ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ნიკა ლაშხია - ლექსები
ბუზი
ჩემს მაგიდაზე, წიგნებს შორის,
სრულ სიჩუმეში.
- მისი უკანასკნელი თავგადასავალი.
...
ჩანასახშივე თითქოს ვიღაცამ
ღმერთს უამბო ჩვენი ამბავი..
რა უცნაურია,
როგორი სამუდამო გავხდით ერთმანეთისთვის.
...
რა კარგია რომ შენი სიყვარულით ვსარგებლობ
და ისეთ განცდებში ვსუფევ,
როგორებიცაა
ვარსკვლავების წყვეტა.
ფრენა.
კარგად ყოფნა.
ღმერთობა.
რა კარგია რომ შევძელი,
გყვარებოდი ისეთი,
როგორიც შევძელი ჩემი თავი.
სიშორე
ვერ წარმოიდგენ, როგორ გეტრფი
და როგორ მშურს იმ ადამიანის,
ვისთვისაც მხოლოდ სტატისტიკა ხარ,
მეტი არაფერი.
ზამთარი
...
მთვარეს ჩხაპნის
დამშეული მგელი
ზამთრის გულიდან.
...
შენი თმებიდან
თეთრი ლაქები ამომყავს,
თითის ბალიშზე მადნებინ.
...
ზამთარმა შემოდგომა ჩამოიფერთხა,
მე ფიფქები.
...
ერთ დღესაც, შენი სახლის ეზოდან
ფოთლებს მოვიპარავ
და დაგემუქრები შემოდგომით.
ფოთლები
ბოლოს უკლებლივ ავხედავთ ხეებს.
...
გამოვიკეტე საკუთარ თავში.
- მხოლოდ ნაპირი.
აი, ესღა დავრჩენილვარ.
წერტილი
მზე ამოწურა.
ვინ იცის,
იქნებ, სადღაც განათდა კიდეც.
...
რამდენი ხეა ამოზრდილი
ჩვენს შორის,
რამდენი მდინარე ჩამდგარი.
მაინც ჯიუტად ვიმეორებ:
- ერთი ხელის გაწვდენაზეა.
...
ეზოში ყვავილს
ფოთლები შემოუსხდნენ,
თითქოს შურით იბზარებიან.
...
ის ანგელოზი,
რომლის სახლსაც ყადაღა ადევს,
ერთ დღესაც გაუჩინარდება.
...
უთო წერს.
სარეცხი მანქანა წერს.
ნათურა წერს.
ელექტრო ღუმელი წერს.
ჩაიდანი წერს.
მაცივარი წერს.
ტელევიზორი წერს.
კომპიუტერი წერს.
წყლის გამათბობელი წერს.
მე ვთიშავ ყოველივეს და ვწერ
მოსაწყენ ცხოვრებაზე,
სადაც ერთად ვიხარშებით.
...
გამამჟღავნე,
სანამ ჯერ კიდევ აღიქმები ჩემში.
...
ღრუბლის თვალებში ჩაგუბება.
აი, რა გამოსდიოდა ყველაზე კარგად.
რის გამოც ქარი ვხდებოდი ხოლმე.
ჩრდილი
ასე ცალ-ცალკე დაშვებულ ყულფზე ვკიდივართ,
ვირწევით,
წლებია უკვე.
წარსული მაინც არ იხრჩობა,
მომავალი კი რას გვთავაზობს?
არაფერს ახალს.
ვამბობ: - დავახრჩოთ,
ერთი შეხედვით შენც თანახმა ხარ,
წლებია უკვე ასე ვირწევით.
შიგნით ბავშვები, გარეთ დიდები.
გაბედულები უცხო თვალისთვის..
მაინც ხვალისთვის
გადადებული იცდის დახრჩობა,
როგორც მეორედ ქრისტეს აღდგომა.
მეორედ მოსვლა.
ასე ცალ-ცალკე დაშვებულ ყულფზე ყველასგან შორს ვართ.
შეხვედრა
მისი კაბა, ჩემს შარვალს მოედო.
ქარიც კი ხვდება ჩემს საწადელს.
მეტრო
ის ზევით მიიწევდა, მე ქვევით.
ცხოვრება ზუსტად გათამაშდა,
მოძრავ კიბეზე.
ჩემს მაგიდაზე, წიგნებს შორის,
სრულ სიჩუმეში.
- მისი უკანასკნელი თავგადასავალი.
...
ჩანასახშივე თითქოს ვიღაცამ
ღმერთს უამბო ჩვენი ამბავი..
რა უცნაურია,
როგორი სამუდამო გავხდით ერთმანეთისთვის.
...
რა კარგია რომ შენი სიყვარულით ვსარგებლობ
და ისეთ განცდებში ვსუფევ,
როგორებიცაა
ვარსკვლავების წყვეტა.
ფრენა.
კარგად ყოფნა.
ღმერთობა.
რა კარგია რომ შევძელი,
გყვარებოდი ისეთი,
როგორიც შევძელი ჩემი თავი.
სიშორე
ვერ წარმოიდგენ, როგორ გეტრფი
და როგორ მშურს იმ ადამიანის,
ვისთვისაც მხოლოდ სტატისტიკა ხარ,
მეტი არაფერი.
ზამთარი
...
მთვარეს ჩხაპნის
დამშეული მგელი
ზამთრის გულიდან.
...
შენი თმებიდან
თეთრი ლაქები ამომყავს,
თითის ბალიშზე მადნებინ.
...
ზამთარმა შემოდგომა ჩამოიფერთხა,
მე ფიფქები.
...
ერთ დღესაც, შენი სახლის ეზოდან
ფოთლებს მოვიპარავ
და დაგემუქრები შემოდგომით.
ფოთლები
ბოლოს უკლებლივ ავხედავთ ხეებს.
...
გამოვიკეტე საკუთარ თავში.
- მხოლოდ ნაპირი.
აი, ესღა დავრჩენილვარ.
წერტილი
მზე ამოწურა.
ვინ იცის,
იქნებ, სადღაც განათდა კიდეც.
...
რამდენი ხეა ამოზრდილი
ჩვენს შორის,
რამდენი მდინარე ჩამდგარი.
მაინც ჯიუტად ვიმეორებ:
- ერთი ხელის გაწვდენაზეა.
...
ეზოში ყვავილს
ფოთლები შემოუსხდნენ,
თითქოს შურით იბზარებიან.
...
ის ანგელოზი,
რომლის სახლსაც ყადაღა ადევს,
ერთ დღესაც გაუჩინარდება.
...
უთო წერს.
სარეცხი მანქანა წერს.
ნათურა წერს.
ელექტრო ღუმელი წერს.
ჩაიდანი წერს.
მაცივარი წერს.
ტელევიზორი წერს.
კომპიუტერი წერს.
წყლის გამათბობელი წერს.
მე ვთიშავ ყოველივეს და ვწერ
მოსაწყენ ცხოვრებაზე,
სადაც ერთად ვიხარშებით.
...
გამამჟღავნე,
სანამ ჯერ კიდევ აღიქმები ჩემში.
...
ღრუბლის თვალებში ჩაგუბება.
აი, რა გამოსდიოდა ყველაზე კარგად.
რის გამოც ქარი ვხდებოდი ხოლმე.
ჩრდილი
ასე ცალ-ცალკე დაშვებულ ყულფზე ვკიდივართ,
ვირწევით,
წლებია უკვე.
წარსული მაინც არ იხრჩობა,
მომავალი კი რას გვთავაზობს?
არაფერს ახალს.
ვამბობ: - დავახრჩოთ,
ერთი შეხედვით შენც თანახმა ხარ,
წლებია უკვე ასე ვირწევით.
შიგნით ბავშვები, გარეთ დიდები.
გაბედულები უცხო თვალისთვის..
მაინც ხვალისთვის
გადადებული იცდის დახრჩობა,
როგორც მეორედ ქრისტეს აღდგომა.
მეორედ მოსვლა.
ასე ცალ-ცალკე დაშვებულ ყულფზე ყველასგან შორს ვართ.
შეხვედრა
მისი კაბა, ჩემს შარვალს მოედო.
ქარიც კი ხვდება ჩემს საწადელს.
მეტრო
ის ზევით მიიწევდა, მე ქვევით.
ცხოვრება ზუსტად გათამაშდა,
მოძრავ კიბეზე.
ახალი სტატიები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
ნინო დარბაისელი - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ქეთევან ნათელაძე - ლექსები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი