გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ეკა ჭითავა - ლექსები

***
ყოველთვის მიჭირს საფიქრალის ერთად შეკრება,
დღეს სათითაოდ დავერიო და უნდა მივყვე,
ვხვდები სამყარო,უსიკვდილოდ არ შემეშვება,
მკვდარი თევზივით ნაპირებზე გამოვირიყე.
ვგრძნობ, სადაცაა აღზევებას იწყებს ბოროტი,
უნდა მიშვილოს,საკუთარი გვარით ვუნდივარ,
მაგრამ დამყვება ანგელოზი თავის ქოროთი
და ცდილობს ქარით დავიფერთხო შავი მუმლისგან.
სადღაც ყვავილობს ის ერთი ხე,მე რომ გამზომავს,
ჩემი მკლავები დაიმშვენებს მასში დატევას,
ვიცი ეს მიწა ორლესული აღარ დამზოგავს
და ცოფიანი გადამისმევს დროის სატევარს.
მანამდე მინდა რომ გამოვცრა ჩემი გონება,
რომ ვამზეურო და ვაბრწყინო სულის ვარაყი,
აღარ ვიდარდებ ჩემში ვის რა მოეწონება,
კმარა, იმდენი ავიტანე ხალხი ამაყი.
ახლა კი ფიქრებს მოვაგროვებ ერთად მოკონვით,
ვწუხვარ სიბრმავე მატყუარა სხივით მიწვევდა,
როგორ მეგონა დამიჭერდა ბარდი ლოკონით
და ჩაძინებულს გვერდით ცოდვას ამომიწვენდა.
ახლა მაფხიზლებს ნამძინარი სულის ეჟვანი,
ჩემს და ღმერთს შორის უფრსკულია ამოსაქოლი,
ღმერთო დამითმე უნებლიე შეცოდებანი,
ღმერთო, განკურნე სული შენთან ამოსაყოლი.

***
ეს სულელები დგებიან და სუნთქვას მითვლიან,
ათასთვალსა და ყურს აკრავენ შენს და ჩემს ბუდეს,
ასემგონია ჩემი თავი უფრო სხვისია,
ან გამასხვისეს და საკუთარ თავში შემზღუდეს.
ნარინჯისფერიან იქნება ან არა დილა,
მაგრამთვალებში გაიხსნება გული -არქივი,
დათუ შენ ჩემი გახარება არ გამოგივა,
მეთვალ-ფანჯრები დამეშლება ძველი სახლივით.
შენინკურნები აწმყოთი და მე ლექსებით
ვცდილობვებრძოლო უშენობის ბოლო სტადიას,
ერთხელიქნება რითმებიდან გადმოვეშვები
დაიქით წავალ,შეშლილები სადაც დადიან.
მომსდევსსულელი,უმეცარი და ყრუ მავანნი,
სურთრომ დამღალონ და ხერხემალს ცილით მიშლიან,
მაგრამიცოდე,შენს სიყვარულს ვერ მომიკლავენ,
ჩემსსიკვდილამდე ვერ შეძლებენ,რადგან სისხლშია.
ჩემსთვალწინ ახლა,საკუთარ თავს ისე მაცლიან,
ვგრძნობრომ არ მცივა და დეკემბრის ფრთები დნებიან,
მემჯერა შენი თვალები რომ შემინახავენ,
დადანიშნული მერცხლებივით მოფრინდებიან.

         
***
ყოველთვის იყო ასე,მე შენ გეძებდი არსად,
ჩემს თავს დავუგე მახე,ბრმა ღამურების მსგავსად.
მე ვიგონებდი შენს თავს,გრთავდი ათასი ხიბლით,
შენ რომ მყოლოდი ერთ წამს,მიზეზს ვეძებდი მისხლით.
მე შევიყვარე შენი,უსათუთესი სახე,
მე განშორების გარდა,სხვა გზა ვერ გამოვნახე.
სულ ასე იყო როცა,მე შენ გეძებე არსად,
ღიად ვღებავდი სხვისთვის,ჩემი თვალების ფასადს.
შენში გადმოვსვი ღმერთი,სული მოგანდე რადგან,
და როცა მომკლავ მაშინ,სულს უკან გამოგატან.
დღემდე დავდივარ ასე,უმისამართო მგზავრი,
ვშიშობ ჩვენ შორის ასე,არ აირიოს ზღვარი.
გთხოვ დამეხმარე ზამთარს,შევამსუბუქო თოვლი,
და გულს რომელიც არ გაქვს,კვლავ დაჟინებით გთხოვნი.
ასეა,მინდა სულ ის,რაც ვერ ახდება ოდეს,
მე შენში მინდა სულის,თავშესაფარი მქონდეს.


***
გეყოფათ ყველას სულში ბოღმა და გულში ღვარძლი,
სხვების ტკივილზე გაჯიბრების ცოდვამ არ გავნოთ,
სანამდე ვინმეს უკანასკნელ შვებისგან დაცლით,
როგორ ახერხებთ,რომ ცოცხალი დაასამაროთ.
გეყოფათ ყველას სხვის ცრემლებზე თქვენი დოგმები
ეს დედამიწა საჯირითოდ არ შეუქმნიათ,
რომ სხვის გულებზე გადაავლოთ მძიმე ტორები,
ნუ გამძიმებთ რომ ადამიანს თვალში შუქი აქვს.
სიყვარულს ოღონდ ნუ განკურნავთ სიგიჟისაგან,
ბედნიერია შეუძლია ვისაც მეტობა,
ბევრი გინახავთ გაძარცვული ამ გზაზე რადგან,
საკმარისია სიძულვილი,მორჩით,გეყოფათ!
ნუ დააგუბებთ,ნუ დატბორავთ სხვების სიცოცხლეს,
ჯავრმა და ცეცხლის ვერ ჩაქრობის წყევლამ არ გავნოთ,
მათ ვინც თქვენ გამო ღიმილი ვერ გამოიზოგეს,
მათმა სიმწარემ არ დაგწვათ და არ აგაალოთ.


***
მოდაშია სხვაში ქექვა,
მოდაშია გინება
და ამ უგემოვნობაში,
დრო წინ მიედინება.
მოდაშია მიბაძვა,
ვის რა ჭაღი უნათებს,
ფლიდობით ვინც "იღვაწა"
ქისა წამოუმატეს.
მოდაშია ღალატი,
ცოლის,ქმრის და მეგობრის,
ღმერთის რწმენა ძალათი,
ღმერთიც ამ გზით ვერ მოდის.
ამ ხელოვნურ ვარდებსაც,
ამოსვლია ეკლები,
თურმე კარგის ჩამდენსა,
ვერსად გადაეყრები.
სიბილწეა მოდაში,
ტრიუმფია ერესის,
ბრიყვთა გამოწყობაში,
უგემოვნო ფერების,
მოდაშია ღალატი,
სიყვარული მკვდარია,
მე არ ვიცი ამათი,
თუ ეშმაკის ბრალია.
ანტიქრისტე იცინის,
გული ქვა და ლოდია,
ვის სწამს ცოდვის სიმძიმის,
ყველა ფულის ლოთია.
მოდაშია გინება,
ცეცხლის ღვარძლით დანთება,
დრო კი მიედინება,
დრო არასდროს,არ ცდება.


***
შენ იქით წახვალ,მე არ ვიცი საით გავუხვევ,
მიკვირს ჩვენ შორის ვერ გაიდო ვერცერთი ხიდი,
მე გულს დავტოვებ,არ წაგართმევ ჩემო საუნჯე,
და რომც შემეძლოს,ჩემგან მაინც არ გადაგშლიდი.
ვინ იცის რამდენ ფურცელს ითვლის ჩემი ცხოვრება,
აქ ყველა გვერდზე,ყველა ბწკარი შენზე საუბრობს.
როცა დავხურავ,ეს ქაოსი როცა მორჩება,
ჩემს სულს უფალთან შეგინახავ ჩემო საუფლოვ.
ვგრძნობ რომ სავსე ვარ ყოფნის ჟინით და მელნის თხაპნით,
ვცდილობ მოგაგნო და შემთხვევით შემოგესახლო,
ახლა სიზმრიდან გამოქცეულ ცრემლებად წამსკდი,
და ვგრძნობ მოვკვდები,რომ ოდესმე ხელი ვერ გახლო.
ალბათ წამზომი მიმანიშნებს და მომცემს სიგნალს,
თუმც არ ვაპირებ ოცნებები მიწას ვაყარო,
მე ასეთი ვარ,თუ ვიყვარებ,ბოლომდე მიყვარს,
ჩემს სულს უფალთან შეგინახავ ჩემო სამყარო


***
უფალთან უჩემოდ არ წახვიდე,
მე აქ არ დამტოვო ცარიელი,
სიკვდილს გემო უნდა გავუსინჯო,
სიკვდილი არ მინდა წამიერი.
უჩემოდ ნაბიჯი არ გადადგა,
დღე არ დამიყენო საწყევარი,
მადროვე ცხოვრების ამოხსნა,
ჯერ არ გამივლია ნახევარი.
უჩემოდ არაფერი გადაწყვიტო,
ღმერთი არ გაგიწყრეს საფიცარი,
ქვეყნად გული აღარ დამილიო,
გთხოვ ,უგულობისგან დამიცავი.
უჩემოდ უფალთან არ წახვიდე,
ტვირთი არ ამკიდო ვერსაზიდი,
მალე გათბილდება დამიჯერე,
მალე გადაივლის ეს ამინდი!


ნიკო,დე!
დე შენთვის სამყარო დიდია,
შენ კიდევ ჩემთვის ხარ ცისხელა,
დე,როცა თვალებში მიყურებ,
მითხარი ვის ხედავ?
მე ვიხსნი ვარდისფერ სათვალეს,
რომ ზღაპარს გიყურო ახლოდან,
ჩემს სულს შენ შეგწირავ ისე რომ,
ღმერთისგან არ მინდა თანხმობა.
დე,მომეც ხელები ბროლივით,
მკლავები შემახე -ბამბა,
ეგ თმები კი მოოქროვილი,
ნეტავი ამ თმებში ჩაბმა…
დე ჩემი სიცოცხლე-შენი,
უშენოდ უმწეო რტო ვარ,
მოვკვდები შენ გამო და თუ
დაგჭირდი მეორედ მოვალ.
დე, მომეც მუხლი და წვივები,
ეგ კანი ჩემია ბროლივით,
ცხოვრებამ თუ დაგცხო წვიმები,
შენს მტერს დავეცემი გნოლივით.
დე,ჩემი ნუგეში შენშია,
სხვა ყველა ნუგეში იმსხვრევა,
დე,მითხარ იმ თაფლი თვალებით,
როდესაც მიყურებ,ვის  ხედავ?скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge