გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

არჩილ დევდარიანი - ლექსები



ქართველი
ნიჭიერია ქართველი ძლიერ,
ემოციური, ჯანით ძლიერი,
სახით ლამაზი, ბუნებით ფიცხი,
ამპარტავანი, გონით ჭკვიანი.
ულამაზესი კულტურის ერი,
ხნოვანი, გამრჯე, ბევრის ამტანი,
მტერთან სპეტაკი, არას დამთმობი,
მეგობრობის და ძმობის გამტანი!
ერთი ნაკლი გვაქვს, თუ ნაკლად ჩავთვლით,
ჩვენზე მართალი არვინ გვგონია,
სხვას დავაბრალებთ ჩვენსა შეცდომებს,
თუმც მაგალითი ბევრი გვქონია!


ადამიანი
ისევ ღამეა, ბნელი და შავი,
ირგვლივ სიჩუმე გამეფებულა,
მძიმე ფიქრებით ამევსო თავი,
აზრი, გონება გახელებულა!
ადამინთა სისასტიკესა ჯებირი უკვე გადუნგრევია,
ვეღარ გაიგებ, ღმერთო, რა ხდება,
ვინ მოკეთეა, ან ვინ მტერია!
როცა ფული გაქვს ყველას უნდიხარ,
უცხოც კი შენი მეგობარია,
თუ გაგითავდა, ბედმა გიმუხთლა,
მაშინ კი შენვთის არვის სცალია!
ო,  ღმერთო ჩემო, ასე რად ხდება?!
რა ემართებათ ადამიანებს?!
ბოღმა და შური, გაუტანლობა,
ცოდვა, სირცხვილი არვის ადარდებს!
პირში გიცინის, სხვასთან კი გჭორავს,
რომ მოგაყენოს მეტი ზიანი...
რა მოუვიდა, ან სად გამქრალა,
ღმერთის ქმნილება ადამიანი?!


საქართველოს
ჩემს საქართველოს ვენაცვალე, მარადჟამიერს!
მის მთებს, მიწა-წყალს, თვალწარმტაც ლამაზ ბუნებას,
ხალხს ვენაცვალე, ჩემს ქართველებს, კეთილშობილებს!
არ მომწყინდება თქვენი ქება, მე თქვენ მიყვარხართ!
მიყვარს ლილეო, მირანგულა, ნანა მეგრული,
ვაჟას ლექსები, ატყორცნილი ზეცად სიტყვები,
ჩემი მყინვარი, თეთრი უშბა შეუპოვარი,
შხარას წვეროდან დაბერილი ცივი ნიავი.
ჩემს საქართველოს ვენაცვალე, მარადჟამიერს!
სანამ სხეულში კიდევ მიჩქეფს სისხლი ქართული,
ჩემი სამშობლოს სადიდებელს ყოველთვის ვიტყვი...
არ მომწყინდება თქვენი ქება... ჩემგან ნატრული!


მე დავბრუნდები
მე დავბრუნდები ავდარში მეხად,
კვლავაც დავრეკავ სიცოცხლის ზარებს,
განვმეორდები, ზეცაში ელვად
და შემოვამტვრევ სამოთხის კარებს!
მე დავბრუნდები, როდესაც წავალ,
ჟუჟუნა წვიმად დავნამავ ბალახს,
მიწას ოხშივარას ავადენ ნისლად,
თან ჩამოვწვები მდელოზე ფარად!
მაშ, გაუმარჯოს  სიცოცხლეს მარადს,
ვფიქრობ, არა ხარ შენ ერთადერთი,
დრო რომ დადგება, როცა მე წავალ,
კვლავ დამაბრუნებს გამჩენი ღმერთი!
წავალ უეცრად, მე ჩუმად წავალ
და მივატოვებ სიცოცხლეს ძილში...
დრო როცა მოვა, კვლავ დავბრუნდები,
სულაც აღარ მაქვს სიკვდილის შიში!
რადგან სიცოცხლე საჩუქარია,
ნაბოძები გვაქვს ღმერთისგან მაღლა,
უნდა წახვიდე, კვლავ რომ დაბრუნდე,
თუ დაეტყობა სიცოცხლეს დაღლა...
მაღლა და მაღლა ზეცის დასასრულს,
მილიარდობით ვარსკვლავებს შორის,
სული მიაპობს უსასრულო ცას,
თავისუფალება აზრის და გონის...
არასდროს კვდება სული, არ მჯერა!
ეს მარტო ჩვენი სხეული კვდება,
სული მიფრინავს, ზეცას გასცდება
და დაგვინახავს შორიდან ყველას.
არავინ იცის, სწორედ რა ხდება,
ვარაუდები ბევრია ქვეყნად,
მე კი არ მჯერა სულის სიკვდილის,
სული მიფრინავს ზეცაში ღმერთთან!
ღმერთთან მიფრინავს ის წყვიტავს მერე,
სადმე შეირჩეს ადგილი ჩვენთვის,
რადგან მგონია, რომ დიდი არის,
სასუფეველი უფალი ღმერთის!


ეცერი
უფალო ღმერთო, ყოვლისმომცველო,
ერთიც მექნება შენთან ვედრება:
ჩემს წინაპართა ფესვებს ნუ მოშლი,
მას ვერაფერი ვერ  შეედრება...
დათოვლილ კლდეებს, მწვანე მდელოებს,
ცისფერი ზეცა თავს გადმოჰყურებს,
ჟრუანტელსა მგვრის, სუნთქვას მიხშირებს,
ამ სილამაზეს როცა ვუყურებ...
ვერას დააკლებს ჟამი დუხჭირი,
ვერ მოერევა ვერც ერთი მტერი,
მარად იდგება სვანეთის ბურჯად,
ულამაზესი, ჩვენი ეცერი!


სიყვარული
სიყვარული, სიყვარული, გამხელილი, დამალული,
იდუმალი, უეცარი, გიჟური თუ მხიარული...
მშობლებისა, მეგობრების, ცალ-ცალკე და ერთიანი,
რამაც შეგქვმნა, რაც გვაცოცხლებს... სიყვარული ვნებიანი.
სულში ჟრუანტელის ველი, ცუდისა და კარგის მქმნელი,
ცეცხლზე მწველი, ძველზე ძველი, ისტორიის ჟამთა მცველი!
ხელოვანთა მუზის მძვრელი, ერთგული თუ გამყიდველი,
დედამიწის მბრუნებელი, სიყვარული ათასскачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge