდ სულისკვეთების ფორმა და აზროვნებითი ფიგურები ანტიკურ სამყაროში პარალელურად არსებობდა და ასეთი კონსტალიაცია სწორედ ფილოსოფიის დაბადებამ გახადა შესაძლებელი.
შოპენჰაუერის აზრით კი ქრისტიან ადამიანს სიკვდილში თავისი პროექტის ვერ დასრულების შიში თრგუნავს. ჩვენ ყველანი ჩვენს ტყავზე ვგრძნობთ, რომ ჩვენს სიცოცხლეს — ის რითიც არის ამოვსებული ჩვენი ყოველდღიური და ყოველწუთიერი არსებობა — ბევრი არაფრი აქვს საერთო არსობრივთან და ჩვენი რეალობა ტკივილის და ნაკლულობის განცდის უწყვეტობაა მხოლოდ. ამიტომ, სიკვდილის თავისთავად არავის ეშინია (პირიქით, შვებაც კია) თუ რაიმე კონკრეტული პირობის გამო სიცოცხლეს სპეციფიური ფასი არ ედება. მაგრამ, მეტი და უმთავრესი ის არის, რომ 25—30 წელიწადში სიკვდილი, როგორც ბიოლოგიური, ასევე მენტალური - გადაძლეული იქნება. მეცნიერების პერსპექტივით დღეს ეს ჩვენი უცილობელი მომავალია. აი, მაშინ კი ადამიანის რაობა თავიდან იქნება გასააზრებელი და ეს არის ფილოსოფიის დიდი კითხვითი ნიშანი დღეს.
როგორც ითქვა, „გრანდ ნარატივებში“ ჩაქსოვილი უპირობო ჭეშმარიტების რწმენის გადაგდებამ უზარმაზარი ცვლა მოიტანა სამყაროში! მისი მაგენერირებელი ადამიანში ჩასახლებული განზოგადების ჭიაა, ანუ აღმა (ვერტიკალურად) და ზემოდ სვლის ეს სულისშემკვრელი ეროტიული დინამიკა! პოსტ-მოდერნის ყველაზე დიდი აღმოჩენაა, რომ „დენადი ცნობიერების პრინციპზე“ მაღალი განზოგადება შეუძლებელია. ეს იდეა ჩვენი სამყაროსთვის ფასდაუდებელია — ფაიარაბენდის „Anything Goes“ (წარმოუდგენელია, მაგრამ ეს იდეა მეცნიერებების მიმართ გაცხადდა) თავბრუსდამხვევი კოსმიური მინდობაა ყოფიერებაზე. „გრანდ ნარატივები“ გარკვეული ეპისთემა/პარადიგმის შიგნით კოხტად გაწყობილი ზღაპრები იყო (სინამდვილეში უპირობო ჭეშმარიტებასთან მათ არაფერი ჰქონდათ საერთო!), რომელიც კაცობრიობას მოტვირებისთვის ესაჭიროებოდა სხვადასხვა ეტაპზე და ადამიანებს „მოხელთებული სამყაროს“ ტკბილ ილუზიაში აცხოვრებდა.
კვანტური მექანიკის კვლევებმა უდიდესი ბედნიერება აჩუქა სამყაროს — მოხსნა ვალდებულება საზრისზე! მის მიერ მოძიებულმა
მ ო უ ხ ე ლ თ ე ბ ლ ო ბ ა მ ადამიანს სრულიად ახალი პლათფორმა შეუქმნა აზროვნებისთვის: აზროვნება აზროვნებისთვის, რაც დელეზისეულ „ფილოსოფია კონცეფტების შექმნაა მხოლოდ“-ში გამოიხატა და ღმერთებად აქცია ამის მცოდნე ადამიანები. — აბსურდმა საკუთარი თავი ცენტრში დააყენა და... ბინარულობის მიღმა არსებული ღვთაებრივ/აბსურდული თამაშები არსად მოიაზრა J (აი ის — ახალგაზრდების გიჟურ ქაოტური ეგზალტაციები, რომელიც დღესაც ასე „გვზარავს“ ყველას J). ისტორია მთელი თავისი ღირებულებებით როგორც იქნა ისტორიას ჩაბარდა. ახალი ადამიანი, ცნებებს ისტორიული გამოცდილებიდან აღარ დატვირთავს და ბერძნული სურნელის თრობით არ გაიჟღინთება, პირიქით, იგი მათ ვირტუალობის სიცარიელეში შეზიდავს და ამ ტერიტორიის თამაშების სუნთქვას აზიარებს. ასეთი, მსუყე სუბსტანციურობას მოკლებული სუნთქვა ბოდრიარისთვის შემზარავი იყო და არც კი შეუბედია მისკენ ცხვირი მიებრუნებინა. ფუკუიამას ექსტრემალურმა პრაქტიციზმმა კი (მე პირადად ამის გამო მას ვერ ვგუობ) მხოლოდ ისტორიის წარმოდგენითი შედეგი დააფიქსირა და ახალი ადამიანის ტოტალურად განახლებული კოგნიტიური საფუძველი სრულიად გაუაზრებელი დატოვა.
"გრანდ ნარატივი" ზოგადად ყოველთვის სამყაროს ს რ უ ლ ფ ა ს ო ვ ა ნ აღწერას ნიშნავს, ანუ მის სრულფასოვან მოხელთებას და ეს დღესდღეობით, ანუ ასეთი პრეტენზია, სრული აბსურდია... (როგორც ითქვა —კვანტური მექანიკის მადლით). უზოგადესად კი "მოხელთებები" და "არსობრივი საზრისების" გენერირება ფილოსოფიის მიზანი აღარ არის.
ჩვენ უნდა დავივიწყოთ ისტორია და იმ უუცნაურეს შესაძლებლობას მივენდოთ (რასაკვირველია, ჯერ უნდა აღმოვაჩინოთ და შევიგნოთ J), რომელიც „ყოფიერების ბედმა“ (ჰაიდეგერი) შეგვიქმნა — ეს ჩვენი უდიდესი შანსი და ვალდებულებაცაა! უნდა დავივიწყოთ სიტყვები „ლიბერალიზმი“, „კონსერვატიზმი“, „კონფორმიზმი“ და მათი მაგვარი სტატიურ/კონკრეტული წარმოდგენები და არ გავუშვათ ხელიდან იმ ქარის შანსი, რომელიც ამ ყველა ისტორიულ დეფინიციას გააქარწყლებს და ჩვენ — არარას სისავსედ ქცეულებს არარაში შეკიდებულებს დაგვტოვებს, ისე ვითარცა არს ღმერთი. ამისთვის მზადყოფნა რთულია, მაგრამ შესაძლებელი.скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
სონია ქართველიშვილი - გიო ლომიძის ერთი ლექსის ანალიზი სონია ქართველიშვილი - გიო ლომიძის ერთი ლექსის ანალიზი ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / მომხმარებლები ევგენი ბლიაძე  -  პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ევგენი ბლიაძე - პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ჟურნალი / სტატიები / ისტორია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული ირაკლი გოგაბერიშვილი  -   ფეხბურთის ისტორიის მიმოხილვა ირაკლი გოგაბერიშვილი - ფეხბურთის ისტორიის მიმოხილვა ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / სპორტი / გამოქვეყნებული მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში მარიამ მარჯანიშვილი - ეპოქალური მოვლენები მოგონებათა ნაკადში ჟურნალი / ესეისტიკა / ისტორია / სტატიები / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge