ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
სონია ქართველიშვილი - ბექა ქუხულის “სამოთხიდან გაქცეულები“
ომზე წერა რთული და მტკივნეული რომ არ იყოს, „ომსა და მშვიდობაზე“ სამწლიანი მუშაობის შემდეგ საკუთარი ნაწარმოებისგან ძალაგამოცლილი ლევ ტოლსტოი არასდროს იტყოდა: „ბედნიერი ვარ, რომ მოვრჩი ამ ნაწარმოების წერას ომის თემაზე. მომავალში ამ თემას აღარასოდეს მივუბრუნდები“. თუმცა ომზე ბევრს წერდნენ, წერენ და მომავალშიც არაერთხელ დაწერენ. ძალაუნებურად ჩნდება კითხვა: რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს უკვე დამთავრებულ ომზე წერას, ომზე, რომელშიც სასტიკად დამარცხდი და რომელმაც ყველა და ყველაფერი თან გაიყოლა? . . წესით, ასეთ დროს მის ფურცელზე გაცოცხლებას და წერის დროს ყველაფრის ხელმეორედ განცდას კი არა, თვალების დახუჭვას და განცდილის სამუდამოდ დავიწყებას უნდა ცდილობდე, თუმცა ფაქტია, რომ ვისაც ომი საკუთარი თვალით უნახავს, არ შეუძლია,მასზე არ დაწეროს. შესაძლოა, მწერლების გარკვეულ ნაწილს იმედი აქვს, რომ ტექსტები, რომელებსაც ქმნის, სულში დაგროვილ შხამს ნაწილობრივ მაინც გამოსწოვს და საკუთარ თავში შეისრუტავს, თუმცა მეორე მხრივ, ყველას ისიც კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ლიტერატურა არც შხამებისთვის განკუთვნილი სკივრია და არ დანგრეულ და სულიერად დასახიჩრებულადამიანთა თავშესაფარი, მაშინ რატომღა წერენ?... „სხვებმა მისი იმედით დაივიწყეს, აველუმს კი დამახსოვრება ევალება მხოლოდ“ – ამბობს ოთარ ჭილაძის პერსონაჟი აველუმი, რომელიც პროფესიით მწერალია და მართლაც, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და რომლის ისტორიული მეხსიერების წაშლას მუდმივად ცდილობდნენ და ცდილობენ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული, თუმცა კი ერთი მიზნით შეპყრობილი დამპყრობლები – წაშალონ ყველაზე მთავარი – მეხსიერება, იქნებ, მწერლობის და მწერლის უმთავრესი დანიშნულება სწორედ იმის დამახსოვრებაა, რის წაშლასაც ცდილობენ და რისი დავიწყების უფლებაც არ გვაქვს? – იმ ამბების ტექსტებით და ტექსტებში შენახვა, რომელიც თითქოს, არც ისე დიდი ხნის წინ გადაგვხდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო დავიწყების მტვერი დასდებია. დამახსოვრების მიზანი რა არის? პირველ რიგში, ალბათ ის, რომ უნდა გვახსოვდეს, როგორ ვიბრძოდით, ვიცოდეთ, რომ სწორედ ამ ბრძოლაში თუ ბრძოლით გადავრჩით, რომ მომავალშიც, გადარჩენის ჟინით და იმედით შეპყრობილებმა ბრძოლა არასდროს შევწყვიტოთ, ბრძოლა, რომელშიც მარტო ომში წასვლა არ იგულისხმება, რადგან ზოგჯერ „დილით გაღვიძება, ადგომა, ჩაცმა, განვლილი დღე დაღამებამდე, გაცილებით უფრო დაუნდობლად გვისწორდება, გაცილებით უფრო მეტად გაგვითეთრებს სისხლს და ჩაგვაძაღლებს, ვიდრე ნებისმიერი იარაღის ჯერი სადმე „საშიშ“ და „სახიფათო“ ადგილას, იქ უბრალოდ ისვრიან“ (ბექა ქურხული, მოთხრობა „ყოველთვის როცა“) და სწორედ ასეთ დროს ბრძოლა, შესაძლოა, უფრო დიდი ვაჟკაცობაცაა, ვიდრე სისხლისმღვრელ ომში ფრონტის წინა ხაზზე დგომა. ალბათ, სწორედ ეს მიზანი ჰქონდა ბექა ქურხულსაც, როცა თავისი რომანის, „სამოთხიდან გაქცეულების“ დაწერა გადაწყვიტა და მართლაც, მოხდა ისე, რომ ტექსტმა საკუთარ თავში მეოცე საუკუნის ბოლოსა და 21–ე საუკუნის დასაწყისში საქართველოსა და პოსტ–საბჭოთა სივრცეში მიმდინარე მოვლენები დაიტია და მოახერხა, მთელი სიცხადით, სიზუსტით, თანმიმდევრულობითა და სიღრმისეული ანალიზით აღედგინასაბჭოთა იმპერიის რღვევისა და ნგრევის შედეგად პოსტ–საბჭოთა სივრცეში მიმდინარე უმძიმესი სოციალურ–პოლიტიკური ვითარება, ბოროტების იმპერიის მიერ მისი შემადგენლობიდან გამოსულ ქვეყნებში დატოვებული ბომბები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდებოდა და ყველაფერს ანადგურებდა, ასევე, ადამიანების თავდაუზოგავი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და სისხლით მოპოვებული თავისუფლება, რომლის პირველი ნაბიჯებიც სულაც არ იყო ისეთი მარტივი, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.
ქართული ლიტერატურისთვის, განსაკუთრებით კი ე.წ. „90–იანელების“ შემოქმედებისთვის ეს თემა ახალი და უცხო ნამდვილად არ არის, ბევრს შეიძლება მოეჩვენოს კიდეც, რომ 90–იან წლებშიჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ლიტერატურულ ტექსტებში ძალიან კარგადაა გაცოცხლებული; ამ ეპოქით ხშირად ინტერესდებოდა თავად ბექა ქურხულიც, მაგრამ „სამოთხიდან გაქცეულები“ ავტორის წინა ტექსტებისგან იმით განსხვავდება, რომ თუ ადრე მისი მოთხრობების მოქმედების ეპიცენტრში იდგა ახალგაზრდა ბიჭი – უმთავრესად ავტორის პროტოტიპი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენისა და პერიპეტიის უშუალო თვითმხილველი და მონაწილე იყო და რომლის ერთი შეხედვით ძალიან პირადი სივრცე და თავგადასავლები თავისუფლად შეიძლებოდა, მთელი თაობის სივრცედ, თავგადასავლებად და ტრაგედიად აღქმულიყო, ახალ რომანში უკვე ერთგვარი დისტანცია იგრძნობაავტორსა და რომანში აღწერილ ამბებს შორის და ეს სრულიად ბუნებრივიცაა – ორი ათწლეულის გასვლის შემდეგ ადამიანები ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამენ და იაზრებენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავიწყდებათ, უბრალოდ შოკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მიერ ცხელ გულზე დაწერილი ტექსტების ნაცვლად ვიღებთ ნაწარმოებს, რომლის მთავარი მიზანი მხოლოდ განცდილის გაცოცხლება კი არ არის, არამედ,უკან მიხედვის პრინციპით, მათემატიკური სიზუსტით ყველაფრის აღდგენა და გახსენება, შემდგომ კიშეფასება და გადაფასება. ბექა ქურხულიც სწორედ ასე იქცევა, თან აღწერს, თან აფასებს, შეფასებებში მაქსიმალური ზომიერება იგრძნობა, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ავტორი ყველანაირად ცდილობს, ბოლომდე არცერთი მხარე არ გაწიროს, არავინ ამხილოს, მომხდართან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა არცერთ მხარეს არ დააკისროს, ხელები არავის შეაწმინდოს, პასუხი არავის მოსთხოვოს. . . რომანის წაკითხვის შემდეგ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ თითეულმა მხარემ არაერთი შეცდომა დაუშვა, ზოგჯერ გამოუსწორებელი და საბედისწეროც კი, მაგრამ ეს შეცდომები ადამიანური სისუსტეებით და გამოუცდელობით იყო გამოწვეული და არა მიზანმიმართულად. ავტორი თითქოს, ცდილობს, თავი დააღწიოს იმ ეგზალტირებულ, რომანტიკულ–ქაოსურ, გაუწონასწორებელ, პათეტიკურ და რადიკალურ განწყობას, მაშინდელი საზოგადოების ყოფიერებისა და ცნობიერების უმთავრეს მახასიათებლებად რომ გვევლინებოდა. ლიტერატურულ ტექსტში მოვლენათა ჯაჭვი ისეთი რაკურსითაა დანახული და აღწერილი, რომ კარგად იგრძნობა იმ პერიოდში განხორციელებული ქმედებებისა და გადაწყვეტილებების უმწეობა, უსუსურობა, გულუბრყვილობა, უმწიფრობა და ჩანასახშივე განწირულობა, არადა, ისიც კარგად გვახსოვს, რომ თავის დროზე რატომღაც თითოეული მათგანი პანაცეად, შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად აღიქმებოდა. საინტერესოა ისიც, რომ მწერალი ამ ყველაფრისადმი თანაგრძნობითაა განწყობილი და არა ირონიულად, სარკასტულად, ან აგრესიულად. ხელისგულზე გადაშლილი შეცდომების ფონზე ისიც იკითხება, რომ დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯები სხვაგვარი ვერც შეიძლებოდა ყოფილიყო და სწორედ ამაში მდგომარეობს იმ ეპოქისა და იმ თაობის ტრაგიზმიც, თაობისა, რომელსაც ჯერ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, შემდეგ კი საკუთარი სისხლით მოპოვებული თავისუფლება ბედისწერად ექცა.
90–იან წლებზე იმდენი დაიწერა და ითქვა, ბევრს უკვე აღიზიანებს კიდეც ამ ეპოქაზემუდმივი პედალირება,თუმცა ეს რომანი ანაქრონიზმადპირველ რიგში სწორედ იმიტომ არ უნდა ჩაითვალოს, რომ ყველაფრის შეფასებისა და გადაფასების მცდელობასთან ერთად აღიქმება, როგორც ერთგვარი რეაქცია ცრუ ლიბერალური იდეებით დაბრმავებულ საზოგადოებაზე, რომელიც მუდმივად ხაზს უსვამს საკუთარ ტოლერანტულობას, რეალურად კი ყველაზე შეუწყნარებელი და დაუნდობელია ბევრი რამის მიმართ, განსაკუთრებითკი საკუთარი არც ისე შორეული წარსულისადმი და მის მიმართ განსაკუთრებული აგრესიულობითა და ირონიულობით გამოირჩევა, ყველა მოვლენაში ხედავს მხოლოდ ცუდს და არანაირი სურვილი არ აქვს, აპატიოს შეცდომები.
აღსანიშნავია, რომ რომანი 90–იანი წლების შემდეგაც გრძელდება და დოკუმენტური პროზისთვის დამახასიათებელი სიზუსტით აღწერს ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდს, რომელიც არანაკლებ მტკივნეული და ძნელადგადასატანი იყო ჩვენი ქვეყნითვის, ვიდრე სამი ომი და ის უმძიმესი ვითარება, წინა საუკუნის ბოლო ათწლედში ჩვენს ქვეყანაში რომ სუფევდა.
რომანი საინტერესოა იმითაც, რომ ერთგვარი ნოსტალგია იგრძნობა 90–იანი წლების დასაწყისში საქართველოში არსებული რომანტიკულ–ჰეროიკული მუხტისადმი, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა იმ ნიჰილისტური განწყობისგან, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში რომ გაბატონებულა, თითქოს, ის საციცოცხლო ენერგია, რომელიც შიგადაშიგ ინერციითაც მართავდა ჩვენს ქვეყანას, ოპტიმიზმით განაწყობდა და ბრძოლის სურვილს უღვიძებდა, მიზანმიმართულად ჩაკლეს, სამუდამოდ დასამარდა ქართველების დაუდგრომელი ხასიათი, რომანტიკული ბუნება და მებრძოლი სული, რის შემდეგაც ყველაფერი მდორე, პრაგმატული და ერთფეროვანი გახდა.
თანამედროვე ეპოქაში90–იანი წლები, განსაკუთრებით 90–იანი წლების ბიჭები საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის მხოლოდ და მხოლოდ კრიმინალთან, ნარკოტიკთან, ქუჩურ გარჩევებთან, დაუდოევრობით დაწყებულ დაუნდობელ სამოქალაქო ომთან და დაკარგულ ტერიტორიულ მთიანობასთან ასოცირდება, ავტორი კი ცდილობს დაგვანახოს, რომ თითოეული უარყოფითი მოვლენის, თითოეული დაშვებული შეცდომის მიღმაადამიანური ტრაგედიები დგას – უმოწყალოდ დახოცილი თაობის ტრაგედია, რომლის მთავარ დანაშაულადაც ალბათ, ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ ძველის, ძირგამომპალისახლით შეცვლის სურვილით შეპყრობილმა, იმის იმედით, რომ უკეთესი მომავალი ექნებოდა, ჯერ აჯანყება, შემდეგ კი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლა გადაწყვიტა, მართალია, არაერთი საბედისწეროშეცდომა დაუშვა, მაგრამ ამ შეცდომებს პირველ რიგში, საკუთარი სიცოცხლე გადააყოლა, როცა სრულიად გაუცნობიერებლად ბრმა იარაღად იქცა სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ხელში; ადამიანების გარკვეული ნაწილი კი ამ თაობას დღევანდელი თვალსაწიერიდან, ისტორიული კონტექსტის გაუთვალისწინებლად აფასებს, დღეს, როცა ყველაფერიჩავლილია და ყველა შეცდომა ხელისგულზე ჩანს, ერი დაბრძენდა, მაგრამ დაავიწყდა, რომ ამ სიბრძნის, გამოცდილების მოსაპოვებლად უმოწყალოდ დახოცილთა ცხედრებზე გადავლა გახდა აუცილებელი, არადა სწორედ ამ ფიზიკურად, თუ სულიერად მოკლულ ადამიანებს (მათ, ვინც მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ უბრალოდ გაუმართლა, უფრო სწორად, ღმერთმა ასე ინება), ვერ პატიობენ ახალგაზრდულ უკომპრომისობას, დაბნეულობას, ინფანტილიზმს, გამოუცდელობას და უმოწყალოდ სთხოვენ პასუხს ყველაფრისთვის – სიცოცხლისთვისაც კი. . .
რომანის თითქმის ყველა მთავარი მოქმედი გმირი ბიჭია, ავტორი თაობის ზოგად პორტრეტს ქმნის, მაგრამ ამავდროულად ოსტატურად ახერხებს თითოეული პერსონაჟის ინდივიდუალური თვისებების გამოკვეთას, ამიტომ ეპოქის საერთო მახასიათებლებთან ერთად – იქნება ეს ჟარგონული მეტყველება, ახალგაზრდების სურვილები და მისწრაფებები, ოცნებები და იდეოლოგია, ცხოვრების წესი, ყველასთვის კარგად ნაცნობი „კლანურობის პრინციპი“, ერთგვარი მიკრო სამყარო საკუთარ უბნებში,კორპუსებსა სადარბაზოებში, 80–იანიწლების მეორე ნახევრის თბილისური სნობური სკოლები და სკოლის მერხებიდან პირდაპირ მიტინგებზე აღმოჩენილი ბავშვები, უცხო ენათა ინსტიტუტის გამორჩეულად თავისუფალი გოგონები, საბჭოთა ინტელიგენციის უთვალსაჩინოესი წარმომადგენლები თუ სხვა, კარგად ჩანს თითოეული პერსონაჟისხასიათის თავისებურება – ყველას საკუთარი ისტორია, საკუთარი ამბები აქვს და თითოეულს ბედისწერასავით აჰკიდებია ზურგზე 90–იანი წლების აუტანელი სიმძიმე, რომელთან გამკლავებასაცახალგაზრდული შემართებით, თავგანწირვითა და ენერგიულობით ცდილობენ – ზოგი საბჭოთა ბიუროკრატიული რეჟიმის ცნობილი ფუნქციონერის შვილია, მამის წარსული აწმყოს კოშმარად რომ ქცევია და სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობით იტანჯება, ეს განცდა კი განსაკუთრებული ძალით 9 აპრილის ღამის შემდეგ იფეთქებს და ერთი მხრივ, მატერიალური კეთილდღეობით განებივრებულს, მეორე მხრივ კი საკუთარი მშობლის წარსულით დამძიმებულს, ახალგაზრდული გამოუცდელობით, ერთის მეორესთან შეთავსება მხოლოდნარკოტიკებისთვის თავის შეფარებით გამოსდის; ზოგი პირველი პრეზიდენტის რეჟიმისდამცველი და თანამოაზრეა და ბოლომდე მისი ერთგული რჩება, იმ წამს კი, როცა აცნობიერებს, რომ ყველა რესურსი ამოიწურა, სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს; ზოგი ავღანეთში აღმოჩნდება საკუთარი მეზობლის ნაცვლად და ავღანური კოშმარებით დამძიმებული, ალკოჰოლში ცდილობს საკუთარი ტკივილების ჩახრჩობას; ზოგი მხედრიონის მხარეს იბრძვის და გულწრფელად სჯერა, რომ საქმე, რომელსაც ემსახურება, ყველაზე სწორი, მართალი და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეა, შემდეგ აფხაზეთის ომს აფარებს თავს და იქ ასრულებს საკუთარი გედის სიმღერას. . . ქვეყანაში დატრიალებული ამბები თითოეულ პერსონაჟზეისე თანაბრად და ზუსტადაა გადანაწილებული, რომ ხან ერთი ექცევა მოვლენათა ეპიცენტრში, ხან – მეორე, ამიტომ ძნელია განსაზღვრო, რომელია მთავარი პერსონაჟი, რომანის ბოლომდე წაკითხვის შემდეგ კი იმდენი რამ ვიცით თითოეულ მათგანზე, მათთან ერთად იმდენი რამის გადატანა და განცდა მოგვიწია, რომ ოჯახის წევრებივით ახლობლები ხდებიან და მთელი გულით განვიცდით თითოეული მათგანის ტკივილს თუ ტრაგედიას. ზოგადად, პერსონაჟთა სიმრავლე, მათი ხასიათისშტრიხების დამუშავება, სახასიათო და დასამახსოვრებელი სახეების შექმნა (განსაკუთრებით საინტერესო და მრავალმხრივი პერსონაჟია სიმიკო), რომანისერთ–ერთი მთავარი მახასიათებელია.
ერთ–ერთ მთავარ პერსონაჟად გვევლინება თავად ავტორიც, რომელიც დასაწყისში პატარა ბიჭია, ტექსტის ბოლოს კი ცნობილი ჟურნალისტი. იგი რომანში აღწერილი თითოეული მოვლენის უშუალო მონაწილე და თვითმხილველია. თავიდან ტექსტში თითქოს, ორი სიუჟეტური ხაზი ვითარდება – ერთი მხრივ, საბურთალოს ერთ კორპუსში მცხოვრები სამი მეგობრის ისტორია, მეორე მხრივ კი პატარა ბიჭის ამბები, რომელიც შეიძლება ითქვას, ბექა ქურხულის ავტობიოგრაფიული რომანიცაა. ისტორიებს, რომლებიც ტექსტში ცოცხლდება, ერთგული მკითხველი კარგად იცნობს ავტორისბლოგებიდან, თუ სხვადასხვა მოთხრობებიდან, თუმცა, ფრაგმენტებად მიმოფანტული, ძირითადად სუბიექტური განცდების შედეგად თითქოს, გაბუნდოვნებული, ბოლომდე ვერთქმული ამბები რომანში უკვე ერთ მთიანობად აღიქმება, ნათელი, გასაგები ხდება და გარკვეულწილად ავტორის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნაშიც გვეხმარება, საბოლოოდ კი პიროვნულ თვისებებზე დაკვირვება, მისი თავგადასავლები მკითხველითვის ნათელს ხდის, რატომ დაინტერესდა იგი ამ თემით, რატომ ვერ აუარა გვერდი ამ ეპოქას და რატომ ეწერება 90–იან წლებზე ასეთი დიდი დოზით. რომანი აღიქმება, არა მარტო როგორც საკუთარი ქვეყნის წარსულის შეფასების მცდელობა, არამედ, როგორც საკუთარ ცხოვრებაზე თვალის გადავლების სურვილიც, ასევე, იმ საციცოცხლო მუხტის, ენერგიისგაცოცხლების მცდელობა, ასე ძალიან რომ აკლია ჩვენს საზოგადოებას, განსაკუთრებით კი მხატვრულ ლიტერატურას, რომელიც გაუთავებლად იქექება ნაგავში და სასოწარკვეთილებაში მყოფს ზოგჯერ საკუთარი უმთავრესი ფუნქციები და დანიშნულებაც კი ავიწყდება.
მოცულობით საკმაოდ დიდი რომანის დაახლოებით შუაში ორ სიუჟეტურ ხაზად განვითარებული მოქმედება ერთ სიუჟეტად იკვრება, საბოლოოდ კი სწორედ ავტორი გვევლინება დახოცილი თაობის სულიერ მემკვიდრედ, მათი გზის ერთგვარ გამგრძელებლად, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანს ფინალურ სცენაში, როცა გოგო, რომელიც ბიჭს (ავტორს) ბავშვობიდან უყვარდა, შემდეგ კი რომანის ერთ–ერთი მთავარი გმირის ცოლი გახდა, რომელმაც იმედგაცრუებებს ვეღარ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ბიჭთან (ავტორის პროტოტიპთან) რჩება და არა მიშოსთან – ბავშვობიდან ყველასგან დაჩაგრულ ტიპთან, რომელიც ახალ რეჟიმს იმდენად კარგად მოერგო, რომ ხელში უზარმაზარი ძალაუფლება ჩაიგდო და სისხლიან რუხ კარდინალად მოევლინა საკუთარ ქვეყანას. ბანალური და ერთი შეხედვით ქუჩური ლოგიკა, რომ კარგი ბიჭების გოგოები ისევ კარგ ბიჭებს უნდა დარჩეთ, ბევრად უფრო სიღრმისეულადაც შეიძლება გავიგოთ და გავიზაროთ – ქართულ ლიტერატურაში სატრფოს, ქალის სამშობლოსთან გაიგივების არაერთი მცდელობა გვაქვს, მაგალითისთვისმხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და ოთარ ჭილაძის რომანების დასახელებაც საკმარისი იქნებოდა, კაცები კი, რომლებიც ქალებს დროის სხვადასხვა მონაკვეთში ხელში იგდებდნენ, ამა თუ იმ სოციალური წყობილებისა თუ ზოგადად დამპყრობლის სახე–ხატებს განასახირებენ; ბექა ქურხულის რომანი ერთი შეხედვით თანამედროვეობისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით, სიხისტითა და ნატურალიზმით ხასიათდება, ამიტომ შეიძლება, ვინმეს უტრირებად და ხელოვნურადმოეჩვენოს სიმბოლოებზე აქცენტირება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ 90–იანელთა თაობა თვითმყოფად ლიტერატურას ქმნის, არასდროს ივიწყებს ლიტერატურულ ტრადიციასაც და ეს პირველ რიგში სწორედ ბექა ქურხილს ეხება, ამიტომ სულაც არაა გამორიცხული, მშვენიერი ელენეს არქეტიპი, იქნებ ქვეცნობიერადაც, ოთარ ჭილაძის ანა იყოს და როდესაც ის ბიჭს ირჩევს და არა მიშოს, სიმბოლურად იმას განასახიერებდეს, რომ საქართველო შეიძლება, დროებით აღმოჩნდეს მიშოსნაირი გაყალბებული წარსულის მქონე, დაუნდებელი ადამიანების ხელში, მაგრამ ისინი მისი ორგანული ნაწილი ვერასდროს გახდებიან. იქნებ, რომანისსაფუძველთა საფუძველი სწორედ ის რაინდული სულისკვეთებაა, მუდმივარ რომ ებრძოდნენ და ებრძვიან, მაგრამ საყოველთაო ნიჰილიზმისა და გულგრილობის ფონზეც საბოლოოდ ვარასდროს ანადგურებენ. ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ასე ირონიზებული და დაკნინებული „კაი ბიჭის“ კონოტაცია, მართალია, მნიშვნელოვნად სახეცვლილი და უმთავრესად უაყოფითი გაგებით, მაგრამ მაინც ერთგვარი ვარიაციაა ე.წ. „კაი ყმის“ ფენომენისა, „ყაი ყმის“ მნიშვნელობას კი სწორედ რაინდის და რაინდობის არქეტიპი უდევს საფუძვლად და რეალურადაც ხომ რომანის მთავარი პერსონაჟები იმ თაობის წარმომადგენლები არიან, საგმირო ეპოსზე რომ იზრდებოდნენ, სწორედ გმირობის, მეგობრობისა და თავდადების შესახებ ამბებს ასწავლიდნენ მათ თავიანთ „სნობურ სკოლაში“, რისი ამოფრქვევის ერთ–ერთ უმთავრეს გამოვილინებადაც ეროვნულ–გამათავისუფლებელი მოძრაობა აღიქმება.
მიუხედავად იმისა, რომ თემები, რომლებზეც ავტორი წერს, უმძიმესია, მკაცრი ქრონოლოგიურობისა და დოკუმენტური სიზუსტით ასახული ფაქტების გვერდით გვხვდება ისეთი ეპიზოდებიც, რომლებშიც იგი საკუთარი, როგორც მწერლის შემოქმედებით შესაძლებლობებს სრულ გასაქანს აძლევს, წერის დროს საოცარ შინაგან სილაღეს ინარჩუნებს და იმდენად ზუსტად უმორჩილებს სიტყვების ნაკადს საკუთარი გულისცემის რიტმს, რომ მკითხველი მისი შინაგანი ულამაზესი პოეტური სამყაროსცენტრში ხვდება. მართალია, ეს სამყარო ძალიან სუბიექტურია, მაგრამ ავტორის შინაგანი გზნება იმდენად გადამდებია, რომ მრავალლიტერატურულტექსტგამოვლილი მკითხველის გულსაც კი იშვიათად თუ დატოვებს გულგრილს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იგი ყველასა დაყველაფერზე სიყვარულით წერს, მიშოსა და მიშონსნაირებსაც კი ბოლომდე არ წირავს, მათაც თანაუგრძნობს, ისევე, როგორც თანაუგრძნობს ეკლესიისწევრებს იმის გამო, რომ ხშირ შემთხვევაში, ძალიან უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე, შეცვალონ ადამიანებისა და ქვეყნის ბედისწერა. თუმცა, ისიც კარგად იგრძნობა, რომ ამაში დამნაშავე არცერთი მხარე არ არის, უბრალოდ, ადამიანებს აღარ დარჩათ ღმერთთან მისასველი ძალა, ისევ თავიანთი სისუსტისა და სიმცირის გამო ვერ უმკლავდებიან წინააღმდეგობებს, ეკლესიური ცხოვრების დაწყებისას რომ ხვდებათ; უჩვეულო არაფერია იმაში, რომ ეკლესიაშიც იგივე ადამიანები არიან, ყოველდღიურად გარეთაცრომ ვხვდებით, რადან ის ცოდვილებისაც ზუსტად ისევეა, როგორც ანგელოზების, თუმცა ადამიანებს ამ აზრთან შეგუება ყველაზე მეტად უჭირთ, ამიტომაც ეჩვენებათ, რომ ხსნა არსაიდანაა, თითქოს ჩიხში ვართ მოქცეულები, იმიტომ, რომ თავის დროზე სამოთხიდან გამოგვაძევეს, მაგრამ ეს არ გვაძლევს უფლებას, გავჩერდეთ, ხსნა ბრძოლაშია, მიუხედავად იმისა, რომ „როცა ხალხი მამაცობას სჩადის, წუთისოფელი მათ უსათუოდკლავს . . . განურჩევლად კლავს ყველაზე კეთილებს, ნაზებსა დამამაცებს“.და თუკი არცერთი არ ხარ და გგონია, რომ გადარჩები, ცდები, იმიტომ, რომ „ის მაინც მოგკლავს, ოღონდ ისეთი აჩქარებით არა“, (ერნესტ ჰემინგუეი), შენ უბრალოდ უნდა აირჩიო, რომელი გირჩევნია, არჩევანის თავისუფლებას ვერავინ წაგართმევს.

ახალი სტატიები
ზურაბ კიკნაძე - ღვთის ქმნილება და ადამიანის კულტურა 21:48მილან კუნდერა - ცენტრალური ევროპის ტრაგედია (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძისა) 21:37ნინო უძილაური - ლექსები 21:24იოსებ ჭუმბურიძე - პორტრეტები ლირიკოსის პროზაში 21:13თეონა დოლენჯაშვილი - Animal Planet 21:01ეთერ სადაღაშვილი - გაიღვიძე, საქართველო 23:42ხათუნა თავდგირიძე - ნიბელუნგების ბეჭედი 23:24თემო ჭახნაკია - ლექსები 23:12
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა