გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლიზი ბუდაღაშვილი - ლექსები

საფირონს
ტბისფერი ქალაქი. ექოა მთებიდან,
თმები და ხელები ეძებენ საყუდელს,
ამ უღელს ჩემიდან გაიტანს ძვრები და
მინდა, რომ შევება ამ ღამეს, ამ ზღუდეს.

იქ, სადღაც ჩრდილები განთიადს ელიან,
ძნელია, რაოდენ შორია საზღვარი,
არ არის მზე ცაზე, უკუნი ბნელია,
ნელია ქარი და გვიანი––სამხარი.

ნამხარი გაგზრდია მხარზე და ირხევი,
ხევიდან მოგძახის უფსკრულის სიმშვიდე,
რიდეებს იშორებ, მისდევ და მიჰყვები,
სხვების ქარს, სხვების მზეს, სად უნდა მიხვიდე?

სხვის ღმერთთან? გელიან დაბლობზე ცხენები,
ჭენების ნიავი გრილია ისევ და
მისდევდა შენი თმა დროს სვენებ–სვენებით,
შვენების სასრულის სიცხადე და სევდა

დაგსდევდა ქალაქში ექოდ და შიშებად ,
იშლება თმებში და ხელებში სიბნელე,
მსუბუქი ფრენა და უგონოდ მიშვება
რატომ გაიძნელე?

სველ ზეწრებს გადაღმა ლაგუნა გუგუნებს ,
უბრუნებს , იქნება , შენს ხმას სანაპიროს,
მე მინდა შევება ღამეს და უკუნეთს,
გიშერს და საფირონს, გიშერს და საფირონს . 



***
მე ვდგავარ ტბასთან, მდუმარება ფეხქვეშ მეგება,
შენ გალურჯდები, შუაღამით ძებნას დამიწყებ,
მწველი დღეები იწელება არდადეგებად,
სევდას ამიწებ,

და ცოტას ფიქრობ...
არ გგონია, რომ მანდედან ხე გაიზრდება? 
ააღწევს ცამდე და ჩრდილებით მზეებს ჩაგიქრობს,
ხე გაიზრდება, გადააწვდენ წყალზე ხიდებად

დღეებს, რომლებიც შენ სულ არ გგავს,
რა უნდათ იმათ?
რისთვის მოდიან?
როს მარტოობა გაიშლება და ფასს დაკარგავს,
ეს მელოდია

შენ ჩაგესმება საუკუნოდ და სადღაც შორით,
ჩამოიცლება სანაპირო ქვიშად თავიდან,
ცოტაც და ცოტაც, დრო იღლება ამგვარ სიშორით,
ასე რად გინდა?

მე ვდგავარ ტბაში, შესავალში, მე ვდგავარ ნავზე
და არ არსებობს ნიავქარი ჩემი წამღები,
ნელ ტალღებს მიაქვთ ჩქარი სუნთქვა, მკრთალი სინაზე,
ასეთი არის ჩემი ლურჯი, ლურჯი ამბები.


ჩამავალი მზე
შენ ჩამავალიმზეების შუქსთვალს ვერუსწორებ
და შენიკანი იწვისმხოლოდ მათიშეხებით,
ნარინჯის ქვიშებსგამოატან სიოს, უშორესს,
მის ძიებაშიდაგეღლება სველიფეხები.
შენ ჩამავალიმზის სიმძიმესვერ უშვერმტევნებს,
არ არისსივრცე საკმარისად წითელი ფერის,
ჩამოწოლილი მცხუნვარება ნიავს გადევნებს,
მხოლოდ ჰაერისსიმსუბუქე თუღაგიშველის.
გზაზე ხარ, ქვემოთ მოუყვებიგორას თაბორის,
შენს ზურგისქარებს კაეშანიჩუმად უბარებს,
რომ არარსებობს ჩამავალიმზის თანასწორი:
უფრო ლამაზიდა ამასთან, უფრო მწუხარე. 

იერიქონი
ჩუმად მოისწრაფვიანდღენი მაკაბრალური,
ჩემ წინ ახლა საშიში, ნაცრისფერი ველია,
საგრძნობია სიცხადე და სიმართლე ფარული
მკრთალი თანდათანობითროგორ შემოგელია.

შორი სიმარტოვეა შენი ბოლო სტრიქონი,
ქარებს შეურყევიათ დაღლილ ხეთა ვარჯები,
იდუმალი ძახილით გიხმობს იერიქონი,
გამოჰყევი დინებას , ნუღარ დაიტანჯები.

ნელა აზვირთდებიანგარინდული ჭალები,
ღამეების სიგრძენი გაუტოლდნენ მოლოდინს,
ნუთუ,არ სჯობს,თუ ძლიერ არვის შეებრალები,
ნუთუ,უკეთესია,დაემონო მხოლოდ ჟინს,

ჟინს, რომელიც სავსეა უსასოო ვაებით,
რომლის ძალით ხელებში გიობლდება ენძელა,
მოიგონებ საღამოს,როს ფერხულში ჩაები
და როს მთაგრეხილიდან გადმოშვება გეძნელა.

ირხევიან შენს თავთან ნაზი მარაოები,
ხეობებში სიმშრალის განუწყვეტი ქარია,
უკვდავია შეგრძნება შორი ამაოების,
უდაბნოებს გიფანტავს მშვიდი ამურდარია.

მძინარეა წადილი ახალ უმანკოების,
შორი სიმარტოვეა შენი ბოლო სტრიქონი,
ნიავთაგან შრიალებს ზეთისხილის რტოები,
იდუმალი ძახილით გიხმობს იერიქონი. 


***
რასაც უკვდავი ფიონები გითხრობენ ხევში,
მათთვის უცხოა მცხუნვარების მსუბუქი სევდა, 
და როგორც ხმები ხეობების ოხვრის და ხვნეშის,
მე გუშინდელი ნიავქარი დილამდე მსდევდა.
და რა მივიღე გარდა ძლიერ ცივი ტერფების, 
გარდა სიმლაშის, გარდა ფსკერის, სითეთრის გარდა,
გარდა ტალღებად აგორებულ წყალთა შხეფების,
დაე, ზვირთებმა უნანაონ მას ,რაც გიყვარდა.
წამოდი, დარჩი ჩრდილის მიღმა, რა გინდა ჩრდილში, 
შენ ბავშვობიდან ნაცრისფერი გერჩივნა ყვითელს,
იქცევი ისე, თითქოს შუქზე ხეტიალს გიშლი, 
ვუყურებ შუბლთან მზის ჩაქცევას, სიცხადეს ვითმენ.
გავაბი გრძელი იალქნები, ზეწრების ფერი, 
შორით წავიდნენ მოამბენი მწუხარე მხარის,
დაგეფინება სურნელება ზღვით მონაბერი,
მოსულა ჟამი განდგომისა, მსუბუქ სამხარის.
დიდ სავარძელში ჩასვენებას ნატრობდე, იქნებ, 
ანდაც ქვიშებით ამოვსებას ორივე ხელის,
და გზას როდესაც მცხუნვარების სევდით გაიგნებ,
გაფერმკრთალდება ფიონების უცხო ნაღველი...


მე და კვიპაროსები
ნუღარ გადმოიხედავ, აქ ისედაც ღრმა არის,
უკვე დამსხვრევაზეა შეყინული მინები,
თითქმის გაწყვეტაზეა დაგრეხილი ბაწარი,
დგებიან და მიდიან ნაზი გეორგინები.
აღარ არის შრიალი შემოსილი ბაღების,
თითქოს გასაკვირია საშინელი სიჩუმე.
უსაზღვროო შიშია აქ ჭიშკარის გაღების,
ებრძვიან და უთმობენ უსახელო ფიგურებს.
და ეს მთებიც, ფერადი, უგზო-უკვლოდ გარბიან,
აღარც სიმაღლეების დევნა გეიმედება,
შორეულნი უხმობენ გოგოს, ლამაზკაბიანს,
მიფრინავენ ნაცნობნი მონაცრისფრო მტრედებად .
ქაოსია უძირო და მაღალი ანძები,
მავთულებად დახლართულ სიახლოვის ბრალია
და იჩქარე, იცოდე, თორემ გაიკვანძები,
მიდიხარ და ჩერდები...რაღაც შეუვალია.
ხედავ, უკვე ჩამორჩი აზვირთებულ სიმხდალეს,
თვალწინ ბინდი გაგიწვა, იდუმალი ზმანება,
სადაც მათი კვალია, ვერ მიიწევ იმ მხარეს,
უკან არ იყურები, გიმძიმს და გენანება.
ვერ სუნთქავ და არ კვდები, თითქოს უნდა წაიქცე,
აღარა გაქვს ქსოვილი, რითღა შეიმოსები ?!
მაღლა ვსხედვართ , გორაზე, უსაფრთხონი და სივრცეს კვლავაც ვეთამაშებით მე და კვიპაროსები.


ოთხი ნათება
როდესაც ყვითელი ნათება შეგმოსავს,
ინატრებ,შიგნიდან გფარავდეს სიბნელე.
ინატრებ,გამოჰყვე ქარისფერ ცხენოსანს,
დაეძებ მზის ველებს.
როდესაც წითელი ნათება გაგართობს,
ინატრებ,შორს იყო საკუთარ თავისგან,
ინატრებ,ფერდობებს,რომლებსაც არ ათოვს.
საიდან გავიდა...
და როცა ნათება დაგფარავს ცისფერი,
ინატრებ თეთრ ლაქებს გაცრეცილ სხეულზე,
ინატრებ შენს სახეს,წვიმისთვის მიშვერილს,
ფოთლებად ქცეულ მზეს.
და მაშინ,როდესაც ჩაქრება ყოველი,
ინატრებ,მოშავო ნათურის სინათლეს,
ზიხარ და ცვლილებას ტკივილით მოელი,
თავს აღარ იმართლებ,
რომ შენი ბრალია დინების გამოცვლა
და მწვანე გუბურის უმანკო სიბლანტე,
ქვებიდან ტალღების კარამდე ჩამოსვლა,
არაფერს ინატრებ.
იხსენებ,რომ ისე არასდროს გტკენია,
როგორც მზის გუშინდელ ჩასვლისას იგრძენი,
როდესაც უძლური სხივები კვდებიან,
გაღელვებს ხაზების მიმქრალი სიგრძენი.
როდესაც წითელი შუქები გეხვევა,
სიბნელე შიგნიდან ძლიერად გინათებს,
და როცა თავადაც სიბნელე გერქმევა,
სიჩუმეს ინატრებ.


სოსანი
თავთან რომ შრიალებს ნაზი სოსანია,
გამოქროლებული ჩუმი შეპირება, 
სუსტი ღამეების გვირგვინოსანია
მთვარე, როს სიბნელეს ცივად ეტირება .
ყურთან მოჩურჩულე ჩემი შროშანია,
ძველი წერილები ჩუმი შეპირების,
ახალ ნიავქართა მშვიდი ფრთოსანია
ცარცით მოხაზული მკრთალი წრეწირები. 
თბილი შემოდგომა მოსვლას ეპირება,
ქარი, მოთარეშე, გიჟი მგოსანია.
გამოქროლებული ჩუმი შეპირება
ჩუმად მოშრიალე ნაზი სოსანია .

ქალაქების შუქები
საით მიგაქროლებენქალაქების შუქები,
რატომ გინდა ამდენად განერიდო სიჩუმეს,
ალბათ,მართლა გჯერა,რომ ხმაურს გადაურჩები,
თუკი შეუერთდები ამოზიდულ დიუნებს.
მაინც საით მიჰყავხარ უნაპირო მდინარეს,
რატომ არ გეკარება ქვაზე შეხლის ტკივილი,
როცა ასე მიცურავ,სანახევროდ მძინარე
და დაგყვება ქაოსი მდუმარების შვილივით.
უნდა ზღვაში ჩაიქცე,როგორც ხდება ყოველთვის,
როცა იგრძნობ,რა ნაზად და მსუბუქად მუქდები,
არ გინახავს და მაინც გირჩევნია შორეთი,
საით მიგაქროლებენქალაქების შუქები...

ქართა სიმშვიდე
ჩემს მხრებზე თოვლი. რამოდენა სინათლე გარეთ.
ქართა სიმშვიდე. ყვავილების ჭრელი სამარე. 
ვერმისავალი ბაღის სევდა სიხარულს მიაქვს, 
სიხარულს, დიდხანს მისვენებულს და აპათიას. 

დიდი და მშვიდი, შორი ხიდი ისვენებს მზეზე,
მდინარის სიღრმე მოქანავე აფრებს დაეძებს.
ვწევარ ნაპირზე გაუგონრად ლამაზი ხმების,
არ ჰგავს არაფერს უცაბედი კრთომა შეხების.

სხვების, ხავსების, ბალახების გამოსახება.
წყალზე გაფენა მოლოდინის იმად, რაზედაც
წერილები გითხრობენ ნელა,
რასაც ჩემივე ანარეკლი ჰქვია სახელად.

მე გამაცოცხლა ნათებების უმანკო ღამემ,
არ არის არსად მზისქვეშეთში ისეთი რამე,
რაც შეედრება ვერხილული სინათლის წყურვილს,
სურვილს ხიდივით გადაფენის, შორით გაცურვის.

ყვავილთა სევდას სიბნელეში არ უჩანს ბოლო,
ჩემს მხრებზე თოვლის არსებობაც მითია მხოლოდ.
მე მოვიგონე იმ გაფრენილ ქართა სიმშვიდე,
რომლებიც ისე შორს გავუშვი, რომ ვერ მივიდე.

ვწევარ ნაპირზე, იმგვარადვე მიშვებულ ხმების, 
ოქროს ტალღები მოლოდინის და დათანხმების.
ვერმისავალი ბაღის შუქი უფრო ნაზია,
ვიდრე სიცხადე სიხარულის და აპათია. 



შორეული მზეები
შორეული მზეები ღამეს ემსგავსებიან,
ღამეს ემსგავსებიანშორეული მზეები,
რისთვის უახლოვდები ტირიფს, გრძელფესვებიანს,
შენს მაჯებქვეშ კვდებიან ნესტიანი დღეები.
მახსოვს ნაზი სახელის მდუმარებით ხსენება,
ამღვრეული გონების ვარდისფერი რკალები
და უმანკო სხეულის სულად გამოსვენება,
უჩვეულო სიბლანტე ჩუმი გარდაცვალების.
ტბები იქცნენ თვალების მონაცრისფრო ჩრდილებად,
შენს ხელებს აქვთ სურნელი დამაშვრალი დინების,
შეემჩნევათ ყვრიმალებს ქარვისფერი ცვლილება,
უსასრულოდ ჭკნებიან ბაღში გეორგინები.
ახლა ვეღარ პოულობ მას , რაც ასე ცხადია
და მწუხარე საღამოს ზღვისკენ გაეშურები,
შენი ვიწრო კარიდან სათითაოდ გადიან,
დაგტოვებენ ამარა მხოლოდ აბრეშუმების.
შემოაკლდათ სიგრილე საიდუმლო აკლდამებს,
ახლა უფრო ძნელია დასასრულის მიღწევა,
შორეული ნიავი კვიპაროსებს აქანებს,
და შენს თავთან მდუმარე ქრიზანთემა ირწევა .
შორეული მზეები ღამეს ემსგავსებიან,
ღამეს ემსგავსებიანშორეული მზეები,
შენი მკრთალი მკლავები პერანგს შეხავსებია,
მაჯების ქვეშ წვებიან გარდასული დღეები.


* * *
დავშორდი ჩრდილოეთს, დავშორდი ქარიშხლებს,
თუმცაღა ქროლებას მე ახლა მოველი,
შუქურა სასრულის სიმცირეს განიშნებს,
მახსენებს სიშორეს საღამო ყოველი.
რომელი მზის მიღმა დამხვდები გაისად,
სად არის სიმშვიდის უცნობი საზღვარი,
ბრუნდები სევდად და სიოდ და დაისად,
სადაფის ნიჟარის სითეთრის სადარი.
სხვაგვარი მახსოვდა მე უწინ დროება,
ჩრდილების სინათლე გაატანს ღამემდე,
დაუცდის სიჩუმის კვლავ გამოქროლებას,
რა მშვიდად, რა ადრე, რა ფუჭად დავენდე
ქარიშხლებს, რომლებსაც უდროოდ დავშორდი,
ჩრდილოეთს, რომელშიც შენ მხოლოდ ხსნას ელი,
ხმაური, სითეთრე, სივრცე და აკორდი,
სიშორეს მაგონებს საღამო ყოველი.


ჰარმატანი 
მზის წინრატომ დადექი,რატომ გადამეფარე?
მე,ისედაცდაღლილი,დავყრდნობივარ მიხაკებს,
შენი სარკისმინაში ხმაურიამჩქეფარე,
იჩქარიან თვალებიშორეული მზისაკენ.
შორეული მზისაკენ,შენ კი ისეახლოს ხარ
ხელის ერთიგაწვდენით შეგათრთოლებს თითები,
სანაპიროს მკრთალღელვას შეუცვლელიახსოვხარ,
იკარგება სივრცეშისახსოვარი ნივთები.
შორეული მზისაკენიჩქარიან ქარები,
როგორ გყოფნისჰაერი გაორებულგულისთვის?!
არ არსებობსსახელი შენთანშესადარები,
ვიცი,გამოიხედავ,ისევ ზღვისქვეშ თუვიცდი.
გახელებულ ტალღებისჩაგიყოლა მიქცევამ,
ტანზე შემოგეხვია უნაზესი ზღვისქაფი,
თვალში დაჭაობებულ მწვანე ტბორთასივრცეა,
რა ძალიანმრისხანე გეჩვენებაქარაფი...
რატომ გინდაამხელა ჩრდილი გქონდეს უძირო?
მზე წევს დასავლეთისკენ, აივნები ჩამოხმა,
არც ისეთიჩუმი ხარ,არც ისეთი უტყვი,
რომ ზღურბლზე გადმოწევისას არიკითხო,რამოხდა.
იჩქარიან თვალები შორეული მზისაკენ,
ნუთუ არგენანება წითელშუქად ქცეული?!
დაუხრიათ კისრებიგადაქანცულ მიხაკებს,
ხარ მოთეთრო სიგრილეს უფრო გადაჩვეული.
და  უდაბნოს ჰარმატანს როგორ დაემალები;
შორეული მზისაკენიჩქარიან ღმერთებიც,
უკვე ოქროსფერი გაქვს საოცარი თვალები
და შენცმსუბუქ ქვიშისებრ დუმილს შეუერთდები.


скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge