გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლელა კოდალაშვილი - პური სჭირდებოდა და მისცეს ქვა

იშვიათია უცხოელი პოეტი, რომელიც ჩვენთან მარტო ლიტერატურით დაინტერესებულ ადამიანებს კი არა, ჭრელზე ჭრელ საზოგადოებასაც შეუყვარებია და წლების მანძილზე შეუნარჩუნებია მის მიმართ ინტერესი. თითქმის არ მეგულება ჩემი და  ადრეული, ან ცოტა მომდევნო თაობის ადამიანი, ზეპირად რომ არ ახსოვდეს რობერტ ბერნსის რომელიმე ლექსის თუნდაც რამდენიმე სტრიქონი. ეს,  ერთის მხრივ, ცხადია,  ცნობილი თარგმანების დამსახურებაცაა. მაგრამ, აბა, გავიხსენოთ, რამდენი სხვა შესანიშნავი ავტორი ბრწყინვალედ  უთარგმნიათქართველებს, მაგრამ  ასეთი გახალხურება, ლამისაა, ახალ ქართულ ფოლკლორად ქცევა, იშვიათად თუ ვინმეს რგებია წილად. ვფიქრობ, რამე მისტიკასთან ნამდვილად არა გვაქვს საქმე. რობერტ ბერნსი თავადაც ხალხის წიაღიდან, შოტლანდიური ეთნოსიდან ამოზრდილი შემოქმედია და მას მერე, რაც მისმა ტექსტებმა ერთგვარი ლიტერატურული იერარქიები გაიარა — გამოქვეყნდა, წიგნებად აიკინძა და  სხვადასხვა  ენებზე ითარგმნა, ამით თითქოს ერთგვარი რედუცირება განიცადა და საბოლოოდ კვლავ ხალხს დაუბრუნდა, რადგან  ამ  ყველაფერს ბინა წიგნების თაროებსა და ბიბლიოთეკებში არა აქვს. ბერნსის ლექსების ადგილი ზეპირსიტყვიერებაში, ადამიანების ერთმანეთთან ნათქვამ ფრაზებსა და სადღეგრძელოებშია.
ესეც რომ არ იყოს, ჩვენში დღემდე ასე  ესმით — პოეტი უნდა იყოს ღარიბი, ცხოვრობდეს ბოჰემური ცხოვრებით, უყვარდეს ალკოჰოლი და წამდაუწუმ  ეხვეოდეს სასიყვარულო თავგადასავლებში. ის, ვინც ამ ,,მოთხოვნებს'' ვერ პასუხობს,  რატომღაც სკეფსისის ობიექტია და ხალხი მას  ერთგვარი ეჭვითაც კი უყურებს. ხალხურობასთან შედარებით, ალბათ ერთ-ერთი არამთავარი, მაგრამ მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც რობერტ ბერნსი ქართველებმა შეიყვარეს, ეს მომენტიც იყო. გაცილებით საქმიანი მიზეზი მის მიერ მოპოვებული პრიმატისა,  მისი ლექსების სიმარტივე და სისადავეა. ალბათ ძნელად წააწყდებით ქართულ პოეზიაში ასეთ ლაღ და,  ერთი შეხედვით, უდარდელ ტექსტებს.  ქართველი რომანტიკოსები ხომ დრამატიზმით, ტრაგიზმით, წარსულისადმი დარდით და აწმყოსადმი სამდურავით იყვნენ სავსენი. აბსოლუტურად განსხვავებულია ბერნსის მიდგომა სამყაროს მიმართ. მას აქვს უნარი, დაინახოს მარტივი  მშვენიერება და მიუხედავად მისი ბანალურობისა, ის შემჩნევისა და აღნიშვნის ღირსი გახადოს. ის სამყაროს სოლარიზაციას ახდენს და თითქოს ამის გამო ყველაფერი ერთნაირად ღირსშესანიშნავი, გაჩახჩახებული, მზით გასხივოსნებული ხდება. აღარ არსებობს ღრმა და დაფარული, აღარ არსებობს ჩამუქებული და ჩაჭაობებული მხარე ცხოვრებისა, რადგან იქაც კი სხივი ეფინება. ყოველ შემთხვევაში, ბერნსის ტექსტები ამ სხივის გამოხატულებად ნამდვილად გამოდგება.
რამდენიმე საუკუნის წინ მცხოვრებ პოეტებს შორის ბევრია, ვისაც დღესაც სიამოვნებით ვკითხულობთ, მაგრამ იშვიათია ისეთი, ვისი შემოქმედებაც ისეთივე აქტუალური და თანამედროვეა, როგორც მაშინ იყო.  რობერტ ბერნსიც სწორედ ასეთია. აი, კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უყვართ და არ ივიწყებენ. 
მისი ლექსები მარტივი და ადვილად აღქმადია, ისევე, როგორც ხალხური პოეზია, რომელიც დატვირთულია სტრიქონებს იქით დაფარული ტკივილით, რომელსაც ხშირად იუმორით ან ირონიით ფარავს: ,,ჩაქჩაქებდეს წინ და უკან
ბედისწერა — ბრმა ჯაგლაგი:
ჩემსკენ, ჩემგან, - როგორც უნდა,
ნუ დატკეპნის სულ ერთ ადგილს!
რაც მომადგეს  - ჯაფა, შვება,
სიხარული, გინდა დარდი,
მე ამ სიტყვებს შევაგებებ:
- აკაკუნებთ? შემობრძანდით!»
ასეთად ვიცნობთ მას  ჯერ მარშაკის რუსული, შემდეგ კი გივი გაჩეჩილაძისა და მურმან ლებანიძის  ქართული თარგმანებით,  ასეთია ის სულ ახლახანს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ წიგნად გამოცემულ გია გოკიელის თარგმანებში.
გია გოკიელის სახელი აქამდე ლუის კეროლის სახელთან ასოცირდებოდა, რადგან ამ რამდენიმე წლის წინ  გამოცემულმა მის მიერ თარგმნილმა ,,ელისმა'', შეიძლება ითქვას, სრული ფურორი მოახდინა საზოგადოებაში.  ეს გახლდათ წლების მანძილზე  ნამუშევარი წიგნი - ფილიგრანული ოსტატობით შესრულებული თარგმანი.
სიტყვა ,,ფილიგრანული'' შემთხვევით არ მიხსენებია ამ მთარგმნელთან კონტექსტში. ალბათ იმიტომ, რომ ამის თქმის საშუალებას მისი ნამუშევრები და ზოგადად, მუშაობის პროცესი მაძლევს. გია ნელა, აუჩქარებლად ხვეწს დეტალებს, თითოეულ სიტყვასა თუ სტრიქონს. დიდხანს  უკირკიტებსკონკრეტულ ადგილებს ტექსტში, ზომავს და წონის  შერჩეულ სიტყვას, ხანდახან ერთ-ორ მეგობარსაც  ეკითხება აზრს, მერე ისევ თვითონ უღრმავდება ნიუანსებს და საბოლოო განაჩენი გამოაქვს რომელიმე სიტყვისა თუ ფრაზის სასარგებლოდ.
გია გოკიელი თვითონვე აღიარებს, რომ, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ლექსები არასოდეს უწერია... ანუ მისთვის უცხოა რითმაზე და რიტმზე თავაუღებელი მუშაობა  და  ამ დროს, ახერხებს, თავი გაართვას ისეთ რთულ ლექსს, როგორსაც ლუის კეროლთან ვაწყდებით.  რობერტ ბერნსიც, მოგეხსენებათ, კონვენციურ ლექსებს წერდა, შეიძლება, შინაარსობრივად იოლად აღქმადს, მაგრამ რითმისა და შინაგანი თუ გარეგანი რიტმის თვალსაზრისით ხანდახან არც თუ ისე მარტივს.
ბევრი თვლის, რომ კონვენციური ლექსის თარგმნისას მხოლოდ აზრობრივი  მხარე უნდა იყოს სრულად გადმოტანილი სხვა ენაზე, ხოლო რითმა  ცალსახად უნდა უგულებელვყოთო. რადგან თუ ასე არ მოვიქცევით, მთავარი — სათქმელი მუდამ განზე დარჩება და ხელთ მხოლოდ ლექსის ტკბილხმოვანება შგვრჩებაო. მაგრამ გია გოკიელს არჩევანი, შეიძლება ითქვას, რომ არ ჰქონდა, რადგან რობერტ ბერნსი რილკე არ არის, რომ რთული პოეტური მეტაფორები და ალუზიური ტროპები ვეძებოთ. ბერნსის ლექსებს  სიტყვა და რითმა თითქოს თანაბრად ქმნის. რომელიმე თუ გამოაკლდა, ტექსტი  უბრალოდ, სახეს დაკარგავს. სწორედ ამიტომ, მთარგმნელს განსაკუთრებული მუშაობა სჭირდება, რათა ზუსტად გადმოსცეს ის ინტონაცია, მეტრულ- რიტმული სტრუქტურა რომელიც ორიგინალში იგრძნო, გადმოსცეს იმ ზუსტი საზომით, იმ შინაგანი ორგანიზებულობით, რომელიც თითოეულ სტრიქონთან სიტყვათა იმ კონკრეტული კომბინაციის შედეგად მიიღწევა. 
ალბათ სწორედ ამიტომ იკითხება ეს წიგნი ბუნებრივად, ძალდაუტანებლად, სიმსუბუქის უზომოდ დიდი განცდით. ალბათ ასე ხდებიან ავტორები   რაღაცით უფრო ახლობელნი და შინაურნი — იმ მთარგმნელების ხელში მოხვედრით, რომელთაც უნარი აქვთ, სარკესავით აირეკლონ ერთ ენაზე წაკითხული  - მეორე ენაზე ,,გამოსახულების'' მისაღებად.
რაც შეეხება, ბერნსის თემებს... მის ტექსტებში დიდი დოზითა იგრძნობა ფოლკლორი. არ არის საჭირო რომელიმე ძველი ბალადის, ან, უბრალოდ, არქეტიპბის ცოდნა... ხალხური საწყისი მისი კალაპოტია.ის ისრუტავდა ისტორიას,უყვარდა  ნაციონალური ბალადები, გმობდა რელიგიურ შეზღუდულობას. ზოგადად, თავისუფლებას უმღეროდა. ბერნსის მაშინდელი სამშობლო დაახლოებით დღევანდელ საქართველოს ჰგავდა მენტალური. მსოფლმხედველობრივი შეზღუდულობით. სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, გაკიცხვა ამა თუ იმ საქციელის  — ეს ყველაფერი უხვად წნეხავდა ინდივიდუალიზმისა  და სითამამის ნებისმიერ გამოვლინებას მაშინდელ შოტლანდიაშიც. იქაც, როგორც ჩვენთან, სამღვდელოება გაქნილი და გაზულუქებული წევრებისგან შედგებოდა. 
,,არა, მე მგონი, 
სულ არ გატყუებს 
ამ კაცის თვალთა მზერა: 
იმ წამსვე გჯერა - 
მათი პატრონი 
ცრუა და გაიძვერა''. - სარდონიკულად ამხელს ის ერთ მღვდელს, რომელზეც თურმე ამბობდნენ, რომ მატყუარა მზერა აქვსო.
წიგნის ბოლოთქმაში მთარგმნელი წერს, რომ ბერნს შეიძლება, მე-18 საუკუნის ბობ დილანი ვუწოდოთ, ან ბობ დილანს ვუწოდოთ, მე-20 საუკუნის რობერტ ბერნსიო. ბერნსს თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ექვსასამდე ლექსი დაუწერია, რომელთა თითქმისნახევარი სიმღერების ტექსტებია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მუსიკას თავად არ ქმნიდა. საამისოდ ის უკვე არსებულ სიმღერებს, ძირითადად კი ფოლკლორს იყენებდა.
ცალკე საუბრის თემაა მისი ბიოგრაფია. საუბრის დასაწყისში ვახსენე  მისი ე.წ. პოეტური თვისებები, თუმცა, ყველაფერი ასე ზერელედ და ორი სიტყვით სათქმელი არ არის. მას ჰქონდა საკმაოდ მძიმე ცხოვრება მატერიალური თვალსაზრისით . გარდა ამისა,  პირადი ცხოვრება აქტიური და თავგადასავლებით სავსე ჰქონდა, რაც, თავის მხრივ, დიდ ენერგიას  მოითხოვდა მისგან.
პური სჭირდებოდა და მისცეს ქვა — თქვეს  ინგლისში, როცა მისი ქანდაკება დაიდგა. ვფიქრობ, ეს ფრაზა ზუსტად გამოხატავს არამხოლოდ ბერნსის ბედს, არამედ უამრავი იმ ხელოვანისას, რომლის ცხოვრებამაც შიმშილსა და ეკონომიკურ სიდუხჭირეში გაიარა და მხოლოდ სიკვდილის მერეღა დააფასეს.скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი - შერმადინ მიქელთაძის რომანის ,,უდუმბარას" შესახებ გორვანელი - შერმადინ მიქელთაძის რომანის ,,უდუმბარას" შესახებ ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / მომხმარებლები სონია ქართველიშვილი - ბექა ქუხულის “სამოთხიდან გაქცეულები“ სონია ქართველიშვილი - ბექა ქუხულის “სამოთხიდან გაქცეულები“ ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / მომხმარებლები ლელა კოდალაშვილი - ნეტა როგორია წიგნი, რომელიც სულ იკითხება ლელა კოდალაშვილი - ნეტა როგორია წიგნი, რომელიც სულ იკითხება ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები თენგიზ გუმბერიძე  - ერთი გახმაურებული ლიტერატურული პოლემიკის შესახებ თენგიზ გუმბერიძე - ერთი გახმაურებული ლიტერატურული პოლემიკის შესახებ ჟურნალი / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / სტატიები / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge
სხვადასხვა
ზურაბ კიკნაძე - მიწიერი კედლები ცირა ყურაშვილი - მეწამული მაგნოლია ზურა ოდილავაძე - ქართველ დედასა და მეძავ ქურთუკებზე ზურა ოდილავაძე - როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მოვიპოვოთ ბედნიერება, ანუ გზა თავისუფლებისაკენ გიორგი სოსიაშვილი - გადამყვარებელი მედიკო ბენდელიანი - წმინდა ნინოს წარმომავლობის საკითხისათვის (ჰერმენევტიკული მეთოდის გამოყენებით) სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული ძალადობა, როგორც უსამართლო სოციუმის ერთ-ერთი მახასიათებელი ეგნატე ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდის“ მიხედვით ზურა ოდილავაძე - სოციალური რევოლუციების სპირალი, ანუ ბედნიერების დევნაში მარიამ ვაჩიბერაძე - ლექსები ირინა ტაბაღუა - ლექსები