ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
გორვანელი - ცვლადები
დაიბეჭდა ,,მწერლის გაზეთში", 2019 წლის ნოემბრის ნომერში.
ადამიანური ცნობიერება შემთხვევითი გამოვლინებაა. სიცოცხლის პირობებში, სრულფასოვანი ახსნა და განაზრება ხილული სამყაროსა - წარმოუდგენლად მიგვაჩნია, თუმცა კაცობრიობის ისტორია არაერთ მცდელობას გვთავაზობს კონკრეტულ სუბიექტთა მიერ სამყაროს საიდუმლოს შემეცნებისა. მცდელობა მცდელობად დარჩა, ფილოსოფიურმა სისტემებმა ვერ მოგვცა დამარწმუნებელი პასუხები. თამაშობენ ფილოსოფოსები, მოაზროვნისათვის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა თამაში, სიმულაცია, როგორც პარადოქსალური აპათიის შექმნა, სადაც ხედვის პერსპექტივები იმთავითვე დამუხტულია რაციოს ენერგიით.
ჩემი მიზანი არ ყოფილა მოწესრიგებული, კვლავინდებურად სტატიკური ფილოსოფიის შექმნა, რომლის სუბსტანციაც წინამორბედ სისტემათა სინთეზით წარმოდგინდებოდა, არამედ დამოუკიდებელი და თავისუფალი, ამორფული ფილოსოფიის შექმნა განვიზრახე, რადგან თვალი გავახილე და ვთქვი: ცვლადები მოქმედებს.
სამყარო მოწესრიგებული ბირთვია, არა წრიული, არამედ წრფივი მოდინებით ხასიათდება. ადამიანის სხეულებრივი გამოჩენა შემთხვევითობაა, როგორც სულთა პროცესუალური განხორციელება. სამყაროში არსებობს შრეები, ისინი მიემართებიან ერთმანეთს და საკუთარ შრეობრივ ლოკაციებს ჰქმნიან, მათი სვლა წრიულია. შრე უნდა გავიგოთ გალაქტიკად, მათი ცალკეული სხეულებრივი ნაწილები პლანეტებია. ცვლადები მოქმედებენ შინაგანი ენერგიით, რაც სამყაროს ჰორიზონტალურ არამდგრადობას განაპირობებს. შრეებს საზრისული შინაარსი არ გააჩნიათ, რადგან ისინი იგივეობრივ კატეგორიათა ჯამს წარმოადგენენ. ჩვენ ვამბობთ, რომ ცვლადების საშუალებით მსგავსი შინაარსის ნაწილაკები ერთმანეთს მიემართებიან და ჰქმნიან ხილულ ბუნებას, მყოფობის შეგრძნებებსა და პლანეტათაშორის ურთიერთობებს. შრეები ენერგიით აღივსებიან, მაგრამ ეს ენერგია შრეთა ერთმანეთისადმი მიმართების უკუპროპორციულია. ცვლადები განსაზღვრავს შრეთა ურთიერთდამოკიდებულებასა და მათ შინაგან ენერგიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ცვლადები შრეთა გარეგან ენერგიას ჰქმნიან, თანადროულად ამისა, ჰქმნიან შინაგან ენერგიასაც, მაგრამ შრეთა შინაგანი და გარეგანი ენერგია ერთმანეთისაგან განსხვავდება: პირველი მათგანი გარერეგულირების რეჟიმშია, მეორე მათგანი კი - შიგარეგულირებისა. რამდენადაც ძლიერდება შრეთა შინაგანი ენერგია, იმდენადვე სუსტდება შრეთა გარეგანი ენერგია და პირიქით: რამდენადაც ძლიერდება შრეთა გარეგანი ენერგია, იმდენადვე სუსტდება შრეთა შინაგანი ენერგია. ენერგიის სისუსტისა და სიძლიერის განსაზღვრა ცვლადებით ხდება. ცვლადები არც აღემატებიან ერთმანეთს და არც შეეფარდებიან, მაგრამ, ამავდროულად, ერთმანეთზე ნაკლებნიც არიან და ერთმანეთის ტოლნიც. ცვლადების საშუალებით, შრეთა შინაგან და გარეგან ენერგიათა განსაზღვრება ხდება შემდეგნაირად: შიგა ენერგიას გააჩნია დადებითი და უარყოფითი მუხტი, ისევე, როგორც გარე ენერგიას. შრეთა გარე ენერგიის დადებითი მუხტი მიემართება შრეთა შიგა ენერგიის უარყოფით მუხტს, ხოლო შრეთა შიგა ენერგიის დადებითი მუხტი მიემართება შრეთა გარე ენერგიის უარყოფით მუხტს. პირველის შემთხვევაში, - ჩნდება ბუნება, მცენარეები, ცხოველები; მეორეს შემთხვევაში, - ქრება. საკუთარ შინაარსს ეკუთვნიან და არც ეკუთვნიან, ერთმანეთზე მოქმედებენ. იმავდროულად, გვაქვს შემდეგი პირობა: გარე შრეთა დადებითი მუხტი მიემართოს შიგა შრეთა დადებით მუხტს, ხოლო უარყოფითი - უარყოფითს. პირველის შემთხვევაში, იბადება ადამიანი; მეორეს შემთხვევაში, - კვდება. აღნიშნული პროცესი დიანამიურია და ცვლადების საშუალებით ქმედითად ხორციელდება.
ხილული ბუნება მრავალგვარ ვარიაციას განიცდის, იშლება მისი ფორმა, თვითწარმოების რეჟიმშია. ცირკულაციური რეპრეზენტაცია დაკავშირებულია შრეთა შინაგან ენერგიასთან. საზრისი არ გვაქვს, გვაქვს მხოლოდ ცვლადების მიერ შექმნილი ხილვადობა, როგორც ტრივიალური ერთსახოვანება. მეთოდი და ადამიანური ცნობიერება ილუზორულ ჩაკეტილობას წარმოადგენს, რადგან მისი ვექტორი მიმართულია ბუნების სტრუქტურისაკენ. გაქცევის მცდელობის მიუხედავათ, ადამიანი გაუნძრევლად დგას იგივე ადგილზე, ხილული საგნების ტყვეობაშია. ყოფნის დამახასიათებელი სასოწარკვეთილება ადამიანის აზრების იდეალიზირებას ახდენს, რაც გვესახება ხელოვნების სახით. ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიული დაკავშირებაა ხელოვნება. ცვლადები ჰქმნიან განწყობებსა და დამოკიდებულებებს, შეგრძნებებსა და სუბიექტურობის მოჩვენებას. კაცობრიობა არც არასოდეს შექმნილა და ვერც ვერასოდეს შეიქმნება ცალკეულ განზომილებაში, რადგან ცვლადები ამის საშუალებას არ იძლევა. სხეული არც მატერიაა და არც იდეა; ის არაზრია: მატერიის სახე აქვს, შინაგან სისავსეს განიცდის, თითქოს ორად გაყოფის მოლოდინშია. სიამოვნება სხეულის დამახასიათებელი თვისებაა. ამავდროულად, სულის განცდა აქვს სხეულს, თითქოს მასში კიდევ რაღაც საკრალური იმალება. მხოლოდ არსებობს მრავალშობილი საგნები, ცვლადების შინაგანი ენერგიის განმახორციელებელი ეგრედწოდებული სუბიექტები, რომელთაც საყოველთაობის პრეტენზია უჩნდებათ. ყოფნაზე ფიქრი თავის მოტყუებაა, რადგან ცვლადები ყოფნამდეა.
დედამიწა ერთ-ერთი შრის ნაწილაკია, ასეთი ნაწილაკები გარეგნულად ჰქმნიან იმიტაციას, რომ სამყაროს ცენტრს წარმოადგენენ, რეალურად, რეალობა არ არსებობს და არარსებაბაც არ არსებობს, როგორც არსებულის საპირისპირო. არსებობს მხოლოდ საპირისპირო, ცვლადების სახით. ამოვარდე ბუნების ,,კანონზომიერებიდან“ - ნიშნავს გახდე ცვლადი. სამყაროს წრფივი სვლა მრავალ შრეთაგან გათავისუფლებისაკენ არის მიმართული, წრე-ბრუნვისაგან გასხლტომაა. ასეთი გასხლტომებით იქმნება სამყაროული პროცესი, როგორც ერთსახოვანი მრავალსახოვანება. წრე იკუმშება და ფართოვდება, ცვლადები მასთან ერთად მოქმედებს, მაგრამ, ამავდროულად, მის მიღმაც. იყო არსებული, ნიშნავს - არ არსებობდე. არარსებობა ყოფადობაა.
ცვლადებით იქმნება დრო და სივრცე, როგორც არაზრი. გათავისუფების შესაძლებლობა უმიზნო სვლაა, პროცესი, ხეტიალი, ბუნების წრიულობისაგან სამყაროს წრფივი ტალღის დაჭერა. შრეთა ნაწილაკებში იქმნება ბუნება, როგორც მრავალშობილ საგანთა სამყოფელი. ცვლადები განაპირობებენ სამყაროს წრფივ განვითარებას, ამავდროულად, შრეთა თვითჩაკეტილობას. იმისათვის, რომ მოხდეს გახსნა, პირველ რიგში, შრეთა ნაწილაკებიდან უნდა დავიწყოთ, რამეთუ დედამიწის მსგავსი მრავალი პლანეტა არსებობს, სადაც ცნობიერების ილუზორულ სიმძლავრეს ადამიანების მსგავსად სხვა არსებებიც განიცდიან, მათაც ადამიანები დავარქვათ, მაგათი დედაც... ბუნებაა, ისინიც გრძნობენ და სტკივათ, ეჭვიანობენ და უყვართ, დროისა და სივრცის შეგრძნებაც აქვთ. ისეთივე ბინძურები არიან, როგორც დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები ვართ. შრეთა ნაწილაკებიდან, რომელთა შიგაენერგია დაკავშირებულია შრეთა გარე ენერგიასთან, ხდება მიმოქცევა. ცვლადები არც ეზოთერულ სისავსეს წარმოადგენს და არც ტრანსცენდენტალური ობიექტის ნაირსახეობაა, არამედ ის ორივე ერთადაა, თან არც არის. ქველი იმიტომ არის ქველი, რომ უპოვარი არის - უპოვარი, მაგრამ თუ უპოვარი არ არის, მაშინ ქველიც არ არის. ქველი და უპოვარი ერთი და იგივეა, თან არც არის.
ადამიანი არის მარტივი არსება, ის შედგება სხეულისა და სულისაგან. გონება გვკარნახობს, რომ სხეული იშლება, გამუდმებითი ნაკლოვანებებით მტკიცდება მისი გარდამავალი შინაარსი, მაგრამ, გასარკვევია, სხეულის შემადგენელი ნაწილები უბრუნდებიან თუ არა თავიანთ პირველად საწყისს. თუ ვიტყვით, რომ სხეული სჭირდება სულს, მაშინ, იმდაგვარად, უნდა ვთქვათ, რომ სული სჭირდება სხეულს; მათი საჭიროება ერთმანეთს ავლენს და განაპირობებს. ცალკეულად დაბადებული არსებები არ არიან ცვლადები, რადგან ისინი სივრცეში განფენილ ნივთებად იშლებიან, თითოეული მათგანი კი - საკუთარ თავს ვერ ავლენს. შინაარსი მთლიანობითი სახით გვეძლევა სხეულისა და სულის დაკავშირებამდე.., ცვლადებია ის, რაც მათ აკავშირებთ - დაკავშირებამდე; დაკავშირების შემდეგი ეტაპი ნაკლოვანებების განდევნაა, თავდაპირველი მთლიანობის დაბრუნება, როგორც ცვლადების არამდგრადი მდგრადობა.
არ არსებობს სულის ძალმოსილება, რომლითაც/რომელშიც სხეულის გამორკვევა ხდება. დაშვება ცვლადების თვითენერგიისა, იმთავითვე უპირისპრდება სულის ქმედითი ენერგიის არსებობას. ჩვენ არ გვაქვს შეხება, რადგან ცვლადები არ ეხება სულს, არც სხეულსა და ბუნებას, არამედ შეხებაა ცვლადები. არ გვაქვს ბუნებრივად არსებული საგნები, რამეთუ ბუნება შრეთა ნაწილაკების ხდომილობაა, შინაგანი დადებითი ენერგიისა და გარეგანი უარყოფითი ენერგიის კავშირი, რაც ხილვადობის გარანტორია. ბუნება განცალკავება და ახლოს მყოფთა დაახლოებაა.
ცვლადები არ არის საზღვარი, არც უსაზღვროება, არც მატერიაა და არც იდეა, არც გონებაა, არც ფორმა, არც სიტყვა, არც დრო და სივრცეა, არც შრეა და არც შრეთა ნაწილაკები, არც სამყაროს წრფივი მოდინებაა და არც შრეთა გარე ენერგია, არც შრეთა შიგა ენერგიაა, არამედ ის ზღვრული თანდგომაა, სამყაროს წრფივ მოდინებას შრეთა წერტილებით განსაზღვრავს; რამდენადაც იზრდება წრფე, იმდენადვე იზრდება წერტილების რაოდენობა მასზე. ცვლადები ზემოქმედებს შრეთა ნაწილაკებზე, მათ გარე და შიგა ენერგიებს განაპირობებს. ცვლადები არ არის უცვლელი არსი, მაგრამ არც ცვლადია, არამედ განფენილია, სივრცეს ჰქმნის მისი განფენილობა, არც სხივია და არც სივრცე. ცვლადები წარმოადგენს სიმრავლეს, მაგრამ თვითონ სიმრავლე არ არის. ის გარეგნულად ბევრია, ამიტომ ვამატებთ ,,ებს“; შეგვეძლო დაგვეწერა ,,ცვლადი“, მაგრამ ეს შეცდომა იქნებოდა, რადგან ცვლადები არაერთი და არამრავალია. სიმრავლე ცვლადებიდან იღებს დასაბამს, თუმცა ცვლადები ერთია და თანდგომილად აისახება მრავალში. ცვლადები იცვლება გამოვლინებების მიმართ, მაგრამ ის უცვლელი რჩება საკუთარი თავის მიმართ. უღმერთოა - დასაბამიდან... ის დასაბამი არ არის.

ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა