გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნათია ასათიანი - ლექსები

                                
                               დაიბადა 1994 წლის 5 მაისს, ქალაქ თბილისში. პროფესიით ჟურნალისტი, მოწოდებით ფოტოგრაფი.  
ლექსების წერა 6 წლის ასაკიდან დაიწყო. მოგვიანებით ძალები მოსინჯა პროზაში. წერს ლექსებს, პოემებს, ზღაპრებს და ჩანახატებს. ჟურნალი ,,აფინაჟის" რედაქცია ნათია ხუნაშვილს წარმატებებს უსურვებს!
 


Bonjour Madamoiselle
Pardon მისიე, რაღაც ახალს მღერის ეს გული, 
თავისუფლებას, აღმართულს და გაშლილს ჭიუხად,
ვატყობ სხვისი ხარ, არ იქნები ჩემი ერთგული,
მაგრამ საკუთარ გრძნობისთვისაც დავრჩი ჯიუტად.
ვხედავ წინასწარ- ეს დრო ბრუნავს როგორც დოლაბი,
Bonjour Madamoiselle- მიყურებ და ცნობა რთულია,
მე შეიძლება არც დავნებდე, ოღონდ დრო გარბის,
ყველა წამზომი კი სხვა მხარეს მომართულია.
კვლავ იმეორებ უკვე შორი: Bonjour Madamoiselle,
მე ჩემ ფიქრებში შენთან ვცხოვრობ, ერთი სახლი გვაქვს,
შენ იღიმები, რომ გკოცნი და რომ სულ გაბრაზებ,
მერე ჯვარს ვიწერთ, გამოვდივართ ძველი საყდრიდან.
ვამბობ ადრეა, მერე ვიტყვი: რაღა დროსია,
წინასწარ ფიქრი მაპატიე, სევდას უხდება
და შეიცვლება მისალმებაც: Bonjour Monseigneur ,
დარჩება შენი გაღიმება შეპასუხებად.


ადამიანს
ვინ აპატიოს იუდას ვნება, გველს კი ცდუნების ძალა,
ევას ნეკნი და არსიყვარული ვერ ვაპატიეთ რაკი,
ვბრუნავთ, ბრუნავენ, ვქრებით, მიწაზე მაინც ვბრუნდებით თავად,
ვცოცხლობთ, უაზროდ თუ აზრიანად, სილამაზით თუ ნაკლით.
ყველაზე წმინდა სანაპიროზეც გამოერევა გესლი,
ყველაზე სუფთა თეთრეულზეც კი ერთხელაც ლაქა ჩნდება,
ჩვენ კი მივდივართ ჩვენივ ზურგს უკან- აღარაფერი გვესმის,
ვცოდავთ, ვუყვირით, ვკლავთ და არ ვიცით რომ ჩვენვე დაგვაჩნდება.
ვწირავთ საკლავს და უფრო სიცოცხლეს- თითქოს ითხოვდეს ღმერთი,
ყველა წესდება ჩვენ მოვიგონეთ და დავაბრალეთ უფალს,
რამდენი ღერი თმაა თავზე და ცაზე ვარსკვლავი- ვერ ვთვლით,
გვიკვდებიან და ვღრეობთ, ვსვამთ, ვფიქრობთ რას დავამატებთ სუფრას.
ყველა მტკაველი მოზომილია, ყველა კუბოს აქვს ფასი,
ფასდაკლებული თუ ძვირიანი- აი დილემაც გაჩნდა,
ხან ის გვგონია ძმობა და დობა თუ ერთად დავცლით სასმისს,
სინამდვილეში მიმბაძველობა გრძნობებზე მეტად დაგვრჩა
და თუ ამბობენ ამ ყოველივეს, ჩვენ ისე ვიჯაგრებით
თითქოს სიძულვილს სხვაში ვეძებთ და ვადიდებთ ვინც ვართ იმას,
უნდა გიკვირდეს თუ მოგიფრთხილდნენ, იმდენად იჩაგრები,
ის რაც ანათებს ოქრო არაა, მზეა შენთვის რომ ბრწყინავს.
მაგრამ შენ გიჯობს ასე უსმინო ხელსაწყოების წრიპინს,
იქნებ ოქროა ეს მზე, გაყიდო და მზად ხარ გასაქურდად,
არ გიყვარს სუნი ბიბლიოთეკის, არც ყდაგაცლილი წიგნის,
შენ ის ბავშვი ხარ, დაბადებამდე, გარეთ რომ გასვლა უნდა.


რაღაც შეიცვალა
ფარდა, სპექტაკლი, ხალხი.. და მერე ისევ ფარდა,
სადღაც გეძახის სახლი, რომელიც სიზმრებს ჰგავდა,
ასი ათასი ფანდი, ათი ათასი ვნება,
მაგრამ არავინ- განდი,
მაგრამ არავინ- დეგა,
შენ ყველა ფეთქვის პასკალს უსმენ ბალიშის ფერხთით
და ნულით ერთი- გნასკვავს, უზენაესი ღმერთი,
რომელიც ასე გიყვარს, ისევ სცენა და ფარდა,
ცხოვრება არსებითად კრებით შენაკადს ჰგავდა,
წერენ, ხატავენ, გამას- განცდებით იმოსავენ,
მაგრამ არავინ- გალა, 
არცერთი ფიროსმანი.


ფოლადის პეპელა
ყველა მოლოდინს აქვს შენი მზერა
და ფიქრი კრთება არშეხებამდე,
არსიყვარული არ შეიძლება,
არც სიყვარული ასე ყელამდე.
მე ვარ ფოლადის და არ ვიცვლები,
თუ მოთმენიდან ვიღებ ვერმოცდას,
იქ ვიმყოფები, სადაც ფიცრები
გულს დააჭედეს რომ არ ეცოცხლა.
შენ კი მკვდარი ხარ როჯერ მორტიმერ,
ვეღარ ივარგებ სხვათა საყვარლად,
რომ შეყვარების მქონდეს მოტივი
ძალიან მინდა, მაგრამ აღარ მაქვს.
პანაცეაა ალბათ ეს გრძნობაც
(განკურნება არ გადაამეტო)
როცა არავის აღარ ენდობი,
საიმისოდ რომ გაგაქალღმერთონ.
პერსეფონესგან დარჩა მითები,
მიწის წიაღიც ჩვევით გულგრილი,
იქნებ პოეტი კლავდა რითმებით
და უხელო კი წერის სურვილით
იმ თეორემას, რაც ეს წრფეები
მონაკვეთები და წრეწირები 
მეტადრე პასუხს ჰგავდნენ ჩვევებით
მონაცვლეობით გაწყვეტილები.
შეგონებები ასე იცვლება
და ფიქრი კრთება არშეხებამდე,
არსიყვარული არ შეიძლება,
არც სიყვარული ასე ყელამდე.


***
ერთი სიტყვითაც შეგიძლია რომ თქვა სათქმელი,
მითხარი: მძულხარ, ადვილია გძულდეს სისხლამდე,
მარტივია რომ ივიწყებდე მომხდარს, გათელილს,
რომ თავზე მეტად წინაპრებს და უშრეტ სისხლს ჰგავდე.
განაკუწებენ, მერე უკვირთ მაინც გამთელდი,
რთულია გწამდეს, ნატრობ ვინმე ოღონდ გისმენდეს,
სიყვარული კი - დანთებული ქარში სანთელი
ხელებით უნდა აიყვანო ბოლოს ქრისტემდე.


დაე იწვიმოს
წვიმდესდა შენი პერანგი მეცვას
დაკიდევ, სახლში ბუხარი ენთოს,
შენმიზომავდე ყელამდე ზეცას,
ვფიქრობდე: მიყვარს, უთხარი ღმერთო
დაშენ გიყვარდეს წამწამზე კოცნა,
როგორცმე მიყვარს ფერება მათი,
ჩემწყეულ სითბოს გადაგდებ, როცა
აზარტშიშევა ყველა კამათი
დაგაირბენდა უეცრად კვირა,
კვლავმოვიდოდა მეორე უცებ,
შენშეიცნობდი თუ მეც რამტკივა,
ჩემშიჩამოშლილ ხეობებს ვუძლებ.
წვიმდესდა ასე, თითების ნებებს
თმებიდანმხრამდე, ლავიწებამდე,
ასეირნებდე, სიტყვები ვნებებს
მზერიდანმბანენ დავიწყებამდე..
ფეხმორთხმითვიჯდე, ვიღებდე კალამს,
ვწერდეშენზე და შენ ტანზეცვწერდე,
ვეღარვაბამდე სიტყვებზე არას,
შენჩამქონდე და მე დავმეწყერდე.
წვიმდესდა შენი პერანგი მეცვას.


სურვილი არაფრის და შენი ყურების (ფრანსუაზ საგანს)
ჰემინგუეი, ფიცჯერალდი, კამიუ, მალრო
და არანაკლებ შეიყვარე
ფოლკნერი, სარტრი,
ვტირი, ვიცინი, ვაკვირდები,
განვიცდი, ვცხარობ,
ჩემზე მეტად რომ შეიძლება გიყვარდეს მარტი.
სიგარეტი და ვისკის ჭიქა - ორიოდ ყლუპი,
ბანქო და სუნი გაღებული გულის კარების,
გაკვირდებიან მეზობლები ყოველთვის ლუპით,
იციან, როდის მიდიხარ და თუ იპარები..
სალამი სევდავ, ლამაზი ხარ, გემო გაქვს თაფლის,
მომხიბვლელ ურჩხულს შეიყვარებ შენ, ვიდრე წმინდანს,
სალამი სევდავ, თვალები რომ გქონია წაბლის,
სალამი სევდავ, მარტოობა მთელი დღე მინდა..
მოდის აპრილი და გიყვარდეს თუ გინდა მარტი,
მე მკლავს სურვილი არაფრის და შენი ყურების,
კამიუ, მარლო, ფიცჯერალდი, ფოლკნერი, სარტრი
ისევ გიყვარს და უღალატე ჰემინგუეის.


ლექსი ორისთვის
მზე - არაზანში ჩაკიდული ბებერი,
წვიმა - ათასი ძველებური დრაკჰანი,
მთელი ვნებათა აპათია - ცერბერი,
წელთა სინაზე- იქედნური მაქმანი..
იყოს კრონოსი: ეს პლანეტა სატურნი,
მე და შენ როგორც სხვა და სხვა და ერთი ვართ,
ჰგავს ჩემი სული ესტაფეტას გატრუნულს,
ანუ მშვიდ შეჯიბრს, სადაც თითო ღმერთია..
კაცის სიტყვები - უფრო ხშირად ლიტონი,
ქალის სიჩუმე - იშვიათად იაფი,
დედამიწაზე მლიქვნელურად გიმტრობენ,
წასვლა- წამოსვლა - ილუზია თრიაქის..
გადაირია თვითნებურად მსოფლიო,
ეკრანებიდან სიძულვილი ირყვნება,
ხოლო მიწაზე წინაპართა ოფლია,
რომლითაც ცრემლი და მარილი იმყნება.
ვიღაცას თითქოს თვალები აქვს ოფაზის,
ტყუილი ქუხს და მისი სიღრმე მძაღეა,
მე ვფიქრობ შენდა, ჩემდა, სხვისდა ყოფაზე,
ჩემი მაჯები მოსრესილი ძარღვია..
მეც ადამის და ევას მოდგმის პირმშო ვარ,
მასის მიმართ კი გამოყოფა განმაწყობს,
ვინც ვერც დიდება და ვერც ფული იშოვა,
ვინც არც სხეულით და არც სულით არ ვაჭრობს..
ერთი უბრალო, ნაჭრით ქმნილი რიდე ვარ,
ყველა კრახმა და მუხლზე დგომამ დამმოძღვრა,
ზოგჯერ გაქრობა ისე ძლიერ მინდება
როგორც ზეცაში აჭრა ჩიტებს ფრთამომწვართ..
მთელი ვნებათა აპათია - ცერბერი,
ვერ ვხვდები გულის მოოხებას საით ვცდი,
ამდენ იარას ვერ გამიქრობ შებერვით,
არც დაბადება, არც სიკვდილი არ ვიცი.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge